იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
სამხრეთ ფილიპინების სანაპიროსთან 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი ეპიცენტრი დავაო ორიენტალის პროვინციაში, ქალაქ მანაიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 62 კილომეტრში დაფიქსირდა.
„როიტერის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის მიწისძვრის შედეგად დაღუპულებისა ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ამავდროულად, ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მოსახლეობისგან არაერთი ინფორმაცია შევიდა სახლების, შენობებისა და ხიდების დაზიანების შესახებ.
ფილიპინების სეისმოლოგიური სააგენტოს განცხადებით, რამდენიმე ქვეყანაში ცუნამის შესახებ გაფრთხილება გაიცა, ისინი სანაპირო რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.