ბიჭი, რომელსაც უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა
1756983379
ორი შვილის დედა სელფის გადაღებისას 91-მეტრიანი კოშკიდან გადმოვარდა და დაიღუპა. შემთხვევა რუსეთში, სანქტ-პეტერბურგთან ახლოს მოხდა.
45 წლის ელიზავეტა, დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაში მონაწილეობდა, სადაც, 91-მეტრიან კოშკზე სელფის გადაღებისას ფეხი დაუცდა და სიმაღლიდან გადავარდა.
ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
ტრაგედია მისმა 22 წლის შვილმა, ნიკიტამ, თვალწინ იხილა. შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება, უსაფრთხოების წესების სავარაუდო დარღვევის გამო.