„როცა ვმღერი, მამას ძირითადად სახეში ვუყურებ, სულ ამაზე ვნერვიულობ...“ - რას ჰყვება სტეფანია მღებრიშვილი

სტეფანე ფანი

გოგი გვახარიას საავტორო გადაცემის – „შვილის“ მორიგი ეპიზოდის სტუმარი მომღერალ სტეფანე მღებრიშვილის შვილი, ასევე ახალგაზრდა მომღერალი სტეფანია [ფანი] მღებრიშვილი იქნება.

გადაცემას მაყურებელი ერთ კვირაში იხილავს, მანამდე კი, ვრცელდება გადაცემის ანონსი, რომელშიც ფანი საკუთარ საყვარელ ინსტრუმენტზე საუბრობს და სცენაზე, მამასთან ერთად, მაყურებლის წინაშე პირველ გამოსვლას იხსენებს.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე – სიმღერის დროს რატომ უყურებს ყოველთვის მამას, ცდილობს დაიცვას ბალანსი თუ მისი შეფასება აინტერესებს, ფანი პასუხობს:

„ხო, როცა ვმღერი, ძირითადად მაგიტომ ვუყურებ ხოლმე. სულ ამაზე ვნერვიულობ… მამაჩემი, მით უმეტეს ჩემ მიმართ, ისეთია, რომ პატარა ფალსსაც არ გამიტარებს, იმიტომ რომ მამაჩემია, ამ შემთხვევაში მკაცრია.

სახეში ვუყურებ ხოლმე, თავს რომ დამიქნევს, ესე იგი ოკეი ვარ“, – ამბობს სტეფანია მღებრიშვილი.