კრისტი აბაკუმოვა

ტაბლოიდი 1715978856

კრისტის პირველი კომენტარი „პრაიმ ჰაუსში“ დარჩენის შემდეგ

„პრაიმ ჰაუსის“ გადაწყვეტილებით, პროექტში გამარჯვებისთვის ბრძოლას კრისტი განაგრძობს. გთავაზობთ მის პირველ კომენტარს:"დიდი მადლობა, რომ პროექტმა გადამარჩინა და მომცა შანსი. პროექტი ხედავს, რომ მე ვჭირდები "პრაიმ ჰაუსის" სახლს" , - ამბობს კრისტი გადაცემის დასრულების შემდეგ.

კესო ბერუაშვილი

ტაბლოიდი 1715978493

კესოს პირველი კომენტარი „პრაიმ ჰაუსის“ დატოვების შემდეგ

„პრაიმ ჰაუსი“  კესომ დატოვა, "პრაიმტაიმი" გთავაზობთ მის პირველ კომენტარს: "ყველაფრის მოლოდინი მქონდა რა თქმა უნდა, ველოდებოდი და ამიტომ შევხვდი უემოციოდ. მინდა, რომ ცოტა ხანი დავისვენო" , - ამბობს კესო გადაცემის დასრულების შემდეგ.

სოფი ნურაშვილი

ტაბლოიდი 1715892254

„ოპერაციის მერე, სტილის შეცვლა გადავწყვიტე...“ - რა ფოტოს აქვეყნებს სოფი ნურაშვილი

„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე, სოფი ნურაშვილი გარეგნობასთან დაკავშირებულ სიახლეებს გვიზიარებს. „მოგწონთ ჩემი შეცვლილი სტილი? როგორც იცით, ვიყავი შავგრემანი, ოპერაციის მერე გადავწყვიტე სტილის შეცვლა,“ - წერს ნურაშვილი.ცნობისთვის, რეალითი შოუს ყოფილმა მონაწილე, ცოტა ხნის წინ, 5-საათიანი ოპერაცია გაიკეთა.

ჰაუსი

ტაბლოიდი 1715844383

კამათი და მწვავე დაპირისპირება - „პრაიმ ჰაუსში“ სამი აუტსაიდერი დასახელდა

„პრაიმ ჰაუსის“ სამი აუტსაიდერის ვინაობა ცნობილია. პარასკევს აუტსაიდერის სკამს კრისტი, კესო და დიასა დაიკავებენ. ვინ გახდება ხმის ლიდერი ამას ხალხი გადაწყვეტს, მეორე მონაწილეს კი პროექტი დატოვებს.

viki

ტაბლოიდი 1715545271

ვიქტორია ბარბაქაძე მიმართვას ავრცელებს

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე ვიქტორია ბარბაქაძე მიმართვას ავრცელებს და გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. „ყველას ყველას ყველას დიდი მადლობა , რომ გუშინ ასეთი შედეგი დადეთ და ასეთი ემოციები მომანიჭეთ. თქვენ ხართ ჩემი უძლიერესი ზურგი ! 78%-იანი ლიდერობა პატარა საქმე არ არის 2 დღეში ამ ხმების რაოდენობამ ნამდვილად დიდი ემოცია გამოიწვია. არადა , ვფიქრობდი სახლში მე მივდიოდი აღფრთოვანებული და სასიამოვნოდ გაოცებული ვარ, მეამაყებით და მადლობა ასეთი სიყვარულისთვის !“, - წერს ვიქტორია ბარბაქაძე.

სალომე კაპანაძე

ტაბლოიდი 1715377649

სალომე კაპანაძის პირველი კომენტარი „პრაიმ ჰაუსში“ დარჩენის შემდეგ

„პრაიმ ჰაუსის“ გადაწყვეტილებით, პროექტში გამარჯვებისთვის ბრძოლას სალომე კაპანაძე განაგრძობს. გთავაზობთ მის პირველ კომენტარს:„ძალიან დიდი მადლობა პროექტს, თუ მიიღო იმის გადაწყვეტილება, რომ მე ვჭირდები ამ შოუს და საინტერესო ვარ. ვეცდები, გავამართლო იმედები და ზუსტად ამ გზით გავაგრძელო ჩემი „მოღვაწეობა“ (იცინის),“ - ამბობს სალომე კაპანაძე.

ლაშა მაზანაშვილი

ტაბლოიდი 1715377229

მაზანას პირველი კომენტარი „პრაიმ ჰაუსის“ დატოვების შემდეგ

„პრაიმ ჰაუსი“ მაზანამ დატოვა, თუმცა, უკვე, ყოფილმა მონაწილემ, კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.„არ მაინტერესებს,“ - უთხრა მან „პრაიმტაიმს“.

სალომე უშხვანი

ტაბლოიდი 1715376362

„პრაიმ ჰაუსის“ ლაივ შოუს სალომე უშხვანი არ ესწრება - ცნობილია მიზეზი

„პრაიმ ჰაუსის“ ლაივ შოუს სალომე უშხვანი არ ესწრება. ამის მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა.რამდენიმე დღის წინ მან ინფორმაცია გაავრცელა, სადაც წერდა, რომ პანკრეატიტის დიაგნოზი დაუსვეს.ცნობისთვის, პანკრეატიტი პანკრეასის ანთებაა. პანკრეასის ანთების მიზეზი შეიძლება იყოს ნაღვლის კენჭები, ალკოჰოლი, ზოგიერთი წამალი, ვირუსული ინფექცია და საჭმლის მომნელებელი ფერმენტები. პანკრეატიტი, ჩვეულებრივ, სწრფად ვითარდება და რამდენიმე დღეში ცხრება, თუმცა, შეიძლება, რამდენიმე თვეც გაგრძელდეს. 

სოფი ნურაშვილი

ტაბლოიდი 1715295046

„ყოველ დღე მირეკავდა, ვსაუბრობდით... შეხვედრა უცნაურ ადგილას დამინიშნა...“ - რას ჰყვება სოფი ნურაშვილი

„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე, სოფი ნურაშვილი ერთ-ერთ პაემანს იხსენებს, რომელიც არც ისე სასიამოვნოდ დასრულდა.„მირეკავდა ყოველ დღე, ვსაუბრობდით აბსოლუტურად ყველაფერზე... შეხვედრის დღეც მოვიდა, სამი საათი ვიკეთებდი მაკიაჟს... უცნაურ ადგილას დამინიშნა შეხვედრა, არც კი გამომიარა... არ გამომიარა კი არა, მე ვიყავი ეგეთი, არ ვაწვალებ, ისე გავალ მეთქი. სადღაც პარკში შევხვდი. ტაქსით წავედი. გამარჯობის ნაცვლად, პირველივე დანახვაზე მისი რეაქცია ასეთი იყო - შენ ფოტოშოპს იყენებდიო?! რანაირად ვიყენებდი ფოტოშოპს, ვიდეო კამერით ვსაუბრობდით-მეთქი... იმაზე მსუქანი ხარ, ვიდრე კამერაში ჩანდიო... ენა გადავყლაპე... ახლა „სთორებში“ მიზის 24/7-ზე. გამარჯობას გამარჯობაზე მწერს, დილა მშვიდობისას - დილა მშვიდობისაზე... მერე მე მივწერე, ფოტოშოპს ხომ არ მხარობ-მეთქი... “ - იხსენებს სოფი ნურაშვილი.

უშხვანი

ტაბლოიდი 1715267217

„მეგონა პროექტს გარეთ „მეგობრებისგან“ მივიღებდით მსგავს გამხნევებას...“ - სალომე უშხვანის ძმა მიმართვას ავრცელებს

„პრაიმ ჰაუსის“ ბოლო სეზონის მონაწილის სალომე უშვანის ძმა, მიმართავს ავრცელებს და „პრაიმ ჰაუსში“ „ლაიქ დისლაიქის“ ცერემონიას აფასებს.„მადლობა სალსის და პაატას იმ ზრუნვის გამოხატვისთვის, რაც მათ დღეს სალოსა და ნიკოსადმი გამოავლინეს. დანარჩენებს: როცა ჩვენ დაგჭირდებით, მძიმე სიტუაციებში ჩვენ თქვენ გვერდით ვიქნებით მაინც.ვინმეს ლაიქს არ ვავალდებულებ, მაგრამ სადაც პაატამ, ასე თუ ისე დაპირისპირებულმა მხარემ, გამოხატა ასეთი მზრუნველობა მეგონა პროექტს გარეთ ''მეგობრებისგან'' მივიღებდით მსგავს გამხნევებას.პაატა, სალსი - მადლობა, გულიანების სახელით ჰუმანურობის გამოხატვისთვის“, - წერს ნიკოლაია ვეფხვია უშხვანი. შეგახსენებთ, რომ სალომე უშხვანი კლინიკაშია გადაყვანილი, მას „პრაიმ ჰაუსის“ სახლის დატოვება რამდენიმე დღით მოუწია და არც „ლაიქ დისლაიქის“ ცერემონიას დაესწრო.  

ანა ქურდაძე

ტაბლოიდი 1715266301

„შეიძლება მომდევნო სკამზე ამ მანიპულაციით შენ აღმოჩნდე“ - რას წერს ანი ქურდაძე „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეებზე

„პრაიმ ჰაუსის“ წინა სეზონის გამარჯვებული ანი ქურდაძე „პრაიმ ჰაუსში“ განვითარებული მოვლენების შესახებ წერს და გუშინდელ „ლაი დისლაიქის“ ცერემონიას აფასებს.„მაზანა რა შუაში იყო?ძალიან ჩაკეტილი თამაში აქვთ. რომ გრძნობ სხვას ფიქრობენ, სხვას ლაპარაკობენ და ქმედება კიდე საერთოდ სხვა აქვთ…ხედავ კაცს კოალიცია აქვს. თავი ბოსი გაიხადა, ყოჩაღ პაატას, ძალიან კარგად თამაშობს…შეიძლება მომდევნო სკამზე ამ მანიპულაციით შენ აღმოჩნდე დიასა და სალო ნიკოსთან ერთად სკამზე, რადგან დაგშალონ ოთახი და თავად პაატა თქვენ გიმიზნებთ და სკამზე სვამ მაზანას?თუ კოალიცია უნდა შეასუსტო და ერთ-ერთი დასვა? ამ შემთხვევაში კოალიციის ყველაზე ძლიერი წევრი ანი. ( ანის არ ვერჩი არაფერს მხოლოდ ბოსის გადმოსახედით სტრატეგიული იქნებოდა) მაგრამ ალბათ არ გავანაწყენო პაატა, მოდი მაზანა იყოსო…P.S არ შემომივარდეთ არავის ვერჩი პიროვნულად… თამაშია და ეს ჩემი ხედვაა…“, - წერს ანა ქურდაძე.

სალომე უშხვანი

ტაბლოიდი 1715242592

რა კადრებს აქვეყნებს სალომე უშხვანი კლინიკიდან

„პრაიმ ჰაუსის“ ბოლო სეზონის მონაწილე სალომე უშხვანი კლინიკაში გადაიყვანეს.როგორც ნიკო ქართველი ამბობს, მის მეუღლეს პანკრეასი აქვს გაღიზიანებული. სალომე გულშემატკივარმა კლინიკაში ყვავილების თაიგული გაუგზავნა.