ნარკოდანაშაული

სამართალი 1750798297

სპეცოპერაცია ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ - რა მტკიცებულებები დევს ფარულ ვიდეო მასალაში

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, დღეს გამთენიისას, 20-მდე მისამართზე მობილიზდნენ. ნარკოდანაშაულისთვის პოლიციამ 18 პირი დააკავა, მათ შორის არიან რეალიზატორები.საპოლიციო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა თვრამეტივე პირს ხელბორკილები საკუთარ სახლში დაადეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.ფონიჭალის დასახლება ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის ეპიცენტრი, დღეს კიდევ ერთხელ გახდა. იქ პოლიციამ რამდენიმე პირი აიყვანა, მათ შორის არიან ქალებიც. ადგილობრივები საპოლიციო ღონისძიებების დეტალებზე საჯაროდ საუბარს არ ერიდებიან, დაკავებულების ოჯახის წევრები კი კამერებს ემალებიან.სპეცოპერაციამდე სამართალდამცველებმა სპეციალური ღონისძიებები დაგეგმეს. პოლიციამ ის სქემა გაშიფრა, რომლითაც ბრალდებულები მოქმედებდნენ. გამოძიების ინფორმაციით, რეალიზატორები ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვას, საგანგებოდ აორგანიზებდნენ. თავდაპირველად დაინტერესებულ პირს, თანხას არიცხვინებდნენ, შემდეგ ნარკოტიკის სასურველ რაოდენობას ფუთავდნენ და წინასწარ შერჩეულ სამალავში უტოვებდნენ. ე.წ ფაქტის დადებიდან მალევე, კლიენტს ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას, ინტერნეტით უგზავნიდნენ. დაკავებულებს შორის არიან ისეთებიც, ვინც ნარკოტიკი ე.წ ხელიდან ხელში გადაცემის გზით გაყიდა.რა მეთოდებით ყიდდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს ბრალდებულები, ფარულ კადრებში კარგად ჩანს. ჩანაწერები პოლიციამ მოსამართლის განჩინებით მოიპოვა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა. მასალის მიხედვით, სავარაუდოდ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს პირდაპირ ქუჩაში ასაღებენ, იყო შემთხვევები, როდესაც კლიენტი ავტომობილიდანაც არ გადადიოდა და მას ნარკოტიკს მანქანაში აწვდიდნენ.სამართალდამცველებმა ის ნარკოტიკებიც ამოიღეს, რომელთა გაყიდვაც რეალიზატორებმა დაკავებამდე მოასწრეს. "ჰეროინი", "კოკაინი", "სუბოტექსი", "მეთადონი", "სუბოქსინი", "ალფაპვპ", "მარიხუანა" - ეს ნარკოტიკული საშუალებები "კურიერის" ინფორმაციით, პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ამოიღო. საქმეში დევს ელექტრო სასწორები, დაფასოებისთვის აუცილებელი მასალა და სავარაუდოდო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 18 პირს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება, მათი უმეტესობა დუმილის უფლებას იყენებს ნაწილი კი დანაშაულს აღიარებს.ნარკოდანაშაულის ბრალდებით ამ ეტაპზე 18 პირია დაკავებული, უახლოეს დღეებში ეს რიცხვი გაიზრდება - ინფორმაცია დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა დაადასტურა. გეკა გელაძემ მასშტაბური სპეცოპერაციის დეტალები განმარტა და მიმდინარე, საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ისაუბრა. მინისტრმა უწყების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა დაასახელანარკოდანაშაული ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევაა - ეს განცხადება დრეს გენერალურმა პროკურორმა გააკეთა და რეალიზაციის მატების მიზეზებიც დაასახელა. გიორგი გვარაკიძის განმარტებით, რეალიზატორების მიმართ სასჯელი უმკაცრესი იქნება და მათ საქმეებზე, საპროცესო შეთანხმებების გაფორმებაც მაქსიმალურად შეიზღუდება.ნარკოდანაშაულის საქმეზე გამოძიება გრძელდება. უახლოეს საათებში, დაკავებულ 18 პირს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ.

მამა გაბრიელი

ისტორიები 1747377180

რა უთხრა მამა გაბრიელმა ბერი ნიკოლოზის მშობლებს

სოციალურ ქსელში ვრცელდება ჩანაწერი მამა გაბრიელისა და მდუმარე ნიკოლოზის მშობლების შესახებ:როგორც პოსტში ვკითხულობთ, მამა ნიკოლოზს ბავშვობიდანვე ზრდიდა მამა გაბრიელი რასაც ნარიმანის ნათესავები და ახლობლები ახლა ხშირად იხსენებენ.,,მამა გაბრიელმა მამა ნიკოლოზის მშობლებს უთხრა: „თქვენ ვერც კი ხვდებით როგორი შვილი გყავთ. მალე ისეთი დრო მოვა თქვენ შვილთან უამრავი ხალხი მოინდომებს მოსვლას და მუხლის მოყრას, მაგრამ მასთან ახლოს მისვლა და ხელზე მთხვევა ძალიან ძნელი იქნება.ნიკოლოზი თავისი სულიერებით იმ სიმაღლემდე ააღწევს, რომ მის სიტყვას დაემორჩილება ქვეყნიერება!"დედის ქალბატონი რუსუდანის მოგონებებიდან: ,,ტიმოთეს უბანში, ეკლესიის შესასვლელში უყვარდა მისვლა და იქ მარტო ჯდომა. ჩვენთან ერთი წვერებიანი ახალგაზრდა მათხოვარი მოდიოდა და ნარიმანს სულ რაღაცეებს ასწავლიდა. ერთხელაც მოკიდა ხელი და მიჰყავდა. გამოვეკიდე და ვუთხარი სად მიგყავს-თქო. ასე მიპასუხა: რას ნერვიულობ, გავა დრო და ეს მაინც ჩემთან მოვაო. ეს იყო მამა გაბრიელი“. 

მარტა კოსი

მსოფლიო 1746688506

მარტა კოსი დღეს ოფიციალური ვიზიტით მოლდოვაში ჩავა

გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი ოფიციალური ვიზიტით მოლდოვაში დღეს ჩავა. ვიზიტი ხუთდღიანია.ევროკომისარი, ქვეყნის ხელმძღვანელობასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს კიშინიოვის მემორიალურ კომპლექსში ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაში, ასევე ქვეყნის ცენტრალურ მოედანზე ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.„ვიზიტი სიმბოლურ დროს – ევროპის დღეს ემთხვევა, რაც ადასტურებს ევროკავშირის ერთგულებას მოლდოვის ევროპული გზის მხარდაჭერის მიმართ“, – აცხადებენ მოლდოვის ხელისუფლებაში.მარტა კოსთან ერთად, მოლდოვაში ოფიციალური დელეგაციაც ჩადის, რომლის შემადგენლობაშიც არიან ევროპარლამენტის წევრები და ევროკომისიის წარმომადგენლები. ვიზიტი მოიცავს ღონისძიებებსა და შეხვედრებს ქვეყნის რამდენიმე რეგიონში. მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში მოლდოვაში ბოლო ვიზიტისას, მარტა კოსმა ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად ფინანსური დახმარების პაკეტი ჩაიტანა.

პაპავა

საზოგადოება 1746455763

ქართველი ეკონომისტის აღიარება სამეფო ეკონომიკური საზოგადოების მიერ

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ვლადიმერ (ლადო) პაპავა ეკონომიკურ მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის 2025 წლის 1 მაისიდან გახდა სამეფო ეკონომიკური საზოგადოების (დიდი ბრიტანეთი) ნამდვილი წევრი (Founding Fellow) (https://res.org.uk/the-royal-economic-society-announces-founding-fellows/?utm_campaign=Dotdigital&utm_medium=email&utm_source=Royal%20Economic%20Society&dm_i=7O8I,R2LS,1O14D3,2AC15,1). აკადემიკოსი ლადო პაპავა ამ პრესტიჟულიეკონომიკური პროფილის საზოგადოების რიგითიწევრი (Member) 2006 წლიდან იყო.სამეფო ეკონომიკური საზოგადოება (Royal Economic Society) დიდი ბრიტანეთის წამყვანი ეკონომიკურიასოციაციაა (https://res.org.uk/about-us/). იგი დაარსდა 1890 წელს, და სამეფო ქარტია 1902 წელს მიიღო. სამეფოეკონომიკური საზოგადოება 4 000 წევრს აერთიანებს, და ისინი მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანასწარმოადგენენ. ამ წევრების თითქმის ნახევარი დიდიბრიტანეთიდანაა.სამეფო ეკონომიკური საზოგადოების პრეზიდენტიაცნობილი კვიპროსელ-ბრიტანელი ეკონომისტი,პროფესორი, სერ კრისტოფერ პისარიდესი (Professor Sir Christopher Pissarides), რომელსაც ეკონომიკაში ნობელის პრემია 2010 წელს მიენიჭა.

შოთა რუსთაველი

ისტორიები 1741250816

რა პროფესიის იყო შოთა რუსთაველი - უცნობი ბიოგრაფიული ცნობები

შოთას ბიოგრაფიასთან დაკავშირებით, უპირველესად, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იგი გარკვეული აზრით, თავადაა ვაჭართუხუცესი, რადგანაც ხელმწიფის კარის გარიგებით მეჭურჭლეთუხუცესის სახელოში შედის: ,,ძველი ქალაქნი, ვაჭარნი, სავაჭრო“, ეს კი სწორედ ,,ვეფხისტყაოსნის“ სამყაროა, აქედანვე მოდის ქალაქურ-ვაჭრული თემის პოპულარობა და ბრწყინვალე ცოდნა ,,ვეფხისტყაოსანში“.იმავე კარის გარიგების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ შოთა, როგორც ,,მეჭურჭლეთუხუცესი“, განაგებდა სამეფო კარის არქივსაც, რომელსაც ქართველთა მეფეები საგანძურებთან ერთად ინახავდნენ. რუსთაველი ეპოქის ერთ-ერთი უმდიდრესი სახელმწიფოს ფინანსთა მინისტრია, რომლის შემოსავლებიც აღემატება ამ ეპოქის საფრანგეთის და ინგლისის შემოსავლებსაც. მუსლიმანური წყაროების მიხედვით, შოთას დროს ქართველთა მეფეების საგანძურები მოიცავდა მრავალგვარ პატიოსან ქვას და თვალს, ყველაფერი ამის შემდეგ, გასაგებია ის პროფესიული ცოდნა, რასაც მეჭურჭლეთუხუცესი შოთა ამ საკითხთან დაკავშირებითაც ამჟღავნებს ,,ვეფხისტყაოსანში“.მეჭურჭლეთუხუცესს საგანგებო დამოკიდებულება უნდა ჰქონოდა ზღვასთან და საზღვაო ვაჭრობასთანაც. შოთას დროს ქართული საზღვაო პორტების - ხუფათის, ფოთისა და ცხუმის ტვირთბრუნვა საკმაოდ მაღალი იყო, რაც იქიდანაც ჩანს, რომ როდესაც ფოთიდან კონსტანტინოპოლისკენ მიმავალი ერთ-ერთი ხომალდი ჩაიძირა, იმპერატორმა ალექსი ანგელოსმა ამ გადაკარგული ხომალდების მოსაძებნად საგანგებო კომისია შექმნა, საიდანაც კარგად ჩანს, რომ ფოთიდან მომავალი ეს ხომალდები უძვირფასესი ტვირთით იყო დატვირთული. ამავე პერიოდში იწყებენ შემოსვლას შავ ზღვაში გენუელებიც. შავი ზღვის ქართული ,,ძველნი, სავაჭრო ქალაქნი“ - ნიკოფსი, ანაკოფი, ცხუმი, ფოთი, ხუფათი, ბათომი და სხვა სწორედ მეჭურჭლეთუხუცესის, მაშასადამე, შოთას კომპეტენციის სფეროა. ამ ქართული ზღვისპირეთის უმეტესი ნაწილი - ცხუმიდან ხუფათამდე და იმის იქითაც, მეგრულენოვანი იყო.ამგვარად, შოთას, როგორც მეჭურჭლეთუხუცესის სამყარო შედგება ზღვის, ძველი ქალაქების, სამეფო საგანძურების, სამეფო არქივის, სავაჭრო საქმისა და ვაჭრებისაგან.შედეგად შეიძლება ითქვას, რომ სავაჭრო, საზღვაო, ურბანულ, საიუველირო და ეკონომიკურ საკითხებში შოთასგან გამოვლენილი განსაცვიფრებელი ცოდნა არის არა უბრალოდ მაღალი და სამოყვარულო, არამედ - პროფესიული ცოდნა.1180-იან წლებში მოიპარეს/მიითვისეს თამარის მიერ ათონზე გაგზავნილი შეწირულობა: ,,25 ივლისს (ლოცვა თამარისთვის), როცა კელიები დაიწვა და ბერები წავიდნენ აღმოსავლეთში (შესაწირავების მისაღებად), თამარმა მათ მისცა ოცი დუკატი და ორი ბროკარტი... მოგვიანებით, ნიკოლოზ გულაბერისძის ხელით გამოგზავნა ოცი ჰიპერბერაც, დაზიანებული წყალგაყვანილობის შესაკეთებლად, რათა გაეშენებინათ ბაღები და წისქვილები. თამარმა მერეც გაიღო შესაწირავი, მაგრამ ბოროტმა ადამიანებმა მიითვისეს...“ასეთი შემთხვევების გამო, აუცილებელი გახდა, რომ თამარს საზღვარგარეთ ქართველთა მონასტრებში დაეწყო ,,სარწმუნოთა თვისთა წარვლენა“.ფინანსური ოპერაციები შუა საუკუნეებში ერთმანეთისგან დიდად დაცილებულ ადგილებში, ცხადია, დიდად სარისკო იყო, სწორედ ამიტომ დაიკარგა თამარის მიერ ათონზე გაგზავნილი შეწირულობის ნაწილი 1180-იან წლებში. მეჭურჭლეთუხუცესი შოთა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში სწორედ ამ პერიოდში, ნიკოლოზ გულაბერისძის შემდეგ ჩადის, იერუსალიმის დაცემის შემდეგ, და იწყებს ზრუნვას საზღვარგარეთის ამ ყველაზე დიდ ქართულ მონასტერზე.მეჭურჭლეთუხუცესი ანუ საქართველოს ფინანსთა მინისტრი შეიძლება მიჩნეულ იქნეს ფინანსურ საკითხებში თამარის ,,სარწმუნოთა“ შორის უპირველესად, ამიტომ უშუალოდ მისი ჩასვლა იერუსალიმში, ხსენებული ათონური ინციდენტის შემდეგ, კარგად გასაგებია.იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინაშე დამსახურებისათვის მისი ერისკაცი შემწირველები იხსენებიან ოჯახთან, ძირითადად, შვილებთან ერთად, მაგალითად, როდესაც იერუსალიმის მეფე ბოლდუინ კეთროვანმა ქართველთა მონასტერს ქონება ჩამოართვა, გაქრისტიანებულ/გაქართველებულმა თურქმა - ანასუღლიმ მონასტერს 100 დუკატი შესწირა, რის გამოც ბერები იხსენიებენ მის ვაჟ იაღსაც.ჯვრის მონასტრის დიდი მეცენატი შოთა აღაპში ცალად იხსენიება, უშვილძიროდ, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს იგი უკვე ღრმად მოხუცებული კაცი ჩანს ფრესკაზე.შესაძლოა, ამ გარემოების უკან ,,ერთის ერთგულების“ ის რაინდული პრინციპი იდგეს, რაც ,,ვეფხისტყაოსნის“ ავტორის მრწამსია და რომელსაც ამ ეპოქის რაინდულ საზოგადოებაში მიმდევრები არ აკლდა.ბოლოს ისევ ,,ვეფხისტყაოსნის“ საზღვაო სამყაროზეამ ეპოქის საქართველო ნაწილი იყო უზარმაზარი საზღვაო გზისა წმინდა მიწისკენ, რომელიც მუსლიმანური ექსპანსიისგან ჩაკეტილი სახმელეთო გზების ალტერნატივა იყო, შოთას სწორედ ეს გზა უნდა გაევლო იერუსალიმში ჩასასვლელად. ალ-მაკრიზის მიხედვით, ეს საზღვაო გზა იწყებოდა საქართველოს საზღვაო კარიბჭიდან - სავაჭრო ქალაქ ფოთიდან, ჩაუყვებოდა აღმ. შავიზღვისპირეთს თავის ,,ცოტასა, მარა ტურფასა“ ქალაქებით, შემდეგ გაივლიდა მცირე აზიის ჩრდილოეთ სანაპიროებთან, სადაც უმდიდრესი საზღვაო სავაჭრო ქალაქები მდებარეობდა, ვიდრე კონსტანტინეპოლამდე, საიდანაც დარდანელისა და ბოსფორის სრუტით გავიდოდა ხმელთაშუაზღვაში და ამჯერად მცირე აზიის სამხრეთ სანაპიროების არანაკლებ აყვავებულ სავაჭრო ქალაქებს ჩაუვლიდა, ბოლოს კი მიადგებოდა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის სანაპირო ზოლს, კიდევ უფრო აყვავებული და ხალხმრავალი ქალაქებით... განაგრძეთ კითხვა

ზაალ ანჯაფარიძე

პოლიტიკა 1739192282

ზაალ ანჯაფარიძე იაგო კაჭკაჭიშვილის ორგანიზაციის კვლევაზე: „გამოკითხვის“ შედეგები რომ სინამდვილეს ასახავდეს, ქუჩები გადაჭედილი უნდა იყოს საპროტესტო მასით - მასში აშკარად ჩანს მანიპულირებისა და შეუთავსებლის შეთავსების მცდელობა

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ეხმიანება სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილის ორგანიზაცია ISSA-ს მიერ განხორციელებულ კვლევას, რომლის თანახმადაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის და როგორც „გამოკითხვა“ გვარწმუნებს, უმრავლესობას (55%) მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა რუსეთის ინტერესებს ემსახურება. ანჯაფარიძის თქმით, გამოკითხვაში აშკარად ჩანს მანიპულირების და შეუთავსებლის შეთავსების მცდელობა.მისივე განცხადებით, „გამოკითხვის“ შედეგები რომ სინამდვილეს ასახავდეს, ქუჩები გადაჭედილი უნდა იყოს საპროტესტო მასით/„წარმოიდგინეთ, რომ მიდიხართ ავტომობილით, საწვავის მაჩვენებელი ისარი უახლოვდება ნულს და საცაა ავტომობილი გაჩერდება. დაინახეს ოპოზიციამ და მათმა დონორებმა, რომ რუსთაველზე დაძრული პროტესტის მანქანა მალე გაჩერდება და სასწრაფოდ საწვავი მიაშველეს - ამჯერად მოდელირებული „სოციოლოგიური გამოკითხვით,“ რომელიც სოროსის ფონდის აქაური ფილიალის დაფინანსებით, ოპოზიციასთან თხემით ტერფამდე შეზრდილი იაგო კაჭკაჭიშვილის ორგანიზაციამ სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) განახორციელა. გამოკითხვაში აშკარად ჩანს მანიპულირების და შეუთავსებლის შეთავსების მცდელობა.ბოლომდე განხილვას აზრი არ აქვს - მხოლოდ ერთ ფრაგმენტს მოვიყვან.თუკი რესპონდენტების უმრავლესობას (62%-მდე) მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, თუკი, როგორც „გამოკითხვა“ გვარწმუნებს, უმრავლესობას (55%) მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა რუსეთის ინტერესებს ემსახურება, მაშინ გამოდის, რომ ისინი ვინც ამ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა (1, 2 მლნ) პრორუსულ კურსს ემხრობიან?! მაშინ გამოდის, რომ „გამოკითხვაში“ მოყვანილი ციფრი, თითქოს ევროკავშირში საქართველოს გაწევრებას მხარს უჭერს 86.3% - გაყალბებულია. „გამოკითხვის“ შედეგები რომ სინამდვილეს ასახავდეს, ქუჩები გადაჭედილი უნდა იყოს საპროტესტო მასით. თუმცა, ვხედავთ საპირისპირო სურათს. პროტესტანტების რაოდენობა კლებისკენ მიდის, მანქანა ხშირად უჩერდებათ, და საწვავის სახით ხან მარშებს, ხან თეატრალურ პერფორმანსებს, ხან ასეთ ე.წ. „გამოკითხვებს,“ ხან ფულად სტიმულირებას, ხან რაღაც ახალი პლატფორმების დაფუძნებას, ხან კი უცხოელების ჩამოყვანას იყენებენ. როგორც ვხედავთ, ამაოდ.ისე მანქანის ძრავიც ეტყობა არ უვარგათ, ნამეტან ბევრ ზეთსა და ბენზინს უჭამს“, - წერს ანჯაფარიძე.

თეგეტა მოტორსი

საზოგადოება 1738753207

„თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფასდაკლება და გასამმაგებული ქეშბექი მოქმედებს

ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რადგან ის გზის ზედაპირს უშუალოდ ეხება. გართულებების თავიდან ასაცილებლად საბურავი სწორად და სეზონის შესაბამისად უნდა შეირჩეს.მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე სპეციალური შეთავაზებით ისარგებლოს. Tegeta Shop-ზე ნებისმიერი ბრენდის საბურავზე 30%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს, მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზება დახვდება ფილიალშიც - ბარათის ტიპის მიხედვით, გასამმაგებულ ქეშბექს მიიღებს.საბურავების მწარმოებლების რეკომენდაციებით, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 7 გრადუსს ჩამოსცდება, აუცილებელია, ზაფხულის საბურავები ზამთრის საბურავებით ჩანაცვლდეს. გზებზე მოცურების რისკი, გართულებული ხილვადობა და დატვირთული გზები – ეს არის დაბრკოლებები, რამაც ზამთარში შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეგვიქმნას. კახა გვასალია, „თეგეტა მოტორსის“ საბურავების მიმართულების ხელმძღვანელი: „სეზონისა თუ გზის რელიეფისთვის საბურავის ცვლა, პირველ რიგში, უსაფრთხოებისთვის არის უმნიშვნელოვანესი. ცივი კლიმატისთვის შეუსაბამო საბურავი მოჭიდების უნარს კარგავს და სამუხრუჭე მანძილის გაზრდას იწვევს. ზამთრის საბურავები კი დაბალ ტემპერატურასა და თოვლიან ზედაპირზე დამუხრუჭების მანძილს ამცირებს და გვაძლევს უკეთესი მანევრირების საშუალებას.აქვე გასათვალისწინებელია, რომ ზამთრის საბურავებს გასული არ უნდა ჰქონდეს ექსპლუატაციის ვადა, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ თვისებებს კარგავს, ხდება გამოუსადეგარი და იმავე პრობლემებს ქმნის, რასაც ზაფხულის საბურავებით გადაადგილება. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ საბურავი სწორად და სეზონის შესაბამისად შევარჩიოთ. იმისათვის, რომ ავტომფლობელებმა უსაფრთხოების ეს წესიც დაიცვან და ავტომობილი ზამთრის საბურავებით აღჭურვონ, „თეგეტა მოტორსში“ მათ არაერთ აქციას ვთავაზობთ. მთავარია ისიც, რომ ჩვენს მომხმარებლებს კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე თანამშრომლები უწევენ კონსულტაციასა და სერვისს“.Michelin - მსოფლიო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც დიდ ყურადღებას უთმობს უსაფრთხოებასა და მდგრად განვითარებას. რეგულარულად იკავებს წამყვან პოზიციებს პრემიუმ საბურავების მწარმოებელთა შორის.Michelin-ის საბურავები გამოირჩევა ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადითა და მაღალი წინააღმდეგობით. ასევე აქვს გამორჩეულად მძლავრი მოჭიდება სველსა და მშრალ გზებზე. ევრო 6 სტანდარტის შესაბამისი საბურავები ამცირებს გამონაბოლქვს და საწვავის მოხმარებას. ხმაურის შემცირების მოწინავე ტექნოლოგიით უზრუნველყოფილია მშვიდი და კომფორტული მოძრაობა. Michelin-ს იყენებენ ისეთი მსხვილი ავტომწარმოებლები, როგორებიცაა: Porsche, Mercedes-Benz, BMW, Tesla, Ferrari, Bugatti.„თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდს წარმოადგენს, მათ შორის არის საბურავების ისეთი პრემიუმ მწარმოებელი, როგორიცაა Bridgestone. ის მსოფლიოში ტექნოლოგიებისა და გამძლეობის სიმბოლოდ არის აღიარებული, გამოირჩევა ინოვაციურობითა და უმაღლესი ხარისხით. მთავარი, რაც სხვა ბრენდის საბურავებისგან გამოარჩევს, არის ექსპლუატაციის ხანგრძლივი პერიოდი. Bridgestone-ს საბურავები აქტიურად გამოიყენება მოტოსპორტში. ბრენდის მომხმარებლები არიან Lamborgini, Toyota, Lexus, Honda, Nissan, Ferrari, BMW.Yokohama-ს საბურავები გამოირჩევა ინჟინერიის მოწინავე ტექნოლოგიებით, სპორტული დინამიკითა და მდგრადობით. ამ ბრენდის პროდუქცია ცნობილია მაღალი გამძლეობითა და ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადით. იაპონური ბრენდის უპირატესობებია: ძლიერი მოჭიდება სპორტული მართვის მოყვარულებისთვის, საიმედოობა ოთხივე სეზონზე, როგორც სველ, ისე მშრალ გზებზე და ძლიერი მდგრადობა. Yokohama-ს საბურავები შექმნილია იმისთვის, რომ ავტომობილის მართვა მაქსიმალურად კომფორტული და ზუსტი იყოს. გამოირჩევა პროდუქციის მრავალფეროვნებით - მისი ასორტიმენტი მოიცავს როგორც სპორტული, ისე SUV და ელექტრომობილებისთვის განკუთვნილ საბურავებს.Continental-ი ინოვაციებისა და უსაფრთხოების ლიდერი ბრენდია. გერმანული წარმოების საბურავები გამოირჩევა ძლიერი დამუხრუჭების ტექნოლოგიით. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პრემიუმ და მაღალი ხარისხის საბურავებზე.Continental-ის საბურავები შექმნილია საწვავის მოხმარების შესამცირებლად. მათი წარმოებისას გამოყენებულია ContiSeal-ისა და ContiSilent-ის ინოვაციური ტექნოლოგიები, რომლებიც უზრუნველყოფს ხმაურის შემცირებასა და ნორმალურ მუშაობას საბურავის დაზიანების შემთხვევაშიც კი. გარდა ამისა, აღჭურვილია წნევისა და ცვეთის მონიტორინგის სენსორებით. Continental-ი განსაკუთრებით პოპულარულია ზამთრის საბურავებში, როცა მართვის სრულყოფილი კონტროლი და სტაბილურობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.Pirelli - იტალიური პრემიუმ ბრენდი ცნობილია არა მხოლოდ მაღალი ხარისხით, არამედ თავისი ელეგანტური დიზაინითა და სპორტული ხასიათით. Pirelli განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს სპორტულ ავტომობილებზე. 2011 წლიდან კი Formula 1-ის ექსკლუზიური მიმწოდებელია. Pirelli-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის მაქსიმალური სიზუსტე მაღალი სიჩქარით მოძრაობისას.„თეგეტა მოტორსში“ შეძენილ ნებისმიერ საბურავზე ქარხნული წუნის შემთხვევაში მოქმედებს გარანტია, ხოლო პრემიუმ ბრენდებზე - უსასრულო გარანტია.--თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

კონგრესმენი დარელ ისა

მსოფლიო 1738674013

კონგრესმენი დარელ ისა: მხოლოდ მე მგონია, თუ „დემოკრატებს“ ეშინიათ იმის, რასაც „დიფ სთეითთან“ დაკავშირებით ილონ მასკი შემდგომში გამოავლენს?

კონგრესმენი დარელ ისა ილონ მასკის მიერ „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ დაწყებულ პროცესებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს„მხოლოდ მე მგონია, თუ „დემოკრატებს“ ეშინიათ იმის, რასაც „დიფ სთეითთან“ დაკავშირებით ილონ მასკი შემდგომში გამოავლენს?“, - წერს დარელ ისა.  Is it just me, or are Democrats terrified of what @elonmusk is going to uncover next about the Deep State? — Rep. Darrell Issa (@repdarrellissa) February 4, 2025

ელექტრომობილი

მსოფლიო 1729527299

7 ელექტრომობილი, რომელთა ყიდვა 2025 წელს არ ღირს - რას გვირჩევენ ექსპერტები

ექსპერტები დიდი ხანია ამბობენ, რომ ელექტრომობილები ჩვენი მომავალია. თუმცა, ზოგიერთ პოპულარულ მოდელს აქვს მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები. ექსპერტებმა დაასახელეს 7 ელექტრომობილი, რომელთა ყიდვა 2025 წელს არ ღირს.Nissan Leaf ამ მოდელის უპირატესობებს შორის ექსპერტი ხელმისაწვდომ ფასს ასახელებს, თუმცა, მისი აზრით, დატენვის მაღალი სიჩქარის გამო, ამ მანქანას წუნი აქვს. ზოგადად, ექსპერტის აზრით, Nissan Leaf მალე მოძველდება.Jaguar I-Paceმიუხედავად მისი „განსაცვიფრებელი“ გარეგნობისა, Jaguar I-Pace ჩამორჩება კონკურენტებს განახლებების ნაკლებობის გამო, რაც მას არაკონკურენტუნარიანს ხდის. მყიდველებს ასევე შეიძლება შეექმნათ პრობლემა I-Pace-ის მხარდაჭერასთან დაკავშირებით მომავალში.ტოიოტა bZ4Xექსპერტი საკმაოდ სკეპტიკურად იყო განწყობილი ამ მოდელის მიმართ და აღნიშნა, რომ მას აკლია ინოვაცია, მახასიათებლები და დახვეწილობა. ამავდროულად, მანქანა აჩვენებს საკმაოდ საშუალო დატენვის სიჩქარეს.VinFast VF 8სპეციალისტმა მანქანა პროგრამული უზრუნველყოფის ბეტა ვერსიას შეადარა.„თქვენ გესმით, რის მიღწევას ცდილობენ, მაგრამ ფუნქციების ნაკლებობა, პოლონური და მაღალი სააბონენტო ფასი ართულებს იმ პროდუქტის გამართლებას, რომელიც ახლახან გამოსცადეს“, - ამბობს ექსპერტი.Tesla Model Xავტომობილების ექსპერტის, კრის პაილის თქმით, არსებობს შეშფოთება ფრთიანი მანქანის კარების სწორად მუშაობის შესახებ. სპეციალისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ავტომობილი მოსალოდნელზე ადრე დაიტენება.Ford Mustang Mach-Eკრის პაილმა თქვა, რომ Mach-E-ს ყიდვამდე უნდა დაფიქრდეთ. მისი თქმით, ამ მანქანას ბატარეის გადახურების პრობლემა ჰქონდა და შესაძლოა, ჯერ ბოლომდე არ მოგვარებულიყო.GMC Hummer EVმოგეხსენებათ, დაბალი სიჩქარით სიარულის დროს, ამ მანქანის წინა და უკანა ბორბლები საპირისპირო მიმართულებით ტრიალებს, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს შემობრუნების არეალი. კრის პაილი სკეპტიკურად უყურებს ამ მახასიათებელს და აღნიშნავს, რომ ეს უბრალოდ არასაჭირო ფუნქციაა.

ტაიფუნი

მსოფლიო 1724920554

იაპონიაში, ტაიფუნის გამო, მილიონობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო

იაპონიის ხელისუფლებამ ტაიფუნ „შანშანის“ გამო კუნძულ კიუსიუზე მცხოვრები მილიონობით ადამიანის ევაკუაცია გამოაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.ტაიფუნმა ძლიერი ქარისა და წვიმის სახით იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს გადაუარა. მან მწყობრიდან ელექტროგადამცემი ხაზები გამოიყვანა. ასობით ავიარეისი გაუქმდა და მსხვილმა ქარხნებმა მუშაობა დროებით შეაჩერეს.სტიქიას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ეს შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტაიფუნი იყოს, რაც კი ოდესმე ამ რეგიონში დაფიქსირებულა.იაპონიის უმსხვილესმა ავტომწარმოებელმა Toyota-მ ყველა ქარხანა გააჩერა. Nissan-მა, Honda-მ და სხვა მწარმოებლებმაც აგრეთვე დროებით შეაჩერეს მუშაობა.

კუბილიუსი

მსოფლიო 1724140212

ლიეტუვის პრემიერმა ევროპარლამენტარი კუბილიუსი ევროკომისრის თანამდებობაზე წარადგინა

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა შიმონიტემ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ევროკომისრის თანამდებობაზე წარადგინა. ინფორმაციას ლიეტუვის მედია ავრცელებს.„მე მივიღე წინადადება. პრემიერ-მინისტრმა შემომთავაზა და მთხოვა მეკისრა ეს პასუხისმგებლობა. ეს გასულ კვირას მოხდა“, - თქვა კუბილიუსმა.კუბილიუსის კანდიდატურის დამტკიცებას ლიეტუვის სეიმის მხარდაჭერა სჭირდება. პარლამენტში სოციალ-დემოკრატების ფრაქციამ უკვე განაცხადა, რომ მის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა 17 აგვისტოს განაცხადა, რომ ის ევროკომისრის თანამდებობაზე უარს ამბობს.

ჯეკ სმიტი

მსოფლიო 1721106674

სპეციალური პროკურორი ჯეკ სმიტი ტრამპის მიერ საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის დარღვევის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

სპეციალური პროკურორი ჯეკ სმიტი გაასაჩივრებს ფლორიდის მოსამართლის გადაწყვეტილებას საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის დარღვევის საქმესთან დაკავშირებით. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.„იუსტიციის დეპარტამენტმა უფლება მისცა სპეციალურ პროკურორს, გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება“, – აღნიშნულია ჯეიკ სმიტის სპიკერის, პიტერ კარის განცხადებაში.აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის მიერ საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის დარღვევის საქმის განხილვაზე უარი თქვა. ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ბრალი 40 მუხლით ჰქონდა წაყენებული. ბრალდების მიხედვით, თეთრი სახლის დატოვების შემდეგ დონალდ ტრამპი საიდუმლო სამთავრობო დოკუმენტებს ინახავდა და ასევე ხელს უშლიდა გამოძიებას.