ვალერი გელაშვილი

პოლიტიკა 1746432107

ვალერი გელაშვილი - თავდასხმაზე დამკვეთი იყო მიხეილ სააკაშვილი, შემსრულებლები იყვნენ სპეცსამსახურები, კოდუა და აფხაზეთის სპეცრაზმი, ვანო მერაბიშვილმა ორგანიზება გაუკეთა ამ ყველაფერს

იმ სახლის გამო, რომელიც რეზიდენციის მფლობელობაშია ახლა, მოგვივიდა დაპირისპირება, იყო პირადი შეურაცხყოფები მისი მხრიდან, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, ვალერი გელაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.„ფულის გადახდას არ აპირებდნენ, მაწვალებდნენ და იძულებული გავხდი, გაზეთში რაღაცები დამეწერა. სტატია დავწერე, ცოტა შეურაცხყოფაც მივაყენე, რადგან მე თვითონ ვიყავი შეურაცხყოფილი. შემდეგ დამემუქრნენ, რომ გაგისწორდებითო. ვილნიუსში ვიყავი და რომ ჩამოვედი ქალაქის ცენტრში მომიწყვეს თავდასხმა. დამკვეთი იყო მიხეილ სააკაშვილი და შემსრულებლები იყვნენ სპეცსამსახურები, კოდუა და აფხაზეთის სპეცრაზმი, ვანო მერაბიშვილმა ორგანიზება გაუკეთა ამ ყველაფერს. ადრე მიხეილ სააკაშვილმა ოქრუაშვილს სთხოვა და ოქრუაშვილმა უარი უთხრა, შემდეგ ვანო მერაბიშვილი დასთანხმდა და მან შეასრულა. ფუძის ძვალი მქონდა მოტეხილი. იშვიათად, რომ ვინმე გადარჩეს ასეთ შემთხვევაში“, – განაცხადა ვალერი გელაშვილმა. 

გედენიძე

პოლიტიკა 1746012278

კაცმა ჯაშუშობისთვის დამიჭირა, ორი კვირაა გასული გამოშვებიდან, ჯაშუში ვარ ოფიციალური, სასჯელს ვიხდი და მეუბნება, მოდი ჩემთან ერთად ფოტო გადაიღეო- წინასაარჩევნო პერიოდი იყო, მერე მივხვდი მესიჯი რა იქნებოდა - ირაკლი გედენიძე მიხეილ სააკაშვილზე

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც „ფოტოგრაფების საქმის“ განხილვა მიმდინარეობს, პოლიტპატიმარი ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე საუბრობს.ირაკლი გედენიძე იხსენებს ტობავარჩხილზე მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის მომენტს, როდესაც მან ჰკითხა თუ ვინ  „გაუჩალიჩა“ დაკავება ახალაიამ, თუ ვანო მერაბიშვილმა.„ახალი გამოშვებულები ვიყავით საშინლად დასტრესილები.  ქუჩაში ვერ გავდივარ ელემენტარული ყველაფერში ეჭვი შემაქვს. მეუღლემ და მეგობრებმა მოდი მთაში წავიდეთო, თანხა გადავიხადეთ,  რაღაც ტური იყო ტობავარჩხილზე და წავედით. 5 დღის სავალი იყო ასვლით-ჩამოსვლით, მეორე ღამეს უკვე  რომ  ვათენებდით ცოტა ამინდი გაუარესდა და აღარ მივდივართ, ვკითხულობთ რატომ არ მივდივართ და ვიღაცას ველოდებითო. ანუ ყველამ იცის  თურმე,  რომ  იქ სააკაშვილი უნდა ამოვიდეს. არის მისი პრეზიდენტობის ბოლო თვეები, არჩევნების წინა პერიოდია. მერე ვიღაცამ ჩუმად გამაგებინა, რომ სააკაშვილს ველოდებითო დროში რომ გაიწელა. ხუმრობით ვთქვი რა იყო აქ რომ არ ვენახე იქ ვერ მნახავდა თქო. ავედით, დავბანაკდით. ამოვიდა შემომხედა, სხეულის ენა ასე თუ ისე ვიცი ჩემი საქმიანობიდან  გამომდინარე, არ გაჰკვირვებია იქ, რომ დამინახა. ჩვენ გავაგრძელეთ გზა. დაბანაკდნენ გაშლილ მინდორზე იმ ადგილას, სადაც ჩვენც უნდა ვყოფილიყავით. უარი ვთქვი, წავედით,  სადღაც 50 მეტრით მოვშორდით, ცოტა უარესი ადგილი იყო, იმიტომ რომ იქ ქვიანია მინდორს ვერ იპოვი, ქვიანზე გავათენეთ ჩვენს კარვებში ღამე. მეორე დღეს უკვე ასული იყო თვითონ და ჩამოვიდა,  იქვე ვზივარ იმ ადგილას სანამ არ ჩამოვიდოდა, დამიძახა მოდიო, ხელით მანიშნა, დაცვა მაშინვე ახლოს დადგა, დაცვა გააგდო, არ მჭირდები შენო უნდა ველაპარაკო პირისპირო. მოკითხვის შემდეგ როგორ ვარ ჯანმრთელობით, როგორ გადავიტანე ეს ფსიქოლოგიურად, მეთქი გამოვდივარ, აი ასე დავდივარ.  ერთი კითხვა მაქვს ვინ „გაგიჩალიჩა“  ეგ ამბავიო. დავიბენი, ამ ამბავს მე კაი ხანს არ ვყვებოდი არსად , იყო ეჭვი ახალიამ თუ ვანომ. მე ვერც მივხვდი ამ შიდა ინტრიგებში გარკვეული არ ვიყავი  რა ხდებოდა იქ.  გამიკვირდა ამდენი ხნის შემდეგ ეს კითხვა მისგან. კარგი გასაგებიაო ასე მითხრა და კარგი აბა წარმატებები თქო და მხარზე ხელის დადებით დავემშვიდობე.  მე ჩავთვალე, რომ ეს იყო პირადი საუბარი“,-განაცხადა ირაკლი გედენიძემ.ირაკლი გედენიძის განცხადებით მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც ჯაშუშობისთვის დაიჭირა საერთო ფოტოს გადაღება შესთავაზა პოლიტიკური მიზნებისთვის საარჩევნოდ.„ბოლოს კულმინაცია ის იყო, რომ აი ამ ორგანიზატორებთან და მოლაშქრეებთან ერთად, მე უკვე დისტანცირებას ვცდილობდი. დამიძახა და მკითხა რატომ ხარ მარტოო, ჩვენთან ერთად გადაიღე ფოტოო, საერთო ფოტოს იღებდნენ. ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. კაცმა ჯაშუშობისთვის დამიჭირა, ორი კვირაა გასული გამოშვებიდან, ჯაშუში ვარ ოფიციალური სასჯელს ვიხდი ყოველ ოთხშაბათს პრობაციაში უნდა მივიდე, რომ დავფიქსირდე, ქალაქიდან ვერ გავდივარ და მეუბნება, რომ ჩემთან ერთად მოდი, ფოტო გადაიღე. გადავხედე ჯგუფია და ერთ-ერთს ვთხოვე, გამოვართვი დროშა და სახელმწიფო დროშით ჯგუფის კუთხეში დავდექი, თორემ იქვე უნდოდა რომ ვმდგარიყავი. წინასაარჩევნო პერიოდი იყო,  მერე მივხვდი რომ გავაანალიზე მესიჯი რა იქნებოდა. ეს ფოტო იმიტომ, ტომ არ დამდგარიყო გადაიღო ცემმა მეუღლემ. ეს ფოტო „ქავერად“ დააყენეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე, ჩემთან ერთად გადაღებული“,-განაცხადა ირაკლი გედენიძემ.

გიორგი აბდალაძე

პოლიტიკა 1745999843

საკანში ოთხნი ვიყავით, შემეკითხნენ, რაზე ზიხარო, ვუთხარი სურათის გადაღებაზე-თქო, რამდენს გაძლევენო? არ ვიცი, ალბათ 20 წელს-თქო, რა გადაიღე ამისთანა, კაცი მოკლა და 7 წელს აძლევენო, კვდებოდნენ სიცილით პატიმრები, ვისთანაც ვსაუბრობდი - გიორგი აბდალაძე

გაყალბება თავიდან დაიწყო ვანო მერაბიშვილმა, უტიაშვილმა - ბრძანება მიშასი, განწყობა, რომ ყველა ფოტოგრაფი დასაჯეთო, შეასრულეს ამათ და თავიდან ბოლომდე შეთხზეს ეს საქმე, მერე გვაგინეს კიდევ იმის გამო, რომ მე მოდულის შენობაში გამოვაცხადე, მშრალ შიმშილობაზე გადავდივარ და ვიბრძოლებ ბოლომდე,  -  ამის შესახებ ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ განაცხადა,  რომელიც "ნაცმოძრაობის" დროის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ, „ფოტოგრაფების საქმეზე", პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საუბრობს.მან ასევე გაიხსენა, რომ "მოდულის" შენობაში, მასთან ერთად საკანში ისხდნენ მკვლელობაში და ნარკოტიკულ დანაშაულში ბრალდებულები, როდესაც  გაირკვა, რომ აბდალაძეს ფოტოს გადაღების გამო, 20-წლიანი სასჯელი ემუქრებოდა, ამან პატიმრებში სიცილიც კი გამოიწვია იმ ფონზე, რომ მის თანასაკნელს ადამიანის მკვლელობისთვის 7 წლიან სასჯელს აძლევდნენ."მოდულში დავინახე ნათია გედენიძე. ერთი ქალბატონის ხმა მესმოდა, მთელი ღამე ტიროდა, მოთქვამდა, არ ვიცი ვინ იყო, ალბათ ან ნაცემი იყო, მაგრამ მთელი ღამე გვესმოდა მისი ხმა. საპატიმროში, ოთხი ვიყავით საკანში და პატიმარი რას ეკითხება პატიმარს? - რაზე ზიხარ, რა მუხლი გაქვსო. ერთი მკვლელობაზე იჯდა, ერთი ნარკოტიკების დანაშაულზე და ერთი ეკონომიკურ დანაშაულზე. მკვლელობაზე ვინც იჯდა, 7 წელი მომისაჯესო. მე შემეკითხნენ, შენ რაზე ზიხარო, მე  ვუთხარი სურათის გადაღებაზე-თქო, რამდენს გაძლევენო? ვუთხარი არ ვიცი, ალბათ 20-ს. ეს მუხლი ითვალისწინებდა თავიდან ათს და მერე გადადიოდა კვალიფიკაცია 20 წელზე. რა გადაიღე ბიჭო ამისთანა, კაცი მოკლა და 7 წელს აძლევენო, კვდებოდნენ სიცილით პატიმრები, ვისთანაც ვსაუბრობდი. ადამიანი, რომელიც ნარკოტიკებზე იყო დაპატიმრებული, მერე გლდანის საპყრობილეში შემხვდა, კედლებს ურტყამდა თავს, ეს სად მოვხვდი, ოღონდ გადავრჩეო." -  აღნიშნა გიორგი გედენიძემ.

კომისია

პოლიტიკა 1744466252

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ამირან (ბუტა) რობაქიძის და ევგენი აფრასიძისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის უფლების შელახვის ფაქტები განიხილა

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე ორი საკითხი განიხილა.ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე კომისიამ ბუტა რობაქიძის მამას, სოსო რობაქიძეს მოუსმინა. სოსო რობაქიძის განცხადებით, ბუტას  მკვლელობის საქმე „ნაციონალების“ მიერ ტოტალურად გაყალბებულია. როგორც მან აღნიშნა, პატრულ ინსპექტორ გრიგოლ ბაშალეიშვილს იარაღი კი არ გაუვარდა, არამედ მან ბუტას მიმართულებით გაისროლა და მოკლა. მისი თქმით, გასროლის შემდეგ ბუტა 35 წუთი ცოცხალი იყო, თუმცა მომხდარი ფაქტის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე სამ-ოთხ წუთში მისული სასწრაფო დახმარების ექიმი  ბუტასთან დახმარების გასაწევად არ მიუშვეს.სოსო რობაქიძემ ასევე აღნიშნა, რომ გრიგოლ ბაშალეიშვილი მხოლოდ ორი წლის შემდეგ დააკავეს, მანამდე კი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას აგრძელებდა, საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ კი, ვანო მერაბიშვილმა ის  შსს-ში აღადგინა.მისივე თქმით, ოფიციალური ვერსია იმის თაობაზე, რომ ბუტას და მის მეგობრებს იარაღი ჰქონდათ სიცრუეა და ზოგადად, ბუტას მკვლელობის შესახებ მედიაში გავრცელებული ვიდეოკადრები პროფესიულ დონეზე იყო გაყალბებული.სოსო რობაქიძემ დეტალურად ისაუბრა იმ პირების შესახებ, რომლებიც აღნიშნული საქმის გაყალბებაში მონაწილეობდნენ.ევგენი აფრასიძისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის უფლების შელახვის ფაქტებზე დროებით საგამოძიებო კომისიას ახსნა-განმარტება ევგენი აფრასიძის ქვრივმა, დოდო აფრასიძემ და  შვილიშვილებმა - გიორგი და ლედი აფრასიძეებმა მისცეს.მათ დეტალურად ისაუბრეს 2004 წლის 24 მარტს მესტიის რაიონის ეცერის თემის სოფელ ბარში ევგენი აფრასიძისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, რომელსაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი ბარამიძე ხელმძღვანელობდა.დოდო აფრასიძის განცხადებით, 24 მარტს, გამთენიისას იმ ორი სახლის მიმართულებით, სადაც მათი ოჯახები, მათ შორის ბავშვები იმყოფებოდნენ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე,  ინტენსიური ცეცხლი გაიხსნა.მისივე თქმით, მას შემდეგ რაც ევგენი აფრასიძე ხელაწეული აივანზე გავიდა და სპეცრაზმელებს მოუწოდა ცეცხლი შეეწყვიტათ, ვინაიდან სახლებში ბავშვები იმყოფებოდნენ, იგი დაჭრეს.დოდო აფრასიძის განცხადებით, სპეცრაზმელებმა გოჩა და ომეხ აფრასიძეებს ჯერ ხელბორკილები დაადეს, შემდეგ გოჩა აფრასიძეს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენეს, ომეხ აფრასიძე კი დახვრიტეს.როგორც ევგენი აფრასიძის შვილიშვილმა ლედი აფრასიძემ აღნიშნა, გოჩა აფრასიძეს იმდენად მძიმე დაზიანებები ჰქონდა მიყენებული, რომ ჯერ გარდაცვლილი ეგონათ, მას შემდეგ კი რაც გაირკვა, რომ ის ცოცხალი იყო, ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ოპერაცია გამაყუჩებელი მედიკამენტების გარეშე გაუკეთეს.ლედი აფრასიძის განცხადებით, მათ ოჯახში ძებნილი მხოლოდ ვამეხ აფრასიძე იყო, რომლის დაკავებაც ნებისმიერ დროს შეიძლებოდა, ვინაიდან ის თავისუფლად გადაადგილდებოდა.  მისი თქმით, სპეცოპერაციისას, ასევე, დაკავებული იყო მათ ოჯახში მყოფი ვლადიმერ მურავიოვიც, რომელმაც წამების შემდეგ „აღიარა“, რომ თითქოს აფრასიძეების ოჯახს ლევან კალაძისა და მარიამ გოგინაშვილის საქმეებთან შემხებლობა ჰქონდათ.ლედი აფრასიძემ ასევე აღნიშნა, რომ სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ,  მაშინ როდესაც სახლს ცეცხლი ეკიდა, სადაც დაჭრილი ევგენი აფრასიძე იყო, ხოლო ეზოში ომეხ აფრასიძის ცხედარი ესვენა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ აფრასიძეების მეზობლებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „სვანებმა კარგი კუბდარის გამოცხობა იცით და იქნებ გაგვიმასპინძლდეთ აქ მყოფ ადამიანებსო“.როგორც გიორგი აფრასიძემ განაცხადა, სპეცოპერაციის დროს სროლა ხორციელდებოდა არა მარტო ავტომატური, არამედ მსხვილკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღიდანაც.მისივე თქმით, სახლს, საიდანაც  სპეცრაზმელებმა ხელბორკილდადებული გოჩა და ომეხ აფრასიძეები გამოიყვანეს, ვერტმფრენიდან ყუმბარა ესროლეს, რის გამოც სახლს ცეცხლი გაუჩნდა. მისი თქმით,  სპეცრაზმელებმა მეზობლებს საშუალება არ მისცეს, რომ  ცეცხლმოკიდებული სახლიდან ევგენი აფრასიძე გამოეყვანათ.დოდო, გიორგი და ლედი აფრასიძეების განცხადებით,  სპეცოპერაციის მონაწილეებმა ზუსტად იცოდნენ, რომ სახლებში ბავშვები იმყოფებოდნენ. მათივე თქმით, სპეცოპერაციის დროს სახლიდან რაც უფრო ხმამაღლა ისმოდა ოჯახის წევრების ხმა, მით უფრო ინტენსიური ხდებოდა სროლა.დღევანდელ სხდომაზე, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა, სისხლის  სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით(კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა) გიორგი ვაშაძისა და ნიკანორ მელიას საქმეების პროკურატურაში გადაგზავნას მხარი დაუჭირეს. გიორგი ვაშაძე და ნიკანორ მელია ახსნა-განმარტების მისაცემად კომისიის დღევანდელ სხდომაზე  იყვნენ დაბარებული, თუმცა არ გამოცხადდნენ.პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, კომისიის მორიგი სხდომა ორშაბათს, 14 აპრილს გაიმართება.

თეა წულუკიანი

პოლიტიკა 1744401960

თეა წულუკიანი: სამხედროების მიერ შემუშავებული ევაკუაციის გეგმა ვანო მერაბიშვილმა და დავით კეზერაშვილმა სააკაშვილის დავალებით გვერდზე გადადეს - პოლიტიკური თანამდებობის პირებმა მართეს ომი

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა, რომ სამხედროების მიერ შემუშავებული ევაკუაციის გეგმა ვანო მერაბიშვილმა და დავით კეზერაშვილმა გადადეს.„გაწირვაში ვგულისხმობ მათ შორის, იმას, რაც უკვე დადგენილი ფაქტია ჩვენი კომისიის ამ ეტაპზე მუშაობის შედეგად, რომ ჩვენს გამოცდილ სამხედროებს ჰქონდათ გეგმა, რომელიც ცხინვალის ალყაში მოქცევას გულისხმობდა და ქალაქში შესვლას არ ითვალისწინებდა, რადგან იქ მოსახლეობა იყო; იქ იყო ევაკუაციის გეგმაც, სამხედროების მიერ შემუშავებულ გეგმაში და ეს გეგმა სააკაშვილის დავალებით ვანო მერაბიშვილმა და კეზერაშვილმა გადააგდეს, გადადეს გვერდზე და ვანო მერაბიშვილმა ჯანაშვილთან ერთად, მის მოადგილესთან ერთად, პოლიტიკური თანამდებობის პირებმა მართეს ომი. ამან გამოიწვია ქაოსი და ამან გამოიწვია გაუმართლებელი მსხვერპლი ჯარშიც, აღარაფერს ვამბობ მოსახლეობაზე“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.2003 - 2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას განაგრძობს.

ლედი აფრასიძე

პოლიტიკა 1744370870

ადეიშვილმა და მერაბიშვილმა საზოგადოებას ამცნეს, რომ აფრასიძეების ეზოში იპოვეს რვა გვამი, თუმცა მალე დადასტურდა, რომ ძვლები, რაც იქ აღმოაჩინეს, მე-19 საუკუნის ნეშტები იყო - ლედი აფრასიძე

ჩვენი სახლიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში იყო მე-19 საუკუნის საგვარეულო სასაფლაო, რომელიც გათხარეს, იქიდან აიღეს ძვლების ფრაგმენტები და წაიღეს ექსპერტიზაზე, – ამის შესახებ სვანეთში, 2004 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული ევგენი აფრასიძის შვილიშვილმა, ლედი აფრასიძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.ლედი აფრასიძის თქმით, ძვლების ექსპერტიზაზე გადაგზავნის პარალელურად, ადეიშვილმა და მერაბიშვილმა საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ აფრასიძეების ოჯახში იპოვეს გვამები, რომლებიც იმ პერიოდში გატაცებულ ადამიანებს ეკუთვნოდათ.„პარალელურად, როდესაც ეს ხდებოდა, ბრიფინგი ჩაატარეს ზურაბ ადეიშვილმა, ვანო მერაბიშვილმა და საზოგადოებას ამცნეს, რომ აფრასიძეების ეზოში იპოვეს რვა გვამი, რომელიც ეკუთვნოდათ იმ პერიოდში გატაცებულ ადამიანებს. ძალიან მალე დადასტურდა, რომ ძვლები, რაც იქ აღმოაჩინეს, მე-19 საუკუნის ნეშტები იყო“, – აღნიშნა ლედი აფრასიძემ.

დავით ჩიხელიძე

პოლიტიკა 1744366560

„ნაციონალურ მოძრაობას“ სამართალიც ისეთი მოჩვენებითი და ფასადური ჰქონდათ, როგორც დემოკრატია - დავით ჩიხელიძე

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, რეჟიმის მიერ კიდევ ერთი მოკლული ადამიანის ბუტა რობაქიძის მშობელს ვუსმენდი, რომელმაც საქართველოს უახლესი წარსულის, მორიგი შავი ლაქა გაიხსენა. ადამიანურ ტრაგედიასთან ერთად, ეს იყო, ზოგადად, ქვეყნის ტრაგედია, რადგან ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემდეგ, სახელმწიფომ სიმართლის დასაფარად ყველაფერი გააკეთა - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ქართული საზოგადოების ძალისხმევის შედეგად, 2006 წელს რობაქიძის მკვლელობის საქმეზე პატრულის თანამშრომელ გრიგოლ ბაშალეიშვილს პატიმრობა შეეფარდა, რომელიც ციხიდან გამოსვლისთანავე ვანო მერაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში აღადგინა.მისი თქმით, სახელმწიფოს შემდგომი განვითარებისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დაისაჯოს ყველა პიროვნება, რომელიც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის ნაწილი და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის მონაწილე იყო.„ნაციონალურ მოძრაობას“ სამართალიც ისეთი მოჩვენებითი და ფასადური ჰქონდათ, როგორც დემოკრატია. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, რეჟიმის მიერ კიდევ ერთი მოკლული ადამიანის (ბუტა რობაქიძის) მშობელს ვუსმენდი, რომელმაც საქართველოს უახლესი წარსულის, მორიგი შავი ლაქა გაიხსენა, ადამიანურ ტრაგედიასთან ერთად, ეს იყო, ზოგადად, ქვეყნის ტრაგედია, რადგან ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემდეგ, სახელმწიფომ სიმართლის დასაფარად ყველაფერი გააკეთა.სახელმწიფო ინსტიტუტების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, მოხდა საქმის გაყალბება და უდანაშაულო ადამიანების დამნაშავეებად გამოცხადება. თუმცა ქართული საზოგადოების ძალისხმევის შედეგად 2006 წელს რობაქიძის მკვლელობის საქმეზე პატრულის თანამშრომელ გრიგოლ ბაშალეიშვილს პატიმრობა შეეფარდა, რომელიც ციხიდან გამოსვლისთანავე ვანო მერაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში აღადგინა.ბაშალეიშვილი მხოლოდ პაიკი იყო, დამკვეთები და საქმის მასალის გამყალბებლები კი სასჯელის გარეშე დარჩნენ, ასევე საგულისხმოა, რომ ბაშალეიშვილის დაკავება მოჩვენებითი იყო, რადგან მას ფაქტობრივად სიმბოლური სასჯელი მიუსაჯეს (4 წელი) და არა ის სასჯელი რომელიც რეალურად ეკუთვნოდა (15 წელი). სახელმწიფოს შემდგომი განვითარებისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დაისაჯოს ყველა პიროვნება, რომელიც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის ნაწილი და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის მონაწილე იყო, დანაშაულის, რომელიც რიგ შემთხვევაში არაადამიანურ მოპყრობას, ადამიანის ქუჩაში დახვრეტას, ქონების ჩამორთმევას, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთს და ა.შ. მოიცავდა,“ - წერს ჩიხელიძე.

სოსო რობაქიძე

პოლიტიკა 1744360742

ბაშალეიშვილმა ბუტა რომ მოკლა, როგორც კი ციხიდან გამოვიდა, ვანო მერაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში აღადგინა - სოსო რობაქიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ საკითხად მისი შვილის, ამირან (ბუტა) რობაქიძის სიცოცხლის უფლების შელახვის ფაქტები განიხილება, აცხადებს, რომ „ბაშალეიშვილმა ბუტა რომ მოკლა, როგორც კი ციხიდან გამოვიდა ვანო მერაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში აღადგინა“.„ის, რომ ბაშალეიშვილი სამი წლით დაიჭირეს, რომელსაც სულ ცოტა 15 წელი ეკუთვნოდა, ამას ჰქვია ახალი გარემოება, რომლის დროსაც საქმე შეიძლება დაიშალოს და მე ეს ხელში მეჭირა. მინდა გითხრათ, რომ ბაშალეიშვილმა ბუტა რომ მოკლა, როგორც კი ციხიდან გამოვიდა ვანო მერაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში აღადგინა. ოქრუაშვილმა რაც გააკეთა ყველამ იცის. ოქრუაშვილი სასამართლოში მე მეუბნება, რომ „სოსო, ხომ იცი შენ შენი შვილის მკვლელი, მოგცემ იარაღს და მოკალიო“. ამას რომ გეტყვის ყოფილი გენერალური პროკურორი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი. ოქრუაშვილი მოწმედ იყო დაბარებული სასამართლოში და იქ ვნახე“, - განაცხადა სოსო რობაქიძემ.

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა“ პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ პირველი სხდომა გამართა

პოლიტიკა 1744359171

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის მამა: ბაშალეიშვილმა ბუტა რომ მოკლა, როგორც კი ციხიდან გამოვიდა, ვანო მერაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში აღადგინა

„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ საკითხად მისი შვილის, ამირან (ბუტა) რობაქიძის სიცოცხლის უფლების შელახვის ფაქტები განიხილება, აცხადებს, რომ „ბაშალეიშვილმა ბუტა რომ მოკლა, როგორც კი ციხიდან გამოვიდა ვანო მერაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში აღადგინა“. „ის, რომ ბაშალეიშვილი სამი წლით დაიჭირეს, რომელსაც სულ ცოტა 15 წელი ეკუთვნოდა, ამას ჰქვია ახალი გარემოება, რომლის დროსაც საქმე შეიძლება დაიშალოს და მე ეს ხელში მეჭირა. მინდა გითხრათ, რომ ბაშალეიშვილმა ბუტა რომ მოკლა, როგორც კი ციხიდან გამოვიდა ვანო მერაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში აღადგინა. ოქრუაშვილმა რაც გააკეთა ყველამ იცის. ოქრუაშვილი სასამართლოში მე მეუბნება, რომ „სოსო, ხომ იცი შენ შენი შვილის მკვლელი, მოგცემ იარაღს და მოკალიო“. ამას რომ გეტყვის ყოფილი გენერალური პროკურორი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი. ოქრუაშვილი მოწმედ იყო დაბარებული სასამართლოში და იქ ვნახე“-განაცხადა სოსო რობაქიძემ.

თამთა მეგრელიშვილი

პოლიტიკა 1744278373

თამთა მეგრელიშვილი: ეს საქმე არის მამხილებელი დოკუმენტი იმისა რომ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობა იდგა სისხლზე და ძალადობაზე და ქალბატონი როინ შავაძის მეუღლე დღეს ამას საკუთარი მონაყოლითაც ამტკიცებს

მძიმეა როინ შავაძის ისტორია, რომელიც ‘ნაციონალური მოძრაობის’ რეჟიმის დროს სისტემამ მოიშორა და ჩაცხრილა - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში. როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ეს საქმე არის მამხილებელი დოკუმენტი იმისა რომ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობა იდგა სისხლზე და ძალადობაზე. მძიმეა როინ შავაძის ისტორია რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის დროს სისტემამ მოიშორა და ჩაცხრილა. როგორც როინ შავაძის მეუღლე აცხადებს- “როინი მოკლეს იმიტომ, რომ მან აგვისტოს ომის შესახებ იცოდა ისეთი რამ, რაც არ უნდა სცოდნოდა, თორემ მას პირადი მტრები არ ჰყავდა. არ აკმარეს ის, რომ მხეცურად მოკლეს და სამშობლოს მოღალატის სახელიც მიაკერეს. რას უღალატა, ვის უღალატა, რატომ და როგორ? - ამას დამტკიცება ხომ უნდოდა და იოლი ხერხი მოძებნეს - ნარკომანი გამოიყვანეს. კაცი, რომელმაც ოთხი ომი გამოიარა და საქართველოსთვის ცოცხლობდა, მთავრობამ მოკლა. კაცს, რომელიც ყველაფერს აკეთებდა სამშობლოსთვის, დამნაშავის იარლიყი მიაკერეს, მაგრამ ეს მკვდარსაც ვერ დაუმტკიცეს. საქმე ვერ შეკერეს!" უფრო დეტალურად კი - 2008 წლის 16 აგვისტოს ომიდან ორი დღის დაბრუნებული სენაკის 23-ე ბატალიონის ჯარისკაცი, თავდაცვის სამინისტროს მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მზვერავი როინ შავაძე ბათუმის ცენტრალური ქუჩიდან ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა აიყვანეს ქობულეთისა და გურიის საზღვართან. აღნიშნულმა პირებმა გააჩერეს ავტომანქანები და უმწეო მდგომარეობაში მყოფი როინ შავაძე ავტომანქანიდან გადაიყვანეს, დააყენეს სავალი გზის გადასწვრივ, ქარსაცავი ხეების ზოლის მიმდებარედ და კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოახდინეს მისი ლიკვიდაცია. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შავაძეს სხეულზე, დაახლოებით, 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. გარდა ცეცხლნასროლი ჭრილობებისა, გარდაცვლილს აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები, რაც მას გარდაცვალებამდე ძალადობის შედეგად ჰქონდა მიყენებული. მათ შორის: მარცხენა მხრის ძვლის მოტეხილობა, მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა; ცხვირის, თვალბუდის და შუბლის მიდამოში დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით. ნიკაპის და კისრის არეში ნასკდომი ჭრილობები; ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა; მარცხენა მტევნის მე-2 და მე-3 თითის ფალანგების მოტეხილობა. გარდა ამისა, შავაძეს სხეულზე აღენიშნებოდა მრგვალი ფორმის თერმული დაზიანებების კვლები, რომელიც მიყენებული უნდა ყოფილიყო სხეულზე ანთებული სიგარეტის ზემოქმედების შედეგად; ასევე, აღენიშნებოდა მრგვალი ფორმის თერმული დაზიანების კვალი, რომელიც განვითარებული, შესაძლოა, ყოფილიყო ცეცხლსასროლი იარაღის ლულით სხეულზე ზემოქმედების შედეგად. როგორც შს იმჟამინდელმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, დაკავებულმა მზვერავმა თბილისში გადმოყვანისას წინააღმდეგობა გაუწია კუდის სპეცრაზმელებს, ბადრაგს იარაღი წაართვა, გაისროლა და გაქცევა სცადა, ამიტომაც "ადგილზე იქნა ლიკვიდირებული". თუმცა ძალოვანებს მხედველობიდან გამორჩათ ის გარემოება, რომ მოკლულს გულმკერდის არეში არაერთი ტყვია ჰქონდა ნასროლი... სტრასბურგის სასამართლომ 2020 წლის 19 ნოემბერს, საქმეზე — "შავაძე საქართველოს წინააღმდეგ" — ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის, კერძოდ, სიცოცხლის უფლების როგორც პროცედურული, ასევე, არსებითი ნაწილის დარღვევა დაადგინა. სასამართლოს შეფასებით, იმჟამინდელი მთავრობის მტკიცება, რომ შავაძის სიკვდილი დაკავებისას მისი გაქცევის აღსაკვეთად საჭირო ძალის გამოყენების შედეგი იყო, არ შეესაბამებოდა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლომ როინ შავაძის მიმართ ლეტალური ძალის გამოყენების ოფიციალური ვერსია არ გაიზიარა. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფოს დაეკისრა ვალდებულება საქმეზე ჩაეტარებინა ეფექტიანი გამოძიება, ხოლო გადაწყვეტილების აღსრულებასა და გამოძიების მსვლელობაზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ზედამხედველობდა. აღნიშნულ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა ჯამში 12 პირის მიმართ დაიწყო. ეს საქმე არის მამხილებელი დოკუმენტი იმისა რომ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობა იდგა სისხლზე და ძალადობაზე და ქალბატონი როინ შავაძის მეუღლე დღეს ამას საკუთარი მონაყოლითაც ამტკიცებს.“ - წერს მეგრელიშვილი

კომისია

პოლიტიკა 1743063256

2008 წლის ომში თუ ვინმე იყო მართალი, ეს იყო ქართველი ჯარისკაცი, ვნახეთ ჯარის თავგანწირვა, როდესაც აღარ იყო პატრონი, მათ სამშობლოს წინაშე შეასრულეს მოვალეობა - თეა წულუკიანი

პოლიტიკოსების ვალია, ცუდუბრალოდ სამხედროები არ ჩართონ იმ პროცესებში, რაც მოიტანს დიდ დანაკარგს. ჩვენ ვნახეთ ქართული ჯარის თავგანწირვა. როდესაც აღარ იყო პატრონი, სამხედროებმა საკუთარი სამშობლოს, ანუ უფლის წინაშე შეასრულეს მოვალეობა, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე განაცხადა.წულუკიანის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიდგომა არ არის, ჯარი იქცეს პოლიტიკოსების ხელში მსხვერპლად.„ჩვენ არ გვაქვს გეგმაში, რომ სამხედრო გეგმა პოლიტიკოსებმა მოვიყვანოთ სისრულეში. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ეს დაგვჭირდეს. ეს გეგმა უნდა არსებობდეს სადღაც იქ, სადაც მუშაობთ სამხედროები, ამას ემსახურება თავდაცვა, მაგრამ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, როგორც პოლიტიკური ნება ამ გეგმის განხორციელების, ჩვენ არ გვაქვს და არ გვექნება. ეს არის სწორედ ის მიდგომა, რომ ჩვენ არ გვინდა, ჯარი იქცეს პოლიტიკოსების ხელში მსხვერპლად. ეს არის რეალურად პოლიტიკური გადაწყვეტილება 7 აგვისტოსი და როგორც ჩანს, სულ მცირე, 2007 წლიდან მოყოლებული, ეს გადაწყვეტილება სადღაც იხარშებოდა და წინასწარ წაგებულ ომში არასწორი საბრძოლო მოქმედებებისა და გეგმის ფარგლებში ჯარის და ოფიცირის შეყვანა იმ ომში, რომელსაც დიდი აზრი არ აქვს, თუნდაც იმიტომ, რომ სამხედრო გეგმას არ მიყვები და თურმე, ვანო მერაბიშვილმა უნდა აწარმოოს ომი. ეს გეგმა ალბათ არსებობდა და თავდაცვის სამინისტრო და შტაბი იმისთვისააა, რომ გეგმა არსებობდეს, თუმცა იმედი მაქვს, ამ გეგმას ევაკუაციის გეგმაც ახლავს თან და ამას ვკითხავთ შემდეგ სტუმრებს, ჰქონდათ თუ არა მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა, მაგრამ პოლიტიკოსების ვალია, რომ ცუდუბრალოდ სამხედროები არ ჩართონ იმ პროცესებში, რაც მოიტანს დიდ დანაკარგს და შემდეგ ჩვენ ვნახეთ ქართული ჯარის და ჯარისკაცების თავგანწირვა იმიტომ, რომ ასე არიან ისინი აღზრდილები. ბოდიშს ვიხდი, ეს არ არის სამხედრო ტერმინი, მაგრამ როდესაც აღარ იყო პატრონი, სამხედროებმა ყველამ საკუთარი სამშობლოს, ანუ უფლის წინაშე შეასრულა ის მოვალეობა, რაც იყო მისი მოვალეობა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.ამავდროულად, წულუკიანმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეაგროვა მტკიცებულებები და დაიცვა როგორც  ქართველი ჯარისკაცის ღირსება, ისე სახელმწიფო.„ბევრი ვისაუბრეთ გუშინ იმაზე, როგორ გაწირეს და ჩატოვეს სამოქალაქო მოსახლეობა. იცოდნენ  რა ბევრად ადრე, სულ მცირე, 4 აგვისტოს, ბატონმა გრიგოლ ვაშაძემ თქვა, ივლისის ბოლოსაცო, მაგრამ აგერ ვიგებთ, თურმე 2007 წლის ნოემბრიდან, 2008 წლის თებერვლიდან უკვე ცნობილი იყო, რომ რაღაც შეიძლება მოხდეს და სამოქალაქო მოსახლეობა მაინც იქ ჩატოვეს და ჩაახოცინეს, დატოვეს რუსეთთან პირისპირ.კარგი ის არის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში, სადაც ვერავინ ვერ სჯის კოლექტიურად ჯარს, ეს არ არის იმ სასამართლოს ფუნქცია, ვერავინ ვერ სჯის კოლექტიურად მთავრობას ან პარლამენტს, ჰააგაში სისხლის სამართლის სასამართლოს ერთადერთი უფლებამოსილებაა, პირის ინდივიდუალური სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოკვლევა. ისე ჰქონდათ ცუდად ნაწარმოები საქმე, რომ იქ იყო რისკი, რიგითი ოფიცრის, რიგითი ჯარისკაცის და თუნდაც სამხედრო თანამდებობის მქონე პირის სისხლის სამართლებრივი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა დამდგარიყო, როცა თქვენი მონათხრობიდანაც კი დასტურდება, რომ რეალურად, 2008 წლის აგვისტოს ომში თუ ვინმე იყო მართალი, ეს იყო ქართვლი ჯარისკაცი.ჩვენ ეს ღირსება დავიცავით ჰააგაში, ჩვენ დავიცავით ასევე სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფო. იქ უკვე ინდივიდუალური პასუხისმგებლობა არ განიხილება, სადაც დღესაც შეიძლება გაგიკვირდეს ადამიანს, როგორ შევაგროვეთ წლების შემდეგ არარსებული მტკიცებულებები, ხან სად ვეძებდით, ხან სად, ეს გააკეთა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა ხელისუფლებამ. ეს მოჰყვა იმ ყველაფერს, თქვენ რომ ბრძანეთ, იმედია, ეს გეგმა არსებობს, რადგან ცხინვალი გასათავისუფლებელიაო. გეგმა უნდა არსებობდეს, მაგრამ უნდა გყავდეს ქვეყანას ისეთი ხელისუფლება, რომელიც ამ სამხედრო გეგმას არ დაისაჭიროებს. “, – განაცხადა თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე, სადაც სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს, ლაშა ქოიავას უსმენენ.

პაატა დავითაია

სამართალი 1742975625

ყველას ვუსვამდი კითხვას, ვინ გასცა კოდორის ხეობიდან გამოყვანის ბრძანება, კომისიის დასკვნაში ასახულია, რომ ბრძანება გასცა მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა - პაატა დავითაია

ყველას ვუსვამდი კითხვას, როგორ მოხდა კოდორის ხეობიდან გამოყვანა. ეს იყო პრინციპული საკითხი ჩემთვის, ვინ გასცა ეს ბრძანება. დასკვნაში ასახულია, ვინ გასცა ეს ბრძანება, ბრძანება გასცა მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, – ამის შესახებ  „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, მეშვიდე მოწვევის პარლამენტში 2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე შექმნილი პარლამენტის დროებითი კომისიის ხელმძღვანელმა პაატა დავითაიამ განაცხადა.პაატა დავითაიამ აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე დეპუტატ სოზარ სუბარის კითხვებზე პასუხისას განაცხადა.კომისიის სხდომაზე სოზარ სუბარმა პაატა დავითაიას კითხვით მიმართა: „ამ დღეებში ჩვენ მოწვეული გვყავს არაერთი ადამიანი, ექსპერტები, თანამდებობის პირები, ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებსაც საჯაროდ არაერთხელ უთქვამთ, რომ იმ პერიოდში, როდესაც ოკუპაცია უკვე დაწყებული იყო ცხინვალის რეგიონში, რუსეთის ჯარი შემოსული იყო გვირაბიდან, კოდორის ხეობაზე შეტევა იყო დაწყებული და ჩვენი ჯარი ტოვებდა კოდორის ხეობას, მოსახლეობის გაფრთხილება არ მომხდარა. მსხვერპლის რაოდენობა, რამდენიმე ათეული კაცი, ოთხმოცამდე კაცი სახელდება იმის შემდეგ მოკლული და მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოხდა მათი სათანადო, დროული გაფრთხილება. მსხვერპლი ნაკლები იყო, რადგან იყვნენ ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, თვითონ აფრთხილებდნენ ადამიანებს, მათ შორის ერთ-ერთი მეც ვიყავი, რომელიც ძალიან აქტიურად ვრეკავდი, განსაკუთრებით კოდორის ხეობაში და ლიახვის ხეობაშიც ვეუბნებოდი ადამიანებს, რომ საფრთხე არის ძალიან რეალური. შეიძლება ითქვას, რომ ბევრი ადამიანი ამის გამო გადარჩა. თუ გიცდიათ კომისიის სხდომაზე ამ საკითხის წამოწევა და პასუხისმგებელი პირების გამოკვეთა, რატომ არ მოხდა ამ ადამიანების გაფრთხილება. რატომ არ არსებობდა ევაკუაციის გეგმა, მით უმეტეს ვიცით, რომ, პრაქტიკულად, თითქმის ერთი თვით ადრე იყო დაწყებული ცხინვალიდან ქალებისა და ბავშვების გაყვანა. ანუ, სავარაუდოდ რაღაც გეგმა არსებობდა. თუ ეს გეგმა არსებობდა, რატომ არ იცოდა ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლებამ და თუ იცოდა, რატომ არ იღებდა შესაბამის ზომებს?“.პაატა დავითაიას თქმით, მისთვის პრინციპული საკითხი იყო კოდორის ხეობა.„რაც შეეხება კოდორის ხეობას, როგორც თქვენთვის არის ახლო ეს ხეობა, კოდორის ხეობა არის გულრითშის რაიონის ნაწილი და ამ რაიონის მაცხოვრებელი ვარ. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან პრინციპული საკითხი იყო კოდორის ხეობა. რაღაც ნაწილში გრიფით საიდუმლოა, რაღაც ნაწილში არ არის. არ მახსოვს ეს ნაწილები, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ყველას ვუსვამდი კითხვას, როგორ მოხდა კოდორის ხეობიდან გამოყვანა. ეს იყო პრინციპული საკითხი ჩემთვის. ვინ გასცა ეს ბრძანება. დასკვნაში ასახულია, ვინ გასცა ეს ბრძანება, ბრძანება გასცა მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, რაც პირდაპირ წერია დასკვნაში. ის მოტივირებული იყო რაღაც ალყის თემიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა, კოდორის ხეობა ალყაში მოქცეულიყო ზუგდიდიდან – ვინაიდან ზუგდიდიდან შემოსვლა მოხდა რუსული ჯარების, იქიდან მოხდებოდა ასვლა. ეს არის ჩვენებებში მის მიერ მიცემული. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩემთვის პრინციპული იყო ცოდნა, ვინ გასცა ეს ბრძანება. ოთხმა მინისტრმა ვერ გასცა ამას პასუხი, ბატონმა მერაბიშვილმა გასცა პასუხი. რაც შეეხება გაფრთხილების თემებს, ეს რეკომენდაციებში ჩაიწერა, რომ, ასე ვთქვათ, ასეთი რაღაცები აღარ იყო. სამოქალაქო თავდაცვაზეა ლაპარაკი. მაგალითად, მთელი თავი მივუძღვენით ამ თემებს. ეს მოიცავდა ყველა მიმართულებას, არა მარტო კოდორის ხეობაზეა ლაპარაკი, არამედ ლაპარაკია მთლიან მასშტაბზე, საქართველოს მასშტაბზე“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.