ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა • 1790679350

ლევან მაჭავარიანი - გიორგი გახარია გარე ძალების დავალების მიხედვით გადადგა

„დღემდე არ მიგვიღია კონკრეტული პასუხი, თუ რატომ გადადგა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან. ძალიან ბევრი სხვადასხვა ვერსია მოვისმინეთ დროის სხვადასხვა მონაკვეთში. საგამოძიებო კომისიაზე ახალი ვერსიები გააჟღერა გიორგი გახარიამ. ჯერ თქვა, რომ  ბიძინა ივანიშვილი ერეოდა მის საქმეებში და ეს იყო მისი გადადგომის მიზეზი, ბოლოს მას წამოსცდა, რომ ელჩებს შეხვდა და მათთან კონსულტაცია გაიარა. რა თქმა უნდა, გიორგი გახარია გადადგა გარე ძალების დავალების მიხედვით“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.ლევან მაჭავარიანმა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს მიმართა.„იმდენად აშკარა იყო თქვენი კოლექტიური „ნაცობა“, რომ გარე პატრონებმა გადაწყვიტეს კონფიგურაციის გადალაგება და ვითომ კონსტრუქციულად თქვენი პოზიციონირება. თუმცა, რამდენიმე საკითხი იყო უცხოელი პატრონებისთვის იმდენად ეგზისტენციალური და მნიშვნელოვანი, რომ მთელი აგენტურული რესურსის მობილიზება დასჭირდათ. პირველი - ეს იყო გამჭვირვალობის ქართული კანონი. დღესაც არ გრცხვენიათ და დღესაც ამბობთ, რომ  რუსულია ის კანონი? თქვენ ამბობდით, რომ ემიგრანტები ფულს ვერ ჩაურიცხავენ თავიანთ ოჯახებს, 2 წელი გავიდა, ხომ ურიცხავენ? ამბობდით, რომ ოპოზიციურ პარტიებს აეკრძალებოდა ამ კანონით მუშაობა, 2 წელი გავიდა, ხომ არ აკრძალულა? ამბობდით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები გაუქმდებოდნენ. ასევე ამბობდით, რომ როგორ შეიძლებოდა ეჭვქვეშ დაგვეყენებინა USAID-დან გადმორიცხული ფული. დონალდ ტრამპი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და პირდაპირ ამხილა, რომ USAID კრიმინალური ორგანიზაცია იყო და აფინანსებდა რევოლუციებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. თქვენ ლგბტ პროპაგანდის გვერდში მოგიწიათ დგომა. შესაძლოა, თქვენ არ ეთანხმებოდით ამ პროპაგანდას, თუმცა თქვენმა პატრონებმა ასე დაგავალეს და სხვა გზა ფიზიკურად არ გქონდათ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.მან აგრეთვე ისაუბრა გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ დაახლოებაზე. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გახარია წარსულში მამუკა ხაზარაძეს თაღლითს უწოდებდა, მოგვიანებით მათ შორის პოლიტიკური თანამშრომლობა ჩამოყალიბდა. ლევან მაჭავარიანის შეფასებით, ეს ცვლილება გარე ძალების მიერ განსაზღვრული პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილი იყო.მისი შეფასებით, 2025 წლის 4 ოქტომბრის შემდეგ გიორგი გახარიას პარტიის წევრების მიერ პარლამენტში პოლიტიკური პროცესის გაგრძელება ქუჩის პროტესტის გზით ხელისუფლების ცვლილების მცდელობის წარუმატებლობას მოჰყვა.„თქვენს გარე პატრონებს სურდათ, რომ საბოტაჟირების პროცესი უკვე პარლამენტის შიგნიდან გაგრძელებულიყო, ვინაიდან ქუჩაში ვერაფერი მოახერხეს. ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, იცით? ის, რომ საზოგადოებამ ძალიან კარგად გაშიფრა ეს ყველაფერი. ამის დასტური რა არის? 2025 წლის არჩევნები. თვითმმართველობის არჩევნებზე თქვენ თბილისის საკრებულოში 1 წევრიც ვერ შეიყვანეთ. თქვენი ამომრჩევლის ძალიან მცირე ნაწილიც  კი კარგად აანალიზებს, რომ საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობის და სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტორი არის „ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა • 1790675409

ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიას: ვინც დღეს არის თქვენი ამომრჩეველი, ისიც კი კარგად აანალიზებს, რომ საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტორი არის „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით

დღემდე არ მიგვიღია კონკრეტული პასუხი, თუ რატომ გადადგა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის თანამდებობიდან. ძალიან ბევრმა სხვადასხვა ვერსიამ, სხვადასხვა დროს გაიჟღერა და მინდა რამდენიმე შეგახსენოთ, -  ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მაჭავარიანმა, გახარიას ერთ-ერთი ინტერვიუს აუდიოჩანაწერის მაგალითზე აღნიშნა, რომ, სხვადასხვა დროს, მისი გადადგომის ბევრი ვერსია მოისმინა საზოგადოებამ, თუმცა, ბოლოს წამოსცდა, რომ ელჩებთან გაიარა კონსულტაცია. შესაბამისად, მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ გახარია გარე ძალების დავალებით გადადგა, რათა მმართველი პარტიისთვის დაწესებული ბარიერის გადალახვაში ხელი შეეშალა.მისივე თქმით, გარე პატრონებს სურდათ ,,კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისგან'' გახარიას პარტიის გამიჯვნა, თუმცა, მათთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო გამჭვირვალობის კანონის და ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონის წინააღმდეგ წასვლა, რომ აგენტურული რესურსის ლუსტრაციას თავადვე შეუწყვეს ხელი.„ძალიან ბევრი სხვადასხვა ვერსია მოვისმინეთ, დროის სხვადასხვა მონაკვეთში, სხვათა შორის, საგამოძიებო კომისიაზე კიდევ სულ ახალი ვერსიები გააჟღერა ბატონმა გიორგი გახარიამ. [გახარიამ] ჯერ თქვა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ერეოდაო ჩემს საქმეებშიო და ეგ იყო ჩემი გადადგომის მიზეზიო, რომელიც საერთოდ აცდენილი არის ამ კოლაჟს, სადაც კიდევ სამი ოთხი სხვადასხვა ვერსია გააჟღერა. და ბოლოს მას წამოცდა, რომ ელჩებს შევხვდიო და კონსულტაცია გავიარე მათთანო.რა თქმა უნდა, ბატონი გიორგი გახარია გადადგა გარე ძალების დავალების მიხედვით და იგი გადადგა იმიტომ, რომ ,,ქართულ ოცნებას'' ჰქონდა დაწესებული 53-პროცენტიანი გაუგებარი ბარიერი და მას ხელი უნდა შეეშალა ამ ბარიერის გადალახვაში. სწორედ მაშინ შემობრუნდა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. მისი არასაჯარო მესიჯი იყო, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი გახლდათ, რომ ჩვენი ხმები წაეღო და ხელი შეეშალა ბარიერის გადალახვაში. თუმცა არაფერი გამოუვიდა.ამის შემდეგ შეგახსენეთ მეგობრებო, თქვენ შექმენით კოალიციები ,,ნაციონალურ მოძრაობასთან", პირდაპირი პარტნიორობა და  იმდენად აშკარა იყო თქვენი კოლექტიური ,,ნაცობა'', რომ გარე პატრონებმა გადაწყვიტეს რაღაცნაირად კონფიგურაციის გადალაგება და ვითომ კონსტრუქციულად თქვენი პოზიციონირება. თუმცა რამდენიმე საკითხი იყო უცხოელი პატრონებისთვის იმდენად ეგზისტენციალური და მნიშვნელოვანი, სადაც მთელი აგენტურული რესურსის მობილიზება დასჭირდა და თავადვე გამოიწვიეს თქვენი ლუსტრაცია. ერთი - ეს იყო გამჭვირვალობის ქართული კანონი, დღესაც არ გრცხვენიათ თუ დღესაც ამბობთ, რომ რუსული არის ის კანონი? დღესაც ამბობთ, რომ რუსულია? მე მინდა, რომ თქვენ მდგომარეობაში შემოვიდეთ, თუმცა ძალიან გამიჭირდება, თუ თქვენ დღესაც ამბობთ, რომ ეს კანონი იყო რუსული. რომ ამბობდით, რომ ემიგრანტები ფულს ვერ ჩაურიცხავენო, თავისი ოჯახის წევრებსო, ორი წელი გავიდა, ხომ ურიცხავენ? რომ ამბობდით, რომ ოპოზიციური პარტიები აიკრძალება ამ კანონითო, ორი წელი გავიდა, ხომ არ აკრძალულა? NGO ორგანიზაციები გაუქმდებაო და რომ ამბობდით, რომ როგორ შეიძლება ეჭვქვეშ დაგვყენებინა USAID-იდან გადმორიცხული ფული? - ბატონი ტრამპი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და პირდაპირ ამხილა, რომ კრიმინალური ორგანიზაცია ყოფილა USAID და აფინანსებდა რევოლუციებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. შესაბამისად,  ღმერთმა არ ქნას, რომ თქვენ მდგომარეობაში აღვნიშნე, მაგრამ ძალიან შემცხვებოდა დღეს მაინც, თუ კიდევ ამბობთ, რომ ეს კანონი იყო რუსული.ლგბტ პროპაგანდა რომ აუკრძალეთ საქართველოში, რატომ გაიპარეთ, რაღაცა ბოიკოტი რომ მოიფიქრეთ? - იმიტომ, რომ თქვენი გარე პატრონებისთვის ეს არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი თემა, რომ მსოფლიოს დააჯერონ, რომ თურმე ორ სქესზე მეტი არსებობს. შემდეგ "აპრავებდით", რომ პაკეტისთვის არ გვინდოდა მხარის დაჭერაო და კანონებს ამ პაკეტში ცალ-ცალკე ვუყარეთ ჩვენ კენჭი. იმ კანონს რატომ არ დაუჭირეთ მხარი, რომელსაც ეთანხმებოდით, იმიტომ, რომ თქვენ ლგბტ პროპაგანდის გვერდში მოგიწიათ დგომა. შეიძლება თქვენ არ ეთანხმებოდეთ ამ პროპაგანდას, უბრალოდ თქვენმა პატრონებმა დაგავალეს და სხვა გზა ფიზიკურად არ გქონდათ. პოლიტიკურადაც იცოდით, რომ წამგებიანი იქნებოდა თქვენთვის ლგბტ პროპაგანდის გვერდში დგომა, მაგრამ, მოგიწიათ ლგბტ პროპაგანდის გვერდში დადგომა," - აღნიშნა მაჭავარიანმა.მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობა ჩავარდა, გარე პატრონების მითითებით, გახარიას პარტია პარლამენტში შევიდა, ვინაიდან, ქუჩაში უშედეგო ქმედებების შემდეგ, საბოტაჟი უკვე საკანონმდებლო უწყებაში მოეწყოთ.„რაც შეეხება ამ გადალაგების პროცესს, რომელიც შემდეგ გაგრძელდა და უფრო რომ გაემიჯნეთ მოქალაქეების თვალში თქვენ და პარტია „ლელო“, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისგან, 2025 წელს დაგავალეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება თქვენ და „ლელოს“ და სხვათა შორის, ძალიან დამეგობრდნენ ბატონი გახარია და ბატონი ხაზარაძე. არ გახსოვთ, ბატონი გახარია „თაღლითს“ ეძახდა ბატონ ხაზარაძეს? ფაქტის კონსტატაციაა ყველაფერი,  მე რასაც აქ მაგალითებად ვიშველიებ, ხომ? „თაღლითს“ ეძახდა და როგორ დამეგობრდა თაღლითთან? - იმიტომ, რომ დაავალეს. გარე პატრონებმა დაავალეს და მოუწიათ, ხომ? ამის შემდეგ, 4 ოქტომბერმა რომ ჩაიარა, რომ ხედავდით, რომ რევოლუცია ვერ მოხდებოდა და თქვენი პატრონები რომ აანალიზებდნენ, რომ შეუძლებელი იყო რევოლუცია, ვინაიდან სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე დგას თავისი ინსტიტუტებით, თქვენ დაგავალეს, რომ შემობრძანებულიყავით პარლამენტში. 4 ოქტომბრის მერე, ჩვენს საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ეს მოხდა მას შემდეგ, რაც რევოლუცია ჩავარდა, მორიგი მცდელობა. თქვენს გარე პატრონებს, რა თქმა უნდა, სურდათ, რომ ეს საბოტაჟირების პროცესი უკვე პარლამენტის შიგნიდან გაგრძელებულიყო, ვინაიდან ქუჩაში ვერაფერი მოახერხეთ. და ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, იცით? რომ საზოგადოებამ ძალიან კარგად გაშიფრა ეს ყველაფერი. ამისი დასტური რა არის, იცით? 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე თქვენ თბილისის საკრებულოში ერთი წევრიც ვერ შეიყვანეთ. იმიტომ, რომ საზოგადოებამ პასუხი გაგცათ. თქვენ გაგიმესამედდათ მომხრეების რაოდენობა 2024 წელთან შედარებით, ვინაიდან თავიდან ბოლომდე გაშიფრულები ხართ. თქვენი ამომრჩევლის, - ვინც დღეს არის თქვენი ამომრჩეველი, ძალიან მცირე ნაწილი -  ისიც კი კარგად აანალიზებს, რომ საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტორი არის „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით," - განაცხადა მაჭავარიანმა.

გიგა ფარულავა

პოლიტიკა • 1790584669

გიგა ფარულავა: ფაქტია, მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს სისულეების კორიანტელი, ცდილობენ, მედიაპროპაგანდა ააგორონ

ფაქტია, მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს სისულეების კორიანტელი, რაც საზოგადოებამ წაიკითხა. ამით ცდილობენ, მედიაპროპაგანდა ააგორონ, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.მისი თქმით, თავისი დაწერილი თუ არის, მაშინ ჯანმრთელობის ფასი ნამდვილად არაფერია და ვუსურვებ, დროულად მიმართოს შესაბამის უწყებას.„რაც შეეხება წერილში მითითებულ აბსურდულ სისულელეებს და ბრალდებებს რასაც წერს, ჩაიხედონ თავიანთ გუნდში. ვის „ნაცობაზე“, ან რა 4 ოქტომბერზე საუბრობენ, როდესაც მათი პოლიტიკური გუნდი, როგორც ყოფილი, ისე მოქმედი, სავსეა „ნაცებით“. ასევე, თავის ეპისტოლეში, თუ წერილში საუბრობს ლგბტ პროპაგანდაზე. მიმოიხედონ გარშემო და ჩაიხედონ თავიანთ გულებში, ლგბტ თემის თუ პროპაგანდის ყველაზე მეტი წარმომადგენელი გუნდში ჰყავთ. 4 ოქტომბერს რაც შეეხება, თვითონ დაგეგმეს. ამაზე არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მამუკა მდინარაძემაც ისაუბრა რამდენიმე თვის წინ, როდესაც „იმედის“ პირდაპირ ეთერში ჰყვებოდა, როგორ მართეს 4 ოქტომბრის პროვოკაციული და რევოლუციური სცენარები. შესაბამისად, ამ წერილების წერას თავი დაანებონ და საქმეს მიხედონ. რაც ამ კონკრეტულ წერილში წერია სისულელეა პირველიდან დაწყებული, ბოლო პუნქტამდე. დღეს, ქვეყანაში თუ რამე არსებობს მანკიერი როგორც პოლიტიკურ, ასევე ადმიანურ დონეზე, ამ ყველაფრით „ქართული ოცნებაა“ სავსე“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩვენს ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების უდიდესი უმრავლესობა უცხო ძალების მორჩილებაში მყოფი აგენტურული ჯგუფია, რომელსაც „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ ვუწოდებთ. ისინი ერთი ვერტიკალით იმართებიან“. მისივე თქმით, „როდესაც 2021 წლის არჩევნების შემდეგ გახარიამ ღიად და დაუფარავად ოთხ მუნიციპალიტეტში „ნაცებთან“ ერთად კოალიციები შექმნა, მისი „კოლექტიური ნაცობა“ იმდენად გამოაშკარავდა, რომ უცხოელ პატრონებს რაღაც რადიკალურად უნდა შეეცვალათ. 2024 წლის უმნიშვნელოვანესი არჩევნებისთვის აგენტურის კონფიგურაციის მორიგი გადალაგება დაიწყო. „ლელო“ და „გახარიას პარტია“ მაქსიმალურად უნდა გაემიჯნათ „კოლექტიური ნაცებისგან“ და მათი მეშვეობით ე.წ. ნეიტრალური და გადაუწყვეტელი ამომრჩეველი უნდა მოეზიდათ“.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა • 1790577757

მაჭავარიანი: უცხოელი პატრონებისთვის „გამჭვირვალობის კანონის“ და „ანტი-LGBT პროპაგანდა“ კანონი იმდენად ეგზისტენციალური აღმოჩნდა, მათი ვერტიკალის ქვეშ დივერსიფიცირებული მთელი აგენტურული ქსელის სრული მობილიზება იმ დოზით დასჭირდათ, რომ თავადვე გამოიწვიეს თავიანთი აგენტურის სრული ლუსტრაცია

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების უდიდესი უმრავლესობა უცხო ძალების მორჩილებაში მყოფი აგენტურული ჯგუფია, რომელსაც „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ ვუწოდებთ. ისინი ერთი ვერტიკალით იმართებიან. მათმა პატრონებმა ბევრჯერ სცადეს ჩვენი საზოგადოების მოტყუების მიზნით აგენტურის სხვადასხვა კონფიგურაციით გადალაგება, თუმცა ყოველი ასეთი მცდელობა კრახით დაუსრულდათ. რა თქმა უნდა, ამ ქსელის განუყოფელი ნაწილია ე.წ. მდიდარი NGO-ორგანიზაციებიც, - წერს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, სოციალურ ქსელში. მაჭავარიანი საუბრობს გარე ძალების მცდელობაზე, ოპოზიციური სპექტრის დივერსიფიცირება მოახდინოს, რა მიზნითაც ახალ პარტიებს, როგორებიცაა: „ახალი“, „ლელო“ და „გახარიას პარტია“, ხელოვნურად ქმნიან. მისივე განცხადებით, 2024 წლის უმნიშვნელოვანესი არჩევნებისთვის აგენტურის კონფიგურაციის მორიგი გადალაგება დაიწყო, რის მთავარ მიზანსაც, ე.წ. ნეიტრალური ამომრჩევლის მოზიდვის მიზნით, „ნაციონალური მოძრაობისგან“ აღნიშნული პარტიების მაქსიმალური გამიჯვნა წარმოადგენდა. „მას შემდეგ, რაც უცხო ძალები დარწმუნდნენ, რომ უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სისხლიანი წარსულის ჩამორეცხვა შეუძლებელი იყო და მხოლოდ მათზე ფსონის დადებით ქართველ ხალხთან ყველა არჩევნები წააგეს, რამდენიმე ახალი პარტია ხელოვნურად გააჩინეს.ასეთია „გახარიას პარტიაც“, რომელიც პოლიტიკაში მაშინ შემოაბრუნეს, როდესაც „ქართული ოცნებისთვის“ შარლ მიშელის მედიაციით 2021 წლის არჩევნებზე 43-პროცენტიანი ბარიერი დაწესდა. მისი არასაჯარო მესიჯის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი იყო. სწორედ ამ მესიჯს ავრცელებდა იგი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში. გარე ძალების გათვლა ამ გზავნილით გახარიას მიერ ჩვენი ამომრჩევლის წაყვანა და ბარიერის გადალახვაში ხელის შეშლა გახლდათ.როდესაც 2021 წლის არჩევნების შემდეგ გახარიამ ღიად და დაუფარავად ოთხ მუნიციპალიტეტში „ნაცებთან“ ერთად კოალიციები შექმნა, მისი „კოლექტიური ნაცობა“ იმდენად გამოაშკარავდა, რომ უცხოელ პატრონებს რაღაც რადიკალურად უნდა შეეცვალათ.2024 წლის უმნიშვნელოვანესი არჩევნებისთვის აგენტურის კონფიგურაციის მორიგი გადალაგება დაიწყო. „ლელო“ და „გახარიას პარტია“ მაქსიმალურად უნდა გაემიჯნათ „კოლექტიური ნაცებისგან“ და მათი მეშვეობით ე.წ. ნეიტრალური და გადაუწყვეტელი ამომრჩეველი უნდა მოეზიდათ.ამასთანავე, „ნაცებს“ და მის უშუალო დანამატებს რადიკალ ამომრჩეველზე უნდა ემუშავათ, „ლელოს“ სეგმენტი „ნახევრად რადიკალები“ უნდა ყოფილიყვნენ, ხოლო „გახარიას პარტია“ „ვითომ კონსტრუქციულ“ ძალად უნდა პოზიციონირებულიყო.იმისთვის, რომ გარანტირებული ყოფილიყო უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალი ამომრჩევლის სრულად შენარჩუნება, გააჩინეს პარტია „ახალიც“.ამ გზით მოხდა ერთი ვერტიკალის ქვეშ მყოფი აგენტურული ქსელის მაქსიმალური დივერსიფიცირება,“ - წერს მაჭავარიანი. როგორც ის აღნიშნავს, 2025 წლის არჩევნებისთვის უკვე პროგრამა მინიმუმი „კოლექტიური ნაცებისგან“ გამიჯვნის პროცესის გაგრძელება, მაქსიმუმი კი - 4 ოქტომბრის რევოლუცია იყო, რასაც ისიც ადასტურებს, რომ მხოლოდ მას შემდეგ დაავალეს გახარიას მანდატების გამოყენება, როდესაც 4 ოქტომბრის დაგეგმილი რევოლუციაც ჩავარდა.მისივე თქმით, უცხოელი პატრონებისთვის ორი საკითხი - „გამჭვირვალობის კანონის“ და „ანტი-LGBT პროპაგანდა“ კანონი, იმდენად ეგზისტენციალური აღმოჩნდა, მათი ვერტიკალის ქვეშ დივერსიფიცირებული მთელი აგენტურული ქსელის სრული მობილიზება იმ დოზით დასჭირდათ, რომ თავადვე გამოიწვიეს თავიანთი აგენტურის სრული ლუსტრაცია.„2025 წლის არჩევნების შედეგი აგენტურის უცხოელი პატრონებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო. პროგრამა მინიმუმი „ლელოს“ და გახარიას „კოლექტიური ნაცებისგან“ გამიჯვნის პროცესის გაგრძელება, ხოლო მაქსიმუმი 4 ოქტომბრის რევოლუცია იყო. დანარჩენ აგენტურას ბოიკოტი გამოაცხადებინეს და არჩევნებში მხოლოდ ამ ორ პარტიას მიაღებინეს მონაწილეობა. ამით კვლავ შეეცადნენ იმ ილუზიის შექმნას, რომ ეს პარტიები დამოუკიდებელ დღის წესრიგს აყალიბებენ.როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, გარე ძალების გეგმის მიხედვით, საზოგადოების თვალში „ლელო“ „ნახევრად რადიკალ“, ხოლო „გახარია“ „ვითომ კონსტრუქციულ“ ძალად უნდა პოზიციონირებულიყო. აქედან გამომდინარე, 4 ოქტომბრის რევოლუციურ გეგმასთან მიმართებაშიც შესაბამისი მესიჯბოქსები უნდა ჰქონოდათ.„ლელოს“ პოზიცია დილას არჩევნებზე, ხოლო საღამოს „დამხობის აქციაზე“ მისვლა იყო - „ნახევრად რადიკალური“.გახარიას პოზიცია „დამხობის აქციაზე“ არ მიერთებას გულისხმობდა - „ვითომ კონსტრუქციული“.იმასაც შეგახსენებთ, რომ „ლელოს“ „ნაცებთან“ და „ახალთან“ ერთად დაახევინეს მანდატები, როგორც რადიკალებს შეეფერებოდათ, ხოლო გახარიას შეანახინეს, როგორც „ვითომ კონსტრუქციულს“ ესადაგებოდა. მხოლოდ მას შემდეგ დაავალეს გახარიას მანდატების გამოყენება, როდესაც 4 ოქტომბრის დაგეგმილი რევოლუციაც ჩავარდა.საყურადღებოა, რომ უცხოელმა პატრონებმა „გახარიას პარტიას“ ვერშემდგარი რევოლუციიდან ორ კვირაში პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებული განცხადება ოფიციალურად გააკეთებინეს.„ლელოსა“ და გახარიას „კოლექტიური ნაცებისგან“ ჩვენი საზოგადოების თვალში გამიჯვნის პროცესის მორიგი გაგრძელება მარტის თვეში ე.წ. ოპოზიციური ალიანსის შექმნა იყო. უცხოელი პატრონების ჩანაფიქრის მიხედვით, ეს პარტიები ამ ე.წ. ალიანსის მიღმა უნდა დარჩენილიყვნენ, ხოლო ხელოვნური ხმაური უშუალოდ ალიანსის მონაწილე აგენტურულ პარტიებს უნდა აეტეხათ. ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდა. საზოგადოების ყურადღება ხმაურით იმ რადიკალმა პარტიებმა მიიპყრეს, რომლებიც ე.წ. ალიანსმა გააერთიანა, და ყურადღების მიღმა კვლავ „ნახევრად რადიკალი“ „ლელო“ და „ვითომ კონსტრუქციული“ გახარია აღმოჩნდნენ.უცხოელი პატრონებისთვის ორი საკითხი იმდენად ფუნდამენტალური და ეგზისტენციალური აღმოჩნდა, მათი ვერტიკალის ქვეშ დივერსიფიცირებული მთელი აგენტურული ქსელის სრული მობილიზება იმ დოზით დასჭირდათ, რომ თავადვე გამოიწვიეს თავიანთი აგენტურის სრული ლუსტრაცია. უცხო ძალებისთვის ამ საკითხების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყველა აგენტურული პარტია და მდიდარი NGO-ორგანიზაცია უკიდურესად ერთსულოვანი და სოლიდარული უნდა ყოფილიყო როგორც მესიჯბოქსით, ისე მოქმედებებით. ამ დროს მათთვის მეორეხარისხოვანი გახდა დივერსიფიკაციის სტრატეგიის გაშიფვრის რისკები.პირველი საკითხია გამჭვირვალობის ქართული კანონი. ამ კანონის მიღებით გარე ძალებს გარკვეული დოზით შეეზღუდათ შავი ფულის ქართულ პოლიტიკაში ტრიალის შესაძლებლობა. შესაბამისად, შემცირდა მათი მხრიდან აგენტურის დაფინანსება. ჩემს წინა პოსტებში ძალიან ვრცლად და დეტალურად ვისაუბრე მათი მხრიდან ამ საკითხთან „რუსული კანონის“ თაღლითური კამპანიით დაპირისპირების შესახებ.ხოლო მეორე, „ანტი-LGBT პროპაგანდა“ კანონი, რომელიც ადგენს ორ სქესს და კრძალავს LGBT-პროპაგანდას, მით უმეტეს, აღნიშნული დღის წესრიგის სკოლებსა და ბაღებში შეტანას. აგენტურის პატრონებისთვის იმდენად მნიშვნელოვანია ულტრალიბერალური იდეოლოგიის გავრცელება, საზოგადოებისთვის იმის დაჯერება, რომ ორზე მეტი სქესი არსებობს, ქალს შეუძლია გახდეს კაცი და პირიქით, ამჯობინეს არათუ მხოლოდ რადიკალური და ნახევრადრადიკალური პარტიები, არამედ „ვითომ კონსტრუქციული“ გახარიაც კი LGBT-პროპაგანდის მხარეს დაეყენებინათ.ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას აგენტურული ოპოზიციის ყველა ეს კონფიგურაცია კარგად აქვს გაშიფრული. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ლელოს გაუნახევრდა, ხოლო გახარიას გაუმესამედდა ამომრჩევლის რაოდენობა 2025 წელს 2024 წლის არჩევნებთან შედარებით.2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ გადალაგების ახალ სქემებს. თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, რომ წინ აქვთ სასამართლო პროცესი თავიანთი აგენტურული პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით!“ - წერს ლევან მაჭავარიანი.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა • 1790577157

ლევან მაჭავარიანი: 2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ ოპოზიციის გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, წინ აქვთ სასამართლო პროცესი აგენტურული პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების უდიდესი უმრავლესობა უცხო ძალების მორჩილებაში მყოფი აგენტურული ჯგუფია, რომელსაც „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ ვუწოდებთ. ისინი ერთი ვერტიკალით იმართებიან. მათმა პატრონებმა ბევრჯერ სცადეს ჩვენი საზოგადოების მოტყუების მიზნით აგენტურის სხვადასხვა კონფიგურაციით გადალაგება, თუმცა ყოველი ასეთი მცდელობა კრახით დაუსრულდათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, ამ ქსელის განუყოფელი ნაწილია ე.წ. მდიდარი „ენჯეო“ ორგანიზაციებიც.„მას შემდეგ, რაც უცხო ძალები დარწმუნდნენ, რომ უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სისხლიანი წარსულის ჩამორეცხვა შეუძლებელი იყო და მხოლოდ მათზე ფსონის დადებით ქართველ ხალხთან ყველა არჩევნები წააგეს, რამდენიმე ახალი პარტია ხელოვნურად გააჩინეს.ასეთია „გახარიას პარტიაც“, რომელიც პოლიტიკაში მაშინ შემოაბრუნეს, როდესაც „ქართული ოცნებისთვის“ შარლ მიშელის მედიაციით 2021 წლის არჩევნებზე 43-პროცენტიანი ბარიერი დაწესდა. მისი არასაჯარო მესიჯის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი იყო. სწორედ ამ მესიჯს ავრცელებდა იგი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში. გარე ძალების გათვლა ამ გზავნილით გახარიას მიერ ჩვენი ამომრჩევლის წაყვანა და ბარიერის გადალახვაში ხელის შეშლა გახლდათ.როდესაც 2021 წლის არჩევნების შემდეგ გახარიამ ღიად და დაუფარავად ოთხ მუნიციპალიტეტში „ნაცებთან“ ერთად კოალიციები შექმნა, მისი „კოლექტიური ნაცობა“ იმდენად გამოაშკარავდა, რომ უცხოელ პატრონებს რაღაც რადიკალურად უნდა შეეცვალათ.2024 წლის უმნიშვნელოვანესი არჩევნებისთვის აგენტურის კონფიგურაციის მორიგი გადალაგება დაიწყო. „ლელო“ და „გახარიას პარტია“ მაქსიმალურად უნდა გაემიჯნათ „კოლექტიური ნაცებისგან“ და მათი მეშვეობით ე.წ. ნეიტრალური და გადაუწყვეტელი ამომრჩეველი უნდა მოეზიდათ.ამასთანავე, „ნაცებს“ და მის უშუალო დანამატებს რადიკალ ამომრჩეველზე უნდა ემუშავათ, „ლელოს“ სეგმენტი „ნახევრად რადიკალები“ უნდა ყოფილიყვნენ, ხოლო „გახარიას პარტია“ „ვითომ კონსტრუქციულ“ ძალად უნდა პოზიციონირებულიყო.იმისთვის, რომ გარანტირებული ყოფილიყო უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალი ამომრჩევლის სრულად შენარჩუნება, გააჩინეს პარტია „ახალიც“.ამ გზით მოხდა ერთი ვერტიკალის ქვეშ მყოფი აგენტურული ქსელის მაქსიმალური დივერსიფიცირება.2025 წლის არჩევნების შედეგი აგენტურის უცხოელი პატრონებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო. პროგრამა მინიმუმი „ლელოს“ და გახარიას „კოლექტიური ნაცებისგან“ გამიჯვნის პროცესის გაგრძელება, ხოლო მაქსიმუმი 4 ოქტომბრის რევოლუცია იყო. დანარჩენ აგენტურას ბოიკოტი გამოაცხადებინეს და არჩევნებში მხოლოდ ამ ორ პარტიას მიაღებინეს მონაწილეობა. ამით კვლავ შეეცადნენ იმ ილუზიის შექმნას, რომ ეს პარტიები დამოუკიდებელ დღის წესრიგს აყალიბებენ.როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, გარე ძალების გეგმის მიხედვით, საზოგადოების თვალში „ლელო“ „ნახევრად რადიკალ“, ხოლო „გახარია“ „ვითომ კონსტრუქციულ“ ძალად უნდა პოზიციონირებულიყო. აქედან გამომდინარე, 4 ოქტომბრის რევოლუციურ გეგმასთან მიმართებაშიც შესაბამისი მესიჯბოქსები უნდა ჰქონოდათ.„ლელოს“ პოზიცია დილას არჩევნებზე, ხოლო საღამოს „დამხობის აქციაზე“ მისვლა იყო – „ნახევრად რადიკალური“.გახარიას პოზიცია „დამხობის აქციაზე“ არ მიერთებას გულისხმობდა – „ვითომ კონსტრუქციული“.იმასაც შეგახსენებთ, რომ „ლელოს“ „ნაცებთან“ და „ახალთან“ ერთად დაახევინეს მანდატები, როგორც რადიკალებს შეეფერებოდათ, ხოლო გახარიას შეანახინეს, როგორც „ვითომ კონსტრუქციულს“ ესადაგებოდა. მხოლოდ მას შემდეგ დაავალეს გახარიას მანდატების გამოყენება, როდესაც 4 ოქტომბრის დაგეგმილი რევოლუციაც ჩავარდა.საყურადღებოა, რომ უცხოელმა პატრონებმა „გახარიას პარტიას“ ვერშემდგარი რევოლუციიდან ორ კვირაში პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებული განცხადება ოფიციალურად გააკეთებინეს.„ლელოსა“ და გახარიას „კოლექტიური ნაცებისგან“ ჩვენი საზოგადოების თვალში გამიჯვნის პროცესის მორიგი გაგრძელება მარტის თვეში ე.წ. ოპოზიციური ალიანსის შექმნა იყო. უცხოელი პატრონების ჩანაფიქრის მიხედვით, ეს პარტიები ამ ე.წ. ალიანსის მიღმა უნდა დარჩენილიყვნენ, ხოლო ხელოვნური ხმაური უშუალოდ ალიანსის მონაწილე აგენტურულ პარტიებს უნდა აეტეხათ. ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდა. საზოგადოების ყურადღება ხმაურით იმ რადიკალმა პარტიებმა მიიპყრეს, რომლებიც ე.წ. ალიანსმა გააერთიანა, და ყურადღების მიღმა კვლავ „ნახევრად რადიკალი“ „ლელო“ და „ვითომ კონსტრუქციული“ გახარია აღმოჩნდნენ.უცხოელი პატრონებისთვის ორი საკითხი იმდენად ფუნდამენტალური და ეგზისტენციალური აღმოჩნდა, მათი ვერტიკალის ქვეშ დივერსიფიცირებული მთელი აგენტურული ქსელის სრული მობილიზება იმ დოზით დასჭირდათ, რომ თავადვე გამოიწვიეს თავიანთი აგენტურის სრული ლუსტრაცია. უცხო ძალებისთვის ამ საკითხების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყველა აგენტურული პარტია და მდიდარი NGO-ორგანიზაცია უკიდურესად ერთსულოვანი და სოლიდარული უნდა ყოფილიყო როგორც მესიჯბოქსით, ისე მოქმედებებით. ამ დროს მათთვის მეორეხარისხოვანი გახდა დივერსიფიკაციის სტრატეგიის გაშიფვრის რისკები.პირველი საკითხია გამჭვირვალობის ქართული კანონი. ამ კანონის მიღებით გარე ძალებს გარკვეული დოზით შეეზღუდათ შავი ფულის ქართულ პოლიტიკაში ტრიალის შესაძლებლობა. შესაბამისად, შემცირდა მათი მხრიდან აგენტურის დაფინანსება. ჩემს წინა პოსტებში ძალიან ვრცლად და დეტალურად ვისაუბრე მათი მხრიდან ამ საკითხთან „რუსული კანონის“ თაღლითური კამპანიით დაპირისპირების შესახებ.ხოლო მეორე, „ანტი-LGBT პროპაგანდა“ კანონი, რომელიც ადგენს ორ სქესს და კრძალავს LGBT-პროპაგანდას, მით უმეტეს, აღნიშნული დღის წესრიგის სკოლებსა და ბაღებში შეტანას. აგენტურის პატრონებისთვის იმდენად მნიშვნელოვანია ულტრალიბერალური იდეოლოგიის გავრცელება, საზოგადოებისთვის იმის დაჯერება, რომ ორზე მეტი სქესი არსებობს, ქალს შეუძლია გახდეს კაცი და პირიქით, ამჯობინეს არათუ მხოლოდ რადიკალური და ნახევრადრადიკალური პარტიები, არამედ „ვითომ კონსტრუქციული“ გახარიაც კი LGBT-პროპაგანდის მხარეს დაეყენებინათ.ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას აგენტურული ოპოზიციის ყველა ეს კონფიგურაცია კარგად აქვს გაშიფრული. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ „ლელოს“ გაუნახევრდა, ხოლო გახარიას გაუმესამედდა ამომრჩევლის რაოდენობა 2025 წელს 2024 წლის არჩევნებთან შედარებით.2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ გადალაგების ახალ სქემებს. თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, რომ წინ აქვთ სასამართლო პროცესი თავიანთი აგენტურული პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით“, – დაწერა ლევან მაჭავარიანმა.

თურქეთ

მსოფლიო • 1790343840

თურქეთში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციების ფარგლებში 83 ეჭვმიტანილი დააკავეს

თურქეთში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციების ფარგლებში 83 ეჭვმიტანილი დააკავეს.თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციები 28 პროვინციაში ჩატარდა.დადგინდა, რომ ეჭვმიტანილები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები იყვნენ, ორგანიზაციას აფინანსებდნენ მათთან დაკავშირებული პირებისა და ე.წ. საქველმოქმედო ორგანიზაციების მეშვეობით, ასევე სოციალური ქსელების ანგარიშების საშუალებით ავრცელებდნენ პროპაგანდას.

ტყუპები

მსოფლიო • 1790279640

ტყუპი დებიდან ერთს სიკვდილი მიუსაჯეს, მეორეს 25 წელი - ირანელი დების ოჯახმა გაეროს მიმართა

21 წლის ირანელი ტყუპი დების, ტარანე და რომინა რაჰიმების ოჯახმა გაეროს დახმარება სთხოვა მას შემდეგ, რაც ერთს სიკვდილი მიუსაჯეს, მეორეს კი 25 წლით თავისუფლების აღკვეთა. დები იანვარში ირანში გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის დააკავეს. მათი საქმე წამების, იძულებითი აღიარებებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის შესახებ ბრალდებებსაც შეიცავს.ტარანე და რომინა რაჰიმების ოჯახის სახელით ბრიტანელმა უფლებადამცველმა იურისტებმა გაეროს სპეციალური პროცედურების ფარგლებში ოფიციალური მიმართვა წარადგინეს. ოჯახი ითხოვს, რომ ახალგაზრდა ქალებს მიეცეთ სამართლიანი სასამართლოს უფლება, ადვოკატებთან და სამედიცინო დახმარებასთან წვდომა და დაცვა სასტიკი მოპყრობისგან.გაეროს სპეციალური პროცედურების მექანიზმის გამოყენებამ შესაძლოა ორგანიზაციის შესაბამის ექსპერტებს ირანის ხელისუფლებისთვის ოფიციალური მიმართვის გაგზავნის შესაძლებლობა მისცეს, თუ ისინი ჩათვლიან, რომ საქმეში ადამიანის უფლებების დარღვევის ნიშნებია. ამ ეტაპზე უცნობია, მიიღებს თუ არა გაერო ასეთ ზომას.ყველაფერი იანვრის საპროტესტო აქციებით დაიწყოტარანე და რომინა ირანის ცენტრალურ ქალაქ ისფაჰანში 8 და 9 იანვარს გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ.იმ დღეებში ირანის მასშტაბით ხელისუფლების წინააღმდეგ მასობრივი გამოსვლები მიმდინარეობდა. დები, რომლებიც მაშინ ჯერ კიდევ 20 წლის იყვნენ, შოჰადას მოედანზე გამოვიდნენ და საპროტესტო შეძახილებს შეუერთდნენ.Guardian-ის ცნობით, შეიარაღებული ნიღბიანი პირები ღამით საცხოვრებელ სახლში მივიდნენ და დები საწოლებიდან აიყვანეს. ოჯახის განცხადებით, მოგვიანებით გაირკვა, რომ დაკავებაში ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის - IRGC-ის - წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.მათი დედა, მარზიე ნურმოჰამადი, დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში ცდილობდა გაეგო, სად ჰყავდათ მისი შვილები. ოჯახს თავდაპირველად მათი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.დედამ საბოლოოდ მაისში შეძლო დების მონახულება ისფაჰანის დოულათაბადის ციხეში. ოჯახის განცხადებით, გოგონების გარეგნობა იმდენად შეცვლილი იყო, რომ დედას მათი ამოცნობაც კი გაუჭირდა.რას ედავებიან დებს?ტარანე და რომინა 16 ბრალდებულს შორის არიან საქმეში, რომელსაც უფლებადამცველი ორგანიზაციები „ისფაჰანის შოჰადას მოედნის საქმეს“ უწოდებენ.საქმე უკავშირდება 8 იანვრის საპროტესტო მოვლენებს, რომლის დროსაც შოჰადას მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ადამიანი დაიღუპა - ერთი ირანის რევოლუციის გვარდიის წევრი, აბას კამრანი, ხოლო მეორე უსახლკარო მამაკაცი.ბრალდებებს შორის იყო moharebeh - „ღმერთის წინააღმდეგ ომის წარმოება“ ან „ღვთის წინააღმდეგ მტრობა“ - ასევე სახელმწიფო ქონების განადგურება, რაც ხელისუფლებამ ამავე დანაშაულთან დააკავშირა, შეკრება და შეთქმულება ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდა.თუმცა მნიშვნელოვანი გარემოებაა: Human Rights Watch-ისა და აბდორაჰმან ბორუმანდის ცენტრის მიერ შესწავლილი მასალების თანახმად, ამ 16 ბრალდებულიდან არც ერთს მკვლელობისთვის ბრალი არ წარდგენია, მიუხედავად იმისა, რომ საქმე ორი ადამიანის დაღუპვას უკავშირდება. უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც კონკრეტულად ამ ადამიანების მიერ აღნიშნულ სიკვდილებთან კავშირს დაადასტურებდა.ერთს სიკვდილი, მეორეს - 25 წელიაგვისტოს ბოლოს ისფაჰანის რევოლუციურმა სასამართლომ 16 ბრალდებულიდან 10 ადამიანს სიკვდილი მიუსაჯა. მათ შორის ერთადერთი ქალი იყო ტარანე რაჰიმი.უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, სიკვდილით დასჯასთან ერთად ტარანეს 11 წლით თავისუფლების აღკვეთაც მიესაჯა.რომინა რაჰიმის სასჯელად ამჟამად 25-წლიანი პატიმრობა სახელდება.საინტერესოა, რომ სხვადასხვა ეტაპზე გავრცელებულ მასალებში რომინას სასჯელის ხანგრძლივობა განსხვავებულადაა მითითებული - ზოგი ადრინდელი წყარო 36 წელს ასახელებდა, ხოლო 24 სექტემბრის განახლებული ცნობები, მათ შორის The Guardian, 25 წელს უთითებს.ორივე განაჩენი გასაჩივრებას ექვემდებარება.წამების და იძულებითი აღიარების ბრალდებებისაქმეს განსაკუთრებულად მძიმე ხასიათს აძლევს დაკავებულების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ გავრცელებული ცნობები.დების ოჯახის წევრებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, გოგონები იზოლაციაში იმყოფებოდნენ და დაკითხვის დროს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას დაექვემდებარნენ.ტარანეს, ოჯახის ინფორმაციით, უთხრეს, რომ თუ აღიარებას ხელს არ მოაწერდა, ციხის თანამშრომლები მის დას, რომინას, მის თვალწინ სექსუალურად გააუპატიურებდნენ.The Guardian-ის მიერ მოპოვებული ცნობების თანახმად, დები განცალკევებით ჰყავდათ მოთავსებული, თუმცა მათ ერთმანეთის ყვირილის გაგონება შეეძლოთ.დაკავებულთა მიმართ წამებისა და იძულებით მიღებული აღიარებების შესახებ ბრალდებები სხვა ბრალდებულებმაც გააჟღერეს.Human Rights Watch-ისა და ბორუმანდის ცენტრის ერთობლივი ანგარიშის თანახმად, „შოჰადას მოედნის საქმეში“ სასამართლო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი ბრალდებულთა მიერ გაკეთებულ, სავარაუდოდ, იძულებით მიღებულ თვითმამხილებელ განცხადებებს ეყრდნობოდა. უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, ზოგიერთ შემთხვევაში დაცვის მხარეს საქმის მასალებზე სრულყოფილი წვდომაც არ ჰქონდა.ტარანეს ჯანმრთელობა გაუარესდატარანეს სიკვდილის განაჩენის გარდა, ოჯახი მის ჯანმრთელობაზეც საუბრობს.ოჯახის ინფორმაციით, დაკითხვების დროს მიღებული დაზიანებების გამო ახალგაზრდა ქალს სიარული უჭირს და ექიმმა მას MRI-ს ჩატარება ურჩია.19 სექტემბერს Iran International წერდა, რომ ციხის ექიმმა ტარანეს ჰოსპიტალიზაცია და MRI-ს ჩატარება საჭიროდ მიიჩნია, თუმცა ოჯახის განცხადებით, იგი საავადმყოფოში არ გადაიყვანეს.უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, ტარანეს ოჯახმა მისთვის მუხლის ფიქსატორისა და ორთოპედიული საყრდენის გადაცემაც სცადა, თუმცა ციხის ადმინისტრაციამ ეს ნივთები არ მიიღო.ამავე ცნობებით, რომინას, რომელსაც ასთმა აქვს, ინჰალატორთან წვდომის პრობლემაც შეექმნა.ოჯახი ამბობს, რომ გოგონები ერთმანეთს განსაკუთრებულად არიან მიჯაჭვულიდების საქმე კიდევ ერთ მიზეზს იძენს, რის გამოც ოჯახის წევრები მათ დაკავებას განსაკუთრებით მძიმე მოვლენად მიიჩნევენ.ტარანე და რომინა ტყუპები არიან და ერთმანეთთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ.მათი ბიძაშვილი მასუდ ნურმოჰამადი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, ვარაუდობს, რომ გამომძიებლებმა სწორედ მათი განსაკუთრებული კავშირი გამოიყენეს დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლის გასაძლიერებლად.მისი თქმით, შესაძლოა რომინა სწორედ იმისთვის დაეკავებინათ, რომ ტარანეზე ზეწოლა მოეხდინათ და მისგან აღიარება მიეღოთ. ეს, თუმცა, ოჯახის ვერსიაა და დამოუკიდებლად დადასტურებული ფაქტი არ არის.კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი — ვიდეო, რომელიც დაცვის მხარეს შეიძლება დაეხმაროსუფლებადამცველი ორგანიზაცია HRANA-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, საქმეში არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომელიც შესაძლოა ტარანეს სასარგებლოდ მეტყველებდეს.ორგანიზაციის ცნობით, ვიდეოში ტარანე ჩანს, როდესაც ის შოჰადას მოედანზე ადამიანთა ჯგუფს მოუწოდებს, არ გაუსწორდნენ უსახლკარო მამაკაცს, რომელსაც სხვები თავს ესხმოდნენ.HRANA-ს ინფორმაციით, ეს ვიდეო საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილია. უფლებადამცველი ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ იმ ორი ადამიანის სიკვდილთან დაკავშირებით, რომლებიც საქმის საფუძველს წარმოადგენენ, ბრალდებულების წინააღმდეგ კონკრეტული მკვლელობის ბრალდება არ არსებობს.Human Rights Watch-ის ცნობით კი, დაცვის მხარისთვის პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ხელისუფლებამ სასამართლოში არ დაუშვა ზოგიერთი გამამართლებელი მტკიცებულება, მათ შორის ბრალდებულების ტელეფონებში არსებული ვიდეოები.16 ადამიანი, 10 სიკვდილის განაჩენიტარანესა და რომინას საქმე მხოლოდ ორი ახალგაზრდა ქალის ისტორია არ არის.„შოჰადას მოედნის საქმეში“ სულ 16 ადამიანი გაასამართლეს. უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებით, ათ მათგანს სიკვდილი მიუსაჯეს, დანარჩენ ექვსს კი 16-დან 36 წლამდე პატიმრობა.Human Rights Watch-ისა და ბორუმანდის ცენტრის ინფორმაციით, 16 ბრალდებულს საერთო ჯამში 256 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუგროვდა, სიკვდილის განაჩენების გარდა.საქმე ირანში მიმდინარე უფრო ფართო კამპანიის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც იანვრის საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებულ არაერთ პირს მძიმე, მათ შორის სასიკვდილო, სასჯელი მიუსაჯეს.ახლა ოჯახი გაეროს იმედად რჩებატარანესა და რომინას ოჯახი აცხადებს, რომ ყველა სამართლებრივ გზას გამოიყენებს განაჩენების გასასაჩივრებლად.ამჯერად მათ ბრიტანელი იურისტების დახმარებით გაეროს მიმართეს.ოჯახის სურვილია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა ირანის ხელისუფლებას მოსთხოვონ დების საქმის სამართლიანი განხილვა, ადვოკატებთან და სამედიცინო დახმარებასთან წვდომა და მათი დაცვა წამებისა და სხვა სასტიკი მოპყრობისგან.ბიძაშვილი მასუდ ნურმოჰამადი The Guardian-თან ამბობს, რომ გაეროსთვის მიმართვა მისთვის სასოწარკვეთილი ნაბიჯი იყო, თუმცა ოჯახს განსაკუთრებით ეშინია ტარანეს სიკვდილით დასჯის დაჩქარების.გაეროს სპეციალური პროცედურებით გაგზავნილი მიმართვა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ გაერო ირანის წინააღმდეგ რაიმე სანქციას ან სასამართლო პროცესს დაიწყებს. შესაბამის ექსპერტებს შეუძლიათ, საქმის შესწავლის შემდეგ, ირანის ხელისუფლებას განმარტება ან კონკრეტულ ზომებზე ინფორმაცია მოსთხოვონ.ამ ეტაპზე ასეთი მოთხოვნის გაგზავნის გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოცხადებული არ არის.ტარანე რაჰიმის შემთხვევაში კი დრო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - იგი სიკვდილის განაჩენის გასაჩივრების პროცესშია, მაშინ როცა მისი ოჯახი აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუარესებული აქვს.ორი ახალგაზრდა ქალი, რომლებიც იანვრის საპროტესტო აქციებზე ერთად გამოვიდნენ, ახლა ციხეში ერთმანეთისგან იზოლირებულნი არიან: ერთს სიკვდილით დასჯა ემუქრება, მეორეს კი ათწლეულების გატარება მოუწევს პატიმრობაში, თუ სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებებს არ შეცვლის.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1790245249

შალვა პაპუაშვილი: ე.წ. უწყვეტი პროტესტი მიმართულია იქითკენ, თავის თავს რაღაცნაირად დააჯერონ, რომ არსებობენ, პროტესტის ეს ჯგუფი ფსევდორელიგიურ სექტად ჩამოყალიბდა

ე.წ. უწყვეტი პროტესტი შინაარსისგან დაიცალა და მათი აქტივობები მიმართულია იქითკენ, რაღაცნაირად თავის თავს დააჯერონ, რომ არსებობენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.პაპუაშვილის თქმით, პროტესტის ეს ჯგუფი ფსევდორელიგიურ სექტად ჩამოყალიბდა.„მინდოდა, ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ თარიღს გამოვხმაურებოდი, ვინაიდან თავიანთი დღეთაღრიცხვა აქვს ამ კონკრეტულ ჯგუფს და დღეს 666-ე სიმბოლური დღე არის მათთვის, ამ გადასახედიდან კიდევ ერთხელ დაგვენახა ის, რაც დიდი ხანია, უკვე ხელისგულზე დევს. მთლიანად ეს ჯგუფი, ეს ე.წ. უწყვეტი პროტესტი დაიცალა შინაარსისგან და ერთადერთი, საკუთარი თავის გამართლებით არის დაკავებული. ყველა მათი აქტივობა მიმართულია იქითკენ, რაღაცნაირად თავის თავს დააჯერონ, რომ არსებობენ. ამას ვხედავთ მათ ყველა გამოვლინებაში.რევოლუციური პროპაგანდის ფრონტი დამარცხებულია, აღარავის სჯერა, რომ 2024-2025 წლებში იყო მშვიდობიანი აქციები, აღარავის სჯერა, რომ მათ, ვინც დაკავებული არიან ძალადობისთვის, ძალადობა არ აქვთ ჩადენილი, აღარავის სჯერა, რომ არჩევნები იყო გაყალბებული, მათ შორის თვითონაც აღარ სჯერათ. ატყობთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, სულ უფრო ხშირია განცხადებები, რომ არასწორი იყო მათი საქციელი, როცა ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტს,  დამარცხდა მთლიანად ამ დღეს უკვე სექტად ჩამოყალიბებული ჯგუფის რევოლუციური პროპაგანდა და საკუთარი თავის დამშვიდებით არიან დაკავებული.მეორე განზომილება, რაზეც მინდოდა, ყურადღება გამემახვილებინა, არის, რომ ჩვენ თვალწინ, ფაქტობრივად, ეს პროტესტის ჯგუფი ფსევდორელიგიურ სექტად ჩამოყალიბდა, თავისი ყველა დამახასიათებელი ნიშნებით, სიმბოლიკით, რიტუალებით, რომელსაც ისინი ასრულებენ, თავისი ქურუმებით და წინამძღვრებით, თავისი მსხვერპლებით და მოწამეებით, აბსოლუტურად ყველაფრით ხდება გარკვეული მიბაძვა რელიგიისადმი და არის შესაბამისად ფსევდორელიგიური წარმონაქმნი. გამომდინარე იქიდან, რომ არის აგრესიული და ძალადობრივი, სწორედ ფსევდორელიგიური, ფუნდამენტალისტური სექტაა, რომელსაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით. სექტის განსაკუთრებული მახასიათებელია, რომ ის რეზისტენტულია ნებისმიერი უცხო აზრის მიმართ, რომელიც მისი სამყაროს წარმოდგენაში არ ჯდება. ამიტომ გაურბის ნებისმიერ დიალოგს და მოქმედებს დოგმებით, დოგმის დონეზე ჰყავთ აყვანილი დღეს ევროკავშირი და გამოცხადებული აღთქმულ ქვეყნად, რომელზეც რაიმე კრიტიკულის თქმაც არ შეიძლება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ჯგუფისთვის, რომელიც პროტესტებს მართავს, დისკუსია და დებატები მიუღებელია.„სხვათა შორის, გველესიანის შემთხვევაც კარგი მაგალითი იყო. ვინმე როგორც კი რამეს, არათუ კრიტიკულს, კითხვას დასვამს – და გველესიანმა თავის ინტერვიუში ისაუბრა, ვიკითხე, ევროკავშირთან დაკავშირებით, რა არის უპირატესობები და რა შეიძლება, იყოს პრობლემურიო – ამას მოჰყვა მთელი კრუნჩხვები, რომელიც დაიმართეს ამ სექტის წარმომადგენლებმა, რადგან ეხები რაღაც მათ სალოცავს, რომელზეც არ შეიძლება, კითხვებიც კი დაისვას. ამიტომ, ეს სერიოზული მოვლენაა, ვფიქრობ, ეს ჯგუფი ჩამოყალიბდა ფუნდამენტალისტურ სექტად, ასეც უნდა შევხედოთ და აქედან გამომდინარე გამოვიტანოთ ჩვენი დასკვნები.2024 წლის ნოემბერში, როდესაც ძალადობრივ აქციებზე გადაერთო ეს ჯგუფი, გახსოვთ პრემიერ-მინისტრის შეთავაზება, რომ 28 ნოემბრის განცხადებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი, მე, მზად ვიყავით მათ ორ წარმომადგენელთან ერთად საჯაროდ, დისკუსიით, ტელევიზიაში დავმსხდარიყავით. კიდევაც განაცხადა, მაშინ თინა ხიდაშელი იყო და მეორე წარმომადგენელი, ფაქტობრივად, სტუდიიდან გამოიყვანეს ეს ადამიანები, რომ არ ყოფილიყო არანაირი დისკუსია. სექტას ეშინია დისკუსიის, ვინაიდან სექტა არ მოქმედებს საღი განსჯით გამოტანილი დასკვნებით. დოგმის სისუსტე კი იმაშია, რომ დისკუსია როცა იმართება მასზე, შესაძლოა, ეს დოგმა გაბათილდეს. ამ ჯგუფში დღეს ყველა ნიშანია, რომ ის არის ფუნდამენტალისტური აგრესიული სექტა. ამიტომ არ უნდა გვიკვირდეს მათგან აგრესიული გამოვლინებები, რიტუალები, რომლებსაც ატარებენ, სლოგანები, შეძახილები, გინებები, ეს ყველაფერი ნაწილია მათი ლიტურგიისა, რომლითაც ეს სექტა არის დაკავებული. არ უნდა გვიკვირდეს, დისკუსია და დებატი მათთვის მიუღებელია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი ვოლსკი

პოლიტიკა • 1790193540

გიორგი ვოლსკი: შეტევა საქართველოზე, მის სუვერენიტეტზე ატარებს კონსპირაციულ ხასიათს

შეტევა საქართველოზე, მის სუვერენიტეტზე ატარებს კონსპირაციულ ხასიათს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.ვიცე-სპიკერმა ოპოზიციის ჩავარდნილ სცენარებსა და მარცხის მიზეზებზეც ილაპარაკა.“მიდიხარ [ოპოზიცია] სადღაც, საიდანაც ფული მოგივიდა, ინსტრუქცია მოგივიდა, დაგიწერეს სცენარი და ამბობ, რომ ვერ ვახორციელებ სცენარს. არჩევნების წინ მხოლოდ USAID-ის ხაზით 41 მლნ დახარჯეს, გამოქვეყნდა ეს. ვიღაცა პასუხს გთხოვს. „იმედია“ აქ, რომელსაც უსმენენ, იქ [ოპოზიციური მედია] სხვანაირად არის, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს პროპაგანდა, რომელიც არც კი უშვებს სხვა აზრს, რომელიც შეიძლება საზოგადოებამ მოისმინოს, ახლა კიდევ „ლელომ“ დანიშნა ხელმძღვანელი“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1789976007

შალვა პაპუაშვილი: გვარამია იმეორებს კამპანიის გზავნილს, რაც გულისხმობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გადაცემას რუსეთისთვის, ვინც უკვეთავს ამ კამპანიას, ვეტყვი, რომ შეეშვან ამგვარ მცდელობებს

არანაირი ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე, ყველამ უნდა დაიმახსოვროს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვა დაუსვეს პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომ „აფხაზებს არ უყვართ ქართველები და გულწრფელები ვიყოთ, არც ჩვენ გვიყვარს აფხაზები, ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები და მტრობა ვერ შეიცვლება სიყვარულით, ეს არსად მომხდარა“.ჟურნალისტის კითხვაზე, „რატომ გააქტიურდა ოპოზიცია ასე ძლიერად აფხაზეთის საკითხზე და რატომ აკეთებენ განცხადებებს უარყოფით კონტექსტში“, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ეს არის კამპანია, რომელიც უცხოეთიდან არის პირდაპირ ორკესტრირებული.„მგონი, უკვე არავის ეპარება ეჭვი, რომ ეს არ იყო წამოცდენები, რაც ჰქონდა გია ბარამიძეს, მიხეილ სააკაშვილს, ნიკა გვარამიას. გვარამია ისევ იმეორებს, რაც მანამდე თქვა. ეს არის კამპანიის ნაწილი. გვარამიამ აღწერა კიდეც, რა არის ამ კამპანიის მიზანი. სრულიად უადგილოდ გააკეთა შედარება აფხაზეთსა და ყარაბაღს შორის. თქვა, რომ სომხეთმა როგორც მოახერხა და ყარაბაღის ტრავმა დაივიწყა, ჩამოიცილა, ამით კი ბრიუსელთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანის შესაძლებლობა მიეცა, მიანიშნა, რომ ჩვენც ტრავმები ასე უნდა დავივიწყოთ და ჩამოვიცილოთ, რათა ბრიუსელთან ურთიერთობები იყოს უფრო მჭიდრო. ეს არის კამპანიის ნაწილი – საქართველო ევროკავშირში აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე. ეს არის კამპანია, რომელიც ჩანს, რომ უცხოეთიდან არის პირდაპირ ორკესტრირებული. ის, რასაც ეუბნებიან უკრაინას, რომ მოუწევს ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა, რათა მისი განვითარება უფრო სწრაფი იყოს და ევროპული პერსპექტივა უფრო რეალური, ის, რაზეც მიანიშნებდა გვარამია ყარაბაღთან დაკავშირებით, რომ სომხეთის სწრაფ სვლას ხელი შეუწყო ყარაბაღის ტრავმის დავიწყებამ, ის, რაზეც მიანიშნებენ მოლდოვას დნესტრისპირეთთან დაკავშირებით, ამუშავდა პირდაპირ პროპაგანდა – საქართველო ევროკავშირში აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე.გავიმეორებ კიდევ ერთხელ ყველა პროპაგანდისტის გასაგონად ქვეყნის შიგნით და ამ პროპაგანდის ყველა დამკვეთის გასაგონად ქვეყნის გარეთ – არანაირი ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე. ყველამ უნდა დაიმახსოვროს და ამ მოსინჯვებს შეეშვას. ის, რომ გვარამია იმეორებს ამ კამპანიის გზავნილს, რაც, საბოლოო ჯამში, გულისხმობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გადაცემას რუსეთისთვის, ამ კამპანიას არანაირი შანსი არ აქვს, რომ ქართველ ხალხში ფეხი მოიჭიროს. ყველას ვეტყვი, ვინც უკვეთავს ამ კამპანიას, რომ შეეშვან ამგვარ მცდელობებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მაჭარაშვილი

პოლიტიკა • 1789973663

გურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატიამ შეძლო შეეცვალა უნგრეთის ხელისუფლება სწორედ იმის გამო, რომ ორბანის მთავრობა ლგბტ პროპაგანდას ეწინააღმდეგებოდა

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ევრობიუროკრატების მხრიდან უნგრეთზე განხორციელებულ ზეწოლაზე მედიასთან ისაუბრა. დეპუტატმა განაცხადა, რომ ევრობიუროკრატიამ ქვეყნის ხელისუფლება სწორედ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო პოზიციის გამო შეცვალა.„უნგრეთი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეძლო ევრობიუროკრატიამ, შეეცვალა ქვეყნის ხელისუფლება სწორედ იმის გამო, რომ უნგრეთის წინა ხელისუფლება, ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით, ლგბტ პროპაგანდას ეწინააღმდეგებოდა.დავფიქრდეთ, ჩვენ, საქართველო, რა მოცემულობაში ვართ, როდესაც უნგრეთს, ევროკავშირის წევრ და ვეტოს უფლების მქონე ქვეყანასაც კი, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონის გაუქმება აიძულეს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ზურაბ ქადაგიძე

პოლიტიკა • 1789742220

ზურაბ ქადაგიძე: საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონის ამოქმედებამ გარკვეულ ძალებს შეუზღუდა „შავი ფულით“ სარგებლობა და, შესაბამისად, ქვეყნის ძირგამომთხრელ კამპანიას ვეღარ აწარმოებენ

ქართული FARA ბევრად მსუბუქი და დემოკრატიულია. ის მხოლოდ ადამიანის ინფორმირებას ემსახურება და თუ მოექცევი კანონის ფარგლებში, არანაირი დევნა არ გემუქრება, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ. მან მედიასთან საუბრისას ახსნა, თუ რატომ დუმს რადიკალური ოპოზიცია და არ ხმაურობს იმის გამო, რომ აშშ FARA-ს გამკაცრებას აპირებს.ზურაბ ქადაგიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ქართული კანონმდებლობა ამოქმედდა, ოპოზიციას შეეზღუდა წვდომა ქვეყნის საწინააღმდეგო კამპანიის დასაფინანსებლად გამოყოფილ „შავ ფულზე“. დაფინანსების გარეშე კი, დეპუტატის თქმით, რადიკალები არაფერს აკეთებენ.„ძალიან სწორად იმოქმედა გამჭვირვალობის კუთხით შექმნილმა ქართულმა კანონმდებლობამ, რადგან უკონტროლო „შავი ფული“ ქვეყანაში ვეღარ შემოდის. შესაბამისად, გარკვეული რადიკალი აქტივისტები ამ გზით ვეღარ ფინანსდებიან და ქვეყნის ძირგამომთხრელ კამპანიას ვერ აწარმოებენ.ამ მიმართულებით საზოგადოებისთვისაც ნათელი გახდა ბევრი რამ, ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ კანონმდებლობის მიღება იყო აუცილებელი. ჩვენ უკვე გავიარეთ იმ შავი ფულით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან შექმნილი ერთგვარი ტურბულენტობის ეტაპი, რომელიც მიმართული იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ. ახლა აშკარაა, რომ ქართულმა FARA-მ იმუშავა და კამპანიური ხასიათის აქტივიზმი ქვეყანაში აღარ არსებობს“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.მანვე აღნიშნა ისიც, რომ არასამთავრობოების საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით ამოქმედდა სხვადასხვა კამპანია, რაც საფუძველს მოკლებულია.„ათასნაირი კლიშე მოიფიქრეს არასამთავრობოების საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით, რათა ადამიანების ცნობიერებაზე მოეხდინათ გავლენა და დეზინფორმაციული ნარატივი ჩაენერგათ მოწყვლად ჯგუფებში. ჩვენთვის მთავარია, ადამიანი იყოს ინფორმირებული და იცოდეს, რა პროცესებთან გვაქვს საქმე არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით. როდესაც მიმდინარეობს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით კამპანიური პროცესი, პოლიტიკოსები ვალდებული ვართ, საზოგადოებას განვუმარტოთ საკითხი. ჩვენ უნდა მოვამზადოთ საფუძველი იმისთვის, რომ ადამიანმა, პირველ რიგში, ინფორმაცია მიიღოს და შემდეგ თავად გამოიტანოს დასკვნა, რა არის პროპაგანდა, აგიტაცია და უცხოური ინტერვენცია შიდა პოლიტიკურ პროცესებში.მტკნარი სიცრუეა იმის მტკიცება, რომ ამ კანონით საზოგადოებაზე წნეხი განხორციელდა. ამერიკისგან განსხვავებით, არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც ამ კანონის შესაბამისად ვინმე დაეჭირათ, დაესაჯათ, დაეხურათ ორგანიზაციები ან ვინმესთვის ხელი შეეშალათ საქმიანობის განხორციელებაში. იდეაში, ქართული კანონი ამერიკულ FARA-სთან შედარებით ბევრად მსუბუქი და დემოკრატიულია. ის მხოლოდ ადამიანის ინფორმირებას ემსახურება და, თუ მოექცევი კანონის ფარგლებში, არანაირი დევნა არ გემუქრება“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

✕