13 000 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება - გადაამოწმეთ მისამართები
1793359039
საქართველოს საპატრიარქოში ეწვია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი და ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატი, დოქტორი ჰანს კლუგე, რომელიც თბილისს ოფიციალური ვიზიტით, საკუთარი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ეწვია. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე დოქტორმა ჰანს კლუგემ სასულიერო პირებს სამომავლო ხედვა და ის გეგმები გააცნო, რომლებიც მის საარჩევნო პლატფორმასა და გლობალური ჯანდაცვის სისტემის განვითარებას უკავშირდება.
„შეხვედრას ესწრებოდნენ: წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე და საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე).
მასპინძლებმა სტუმარს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადეს და მომავალ საარჩევნო მარათონში წარმატებები უსურვეს“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.