რომის პაპი ლეო XIV

მსოფლიო • 1792695231

ექიმები რომის პაპის ჯანმრთელობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებენ

რომის პაპ ლეო XIV-ის ექიმებმა განაცხადეს, რომ ფილტვის კიბოს გამო ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, პაპის დამატებითი მკურნალობის საჭიროება აღარ არსებობს. ინფორმაციას ABC Nnews-ი ვატიკანზე დაყრდნობით ავრცელებს."კვლევის შედეგებმა დაადასტურა, რომ სიმსივნე ფილტვის ადენოკარცინომა იყო და დაავადება ლოკალიზებული გახლდათ", - ნათქვამია ექიმ ლუიჯი კარბონესა და პროფესორ სტეფანო მარგარიტორას განცხადებაში."შემდგომმა ონკოლოგიურმა შეფასებამ დაადასტურა, რომ დამატებითი მკურნალობა საჭირო აღარ არის", - დასძინეს ექიმებმა.ვატიკანის ინფორმაციით, ლეო XIV-ს ფილტვის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და 13 ოქტომბერს ოპერაცია ჩაუტარდა, რომლის დროსაც მარჯვენა ფილტვის ქვედა წილი ამოკვეთეს. ამის შესახებ ვატიკანმა გასულ კვირას განაცხადა.

სიცილი

მსოფლიო • 1792671660

„მათ სიცილი მოულოდნელად დაიწყეს და 18 თვე ვეღარ შეწყვიტეს...“ - ეპიდემია, რომელსაც, დღემდე, ვერ ხსნიან

თავდაპირველად, მათ ყურადღებას არავინ აქცევს. მაგრამ მალე მათ სხვებიც უერთდებიან… მოსწავლეები გაჩერებას ვეღარ ახერხებენ. სასწავლო პროცესი ჩერდება, მოგვიანებით, სკოლაც იხურება. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ ეს ყველაფერი წელიწად-ნახევრის განმავლობაში გრძელდება… არა, ეს ფილმის სცენარი არ არის… ეს რეალური ამბავია, რომელიც 1962 წელს აფრიკაში, ტანგანიკის ტერიტორიაზე - დღევანდელ ტანზანიაში დაიწყო.30 იანვარს, სოფელ კაშაშას გოგონათა პანსიონში, 3 მოსწავლეს სიცილის უკონტროლო შეტევები დაეწყო. მალე კი მათ სხვა გოგონებიც შეუერთდნენ. ისინი გაჩერებას ვერ ახერხებდნენ… ეს ჩვეულებრივი სიცილი არ იყო. ეპიზოდები საათობით, ზოგჯერ, კვირების განმავლობაში გრძელდებოდა. მოსწავლეებს სიცილთან ერთად ტირილის შეტევებიც ჰქონდათ და ზოგჯერ იმდენად ცუდად ხდებოდნენ, რომ მათუ გაკვეთილებზე დასწრება, უბრალოდ, შეუძლებელი იყო. ამის გამო, სკოლა დაიხურა. თუმცა, უცნაური შემთხვევები საცხოვრებელ ადგილებშიც გაგრძელდა. „სიცილის ეპიდემია“ მეზობელ სოფლებსა და სხვა სკოლებშიც გავრცელდა. საერთო ჯამში, დაახლოებით, 1 000 ბავშვი აღწერეს, ვისაც მსგავსი რამ დაემართა. 14 სკოლა კი დროებით დაიხურა.ექიმებმა ფიზიკური დაავადების დამადასტურებელი ვერანაირი ნიშანი ვერ აღმოაჩინეს. მოგვიანებით, სპეციალისტებმა ყველაზე სარწმუნო ახსნად მასობრივი ფსიქოგენური დაავადება მიიჩნიეს - მდგომარეობა, როდესაც სტრესისა და ფსიქოლოგიური დაძაბულობის ფონზე მსგავსი სიმპტომები ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებში იწყებს განვითარებას. დაახლოებით, 18 თვის შემდეგ, უცნაური ეპიდემია თანდათან გაქრა.თუმცა, პასუხი კითხვებზე, - როგორ შეიძლებოდა, სიცილი ასე გავრცელებულიყო? ეს იყო უცნობი ვირუსი? მოწამვლა? თუ რაღაც ისეთი, რისი ახსნაც მეცნიერებსაც გაუჭირდათ? - დღემდე არ არსებობს.

წარმატებული მოდელის ტრაგიკული ისტორია

ისტორიები • 1792504140

სილიკონის ამოწურვის შემდეგ სახეში ზეთის შეყვანა დაიწყო - წარმატებული მოდელის ტრაგიკული ისტორია

სილამაზის იდეალისკენ სწრაფვა სამხრეთკორეელი ყოფილი მოდელის, ჰანგ მიუოკის ცხოვრებაში ტრაგედიად იქცა. ქალმა, რომელიც გარეგნობის შეცვლით იყო შეპყრობილი, არაერთი კოსმეტიკური პროცედურა ჩაიტარა. მას შემდეგ, რაც ექიმებმა სილიკონის შემდგომი ინექციების გაკეთებაზე უარი უთხრეს, მან სახეში სხვადასხვა ნივთიერების, მათ შორის კულინარიული ზეთის, შეყვანა დაიწყო.ჰანგ მიუოკი წარსულში მოდელად მუშაობდა და გარეგნობას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა. პლასტიკური ქირურგიის პროცედურებისადმი ინტერესი დროთა განმავლობაში აკვიატებად ექცა. მას სურდა, სახე უფრო სრულყოფილი ყოფილიყო, თუმცა განმეორებითმა ჩარევებმა საპირისპირო შედეგი გამოიღო.როდესაც ექიმებმა მას სილიკონის დამატებით ინექციებზე უარი უთხრეს, ქალმა ნივთიერებების დამოუკიდებლად შეყვანა გადაწყვიტა. მოგვიანებით მან სახეში კულინარიული ზეთიც შეიყვანა, რამაც მისი გარეგნობა მნიშვნელოვნად შეცვალა.ჰანგ მიუოკის მდგომარეობამ საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. მისი ისტორია ხშირად მოჰყავთ მაგალითად იმისა, თუ რა მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს გარეგნობის შეცვლის დაუძლეველ სურვილსა და არაკონტროლირებად კოსმეტიკურ ჩარევებს.სპეციალისტების განმარტებით, სახის ქსოვილებში არასათანადო ნივთიერებების შეყვანამ შესაძლოა გამოიწვიოს ძლიერი ანთებითი რეაქცია, ქსოვილების დაზიანება, დეფორმაცია და ქრონიკული ტკივილი. გართულებები ზოგჯერ პროცედურიდან წლების შემდეგაც ვლინდება, ხოლო დაზიანების სრულად გამოსწორება შესაძლოა ძალიან რთული ან შეუძლებელი იყოს.ჰანგ მიუოკის ისტორია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ გარეგნობის შეცვლის სურვილმა არ უნდა გადაწონოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები. ნებისმიერი კოსმეტიკური ჩარევის წინ აუცილებელია კვალიფიციურ სპეციალისტთან კონსულტაცია და პროცედურის შესაძლო გართულებების შეფასება.

პატარძალი

ისტორიები • 1792353060

73-ჯერ დასმული სიმსივნის დიაგნოზი - პატარძალი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

კანის კიბოს 73-ჯერ დასმული დიაგნოზი, მარტო გაზრდილი შვილები და სიყვარული, რომელიც წლების შემდეგ იპოვა – დღეს ჰილარია მირესკის ისტორია უნდა მოგიყვეთ, რომელიც გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ.ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში ალბათ ერთხელ მაინც შეგხვედრიათ ვიდეო, სადაც უჩვეულო გარეგნობის ქალისა და მამაკაცის ქორწილია ასახული.  მსოფლიომ ის სწორედ ამ კადრებით გაიცნო, თუმცა, მშობლიურ ბრაზილიაში მას დიდი ხანია, რაც მებრძოლ ჰილარიას ეძახიან. ეს არის ამბავი ქალზე, რომელმაც  ცხოვრებისეული სირთულეების მიუხედავად, საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგა და დღეს თავისი გამოცდილებით სხვა ადამიანებსაც აძლევს იმედს.ჰილარია ბრაზილიის ერთ-ერთ პატარა სოფელში დაიბადა. ბავშვობაში ფიზიკურად შრომა ხშირად უწევდა. 6 წლის ასაკიდან მამასთან ერთად მინდორში მუშაობდა. ათშვილიან ოჯახში გაზრდილს საკუთარი თავისთვის დრო თითქმის არ რჩებოდა.  სწავლისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებიც საკმაოდ შეზღუდული ჰქონდა. მოგვიანებით ოჯახი შექმნა. როგორც თავად ამბობს, მეუღლე მასზე ფიზიკურად ხშირად ძალადობდა და  ემუქრებოდა.  ქორწინებიდან რამდენიმე წლის შემდეგ მან ურთულესი გადაწყვეტილება მიიღო: დატოვა ოჯახი, რომელშიც თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდა.განშორების შემდეგ ჰილარია 2 მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად სრულიად მარტო დარჩა. უფროსი 4-ის, ხოლო უმცროსი 2 წლის იყო. საკმარისი განათლების არ არსებობის გამო, ქალაქში  სამსახურის პოვნა უჭირდა. ამიტომ წლების განმავლობაში ქუჩებს ასუფთავებდა, რათა ქალიშვილებისთვის უკეთესი მომავალი შეექმნა.ჯანმრთელობის პრობლემები 1998 წელს დაეწყო, როდესაც კანზე სხვადასხვა წარმონაქმნი და ლაქა გაუჩნდა.  ბიოფსიის  შემდეგ ექიმებმა მას კანის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მოგვიანებით ჰილარიას გორლინ-გოლცის სინდრომი დაუდგინეს. ეს იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც კანს, მხედველობასა და ძვლოვან  სისტემებს აზიარებს. ასევე, კარცინომის განვითარების რისკს საგრძნობლად ზრდის.ამ მდგომარეობის მქონე ადამიანებს კანზე სიმსივნური წარმონაქმნები შეიძლება არაერთხელ გაუჩნდეთ. მირესკის შემთხვევაში დაავადებასთან ბრძოლა წლები გაგრძელდა. მას კანის კიბოს  დიაგნოზი 73-ჯერ დაუსვეს.საჭირო ხდებოდა განმეორებითი გამოკვლევები, მკურნალობა, სხივური თერაპია და ქირურგიული ჩარევები.ყველაზე რთული მისთვის 2019 წელი აღმოჩნდა. სიმსივნის გამო ჰილარიას მარცხენა თვალისა და ცხვირის ნაწილის ამოკვეთა დასჭირდა. ფიზიკურ ტკივილს საზოგადოების წნეხიც ემატებოდა. უჩვეულო გარეგნობის გამო მას ხშირად დასცინოდნენ.  როგორც თავად იხსენებს, საავადმყოფოში პანიკური შეტევები ჰქონდა... უჭირდა იმ ცვლილებებთან შეგუება, რომლებსაც სარკეში ხედავდა.თუმცა, ამის გადალახვაც შეძლო. გადაწყვიტა გარეგნობა არ დაემალა და თავისი ისტორია ხმამაღლა მოეყოლა. მისი მიზანი მხოლოდ საკუთარი გამოცდილების გაზიარება არ ყოფილა - სურდა, ადამიანებისთვის ეჩვენებინა, რომ მძიმე განსაცდელის დროს მხარდაჭერა და თანაგრძნობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.არაერთი მძიმე გამოცდის შემდეგ, ჰილარიასთვის ბედნიერი დღეებიც დადგა. თან მაშინ, როდესაც ამ  ყველაფერს ყველაზე ნაკლებად ელოდა. ადაო პერეირას პირველად  7 წლის წინ საავადმყოფოში შეხვდა. ჰილარია იქ მკურნალობის მორიგ კურსს გადიოდა, ადაო კი ავადმყოფ მამას ახლდა თან. დროთა განმავლობაში ისინი დაახლოვდნენ. როდესაც ჰილარიას სამედიცინო ვიზიტებზე თანმხლები სჭირდებოდა და ქალიშვილები მის გვერდით ყოფნას ვერ ახერხებდნენ,  ამას ადაო აკეთებდა.რთულ პერიოდში დაწყებული ნაცნობობა თანდათან მზრუნველობასა და თანადგომაზე დაფუძნებულ ურთიერთობად გადაიქცა. 2026 წლის 10 ოქტომბერს მათ ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმება გადაწყვიტეს.. ქორწინების ცერემონია კათოლიკურ ეკლესიაში გაიმართა. კადრები კი ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა.ჰილარიასთვის, რომლის ცხოვრებაც ძალადობასთან, ჯანმრთელობის მძიმე პრობლემებსა და საზოგადოების მხრიდან მტკივნეულ დამოკიდებულებასთან ბრძოლით იყო სავსე, ეს დღე ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისად იქცა.მირესკის ბრძოლა ჯანმრთელობის პრობლემებთან კვლავ გრძელდება. მის დასახმარებლად ორგანიზებულმა შემოწირულობების კამპანიამ მნიშვნელოვანი თანხის მოგროვება შეძლო. ჰილარიას  სახის რეკონსტრუქციული ოპერაციის იმედი აქვს. მანამდე კი ქალების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს.  2026 წლის 28 ოქტომბერს ის ბრაზილიაში დაგეგმილ ღონისძიებაზე სიტყვით უნდა გამოვიდეს, რომელიც კიბოს წინააღმდეგ მებრძოლი ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ტარდება. შეხვედრის  მიზანი მისი ისტორიის გაზიარება და ადამიანებში იმედის გაძლიერებაა.

ოპერაცია

ტექნოლოგიები • 1792348770

უნიკალური ოპერაცია - ცოცხალი ჭია ადამიანის თვალში, რომლის ორგანიზმში მოსახვედრად შესაძლოა მწერის ერთი ნაკბენიც საკმარისი აღმოჩნდეს

იშვიათი დილოფილარია ექიმებმა პაციენტის თვალის ბუდიდან ამოიყვანეს.თეორიული ცნობებით, ეს პარაზიტი ადამიანის ორგანიზმში დასნებოვნებული მწერის ნაკბენით ხვდება, ძირითადი გადამტანი არის კოღო. ჰელმითები მიგრირებენ კანქვეშა ქსოვილებში და მათი მაქსიმალური სიგრძე შეიძლება იყოს 17 სანტიმეტრი.თუმცა ამგვარი ლარვების ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევები იმდენად იშვიათია, რომ მაგალითად, საქართველოს მედიცინის ისტორიაში ამის დადასტურებული ანამნეზი ამ დრომდე არ ყოფილა.ლაშა ჭულიხაძეს მწერის კბენის ეპიზოდი არ ახსენდება, მან ოფთალმოლოგს უბრალოდ თვალის ტკივილის ჩივილით მიმართა.მიუხედავად იმისა, რომ თვალში წარმოქმნილი კაფსულური წანაზარდი ძალიან ჰგავდა სხვა დაავადებასაც, ექიმმა ეჭვი მაინც იშვიათი პარაზიტის შემთხვევაზე მიიტანა და მართალი აღმოჩნდა.უნიკალურ ოპერაციას წინ რამდენიმე კვირით უსწრებდა ექიმის მიერ მომზადებული სტატია სწორედ დილოფილარიის ჰელმითებზე, როგორც უიშვიათეს კლინიკურ შემთხვევაზე.დამუშავებულმა სტატიამ ექიმს დიაგნოზის დასმა გაუმარტივა, მაგრამ ყველაზე მეტად გამართლება აღმოჩნდა პაციენტისთვის.ცუდი შედეგი შეიძლებოდა ყოფილიყო - თვალის დაკარგვა ან კიდევ უარესი - ლეტალური გამოსავალი, თუ მოხდებოდა პარაზიტის მიგრაცია თავის ტვინში ან გულსისხლძარღვთა სისტემაში, თუმცა საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმებმა უნიკალური, თითქმის 2 საათიანი ოპერაცია ისე ჩაატარეს, რომ პაციენტს თვალიც შეუნარჩუნეს და მზერაც.ეს შემთხვევა დილოფილარიის ჰელმითების იშვიათი, მაგრამ რეალური შემთხვევების სტატისტიკას შეემატა. ამ შემთხვევის შესახებ ასწავლიან სტუდენტებსაც და იქნება მაგალითი, რომ იშვიათად, მაგრამ მაინც, მწერის ნაკბენიც შეიძლება  მძიმე გართულებების მიზეზი გახდეს.

უნიკალური ოპერაცია

საზოგადოება • 1792347451

უნიკალური ოპერაცია - ცოცხალი ჭია ადამიანის თვალში, რომლის ორგანიზმში მოსახვედრად შესაძლოა, მწერის ერთი ნაკბენიც საკმარისი აღმოჩნდეს

იშვიათი დილოფილარია ექიმებმა პაციენტის თვალის ბუდიდან ამოიყვანეს.თეორიული ცნობებით, ეს პარაზიტი ადამიანის ორგანიზმში დასნებოვნებული მწერის ნაკბენით ხვდება, ძირითადი გადამტანი არის კოღო. ჰელმითები მიგრირებენ კანქვეშა ქსოვილებში და მათი მაქსიმალური სიგრძე შეიძლება იყოს 17 სანტიმეტრი.თუმცა ამგვარი ლარვების ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევები იმდენად იშვიათია, რომ მაგალითად, საქართველოს მედიცინის ისტორიაში ამის დადასტურებული ანამნეზი ამ დრომდე არ ყოფილა.ლაშა ჭულიხაძეს მწერის კბენის ეპიზოდი არ ახსენდება, მან ოფთალმოლოგს უბრალოდ თვალის ტკივილის ჩივილით მიმართა.მიუხედავად იმისა, რომ თვალში წარმოქმნილი კაფსულური წანაზარდი ძალიან ჰგავდა სხვა დაავადებასაც, ექიმმა ეჭვი მაინც იშვიათი პარაზიტის შემთხვევაზე მიიტანა და მართალი აღმოჩნდა.უნიკალურ ოპერაციას წინ რამდენიმე კვირით უსწრებდა ექიმის მიერ მომზადებული სტატია სწორედ დილოფილარიის ჰელმითებზე, როგორც უიშვიათეს კლინიკურ შემთხვევაზე.დამუშავებულმა სტატიამ ექიმს დიაგნოზის დასმა გაუმარტივა, მაგრამ ყველაზე მეტად გამართლება აღმოჩნდა პაციენტისთვის.ცუდი შედეგი შეიძლებოდა ყოფილიყო - თვალის დაკარგვა ან კიდევ უარესი - ლეტალური გამოსავალი, თუ მოხდებოდა პარაზიტის მიგრაცია თავის ტვინში ან გულსისხლძარღვთა სისტემაში, თუმცა საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმებმა უნიკალური, თითქმის 2 საათიანი ოპერაცია ისე ჩაატარეს, რომ პაციენტს თვალიც შეუნარჩუნეს და მზერაც.ეს შემთხვევა დილოფილარიის ჰელმითების იშვიათი, მაგრამ რეალური შემთხვევების სტატისტიკას შეემატა. ამ შემთხვევის შესახებ ასწავლიან სტუდენტებსაც და იქნება მაგალითი, რომ იშვიათად, მაგრამ მაინც, მწერის ნაკბენიც შეიძლება  მძიმე გართულებების მიზეზი გახდეს.

კაკო ბილანიშვილი

კრიმინალი • 1792181921

რა ვიცით „კაწროს“ მამის, კაკო ბილანიშვილის შესახებ

ავთანდილ ბილანიშვილს, მეტსახელად „კაწროს“, ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობას ედავებიან. გამოძიების ინფორმაციით, 14 ოქტომბერს, თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ის ვატო და შოთა ყიფიანებთან ერთად მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს ორ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.ვინ არის „კაწროს“ მამა? 76 წლის კაკო ბილანიშვილს ქურდულ სამყაროში ნამდვილად კარგად იცნობენ. ბოლოს ის 2013 წელს უკრაინაში დააკავეს და ქვეყნიდან გააძევეს.კაკო ბილანიშვილი საქართველოში ოთხჯერ იყო გასამართლებული, მათ შორის ორჯერ თბილისის, ერთხელ საგარეჯოს და ერთხელ სიღნაღის სასამართლოების მიერ.კაკო ბილანიშვილი წარმოშობით საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულიდან არის, თუმცა მისი ოჯახი წლებია თბილისში, ნახალოვკაში ცხოვრობს.რამდენიმე ხნის წინ უცხოელმა ექიმებმა მას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. ამჟამად ის დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, თუმცა საქართველოში შემოსვლას მოსალოდნელი დაპატიმრების გამო მაინც ვერ ახერხებს.ბილანიშვილი „კანონიერ ქურდად“ 1995 წელს გიორგი შავლიაშვილმა, მეტსახელად „ბუშლატამ“ აკურთხა, რომელიც ასევე პატარძეულიდან გახლდათ და იქვეა დასაფლავებული.

ვალერი იმედაშვილი

შემთხვევა • 1792058253

„კურიერად მუშაობდა, მოპედით გადაადგილდებოდა და ავტობუსს შეეჯახა...“ - ტრაგიკული ავარიის დეტალები ცნობილია

გუშინ, თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის მკვიდრი, 28 წლის ვალერი იმედაშვილი ემსხვერპლა.ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი „გლოვოს“ კურიერად მუშაობდა და მოპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავტობუსს შეეჯახა.სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მიღებული მძიმე ტრავმების გამო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.ვალერი იმედაშვილი ოჯახთან ერთად რუსთავში ცხოვრობდა. გარდაცვლილის ცხედარი მშობლიურ სოფელ გავაზში გადაასვენეს. 

რომის პაპი

მსოფლიო • 1792057732

რომის პაპი ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას გადის

რომის პაპი ლეო XIV ფილტვზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელებას განაგრძობს. რომის „ჯემელის“ კლინიკის ექიმების ინფორმაციით, 71 წლის პონტიფიკოსის რეაბილიტაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს - მას უკვე დამოუკიდებლად გადაადგილება და ჩვეულებრივად კვება შეუძლია.პაპს ოპერაცია სამშაბათს ჩაუტარდა. ექიმებმა მარჯვენა ფილტვის ქვედა წილი ამოიღეს, სადაც მანამდე საეჭვო სიმსივნე აღმოაჩინეს. ქირურგიული ჩარევა დაახლოებით საათ-ნახევარს გაგრძელდა. ამ ეტაპზე ექიმებმა დამატებითი გამოკვლევების შედეგები უნდა შეაფასონ და დაადგინონ, გავრცელდა თუ არა დაავადება სხვა ორგანოებზე.Euronews-ის ცნობით, დამატებითი ანალიზების პასუხების მიღებამდე ქიმიოთერაპიის საკითხს არ განიხილავენ. მოსალოდნელია, რომ პაპი კლინიკაში დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში დარჩება. რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურის ჯანმრთელობისთვის მორწმუნეები ლოცულობენ. მათი ნაწილი რომის საავადმყოფოსთანაც შეიკრიბა. ჯერჯერობით გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ლეო XIV ნოემბრის დასაწყისში დაგეგმილ ვიზიტს არგენტინაში, პერუსა და ურუგვაიში. ეს მოგზაურობა მისი პონტიფიკატის განმავლობაში ყველაზე ხანგრძლივი უნდა ყოფილიყო.

რომის პაპი ლეო

მსოფლიო • 1791738640

რომის პაპს ოპერაციას გაუკეთებენ - მას ფილტვში კვანძოვანი წარმონაქმნი აღმოუჩინეს

რომის პაპმა ლეო XIV-მ განაცხადა, რომ მას ფილტვში კვანძოვანი წარმონაქმნის ამოკვეთის ოპერაციას ჩაუტარებენ. ის ადრეულ სტადიაზე, უახლესი სამედიცინო გამოკვლევის დროს აღმოაჩინეს.პონტიფექსის თქმით, ექიმებმა ქირურგიული ჩარევა მიზანშეწონილად მიიჩნიეს. ოპერაციის ჩატარება უახლოეს დღეებში იგეგმება.წმინდა საყდრის პრესსამსახურში დააზუსტეს, რომ ჩარევა კვირის პირველ დღეებშია დაგეგმილი. სავარაუდოდ, ოპერაციის შემდგომი აღდგენის პროცესი დაახლოებით ერთ კვირას გასტანს.

ჩილაჩავა

საზოგადოება • 1791655821

სოციალურ ქსელში ახალგაზრდა პედაგოგს ემშვიდობებიან

მარტვილში ახალგაზრდა 41 წლის მასწავლებელი გარდაიცვალა. იგი სოფელ ჯოლევის მკვიდრი იყო.ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა მარტვილელი, სოფელ ჯოლევის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნათია ჩილაჩავა გარდაიცვალა. ამის შესახებ მისი ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ.„დეიიი… რა დავწეროოო, რა ვთქვა…. მენანები და მტკივა სული მეკვრება, მშვიდად განისვენე ჩემო პეპელავ".პედაგოგ ნათია ჩილაჩავას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა,  ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.         

პოლიცია ლენტა

საზოგადოება • 1791652773

ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

მძიმე ტრაგედიის შემზარავი გაგრძელება ქუთაისში - ავანგარდის დასახლებაში, რამდენიმე დღის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, ხოლო ინფორმაციის გაგების შემდეგ, თავად ავტომობილის მძღოლი ნერვიულობის შედეგად  დაიღუპა. ინფორმაციას „ინფო იმერეთი“ ავრცელებს.ავარია 30 სექტემბერს მოხდა. ავტომობილის დაჯახების შედეგად მძიმედ დაშავებული მამაკაცი რამდენიმე დღე საავადმყოფოში იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. არსებული ცნობებით, მას შემდეგ, რაც მძღოლმა ქვეითის გარდაცვალების შესახებ შეიტყო, ისიც გარდაიცვალა.შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

✕