საპატრიარქო

საზოგადოება 1785248866

საპატრიარქო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, პატრიარქის მიერ დალოცვილი გვარების საყურადღებოდ, განცხადებას ავრცელებს.„წლების განმავლობაში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II საგვარეულო ერთობებს ლოცავდა.გვარების საერთო საჭიროებების გარშემო გაერთიანების ტრადიცია, ლოცვასა და საეკლესიო მსახურებაში ჩართვა და გვარების დალოცვა კვლავ გრძელდება.ამ პერიოდში დალოცვილი გვარები 2 აგვისტოს, ილიაობა დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ შიო III -ს წირვის შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში შეხვედრისთვის ემზადებიან. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ, მობრძანდეთ საგვარეულო ხატებით.2 აგვისტოს საორგანიზაციო საკითხებს ხელმძღვანელობს საგვარეულოთა წინამძღოლთა დარბაზი,ბატონი ირაკლი ბრეგვაძე 514 09 09 44,ბატონი შოთა ზედგენიძე 577 57 12 67“, - წერს ანდრია ჯაღმაიძე. 

triniti

საზოგადოება 1785187386

„შეგიძლიათ, მობრძანდეთ საგვარეულო ხატებით“ - საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, პატრიარქის მიერ დალოცვილი გვარების საყურადღებოდ, განცხადებას ავრცელებს.„წლების განმავლობაში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II საგვარეულო ერთობებს ლოცავდა.გვარების საერთო საჭიროებების გარშემო გაერთიანების ტრადიცია, ლოცვასა და საეკლესიო მსახურებაში ჩართვა და გვარების დალოცვა კვლავ გრძელდება.ამ პერიოდში დალოცვილი გვარები 2 აგვისტოს, ილიაობა დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ შიო III -ს წირვის შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში შეხვედრისთვის ემზადებიან. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ, მობრძანდეთ საგვარეულო ხატებით.2 აგვისტოს საორგანიზაციო საკითხებს ხელმძღვანელობს საგვარეულოთა წინამძღოლთა დარბაზი,ბატონი ირაკლი ბრეგვაძე 514 09 09 44,ბატონი შოთა ზედგენიძე 577 57 12 67“, - წერს ანდრია ჯაღმაიძე. 

ვახო სანაია'

სამართალი 1784717891

ვახო სანაია დააკავეს

ვახო სანაია საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. სამართალდამცველები სანაიას სახლში მას შემდეგ მივიდნენ, რაც სასამართლომ მისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო.თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შეურაცხყოფისთვის სანაიას 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. სანაია დღევანდელ სხდომას არ დასწრებია.სასამართლოს სამართლებრივი რეაგირებისთვის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.დღესვე, სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა ბადრი შუბლაძე, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს.

, მარიამ კერესელიძე

სამართალი 1784708700

ვახტანგ სანაიას მიერ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის მესამე ფაქტზე იმსჯელა სასამართლომ, ის არ ესწრება სხდომებს, არ იხდის ჯარიმებს და აგრძელებს სამართალდარღვევით ქცევას - შსს-ის იურისტი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს ვახო სანაიას საქმე განიხილა, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ვლადიმერ ბოჟაძესა და შალვა პაპუაშვილს. სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა."უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში, ვახტანგ სანაიას მიერ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის მესამე ფაქტზე იმსჯელა სასამართლომ. პირველ ორ შემთხვევაში, შსს-მ სახდელის სახით იშუამდგომლა ჯარიმის გამოყენება, ასევე, ჯარიმის გამოყენება მაქსიმალური ოდენობით. დღევანდელ სასამართლოზე ჩვენი შუამდგომლობა დაფუძნებული იყო სამართალდამრღვევის ქცევაზე - წინა სასამართლო გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ მან გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ასევე შეიცავდა შეურაცხმყოფელ გამოხატვას.შესაბამისად, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს იყო სასამართლო გადაწყვეტილების უგულებელყოფა და სამართალდარღვევითი ქცევის განგრძობადობის მზაობა. მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი ვახტანგ სანაია არ ესწრება სასამართლო სხდომებს, არ იხდის სასამართლოს მიერ დაკისრებულ ჯარიმებს და სასამართლო პროცესების პარალელურად, აგრძელებს სამართალდარღვევით ქცევას. შესაბამისად, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებებს ვერ ექნება ფორმალური ხასიათი, ჩვენი მხრიდან მიჩნეულ იქნა, რომ მოცემულ საქმეზე შუამდგომლობის სახით უნდა დაგვეყენებინა პატიმრობის მოთხოვნა, რაც სასამართლომ გაიზიარა - ვახტანგ სანაია ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 14 დღის ვადით. ეს იყო საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე პირველი ფაქტი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილ ოქმთან დაკავშირებით," - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტი, მარიამ კერესელიძე.სასამართლომ ასევე იმსჯელა და 2 000 ლარით დააჯარიმა ბადრი შუბლაძე. შუბლაძემ შეურაცხყოფა მიაყენა დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს.

ვახო სანაია

საზოგადოება 1784705087

ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა - სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს განიხილა ვახო სანაიას საქმე, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ვლადიმერ ბოჟაძესა და შალვა პაპუაშვილს. ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.სასამართლომ ასევე იმსჯელა და 2 000 ლარით დააჯარიმა ბადრი შუბლაძე. შუბლაძემ შეურაცხყოფა მიაყენა დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს.

პარლამენტის თავმჯდომარე

პოლიტიკა 1783420620

შალვა პაპუაშვილი: იუნკევიჩიენეს მოასინჯინეს ნიადაგი ქართულ ეკლესიაზე თავდასხმისთვის, ახლა მნიშვნელოვანია მკაცრი რეაქცია, რომ ევროკავშირის არცერთი ინსტიტუციიდან აღარავინ გაბედოს თავდასხმა

გასაგებია, რომ იუნკევიჩიენეს ხელიდან კარგი არაფერი გამოვა საქართველოსთან დაკავშირებით, მაგრამ ესეც ნიშანდობლივია, რომ მას მოასინჯინეს ნიადაგი საქართველოს ეკლესიაზე თავდასხმისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს სერბეთში განუცხადა.პაპუაშვილის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია ძალიან მკაცრი და პირდაპირი რეაქცია, რომ ევროკავშირის ვერცერთი ინსტიტუციიდან ვეღარავინ გაბედოს ქართულ ეკლესიაზე თავდასხმა.„მე თავის დროზეც ვთქვი, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის ინსტიტუტი თავს დაესხა ქართულ ეკლესიას, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი. აქვე უნდა გაივლოს წითელი ხაზი, რომ აღარასდროს გაბედოს არავინ, მათ შორის ევროკავშირის არცერთმა ინსტიტუციამ, თავს დაესხას საქართველოს ეკლესიას, მის დიდ მრევლს. გასაგებია, რომ იუნკევიჩიენეს ხელიდან კარგი არაფერი გამოვა საქართველოსთან დაკავშირებით, მაგრამ ესეც ნიშანდობლივია, რომ მას მოასინჯინეს ნიადაგი საქართველოს ეკლესიაზე თავდასხმისთვის. ამიტომაც მნიშვნელოვანია ახლა ძალიან მკაცრი და პირდაპირი რეაქცია, რომ ამას არ ჰქონდეს რაიმე პრეცედენტის სახე და ევროკავშირის არცერთი ინსტიტუციიდან აღარავინ გაბედოს ქართულ ეკლესიაზე თავდასხმა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა 17 ივნისს მიიღო საქართველოს შესახებ რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ეკლესიასთან დაკავშირებით ნათქვამია: „მართლმადიდებლური ეკლესია ჯერ კიდევ წარმოადგენს გავლენიან ინსტიტუტს ქართულ საზოგადოებაში, გამოვთქვამთ შეშფოთებას რუსეთის მიერ რელიგიური ქსელების დეზინფორმაციისა და გავლენის გავრცელების არხებად გამოყენებაზე“.ცნობისთვის, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ 5 ივლისს „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „2023 წელს ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გვთხოვა, ერთნაირსქესიანთა ქორწინებების პოპულარიზაციაში დავხმარებოდით, მიიჩნევდა, რომ ქართული საზოგადოება ტენდენციებს ჩამორჩა“. ამავე ინტერვიუში ჯაღმაიძემ ასევე განაცხადა: „2019 წელს კონფერენციაზე მიხაელ როთს ვკითხე, იქნება თუ არა მოთხოვნა საქართველოს წინაშე, რომ პრაიდები და ა.შ. განხორციელდეს, მან გვითხრა, ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები ეს არისო“. ჯაღმაიძემ ასევე გაიხსენა 2019 წელს ბრიუსელში გამართული შეხვედრა, რაზეც აღნიშნა: „წლების წინ ჩვენც ვიყავით ჰომოფობები და თქვენც შეეჩვევით ამ ლგბტ დღის წესრიგსო. ეს რასა იუკნევიჩიენეს სიტყვებია“, – აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

ერთიანი ნეიტრალური საქართველო

პოლიტიკა 1783412477

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ – დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ გასაჯაროებული ფაქტები ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან ეკლესიაზე ზეწოლის შესახებ, არის ევროკავშირის ღირებულებითი დეგრადაციის მტკიცებულება

ახლა ჩვენ ხელთ გვაქვს საპატრიარქოს მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია და ასევე ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელთა შორისაც პირდაპირი კორელაციაა, რადგან კიდევ ერთხელ ნათლად იკვეთება, თუ რატომ არის ქართული ეკლესია ევრობიუროკრატიის სისტემური და სისტემატური შეტევის ადრესატი, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენლის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ გაცხადებული ფაქტები უნდა გახდეს განგაშის საფუძველი, რათა კიდევ ერთხელ სიღრმისეულად გავიაზროთ, რომ ევროკავშირისკენ სვლა საფრთხეში აგდებს ყველა ფუნდამენტს, რაზეც საქართველო ისტორიულად იდგა, ასევე, შეუძლებელს ხდის მომავალში მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას.„პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ სახელით გვსურს, გამოვეხმაუროთ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციას, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ უმძიმეს რეალობას, რაზეც ჩვენი პარტია შექმნის დღიდან აფრთხილებდა საზოგადოებას. გასაჯაროებული ფაქტები ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტის თუ წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელთა მხრიდან ქართულ ეკლესიაზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ, არის ევროკავშირის მორალური და ღირებულებითი დეგრადაციის მორიგი თვალსაჩინო მტკიცებულება.მართლმადიდებელი ეკლესია და ქართველი ხალხის ქრისტიანული რწმენა იყო არის და იქნება ის უმთავრესი ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის „დიფ სთეითის“ და მის მიერ მართული ევრობიუროკრატიის გეგმის განხორციელებას, რაც  ჩვენს ქვეყანაში ლგბტ დღის წესრიგის გაბატონებას გულისხმობს, როგორც ეს ევროკავშირშია.ირკვევა, რომ ერთი ხელით ევრობიუროკრატია წლების განმავლობაში აფინანსებდა ისეთ ორგანიზაციებსა და კამპანიებს, რომლებიც მიზნად ისახავდნენ ეკლესიის დისკრედიტაციას, ხოლო მეორე ხელით საპატრიარქოში ოფიციალურ შეხვედრებზე პირდაპირ ითხოვდა ეკლესიის ჩართვას საქართველოში ლგბტ იდეოლოგიის დამკვიდრების პროცესში. ახლა ჩვენ ხელთ გვაქვს საპატრიარქოს მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია და ასევე ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელთა შორისაც პირდაპირი კორელაციაა, რადგან კიდევ ერთხელ ნათლად იკვეთება, თუ რატომ არის ქართული ეკლესია ევრობიუროკრატიის სისტემური და სისტემატური შეტევის ადრესატი.ცხადია, შანტაჟის მცდელობაზე ეკლესიის მტკიცე პოზიცია გახდა იმ ჩანაწერის მიზეზი, რომელიც სწორედ დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ ნახსენები რასა იუკნევიჩიანეს ავტორობით მომზადებულ რეზოლუციაში გაჩნდა, სადაც ეკლესია „რუსული გავლენის გამტარებლად” იქნა მოხსენიებული. ამასთან ერთად, ამავე დოკუმენტით ევროპარლამენტი საქართველოსგან კიდევ ერთხელ ითხოვს, გააუქმოს კანონი ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ.ჩვენ არაერთხელ განგვიმარტავს, რომ ცალკეული ქვეყნების დამორჩილების და საკუთარი ინტერესებით მართვის პროცესის გამარტივებისათვის უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში „დიფ სთეითმა“ ევროკავშირს თავს მოახვია და მარიონეტი პოლიტიკური ელიტის ხელით დანერგა სამი ძირითადი მიმართულება: ლგბტ პროპაგანდა; უკონტროლო მიგრაცია და ე.წ. მწვანე პოლიტიკა, რომელთა განხორციელების შედეგიც არის ის მრავალმხრივი კრიზისები, რაშიც ევროკავშირი იმყოფება. მაგრამ ურთულესი ვითარების მიუხედავად, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დიდ გამარჯვებად მიიჩნევს, ორბანის გადარჩევის შემდეგ, ბუდაპეშტში მთავრობის თანხმობით ჩატარებულ ლგბტ პრაიდს, რომელსაც ის განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „მთელი ევროპა ამაყობს“ ამ მოვლენით.ჩვენ ვნახეთ ევროკომისიის ლგბტ სტრატეგია 2026-2030, რომლის მიხედვითაც ბავშვებში სქესის შეცვლა ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ყოველგვარი დაბრკოლების, მათ შორის მშობლის ჩარევის გარეშე.ცნობილია, რომ ევროკავშირის 16 ქვეყანაში დაკანონებულია ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინება, ხოლო ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყველა წევრ ქვეყანას დაევალა, სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული ქორწინების იურიდიული აღიარება.ევროკავშირის ქვეყნებში ვხედავთ ეკლესიებს, რომლებიც ლგბტ პრაიდებსა და მსგავს ღონისძიებებს ეთმობა. სულ რამდენიმე დღის წინ იხილა საზოგადოებამ ლგბტ პრაიდი ნიდერლანდებში, რომელშიც 10 წლამდე ბავშვები მონაწილეობდნენ. შეგახსენებთ, რომ ამავე ქვეყანაში 2021 წლიდან ოფიციალურად დაარსებულია ლგბტ პრაიდი არასრულწლოვანთათვის – ე.წ. Junior Pride.ევროკავშირში მრავალწლიანმა ლგბტ პროპაგანდამ საკუთარი მძიმე შედეგები უკვე გამოიღო – IPSOS-ის კვლევით, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მასშტაბით ჩატარდა, დგინდება, რომ მზარდია იმ ახალგაზრდების რიცხვი, ვინც საკუთარ თავს ლგბტ თემს მიაკუთვნებს და 2025 წელს ამ მაჩვენებელმა Z თაობაში 17%-ს მიაღწია, ეს კი ყოველი მეექვსე ახალგაზრდაა!ამ კატასტროფული შედეგებისგან იცავს ჩვენს ქვეყანას ქართული ეკლესია და სწორედ ამიტომ არის ის შანტაჟისა და შეტევის ადრესატი, სახელმწიფო ინსტიტუტებთან ერთად. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბრძოლა ბრიუსელის მხრიდან, არა თუ შეწყდება, არამედ კიდევ უფრო გაძლიერდება. საქართველოს წინაშე წამოყენებულია მკაფიო ულტიმატუმი – უარი საკუთარ იდენტობაზე, ოჯახურ და ტრადიციულ ღირებულებებზე, ლგბტ პროპაგანდისგან ბავშვების დაცვაზე, სუვერენიტეტსა და საკუთარ სახელმწიფოებრივ ინტერესებზე და ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის, რომ გახანგრძლივდეს ილუზია ისეთ კავშირში გაწევრიანების შესახებ, რომელშიც წინასწარ გვეუბნებიან, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხმის უფლებაც კი არ გვექნება.სხვა გარემოებებთან ერთად, რაც ჩვენს წერილებში მრავალჯერ, დეტალურად გვაქვს განხილული, მიგვაჩნია, რომ საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენლის მიერ გაცხადებული ფაქტები უნდა გახდეს განგაშის საფუძველი, რათა კიდევ ერთხელ სიღრმისეულად გავიაზროთ, რომ ევროკავშირისკენ სვლა საფრთხეში აგდებს ყველა ფუნდამენტს, რაზეც ჩვენი ქვეყანა ისტორიულად იდგა, ასევე შეუძლებელს ხდის მომავალში მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას. საქართველოს მოსახლეობამ უკანასკნელ წლებშიც არაერთხელ გამოხატა, რომ მას სურს მშვიდობიანი, სუვერენული, ტრადიციული, ქრისტიანული ქვეყანა, რისი მიღწევაც შესაძლებელია ნეიტრალური სტატუსის პირობებში და არა ევროილუზიებზე აგებული პოლიტიკით“, – ნათქვამია განცხადებაში.ცნობისთვის, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში  განაცხადა: „2023 წელს ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გვთხოვა, ერთნაირსქესიანთა ქორწინებების პოპულარიზაციაში დავხმარებოდით, მიიჩნევდა, რომ ქართული საზოგადოება ტენდენციებს ჩამორჩა“. ამავე ინტერვიუში ჯაღმაიძემ ასევე განაცხადა: „2019 წელს კონფერენციაზე მიხაელ როთს ვკითხე, იქნება თუ არა მოთხოვნა საქართველოს წინაშე, რომ პრაიდები და ა.შ. განხორციელდეს, მან გვითხრა, ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები ეს არისო“.

გია აბაშიძე

პოლიტიკა 1783337491

გია აბაშიძე: ევროჩინოსანთა თავხედობა ისეთ ჭაობშია, რომ ლგბტ პროპაგანდაში საქართველოს საპატრიარქოს ჩართვას ცდილობდნენ, მტკიცე უარის გამო კი ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაში ჩვენი დედა ეკლესია ე.წ. "რუსულ გავლენებს" დაუკავშირეს

ევროჩინოსანთა თავხედობა ისეთ ჭაობშია, რომ ლგბტ პროპაგანდაში საქართველოს საპატრიარქოს ჩართვას ცდილობდნენ, მტკიცე უარის გამო კი ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაში ჩვენი დედა ეკლესია ე.წ. "რუსულ გავლენებს" დაუკავშირეს, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.მისივე თქმით, მტკიცე შთაბეჭდილება იქმნება, რომ ევროკრატია ამას არა მხოლოდ მისი „ენითაუწერელი ტოქსიკური სიბეცით„ სჩადის, არამედ, მასში ჩაბუდებული „ანტიქრისტიანი ნეოსოვიეტიკუსების, კოლექტიური კუბილიუსებისა და იუკნევიჩიანების გამოც".„ევროჩინოსანთა თავხედობა ისეთ ჭაობშია, რომ ლგბტ პროპაგანდაში საქართველოს საპატრიარქოს ჩართვას ცდილობდნენ, მტკიცე უარის გამო კი ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაში ჩვენი დედა ეკლესია ე.წ. "რუსულ გავლენებს" დაუკავშირეს.მტკიცე შთაბეჭდილება იქმნება, რომ ევროკრატია ამას არა მხოლოდ მისი ენითაუწერელი ტოქსიკური სიბეცით სჩადის, არამედ მასში ჩაბუდებული ანტიქრისტიანი ნეოსოვიეტიკუსების, კოლექტიური კუბილიუსებისა და იუკნევიჩიანების გამოც.შესაბამისად, როცა საქართველოს ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტი, ეკლესია ეწინააღმდეგება უბინძურესი იდეოლოგიების საქართველოს თავზე მოხვევას, მის წინააღმდეგ ილაშქრებენ ბრიუსელი და ნაცსექტის ნეოტროცკისტები."ქართული ოცნების“ საპარლამეენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ ლგბტ პროპაგანდაში ქართული ეკლესიის ჩართვის მცდელობასთან დაკავშირებით დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა: "უტევდნენ, უტევენ და შეუტევენ, მაგრამ ეს ძალიან კონტრპროდუქტიულია მათთვის. მათი ასეთი ქმედებების შედეგად ვხედავთ შემდეგ იმ პასუხს საზოგადოების მხრიდან. საპატრიარქოც, ხელისუფლებაც, საზოგადოებაც და ჩვენი ქვეყანაც ყოველთვის იქნება თავაწეული, მოწოდების სიმაღლეზე და დაიცავს თავის ღირსებას, სარწმუნოებას და იდენტობას“.ლგბტ პროპაგანდაში ქართული ეკლესიის ჩართვის მცდელობასა და დახურული შეხვედრების დეტალებზე "იმედის კვირის“ ექსკლუზიურ ინტერვიუში დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ისაუბრა. მან თქვა, რომ ეკლესიას ევროპიდან ლგბტ პროპაგანდაში დახმარებას სთხოვდნენ. საქართველოში ამ მოთხოვნით, ბელგიის საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი იყო ჩამოსული. ბრიუსელში კი შეხვედრა გაიმართა ანდიურს კუბილიუსთან და რასა იუკნევიჩეინესთან. მათ საქართველოს საპატრიარქოსგან უარი მიიღეს.“ - წერს აბაშიძე.

ირაკლი კირცხალია

პოლიტიკა 1783336645

ირაკლი კირცხალია: საპატრიარქოც, საზოგადოებაც, ხელისუფლებაც ყოველთვის იქნება მოწოდების სიმაღლეზე და დაიცავს თავის ღირსებას, სარწმუნოებას, ეს კარგად უნდა ახსოვდეთ კოლექტიურ იუკნევიჩიანეებს

საპატრიარქოც, საზოგადოებაც, ხელისუფლებაც, ჩვენი ქვეყანაც ყოველთვის იქნება თავაწეული, მოწოდების სიმაღლეზე და დაიცავს თავის ღირსებას, სარწმუნოებას, იდენტობას. ეს ძალიან კარგად უნდა ახსოვდეთ კოლექტიურ იუკნევიჩიანეებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.მისივე თქმით, „პირველი ვისაც და რასაც ებრძვიან, არიან ავტორიტეტები იმ ქვეყნებში, რომელი ქვეყნაც სურთ, დაიმორჩილონ და გახადონ თავიანთი მართული, პროქსი სახელმწიფო, დაიმონონ ხელისუფლება და ხალხი იმ ქვეყანაში, სადაც ეს სურთ“.„მათი მიდგომაა არაფრად ჩაგდება იმ ყველაზე ძვირფასის, ყველაზე მთავარის, რაც ჩვენი იდენტობის ნაწილია, ჩვენს სარწმუნოებას ეხება და ერთ-ერთი უდიდესი ავტორიტეტი, ავტორიტეტული ინსტიტუტია ჩვენს ქვეყანაში. ისინი მათ ყოველთვის უტევდნენ, უტევენ და შეუტევენ. არაერთხელ მითქვამს, რომ ეს ძალიან კონტრპროდუქტიულია მათთვის, რასაც თვითონვე ძალიან კარგად ხედავენ, მაგრამ რა უყონ იმ გაწერილ სამოქმედო გეგმას, რომლითაც ყველანაირ ფასად უნდა იმოქმედონ? სწორედ მათი ასეთი ქმედებების შედეგად ვხედავთ საზოგადოებისგან იმ პასუხს, რასაც მათი აგენტურა იმსახურებს წლიდან წლამდე თუ არჩევნებიდან არჩევნებამდე. სწორედ ასეთ უტიფარ მოქმედებაზე პასუხს ვხედავთ ჩვენი საზოგადოების მხრიდან, როდესაც ცდილობენ, პირდაპირი მნიშვნელობით, დააჩოქონ ჩვენი ქვეყანა. ეს ვერავის გამოსვლია და ვერც გამოუვა. საპატრიარქოც, საზოგადოებაც, ხელისუფლებაც, ჩვენი ქვეყანაც ყოველთვის იქნება თავაწეული, მოწოდების სიმაღლეზე და დაიცავს თავის ღირსებას, სარწმუნოებას, იდენტობას. ეს ძალიან კარგად უნდა ახსოვდეთ კოლექტიურ იუკნევიჩიანეებს თუ სხვადასხვა სახელსა და გვარს, რომლებიც ამ კოლექტიური სახელის ქვეშ შედიან“, – განაცხადა კირცხალიამ.ცნობისთვის, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „2023 წელს ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გვთხოვა, ერთნაირსქესიანთა ქორწინებების პოპულარიზაციაში დავხმარებოდით, მიიჩნევდა, რომ ქართული საზოგადოება ტენდენციებს ჩამორჩა“. ამავე ინტერვიუში ჯაღმაიძემ ასევე განაცხადა: „2019 წელს კონფერენციაზე მიხაელ როთს ვკითხე, იქნება თუ არა მოთხოვნა საქართველოს წინაშე, რომ პრაიდები და ა.შ. განხორციელდეს, მან გვითხრა, ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები ეს არისო“.

ირაკლი კირცხალია

პოლიტიკა 1783336444

ირაკლი კირცხალია: ისინი პირველი, ვისაც და რასაც ებრძვიან, არიან ავტორიტეტები იმ ქვეყნებში, რომელი ქვეყანაც სურთ, რომ დაიმორჩილონ და გახადონ თავისი მართული

ისინი პირველი, ვისაც და რასაც ებრძვიან, არიან ავტორიტეტები იმ ქვეყნებში, რომელი ქვეყანაც სურთ, რომ დაიმორჩილონ და გახადონ თავისი მართული და პროქსი სახელმწიფო და დაიმონონ ხელისუფლება და ხალხი იმ ქვეყანაში, სადაც მათ ეს სურთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ლგბტ პროპაგანდაში ქართული ეკლესიის ჩართვის მცდელობასთან დაკავშირებით ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.მისი თქმით, საპატრიარქოსთან მიმართებით ევრობიუროკრატების რიტორიკა არ არის გასაკვირი და ამას მტკიცებაც არ სჭირდება, ვინაიდან ანალოგიურ განცხადებებს ისინი არც პირდაპირ ეთერებში ერიდებიან."არც არის ზედმეტი მტკიცება და დასტური საჭირო, საზოგადოება ამას ხედავს პირდაპირ ეთერში და მოწოდებებიდან გამომდინარე, უტევდნენ, უტევენ და შეუტევენ, მაგრამ ეს ძალიან კონტრპროდუქტიულია მათთვის. მათი ასეთი ქმედებების შედეგად ვხედავთ შემდეგ იმ პასუხს საზოგადოების მხრიდან. საპატრიარქოც, ხელისუფლებაც, საზოგადოებაც და ჩვენი ქვეყანაც ყოველთვის იქნება თავაწეული, მოწოდების სიმაღლეზე და დაიცავს თავის ღირსებას, სარწმუნოებას და იდენტობას“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.ლგბტ პროპაგანდაში ქართული ეკლესიის ჩართვის მცდელობასა და დახურული შეხვედრების დეტალებზე „იმედის კვირის“ ექსკლუზიურ ინტერვიუში დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ისაუბრა. მისი თქმით, ეკლესიას ევროპიდან ლგბტ პროპაგანდაში დახმარებას სთხოვდნენ. საქართველოში ამ მოთხოვნით, ბელგიის საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი იყო ჩამოსული, ბრიუსელში კი შეხვედრა გაიმართა ანდიურს კუბილიუსთან და რასა იუკნევიჩეინესთან, მათ საქართველოს საპატრიარქოსგან უარი მიიღეს.

ირაკლი კირცხალია

პოლიტიკა 1783335007

ირაკლი კირცხალია ლგბტ პროპაგანდაში ქართული ეკლესიის ჩართვის მცდელობასთან დაკავშირებით ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაზე: ისინი პირველი, ვისაც და რასაც ებრძვიან, არიან ავტორიტეტები იმ ქვეყნებში, რომელი ქვეყანაც სურთ, რომ დაიმორჩილონ და გახადონ თავისი მართული და პროქსი სახელმწიფო და დაიმონონ ხელისუფლება და ხალხი

ისინი პირველი, ვისაც და რასაც ებრძვიან, არიან ავტორიტეტები იმ ქვეყნებში, რომელი ქვეყანაც სურთ, რომ დაიმორჩილონ და გახადონ თავისი მართული და პროქსი სახელმწიფო და დაიმონონ ხელისუფლება და ხალხი იმ ქვეყანაში, სადაც მათ ეს სურთ, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ ლგბტ პროპაგანდაში ქართული ეკლესიის ჩართვის მცდელობასთან დაკავშირებით ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაზე საუბრისას.მისი თქმით, საპატრიარქოსთან მიმართებით ევრობიუროკრატების რიტორიკა არ არის გასაკვირი და ამას მტკიცებაც არ სჭირდება, ვინაიდან ანალოგიურ განცხადებებს ისინი არც პირდაპირ ეთერებში ერიდებიან.„არც არის ზედმეტი მტკიცება და დასტური საჭირო, საზოგადოება ამას ხედავს პირდაპირ ეთერში და მოწოდებებიდან გამომდინარე, უტევდნენ, უტევენ და შეუტევენ, მაგრამ ეს ძალიან კონტრპროდუქტიულია მათთვის. მათი ასეთი ქმედებების შედეგად ვხედავთ შემდეგ იმ პასუხს საზოგადოების მხრიდან. საპატრიარქოც, ხელისუფლებაც, საზოგადოებაც და ჩვენი ქვეყანაც ყოველთვის იქნება თავაწეული, მოწოდების სიმაღლეზე და დაიცავს თავის ღირსებას, სარწმუნოებას და იდენტობას“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.ლგბტ პროპაგანდაში ქართული ეკლესიის ჩართვის მცდელობასა და დახურული შეხვედრების დეტალებზე „იმედის კვირის“ ექსკლუზიურ ინტერვიუში დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ისაუბრა. თქვა, რომ ეკლესიას ევროპიდან ლგბტ პროპაგანდაში დახმარებას სთხოვდნენ. საქართველოში ამ მოთხოვნით, ბელგიის საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი იყო ჩამოსული. ბრიუსელში კი შეხვედრა გაიმართა ანდიურს კუბილიუსთან და რასა იუკნევიჩეინესთან. მათ საქართველოს საპატრიარქოსგან უარი მიიღეს.

ირაკლი ქადაგიშვილი

პოლიტიკა 1783331736

ირაკლი ქადაგიშვილი: ანდრია ჯაღმაიძემ საყურადღებო ინფორმაცია გაახმოვანა, ფაქტობრივად, საქართველოს საპატრიარქოზე პირდაპირი ზეწოლა მიმდინარეობდა

კარგად ვხედავთ, ლგბტ თემა ევროპის გარკვეულ წრეებს მთავარ პოლიტიკურ საკითხად ჰყავთ აყვანილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომოტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.ქადაგიშვილს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებებთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.„მამა ანდრიამ საყურადღებო ინფორმაცია გაახმოვანა. ფაქტობრივად, საქართველოს საპატრიარქოზე პირდაპირი ზეწოლა მიმდინარეობდა, რათა ამ პოლიტიკური პროცესის ნაწილი ყოფილიყო. კარგად ვხედავთ, რომ ეს საკითხი ერთი სოციალური ჯგუფის საკითხი არ არის, ლგბტ თემა ევროპის გარკვეულ წრეებს მთავარ პოლიტიკურ საკითხად ჰყავთ აყვანილი. შეიძლება ითქვას, როცა საქართველოსთან მიმართებით მათი მხრიდან უსაფუძვლო პრეტენზიებს ვისმენთ, მათ ე.წ. კრიტიკაში ლგბტ პროპაგანდა ლიდერობს. საქართველოში ეკლესია მაღალი ავტორიტეტის მქონე რელიგიური და ერთგვარად სოციალური ინსტიტუციაა და მათ სურდათ, ეკლესია ამ საქმეში გამოეყენებინათ. თუ მოახერხებდნენ და ეკლესიის პირდაპირი ან ირიბი გამოყენება მოხდებოდა, რა თქმა უნდა, შემდგომში, მისი მანიპულირება დაიწყებოდა პოლიტიკის მიმართულებით, მათ შორის, ეს ომისა და მშვიდობის საკითხზეც აისახებოდა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.ცნობისთვის, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში  განაცხადა: „2023 წელს ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გვთხოვა, ერთნაირსქესიანთა ქორწინებების პოპულარიზაციაში დავხმარებოდით, მიიჩნევდა, რომ ქართული საზოგადოება ტენდენციებს ჩამორჩა“. ამავე ინტერვიუში ჯაღმაიძემ ასევე განაცხადა: „2019 წელს კონფერენციაზე მიხაელ როთს ვკითხე, იქნება თუ არა მოთხოვნა საქართველოს წინაშე, რომ პრაიდები და ა.შ. განხორციელდეს, მან გვითხრა, ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები ეს არისო“.