22 წლის მთამსვლელი შოტლანდიის უმაღლესი მწვერვალიდან გადმოვარდა და დაიღუპა

მთამსვლელი შოტლანდიის უმაღლესი მწვერვალიდან გადმოვარდა და დაიღუპა

შოტლანდიის უმაღლეს მწვერვალ "ბენ ნევისიდან" ორი მთამსვლელი გადმოვარდა.

შემთხვევის შედეგად, 22 წლის მთამსვლელი დაიღუპა, კიდევ ერთი - 30 წლის მამაკაცი მაშველებმა გადაარჩინეს. მას მძიმე, თუმცა სიცოცხლისთვის უსაფრთხო ტრავმები ჰქონდა მიღებული. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, მაშველებს რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მოუწიათ მუშაობდა. დაღუპული მთამსვლელის პოვნა მათ მხოლოდ მეორე დღეს შეძლეს.

როგორც ლოჩაბერის სამთო სამაშველო ჯგუფმა განმარტა, შაბათს, დაშავებული მამაკაცის გამოყვანა შეძლეს, ხოლო 22 წლის გარდაცვლი კვირა დილით, ძებნის განახლების შემდეგ იპოვეს.