tatia sharangia

ტაბლოიდი 1769266079

რისი ეშინია და რას ნანობს თათია შარანგია - ტელეწამყვანი ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე

ცნობილი ტელეწამყვანი თათია შარანგია წლების მანძილზე საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ საჯაროდ საუბრობდა. მის ცხოვრებაში სამი ქორწინება იყო - ლაშა შევარდნაძეზე, სანდრო შელიასა და ჯარჯი თორაძეზე. როგორც თათია ცოტა ხნის წინ წერდა, ამჟამად მისი პირადი ცხოვრება მისი სამი შვილია და საკუთარ თავზე უზომოდ არის შეყვარებული.ამჯერად, მან სოციალურ ქსელში გამომწერების შეკითხვებს უპასუხა:- ყველა მეტად რას ნანობ? - მატყუარა „ადამიანების“ ნდობას.- როგორ არ უნდა იყოს კაცი? - მატყუარა, მშიშარა, ჩამოუყალიბებელი, უპასუხისმგებლო, არაჯანსაღი ამბიციების მქონე- რისი გეშინია?- საყვარელი ადამიანების დაკარგვის. არა მხოლოდ ფიზიკურად. მათი გულისტკენისაც მეშინია. მეშინია რაღაცის შიშმა არ დამაბრმავოს ისე, რომ მიზნის მიღწევაში ხელი შემიშალოს. მეშინია 1 დღეც კი ტყუილში ცხოვრების

პროკურატურა

პოლიტიკა 1761139668

დაკავებულია გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი კობა ხუნდაძე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე - პროკურატურა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმეში გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი კობა ხუნდაძე დააკავეს.ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა.პროკურატუაში აცხადებენ, რომ კობა ხუნდაძეს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის – ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის – გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის – ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელი ბინებისა და სახლების ჩხრეკები, რა დროსაც ამოღებული იქნა სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.ბოლო დღეების განმავლობაში, იმავე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დამატებით ჩატარდა 11 ობიექტის ჩხრეკა. რა დროსაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსთან – გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირის – კობა ხუნდაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა, მთლიანობაში 1 319 300 აშშ დოლარი. ხოლო, ყოფილ მთავარ პროკურორთან – ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირის, საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის – მიხეილ ჩოხელის და მისი ოჯახის წევრის საბანკო სეიფებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამოღებული იქნა 2 904 900 აშშ დოლარი.აღნიშნულ საქმეზე, ჩვენ მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დაკავებული იქნა, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი – კობა ხუნდაძე.გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი აქტივების კანონიერი სახის მისაცემად, შეიმუშავა რამდენიმე ეტაპიანი დანაშაულებრივი სქემა, რომლის განხორციელების ფარგლებშიც, დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხებით, თბილისში შეიძინა მიწის ნაკვეთები და ქონების ინვესტირება მოახდინა პირადი კომპანიის და მისი მონაწილეობით დაფუძნებული ამხანაგობების საწესდებო კაპიტალში. აღნიშნული ქმედებებით, დაუსაბუთებელი ქონება ჩაერთო ლეგალურ ეკონომიკურ საქმიანობაში და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მრავალჯერადი ტრანზაქციებით განახორციელა დაუსაბუთებელი აქტივების ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს და მასზე საკუთრების უფლებების დამალვა და შენიღბვა.შედეგად, თითქოსდა კანონიერი შემოსავლით წარმოებული საქმიანობის ფარგლებში მიღებული 30 ერთეული უძრავი ქონება აღირიცხა ბრალდებულის და მისი საწარმოს საკუთრებად, ხოლო 51 ერთეული უძრავი ქონება შეტანილი იქნა ბრალდებულის მიერ დაფუძნებული სამშენებლო კომპანიის საწესდებო კაპიტალში. გარდა ამისა, როგორც უკვე ვახსენეთ მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა 1 319 300 აშშ დოლარი.აღნიშნული ქმედებებით, 2017-2025 წლებში, ბრალდებულმა კობა ხუნდაძემ მოახდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობის დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია.დაკავებულს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.საქართველოს პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინტენსიურად აგრძელებს გამოძიებას, საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების, ასევე დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენის და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარების მიზნით“, – აცხადებენ პროკურატუაში.

თათია

ტაბლოიდი 1757189696

„მგონი სიახლეებია...“- თათია შარანგია ახალ კადრებს აქვეყნებს

ცნობილი ტელეწამყვანი თათია შარანგია წლების მანძილზე საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ საჯაროდ საუბრობდა. მის ცხოვრებაში სამი ქორწინება იყო - ლაშა შევარდნაძეზე, სანდრო შელიასა და ჯარჯი თორაძეზე.როგორც თათია ცოტა ხნის წინ წერდა, ამჟამად მისი პირადი ცხოვრება მისი სამი შვილია და საკუთარ თავზე უზომოდ არის შეყვარებული. ამჯერად ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში გამომწერებს ახალ კადრებს უზიარებს, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.„ულამაზესი ხარ“, „სინაზე გოგო“, „შეუდარებელი“, „უმშვენიერესი“, „მიხარია, შენი ბედნიერი სახის დანახვა“, „მგონი სიახლეებია, ანათებ“, - წერენ კომენტარებში.

თათია შარანგია

faceამბები 1750350117

„ჩემი სიჩუმის უკან მთელი ისტორია დგას... ჯარჯიზე თავის დროზეც არ უნდა მესაუბრა...“ - თათია შარანგია გამომწერებს პასუხობს

პიანისტი თათია შარანგია სოციალურ ქსელში გამომწერების კითხვებს პასუხობს:"ვერავის ვურჩევ ოჯახის დანგრევას. ჯერ სცადეთ ურთიერთობის გამოსწორება. ჩვენზე-ქალებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. გაეცით სითბო და სიყვარული. თუ საპასუხოდ იმავეს არ მიიღებთ, შემდეგ დაელაპარაკეთ. თუ აქამდე თბილი იყო და ახლა შეიცვალა, მიზეზიც არსებობს.ჩემი სუპერძალა დედობაა. ამის შემდეგ უდიდეს ძალად მიმაჩნია ის, რომ ვირჩევ სიმართლეს და არა - კომფორტს. ჩემი ძალა თანაგრძნობაა - რადგან ამ გრძნობას ადამიანის და მათი სამყაროს შეცვლა შეუძლია.ალბათ ჩემი სუპერძალაა ისიც, რომ ვერ გამტეხა ბევრმა მოვლენამ ჩემს ცხოვრებაში. პირიქით, გამაძლიერა. თანაც ჩემი სიჩუმის უკან მთელი ისტორია დგას" - წერს თათია შარანგია. 

tatia sharangia

ტაბლოიდი 1747065525

„კითხვები, ძირითადად, ერთსა და იმავე საკითხს ეხება...“ - რას წერს თათია შარანგია პირადთან დაკავშირებით

ჯარჯი თორაძესთან დაშორების შემდეგ, პიანისტსა და ტელეწამყვან თათია შარანგიას პირად ურთიერთობებზე ბევრი ეკითხება. ამასთან დაკავშირებით მან პოსტი დადო, სადაც განმარტა, რომ ამ თემაზე საუბარი არ სურს.

gela

საზოგადოება 1737966000

41-ე დაბადების დღეს გილოცავ იმიერში, ჩემი დარდის, ფიქრის და ტკივილის მიზეზო...“ - გელა დაიაური

პოეტი გელა დაიაური სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და დაღუპულ მეუღლეს, თეონა ქუმსიაშვილს დაბადების დღეს ულოცავს.„41-ე დაბადების დღეს გილოცავ იმიერში, ჩემი დარდის, ფიქრის და ტკივილის მიზეზო... ჩემი არსების ნაწილო... უფალმა დაგიმკვიდროს ადგილი სასუფეველში, სადაც მართალნი განისვენებენ...“ - წერს დაიაური.შეგახსენებთ, 2010 წელს ხევსურეთში, სოფელ მუცოსთან, დღესასწაულ ათანგენობიდან წამოსული ორი ოჯახი მანქანით მდინარეში გადავარდა და შვიდი მგზავრის სიცოცხლე იმსხვერპლა.ავტოკატასტროფის დროს მდინარეში დაიხრჩვნენ გელა დაიაურის ცოლ-შვილი - თეონა ქუმსიაშვილი, 2 წლის დემეტრე და ცხრა თვის ჯარჯი. ასევე, თეონას და – ნათია, ბერდია და სოფიკო არაბულები 4 თვის შვილთან, მამუკა არაბულთან ერთად.

თათია შარანგია

საზოგადოება 1734554547

„თუ მაშინვე არ მოკვდი, გიკვირს, რამდენის ატანა შეგძლებია…” - თათია შარანგია პოსტს აქვეყნებს

პიანისტი, თათია შარანგია პოსტს აქვეყნებს:“... თუ მაშინვე არ მოკვდი, გიკვირს, რამდენის ატანა შეგძლებია. ბევრი შეგვიძლია, განუსაზღვრელად ბევრი, უბრალოდ ის აღარ ხარ,  ვისაც გიცნობდნენ გუშინ. ახლა სხვა ხარ. მერე კიდევ მოგკლავენ და კიდევ სხვა იქნები. აღარ იქნები ის, ვისაც გიცნობენ დღეს.ნუ გეშინია ფსკერის, მხოლოდ მისგან იწყება შენი ყველაზე ცოცხალი-სიცოცხლე ... "-წერს თათია. ცნობისთვის სოცქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თათია და ჯარჯი თორაძე ერთმანეთს დაშორდნენ. თათიას ამ თემაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. 

gela

საზოგადოება 1727781348

„დიახ, მე 15 წლის შვილი მყავს“ – გელა დაიაურის ემოციური პოსტი

პოეტი გელა დაიარი წლების წინ გარდაცვლილ შვილის, ჯარჯის და მეუღლის, თეონა ქუმსიაშვილის ფოტოს აქვეყნებს. მისი შვილი 15 წლის გახდებოდა:„უკვე 15- ის“, – წერს გელა დაიაური.ცნობისთვის, 2010 წლის 22 ივლისს მუცოს ხეობაში დატრიალებულმა უბედურმა შემთხვევამ მთელი საქართველო შეძრა –  „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანა, რომელშიც 10 ადამიანი იმყოფებოდა, ხრამში გადავარდა, რასაც 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – პოეტის გელა დაიაურის მეუღლე, მუსიკოსი თეონა ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და წყვილის ორი ვაჟი, დემეტრე და ჯარჯი, დაიაურის მეჯვარე ბერდია არაბული ოჯახით და გელა დაიაურის ცოლის და. 

შარანგია

faceამბები 1724792434

„ოჯახში “კონფლიქტი”-ა...“ - თათია შარანგია გამომწერებს მიმართავს

პიანისტი და ტელეწამყვანი, თათია შარანგია სოციალურ ქსელში გამომწერებს მიმართავს და მეუღლის შესახებ წერს:როგორც თათიას პოსტიდან ირკვევა, მეუღლე უკმაყოფილოა, რომ ფეისბუქზე თათიას მხოლოდ შარანგია უწერია გვარი.ჯარჯის სურს, რომ ფეისბუქზე თათიას გვარად ეწეროს შარანგია-თორაძე.“Jarji Toradze  აპროტესტებს, რომ „ფბ“ - ზე მხოლოდ შარანგია მიწერია. აბა მითხარით, შარანგია-თორაძე უფრო ლამაზია თუ მხოლოდ შარანგია? ოჯახში „კონფლიქტი“-ა“, წერს თათია.

თათია

საზოგადოება 1722932336

„შერიგდით?” - რას პასუხობს თათია შარანგია გამომწერებს

„ვინ თქვა რომ ვიჩხუბეთ?“ – ასე უპასუხა თათია შარანგიამ გამომწერების კითხვას შეურიგდა თუ არა მეუღლეს.„ჯარჯისთან ერთად ფოტოები რომ არ გედოთ, რაღაცნაირად განვიცადე“ – პასუხობს გამომწერი. 

tatia sharangia

ტაბლოიდი 1719089084

„ვის ჰყავს ჩემნაირი დედამთილი?!“ - თათია შარანგია ფოტოს აქვეყნებს

ტელეწამყვანი, პიანისტი თათია შარანგია ოჯახური ფოტო/ვიდეოს ხშირად აქვეყნებს. ამჯერად, მან დედამთილის ფოტო გაუზიარა გამომწერებს შემდეგი კითხვით: „ვის ჰყავს ჩემნაირი დედამთილი?“ცნობისთვის, თათია შარანგია მესამედ გასული წლის ზაფხულში დაქორწინდა. მისი რჩეული ჯარჯი თორაძეა, რომელიც ძმები თორაძეებიდან ერთ-ერთის, ზაზა თორაძის შვილია.

შარანგია

საზოგადოება 1717689303

თათია შარანგიასა და ჯარჯი თორაძის ბედნიერი დასვენება სიცილიაში - ნახეთ, კადრები

პიანისტი, თათია შარანგია და ჯარჯი თორაძე იტალიაში, კერძოდ, სიცილიაში იმყოფებიან, სადაც თათიას დაბადების დღეს აღნიშნავენ.ახლახან სოციალურ ქსელში წყვილმა ერთობლივი ახალი კადრები გაგვიზიარა.