ზოდიაქო

ასტროლოგია • 1792692902

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის ბოლომდე ოცნებების ასრულება და მნიშვნელოვანი წარმატებები ელოდება

შემოდგომაზე შესაძლოა, იფიქროთ, რომ წლის მთავარი მოვლენები უკვე უკან მოიტოვეთ. თუმცა, ასტროლოგიური პროგნოზის თანახმად, ზოდიაქოს სამ ნიშანს წლის ბოლომდე ჯერ კიდევ ეძლევა შანსი, დიდი ხნის ნანატრ მიზანს მიუახლოვდეს. ზოგისთვის ეს შეიძლება იყოს შეთავაზება, რომლის მისაღებადაც აქამდე გამბედაობა არ ჰყოფნიდა, ზოგისთვის კი - პირველი ნაბიჯის გადადგმა ან გადაწყვეტილების მიღება, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში აჭიანურებდა. აი, რას უნდა მიაქციონ ყურადღება ამ ნიშნების წარმომადგენლებმა 2026 წლის ბოლომდე:ლომილომები დიდი ხანია, ელიან შესაძლებლობას, საკუთარი უნარები და შესაძლებლობები სათანადოდ წარმოაჩინონ. შესაძლოა, ეს იყოს პროექტი, რომლის შესახებაც სათანადო ადამიანებთან საუბარი აქამდე ვერ მოახერხეს; ან სასურველი თანამდებობა, რომლის დაკავებაზეც დიდი ხანია, ფიქრობენ. წლის ბოლომდე შესაძლოა, გამოჩნდეს ხელსაყრელი შესაძლებლობა, რომელიც ამ მიზანთან მათ კიდევ უფრო დააახლოებს. არ არის გამორიცხული, თანამშრომლობა შესთავაზონ, მათი შრომა დააფასონ ან საკუთარი იდეის წარდგენა სთხოვონ.მთავარია, თავადაც იმოქმედოთ. განაახლეთ პორტფოლიო, გაუზიარეთ თქვენი გეგმები ადამიანს, რომელსაც საჭირო დახმარების გაწევა შეუძლია და გამოიყენეთ პროფესიული შეხვედრების შესაძლებლობა. შესაძლოა, პირველივე საუბარმა სასურველი შედეგი არ მოიტანოს, თუმცა ის შეიძლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღმოჩნდეს იმ მიზნისკენ მიმავალ გზაზე, რომლის მიღწევაზეც დიდი ხანია, ოცნებობთ.ტყუპებიტყუპებს შესაძლოა, მიეცეთ შესაძლებლობა, ჩვეული გარემოსა და ყოველდღიური რუტინის მიღმა ახალი გამოცდილება მიიღონ. მოგზაურობა, სწავლა, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა თუ ახალი ნაცნობობა - ის, რაც აქამდე მხოლოდ გეგმად რჩებოდა, წლის ბოლომდე შესაძლოა რეალობად იქცეს. მნიშვნელოვანი სიახლე შეიძლება მიიღოთ შეტყობინებით ან იმ ადამიანთან საუბრით, რომელსაც დიდი ხანია, არ შეხვედრიხართ.თუმცა, გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა დეტალი ყურადღებით გადაამოწმეთ. დააზუსტეთ ვადები, პირობები და შესაძლო ხარჯები. თუ თქვენი ოცნება მოგზაურობას უკავშირდება, წინასწარ გადახედეთ საჭირო დოკუმენტებს და შეაფასეთ ბიუჯეტი. წინასწარი მომზადება ცვლილებების ხიბლს არ დაკარგავს - პირიქით, დაგეხმარებათ, შესაძლებლობის გამოჩენისთანავე სათანადოდ გამოიყენოთ ის.ვერძივერძებისთვის წლის ბოლო შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პერიოდად იქცეს. საქმე შეიძლება, ეხებოდეს საკუთარი საქმის წამოწყებას, სამსახურის შეცვლას, საცხოვრებლად სხვაგან გადასვლას ან პროექტის დაწყებას, რომლისთვისაც დროის გამონახვას დიდი ხანია, ცდილობენ. სურვილი უკვე აქვთ, თუმცა გადაწყვეტილების მიღებას თან ახლავს კითხვები და ეჭვები, რომლებიც მოქმედების დაწყებაში ხელს უშლით.ცხოვრების შესაცვლელად ყველაფრის ერთბაშად გადაწყვეტა აუცილებელი არ არის. დაიწყეთ ერთი კონკრეტული ნაბიჯით, რომლის გადადგმასაც უახლოეს დღეებში შეძლებთ: დაგეგმეთ შეხვედრა, გაარკვიეთ სასურველი კურსის ღირებულება ან საკუთარი იდეა ახლობლებთან განიხილეთ. წლის ბოლოს შესაძლოა, უფრო ნათლად დაინახოთ, რომელი დაბრკოლებაა რეალური და რომელი - მხოლოდ პირველი ნაბიჯის გადადგმის შიში.თითოეულ ამ ნიშანს საკუთარი მიზანი და ოცნება აქვს. თუ რომელიმე აღწერაში საკუთარ სურვილებს ამოიცნობთ, ნუ გადადებთ მოქმედებას მომავალი წლისთვის. 2026 წლის ბოლომდე ჯერ კიდევ გაქვთ დრო, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგათ და სანუკვარ მიზანს მიუახლოვდეთ.

dolari

ფინანსები • 1792618819

ვალუტის განახლებული კურსი 22 ოქტომბრისთვის

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5976 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5978 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9163 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9127 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0036 ლარი შეადგინა.

ნიკა და ნიკი

ტაბლოიდი • 1792612078

„ძვირადღირებული ავტომობილები, პირადი თვითმფრინავი და იახტა...“ – ქართველი მილიარდერის ცხოვრება მონაკოში

მონაკოში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი, ნიკა ლომია, სოციალურ ქსელში გამომწერებს ხშირად უზიარებს ფოტოებსა და ვიდეოებს, რომლებშიც მისი ყოველდღიური ცხოვრება და მდიდრული ცხოვრების წესია ასახული.„ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ იჭრის ბიზნესმენი თმას იახტაზე, ზღვის ფონზე. ლომია სოციალურ ქსელში ასევე აქვეყნებს ზაფხულის დასვენებისა და მოგზაურობის ამსახველ კადრებს.ნიკა ლომია საერთაშორისო IT კომპანია Spribe-ის თანადამფუძნებელია. კომპანია ონლაინკაზინოებისთვის პროგრამულ პროდუქტებს ქმნის და განსაკუთრებით ცნობილია თამაშით Aviator.უცხოური მედიის ცნობით, ლომიას Spribe-ის 40%-იანი წილი ეკუთვნის, თუმცა მისი პირადი ქონების ზუსტი ღირებულება საჯაროდ დადასტურებული არ არის. ცნობისთვის, ნიკა ლომიას მეუღლე უკრაინელი მოდელი ნიკა კუზნეცოვაა. წყვილმა 2026 წლის აპრილში საფრანგეთის ქალაქ კანში იქორწინა.მედიის ინფორმაციით, მდიდრული საქორწინო ცერემონიის ღირებულებამ 4,5 მილიონ ევროს გადააჭარბა.ღონისძიებაზე სტუმრების წინაშე ცნობილი პუერტორიკოელი მომღერალი რიკი მარტინიც იყო.

ჯუმათი

რეგიონი • 1792570260

ოზურგეთში ჯუმათის მონასტრის მისასვლელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

ოზურგეთში, ჯუმათის მამათა მონასტერთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას მერის მოვალეობის შემსრულებელი გია ანთაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და მერის მოადგილე ნიკა ბოლქვაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.პროექტი 6-კილომეტრიანი მონაკვეთის მოწესრიგებას ითვალისწინებს. სამუშაოების ფარგლებში  დასრულებულია საყრდენი კედლებისა და სანიაღვრე არხების მშენებლობა. ამ ეტაპზე 2 კილომეტრ-ნახევარზე ასფალტის საფარი უკვე დაგებულია, პარალელურად კი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.გზის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 4 მილიონ 200 ათას ლარს შეადგენს, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, ოზურგეთის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

სგპ „ყაზბეგი“ მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

სამართალი • 1792570097

სგპ „ყაზბეგი“ მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ბოლო მონაცემებით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე - „ყაზბეგი“, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 13 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.„მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში - 898 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში - 189 715 ლარი შეადგინა.5 კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო 8 კანონდამრღვევ მოქალაქეს საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით, ჯარიმა ჯამში - 82 714 ლარის ოდენობით შეეფარდა“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სურამში რაგბის სტადიონის მშენებლობა იწყება

რეგიონი • 1792564913

სურამში რაგბის სტადიონის მშენებლობა იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში რაგბის სტადიონის მშენებლობას იწყებს.პროექტის ფარგლებში, მოეწყობა რაგბის მაღალი ხარისხის ხელოვნურსაფარიანი სტადიონი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა და განათების თანამედროვე სისტემა.ასევე, გათვალისწინებულია გასახდელების, საშხაპეების, ტექნიკური სივრცეებისა და სამედიცინო ოთახის მოწყობა."მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად აგრძელებს რაგბის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამჟამად მიმდინარეობს რაგბის 12 სტადიონის მშენებლობა, რომელთა ჯამური ღირებულება 80 მილიონ ლარამდეა. ამასთან, დაგეგმილია კიდევ 32 რაგბის სტადიონის მშენებლობა", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.ამ დროისთვის რაგბის ტექნიკური ცენტრების პროექტირება და მშენებლობა მიმდინარეობს თბილისში, ამბროლაურში, საჩხერეში, ლენტეხში, წყალტუბოში, სურამში, ბოლნისში, გურჯაანში, სტეფანწმინდაში, წეროვანში, ასევე, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში.

ლარი და დოლარი

ფინანსები • 1792524026

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა - განახლებული კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5978 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5979 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9127 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9128 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0001 ლარი შეადგინა.

გიორგი ზურაბაშვილი

პოლიტიკა • 1792441500

ის, რომ დღეს მშვიდად ვსხედვართ, იმ გონივრული კონცეფციისა და მიდგომის დამსახურებაა, რომელიც გააჩნია საქართველოს მთავრობას, ამის განმახორციელებელი კი ზუსტად საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი დიპლომატები არიან - გიორგი ზურაბაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა "რუსთავი 2-ის" გადაცემა "დებატებში" ქართველი დიპლომატების როლსა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ისაუბრა.მისი თქმით, დიპლომატიური კორპუსი ნებისმიერი სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული ღირებულების მქონე რესურსია, რომლის ჩამოყალიბებასაც წლები და პროფესიული განვითარება სჭირდება.საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავარი ინტერესია ევროკავშირთან დაახლოება და ღირებულებების გაზიარება."ნებისმიერ ქვეყანაში, ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული არის დიპლომატიური კორპუსი, საკუთარი დიპლომატიური კორპუსი, რადგან მას სჭირდება გაზრდა, სჭირდება აღზრდა, სჭირდება წლები, რომ ჩამოყალიბდეს ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი სატრაბახო და საუკეთესო დიპლომატიური კორპუსი, რომელიც მუშაობს უცხოეთში. ის, რომ დღეს მშვიდად ვსხედვართ, რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს მთავრობის დამსახურება, ეს არის ის გონივრული კონცეფცია და მიდგომა, რაც გააჩნია საქართველოს მთავრობას, მაგრამ ამის განმახორციელებელი არის ზუსტად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი დიპლომატები, რომლებიც არიან ან საქართველოში, ან საზღვარგარეთ ჩვენს საელჩოებში.დღეს, იცით, რომ ყველაფერი ძალიან ცვალებადია, საერთაშორისო დღის წესრიგი იცვლება, ემოციები და გრძნობები არის გადასული უკანა პლანზე, ახლა მთავარია ქვეყნების ინტერესები, რომელიც გააჩნიათ და ამ თავიანთი ქვეყნების ინტერესებზე არის დამყარებული ის ურთიერთობები, რომლებიც მათ აქვთ სხვა ქვეყნებთან. ჩვენი ინტერესია, დავუახლოვდეთ ევროკავშირს. ჩვენთვის მთავარია, გავუზიაროთ ევროკავშირს ღირებულებები. ეს არის ყველაზე მთავარი, რაც გააჩნია ქართველ ერს, ეს არის ის ღირებულებები, რომელსაც ჰქვია ევროპული ღირებულებები, რადგან საქართველო და ქართველები ნამდვილად ვართ იმ ევროპული ღირებულებების მატარებლები, რომელსაც ჰქვია ევროპული ღირებულება," - აცხადებს გიორგი ზურაბაშვილი.

იაგო ხვიჩია

პოლიტიკა • 1792439344

ვინ თქვა, რომ ევროპელებმა დაგვავალეს, ჩვენი ყველა ცუდი წაიღეთ და აუცილებლად მოხვალთ ჩვენთანო? - იაგო ხვიჩია

"თავისუფალი ხალხის პარტიის" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩიამ "რუსთავი 2-ის" გადაცემა "დებატებში" ევროპულ ღირებულებებსა და "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა.მისი თქმით, ევროპა არ არის ერთგვაროვანი და იქაც ხდება ცუდი მოვლენები, რის გამოც ევროპული კანონმდებლობისა თუ პოლიტიკის კრიტიკა სრულიად შესაძლებელია, თუმცა, იაგო ხვიჩიას განცხადებით, პრობლემა იმაში მდგომარეობს, თუ რას სთავაზობს საქართველოს ხელისუფლება ევროპას ალტერნატივად."ვინ თქვა, რომ ჩვენ ევროპელებმა ჩვენ დაგვავალეს, ჩვენი ყველა ცუდი წაიღეთ და თქვენ მოხვალთ აუცილებლად ჩვენთანო? მთელი პრობლემა იმან გამოიწვია, იმის განმარტებამ, რა არის ევროპელობა. აქამდე ამას განმარტავდნენ ევროპელები, ამიტომ ჩაერივნენ ისინი ამ ბრძოლაში "ქართულ ოცნებასთან" და "ქართული ოცნება" აღმოჩნდა ხალხის ერთობლიობა, რომელიც იძახის, თქვენ რა იცით, რა არის ევროპელობაო, მე ვიცი, რა არის ევროპელობაო! ჩვენ გასწავლით იქით, რა არის ევროპელობაო! თან, რით ვასწავლით? ვასწავლით პარტიების აკრძალვით, ენჯეოების ფინანსების დევნით, ვასწავლით გამოხატვის თავისუფლების აკრძალვით და ტროტუარზე ხალხის დაჭერით, ვასწავლით პაატა მანჯგალაძის და გია ბარამიძის ციხეში ჩაჯდომით, ისე, რომ მტკიცებულებები არ გვაქვს. ვაჩვენებთ ღიად და საჯაროდ, რომ ფეხებზე გვკიდია მტკიცებულებები და თან ვეუბნებით, რომ ეს არის ევროპაო და ისინი რამეს რომ იტყვიან: იცით, რა ხდება ევროპაში? ვიცით, რომ ევროპაში ბევრი ცუდიც ხდება, განა ევროპა ერთგვაროვანია? განა ევროპაში ყველაფერი კარგად არის. თავისუფლებისთვის ბრძოლა ყოველდღიურ საქმეა და თუ ამ თემას ოდნავ მოადუნებ, რა თქმა უნდა, თავისუფლების მტრები ამით ისარგებლებენ. ამ გაგებით, ევროპის კრიტიკაც არის შესაძლებელი. მაგრამ ჩვენ რას ვთავაზობთ? ის რა არის, რასაც ჩვენ ვეუბნებით ევროპელებს, რომ ჩვენ ქართველები ამით ვამაყობთ, - ადამიანის უფლებების გაგება, პოლიტიკური პლურალიზმი, ადამიანის თავისუფლების და სიცოცხლის პატივისცემა - რა ღირებულებაზე ვდგავართ? ამას ხომ ვერაფერს ვერ ვთავაზობთ. რა არის ის, რასაც სთავაზობ ევროპელებს? კარგი შთაბეჭდილება რომ უნდა შეუქმნა საქართველოზე. მე არ მშურს ქართველი დიპლომატების ბედი ჩვენს ეპოქაში, რადგან ეს პროფესია ფაქტობრივად არ არსებობს. მე რომ დიპლომატი ვიყო, ის, რაც ამ ქვეყანაში ხდება და ამის გაგრძელება რომ უნდა გვქონდეს საგარეო პოლიტიკაში, ის, როგორ უნდა გავიტანო, ისე, რომ ვინმეს მოვაწონო? ამიტომაც არ გამოდის არაფერი," - აცხადებს იაგო ხვიჩია.

ილონ მასკი

მსოფლიო • 1792431683

ილონ მასკი აშშ-ში ყველა ბავშვს სფეის იქსის თითო აქციის გადაცემას დაჰპირდა, ინიციატივის ღირებულება 10,7 მილიარდ დოლარს აღწევს

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი აცხადებს, რომ 2027 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ყველა ბავშვს საკუთარი კუთვნილი სფეის იქსის თითო აქციას გადასცემს. ინიციატივის საერთო ღირებულებამ შესაძლოა 10,7 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. მასკმა აღნიშნული დაპირება სოციალურ ქსელ „იქსში“ გაავრცელა.„მომავალ წელს ამერიკაში თითოეულ ბავშვს სფეის იქსის ჩემს კუთვნილ ერთ აქციას გადავცემ. ეს მხოლოდ დასაწყისია“, – დაწერა მასკმა.„ევრონიუსის“ მიხედვით, ამერიკის შეერთებულ შტატებში 18 წლამდე ასაკის დაახლოებით 73 მილიონი ბავშვი ცხოვრობს. სფეის იქსის აქციის საბაზრო ღირებულების, 146,03 დოლარის გათვალისწინებით, ინიციატივის სავარაუდო ღირებულება 10,66 მილიარდ დოლარს შეადგენს.ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად ვინ შეძლებს პროგრამაში მონაწილეობას, რა პირობებით გაიცემა აქციები და როგორ მოხდება მათი განაწილება.მასკის განცხადებას წინ უძღოდა ხელოვნური ინტელექტის კომპანია Anthropic-ის გადაწყვეტილება, საკუთარი აქციების 5% სპეციალურ საზოგადოებრივი სარგებლობის ფონდს გადასცეს.ინიციატივას აქციონერების თანხმობა სჭირდება. მასკმა ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ განაცხადა, რომ კომპანიებისთვის უკეთესი იქნებოდა, აქციები უშუალოდ მოსახლეობისთვის გადაეცათ.

დოლარი

ფინანსები • 1792419745

ლარი გამყარდა - განახლებული კურსი 20 ოქტომბრისთვის

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5979 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5982 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9128 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9274 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0146 ლარი შეადგინა.

დავით სონღულაშვილი

საზოგადოება • 1792417080

დავით სონღულაშვილმა "რუსთავის აზოტში" მოდერნიზებული რეაქტორის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სს "რუსთავის აზოტში" აზოტმჟავას საამქროში კატალიზური გაწმენდის რეაქტორის მოდერნიზაციის პროექტით დანერგილ თანამედროვე ტექნოლოგიებს ადგილზე გაეცნო.მოდერნიზებული რეაქტორის გახსნის ცერემონიას ქალაქ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე დაესწრო.პროექტის ფარგლებში რეაქტორში ახალი თაობის კატალიზატორი ჩაიტვირთა, სრულად შეიცვალა მისი შიგთავსი და დამონტაჟდა ემისიების უწყვეტი მონიტორინგის სისტემა, რომელიც დამაბინძურებელი ნივთიერებების გაფრქვევის მუდმივ კონტროლს უზრუნველყოფს. განხორციელებული მოდერნიზაცია ხელს შეუწყობს საწარმოში თანამედროვე გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დანერგვას, სათბურის აირების ემისიების შემცირებასა და სამრეწველო პროცესების გარემოსდაცვითი მონიტორინგის გაუმჯობესებას."თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა იძლევა შესაძლებლობას, რომ შემცირდეს საწარმოო პროცესების უარყოფითი ზემოქმედება გარემოზე და ამავდროულად უზრუნველყოფილ იქნას ეკონომიკური საქმიანობის მდგრადობა. "რუსთავის აზოტში" განხორციელებული პროექტი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიების, კერძო სექტორის ინვესტიციების, საერთაშორისო პარტნიორების და სახელმწიფოს მხარდაჭერის შედეგად კონკრეტული გარემოსდაცვითი შედეგების მიღწევა", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.პროექტი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით განხორციელდა, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 5.26 მილიონი ევრო შეადგინა, საიდანაც 2.26 მილიონი ევრო GIZ-ის დაფინანსებაა, ხოლო 3 მილიონი ევრო - "რუსთავის აზოტის" ინვესტიცია.ღონისძიებას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილი,  საქართველოს პარლამენტის რუსთავისა და გარდაბნის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

✕