საქალაქო სასამართლო

სამართალი • 1792497719

1500 ლარით დააჯარიმეს პირი, რომელმაც ლევან სანიკიძის მიმართ სიძულვილის ენა გამოიყენა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა ლევან ახალაიას, რომელმაც პირს სიტყვიერი შეურაცხყოფა სოციალურ ქსელში მიაყენა. 1 500 ლარით დაჯარიმდა მიხეილ ტურიაშვილი, მან სიძულვილის ენა ლევან სანიკიძის წინააღმდეგ გამოიყენა."თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა ლევან ახალაიას მიმართ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი - 176-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. მან საჯარო სივრცეში ერთ-ერთ Facebook მომხმარებელს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნული პიროვნება გამოცხადდა დღეს პროცესზე, რომელმაც აღიარა და მოინანია ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტი, შესაბამისად, მას გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით," - განაცხადა შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა, ნათია გიგლემიანმა.

ჯარიმა

სამართალი • 1791403946

სად დაჯარიმდა ყველაზე მეტი მძღოლი გამონაბოლქვის ნორმის დარღვევაზე - გამოვლენილია 751 ფაქტი

2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ოთხ ქალაქში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 751 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.უწყების ცნობით, ყველაზე მეტი - 430 სამართალდარღვევა გამოვლენილია თბილისში, რაც შეეხება სხვა ქალაქებს, მონაცემები ასეთია:ქუთაისი - 173;ბათუმი - 87;რუსთავი - 61. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 649 სამართალდარღვევა ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი, 102 შემთხვევაში კი, დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.აღსანიშნავია, რომ 425 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 306 - მიკროავტობუსების, 18 სატვირთო ავტომობილის, 2 კი ავტობუსის მძღოლების/მფლობელების მიერაა ჩადენილი.„ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და სატრანსპორტო სექტორიდან დაბინძურების მინიმუმამდე შემცირების მიზნით, დეპარტამენტის ინსპექტორები ქვეყნის ოთხ ქალაქში გზებზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ყოველდღიურად ახორციელებენ. კონტროლის დაწყებიდან დღემდე, გაიზარდა ეკიპაჟების რაოდენობა, შეძენილ იქნა ჰიბრიდული ავტომობილები. ეკიპაჟები აღჭურვილია შესაბამისი გამზომი ხელსაწყოებით. პერიოდულად ხდება თანამშრომლების გადამზადება.დეპარტამენტის თანამშრომლებს უკვე აქვთ უფრო მეტ ლოკაციაზე, მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმების შესაძლებლობა. შედეგად, კონტროლი გახდა უფრო მასშტაბური და ეფექტიანი - მიმდინარე წლის ცხრა თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, გამოვლენილია ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 6856 ფაქტი“, - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციაში.

სეს

საზოგადოება • 1789639962

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლაგოდეხში ვეტერინარული აფთიაქი დააჯარიმა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლაგოდეხში ვეტერინარული აფთიაქი დააჯარიმა.კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე ე. გ.-ის (მისამართი: ლაგოდეხი, სოფელი კაბალი) კუთვნილი ვეტერინარული აფთიაქი შეამოწმეს და გამოვლენილი დარღვევბისთვის დააჯარიმეს. ინსპექტირების შედეგად ობიექტზე აღმოჩნდა ვადაგასული პრეპარატები, ამავდროულად, დარღვეული იყო ეტიკეტირების წესიც.სურსათის ეროვნული სააგენტო, მომხმარებლის ინტერსების დაცვის მიზნით, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებს აქტიურად ამოწმებს და ასევე მოუწოდებს მომხმარებელს ჩართულობისკენ, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში დატოვონ შეტყობინება ცხელ ხაზზე - 15 01

ბეგაშვილი

სამართალი • 1788279469

შორენა ბეგაშვილის წინააღმდეგ სიძულვილის ენის გამოყენებისთვის, კიდევ ერთი მოქალაქე 1500 ლარით დააჯარიმეს

სიძულვილის ენის წინააღმდეგ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ორი პროცესი გაიმართა. აქედან 1500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა ნინო ჯოჯიშვილს, რომელმაც სიძულვილის ენა შორენა ბეგაშვილის წინააღმდეგ გამოიყენა.შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების მიხედვით, 1500 ლარით დაჯარიმდა მოქალაქე, რომელმაც, საჯარო სივრცეში, სოციალურ ქსელში მიაყენა შეურაცხყოფა შორენა ბეგაშვილს.

ნათელმხილველი

მსოფლიო • 1787776188

ნათელმხილველი სოლიდური თანხით დაჯარიმდა, დაკარგული ადამიანების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის

ტუვაში 22 წლის ნათელმხილველი დააჯარიმეს ორი დაკარგული გოგონას შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო. კიზილის საქალაქო სასამართლომ ის 15 000 რუბლით დააჯარიმა, იტყობინება რეგიონული შინაგან საქმეთა სამინისტრო.პოლიციის ცნობით, ქალმა არასრულწლოვნების გარდაცვალების მიზეზების შესახებ ინფორმაცია მესინჯერის აპლიკაციაში გამოაქვეყნა და ის უტყუარად წარმოადგინა. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო, საზოგადოებრივი მნიშვნელობის განზრახ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის.ინციდენტი ორი სკოლის მოსწავლის ძებნის შედეგად დაიწყო, რომლებიც 1 ივლისს გაუჩინარდნენ. მათი გაუჩინარების შემდეგ, სოციალურ მედიაში გამოჩნდა მრავალი თეორია იმ ადამიანებისგან, რომლებიც თავს შამანებად და ნათელმხილველებად აცხადებდნენ. სამართალდამცველებმა არაერთხელ მოუწოდეს მცხოვრებლებს, არ გაავრცელონ დაუდასტურებელი ინფორმაცია.ორივე გოგონა მოგვიანებით გარდაცვლილი იპოვეს. გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ მათ სხეულზე დანაშაულის კვალი არ აღმოაჩინეს და გარდაცვალების წინასწარი მიზეზი დახრჩობა იყო.

ბეგაშვილი

სამართალი • 1787743040

დააჯარიმეს მოქალაქე, რომელმაც შორენა ბეგაშვილს სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა

სენაკის რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განიხილა და მოქალაქე დიანა ჩაკვეტაძე სამართალდამრღვევად ცნო.მან სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შორენა ბეგაშვილს. სამართალდამრღვევს 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

ბავშვი საჭესთსნ

სამართალი • 1787574729

VIDEO: „ეს ნორმალურია? ამ ბავშვს ჯვარი ეწეროს, მაგრამ...“ - დააჯარიმეს პირი, რომელმაც არასრულწლოვანი საჭესთან დასვა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც არასრულწლოვანი ავტომობილს მართავს. გავრცელებული ინფორმაციით, კადრები ბავშვის დედამ სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა. ვიდეოს გავრცელებას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. „ეს ნორმალურია? დედა აქვეყნებს ამ ვიდეოს, დიდი სიამაყით და აღფრთოვანებულია ამ ფაქტით! ამ ბავშვს ჯვარი ეწეროს, მაგრამ ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უბიძგებენ მშობლები შვილებს ხიფათისკენ და უბედურებისკენ! გაიზრდება და მოასწრებს, ეს რა მარაზმია“ , - ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, დაადგინეს და დააჯარიმეს ის პირი, რომელიც არასრულწლოვანს მანქანა სამართავად გადასცა. მოქალაქის დაჯარიმების ფაქტს შსს-ს ადასტურებს.

გამონაბოლქვი

სამართალი • 1786698641

ივლისში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 787 ფაქტი დაფიქსირდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში, ოთხ ქალაქში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 787 ფაქტი გამოავლინეს.სამინისტროს ინფორმაციით, 484 სამართალდარღვევა გამოვლენილია თბილისში, 126 - ქუთაისში, 115 - ბათუმში, 62 კი - რუსთავში. 683 სამართალდარღვევა ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი, 104 შემთხვევაში კი, დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.„აღსანიშნავია, რომ 469 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 299 - მიკროავტობუსების, 19 კი სატვირთო ავტომობილების მძღოლების/მფლობელების მიერაა ჩადენილი.ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და სატრანსპორტო სექტორიდან დაბინძურების მინიმუმამდე შემცირების მიზნით, დეპარტამენტის ინსპექტორები ქვეყნის ოთხ ქალაქში გზებზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ყოველდღიურად ახორციელებენ. კონტროლის დაწყებიდან დღემდე, გაიზარდა ეკიპაჟების რაოდენობა, შეძენილ იქნა ჰიბრიდული ავტომობილები. ეკიპაჟები აღჭურვილია შესაბამისი გამზომი ხელსაწყოებით.პერიოდულად ხდება თანამშრომლების გადამზადება. დეპარტამენტის თანამშრომლებს უკვე აქვთ უფრო მეტ ლოკაციაზე, მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმების შესაძლებლობა. შედეგად, კონტროლი გახდა უფრო მასშტაბური და ეფექტიანი - მიმდინარე წლის შვიდ თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, გამოვლენილია ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 5362 ფაქტი“, - აცხადებენ სამინისტროში.

დააკავეს პირი, რომელმაც ურეკში, ჰიდროციკლით საფრთხე შეუქმნა ზღვაში მოქალაქეებს

სამართალი • 1785932320

დააკავეს პირი, რომელმაც ურეკში, ჰიდროციკლით საფრთხე შეუქმნა ზღვაში მოქალაქეებს, სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ცნობით, დააკავეს პირი, რომელმაც ურეკში, ჰიდროციკლით საფრთხე შეუქმნა ზღვაში მოქალაქეებს, სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.უწყების ინფორმაციით, სოციალურ ქსელებში სხვადასხვა გვერდის მეშვეობით გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ ურეკის სანაპიროზე, ჰიდროციკლით მოძრავი პირი საფრთხეს უქმნის ზღვაში მყოფ მოქალაქეებს.„შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დაუყოვნებლივ დააფიქსირეს სამართალდარღვევის ფაქტი. მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოსთხოვეს, თუმცა მან თანამშრომლების კანონიერი მოთხოვნა არ შეასრულა და სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული პირის მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაიწყეს და იგი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.ხოლო, მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე სეკუნდა მუხლის შესაბამისად დააჯარიმეს“,- ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამართალი • 1785515163

ირაკლი ზარქუას შეურაცხმყოფელი სიტყვით მოხსენიების გამო მოქალაქე 4000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს სიძულვილის ენასთან დაკავშირებული კიდევ ერთი საქმე განიხილა.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე მოსამართლემ მოქალაქე დავით ფირცხალავას 4000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.მან სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი სიტყვებით დეპუტატი ირაკლი ზარქუა მოიხსენია.

თენგიზ შარმანაშვილი

პოლიტიკა • 1785223871

თენგიზ შარმანაშვილი: აშშ-ის საელჩომ უნდა თქვას, რატომ არის შეშფოთებული, ჩვენი კანონმდებლობა ადამიანების საჯარო შეურაცხყოფას კრძალავს და მსგავსი კანონმდებლობა ევროპის უმეტეს ქვეყანაში მოქმედებს

აშშ-ის საელჩოს შესაბამის პასუხს, ალბათ საგარეო საქმეთა სამინისტრო გასცემს, რადგან ჩვენი კანონმდებლობა ადამიანების საჯარო შეურაცხყოფას კრძალავს. ეს აბსოლუტურად ნორმალურია და მსგავსი კანონმდებლობა მხოლოდ საქართველოში კი არა, ევროპის უმეტეს ქვეყანაში მოქმედებს. კითხვა თუ აქვთ, დარწმუნებული ვარ, საგარეო უწყება უპასუხებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.თენგიზ შარმანაშვილმა კომენტარი გააკეთა „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „საელჩო შემოშფოთებას გამოთქვამს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო“.„აშშ-ის საელჩომ კონკრეტულად უნდა თქვას, რატომ არის შეშფოთებული. მაგალითად, გერმანიის სასამართლო პრაქტიკა სხვანაირად იქცევა? როდესაც მერცის მიმართ გამოყენებული გამონათქვამების გამო ადამიანი დააჯარიმეს, პირდაპირი გინებაც არ ყოფილა, გერმანულმა სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი რამის გაკეთება არ შეიძლება. მაშინ უნდა ითქვას, ეს სასამართლო პრაქტიკა სად არის სწორი. განმარტება იმისა, რომ ევროპელებს შეუძლიათ ამის გაკეთება, ხოლო საქართველოს – არა, მიუღებელი და არასწორია. თუ განმარტავენ, რომ ბრიტანული თუ გერმანული სასამართლოების პრაქტიკა არასწორია, მაშინ ჩვენც გადავხედოთ ჩვენს მიდგომებს, მაგრამ თუ იტყვიან, რომ მათ შეუძლიათ და ქართველებს – არა, ეს დისკრიმინაცია, სეგრეგაცია და არასწორი მიდგომაა“, – განაცხადა შარმანაშვილმა.მისი თქმით, გამოხატვის თავისუფლებას, შეურაცხყოფასა და სიძულვილის ენას შორის ზღვარი სასამართლო პრაქტიკით დგინდება.„მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია მხოლოდ სტრასბურგის სასამართლოს შეუძლია განმარტოს თავისი გადაწყვეტილებებით. ეს გადაწყვეტილებები თუ არასწორად განიმარტება ეროვნული სასამართლოების მიერ, საჩივრდება სტრასბურგში, რომელიც აკეთებს საბოლოო რევიზიას და ადგენს, სწორად განიმარტა თუ არა. ასე რომ, როგორც ევროპულ, ისე ეროვნულ დონეზე, ამ ზღვარის დადგენა მხოლოდ სასამართლოს შეუძლია“, – განაც ხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ფოტო

სამართალი • 1783757910

პოლიციამ დააჯარიმა ესტონეთის მოქალაქე მამაკაცი, რომელიც თბილისში ერთ-ერთი ტაძრის გალავანთან შარდავდა

პოლიციამ დააჯარიმა ესტონეთის მოქალაქე მამაკაცი, რომელიც თბილისში ერთ-ერთი ტაძრის გალავანთან შარდავდა.სამართალდამცველებმა  გამოავლინეს და დააჯარიმეს პირი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს თანახმად, თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ეკლესიის გალავანთან შარდავდა.როგორც ირკვევა აღნიშნული მამაკაცი ესტონეთის მოქალაქეა.შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მოხდა ვიდეოში ასახული პირის იდენტიფიცირება და მისი დაჯარიმება.

✕