1795082067
ამ წუთებში შენობაში მყოფი მოქალაქეების უსაფრთხოდ გამოსაყვანად მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები
ფონიჭალაში ნანგრევებში დედასა და შვილს ეძებენ. ამ წუთებში შენობაში მყოფი მოქალაქეების უსაფრთხოდ გამოსაყვანად მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
დღეს დილით ქვემო ფონიჭალაში, გაზის აფეთქების შედეგად სადარბაზო ჩამოინგრა. აფეთქება კორპუსის მეხუთე სართულზე მოხდა. ნანგრევებიდან ოთხი ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. ნანგრევებში კიდევ 7 პირს ეძებენ, მათგან სამი არასრულწლოვანია











