პუტინი

მსოფლიო • 1792700742

სამმხრივი მოლაპარაკებების მიზანი იქნება სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ უკრაინისა და რუსეთის უსაფრთხოების საკითხის განხილვა, ვფიქრობ, შეთანხმების მიღწევა შეგვიძლია - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, უკრაინასთან დაკავშირებით სამმხრივი მოლაპარაკებები განაახლოს. საუბარია რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებზე.მისივე თქმით, სამმხრივი მოლაპარაკებების მიზანი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ რუსეთისა და უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხის განხილვა იქნება.„ამ მოლაპარაკებების მიზანი იქნება სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ უკრაინისა და რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხის განხილვა. კერძოდ, საუბარია ასეთი შეთანხმებების საბოლოო ვერსიებზე. მზად ვართ, ეს კონტაქტები ამ მიზნის მისაღწევად განვაახლოთ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.პუტინის თქმით, უიტკოფმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაც უნდა განიხილონ. რუსეთის პრეზიდენტი ამ მიდგომას დაეთანხმა.„აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა, რომ მომავალში უკრაინისა და რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს თუ განვიხილავთ, ბუნებრივია, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზეც უნდა ვისაუბროთ. ზოგადად, ამ მოსაზრებას მეც ვეთანხმები“, – აღნიშნა პუტინმა.რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მას მიაჩნია, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.„ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია შეთანხმების მიღწევა, ჩვენ ამას ვეთანხმებით“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.ამასთან, პუტინის თქმით, უკრაინისთვის ტერიტორიულ დანაკარგებზე საუბარი უადგილოა.„უპირველესად, ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი ასეთია: ეს მათი ტერიტორია არ არის. ეს ისტორიულად რუსეთის ტერიტორიაა. ვფიქრობ, უადგილოა საუბარი რაიმე ტერიტორიულ დანაკარგებზე. თუმცა ეს სადავო საკითხია. ამ თემაზე უსასრულოდ შეიძლება კამათი“, – განაცხადა პუტინმა.ამასთან, პუტინის თქმით, რუსეთი ევროპასთან ომისთვის არ ემზადება.„ჩვენ ევროპასთან რაიმე სახის ომისთვის არ ვემზადებით“, – აღნიშნა პუტინმა.

ზელენსკი

მსოფლიო • 1792698180

ზელენსკი: გულწრფელად რომ ვთქვა, უკრაინის NATO-ში გაწევრიანება რუსებისთვისაც მომგებიანი იქნებოდა, მათთვის ეს უფრო მეტ უსაფრთხოებას ნიშნავს, ვიდრე NATO-ს მიღმა დარჩენილი უკრაინა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინა ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების გარანტიების სამ ვარიანტს განიხილავს.„ჩვენ ვსაუბრობთ უსაფრთხოების გარანტიების ერთიან სისტემაზე. არსებობს ნატო, რომლის იმედიც ყველას აქვს. თუმცა განიხილება როგორც ნატო, ისე ამერიკის შეერთებული შტატების პირდაპირი გარანტიები, ამ საკითხზე ამჟამად ამერიკელებთან ვსაუბრობთ. აქ მეხუთე შესწორებაც იგულისხმება. ასევე არსებობს მსურველთა კოალიცია, რომლის ფარგლებშიც ევროპისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში შეერთებული შტატების მონაწილეობაა გათვალისწინებული“, – განაცხადა ზელენსკიმ.მისი თქმით, უსაფრთხოების გარანტიები შეიძლება ეფუძნებოდეს უკრაინის ძლიერ არმიას. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საუბარია უკრაინის თავდაცვის ძალების როგორც რაოდენობრივ, ისე ხარისხობრივ შემადგენლობაზე, რისთვისაც „მნიშვნელოვანი დაფინანსება“ იქნება საჭირო.„ჩვენმა ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა ამის შესახებ იციან. ყველაფერი უკვე გათვლილი გვაქვს როგორც დაფინანსების, ისე ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების საჭირო რაოდენობის თვალსაზრისით, რათა ჩვენმა სახელმწიფომ თავი მშვიდად იგრძნოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტიების ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტი NATO-ში გაწევრიანებაცაა, რაც, მისი თქმით, შესაძლოა, მომგებიანი იყოს როგორც ალიანსისთვის, ისე რუსეთისთვის.„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანია. ჩვენი არმია NATO-სთვის მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ნატო არის მნიშვნელოვანი უკრაინის უსაფრთხოებისთვის. ამ საკითხზე ჯერჯერობით დეტალურად არ ვსაუბრობთ, თუმცა პარტნიორებთან განვიხილავთ. გულწრფელად რომ ვთქვა, ვფიქრობ, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება თავად რუსებისთვისაც მომგებიანი იქნებოდა, მათთვის ეს უფრო მეტ უსაფრთხოებას ნიშნავს, ვიდრე NATO-ს მიღმა დარჩენილი უკრაინა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.ამასთან, ზელენსკის თქმით, ხვალ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან საუბარს ელოდება.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 135-ე შეხვედრა გაიმართა

პოლიტიკა • 1792675069

სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 135-ე შეხვედრა გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 135-ე შეხვედრა გაიმართა, რომელზეც დეტალურად მიმოიხილეს წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებული ყველა ინციდენტი. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.მათივე ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კვლავ მკაცრად დააყენეს საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის/წარმომადგენლების პასუხისგებაში მიცემისა და სამართლის აღსრულების საკითხი.„ასევე, შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთ საკითხს წარმოადგენდა თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვისა და ე.წ. გადასასვლელ პუნქტებზე არსებული რეჟიმი.ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და მკაცრად მოითხოვეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ტენდენცია.IPRM-ის მორიგი შეხვედრის თარიღად 15 დეკემბერი განისაზღვრა“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

მსოფლიო • 1792656393

კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი 24-მდე გაიზარდა

კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი 24-მდე გაიზარდა. ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.რუსეთმა დედაქალაქს ბალისტიკური რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით დაარტყა. პროკურატურის ცნობით, დაშავებულთა შორის ხუთი არასრულწლოვანი და ორი მცირეწლოვანი ბავშვია.იერიშების სამიზნე გოლოსეევსკის, ობოლონის, პეჩერსკის, სვიატოშინისა და დნიპროვსკის რაიონები გახდა.თავდასხმას ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიც. ანდეი სიბიგას თქმით, რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმა სასტიკი იყო.

დონალდ ტრამპი

მსოფლიო • 1792614386

დონალდ ტრამპი: რამდენიმე დღის წინ პუტინთან ვსაუბრობდი უკრაინასთან მისი ომის დასრულებაზე, რაც, ვფიქრობ, სულ უფრო ახლოსაა, შესაძლოა, ამასთან ახლა ყველაზე ახლოს ვართ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარებასთან მხარეები, შესაძლოა, ახლა ყველაზე ახლოს არიან.„რამდენიმე დღის წინ პუტინთან ვსაუბრობდი უკრაინასთან მისი ომის დასრულებაზე, რაც, ვფიქრობ, სულ უფრო ახლოსაა. შესაძლოა, ამასთან ახლა ყველაზე ახლოს ვართ“, – აღნიშნა ტრამპმა.ტრამპმა აღნიშნული განცხადება რუსეთში დაკავებული ამერიკელი მასწავლებლის, სტივენ გაბარდის გათავისუფლების შესახებ საუბრისას გააკეთა. როგორც ტრმპმა აღნიშნა, გაბარდის გათავისუფლებაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას შეთანხმდა.მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის მოქალაქის, სტივენ ჰაბარდის გათავისუფლება ვლადიმერ პუტინს პირადად სთხოვა და აშშ-ს ამისთვის არაფრის დათმობა არ დასჭირვებია.

ნაქარგიანი ზედა

მსოფლიო • 1792610741

მნიშვნელოვანია, რომ უიტკოფი რუსულ მხარეს შეხვდა, რუსეთი მხარს უჭერს გუნდების დონეზე სამმხრივ შეხვედრას, ამერიკული მხარე სთავაზობს, რაც შეიძლება, მალე მოხდეს, ჩვენც მხარს ვუჭერთ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი მხარს უჭერს გუნდების დონეზე სამმხრივ შეხვედრას.მისივე თქმით, შეხვედრის თარიღები ჯერ ისევ შეთანხმების პროცესშია.ზელენსკის განცხადებით, ეს არის აშშ-ის  პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის რუსეთში ვიზიტის შედეგი.„მნიშვნელოვანია, რომ დღეს უიტკოფი რუსულ მხარეს შეხვდა. როგორც ბრიფინგიდან გავიგეთ, რუსეთი მხარს უჭერს ჩვენი გუნდების დონეზე სამმხრივ შეხვედრას. ამერიკული მხარე სთავაზობს, რაც შეიძლება მალე მოხდეს ეს, ჩვენც მხარს ვუჭერთ. არ ვიცი, რა თარიღებში გაიმართება შეხვედრა. დღის წესრიგი ნათელია, ომის დასრულება, მშვიდობასთან დაახლოება და, როგორც მესმის, ლიდერების შეხვედრისთვის ყველაფრის მომზადება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.ზელენსკის განმარტებით, უკრაინას აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით ამერიკელ პარტნიორებთან კომუნიკაცია ჰქონდა.„რაც შეიძლება ადრე დაიგეგმება, ვფიქრობ, არა უგვიანეს ნოემბრის დასაწყისისა. ვნახოთ, ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკი.ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე მსჯელობა სამმხრივი, ტექნიკური დონის მოლაპარაკებების ფორმატში გაგრძელდება. კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი უკრაინასა და აშშ-თან სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებას დათანხმდა.

ნნნ

მსოფლიო • 1792609786

სტივ უიტკოფი პუტინს: ხშირად ამბობთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ჰუმანისტია. თქვენც ჰუმანისტი ხართ, ბატონო პრეზიდენტო, და ამისთვის სათანადო პატივს მოგაგებთ

 თქვენ ხშირად ამბობთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ჰუმანისტია. თქვენც ჰუმანისტი ხართ, ბატონო პრეზიდენტო და ამისთვის სათანადო პატივს მოგაგებთ, - ასე მიმართააშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სანქტ-პეტერბურგში გამართული შეხვედრისას.„გამოვხატავ თქვენდამი პატივისცემას და კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას“, - დასძინა სტივ უიტკოფმა.სტივ უიტკოფის განცხადებას რესპუბლიკელმა სენატორებმა სამარცხვინო უწოდეს.

ჯეი დი ვენსი

მსოფლიო • 1792607225

ვეთანხმები სტივ უიტკოფს, ნაკლებად მნიშვნელოვანია, რა თქვა მან, გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ამერიკელი მძევალი ოჯახს უბრუნდება - ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „ჰუმანისტი“ უწოდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ამერიკის მოქალაქე სტივენ ჰაბარდი გაათავისუფლა.ჟურნალისტის კითხვაზე, ეთანხმებოდა თუ არა უიტკოფის შეფასებას, ვენსმა დადებითი პასუხი გასცა.„ვეთანხმები სტივ უიტკოფს, რომელმაც დადებითად ისაუბრა ადამიანზე, რომელმაც ახლახან ამერიკელი მძევალი გაათავისუფლა. იმის მიუხედავად, ეთანხმებით თუ არა ამ შეფასების არსს, სტივ უიტკოფი დიპლომატია. მისი საქმეა, ჩავიდეს იქ და მიზანს მიაღწიოს. ჩემთვის გაცილებით ნაკლებად მნიშვნელოვანია, რა თქვა სტივმა და გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რომ ამერიკელი მძევალი ოჯახს უბრუნდება. ეს ყველას უნდა გვიხაროდეს და არ უნდა ვაკრიტიკებდეთ სტივ უიტკოფის განცხადებას, რომლის დახმარებითაც მან ამ მიზანს მიაღწია“, – განაცხადა ვენსმა.ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „ჰუმანისტი“ უწოდა. ამის შესახებ მან 21 ოქტომბერს, სანქტ პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა. უიტკოფმა ეს განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც რუსეთმა პატიმრობიდან გაათავისუფლა აშშ-ის მოქალაქე სტივენ ჰაბარდი, რომელიც რუსეთში უკრაინის მხარეს დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობის ბრალდებით იყო დაკავებული.ამასთან, სტივ უიტკოფის განცხადებას, რომ „პუტინი ჰუმანისტია“, რესპუბლიკელმა სენატორებმა სამარცხვინო უწოდეს.

 ტრამპი

მსოფლიო • 1792606904

THE ATLANTIC: ᲢᲠᲐᲛᲞᲡ ᲡᲣᲠᲡ, ᲠᲝᲛ ᲞᲣᲢᲘᲜᲛᲐ ᲓᲐ ᲖᲔᲚᲔᲜᲡᲙᲘᲛ ᲡᲐᲛᲨᲕᲘᲓᲝᲑᲝ ᲨᲔᲗᲐᲜᲮᲛᲔᲑᲐᲡ ᲮᲔᲚᲘ ᲛᲐᲘᲐᲛᲘᲨᲘ, „ᲓᲘᲓᲘ ᲝᲪᲔᲣᲚᲘᲡ“ ᲡᲐᲛᲘᲢᲖᲔ ᲛᲝᲐᲬᲔᲠᲝᲜ

 აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოეწეროს „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში, რომელიც ფლორიდის შტატში დეკემბერში გაიმართება. ინფორმაციას The Atlantic-ი ავრცელებს.გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაში თავისი დიპლომატიური მცდელობების ფინალს ხედავს.თეთრი სახლის ლიდერის მრჩევლების განცხადებით, ტრამპი იმედოვნებს, რომ დოკუმენტის ხელმოწერის დროს პირადად იდგება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის.აღნიშნული მიზნის მისაღწევად ვაშინგტონი უკრაინულ მხარეზე მკაცრი წნეხის შესაძლებლობასაც განიხილავს, - იუწყება გამოცემა.„ის [ტრამპი] გაბრაზებულია უკრაინაზე და მას სურს, რომ ზელენსკი წავიდეს“, - ციტირებს გამოცემა ტრამპის გარემოცვის ერთ-ერთ წევრს.

სტივ უიტკოფი

მსოფლიო • 1792606131

რესპუბლიკელმა სენატორებმა სამარცხვინო უწოდეს სტივ უიტკოფის განცხადებას, რომ „პუტინი ჰუმანისტია“

რესპუბლიკელმა სენატორებმა უკმაყოფილება გამოთქვეს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადების გამო, სადაც მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „ჰუმანისტი“ უწოდა.რესპუბლიკელმა სენატორმა, ტომ ტილისმა სოციალურ ქსელში სიტყვა „ჰუმანისტის“ განმარტება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ უიტკოფმა ამ სიტყვის მნიშვნელობა უნდა გაითვალისწინოს.„ეს რა ჯანდაბაა, სტივ? ლექსიკონში მოძებნე სიტყვა „ჰუმანისტის“ განმარტება. ეს რა სამარცხვინო და აღმაშფოთებელი განცხადებაა. უკრაინაში უნდა დაბრუნდე და ჰკითხო იმ ბავშვების ნათესავებს, რომლებიც პუტინმა გაიტაცა და მოკლა, ეთანხმებიან თუ არა ისინი იმას, რომ შენი მეგობარი პუტინი „ჰუმანისტია“, – დაწერა ტომ ტილისმა.უიტკოფის განცხადებას გამოეხმაურა სენატორი ჯონ კორნინიც. რესპუბლიკელმა სენატორმა სოციალურ ქსელში დაწერა: „არა. პუტინი დაუნდობელი მკვლელია“.ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „ჰუმანისტი“ უწოდა. ამის შესახებ მან 21 ოქტომბერს, სანქტ პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა. უიტკოფმა ეს განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც რუსეთმა პატიმრობიდან გაათავისუფლა აშშ-ის მოქალაქე სტივენ ჰაბარდი, რომელიც რუსეთში უკრაინის მხარეს დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობის ბრალდებით იყო დაკავებული.

ვლადიმერ პუტინი

მსოფლიო • 1792592760

პუტინი უკრაინასა და აშშ-თან სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებას დათანხმდა - კრემლი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე აშშ-სა და უკრაინასთან სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებას პრინციპულად დათანხმდა, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, იური უშაკოვმა განაცხადა.უშაკოვის ინფორმაციით, მოლაპარაკებები შესაძლოა, 10 ნოემბრის შემდეგ განახლდეს.მისი თქმით, შეხვედრების მთავარი თემა ომის დასრულების შემდეგ რუსეთისა და უკრაინის უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბება იქნება.განცხადება უშაკოვმა სანქტ პეტერბურგში ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. კრემლის ინფორმაციით, მოლაპარაკებები დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე უიტკოფმა ოსლოში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რამდენიმე ევროპელ ლიდერთან გამართა მოლაპარაკებები. ამერიკელმა წარმომადგენელმა შეხვედრა პროდუქტიულად შეაფასა და განაცხადა, რომ სამშვიდობო პროცესში გარკვეული წინსვლა შეინიშნება.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა • 1792592165

ლევან მაჭავარიანი: შუა დერეფნის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათ უკვე მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ ჩვენ ვერ გვანაცვლებენ ვერც რევოლუციის გზით, ვერც არჩევნების გზით და მოუწევთ ჩვენთან დასხდომა და საუბარი, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს უკვე ევროკავშირს საქართველო მეტად სჭირდება, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი

შუა კორიდორის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათ უკვე მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ ჩვენ ვერ გვანაცვლებენ ვერც რევოლუციის გზით, ვერც არჩევნების გზით და მათ მოუწევთ ჩვენთან დასხდომა და საუბარი იქიდან გამომდინარე, რომ დღეს უკვე ევროკავშირს საქართველო მეტად სჭირდება, ვიდრეს საქართველოს ევროკავშირი, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.მისი თქმით, ბრიუსელს მოუწევს იმასთან შეგუება, რომ საქართველოში მისი აგენტურა ვერ გაატარებს გარე ძალის ინტერესებს.„როდესაც ვსაუბრობთ მათ პატრონებზე [ოპოზიციის], მით უმეტეს ბრიუსელზე და ბრიუსელის მმართველ ელიტაზე, ჩვენ იმდენი უსამართლობა ვიხილეთ და ისეთი არათანმიმდევრული ნაბიჯები მათი მხრიდან ბოლო 4-5 წლის განმავლობაში და ისეთი დეზინფორმაციის ნიაღვარი და მიკერძოებულობის ხარისხი, რომ იმის იქით ძალიან რთულია რაიმე წარმოიდგინო. თავადვე მოახდინეს საკუთარი თავის ლუსტრაცია. ის, რომ ისინი მფარველობენ აგენტურას საქართველოში და ყველაფერი მარტივი გასაშიფრია. დღეს, საზოგადოების აბსოლუტურმა უმეტესობამ იცის რაში იყო საქმე. ჩვენ უარი განვაცხადეთ პროქსი ომისთვის საქართველოს გამოყენებაზე და მაგისთვის სურდათ მათ პატრონებს, რომ ჩაენაცვლებინათ „ქართული ოცნება“. ერთის მხრივ არჩევნების გზით, როდესაც ამის საშუალება თითქოს და ჰქონდათ და მაგიტომ ჩაუტარეს მთლიანად საარჩევნო კამპანია, მაგიტომ აგზავნეს ევროპარლამენტარები საქართველოში.და მეორეს მხრივ, როდესაც არჩევნებით ეს ვერ ხერხდებოდა 5 თუ 6 რევოლუციის მცდელობა იყო ბოლო წლების განმავლობაში. ზუსტად იმ პერიოდში, როცა დაიწყო რუსეთის აგრესია უკრაინაში და ვერც რევოლუციის გზით ვერ ჩაგვანაცვლეს. ამის გარანტია არის ქართველი ხალხი.შუა კორიდორის მნიშვნელობა არის მართლაც გაასმაგებული. ჩრდილოეთ კორიდორი დაკეტილია რუსეთ-უკრაინის ომისგამო, სამხრეთ კორიდორში მუდმივი პრობლემებია. რა თქმა უნდა აქაც სჭირდება აგენტურა. ვინაიდან აქაც ურჩევნიათ, რომ საკვანძო ქვეყანა შუა კორიდორში იმართებოდეს მათი ინტერესების შესაბამისად და არა ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად. იციან, რომ საქართველო „ქართული ოცნების“ პირობებში გადადგამს შუა კორიდორისთვისაც ყველა ნაბიჯს, რომელიც პირველ რიგში ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ამ კუთხითაც მათ სურთ აგენტურა ქვეყანაში.ნებისმიერ შემთხვევაში მათ სჭირდებათ აქ აგენტურა, თუმცა შუა კორიდორის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათ უკვე მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ ჩვენ ვერ გვანაცვლებენ ვერც რევოლუციის გზით, ვერც არჩევნების გზით და მათ მოუწევთ ჩვენთან დასხდომა და საუბარი იქიდან გამომდინარე, რომ დღეს უკვე ევროკავშირს საქართველო მეტად სჭირდება, ვიდრეს საქართველოს ევროკავშირი“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

✕