დონალდ ტრამპი

მსოფლიო • 1792614386

დონალდ ტრამპი: რამდენიმე დღის წინ პუტინთან ვსაუბრობდი უკრაინასთან მისი ომის დასრულებაზე, რაც, ვფიქრობ, სულ უფრო ახლოსაა, შესაძლოა, ამასთან ახლა ყველაზე ახლოს ვართ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარებასთან მხარეები, შესაძლოა, ახლა ყველაზე ახლოს არიან.„რამდენიმე დღის წინ პუტინთან ვსაუბრობდი უკრაინასთან მისი ომის დასრულებაზე, რაც, ვფიქრობ, სულ უფრო ახლოსაა. შესაძლოა, ამასთან ახლა ყველაზე ახლოს ვართ“, – აღნიშნა ტრამპმა.ტრამპმა აღნიშნული განცხადება რუსეთში დაკავებული ამერიკელი მასწავლებლის, სტივენ გაბარდის გათავისუფლების შესახებ საუბრისას გააკეთა. როგორც ტრმპმა აღნიშნა, გაბარდის გათავისუფლებაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას შეთანხმდა.მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის მოქალაქის, სტივენ ჰაბარდის გათავისუფლება ვლადიმერ პუტინს პირადად სთხოვა და აშშ-ს ამისთვის არაფრის დათმობა არ დასჭირვებია.

დავით მათიკაშვილი

პოლიტიკა • 1792611300

თვითონ ეს პროცესი, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიის წინსვლისთვის. მუდმივად არის მცდელობა, რომ ომი მშვიდობად შემოგვასაღონ, ბოროტება სიკეთედ - დავით მათიკაშვილი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე სარჩელის განხილვის დაწყებასთან დაკავშირებით "ღამის კურიერის" ეთერში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ისაუბრა.მისი შეფასებით, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური პარტია მუდმივად ცდილობს ქვეყნის კონსტიტუციის და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებას, რაც გამოიხატება პარლამენტის არ აღიარებაში, რევოლუციების მოწყობის მცდელობაში, ერთხელ და სამუდამოდ სამართლებრივად უნდა შეფასდეს და ის, რაც ახლა ამ სარჩელის განხილვით ხდება, ქართული დემოკრატიის წინსვლისთვის მნიშვნელოვანია."თვითონ ეს პროცესი, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია ქართული დემოკრატიის წინსვლისთვის. მუდმივად არის ამის მცდელობა, რომ ომი მშვიდობად შემოგვასაღონ, ბოროტება სიკეთედ და ა.შ.როცა დემოკრატიაზე ვსაუბრობთ და დემოკრატიის წინსვლაზე, არაერთგზის მისაუბრია მე პირადად თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის პრინციპზე, აი რა ნიშნავს კიდევ ერთხელ საზოგადოებას რომ განვუმარტო და ეს არ არის ქართული ნოუჰაუ, წამყვანი ევროპული ქვეყნების, იგივე გერმანული მაგალითი, აგერ უკრაინაში, მოლდოვაში, ახლახან მოხდა. 18 პარტია უკრაინაში გაუქმდა, 2 პარტია და შემდგომ 4 მემკვიდრე პარტია მოლდოვაში გაუქმდა, ანუ რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც სახელმწიფო და საზოგადოება ხედავს, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტია მუდმივად ცდილობს ქვეყნის კონსტიტუციის და სახელმწიფო წეს-წყობილების წინააღმდეგ მოქმედებას, რაში გამოიხატება ეგ? პარლამენტის არ აღიარება, რევოლუციების მოწყობის მცდელობა, მუდმივად ამ პროცესში ყოფნა და თან ეს ყველაფერი დაფინანსებული ქვეყნის ფარგლებს გარედან არსებული ძალებით, რომელიც სააშკარაოზე არის გამოსული, მას შემდეგ განსაკუთრებით, რაც გამჭვირვალობის შესახებ კანონი მივიღეთ და შევიდა ძალაში ამ დაფინანსების საკითხებმა რომ იკლო, თვითონვე რომ დაიწყეს ამ ყველაფერზე ხმამაღლა საუბარი, ამით ხომ თვითონ გაიშიფრეს თავი, ის პროცესი, რაც ახლა ევროპულ ქვეყნებშია, აგერ საფრანგეთმა ახლა მიიღო სწორედ გამჭვირვალობის მსგავსი ანალოგიური კანონი და იქ ეს დემოკრატიის წინსვლა და პროგრესია. საქართველოში კი რა ამბავი ატეხეს მარტო იმიტომ, რომ გაგვეგო რომელი პარტია, რომელი ე.წ. ენჯეო, სამოქალაქო სექტორი, საიდან ფინანსდებოდა და რაში ხარჯავდნენ ამ ფულს, მეტი არაფერი არ ჰქონდა იმ კანონს, რის გამოც ეს "რუსულად" მონათლეს და თბილისში საომარი მოქმედებები გამართეს", - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

ნაქარგიანი ზედა

მსოფლიო • 1792610741

მნიშვნელოვანია, რომ უიტკოფი რუსულ მხარეს შეხვდა, რუსეთი მხარს უჭერს გუნდების დონეზე სამმხრივ შეხვედრას, ამერიკული მხარე სთავაზობს, რაც შეიძლება, მალე მოხდეს, ჩვენც მხარს ვუჭერთ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი მხარს უჭერს გუნდების დონეზე სამმხრივ შეხვედრას.მისივე თქმით, შეხვედრის თარიღები ჯერ ისევ შეთანხმების პროცესშია.ზელენსკის განცხადებით, ეს არის აშშ-ის  პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის რუსეთში ვიზიტის შედეგი.„მნიშვნელოვანია, რომ დღეს უიტკოფი რუსულ მხარეს შეხვდა. როგორც ბრიფინგიდან გავიგეთ, რუსეთი მხარს უჭერს ჩვენი გუნდების დონეზე სამმხრივ შეხვედრას. ამერიკული მხარე სთავაზობს, რაც შეიძლება მალე მოხდეს ეს, ჩვენც მხარს ვუჭერთ. არ ვიცი, რა თარიღებში გაიმართება შეხვედრა. დღის წესრიგი ნათელია, ომის დასრულება, მშვიდობასთან დაახლოება და, როგორც მესმის, ლიდერების შეხვედრისთვის ყველაფრის მომზადება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.ზელენსკის განმარტებით, უკრაინას აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით ამერიკელ პარტნიორებთან კომუნიკაცია ჰქონდა.„რაც შეიძლება ადრე დაიგეგმება, ვფიქრობ, არა უგვიანეს ნოემბრის დასაწყისისა. ვნახოთ, ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკი.ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე მსჯელობა სამმხრივი, ტექნიკური დონის მოლაპარაკებების ფორმატში გაგრძელდება. კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი უკრაინასა და აშშ-თან სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებას დათანხმდა.

სტივ უიტკოფი

მსოფლიო • 1792609899

სტივ უიტკოფი: აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის ტექნიკურ დონეზე სამმხრივი მოლაპარაკებები აღდგება

 აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი აცხადებს,რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის ტექნიკურ დონეზე სამმხრივი მოლაპარაკებები აღდგება.„სანქტ-პეტერბურგში შევხვდით პრეზიდენტ პუტინს, რათა ოსლოში პრეზიდენტ ზელენსკისთან მიღწეული პროგრესი განგვემტკიცებინა, სამშვიდობო ჩარჩო განგვეხილა და პრეზიდენტ პუტინისთვის მადლობა გადაგვეხადა ამერიკის მოქალაქის სტივენ ჰაბარდის გათავისუფლებისთვის.ეს განხილვები კონსტრუქციული იყო და სამმხრივი მოლაპარაკებებით გაგრძელდება აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის ტექნიკურ დონეზე“, - წერს უიტკოფი სოციალურ ქსელში.

 ტრამპი

მსოფლიო • 1792606904

THE ATLANTIC: ᲢᲠᲐᲛᲞᲡ ᲡᲣᲠᲡ, ᲠᲝᲛ ᲞᲣᲢᲘᲜᲛᲐ ᲓᲐ ᲖᲔᲚᲔᲜᲡᲙᲘᲛ ᲡᲐᲛᲨᲕᲘᲓᲝᲑᲝ ᲨᲔᲗᲐᲜᲮᲛᲔᲑᲐᲡ ᲮᲔᲚᲘ ᲛᲐᲘᲐᲛᲘᲨᲘ, „ᲓᲘᲓᲘ ᲝᲪᲔᲣᲚᲘᲡ“ ᲡᲐᲛᲘᲢᲖᲔ ᲛᲝᲐᲬᲔᲠᲝᲜ

 აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოეწეროს „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში, რომელიც ფლორიდის შტატში დეკემბერში გაიმართება. ინფორმაციას The Atlantic-ი ავრცელებს.გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაში თავისი დიპლომატიური მცდელობების ფინალს ხედავს.თეთრი სახლის ლიდერის მრჩევლების განცხადებით, ტრამპი იმედოვნებს, რომ დოკუმენტის ხელმოწერის დროს პირადად იდგება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის.აღნიშნული მიზნის მისაღწევად ვაშინგტონი უკრაინულ მხარეზე მკაცრი წნეხის შესაძლებლობასაც განიხილავს, - იუწყება გამოცემა.„ის [ტრამპი] გაბრაზებულია უკრაინაზე და მას სურს, რომ ზელენსკი წავიდეს“, - ციტირებს გამოცემა ტრამპის გარემოცვის ერთ-ერთ წევრს.

სტივ უიტკოფი

მსოფლიო • 1792606131

რესპუბლიკელმა სენატორებმა სამარცხვინო უწოდეს სტივ უიტკოფის განცხადებას, რომ „პუტინი ჰუმანისტია“

რესპუბლიკელმა სენატორებმა უკმაყოფილება გამოთქვეს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადების გამო, სადაც მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „ჰუმანისტი“ უწოდა.რესპუბლიკელმა სენატორმა, ტომ ტილისმა სოციალურ ქსელში სიტყვა „ჰუმანისტის“ განმარტება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ უიტკოფმა ამ სიტყვის მნიშვნელობა უნდა გაითვალისწინოს.„ეს რა ჯანდაბაა, სტივ? ლექსიკონში მოძებნე სიტყვა „ჰუმანისტის“ განმარტება. ეს რა სამარცხვინო და აღმაშფოთებელი განცხადებაა. უკრაინაში უნდა დაბრუნდე და ჰკითხო იმ ბავშვების ნათესავებს, რომლებიც პუტინმა გაიტაცა და მოკლა, ეთანხმებიან თუ არა ისინი იმას, რომ შენი მეგობარი პუტინი „ჰუმანისტია“, – დაწერა ტომ ტილისმა.უიტკოფის განცხადებას გამოეხმაურა სენატორი ჯონ კორნინიც. რესპუბლიკელმა სენატორმა სოციალურ ქსელში დაწერა: „არა. პუტინი დაუნდობელი მკვლელია“.ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „ჰუმანისტი“ უწოდა. ამის შესახებ მან 21 ოქტომბერს, სანქტ პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა. უიტკოფმა ეს განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც რუსეთმა პატიმრობიდან გაათავისუფლა აშშ-ის მოქალაქე სტივენ ჰაბარდი, რომელიც რუსეთში უკრაინის მხარეს დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობის ბრალდებით იყო დაკავებული.

ვლადიმერ პუტინი

მსოფლიო • 1792592760

პუტინი უკრაინასა და აშშ-თან სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებას დათანხმდა - კრემლი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე აშშ-სა და უკრაინასთან სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებას პრინციპულად დათანხმდა, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, იური უშაკოვმა განაცხადა.უშაკოვის ინფორმაციით, მოლაპარაკებები შესაძლოა, 10 ნოემბრის შემდეგ განახლდეს.მისი თქმით, შეხვედრების მთავარი თემა ომის დასრულების შემდეგ რუსეთისა და უკრაინის უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბება იქნება.განცხადება უშაკოვმა სანქტ პეტერბურგში ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. კრემლის ინფორმაციით, მოლაპარაკებები დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე უიტკოფმა ოსლოში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რამდენიმე ევროპელ ლიდერთან გამართა მოლაპარაკებები. ამერიკელმა წარმომადგენელმა შეხვედრა პროდუქტიულად შეაფასა და განაცხადა, რომ სამშვიდობო პროცესში გარკვეული წინსვლა შეინიშნება.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა • 1792592165

ლევან მაჭავარიანი: შუა დერეფნის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათ უკვე მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ ჩვენ ვერ გვანაცვლებენ ვერც რევოლუციის გზით, ვერც არჩევნების გზით და მოუწევთ ჩვენთან დასხდომა და საუბარი, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს უკვე ევროკავშირს საქართველო მეტად სჭირდება, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი

შუა კორიდორის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათ უკვე მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ ჩვენ ვერ გვანაცვლებენ ვერც რევოლუციის გზით, ვერც არჩევნების გზით და მათ მოუწევთ ჩვენთან დასხდომა და საუბარი იქიდან გამომდინარე, რომ დღეს უკვე ევროკავშირს საქართველო მეტად სჭირდება, ვიდრეს საქართველოს ევროკავშირი, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.მისი თქმით, ბრიუსელს მოუწევს იმასთან შეგუება, რომ საქართველოში მისი აგენტურა ვერ გაატარებს გარე ძალის ინტერესებს.„როდესაც ვსაუბრობთ მათ პატრონებზე [ოპოზიციის], მით უმეტეს ბრიუსელზე და ბრიუსელის მმართველ ელიტაზე, ჩვენ იმდენი უსამართლობა ვიხილეთ და ისეთი არათანმიმდევრული ნაბიჯები მათი მხრიდან ბოლო 4-5 წლის განმავლობაში და ისეთი დეზინფორმაციის ნიაღვარი და მიკერძოებულობის ხარისხი, რომ იმის იქით ძალიან რთულია რაიმე წარმოიდგინო. თავადვე მოახდინეს საკუთარი თავის ლუსტრაცია. ის, რომ ისინი მფარველობენ აგენტურას საქართველოში და ყველაფერი მარტივი გასაშიფრია. დღეს, საზოგადოების აბსოლუტურმა უმეტესობამ იცის რაში იყო საქმე. ჩვენ უარი განვაცხადეთ პროქსი ომისთვის საქართველოს გამოყენებაზე და მაგისთვის სურდათ მათ პატრონებს, რომ ჩაენაცვლებინათ „ქართული ოცნება“. ერთის მხრივ არჩევნების გზით, როდესაც ამის საშუალება თითქოს და ჰქონდათ და მაგიტომ ჩაუტარეს მთლიანად საარჩევნო კამპანია, მაგიტომ აგზავნეს ევროპარლამენტარები საქართველოში.და მეორეს მხრივ, როდესაც არჩევნებით ეს ვერ ხერხდებოდა 5 თუ 6 რევოლუციის მცდელობა იყო ბოლო წლების განმავლობაში. ზუსტად იმ პერიოდში, როცა დაიწყო რუსეთის აგრესია უკრაინაში და ვერც რევოლუციის გზით ვერ ჩაგვანაცვლეს. ამის გარანტია არის ქართველი ხალხი.შუა კორიდორის მნიშვნელობა არის მართლაც გაასმაგებული. ჩრდილოეთ კორიდორი დაკეტილია რუსეთ-უკრაინის ომისგამო, სამხრეთ კორიდორში მუდმივი პრობლემებია. რა თქმა უნდა აქაც სჭირდება აგენტურა. ვინაიდან აქაც ურჩევნიათ, რომ საკვანძო ქვეყანა შუა კორიდორში იმართებოდეს მათი ინტერესების შესაბამისად და არა ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად. იციან, რომ საქართველო „ქართული ოცნების“ პირობებში გადადგამს შუა კორიდორისთვისაც ყველა ნაბიჯს, რომელიც პირველ რიგში ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ამ კუთხითაც მათ სურთ აგენტურა ქვეყანაში.ნებისმიერ შემთხვევაში მათ სჭირდებათ აქ აგენტურა, თუმცა შუა კორიდორის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათ უკვე მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ ჩვენ ვერ გვანაცვლებენ ვერც რევოლუციის გზით, ვერც არჩევნების გზით და მათ მოუწევთ ჩვენთან დასხდომა და საუბარი იქიდან გამომდინარე, რომ დღეს უკვე ევროკავშირს საქართველო მეტად სჭირდება, ვიდრეს საქართველოს ევროკავშირი“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ფრიდრიხ მერცი

მსოფლიო • 1792587360

ფრიდრიხ მერცი: უკრაინის კაპიტულაცია ყველას კაპიტულაციას ნიშნავს

გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის განცხადებით, უკრაინის კაპიტულაცია ყველას კაპიტულაციას ნიშნავს.ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდა“ გერმანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.„უკრაინას მხარს ომის გახანგრძლივებისთვის არ ვუჭერთ. თუმცა, კაპიტულაცია ან თუნდაც უკრაინის უპირობო დანებება, გამორიცხულია. ეს ყველა ჩვენგანისთვის კაპიტულაციას ნიშნავს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.ბერლინში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე ფრიდრიხ მერცმა ასევე განაცხადა, რომ ამჟამად მის შეშფოთებას არა ეკონომიკა, არამედ საზოგადოებაზე რუსეთის გავლენა იწვევს.„ამჟამად ჩემი ყველაზე დიდი შეშფოთება ჩვენი ეკონომიკა არ არის, არც შეერთებული შტატები ან ჩინეთია, არამედ რუსეთის გავლენა ჩვენს საზოგადოებაზე“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.როგორც ფრიდრიხ მერცმა აღნიშნა, გერმანიის უსაფრთხოებისთვის უდიდეს საფრთხეს რუსული დეზინფორმაცია და ჰიბრიდული თავდასხმები წარმოადგენს.

მარკო რუბიო

მსოფლიო • 1792564469

მარკო რუბიო: დღეს უკრაინა არ იარსებებდა, რომ არა შეერთებული შტატების მრავალმილიარდიანი დახმარება, ამ საკითხზე თავდაცვით პოზიციაში ყოფნას აღარ ვაპირებთ

ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება რომ არა, მათ შორის, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გაწეული მხარდაჭერა, დღეს უკრაინა აღარ იარსებებდა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.მისი თქმით, ვაშინგტონი ამ საკითხზე თავდაცვით პოზიციაში ყოფნას აღარ აპირებს. მისივე თქმით, უკრაინელი სამხედროები გაცილებით დიდ მოწინააღმდეგეს მამაცურად ებრძოდნენ.„ბოდიში, მაგრამ ამ საკითხზე თავდაცვით პოზიციაში ყოფნას აღარ ვაპირებთ. შეერთებული შტატების დახმარება რომ არა, მათ შორის, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გაწეული მხარდაჭერა, დღეს უკრაინა აღარ იარსებებდა. უკრაინა, როგორც სუვერენული სახელმწიფო, აღარ იარსებებდა. ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინელი მებრძოლების სიმამაცე არ უნდა აღვნიშნოთ. ისინი საკუთარი ქვეყნისთვის მართლაც დიდი სიმამაცით იბრძოდნენ და ამერიკული დახმარებით გამორჩეულ შედეგებს მიაღწიეს, როდესაც გაცილებით დიდ ქვეყანას დაუპირისპირდნენ. თუმცა, ნათლად უნდა ითქვას: დღეს უკრაინა არ იარსებებდა, რომ არა შეერთებული შტატების მიერ მისთვის გაწეული მრავალმილიარდიანი დახმარება, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაიწყო და ტრამპის ადმინისტრაციის პირობებშიც გრძელდება“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

კაია კალასი

პოლიტიკა • 1792560339

კაია კალასის განცხადებით, აშშ უკრაინას პუტინის პირობებით დანებებისკენ უბიძგებს

 ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი, აშშ-ს მკაცრად აკრიტიკებს. როგორც Euronews-ი წერს, კალასი ვაშინგტონს კიევზე ზეწოლაში ადანაშაულებს - მისი შეფასებით, შტატებს სურს, უკრაინა დათანხმდეს პირობებს, რომელიც მხოლოდ ვლადიმერ პუტინისთვისაა ხელსაყრელი."ამერიკელი მომლაპარაკებლები უკვე თითქმის ორი წელია ცდილობენ, უკრაინას იძულებით კაპიტულაციისკენ უბიძგონ - უფრო ზუსტად, ეს წელიწად-ნახევარია გრძელდება. უკრაინა პუტინის პირობებს იმიტომ არ დათანხმდა, რომ ევროპა მას მხარს უჭერს", - განუცხადა მან ევროპარლამენტის წევრებს.კალასმა ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპის წარმომადგენლების ყოფნა აუცილებელია, რათა დაბალანსდეს თეთრი სახლის მიერ დაკავებული პოზიციები, რომლებიც სულ უფრო მეტად იხრება მოსკოვის ინტერესების სასარგებლოდ.აშშ-სა და ევროპას შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პუტინთან დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ შეთანხმებას მიაღწია და სანქციები 2027 წლის აპრილამდე შეამსუბუქა ისე, რომ, სანაცვლოდ, რუსეთი არანაირ დათმობაზე არ წასულა.ტრამპმა უკრაინას ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა, თუმცა, უკრაინის კანონმდებლობით, ომის პერიოდში არჩევნების ჩატარება აკრძალულია. მან ასევე გამოთქვა უკმაყოფილება და განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკება უფრო რთულია, ვიდრე პუტინთან. თავის მხრივ, ზელენსკიმ თქვა, რომ ტრამპმა მას უღალატა."ვფიქრობ, გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ უკრაინა კაპიტულაციაზე დაეთანხმებინათ", - განუცხადა ზელენსკიმ Bloomberg-ს ბოლო ინტერვიუში.კალასმა სტრასბურგში, ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლისას, ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. ამასთან, ევროპარლამენტის ზოგიერთმა წევრმა განაცხადა, რომ ევროპას სამშვიდობო სტრატეგია არ გააჩნია."ეს სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა კალასმა. ამ სიტყვებით მან მიუთითა დოკუმენტზე, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებს წარუდგინა. დოკუმენტში ჩამოთვლილი იყო მოთხოვნები, რომელთა შესრულებასაც ევროპა მოსკოვისგან მომავალი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უნდა ელოდოს."თუ რუსეთი თავის მაქსიმალისტურ მოთხოვნებსა და წინადადებებს აყენებს, ჩვენც მოლაპარაკებების მაგიდაზე ჩვენი მაქსიმალური მოთხოვნები უნდა დავდოთ, რათა მოლაპარაკებებში ბალანსი შევინარჩუნოთ. ამასთანავე, რუსეთს მკაფიო გზავნილი უნდა მივაწოდოთ: ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მას აინტერესებს - მათ შორის სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით - ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყოს, რადგან ეს გადაწყვეტილებები ევროპამ უნდა მიიღოს. ჩვენ არ ვაპირებთ, რაიმე უბრალოდ დავთმოთ, რადგან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მშვიდობის დამყარება, არამედ ისიც, რომ ეს მშვიდობა ხანგრძლივი და სამართლიანი იყოს", - განაცხადა კალასმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

მსოფლიო • 1792523884

ომს არ ვაგებთ, თუმცა ადამიანებს ვკარგავთ, იმედი მაქვს, პარტნიორები დაგვეხმარებიან, ამერიკული მხარის მადლიერი ვართ, სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება ახლა მუშაობს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინა მადლიერია აშშ-ის მიმართ სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებისა და ადრეული გაფრთხილების სისტემის მუშაობის აღდგენისთვის.„მადლიერი ვართ, რომ სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება ახლა მუშაობს. ადრეული გაფრთხილება ჩვენი მოსახლეობისთვის, ბავშვებისთვის, უფროსებისთვის და მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მისი მეშვეობით შეგვიძლია გავიგოთ, როდის გვიახლოვდება ბალისტიკური რაკეტები. ამიტომ მადლიერი ვართ ამერიკული მხარის. ახლა ეს სისტემა მუშაობს და ეს ძალიან კარგია“, – განაცხადა ზელენსკიმ.ოსლოში გამართულ პრესკონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთთან ომს არ აგებს, თუმცა ადამიანებს კარგავს.„რაც შეეხება იმას, ვაგებთ თუ არა ომს. რა თქმა უნდა, ამ ომს არ ვაგებთ, თუმცა ადამიანებს ვკარგავთ. რუსეთის თავდასხმების გამო ვკარგავთ ადამიანებს და დროს. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ჩვენს შვილებს ნამდვილი ცხოვრება და ბავშვობა არ აქვთ. სიმართლე რომ ვთქვა, ეს ყველას ეხება. სწორედ ამიტომ, ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავასრულოთ. იმედი მაქვს, ჩვენი პარტნიორები, ამერიკელები და ევროპელები დაგვეხმარებიან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

✕