საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ფრედ ითამაშა

ფოტო

ერთა ლიგის B2 ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნულმა გუნდმა „უინძორ პარკზე“ საქართველოს ნაკრებს უმასპინძლა – მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

წარმატებული სტარტის შემდეგ, მასპინძლებს ლიდერობის განმტკიცება სურდათ, „ჯვაროსნებს“ კი – საქმის გამოსწორება. რამაზ სვანაძემ სათამაშო სქემაც შეცვალა და ძირითადი შემადგენლობაც. საქართველოს  ნაკრების მწვრთნელმა სასტარტოში საბა საზონოვი, ზურიკო დავითაშვილი, გიზი მამაგეიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი და ბუდუ ზივზივაძე დააყენა.

პირველმა ტაიმმა ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების უპირატესობით ჩაიარა, „ჯვაროსნების“ ყველაზე სახიფათო შეტევას ზურიკო დავითაშვილი აგვირგვინებდა, მაგრამ მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია. ჩრდილოეთ ირლანდიელებიც მწვავედ უტევდნენ, მაგრამ გიორგი მამარდაშვილი საიმედო თამაშობდა.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები აშკარად გააქტიურდა და მომენტებიც შექმნა,  მაგრამ გიორგი წიტაიშვილმა და ხვიჩა კვარაცხელიამ მიზანს ვერ მიაღწიეს. საქართველოს ნაკრების ორჯერ აშკარა გოლს გადაურჩა. 83-ე წუთზე კი გიორგი მამარდაშვილმა ისააკ პრაისის მიერ დარტყმული პენალტი მოიგერია.

4 ტურის შემდეგ ერთა ლიგის B2 ჯგუფში 8 ქულით კვლავ ჩრდილოეთ ირლანდია ლიდერობს და A ლიგაში აღზევების რეალური კანდიდატია, საქართველოს ნაკრები კი 2 ქულით მე-4 პოზიციაზეა.

✕