მსოფლიო • 1792700742
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, უკრაინასთან დაკავშირებით სამმხრივი მოლაპარაკებები განაახლოს. საუბარია რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებზე.მისივე თქმით, სამმხრივი მოლაპარაკებების მიზანი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ რუსეთისა და უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხის განხილვა იქნება.„ამ მოლაპარაკებების მიზანი იქნება სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ უკრაინისა და რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხის განხილვა. კერძოდ, საუბარია ასეთი შეთანხმებების საბოლოო ვერსიებზე. მზად ვართ, ეს კონტაქტები ამ მიზნის მისაღწევად განვაახლოთ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.პუტინის თქმით, უიტკოფმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაც უნდა განიხილონ. რუსეთის პრეზიდენტი ამ მიდგომას დაეთანხმა.„აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა, რომ მომავალში უკრაინისა და რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს თუ განვიხილავთ, ბუნებრივია, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზეც უნდა ვისაუბროთ. ზოგადად, ამ მოსაზრებას მეც ვეთანხმები“, – აღნიშნა პუტინმა.რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მას მიაჩნია, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.„ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია შეთანხმების მიღწევა, ჩვენ ამას ვეთანხმებით“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.ამასთან, პუტინის თქმით, უკრაინისთვის ტერიტორიულ დანაკარგებზე საუბარი უადგილოა.„უპირველესად, ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი ასეთია: ეს მათი ტერიტორია არ არის. ეს ისტორიულად რუსეთის ტერიტორიაა. ვფიქრობ, უადგილოა საუბარი რაიმე ტერიტორიულ დანაკარგებზე. თუმცა ეს სადავო საკითხია. ამ თემაზე უსასრულოდ შეიძლება კამათი“, – განაცხადა პუტინმა.ამასთან, პუტინის თქმით, რუსეთი ევროპასთან ომისთვის არ ემზადება.„ჩვენ ევროპასთან რაიმე სახის ომისთვის არ ვემზადებით“, – აღნიშნა პუტინმა.























