„კვარაცხელია შიმშილის ქართული განმარტებაა“ - ფრანგული მედიის გამოხმაურება

სპორტი 1755929413

„პარი სენ-ჟერმენმა“ ლიგა 1-ში მეორე მატჩიც მოიგო - ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის გამო თამაში გამოტოვა

„პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურში „ანჟერი“ 1:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში გამოტოვა, მას კუნთის მცირე ტრავმა აქვს.„პსჟ“-მა 6 ქულა დააგროვა და გათამაშების ლიდერია. ხვიჩა კვარაცხელია კი გუნდს, სავარაუდოდ, შემდეგ ტურში დაუბრუნდება.

ნო

ტაბლოიდი 1755876450

როგორ აღნიშნეს კვარამ და ნიცამ შვილის იუბილე - კადრები

ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძის ვაჟი, დამიანე იუბილარი იყო. მას 1 წელი შეუსრულდა. კვარამ და ნიცამ კადრები სოციალურ ქსელში გამომწერებს გაუზიარეს.

კვარა

სპორტი 1755856104

ხვიჩა კვარაცხელია ანჟერთან მატჩს გამოტოვებს - ნახეთ, მიზეზი

Geo Team-ის ინფორმაციით, ფეხბურთელს წინა კუნთზე მცირე დისკომფორტი ჰქონდა, თუმცა საგანგაშო არაფერია - მატჩის შემდგომ პსჟ-ს 2-დღიანი დასვენება ექნება და ორშაბათიდან კვარა გუნდთან ერთად ვარჯიშს სრული დატვირთვით დაიწყებს.იმის ფონზე, რომ კლუბმა წინასასეზონო შეკრება ვერ გაიარა, პსჟ-ს არ სურს არანაირი რისკი ფეხბურთელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გრძელი სეზონის ფონზე.სამწვრთნელო შტაბმა ხვიჩა კვარაცხელიას ანჟერთან დასვენების გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მიიღო.

კახა კალაძე  ლევან კობიაშვილი

დედაქალაქი 1755796266

ჩვენ არათუ ვქმნით ახალ პროექტებს, არამედ ვიბრუნებთ წლების წინ გასხვისებულ სპორტულ სივრცეებს და რეკრეაციულ არეალებს, რადგან ეს ყველაფერი ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისაა - კახა კალაძე

დიღმის მასივში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი საფეხბურთო ცენტრი „ავაზა“ გაიხსნა.ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძესთან და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად დაესწრო.დედაქალაქის მერმა სიტყვით გამოსვლისას ცენტრალურ ხელისუფლებასა და პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე მადლობა გადაუხადა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას და უწყების თითოეულ თანამშრომელს.„მიხარია, რომ კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი შეემატა ჩვენს დედაქალაქს. რამდენიმე წლის წინ საზოგადოებას დავპირდით, რომ ეს იქნებოდა ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული კომპლექსი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ რეალურად შევცვალეთ ის მავნე დამოკიდებულება, რაც 2012 წლამდე იყო სპორტის, ქართული ფეხბურთის, რეკრეაციული სივრცეების მიმართ. დღეს აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება გვაქვს. ჩვენ არათუ ვქმნით ახალ პროექტებს, არამედ ვიბრუნებთ წლების წინ გასხვისებულ სპორტულ სივრცეებს და რეკრეაციულ არეალებს, რადგან ეს ყველაფერი არის ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანების.დარწმუნებული ვარ, ეს კონკრეტული საფეხბურთო მოედანი გაზრდის ძალიან ბევრ ვარსკვლავს, ისეთებს, როგორებიც იყვნენ: ლევან კობიაშვილი, გიორგი ქინქლაძე, არველაძეები, ხვიჩა კვარაცხელია და ბევრი სხვა. ეს კიდევ ერთი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ფეხბურთის ფედერაციასთან ურთიერთთანამშრომლობით, იმ მნიშვნელოვანი პროგრამების გამოყენებით, რომლებიც ფიფა-ს და უეფა-ს აქვს, შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა სპორტისთვის. მერწმუნეთ, მომდევნო წლების განმავლობაში, ბევრ კიდევ ასეთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.აღნიშნული ტერიტორია, რომელიც კერძო საკუთრებაში არსებობდა, თბილისის მერიამ მუნიციპალიტეტს დაუბრუნა და 2022 წელს ფეხბურთის ფედერაციას საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით გადასცა.კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყო სტანდარტული და მინი მოედნები ტრიბუნითა და განათებით. ასევე, აშენდა ადმინისტრაციული კორპუსი გასახდელებით. ახალი ინფრასტრუქტურის გამოყენებას ბავშვთა ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები და გოგონათა გუნდები უფასოდ შეძლებენ.პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ფიფა-ს პროგრამა FORWARD-ისა UEFA-ს პროგრამა Hattrick-ის დაფინანსებით განხორციელდა.ღონისძიებას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი, ფიფა-სა და უეფა-ს წარმომადგენლები, ასევე, ვეტერანი ფეხბურთელები ესწრებოდნენ. 

დამიანე

ტაბლოიდი 1755790682

დამიანე კვარაცხელია 1 წლის გახდა

ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძის ვაჟი, დამიანე იუბილარია. მას 1 წელი შეუსრულდა. „ჩემი სიხარული 1 წლისაა!!  გილოცავ ბებოს გულო!!“ - დაწერა მაკა ლუკავამ.ცნობისთვის, დამიანე კვარაცხელია ჩაჩავაში დაიბადა. იმ დროს, „ნაპოლიმ“ გუნდის ლიდერს, ამ საპატიო მიზეზით, საქართველოში გამგზავრების უფლება დართო, რათა პირველი შვილის დაბადებას დასწრებოდა.

გგ

faceამბები 1755674820

ხვიჩა კვარაცხელიასა და ჯანო ანანიძეს ოჯახური შეკრება

ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ და ჯანო ანანიძემ მეუღლეებთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნეს.ფოტო მალევე გავრცელდა სოციალურ ქსელებში და უამრავი გულთბილი კომენტარი დაიმსახურა.„ორი ლეგენდა“ „თვენ გენაცვალეთ“,- წერენ კომენტარებში. 

კვარა პსჟ

სპორტი 1755194923

„ვნანობ, რომ ხვიჩა კვარაცხელია არ ავიყვანეთ“ - „ინტერის“ სპორტული დირექტორი

ხვიჩა კვარაცხელიას დამატების შანსით ვერ ვისარგებლეთ და ამას ვნანობ, – ამის შესახებ „ინტერის“ სპორტულმა დირექტორმა, პიერო აუსილიომ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში განაცხადა.50 წლის პიერო აუსილიო „ინტერში“ 1998 წლიდან სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობს, მათ შორის ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში – სპორტული დირექტორის პოსტზე.„ყველაზე მეტად ვამაყობ მატეო კოვაჩიჩისა და მარსელო ბროზოვიჩის ტრანსფერებით, რომლებიც მარკო ბრანკას ყოფნის დროს ავირჩიეთ. ასევე, ანდრე ონანას გარიგებით, რომელიც უფასოდ დავიმატეთ და ერთი წლის შემდეგ 55 მილიონ ევროდ გავყიდეთ. რა თქმა უნდა, ამ სიაში დავასახელებ ლაუტარო მარტინესს, იან ბისეკს და მარკუს ტურამს.მაგრამ, გარკვეული სინანული მაინც დამრჩა ფეხბურთელზე, რომელმაც თავისი კვალი უკვე დატოვა „ნაპოლისა“ და „პარი სენ-ჟერმენში“. კვარაცხელია იტალიის ბევრ დიდ კლუბს შესთავაზეს, ასე რომ, ეს მხოლოდ ჩემი შეცდომა არ იყო.რატომ გახდა მისი აყვანა პრობლემა? ჩვენ 3-5-2 სქემით ვთამაშობდით, ხოლო ის 4-3-3 სქემაზე იყო მორგებული, ამიტომ ვერ გავბედეთ. მე კი გუნდის ჩამოყალიბებისას მწვრთნელის იდეებს პატივს ვცემ“, – განაცხადა „ინტერის“ სპორტულმა დირექტორმა.1TVSPORT 

კვარა პსჟ

სპორტი 1755158077

ხვიჩა კვარაცხელია გულშემატკივრებს მიმართავს

საქართველოს ნაკრების და „პსჟ-ის" ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ UEFA-ს სუპერთასის ფინალში „ტოტენჰემთან“ გამარჯვების და თასის მოგების შემდეგ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.„მადლობას გეტყვით ყველას, რომ გვგულშემატკივრობდით. მადლობა ყველას, ძალიან დიდი მადლობა.",- განაცხადა კვარაცხელიამ.ფრანგულმა „პარი სენ-ჟერმენმა“ იტალიის ქალაქ უდინეში, სტადიონ „ფრიულიზე“, პენალტების სერიაში დაამარცხა ინგლისური „ტოტენჰემი“ და უეფასს სუპერთასის მფლობელი გახდა.

ხვიჩა კვრაცხელია

სპორტი 1755152461

საქართველოს მთავრობა და პრეზიდენტი ხვიჩა კვარაცხელიას UEFA-ს სუპერთასის მოგებას ულოცავენ

საქართველოს მთავრობა და პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას UEFA-ს სუპერთასის მოგებას ულოცავენ. შესაბამისი ბარათები Facebook-ზე გამოქვეყნდა. ფრანგულმა „პარი სენ-ჟერმენმა“ იტალიის ქალაქ უდინეში, სტადიონ „ფრიულიზე“, პენალტების სერიაში დაამარცხა ინგლისური „ტოტენჰემი“ და UEFA-ს სუპერთასის მფლობელი გახდა.

kvara

Crystalsport 1755109108

„მადლობა კვარას და სხვებს“ | კონტემ პრესკონფერენციაზე ხვიჩაც ახსენა

სერია A-ს მოქმედი ჩემპიონი, „ნაპოლი“ ახალი სეზონისთვის ემზადება. „პარტენოპეის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ პრესკონფერენცია გამართა და ხვიჩა კვარაცხელიას მადლობა გადაუხადა.„სატრანსფერო ბაზრის შეფასება ძალიან მარტივია. მიმდინარე ფანჯარას თუ არ ჩავთვლით, ჩემი გუნდში მოსვლის შემდეგ, 13 ფეხბურთელი გავიფორმეთ. ნაპოლიმ შვიდი მოთამაშე გაყიდა, რომელთა შორის ოსიმენის, კვარას, რას პადორისა და სიმეონეს დონის ტოპ ფეხბურთელები იყვნენ.განაგრძე კითხვაhttps://www.crystalsport.ge/news/76768-madloba-kvaras-da-skhvebs--kontem-preskonperentsiaze-khvichats-akhsena 

kvara

Crystalsport 1755109000

კვარას სრულად განეიტრალება შეუძლებელია | ტოტენჰემის მწვრთნელი სუპერთასის წინ

UEFA-ს სუპერთასზე ევროპა ლიგის გამარჯვებული „ტოტენჰემი’’ ჩემპიონთა ლიგის მოქმედ მფლობელ პსჟ-ს დაუპირისპირდება. მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე კრისტალსპორტმა „დეზების'' მთავარ მწვრთნელ ტომას ფრანკს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ჰკითხა.განაგრძე კითხვაhttps://www.crystalsport.ge/news/76750-kvaras-srulad-ganeitraleba-sheudzlebelia--totenhemis-mtsvrtneli-supertasis-tsin 

ხვიჩა კვარაცხელია

სპორტი 1755072712

ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ დღეს UEFA-ს სუპერთასის ფინალში „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდება

დღეს UEFA-ს სუპერთასის საიუბილეო, 50-ე გათამაშება გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ ევროპის ლიგის ტრიუმფატორ „ტოტენჰემს“ შეხვდება.მატჩი იტალიის ქალაქ უდინეში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.აღსანიშნავია, რომ თამაშამდე ერთი დღით ადრე, ცნობილი გახდა, რომ ფრანგული კლუბი მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ დატოვა.