მანანა მენაბდეს ემშვიდობებიან, თუმანიშვილის თეატრში სამოქალაქო პანაშვიდზე პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი, პარლამენტის თავმჯდომარე, კულტურის მინისტრი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

მანანა მენაბდე

საზოგადოება მანანა მენაბდეს ემშვიდობება – ცნობილი მუსიკოსი, მომღერალი, მსახიობი და მხატვარი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თუმანიშვილის თეატრში სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი, პარლამენტის თავმჯდომარე, კულტურის მინისტრი და ხელისუფლების სხვა წევრები.

მანანა მენაბდე დები იშხნელების ოჯახში დაიბადა. მან საზოგადოებას თავი საკუთარი განსხვავებული მუსიკალური ხელწერით შეაყვარა.