მარკოზი

საზოგადოება 1780075290

საპატრიარქოს უწყებანი სამძიმრის წერილს ავრცელებს

საპატრიარქოს უწყებანი სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს.„ამა წლის 29 მაისს გარდაიცვალა ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის წევრი, სქემმონაზონი მარკოზი (მანდარია).სქემმონაზონი მარკოზი დაიკრძალება კვირას, 31 მაისს ამავე მონასტრის ეზოში.მწუხარებას გამოვთქვამთ სქემმონაზონ მარკოზის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ რუის-ურბნისის ეპარქიას, მონასტრის საძმოსა და განსვენებულის ოჯახს.უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული სქემმონაზონი მარკოზი“, - ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.

მამა ნაუმი

საზოგადოება 1779485627

„გამოჩნდა სიცოცხლის ნაპერწკალი...“ – მამა ნაუმის ჯანმრთელობის შესახებ უახლესი ინფორმაცია ვრცელდება

ყინწვისში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მოღვაწე მამა ნაუმის ჯანმრთელობის შესახებ, სოციალურ ქსელში უახლესი ინფორმაცია ვრცელდება.„მინდა გაგახაროთ და გაიხაროთ, მამა ნაუმის უკეთესი მდგომარეობით. ახალი ანალიზების მიხედვით, დაენიშნა ვიტამინები, შედეგი ჩანს, გახდა მეტი კონტაქტური. ნაწოლი და ფეხზე ჭრილობამ ალაგება დაიწყო უკეთესობისკენ, მალამოსთვის დიდი მადლობა ბატონ ჯუმბერ ქირიას ( ეს მალამო ორი წლის წინ მოგვაწოდა ბატონმა ჯუმბერმა მაგრამ მამაოს მკურნალობისთვის ვერ მოგვარდა ) მალამოს ჰქვია ცოცხალი ვიტა, ყველა კარგად გამყოფოთ უფალმა მაგრამ თუ დაგჭირდათ უკეთესი მალამოს ვერ ნახავთ. ღმერთით გაგრძელდება უკეთესობა და მამაო ყველას შეგხვდებათ დიდი სიყვარულით.მადლიერო და კეთილო ადამიანებო, მინდა გთხოვოთ ლოცვებში აუცილებლად მოიხსენიოთ მამა ნაუმი, აუცილებლად ლოცვის დიდი ძალით და თქვენი უანგარო მხარდაჭერით გადის ის რეაბილიტაციას.ბოლო უმძიმესი ერთი წლის შემდეგ ახლა გამოჩნდა სიცოცხლის ნაპერწკალი. მამაო უფრო აქტიური გახდა მაგრამ არის ჩაფიქრებული. მისი გამხალისებლები არიან ირაკლის შვილები, რომლებიც ტაძრიდან ჟრიამულით სეფისკვერებით ბრუნდებიან და ელოდებიან ბაბუსთან ურთიერთობას. მამა ნაუმი მისი სულიერებით შვილიშვილებთან ურთიერთობას და სწავლებას ახერხებს“, – წერენ სოციალურ ქსელში. 

ლოცვა

საზოგადოება 1779429416

ლოცვა, რომელიც ნიკოლოზობას მრევლმა უნდა წაიკითხოს

წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდანს ქართული ეკლესია შეავედრა. საქართველოში წმინდა ნიკოლოზის სახელზე მრავალი ტაძარია აგებული.ლოცვა„გაქებთ შენ, საყვარელო, წმიდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ზესთამბრძოლო საკვირველმოქმედო და უსათნოესო ქრისტესო, მრავალსასყიდლისა წყალობის მირონისა და საკვირველებათა ზღვისა სოფლისათვის მიმმადლებელო; ხოლო შენ, ვითარცა გაქვს კადნიერება წინაშე ღმრთისა, ყოველთა ჭირთაგან განგვათავისუფლე ჩვენ, რათა დაუცხრომელად გადიდებდეთ: გიხაროდენ, წმინდა მღვდელმთავარო ნიკოლოზ, საკვირველმოქმედო ყოვლადდიდებულო. გამომზრდელო ქვრივთა და მამაო ობოლთა, შემწეო ჭირთა შინა მყოფთა, ყოვლად პატიოსანო, მგლოვარეთა ნუგეშინისმცემელო, მწყემსი და მოძღვარი გზასა ზედა ყოველთა შეცდომილთა ხარ შენ, მამაო წმიდაო ნიკოლოზ, ლოცვითა შენითა გვიხსნენ განსაცდელთაგან“ 

ონკანი

დედაქალაქი 1778612017

წყალი დილამდე შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.გლდანი, დავით სარაჯიშვილის ქ. N43-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 5/12/2026 19:00 საათიდან 5/13/2026 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: აღმაშენებლის გამზირის, წინამძღვირშვილის, ტოვსტონოგოვის, ჯავახიშვილის, კოსტიტუციის, ბაქო, კვინიტაძის, კარგარეთელის, პასტერის, უზნაძის, კახიძის, გ. აგლაძე, მარჯანიშვილის მე-3 კორპუსი, უშანგი ჩხეიძის, ზურაბ ჭავჭავაძის, ტეტელაშვილის, სანკტ პეტერბურგის, დოდო აბაშიძის, კიევის, ჭოროხის, სუნდუკიანის, მაზნიაშვილის, რომის, ზაქარია ქურდიანის, გოგიბერიძის ქუჩა გოგიბერიძის გორკის ქუჩა N1-11(კენტები), 2-24(ლუწები), ტოლსტოის, დიდხევის დაღმართი, ხეთაგუროვის, ნინო ჩხეიძის, გამცემლიძის, ახვლედიანის ხევი, სანთლის შესახვევი, თოიძის N23-60,( წმინდა ნიკოლოზის N1,2,3,4,5,7, თოიძის შესახვევის.ნაძალადევი, ლეჩხუმის ქ. N43-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 5/12/2026 14:30 საათიდან 5/13/2026 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ლეჩხუმის ქ., 30-დან 78-მდე, 29-დან 81-მდე. 

ვლადიმერ ვახტანგაძე

საზოგადოება 1778526490

ვსასოებთ ღმერთს, რომ ბიბლიის პრინციპებით მართავს მისი უწმინდესობა და უნეტარესობა შიო III საქართველოს ეკლესიას - დეკანოზი ვლადიმერ ვახტანგაძე

ფაქტობრივად, ჩვენ ახალ ერას ვიწყებთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში", - ამის შესახებ გადაცემაში "დებატები" ვარკეთილის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა დეკანოზმა ვლადიმერ ვახტანგაძემ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამის არჩევასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.დეკანოზის თქმით, შიო III არის პირველი კათოლიკოს-პატრიარქი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში აირჩიეს და სწორედ ამიტომ, დღევანდელი დღე საქართველოს ეკლესიისთვის ისტორიული მნიშვნელობის მატარებელია."მართლაც ისტორიული დღე არის დღევანდელი დღე. ფაქტობრივად ჩვენ ახალ ერას ვიწყებთ საქართველოს უწმინდესი მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში, რამე თუ უწმინდესი და უნეტარესი შიო გახლავთ პირველი კათოლიკოს-პატრიარქი, რომელიც გამორჩეულ იქნა უკვე დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში.49 წელი, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში მართა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს უწმინდესი მართლმადიდებელი ეკლესია და ფაქტობრივად, მან შექმნა ეპოქა ყველა ჩვენგანისათვის, პატრიარქი და პიროვნება გაიგივებული იყო, მაგრამ ისტორიამ თავისი ქნა, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ზეციურ საქართველოს შეერთო და ახლა ახალი ეტაპი იწყება. ბევრი გამოწვევის წინაშე დგას დღეს ჩვენი ეკლესია, ბევრი სიხარული და განსაცდელი გველის წინ, ეს ბუნებრივია, ეკლესიის ცხოვრება ასეთია ოდითგან და ვსასოებთ ღმერთს, რომ ბიბლიის და წმინდა წერილების პრინციპებით მართავს მისი უწმინდესობა და უნეტარესობა შიო III საქართველოს უწმინდეს მართლმადიდებელ ეკლესიას, იმ მამამთავართა დარად, რომელთა სახელებიც დღეს ოქროს ასოებით არის ჩვენი ეკლესიის ისტორიაში დაწერილი.დღევანდელი დღე, თანამედროვეობა, განსაკუთრებულია, არ ჰგავს არც ერთ ეპოქას და ეკლესიის ლოცვით, ღვთის შეწევნით ყველაფერი იქნება როგორც ღვთისთვის სათნოა", - აღნიშნა დეკანოზმა ვლადიმერ ვახტანგაძემ.

შიო III

საზოგადოება 1778509252

შიო III- ერისკაცობიდან პატრიარქობამდე

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი საჭეთმპყრობელი ჰყავს. გაფართოებულ სხდომაზე, კათოლიკოს-პატრიარქად შიო მუჯირი აირჩიეს. 142-ე პატრიარქი ქართველ პატრიარქებს შორის - შიო მესამეა.                              ბიოგრაფიასრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი დაიბადა 1969 წლის პირველ თებერვალს თბილისში. თბილისის 53-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ (პარალელურად სწავლობდა სამუსიკო სასწავლებელში), 1988 წლიდან ელიზბარ მუჯირმა სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1991 წელს ელიზბარ მუჯირი მორჩილად დაემკვიდრა შიომღვიმის მონასტერში. 1993 წელს, 5 თებერვალს მორჩილი ელიზბარი აღკვეცეს ბერად და უწოდეს სახელად შიო. იგი დადგენილ იქნა მონასტრის ტრაპეზრად, შემდეგ – ეკონომოსად. 1995 წელს ბერი შიო დიაკვნად აკურთხეს, 1996 წელს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ბერ-დიაკონი შიო მღვდლად აკურთხა. 1997 წელს მღვდელმონაზონი შიო დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად.1998 წელს მან დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა გააგრძელა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე. 1998 წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად. 1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის 20 სექტემბრიდან არის ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი. 2001 წლის ოქტომბრიდან იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა (ურბნისი) იღუმენი შიო გამოარჩია ახლად შექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუის ეპარქიის წინამძღოლად. 7 სექტემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა იღუმენ შიოს ეპისკოპოსად კურთხევა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შეასრულა წმიდა სინოდის წევრების თანამონაწილეობით. 2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი შიო დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. 2009 წელს ეპისკოპოსი შიო აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში. 2010 წლის 2 აგვისტოს დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. 2017 წლის 23 ნოემბერს მეუფე შიო დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ, ხოლო 2018 წლის 21 ივნისს წმინდა სინოდის სხდომაზე დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.

პატრიარქი შიო

საზოგადოება 1778500821

საქართველოს ახალი პატრიარქი ჰყავს - შიო III

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი საჭეთმპყრობელი ჰყავს. გაფართოებულ სხდომაზე, კათოლიკოს-პატრიარქად შიო მუჯირი აირჩიეს. 142-ე პატრიარქი ქართველ პატრიარქებს შორის - შიო მესამეა.შედეგები: მეუფე შიო  - 22; მეუფე იობი -  9. მეუფე გრიგოლი -  7  ბიოგრაფიასრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი დაიბადა 1969 წლის პირველ თებერვალს თბილისში. თბილისის 53-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ (პარალელურად სწავლობდა სამუსიკო სასწავლებელში), 1988 წლიდან ელიზბარ მუჯირმა სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1991 წელს ელიზბარ მუჯირი მორჩილად დაემკვიდრა შიომღვიმის მონასტერში. 1993 წელს, 5 თებერვალს მორჩილი ელიზბარი აღკვეცეს ბერად და უწოდეს სახელად შიო. იგი დადგენილ იქნა მონასტრის ტრაპეზრად, შემდეგ – ეკონომოსად. 1995 წელს ბერი შიო დიაკვნად აკურთხეს, 1996 წელს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ბერ-დიაკონი შიო მღვდლად აკურთხა. 1997 წელს მღვდელმონაზონი შიო დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად.1998 წელს მან დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა გააგრძელა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე. 1998 წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად. 1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის 20 სექტემბრიდან არის ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი. 2001 წლის ოქტომბრიდან იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა (ურბნისი) იღუმენი შიო გამოარჩია ახლად შექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუის ეპარქიის წინამძღოლად. 7 სექტემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა იღუმენ შიოს ეპისკოპოსად კურთხევა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შეასრულა წმიდა სინოდის წევრების თანამონაწილეობით. 2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი შიო დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. 2009 წელს ეპისკოპოსი შიო აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში. 2010 წლის 2 აგვისტოს დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. 2017 წლის 23 ნოემბერს მეუფე შიო დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ, ხოლო 2018 წლის 21 ივნისს წმინდა სინოდის სხდომაზე დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.

მეუფე

საზოგადოება 1777406725

რა არის ცნობილი პატრიარქობის სამი კანდიდატის შესახებ - დეტალები მათი ბიოგრაფიიდან

წმინდა სინოდმა პატრიარქობის სამი კანდიდატი შეარჩია. პატრიარქობის კანდიდატები არიან:კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).სინოდის წევრებმა პატრიარქობის სამი კანდიდატი ექვსი პრეტენდენტიდან შეარჩიეს. ფარული ხმის მიცემის შედეგად კანდიდატთა ხმები ასე გადანაწილდა: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა – 7-7 ხმა. მეუფე შიო (მუჯირი) – სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი დაიბადა 1969 წლის პირველ თებერვალს თბილისში. თბილისის 53-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ (პარალელურად სწავლობდა სამუსიკო სასწავლებელში), 1988 წლიდან ელიზბარ მუჯირმა სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში.  1991 წელს ელიზბარ მუჯირი მორჩილად დაემკვიდრა შიომღვიმის მონასტერში. 1993 წელს, 5 თებერვალს, მორჩილი ელიზბარი აღკვეცეს ბერად და უწოდეს სახელად შიო. იგი დადგენილ იქნა მონასტრის ტრაპეზრად, შემდეგ – ეკონომოსად. 1995 წელს ბერი შიო დიაკვნად აკურთხეს, 1996 წელს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბერ-დიაკონი შიო მღვდლად აკურთხა. 1997 წელს მღვდელმონაზონი შიო დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად.1998 წელს მან დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა გააგრძელა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე. 1998 წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად. 1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის 20 სექტემბრიდან არის ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი. 2001 წლის ოქტომბრიდან იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა (ურბნისი) იღუმენი შიო გამოარჩია ახლად შექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუის ეპარქიის წინამძღოლად. 7 სექტემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა იღუმენ შიოს ეპისკოპოსად კურთხევა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შეასრულა წმიდა სინოდის წევრების თანამონაწილეობით. 2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი შიო დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. 2009 წლის ეპისკოპოსი შიო აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში. 2010 წლის 2 აგვისტოს დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. 2017 წლის 23 ნოემბერს მეუფე შიო დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ. ხოლო 2018 წლის 21 ივნისს წმინდა სინოდის სხდომაზე დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით. მეუფე იობი (აქიაშვილი) – მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი მიტროპოლიტი იობი, ერისკაცობაში ელგუჯა ზურაბის ძე აქიაშვილი, დაიბადა 1960 წლის 29 მაისს ყაზბეგის რაიონ სოფელ სნოში. 1977 წელს ელგუჯა აქიაშვილმა დაამთავრა სოფელ სნოს საშუალო სკოლა, 1978 წელს ჩაირიცხა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში იგი იყო სიონის საპატრიარქო ტაძრის სტიქაროსანი. 1982 წელს ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოში ეკონომისტად. 1983 წლიდან ელგუჯა აქიაშვილი საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-სამეურნეო განყოფილების უფროსის მოადგილეა. 1984 წელს გაწვეულ იქნა სამხედრო სამსახურში. დაბრუნების შემდეგ მუშაობა განაგრძო საქართველოს საპატრიარქოში არქივარიუსად. 1985 წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. სემინარიაში სწავლის დროს გადაწყვიტა კიდევ უფრო ახლოს გაცნობოდა მონასტრული ცხოვრების წესს. არდადეგების დროს იყო მორჩილი ბეთანიის მამათა მონასტერში, მარტყოფის საპატრიარქო რეზიდენციაში.1988 წლის 3 იანვარს სამთავროს მონასტერში წილკნელმა ეპისკოპოსმა ზოსიმემ (შიოშვილი) ელგუჯა აქიაშვილი აღკვეცა ბერად და უწოდა სახელი იობი. იმავე წლის 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ბერი იობი აკურთხა დიაკვნად, ხოლო 28 მარტს – მღვდლად. 1988 წლის 22 ივნისს მღვდელმონაზონი იობი დაინიშნა მარტყოფის ღვთაების მონასტრის წინამძღვრად. 1989 წლის ზაფხულში მღვდელმონაზონი იობი მონაწილეობდა აჭარაში მოწყობილ მისიონერულ მოგზაურობაში. 1989 წლის 3 სექტემბერს იგი აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში, იმავე წლის ოქტომბერში უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გადაყვანილ იქნა აჭარაში სხალთის ახლად გახსნილ მამათა მონასტერში. 1990 წლის 28 აგვისტოს ვარძიაში წირვის დამთავრების შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა იღუმენი იობი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა.1990 წლის სექტემბერში არქიმანდრიტი იობი გადაყვანილ იქნა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში, კომანის მონასტერში, მაგრამ ელემენტარული საცხოვრებელი პირობების არქონის გამო იძულებული გახდა დროებით კვლავ თბილისში დაბრუნებულიყო. 1990 წლის ივლისიდან დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს ახლად ჩამოყალიბებული სოფლის მეურნეობის განყოფილების თავმჯდომარედ, იმავდროულად ასრულებდა მარტყოფის ღვთაების მონასტრის წინამძღვრის მოვალეობასაც. 1992 წლის მაისში საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით არქიმანდრიტი იობი გამორჩეულ იქნა მანგლელ ეპისკოპოსად. 1992 წლის სექტემბრიდან ეპისკოპოსი იობი დაინიშნა სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორად.1992 წლის 25 დეკემბერს მეუფე იობი გადაყვანილ იქნა ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველად და ხულოს სასულიერო სასწავლებლის რექტორად. 1995 წლის გაზაფხულზე წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის გაყოფის შემდეგ ეპისკოპოსი იობი დაინიშნა ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსად. 1996 წლის 21 ოქტომბრიდან დაინიშნა ურბნისისა და რუისის ეპარქიის მმართველად და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. 1996 წლის 25 დეკემბერს აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, 2000 წლის დეკემბერში მიტროპოლიტის ხარისხში. 2007 წლის 25 დეკემბერს დაჯილდოვდა წმინდა გიორგის უმაღლესი ორდენით. 2003 წელს პირადი განცხადების საფუძველზე განთავისუფლდა ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან და სათავეში ჩაუდგა საპატრიარქოს საღვთისმეტყველო და ლიტურგიკულ კომისიებს. მეუფე იობის დამსახურებაა ურბნისისა და რუისის ეპარქიაში საეკლესიო ცხოვრების აღორძინება. ეპარქიაში შემავალ თითქმის ყველა სოფელში აღადგინეს ძველი ან ააშენეს ახალი ეკლესიები. დაფუძნდა მამათა და დედათა მონასტრები, სასულიერო სასწავლებლები. მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) – ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მიტროპოლიტი გრიგოლი, ერისკაცობაში გურამ გრიგოლის ძე ბერბიჭაშვილი დაიბადა 1956 წლის 18 ივლისს თბილისში. 1964-1973 წლებში სწავლობდა 134-ე საშუალო სკოლაში. 1986-1987 წლებში გურამ ბერბიჭაშვილი მსახურობდა თბილისის დიდმოწამე ბარბარეს (ქვემო) ეკლესიაში ჯერ სტიქაროსნად, შემდეგ მნათედ. 1988-1991 წლებში გურამ ბერბიჭაშვილი სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1991-1994 წლებში – თბილისის სასულიერო აკადემიაში. 1989 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობას, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ (მელიქიძე) გურამ ბერბიჭაშვილი აკურთხა დიაკვნად, იგი განწესებულ იქნა ბათუმის საკათედრო ტაძარში. 1990 წლის 24 მარტს, მიტროპოლიტმა კონსტანტინემ ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში დიაკონი გურამი აკურთხა მღვდლად და დაადგინა ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ეკლესიის წინამძღვრად, 1991 წლის 6 მაისიდან პარალელურად ახლად ამოქმედებული აჭის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია.1993 წლის 15 ივლისს იგი ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით, 1994 წლის 2 თებერვალს მას მიენიჭა დეკანოზის წოდება. 1996 წლის 21 მარტს შემოქმედის მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარში დეკანოზი გურამ ბერბიჭაშვილი ეპისკოპოს იობის მიერ აღკვეცილ იქნა ბერად და ეწოდა სახელად გრიგოლი, 23 მარტს მას მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება და დაჯილდოვდა მიტრისა და გამშვენიერებული ჯვრის ტარების უფლებით. 1996 წლის 24 მარტს უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ქართველ მღვდელმთავართა თანამწირველობით არქიმანდრიტი გრიგოლი ფოთის ეპისკოპოსად აკურთხა.ახალი პარტრიარქი ეკლესიის გაფართოებულ სხდომაზე 17 მაისამდე უნდა აირჩიონ.ბიოგრაფიული ცნობები მომზადებულია საპატრიარქოს ვებგვერდიდან.

მამა ნაუმი

საზოგადოება 1777061457

„სწორად გაცემულ სიკეთეს, სასწაული შეუძლია...“ - მამა ნაუმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება

ყინწვისში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მოღვაწე მამა ნაუმის ჯანმრთელობის შესახებ, რომლის სახელსაც სასწაულები უკავშირდება და მას მართლმადიდებელი მრევლი კარგად იცნობს, სოციალურ ქსელში ახალი ინფორმაცია ვრცელდება. „სწორად გაცემულ სიკეთეს, მხოლოდ სასწაული შეუძლია; მამა ნაუმი ძალიან მკაცრ ბერულ ცხოვრებას ეწეოდა, ავადმყოფობას კი გადაწყვიტა მარტო მის ბერმონაზვნებთან ერთად მოერეოდა, მაგრამ ვერა, დაავადება დამძიმდა, მაგრამ ამ დროს ხომ მხოლოდ უფალი არის გადამწყვეტი და ამ შემთხვევაშიც;და აი საოცრებავ! მამაოს ლოცვები და სიყვარული, რაც გასცა და გამოიყენა ადამიანების დასახმარებლად, უფალმა თქვენ სიკეთით და სიყვარულით უკან დაუბრუნა.ორი წელი ვერ მივაღწიე მამაომდე, გასაგები მიზეზების გამო, ( თვალით ვერ ვნახე, ინფორმაცია მქონდა ცუდად არის ) კერძოდ ის ბერია და ბერულად მკურნალობდა, სანამ არ გართულდა დაავადება. გადაწყვეტილება უფალმა მიიღო, ის დატოვა ჩვენთან, რათა ენახა მამაოს, მისი ღვაწლი და შრომა როგორ დაფასდა კეთილი ადამიანების მხრიდან! ამით მინდა გითხრათ რომ მლოცველ ადამიანებს წმინდანებს, ბერებს, მონაზვნებს ჩვენი სიყვარული სჭირდება და მაშინ ყველა ძლიერი ვართ! ასე ვიტყოდი სიყვარული სიყვარულის წილ და ცხოვრება მშვენიერია, დედამიწაზეც სამოთხეა თუ სიყვარული არის! მამაოს ახლა სიცოცხლე ეტყობა სახეზე და ისევ მკურნალობით კარგ შედეგებს მიაღწევს მისი ჯანმრთელობა, ეტლში შეგხვდებათ, მოგეფერებათ, იტირებს, გეჩხუბებათ კიდეც, როგორც ყოველთვის! ჯანმრთელობას ვუსურვებ მამაოს და ყველა თქვენი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მამაოსთვის, ისე თქვენთვის. უფალმა გაგაძლიეროთ!“, - წერს ირმა ნატროშვილი სოციალურ ქსელში. 

მოსე (კოკოლიშვილი)

საზოგადოება 1776684300

გარდაიცვალა სქემ-მონაზონი მოსე (კოკოლიშვილი)

 87 წლის ასაკში სქემ მონაზონი მოსე (კოკოლიშვილი) გარდაიცვალა – სამწუხარო ინფორმაციას რუის-ურბნისის ეპარქია ავრცელებს.მონაზვნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სქიმ-მონაზვნის „ფეისბუკის“ ოფიციალური გვერდიც.„87 წლის ასაკში ღვთივ განისვენა, რუის-ურბნისის ეპარქიის სოფელ სანებლის წმინდა ნიკოლოზის მამათა მონასტრის წევრმა, სქემ მონაზონმა მოსემ (კოკოლიშვილი).დაკრძალვა – სამშაბათს, 21 აპრილს, 14:00 საათზე, ამავე მონასტრის ეზოში!გთხოვთ, თქვენს წმინდა ლოცვებში მოიხსენიოთ, ახლად შესვენებული სქემ მონაზონი მოსე“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შუქი

საზოგადოება 1776285116

16 აპრილს შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

 გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 16 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. „ჩუღურეთის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ზაარბრუკენის მოედნის, დიდხევის დარმართის, წმინდა ნიკოლოზის, გორკის, ემილ ვერჰარნის, სხირტლაძის, კუმისის, არაგვისპირელის, ბუხაიძის, კოლხეთის, ოსიაურის, თოიძის, გამცემლიძის, სანთლის, ვეძათხევის, ახვლედიანის, კვინიტაძის, საღარაძის, ბარათაშვილის, ლოჭინის, ლენტეხის, გრანელის, წმინდა ვახტანგ III, ახალციხის, ხიმშიაშვილების, ქვლივიძის, ბენაშვილის, ჯავახიშვილის, ტოლსტოის, სულიაშვილის, მჭედლიშვილის, გამცემლიძის, კოტე და სოსო წერეთლების, უზნაძის, ჩხეიძის, ხეთაგუროვის, ციმაკურიძის, ბურების, იაროსლავის, წინამძღვრიშვილის, ნათიშვილის და მამარდაშვილის ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, გარდაბნის გზატკეცილის, პატარა ლილოს დასახლების, დიდი ლილოს დასახლების, აფრიკის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, ცისარტყელის, გვაზავას, თურმანაულის, გრიგორაშვილის, გურგენიძის, მოსტკოვის, ქინძმარაულის, გურჯიევის, თურაშაულის, ოდიშელიძის, აფხაზის, ქვილითაიას, შტენბერგის, იების, წურწუმიას, სავანის, ფაღავას, მაჩაბლის, ბახტაძის, ალექსიძის, ველის, იდუმალის, რაზიკაშვილის, გუმათის, საჯაიას, სანაძის, ქიზიყის, ჭილაშვილის, გუგუშვილის, გაბაშვილის, ერმაკოვის, ჭიჭინაძის, აფშინაშვილის, ცისკარიშვილის, ზაალიშვილის, ოზაანის, ორბელების, დობორჯგინიძის, ჩალაძის, გუმათჰესის, მაჭარის და ფრისის ქუჩების მოსახლეობას",- ნათქვამია „თელასის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ნათურა

დედაქალაქი 1776191792

შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 16 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.„თელასის“ ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს:ჩუღურეთის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ზაარბრუკენის მოედნის, დიდხევის დარმართის, წმინდა ნიკოლოზის, გორკის, ემილ ვერჰარნის, სხირტლაძის, კუმისის, არაგვისპირელის, ბუხაიძის, კოლხეთის, ოსიაურის, თოიძის, გამცემლიძის, სანთლის, ვეძათხევის, ახვლედიანის, კვინიტაძის, საღარაძის, ბარათაშვილის, ლოჭინის, ლენტეხის, გრანელის, წმინდა ვახტანგ III, ახალციხის, ხიმშიაშვილების, ქვლივიძის, ბენაშვილის, ჯავახიშვილის, ტოლსტოის, სულიაშვილის, მჭედლიშვილის, გამცემლიძის, კოტე და სოსო წერეთლების, უზნაძის, ჩხეიძის, ხეთაგუროვის, ციმაკურიძის, ბურების, იაროსლავის, წინამძღვრიშვილის, ნათიშვილის და მამარდაშვილის ქუჩების მოსახლეობას.სამგორის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, გარდაბნის გზატკეცილის, პატარა ლილოს დასახლების, დიდი ლილოს დასახლების, აფრიკის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, ცისარტყელის, გვაზავას, თურმანაულის, გრიგორაშვილის, გურგენიძის, მოსტკოვის, ქინძმარაულის, გურჯიევის, თურაშაულის, ოდიშელიძის, აფხაზის, ქვილითაიას, შტენბერგის, იების, წურწუმიას, სავანის, ფაღავას, მაჩაბლის, ბახტაძის, ალექსიძის, ველის, იდუმალის, რაზიკაშვილის, გუმათის, საჯაიას, სანაძის, ქიზიყის, ჭილაშვილის, გუგუშვილის, გაბაშვილის, ერმაკოვის, ჭიჭინაძის, აფშინაშვილის, ცისკარიშვილის, ზაალიშვილის, ოზაანის, ორბელების, დობორჯგინიძის, ჩალაძის, გუმათჰესის, მაჭარის და ფრისის ქუჩების მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.