1769027328
ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ ნაწილში მეწყერი ჩამოწვა, სამაშველო ჯგუფები დაკარგულ ადამიანებს ეძებენ
ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ ნაწილში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული მეწყერის გამო სამაშველო ჯგუფები დაკარგულ ადამიანებს ეძებენ.
როგორც მედია წერს, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია, გადაკეტილია გზები, ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
მეწყერი ადგილობრივი დროით დილის 09:30 საათზე ჩამოწვა პოპულარულ ტურისტულ ადგილზე, ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ ნაწილში. პოლიციის წარმომადგენელმა, ტიმ ანდერსონმა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არის იმედი, ადამიანები ცოცხლები იპოვონ.












