თორნიკე ჭეიშვილი

პოლიტიკა • 1792654021

თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციურ პარტიებზე: ის სულისკვეთება, რომელიც ფიქსირდებოდა სხდომათა დარბაზში მათი მხრიდან, სხვაზე არაფერზე შეიძლება მეტყველებდეს, თუ არა იმაზე, რომ ისინი  საბოლოო ბეჭედს სვამენ იმაზე, რომ არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მოპასუხის ამპლუაში წარმოდგენილი ძალები პროცესის მაქსიმალურად გაჭიანურებას ცდილობენ.მას მიაჩნია, რომ ოპოზიციური პარტიები  არსებით განხილვებსა და საკონსტიტუციო სარჩელს უფრთხიან.„პრინციპში, როგორც მოსალოდნელი იყო, აგენტურული ძალები, რომლებიც ამ შემთხვევაში წარმოდგენილი არიან მოპასუხის ამპლუაში საკონსტიტუციო სასამართლოში, ცდილობენ მაქსიმალურად გააჭიანურონ კონკრეტული ეტაპები იმისათვის, რათა არსებითი განხილვის ცენტრალური ნაწილი, რომელიც გულისხმობს ახსნა-განმარტებების მიცემას, რომელიც გულისხმობს კითხვა-პასუხს, პაექრობას და შესაბამის დასკვნებს, იყოს რაც შეიძლება გაჭიანურებული. ეს ამ შემთხვევაში გულისხმობს და მეტყველებს იმაზე, რომ ისინი რეალურად უფრთხიან ძალიან ამ საკონსტიტუციო პროცესს, საკონსტიტუციო სარჩელს. ვინ ვინ და მათ შესანიშნავად იციან მართლაც იმ არაკონსტიტუციური ქმედებების შესახებ, რომელიც წლების განმავლობაში მათ მიერ იქნა ჩადენილი სხვადასხვა დროს. ეს უკავშირდება როგორც 2003-2012 წლებს, ისე რა თქმა უნდა 2012 წლის შემდგომ პერიოდს.რეალურად გუშინდელმა დღემ ჩვენ კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა დაგვანახა ისიც, რომ მათი სახით საქმე გვაქვს ერთმნიშვნელოვნად ანტიკონსტიტუციურ წარმონაქმნებთან, ვინაიდან ის სულისკვეთება, რომელიც ფიქსირდებოდა სხდომათა დარბაზში მათი მხრიდან, სხვაზე არაფერზე შეიძლება მეტყველებდეს, თუ არა იმაზე, რომ ისინი მართლაც ხელს აწერენ და საბოლოო ბეჭედს სვამენ იმაზე, რომ არ აღიარებენ რეალურად კონსტიტუციურ წესრიგს, მათთვის ჩალის ფასი აქვს კონსტიტუციურ წყობილებას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, თუ სხვა მნიშვნელოვან პრინციპებსა და ღირებულებებს, რაც საქართველოს კონსტიტუციით არის რეგლამენტირებული”,- განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

არჩილ გორდულაძე

პოლიტიკა • 1792567138

არჩილ გორდულაძე: 14 წელია, ქართული საზოგადოება მოელის, სამართლებრივად შეფასდეს "ნაციონალური მოძრაობის" სისხლიანი რეჟიმი და მისი ე.წ. განშტოებები, რომელთაც დამხობილი ჰქონდათ სახელმწიფოებრივი წყობილება და დღემდე აგრძელებენ ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფას

უკვე 14 წელია ქართული საზოგადოება გვავალებს, გვთხოვს და მოელის, სამართლებრივად შეფასდეს "ნაციონალური მოძრაობის" სისხლიანი რეჟიმი და ერთხელ და სამუდამოდ, "ნაციონალური მოძრაობა", მისი ე.წ. განშტოებები, რომელთაც 2004-2012 წლებში პირდაპირ დამხობილი ჰქონდათ საქართველოს სახელმწიფოებრივი წყობილება, დემოკრატიული საფუძველი და 2012 წლის შემდეგ, უკვე დღევანდელ დღემდე, ისინი კლავ აგრძელებენ, რომ დემოკრატიას გამოუთხარონ საფუძველი, ფეხქვეშ გათელონ ადამიანის უფლებები, გარე მითითებების დამორჩილებით ხელი შეუწყონ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციურ სარჩელს წარადგენს.მისი განცხადებით, ქართული საზოგადოების დავალება დღევანდელ ისტორიულ პროცესზე შესრულდება, სადაც, სასამართლოს აქვს ვალდებულება და გამოწვევა, სამართლებრივად შეაფასოს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის 22 წელი.როგორც გორდულაძე აღნიშნავს, მმართველი გუნდი ყველა სამართლებრივ მტკიცებულებას წარადგენს და საზოგადოებას მიეცემა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გაიხსენოს "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩადენილი მავნებლობები და ანტიდემოკრატიული ქმედებები."შესაბამისად, 14 წლის მოლოდინი და დავალება ჩვენ მიმართ დღეს შესრულდება ისტორიულ პროცესზე - პროცესზე, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ვალდებულებაც და ამავდროულად, გამოწვევაც, რომ სამართლებრივად შეაფასოს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის 22 წელი და ის მოვლენები, რომელთა მიზანიც არის გარე მმართველობის ჩვენს ქვეყანაში დამყარება.საბოლოო ჯამში ჩვენ სამართლებრივად ყველა მტკიცებულებას წარვადგენთ კიდევ ერთხელ და საზოგადოებას შეიძლება პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას, თვალყური ადევნოს და კიდევ ერთხელ გაიხსენოს ის მავნებლობები და ის ანტიდემოკრატიული ქმედებები, რაც აქვს "ნაცმოძრაობას", მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ ოთხ პარტიას, რომლებიც ან უშუალოდ არიან პროცესის მონაწილეები, ან მხარს უჭერენ ამ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს და საბოლოო ჯამში, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს ერთადერთ სამართლებრივ და ლოგიკურ გადაწყვეტილებას, რომ შეფასდება სამართლებრივად მათი მავნებლობები და აიკრძალებიან ის კონსტიტუციური პარტიები, რომელთა მიზანი საქართველოს მომავლის უზრუნველყოფა ნამდვილად არ არის. ხოლო მეორე მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს ჩვენი მოლოდინიდან გამომდინარე შედეგი იქნება დემოკრატიისთვის გზის გახსნა და ის ოკუპაცია, რომელიც არის კოლექტიური "ნაცმოძრაობის" სახით ოპოზიციურ ველზე დასრულდება და შეეძლებათ ადამიანებს, რომელთა მიზანიც არის ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ პოლიტიკური აქტივობა, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთონ," - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

დაბლოკეს ცილა, რომელიც კიბოების 75 პროცენტის გავრცელებას უწყობს ხელს

მსოფლიო • 1792525932

კიბოს ყოველი მე-10 შემთხვევის მიზეზი, შესაძლოა ეს იყოს - ახალი კვლევის შედეგები

უახლესი სამეცნიერო მონაცემების თანახმად, კიბოს (საუბარია თითქმის ყველა ტიპზე) ყოველი 10 შემთხვევიდან ერთზე მეტი, შესაძლოა, სწორედ ჭარბ წონასთან იყოს დაკავშირებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს მაჩვენებელი აქამდე არსებულ ვარაუდებს თითქმის 2-ჯერ აღემატება.კვლევა გერმანიის სიმსივნის კვლევის ცენტრის სპეციალისტების ჯგუფმა ჩატარდა. მათ სურდათ გაეგოთ, რამდენად დიდი იყო სხეულის წონასა და ონკოლოგიურ დაავადებებს შორის კავშირი. ამის გასარკვევად, მეცნიერებმა გაერთიანებული სამეფოს ბიობანკის მონაცემები გააანალიზეს. მასში მონაწილეობას ნახევარ მილიონამდე ადამიანი იღებდა. მათი საშუალო ასაკი 57 წელი იყო. ქალები საერთო რაოდენობის 53,3%-ს შეადგენდნენ. დაკვირვების პროცესი 12 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ პერიოდში სიმსივნის დიაგნოზი 50 ათასზე მეტ ადამიანს დაუსვეს.კვლევა გამორჩეული იყო იმითაც, რომ ექსპერტები მხოლოდ სხეულის მასის ინდექსს BMI-ის არ დაეყრნდნენ.  BMI-ი წონისა და სიმაღლის მიხედვით გამოითვლება - სხეულის წონა კილოგრამებში იყოფა სიმაღლის კვადრატზე, რომელიც მეტრებშია გამოსახული.  მაგალითად თუ თქვენი წონაა 70 კგ, ხოლო სიმაღლე 1.75 სმ, თქვენი BMI გამოითვლება ასე: 70 : (1.75 X 1.75) = 22.85.თუ BMI (სხეულის მასის ინდექსი) 16-ზე ნაკლებია - ეს წონის მწვავე დეფიციტზე მიუთითებს...2) 16-დან 18.5-მდე - წონის დეფიციტი;3) 18.5-დან 25-მდე - ნორმალური წონა;4) 25-დან 30-მდე - ზედმეტი წონა;5) 30-ზე მეტი - ჭარბი წონა;თუმცა, BMI-ი ვერ გვაჩვენებს იმას, თუ სხეულის რომელ ნაწილზე  გროვდება ცხიმი და რა წილი უჭირავს ცხიმოვან ქსოვილს კუნთოვან მასასთან შედარებით. შესაბამისად, ანალიზის დროს ისინი მხოლოდ სხეულის მასის ინდექსს არ დაეყრდნენ. მათ დამატებით მონაწილეთა წელისა და თეძოს გარშემოწერილობა, ასევე,  ამ მაჩვენებლების თანაფარდობაც შეისწავლეს. მიღებული შედეგები მათ იმის განსაზღვრაში დაეხმარათ, თუ რამდენად სწორედ ნაწილდებოდა ცხიმი სხეულში.ასეთი მიდგომა მნიშვნელოვანია, რადგან ცხიმის დაგროვების ადგილსა და ორგანიზმის მეტაბოლურ მდგომარეობას ადამიანის ჯანმრთელობაზე უდიდესი ზეგავლენა აქვს. შედეგებმა აჩვენა, რომ ონკოლოგიური დაავადებების საერთო შემთხვევების 10 პროცენტზე მეტი, შესაძლოა, სწორედ ჭარბ წონასთან იყოს დაკავშირებული. მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, კიბოს ყოველი 10 შემთხვევიდან ერთზე მეტი, შესაძლოა,  ჭარბ კილოგრამებს უკავშირდებოდეს.მნიშვნელოვანია განვმარტოთ, რომ ეს მაჩვენებელი არ ნიშნავს, თითქოს კიბოს ყველა ტიპი აუცილებლად ჭარბი წონის გამო ვითარდება. მონაცემები ეყრდნობა ნახევარ მილიონ ადამიანზე ჩატარებულ კვლევას.საინტერესოა ისიც, რომ მიღებული მონაცემები ქალებსა და კაცებში განსხვავდებოდა. ანალიზის მიხედვით,ზედმეტი კილოგრამებით გამოწვეული კიბოს შემთხვევების სავარაუდო წილი ქალებში უფრო მაღალი იყო, ვიდრე კაცებში. მეცნიერებმა შენიშნეს ისიც, რომ 60 წელს ზემოთ ასაკში სხეულის ჭარბ ცხიმსა და კიბოს შემთხვევების შორის კავშირი შესაძლოა, უფრო მკვეთრი იყოს. ეს არ ნიშნავს, რომ 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს რისკი არ აქვთ - საუბარია კავშირის შედარებით ძლიერ გამოვლენაზე.აღსანიშნავია ისიც, რომ ზედმეტი კილოგრამები მხოლოდ  ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკთან არ არის დაკავშირებული. მას შეუძლია გავლენა მოახდინოს ორგანიზმის სხვადასხვა სისტემის მუშაობაზე და გაზარდოს არაერთი ქრონიკული დაავადების განვითარების ალბათობა. ისეთები როგორებიცაა, ტიპი 2 დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა, ღვიძლის გაცხიმოვნება, გულ-სისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის პრობლემები... ასევე ძილის აპნოე – ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ძილის დროს სუნთქვა ეპიზოდურად წყდება. 

ირაკლი გაბრიაძე

პოლიტიკა • 1792509081

ბოლო წლებში ძალიან სწრაფად იზრდებოდა საქართველოს ეკონომიკა. ზრდის ეს ტემპები საჭიროებს შენარჩუნებას და სწორედ ამ ზრდის შენარჩუნებაა ჩვენი მიზანი - საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალური დირექტორი

ბოლო წლებში ძალიან სწრაფად იზრდებოდა საქართველოს ეკონომიკა. ზრდის ეს ტემპები საჭიროებს შენარჩუნებას და სწორედ ამ ზრდის შენარჩუნებაა ჩვენი მიზანი, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გაბრიაძემ. წამყვანმა ჰკითხა, რამდენად აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე ის გარემოება, რომ სახელმწიფო მცირე ბიზნესის ხელშეწყობასთან ერთად, მსხვილი და სტრატეგიული პროექტების მხარდაჭერასაც გეგმავს.„დღეს ფართო საზოგადოებას პრემიერთან და ვიცე-პრემიერთან ერთად წარვუდგინეთ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია. ბოლო 12 წლის განმავლობაში, 2014 წლიდან დღემდე, სახელმწიფო დაეხმარა არაერთ მცირე და საშუალო მეწარმეს და პრეზენტაციისას ეს მექანიზმები მიმოვიხილეთ. შეჯამების სახით რომ გითხრათ, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფომ ბოლო 12 წლის განმავლობაში, მხარი დაუჭირა 20 ათასზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს, საიდანაც განახორციელეს 8.5 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია და დაასაქმეს 90 ათასზე მეტი ადამიანი.ბოლო წლებში ძალიან სწრაფად იზრდებოდა საქართველოს ეკონომიკა. 2014-დან 2025 წლამდე ეკონომიკის მოცულობა 3.3-ჯერ გაიზარდა და 2025 წლის მონაცემებით, 104 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ზრდის ეს ტემპები საჭიროებს შენარჩუნებას და სწორედ ამ ზრდის შენარჩუნებაა ჩვენი მიზანი“, - აღნიშნა გაბრიაძემ.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა • 1792493838

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: სასამართლოს მაგივრად ურჩევნიათ, ესაუბრონ უცხოელ დიპლომატებს, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს, მათ შორის იმაზე, რომ საკუთარი პოზიციების დაცვის იმედი არ აქვთ

სასამართლოს მაგივრად ურჩევნიათ, ესაუბრონ უცხოელ დიპლომატებს, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს, მათ შორის იმაზე, რომ მათ საკუთარი პოზიციების დაცვის იმედი არ აქვთ, გამომდინარე იქიდან, რომ არგუმენტები არ აქვთ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ელჩებთან შეხვედრას შეეხებოდა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთელი ამ წლების განმავლობაში ეს პოლიტიკური პარტიები არაფერს არ აკეთებდნენ, გარდა საბოტაჟისა.„ისინი ყოველთვის ასე აკეთებენ, ხალხის ნაცვლად, არჩევნების წინ ესაუბრებიან დიპლომატებს და უცხოელ პატრონებს,არჩევნების წინაც კი, როცა ხალხს უნდა ესაუბრონ და ახლა, როცა არის სასამართლო პროცესი, სასამართლოს მაგივრად ურჩევნიათ, ესაუბრონ უცხოელ დიპლომატებს, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს, მათ შორის იმაზე, რომ მათ საკუთარი პოზიციების დაცვის იმედი არ აქვთ, გამომდინარე იქიდან, რომ არგუმენტები არ აქვთ. მთელი ამ წლების განმავლობაში ეს პოლიტიკური პარტიები არაფერს არ აკეთებდნენ, გარდა საბოტაჟისა. ჯერ 2012 წლამდე, თქვენ იცით, როგორია ამ პოლიტიკური პარტიების წარსული და მერე 2012 წლიდან მოყოლებული. ჯერ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყველა არჩევნების ჩაშლა სცადეს. 2012 წლის არჩევნების ჩაშლაც კი სცადეს, რომელიც მათ მიერვე იყო ჩატარებული და მერე 2016 წელს, 2020 წელს, 2024 წელს საუბარი მაქვს მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებზე, პრაქტიკულად სცადეს ყველა არჩევნების ჩაშლა არალეგიტიმურად გამოაცხადეს, მათ შორის ჯერ მარგველაშვილი, მერე ზურაბიშვილი. ყველა პრეზიდენტს აცხადებდნენ არალეგიტიმურად, ყველა პარლამენტს აცხადებდნენ არალეგიტიმურად, რაც თავისთავად ფარსი იყო, შემდეგ უწევდათ „არალეგიტიმურ“ პარლამენტში შესვლა, „არალეგიტიმური“ პრეზიდენტის გმირად გამოცხადება და ა.შ. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მათთვის ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ თვითმიზანი იყო საბოტაჟის განხორციელება, კონსტიტუციური წყობილების მიმართ საბოტაჟის განხორციელება. ეს არის ის მარტივი არგუმენტები, რასაც ისინი ვერ უპირისპირებენ საკუთარ კონტრარგუმენტებს. აქედან გამომდინარე, ეშინიათ საკონსტიტუციო მართლმსაჯულების და ურჩევნიათ, საკონსტიტუციო სასამართლოს ნაცვლად არსებითად ესაუბრონ სწორედ ელჩებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მარიამ ქვრივიშვილი

პოლიტიკა • 1792493760

მარიამ ქვრივიშვილი: ეკონომიკის განვითარების კორპორაციის შექმნა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის, ახალი შესაძლებლობებისა და განვითარების გრძელვადიანი ხედვის ლოგიკური გაგრძელებაა

ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ დღეს წარმოგიდგინოთ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია – ინსტიტუტი, რომლის შექმნაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის, ახალი შესაძლებლობების, გაზრდილი ამბიციებისა და განვითარების გრძელვადიანი ხედვის ლოგიკური გაგრძელებაა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაციაზე განაცხადა.როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, გასული ათწლეულის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ტრანსფორმაცია განიცადა. მისი თქმით, გაიზარდა ეკონომიკის მასშტაბი, გაძლიერდა კერძო სექტორი, გაფართოვდა ვაჭრობის შესაძლებლობები და შეიქმნა ათი ათასობით ახალი სამუშაო ადგილი.„დღეს უკვე გვაქვს შესაძლებლობა, განვითარების მომდევნო ეტაპს გაცილებით დიდი რესურსით, გამოცდილებითა და ამბიციებით შევხვდეთ. თუმცა, ალბათ სანამ ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენს ახალ გეგმებსა და ხედვებზე, ძალიან მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ის განვლილი გზა, რამაც დღევანდელ გადაწყვეტილებამდე მოგვიყვანა. 2014 წელს, როდესაც ჩვენმა ხელისუფლებამ შექმნა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უწყება და პროგრამა სახელად „აწარმოე საქართველოში“, იმ დროისთვის ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას განსაკუთრებულად განსხვავებული ეკონომიკური გამოწვევები ჰქონდა. კერძო სექტორის მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა ფინანსურ რესურსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა და განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს სჭირდებოდათ მხარდაჭერა იმისთვის, რომ მათი იდეები კონკრეტულ ბიზნეს აქტივობად გარდაექმნათ, გაეფართოვებინათ წარმოება და შეექმნათ ახალი სამუშაო ადგილები. ამ გამოწვევას ჩვენმა სახელმწიფომ და ჩვენმა ხელისუფლებამ კონკრეტული გადაწყვეტით უპასუხა. ამ გადაწყვეტის მთავარი ამოცანა იყო, რომ შექმნილიყო უწყება, რომელსაც უნდა ეპასუხა აღნიშნული გამოწვევებისთვის და სწორედ ასე შეიქმნა „აწარმოე საქართველოში“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ განვლილი 12 წლის შემდეგ, კონკრეტულ შედეგებზე დაყრდნობით, ამ გადაწყვეტილების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე შეიძლება საუბარი.„სახელმწიფო პროგრამით ისარგებლა 20 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა. მხარდაჭერილი ინვესტიციების მოცულობამ 8.5 მილიარდ ლარს მიაღწია და შეიქმნა 90 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. ამავე პერიოდში მცირე და საშუალო ბიზნესის პროდუქციის გამოშვება თითქმის ოთხჯერ გაიზარდა – 14.8 მილიარდიდან 54 მილიარდ ლარს გადააჭარბა. სექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ 544 000-ს მიაღწია. ექსპორტი გაორმაგდა, ხოლო საშუალო ზომის კომპანიებში დასაქმებულთა ხელფასი თითქმის სამჯერ გაიზარდა. ეს მაჩვენებლები ასახავს მნიშვნელოვან ცვლილებას საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურაში. ქვეყანაში ჩამოყალიბდა უფრო ძლიერი, გამოცდილი და კონკურენტუნარიანი კერძო სექტორი.2025 წელს ქვეყნის მთლიანმა შიდა პროდუქტმა 104.6 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 2014 წელთან შედარებით 3.3-ჯერ მეტია“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

თომას ტაძარი

საზოგადოება • 1792484027

„ხალხს უღრუბლო ციდან ჭექა-ქუხილისა და გრგვინვის ხმა ესმოდა...“ - სამლოცველო წალკაში, სადაც მრავალ სასწაულზე ჰყვებიან

მაია ზესკია გვიზიარებს ინფორმაციას ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის შესახებ, რომლის არსებობა, როგორც გაირკვა, ბევრმა არ იცის.წალკის რაიონში, სოფელ რეხაში, ტყისპირა გორაკზე დგას ერთი პატარა სამლოცველო. იგი აშენებულია იმ უძველესი ტაძრის ნანგრევებზე, რომელიც აქ 93 წლის წინათ, 1925 წლის ზაფხულში, მიწაში ჩამარხული იპოვეს. აქ მომხდარი სასწაულები მაშინ, იმ ურწმუნო წლებში, მთელ საქართველოში ქუხდა. ამას მაშინდელი პრესაც ადასტურებს.როგორ იპოვეს ტაძარი?ამ ტაძარს დღემდე თომას სალოცავს ეძახიან, რადგან მას რეხას მკვიდრის, 24 წლის თომა საბაძის გამოცხადების საფუძველზე მიაგნეს. თომა ბავშვობიდან ეპილეპსიით იტანჯებოდა თურმე - დღეში რამდენიმეჯერ ჰქონია გულყრა. მოზარდობისას მბრწყინავ სამოსში გამოწყობილი ქალი გამოეცხადა, რომელმაც აუწყა, რომ ამიერიდან ძალზედ იშვიათად, მხოლოდ წელიწადში ერთხელ თუ მოუვლიდა ბნედა.მართლაც ასე მოხდა - ფაქტობრივად, თომა თითქმის განიკურნა. ოფიციალური მასალების მიხედვით, შემდგომ ხილვებში უკვე 24 წლის თომას ღვთისმშობელმა აუწყა მიწაში ჩამარხული თავისი ტაძრის შესახებ და მისი გათხრა დაავალა.. მაგრამ თავიდან თომამ ხილვას ყურადღება არ მიაქცია.შემდგომ ხილვაში ყოვლადწმიდამ თომას უბრძანა, რომ ურჩობისთვის მას დასჯიდა და ნიშანსაც დაადებდა. მართლაც, სულ მალე შინ მყოფმა თომამ გრძნობა დაკარგა და მდუღარე წყლიან ქვაბში თავით ჩავარდა. ოთხი დღე იგი ბრმა იყო, მერე თვალი კი აეხილა, მაგრამ თავზე დამწვრობის კვალი სამუდამოდ დარჩა.ამის შემდეგ თომა მითითებულ ადგილას მიდის სოფლის მღვდელ მამა გიორგისა (გვარად დარჩია) და რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად და მიწის გათხრას იწყებს.ეს ადგილი სოფლიდან 3 კილომეტრის მოშორებით, გორაკის თავზე, ტყის პირას იყო. ორიოდე მეტრის გათხრის მერე მიწაში ჩამარხული ტაძრის ნანგრევები გამოჩნდა. ნანგრევებთან ერთად იპოვეს ხუთი უხრწნელი ცხედარიც, სავარაუდოდ, აქაური ბერების.გადმოცემით, ამას ისეთი ნათება ახლდა თურმე, რომ სოფლიდან ამბის გასაგებად ხალხი გამოუგზავნიათ.სულ მალე ცხადი შეიქმნა, რომ ტაძარი სასწაულმოქმედი იყო, რადგან აქ ამოსული ყველა ავადმყოფი განიკურნა. ეს ამბავი ვერანაირად ვერ დაიმალებოდა და პირიდან პირზე გარშემო სოფლებში, მალე კი მთელ საქართვეელოში გავრცელდა. არადა, მოგეხსენებათ, ეს საბჭოთა ხელისუფლების წლებია, როცა პირჯვრის გადაწერაც კი იკრძალებოდა. მიუხედავად ამისა, რეხასაკენ წმინდა ნაწილების მოსალოცად ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებიდან უამრავი ხალხი დაიძრა.სასწაულები ყველას თვალწინ ხდებოდა - ბრმებს თვალი ეხილებოდათ, მუნჯებმა ენა ამოიდგეს, ავადმყოფები იკურნებოდნენ..... ეს აქ შეკრებილი ასობით ადამიანის თვალწინ ხდებოდა. პოლიციამ გზები ჩაკეტა, რადგან რეხასკენ ხალხი უწყვეტ ნაკადად მოედინებოდა. ისინი ტაძართან ათენებდნენ და, სასწაულების ხილვით აღფრთოვანებულები, ადიდებდნენ უფალს.თვითმხილველთა გადმოცემით, იყო შემთხვევაც, როცა თომამ იქ შეკრებილ ხალხს სასწრაფოდ დაჩოქებისკენ მოუწოდა - მისი თქმით, იმ წუთებში თავად დედა ღვთიშობელი იყო მობრძანებული ტაძართან.ხალხს კი ამ დროს სრულიად უღრუბლო ციდან მხოლოდ ჭექა-ქუხილისა და გრგვინვის ხმა ესმოდა თურმე, დანახვით კი ვერაფერს ხედავდნენ.მასობრივმა კურნებებმა ყველაზე იმხელა გავლენა მოახდინა, რომ რამდენიმე პარტიულმა მუშაკმა და კომკავშირელმა პარტიის მანდატებიც კი დათმეს და, როგორც გამოძიების მასალებშია აღნიშნული, მორწმუნეებს შეუერთდნენ.სასჯელიცხადია, საბჭოთა ხელისუფლებას ასეთი რამ არ გამოეპარებოდა. 1926 წლის ნოემბერში 26 კაცი დააპატიმრეს. ეს იმდენად რეზონანსული საქმე იყო, რომ სასამართლო პროცესიდან რეპორტაჟები პირდაპირ გაზეთ „კომუნისტში“ იბეჭდებოდა სახელწოდებით „წალკელ სასწაულქმედთა საქმე“. პირველ სასამართლო სხდომას 1000-ზე მეტი გლეხი ესწრებოდა.მორწმუნეებისათვის წაყენებული ერთ-ერთი ბრალდება ასეთი იყო : თითქოს მათ მიცვალებულთა ხუთი უბრალო ჩონჩხი თაფლის სანთლებით გასანთლეს და უხრწნელ ცხედრებს დაამსგავსეს, ანუ თითქოს ეს უხრწნელი ცხედრები კი არა, სანთლის სხეულები იყო. აი, ასეთი აბსურდული ბრალდება იყო..პატიმრები გორის ციხეში გადაიყვანეს, მაგრამ სასწაულები იქაც გაგრძელდა: რეხელთა გადმოცემით, ყოველ დილა ბადრაგს თომასა და მამა გიორგის საკნების კარი ღია ხვდებოდა ( და არა მარტო მათი), ეს მიუხედავად მათი გარედან საგულდაგულოდ დაგმანვისა.ამბობენ, რომ ზებუნებრივი ძალების ამგვარი გამოვლინების ზეგავლენით,, პატიმრები მალევე გამოუშვეს და ისინი კვლავ სოფელში დაბრუნდნენ.ვინ იყო თომა საბაძე?როგორც ვთქვით, ამ ტაძარს დღემდე თომას სალოცავს ეძახიან, რადგან სწორედ მისი ხილვით მიაგნეს. გამოცხადებები თომას 12 წლის ასაკიდან დაწყებია.. აღნაგობით ძალზედ ახოვანს, გულზე გამუდმებით ღვთისშობლის ხატი ეკიდა თურმე.თომას მომავლის წინასწარმეტყველების ნიჭი ჰქონია.. მისი ბიძაშვილის მოგონებით, ჯერ კიდევ როდის ამბობდა თურმე, ცაში მალე „რკინის ჩიტები“ ივლიანო.წერა-კითხვის უცოდინარს, მთელი სახარება ზეპირად სცოდნია. ბიბლიიდან ზეპირად ამბობდა ციტატებს..ასეთივე უნარები ჰქონდა დედამისს ეფემიასაც - იგი ლოცვებით ხალხს მკურნალობდა. ორივე დედა-შვილი ძალიან მორწმუნენი ყოფილან და ტაძარში ეხმარებოდნენ მამა გიორგის.კომუნისტების მიერ ღვთიშობლის ტაძრის დანგრევის შემდეგ თომას თავისი სახლის გვერდით სამლოცველო აუშენებია, გამუდმებით შიგ ლოცულობდა თურმე და ხალხს უფლის რწმენას უქადაგებდა.. ისე კი ძალზედ სიტყვაძუნწი ყოფილა.თომას გორის ციხიდან გამოსვლის მერე ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ის და დედამისი სოფლისგან გაერიყა. მათთან გამოლაპარაკებასაც კი ყველა ერიდებოდა.. საშინელ სიცივესა და უკიდურეს შიმშილში ცხოვრობდნენ. თომა ახალგაზრდა გარდაიცვალა და ერთ წელიწადში დედამისიც მიჰყვა.როცა ახლად შესვენებული ეფემიასათვის საფლავს თხრიდნენ, ერთ-ერთმა მესაფლავემ, გვარად კაილაჩევმა, თურმე დანარჩენებს შესთავაზა ,იქვე გვერდით, დასაფლავებული თომას საფლავიც ამოეთხარათ - მოდით ვნახოთ, ერთი, მართლა წმინდანია თუ არაო.ამოთხარეს, მაგრამ თომას ცხედარი საფლავში არ დახვდათ. ამან ისეთი თავზარი დასცათ,,რომ ერთი მათგანი შიშისაგან იქვე გაჭაღარავებულა..სწორედ მაშინ სოფელში ყველას გაახსენდა თომას სიტყვები : „თქვენ რომ ძებნას დამიწყებთ, მე უკვე მეოთხე ცაზე ვიქნებიო“.მამა გიორგი (დარჩია)მამა გიორგი რეხაში მსახურობდა მღვდლად.. ის უგანათლებულესი პიროვნება და დიდი პატრიოტი,ყოფილა, ამასთან, როგორც ძველი, ისე ახალი ბერძნული ენის ბრწყინვალე მცოდნე...რეხაში ჩამოსვლამდე მამა გიორგი საბერძნეთში, ათონის წმინდა მთაზე, მოღვაწეობდა თურმე.. სწორედ მაშინ უცდია, რომ კონსტანტინო პოლის პატრიარქთან მოლაპარაკების გზით, ბერძნების მიერ მისაკუთრებული ათონის ქართული ტაძარი ქართველებისთვის დაებრუნებინა, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია.მამა გიორგი თავად პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) მოავლინა რეხაში მღვდელმსახურად. გორის ციხიდან სოფელში დაბრუნების შემდეგ მასზე მკაცრი მეთვალყურეობა დაუწესებიათ და მკვლელიც კი მიუგზავნიათ,, მაგრამ მორწმუნე პოლიციელისა და საბაძეების დახმარებით შუაღამისას სოფლისათვის გაურიდებიათ..მამა გიორგიმ აჭარაში გააგრძელა მოღვაწეობა. 1937 წელს იგი კომუნისტებმა დახვრიტეს.სასწაულები კვლავ გრძელდებაახლა ერთი იმ სასწაულის შესახებ, რომელიც ტაძარში ჩვენს დღეებში მომხდარა.: რეხაში მცხოვრები გოგი ზანთუროვის ნაბოლარა შვილიშვილი დაბადებიდან კუტი ყოფილა - ბავშვი 7 წელი ლოგინად იწვა. მეზობელმა ოჯახს ურჩია, ადით, თომას სალოცავი მოილოცეთ, ცხვარი შესწირეთო.ასეც მოიქცნენ. ჯერ ცხვრის გატყვავება არ დაემთავრებინათ, რომ ბიჭი ადგა და ეზოში თავისი ფეხით გამოვიდა თურმე... იმ წელს სკოლაშიც წავიდა.ეს ბიჭი მე ჩემი თვალით ვნახე - შარშანწინ, ღვთიშობლის დაბადების დღეს, თომას სალოცავში მშობლებთან ერთად თავისი ფეხით იყო ამოსული.რეხაში ჩემი მასპინძლობისა და ამ ისტორიების ჩემთვის გაცნობისათვის საგანგებო მადლობას ვუხდი ქალბატონ გულო საბაძეს, შესანიშნავ ქალბატონს, თავის კუთხეზე უზომოდ შეყვარებულ პიროვნებას, თომას ძმის შვილიშვილს. სწორედ მან მოიძია მთელი ეს ისტორიები არქივებსა და სხვადასხვა წყაროებში (ამას რამდენიმე წელი დასჭირდა) და მე, როგორც ჟურნალისტს, გამაცნო,.. ყველა ის ამბავი, რაც მოგიყევით, შევიტყვე სწორედ პირადად ქალბატონ გულოსა და მისი წერილებიდან.. .p.s. ტაძრის ქვეშიდან გამოედინება წყარო, რომელიც წლობით უხრწნელად ინახება.

საკონსტიტუციო სასამართლო

პოლიტიკა • 1792479540

საკონსტიტუციო სასამართლო 21, 22 და 23 ოქტომბერს პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხის თაობაზე სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 21, 22 და 23 ოქტომბერს პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხის თაობაზე სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.კერძოდ, 21,22 და 23 ოქტომბერს 12:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე“ (კონსტიტუციური სარჩელი №1979)."კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა მოსაზრებით, ნათლად დასტურდება კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული ხუთივე პოლიტიკური პარტიის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების დარღვევა, რაც, ერთი მხრივ, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის მცდელობაში უკვე გამოიხატა, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის სამომავლო მიზნის არსებობაში ვლინდება. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებით საქმიანობის კონსტიტუციურობის შეფასების ნაწილში ასევე დამატებით აქტუალურია ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კონსტიტუციური საფუძვლები. უფრო კონკრეტულად, №1979 კონსტიტუციური სარჩელის ავტორები არგუმენტაციას რამდენიმე მიმართულებით ავითარებენ: საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, რაც გამოიხატა სადავო პოლიტიკური პარტიების ან მათი წევრების მიერ ადამიანის უფლებების სისტემურ და სისტემატურ ხელყოფაში, ასევე საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ორგანოებისა და თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარის თქმითა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის მცდელობებით; საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა კი გამოიხატა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული და 2012 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენებით.იმავდროულად, მოსარჩელე მხარის პოზიციით, მოპასუხე პოლიტიკური პარტიები 2016 წლიდან უწყვეტ რეჟიმში უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაოპოლიტიკურ, ისე საგარეოპოლიტიკურ ლეგიტიმაციას და, შესაბამისად, მის კონსტიტუციურობას, ხოლო მათი არაკონსტიტუციური მიზნების ერთიანობას ადასტურებს შემდეგი გარემოებები: ისინი საყოველთაო არჩევნების გზით არჩეულ ორგანოებში, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ საბოტაჟში, წლების განმავლობაში თვისებრივად ერთნაირი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ, ქმნიდნენ საერთო მისწრაფებით მოქმედ კოალიციურ ერთობას და დღესაც ასე მოქმედებენ; მოპასუხე პოლიტიკური პარტიების ყოფილი ან მოქმედი ხელმძღვანელი პირები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ან მისი მონაწილეობით შექმნილი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ იქნენ სხვადასხვა მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრებად, „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობაში“ მათ ეკავათ სხვადასხვა პარტიული თანამდებობა, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქვეყნის მართვის პერიოდში (2004-2012 წლებში) მათ ეკავათ სხვადასხვა მნიშვნელოვანი თანამდებობა (მათ შორის, პოლიტიკური თანამდებობა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობა) ან/და იმავე პერიოდში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ მათი ხელშეწყობითა და მონაწილეობით ადამიანის უფლებების ხელყოფას ახორციელებდა.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელით წარმოდგენილი სათანადო ფაქტები და არგუმენტები, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომების გათვალისწინებით, ერთობლივად ქმნის არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მყარ კონსტიტუციურ საფუძველს, რის გამოც მოსარჩელე მხარე - საქართველოს პარლამენტის წევრები - მოითხოვენ, საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებიდან და მე-4 პუნქტიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს მოპასუხე პოლიტიკური პარტიების საქმიანობა და აკრძალოს ისინი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.დავის საგანი: პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა".

მიხეილ სააკაშვილი

პოლიტიკა • 1792412340

მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიცია მეორად, second-hand ოპოზიციად იქცა, second-hand ვის რაში სჭირდება, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმაც კი უთხრა, რომ მათი ერთადერთი შანსი სააკაშვილთან გაერთიანებაა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ, „ქართული ოცნებისვე“ კვლევით, მისი რეიტინგი ივანიშვილ/კობახიძის ელექტორალურ რეიტინგს გაუტოლდა.ამასთან, სააკაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია ე.წ. second-hand ოპოზიციად იქცა.„მაგარი ამბავი! „ქოცებისვე“ ჩატარებულ ბოლო კვლევაში, პირველად 2012 წლის შემდეგ, მე გავუტოლდი ივანიშვილ/კობახიძის ელექტორალურ რეიტინგს.ორივეს დაგვიწერეს 35-36%. დანარჩენი ვერცერთი პარტია ვერ სცდება 3%-ს, რაც იმის შედეგია, რომ ოპოზიციამ ჩემი ოპონირება აირჩია მთავარ პრიორიტეტად, იმის მაგივრად, რომ დიქტატურას მწვავედ დაუპირისპირდეს, იქცა მეორად, second-hand ოპოზიციად და second-hand ვის რაში სჭირდება.თან საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმაც კი უთხრა, რომ მათი „ერთადერთი შანსი სააკაშვილთან გაერთიანებაა““, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გურამ დადიანიძის ბიძა

საზოგადოება • 1792095096

VIDEO: „ჩემთვის დაუჯერებელი იყო...“ - რას ჰყვება გურამ დადიანიძის ბიძა

გურამ დადიანიძის ბიძა გადაცემის, „შენი ამბავი თაიასთან“ სტუმარია. კახა დადიანიძე საჯაროდ პირველად გამოჩნდა. „გურიკას დაკარგვის ამბავი გავიგე ჩემი დისგან, მან დამირეკა... ჩემთვის დაუჯერებელი იყო მაშინვე...სანამ ლომისობაზე წავიდოდა, 3-4 დღით ადრე ვნახე. ლომისობაზე რომ უნდა წასულიყო, ეგ ვიცოდი.რომ იძახიან, ცოცხალიაო, თუ ცოცხალია, რაღაცა იციან... მაგრად მიყვარდა და მაგრად ვუყვარდი....მე ერთადერთი, გურიკას გამოჩენა მინდა, მეტი არაფერი და სიმართლე მინდა გავიგო“, - ამბობს კახა დადიანიძე. მის სრულ ინტერვიუს მაყურებელი 16 ოქტომბერს, გადაცემაში „შენი ამბავი თაიასთან“ იხილავს.შეგახსენებთ, 17 წლის გურამ დადიანიძე 12 წლის წინ, 2014 წელს, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში გაუჩინარდა, ის ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს.

ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთს შორის სასაზღვრო ხიდი გაიხსნა

მსოფლიო • 1792057231

ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთს შორის სასაზღვრო ხიდი გაიხსნა

ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთს შორის სასაზღვრო ხიდი გაიხსნა, რომელმაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები უნდა გაააქტიუროს.უცხოური მედიის ცნობით, მდინარე იალუძიანგზე მდებარე ხიდის მშენებლობა 12 წლის წინ დასრულდა, თუმცა ქვეყნებს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების გამო, ის ამ დრომდე არ ფუნქციონირებდა.აღსანიშნავია, რომ კოვიდპანდემიის გამო ჩაკეტილი საზღვრები მხოლოდ ექვსი თვის წინ გაიხსნა სარკინიგზო მიმოსვლისთვის, თუმცა ფხენიანი ამ დრომდე არ გასცემს ტურისტულ ვიზებს ჩინეთის მოქალაქეებისთვის.

დუნდუა

პოლიტიკა • 1792050518

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი გრძელვადიანი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი საერთაშორისო ასპარეზზე ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი გრძელვადიანი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი საერთაშორისო ასპარეზზე ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებს.მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის 2012 წლის შემდგომი პროგრესით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში ერთპიროვნულად ლიდერობს.ფონდის შეფასებით, ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, წელს ისტორიულ მაქსიმუმს 32 600-ზე მეტ დოლარს აღწევს, 2031 წლისთვის კი მაჩვენებელი თითქმის 47 000-მდე უნდა გაიზარდოს. პროგნოზის მიხედვით, საქართველოს ნომინალური ეკონომიკის ზრდის ტემპი 2026 წელს ისევ ორნიშნა იქნება. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, საქართველოს 2028 წლიდან მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მოპოვების პერსპექტივა გაეხსნება.საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა აცხადებს, რომ საერთაშორისო პროგნოზების თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპებითა და ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მაჩვენებლებით მსოფლიოს საუკეთესო სამეულსა და ევრაზიაში პირველ ადგილზეა."საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, როგორც რეალური, ისე ნომინალური ეკონომიკის (მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით) გათვალისწინებით, გაუმჯობესებულია. 2031 წლის ჩათვლით გამოქვეყნებული პროგნოზის მიხედვით, ათწლიანი და ოცწლიანი პროგრესით, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, ზრდის ამ ტემპით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია, ხოლო ევრაზიაში პირველ ადგილს იკავებს. 2012 წლის შემდგომ განცდილი პროგრესის შედეგად, 2026 წელს მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, ნომინალური ეკონომიკა ერთ სულზე ძალიან მაღალ ნიშნულს აღწევს და ამ მაჩვენებლითაც ქვეყანა მსოფლიოს საუკეთესო სამეულსა და ევრაზიაში პირველ პოზიციაზეა", - აცხადებს მიხეილ დუნდუა. 

✕