1789675932
ოპოზიციად წოდებული ის უსამშობლო აგენტურის წარმომადგენლები მთლიანად განულებულები არიან - კახა კალაძე
ოპოზიციად წოდებული უსამშობლო აგენტები განულებულები არიან - ასეთია ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე მმართველი გუნდის შეფასება.
უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოპოზიციონერები ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში არიან ჩართულები და გარედან მიღებულ დავალებებს ასრულებენ.
შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციურ სპექტრს უმოქმედობასა და შიშში ადანაშაულებს. თუმცა ხაბეიშვილის კრიტიკას არ იზიარებენ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები.
"ოპოზიციად წოდებული ის უსამშობლო აგენტურის წარმომადგენლები მთლიანად განულებულები არიან, არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, იმიტომ, რომ საზოგადოება ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს, აფასებს და რაც მთავარია, სწორ ანალიზს აკეთებს, შეფასებებიც აქვს და ძალიან კარგად იცის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ, ვინ ვინ არის, ძალიან კარგად იცის ისიც, რომ ეს ადამიანები პირდაპირ ჩართული არიან ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში და ყველაფერს აკეთებენ, ყოველ შემთხვევაში, ცდილობენ გააკეთონ რა დავალებებსაც მისცემენ გარედან.
რა თქმა უნდა, სამშობლოს სასიკეთო დავალებები აქ არ მოდის, იმიტომ, რომ იმ გარე პატრონებს თავიანთი ინტერესები აქვთ და თავიანთი ინტერესების გატარებას სურთ, სურვილი აქვთ, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიც არის საქართველო, როგორიც არის უკრაინა, პირობითად ვიძახი, გამოიყენონ თავიანთი ინტერესების გასატარებლად", - აცხადებს კახა კალაძე.












