სპორტი • 1775335547
„ლუის ენრიკესთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ის მწვრთნელია და შეუძლია მიყვიროს, რადგან ვიცი, რომ მას ჩემი კიდევ უფრო მეტი წინსვლა სურს. ის ყველაფერს მარტივად მიხსნის. ყოველთვის სურს, რაღაც გასწავლოს. როდესაც რჩევას გაძლევს, უბრალოდ უნდა გაითვალისწინო, რომ უკეთესი გახდე“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია Le Parisien-თან ინტერვიუში.„კვარაცხელიას გზავნილი ნათელია: ის უსმენს ლუის ენრიკეს, რაც არ უნდა მოხდეს. მწვრთნელები ხანდახან ბრაზდებიან, მაგრამ ქართველი ამაზე არ განაწყენდება. ეს ფეხბურთის ნაწილია და ესპანელის სიტყვებიდან ბევრი რამის სწავლა შეიძლება.მთელი კარიერის განმავლობაში ლუის ენრიკემ არაერთხელ აჩვენა მოთამაშეებისა და გუნდის განვითარების უნარი, რამაც ფეხბურთელების პატივისცემა და ნდობა მოუტანა“, – ეს უკვე Le Parisien-ის შეფასებაა.























