საზოგადოება • 1722711524
დღეს სტეფანე მღებრიშვილის დაბადების დღეა. როგორც ირკვევა მუსიკოსი 45 წლის გახდა. სტეფანე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მადლობას უხდის ყველას, ვინც ეს დღე მიულოცა.„ტყუილად არ მიცხოვრია 45 წელი, თქვენნაირი კარგი ხალხი რომ მილოცავს. სოციალურ ქსელებამდე არ მიყვარდა ეს დღე, იმიტომ, რომ რომელ ქალაქშიც არ უნდა იყო, ამ დღეს მეგობრებს ვერ შეკრიბავ. ბავშვობიდან ვინ სად იყო, ვერ გაიგებდი, ზოგი ზღვაზე, ზოგი მთაში...ერთხელ, 2018-ში გრანდიოზული კონცერტი დავგეგმეთ ამ დღეს და ისეთი შტორმი იყო, ზღვამ სცენა შეიტანა და წვიმამაც გადაიღო, როცა 3 000 კაცი მოვიდა.როგორ გამოვედით მდგომარეობიდან, ამ ამბავმა ჩემს ფსიქიკაზე კვალი დატოვა… იმის მერე, არც ვფიქრობ გადახდას და თქვენი მოლოცვები მაბედნიერებს... ამ წელსაც ბევრ სიახლეს გპირდებით, ჯერჯერობით, დაბერებას არ ვაპირებ“ – წერს მომღერალი.