ახალი დეტალები გურამ დადიანიძის საქმეში - „შევხვდით ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც იმ ღამით იყო იქ...“
1788942699
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებასთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სამარშრუტო მანქანის მძღოლი გზაზე მიმავალ საქონელს აერიდა და ჯიპს შეეჯახა. ჯიპის მძღოლი, 59 წლის მამაკაცი, კლინიკაში გარდაიცვალა, ავტომობილში მყოფი კიდევ სამი პირი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი, წნორის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმებმა დაშავებულებს ოპერაცია ჩაუტარეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლებრივი წესით დაიწყო.
პოლიციამ სამარშრუტო ავტომანქანის მძღოლი უკვე დააკავა.