ნინო სურგულაძე

საზოგადოება 1714132920

„სამმა ქართველმა ერთად ვიმღერეთ იტალიაში… არაჩვეულებრივი წარმატებით ჩაიარა სპექტაკლებმა…“ - ნინო სურგულაძე

ქართველი საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე აქვეყნებს ფოტოს, რომელიც კოლეგებთან ერთად იტალიაში, კერძოდ, ქალაქ ბარში გამოსვლის შემდეგ აქვს გადაღებული.ნინო აღნიშნავს, რომ სცენაზე ერთდროულად სამი ქართველი იდგა:„არაჩვეულებრივი წარმატებით ჩაიარა იტალიაში, კერძოდ ბარიში (წმინდა ნიკოლოზის ქალაქში) სპექტაკლებმა, სადაც სამმა ქართველმა ერთად ვიმღერეთ (რამაზ ჩიკვილაძე, მადინა სერებრიაკოვა კარბელი, ნინო სურგულაძე).მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა დიდი ყურადღებისთვის და სითბოსთვის, რომელიც ბარის გენერალურმა კონსულმა იტალიაში, ბატონმა ვატო ანდღულაძემ გამოიჩინა ჩვენ მიმართ.მადლობა კიდევ ერთხელ იტალიელ მაყურებელს და პეტრუცელის ულამაზესი თეატრის ყველა თანამშრომელს პროფესიონალიზმისთვის…“ 

წყალი

დედაქალაქი 1713468767

წყალი მთელი ღამით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება:ისნის რაიონში, არმაზის ქ. N 33 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით  18/04 19:45-დან 19/04 05:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: არარატის და არმაზის ქუჩებს.სამგორის რაიონში, სოფ. დიდი ლილო, ერეკლე მეორეს ქ. N 95 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 18/04 19:30-დან 19/04 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: სოფელ დიდ ლილოს.სამგორის რაიონში, ჩხენკელის ქ. 2 შეს. N 8 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 18/04 18:40-დან 19/04 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: აკაკი ჩხენკელის ქუჩას შესახვევებით.გლდანის რაიონი,გმირ კურსანტთა ქ. 1 შეს. N 3 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 11:00-დან 21:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: გმირ კურსანტთა ქ. 1 შესახვევის 3 ნომრებს.დიდუბის რაიონი,წყალი შეუწყდათ ავარიულად გრიგოლ რობაქიძის გამზ. N31 თან ქსელზე დაზიანების გამო, წყალმომარაგება აღდგება 23:00-საათაზე  წყალმომარაგება შეუწყდება: დიღმის მასივის 2-ე, 3-ე, 4-ე, 5-ე, 6-ე კვარტლებს, ბელიაშვილის, პაიჭაძის და მიქელაძის, რობერტ ბარძიმამშვილის, ბათუ კრავიშვილის, ლევან ცისკარიშვილის ქუჩებს.საბურთალოს რაიონი,სოფ.დიღომი, მიხეილ ჭიაურელის ქ. N 7 თან ქსელზე დაზიანებაა. წყლის მიწოდება შეგიწყდებათ 18/04 15:00-დან 19/04 01:00-საატამდე წყალმომარაგება შეუწყდება: სოფ.დიღომში, მიხეილ ჭიაურელის ქუჩას.ჩუღურეთის რაიონი,წყალი შეგიწყდათ წმინდა ნიკოლოზის ქ. N 4 ში მოქალაქის კუთვნილ ქსელზე დაზიანების გამო,. წყალმომარაგება აღდგება 21:00 საათზე წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს: ჩიქობავას, ქვლივიძის, გოცირიძის, ტერ. გრანელის, ბენაშვილის, მამარდაშვილის , არაგვისპირელის , ვერჰანის , ბუხაიძის , გორკის , ჩაისუბნის , კუმისის , თოიძის , წმინდა ნიკოლოზის, ნ. ჩხეიძის, მარჯანიშვილის N53-67-(ლუწებს), N46-56(ლუწებს). ჩიტაიას N46-56(ლუწებს) N 1- 7(კენტებს). მარჯანიშვილის შეს. ადიგენის, ახალციხის, ნათიშვილს, ოსიაურის, ლენტეხის, კალანდარიშვილის, ციმაკურიძის, შურდულის და ანთელავას ქუჩებს.წყალმომარაგების წყვეტას დაემატა ციმაკურიძის და ახალციხის ქუჩები.

წყალი

დედაქალაქი 1711048221

თბილისში, წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება:საბურთალოს რაიონში, იყალთოს გორის ქუჩის N 2 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 21/03 18:45-დან 22/03 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: იყალთოს გორის, ლიხაურის, ნატახტარის, ქარელის, ტუსკიას, ბაკურციხის, წინაუბნის, ტეხურის N31-39(კენტებს), N24-34(ლუწებს), ბაკურიანის, დოლიძის N47-143(კენტებს) და N60-144(ლუწებს).კრწანისის რაიონი, სამღებროს ქ. N 21 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 20/03 22:00-დან 21/03 10:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: ბოტანიკური, სამღებრო, ირგვლივი, საადი, ბაღის, აჯიაშვილის ქუჩებს.საბურთალოს რაიონი, თინათინის და რამაზის ქუჩების კვეთაზე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 20/03 22:00-დან 21/03 10:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება:თინათინის 15-21(კენტი) 16-22(ლუწი), ფატმანი 2-52(ლუწი), 1-45(კენტი), ავთანდილი 19-23კენტი), 20-26(ლუწი) და რამაზის ქუჩას (სრულად).ნაძალადევის რაიონი, მონადირის ქუჩაზე სატუმბო სადგურში წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 20/03 22:30-დან 21/03 11:00-მდე წყალმოამრაგება შეუწყდება:ხიზაბავრის ქუჩა ჩიხებით, იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩა ჩიხებით და შესახვევით, ჯანჯღავას ქუჩა შესახვევებით და ჩიხებით, ჩიქვანაიას ქუჩას ჩიხებით; ქერჩის, ილორის, ზარზმის, კაჭარავას, რევოლუციის, ხანძთის, ბაღნარის ქუჩებს; სოფ.გლდანში: 26 მაისის, ყაზბეგის, წერეთლის, თამარ მეფის, მრევლიშვილის, დარასელიას, დ.თავდადებულის ქუჩებს; გაზის დასახლებას, ავჭალა 2-ის დასახლებას; ცენტოლიტის დასახლებას; ხევძმარის N4, ანდრონიკაშვილის, ხიზანიშვილის, ხიზანბარელის, სკოლის, ბიჭვინთის, მანაგაძის, ჩოლოყაშვილის, აღმაშენებლის, გამარჯვების ქუჩებს; ანდრონიკაშვილის II შესახვევს. მუხიანის სამხედრო დასახლება იგივე ავჭალა 1-ში: გაბაშვილის, მარჯნის, ღვალაძის, ქობის, ბრონშტეინის ქუჩებს თავისი შესახვევებით და ჩიხებით, მუხიანის 1-ლ და მე-2 მ/რ მთლიანად, მე-3 მ/რ-ს 17, 18, 19, 20, 21, 22 კორპუსებს, მე-4 ა მ/რ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 კორპუსებს, გობრონიძის ქუჩას ჩიხებით, ზღვის უბნის (თემქის) მე-3 მ/რ-ს ყველა კვარტლებს (გარდა მე-3 მ/რ-ს 1-ლი კვარტლის 1, 8, 9, 18, 19, 20, 21, 22 კორპუსებისა).სამგორის რაიონი, კახეთის გზატკეცილი, იუმაშევის N 4 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 01:00-დან 13:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება:საქნავთის დასახლებას,სადგური ლილოს დასახლებას,არსენ მეკოკიშვილის ტყემალაძის(კამოს) ქუჩებს.საბურთალოს რაიონივიქტორ დოლიძის ქ. N 24 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 04:00-დან 16:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება:ჩაილურის ქ.N 33-დან 45 (კენტები), N 36-დან 46(ლუწები), პანკისის ქუჩას, პანკისის შესახვევს, პეკინის შესახვევს, პეკინის ქ. N 2-დან 10 (ლუწები) და 3 ნომერს, დოლიძის ქ.N 5-დან 45(კენტები), 2-დან 60 (ლუწები) და ქაფიანიძის ქ. 6 (იგივე ჩაილურის ქ.46) ქუჩებს.საბურთალოს რაიონი, ვიქტორ დოლიძის ქ. N 24 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 04:45-დან 17:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება:ჩაილურს, ახალშენის, ჭიათურის, პლატონ იოსელიანის, მელიტონ ბალანჩივაძის (გარდა N39,40), სულხან ნასიძის ქუჩებს.საგორის რაიონში, იუმაშევის ქუჩის N 4 თან ქსელზე დაზიანებაა. წყლის მიწოდება შეგიწყდებათ 09:30-დან 23:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: საქნავთის დასახლებას,სადგური ლილოს დასახლებას,არსენ მეკოკიშვილის ტყემალაძის(კამოს) ქუჩებს.მთაწმინდის რაიონი, დღეს, 21/03 რ. თაბუკაშვილის ქ. N12-თან ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. წყალი შეგიწყდებათ 21/03 12:00-დან 21/03 18:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება:თაბუკაშვილის N 1-11(კენტებს), N2-14 (ლუწებს), ხაზინის, ფხოვის, ფურცელაძის N 12-18 (ლუწებს), N 11-15 (კენტებს), გუდიაშვილის N1-7 (კენტებს) ქუჩებს.კრწანისის რაიონი, დღეს, მტკვრის ქ. N6-თან ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. წყალი შეგიწყდებათ 21/03 12:00-დან 21/03 18:00-მდე. წყალმომარაგება შეუწყდება:მთაწმინდის რაიონი: ათონელის, ვახტანგ ორბელიანის, სანაპიროს N 2-6 (ლუწებს), ფურცელაძის N 26-36 (ლუწებს), აბჟანდაძის ქუჩებს.კრწანისის რაიონი:მტკვრის, გოგჩას, ბარათაშვილის N 2-14 (ლუწებს), სულხანიშვილის ქუჩებს.ნაძალადევის რაიონი,ზღვის უბნის 3 მ/რ 1 კვ N 70-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 10:15-დან 19:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:ზღვისუბნის 3 მკ/რ 1 კვარტალს (სრულად).ჩუღურეთის რაიონი,ნათიშვილის ქუჩის N 8 თან ქსელზე დაზიანებაა. წყლის მიწოდება შეგიწყდებათ 10:50-დან 16:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:ნათიშვილის, ბუხაიძის, ვეძათხევის, ადიგენის, ციმაკურიძის, შიო არაგვისპირელის, ჩაისუბნის, კუმისის, ანთელავა, წმინდა ნიკოლოზის, თოიძის N2-N30 (ლუწებს), N1-N29 (კენტებს).აღნიშნულ არეალს დაემატა: ჩიქობავა N1-N15 (კენტები), ჯავახიშვილი N2-14 (ლუწები) N1, N3, N5. გორკის N1-N9 (კენტები) N2-N22 (ლუწები)კრწანისის რაიონი,ანტონ კათალიკოსის ქ. N15-ის მიმდებარედ, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით წყალმომარაგება შეგიწყდებათ 21/03 11:00-დან 22/03 08:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება:აბესაძის ქ. ჩიხებით; საიათნოვას ქ; ანტ.კათალიკოსის ქ. ჩიხით; ივერიის ქ. ჩიხით; გრიგოლ ხანძთელის ქ;  კოტე აფხაზის ქ. 1-27. 2-16; კალისტრატე ცინცაძის ქ. 2-4. 1-7; ვახტანგ ბერიძის ქ; შალვა დადიანის ქ. 2-4. პუშკინის ქ. 1.ნაძალადევის რაიონი,გუდამაყრის ქუჩის N 2 ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 10:45-დან 16:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:გუდამაყრის ქუჩის N2.საბურთალოს რაიონი,სოფ. დიღომი რამაზის ქუჩის N 50 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 11:30-დან 21:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:რამაზის ქუჩის N47-N65 (კენტებს) N50-N82(ლუწებს).ნაძალადევის რაიონი,გუდამაყრის ქუჩის N 2 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით  12:30-დან 18:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ბუაჩიძის , გუდამაყრის , ჩარგლის N61-67 (კენტები) N48-50 (ლუწები), გურამიშვილის N25-33(კენტები) და სანზონის N9,10,11,12,13,14,15,19,20,21 კორპუსებს და პირველ საუნივესიტეტო კლინიკას.გლდანის რაიონი,ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის ქუჩის 2 შეს. N 1 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 12:40-დან 21:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის ქუჩის(ჩიხებით და შესახვევებით)ვაკის რაიონი,აბაშიძის ქუჩის N 40 თან ქსელზე დაზიანებაა. წყლის მიწოდება შეგიწყდებათ 13:00-დან 20:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:ი.მოსაშვილის N1, 3, 5, 11 და N 2- 40(ლუწებს), ჭავჭავაძის გამზ. N42,44,46, 54, 56 ,62,64, 74 ა და 74/11, ელიავას (ყოფილი დარიალის), მირცხულავა,არაყიშვილი,  მუხაძის, მიშველაძის, ბერძენიშვილის, კავსაძის, ფალიაშვილის N 33დან ზევით (კენტებს), 38 დან ზევით  (ლუწებს), ი. აბაშიძის N 21 დან ზევით (კენტებს), N22 დან  (ლუწებს).ვაკის რაიონი,ყიფშიძის ქუჩის N 6 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 13:30-დან 22:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ყიფშიძის, აბულაძის, ვ. გაბაშვილის ქუჩებს, ჭავჭავაძის N37.ვაკის რაიონი,ჩიქოვანის ქუჩის N 18 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 13:45-დან 19:00-საატამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ჩიქოვანის ქუჩის N18.ისნის რაიონი,ამირეჯიბის ქუჩის N 46 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 14:00-დან 22:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: გეზათის და კონსტანტინე ამირეჯიბის ქუჩებს.ისნის რაიონი,წურწუმიას ქუჩის 1 შეს. N 3 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 15:15-დან 23:00-საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ალექსანდრე წურწუმიას შესახვევს.

gabrieli

საზოგადოება 1710784230

"კვირა დღეს მცირე ცოდვაც რომ ჩაიდინო, ათწილ უფრო მეტ დანაშაულში ჩაგეთვლება, რადგან ის დღე ღმრთისაა" - რა უნდა ვაკეთოთ კვირაობით

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე) მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირი გახლავთ, რომელიც თავისი კეთილი და ერისთვის სასარგებლო საქციელით დიდად გამორჩეული გახლდათ. ეპისკოპოსი გაბრიელი იყო საოცარი მოწყალე და ქველმოქმედი, თავისი სამწყსოს ქვრივთა და ობოლთათვის ლუკმის მიმწოდებელი. იტყოდა ხოლმე, მაძღარს არ ვაჭმევ, რადგან მშიერიც ბევრი მეგულებაო.  ერთ დიდსა და სასტიკ ზამთარში, როცა ქუთაისის ღარიბები დიდ გაჭირვებაში და განსაცდელში ჩავარდნენ, მღვდელმთავარმა თავისი ფეხით დაიარა გაჭირვებულთა ქოხმახები და აღმოუჩინა მათ შემწეობა, რამდენიც შეეძლო. იგი ღრმად თანაუგრძნობდა მდაბალ ხალხში სწავლა-განათლების გავრცელებას, მრავალ მოსწავლეს უწვდიდა დახმარების ხელს, საკუთარ სახლში ინახავდა და სწავლის ქირასაც უხდიდა, ამ ყმაწვილებთან სადილობდა და ბაასობდა იმ მიზნით, რომ მათში გაეღვიძებინა კეთილშობილური აზრები. მათ ნორჩ გულებში დაენერგა სიყვარული სიმდაბლისადმი. მისი დევიზი იყო: „მე არა მეკუთვნის რა, ყველაფერი ღვთისაა“.მეუფე გაბრიელი ერთ-ერთი მხურვალე დამცველი იყო ქართული ენისა, რომელიც XIX საუკუნეში, საუბედუროდ, გადაგვარების მომაკვდინებელი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ის გაბედულად ებრძოდა ყველას, ვინც ეჭვქვეშ აყენებდა მშობლიური ენის არსებობის აუცილებლობის საკითხს.სიცოცხლის ბოლოს მეუფე გაბრიელს მძიმე სულიერი ბრძოლები დაეწყო, ხშირად ტანჯავდნენ საშინელი მოჩვენებანი. კაცთა მოდგმის მტერმა უკანასკნელი ბრძოლა გამართა, რათა ფიზიკურად დასუსტებული მოხუცი სულიერად ეძლია. გარდაცვალების წინა დღეს მეუფე შემდეგ სიტყვებს იმეორებდა: „ღმერთო, მოწყალე მექმენ მე ცოდვილსა“, ხოლო სულის ამოსვლის წინ ამბობდა: „მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“. 1896 წლის 25 იანვარს მღვდელმთავარი გარდაიცვალა. უჩვეულოდ დიდი ზამთარი ყოფილა იმ წელს ქუთაისში. გზები თოვლისაგან იყო შეკრული. არათუ მიცვალებულის ღირსეული გაპატიოსნება, გელათში წასვენება და დაკრძალვა ვერ მოხერხდა უამონდობის გამო, არამედ მეზობელს მეზობელთან მისვლაც კი უჭირდა, ამიტომ გადაწყვიტეს, დაეცადათ გაზაფხულამდე, ვიდრე თოვლი არ გადნებოდა და გზები არ გაიხსნებოდა. მანამდე კი გაბრიელის ცხედარი ქუთაისის საკრებულო ტაძარში დაასვენეს. ისეთი დიდთოვლობა იყო, რომ არქიელის გორიდან გამოსვენებულ ცხედარს ადევნებული პროცესია შენობების სახურავებით უფრო მიდიოდა, ვიდრე ქუჩაზე. მიუხედავად უამინდობისა, საკრებულო ტაძარში მიცვალებულის გადასვენებას დიდძალი საზოგადოება დაესწრო.46 დღე ეთხოვებოდა გაბრიელ ეპისკოპოსს სრულიად საქართველო და მთელი ამ დროის მანძილზე მისი გვამი არ გახრწნილა.გარდაცვალებულის პირადი ქონება, საკუთარი სურვილით, მთლიანად ქვრივ-ობლებსა და ღარიბებს დაურიგდა.გამოქვეყნდა გაბრიელ ეპისკოპოსის გამოსათხოვარი სიტყვა. მეუფე უკანასკნელ შენდობას ითხოვდა ყველასაგან და თვითონაც ყველას მიუტევებდა შეცოდებებს.მოამზადა თეიმურაზ საგანელიძემ, გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 50 (101), 2000 წ.***გაბრიელ ქიქოძე ცნობილია ბრძნული გამონათქვამებით. აი, რას ამბობს ის კვირა დღეზე, როდესაც წირვიდან ვბრუნდებით, რას უნდა ვიქმოდეთ."წირვის შემდეგ, მიიღებ რა სადილს, ეცადე, რაიმე მცირე კეთილი საქმე მაინც აღასრულო;იქნებ ვინმე ღარიბი და საწყალი კაცი იცი, რაიმეთი შეეწიე ისე საიდუმლოდ, რომ მარჯვენამან შენმან არ შეიტყოს;იქნებ ვინმე შენი მეზობელთაგანი სნეული და მწუხარეა, მიდი და ნუგეში ეცი;იქნებ ვინმე ისეთი ნაცნობი გყავს, რომელსაც საღმრთო საგანზე ლაპარაკი უყვარს, მიდი მასთან, ილაპარაკე და დრო გაატარე.იმ დღეს ყბედ, მეჭორე და ცილისმწამებელ კაცთან არ მიხვიდე.ბოლოს, საღამოს მწუხრი მოისმინე და ასე ხორციელად მოსვენებული და სულიერად განახლებული, მეორე დღეს ექვსი დღის საქმესა და შრომას შეუდექი.იცოდე, რომ კვირა დღეს მცირე ცოდვაც რომ ჩაიდინო, ათწილ უფრო მეტ დანაშაულში ჩაგეთვლება, რადგან ის დღე ღმრთისაა..."წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის (ქიქოძე)ასევე დაგაინტერესებთ: „გოგონას ძვრა ვერ უყვეს, იდგა ოთხი თვე გაქვავებული, გულში ჩაკრული წმინდა ნიკოლოზის ხატით“ - გაშეშებული ზოიას ისტორია, რომელმაც ყველა შეძრა"წადით მთაში, სოფელში, გქონდეთ პატარა ბოსტანი” – ბერი პაისის წინასწარმეტყველება"დედას თეთრწვერა კაცი ესიზმრა: ოღონდ, იმ გადაწყვეტილებას, რითაც დაიძინე, ნუ შეასრულებ და მშობიარობაზე ცხრა ქალს დაგახმარო..." - ეთერ თათარაიძის საოცარი ისტორიები

წყალი

დედაქალაქი 1710612799

თბილისში, წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება:ვაკის რაიონი, ნინო რამიშვილის ქ. N 33 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით  12:30-დან 23:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: რამიშვილის ქუჩას (სრულად).კრწანისის რაიონი, სოფ. ფონიჭალა, აფხაზეთის ქ. N 28 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით  16/03 13:15-დან 17/03 01:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: აფხაზეთის, ილორის, გაგრის, რაფავას, ერეკლეს, სოხუმის და თამარ მეფის ქუჩებს.ისნის რაიონი, ახალუბნის ქ. N 9 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით  16/03 14:45-დან 17/03 03:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: შილდის, ფშავის, ნაქერალის, გედევანიშვილის, კვალეთის, მუჯირიშვილის, მრევლიშვილის, რუისპირის და ახალუბნის ქუჩებს.კრწანისის რაიონი, ალგეთის ქ. N 1 თან ქსელზე დაზიანებაა. წყლის მიწოდება შეგიწყდებათ 16/03 15:00-დან 17/03 03:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: ცურტაველის, ხარფუხის, მოსეხონელის, გრიგოლ მერჩულეს, თელეთის, ალგეთის და ბააზოვის ქუჩებს.ისნის რაიონი, მთისძირის ქ. N 1 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 16/03 16:20-დან 17/03 04:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: უშაკოვის ქუჩას (სრულად).მთაწმინდის რაიონი, რიწის ქ. N 2 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 16/03 17:00-დან 17/03 05:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: რიწის ქუჩას (სრულად).ჩუღურეთის რაიონი, წყალი შეგიწყდათ ავარიულად ეგნატე ნინოშვილის ქ. N 50 თან ქსელზე დაზიანების გამო. წყალმომარაგება აღდგება 21:00-საათზე. წყალმომარაგება შეუწყდება: ნინოშვილის ქუჩას (სრულად).ვაკის რაიონი, მოსაშვილის ქ. N 2 ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით  16/03 19:00-დან 17/03 02:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: მოსაშვილის ქუჩის N2.ჩუღურეთის რაიონი, გორკის ქ. N 37 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 16/03 19:30-დან 17/03 08:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: ჩიქობავას, ქვლივიძის, გოცირიძის, ტერ. გრანელის, ბენაშვილის, მამარდაშვილის , არაგვისპირელის , ვერჰანის , ბუხაიძის , გორკის , ჩაისუბნის , კუმისის , თოიძის , წმინდა ნიკოლოზის, ნ. ჩხეიძის, მარჯანიშვილის N53-67-(ლუწებს), N46-56(ლუწებს). ჩიტაიას N46-56(ლუწებს) N 1- 7(კენტებს). მარჯანიშვილის შეს. ადიგენის, ახალციხის, ნათიშვილს, ოსიაურის, ლენტეხის, კალანდარიშვილის, ციმაკურიძის, შურდულის და ანთელავას ქუჩებს.მთაწმინდის რაიონი, ოქროყანა, სულხან-საბა ორბელიანის ქ. N 1 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 16/03 20:00-დან 17/03 08:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: ოქროყანაში „ა“-ზონას.

წყალი შეწყდება

დედაქალაქი 1705515373

GWP წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს.კომპანიის ცნობით, თბილისის ქუჩების ნაწილს, წყალი შეწყვეტილი აქვს.gwp წყალმომარაგების აღდგენის დროს ასახელებს.დიდუბის რაიონი, დიღმის მასივი, 3 კვ.N33-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 17/01 17:45-დან 18/01 03:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება:დიღმის მასივის II და III კვარტალს, ბელიაშვილის 9-69 კენტებს, ლევან ცისკარიშვილის ქუჩას.გლდანის რაიონი, სოფ. გიორგიწმინდა, ქართლის ქ.N31-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 23:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: სოფ: გიორგიწმინდას. სოფ. გლდანი, ბარბარე გამრეკელის ქ.N15-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 23:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: ბარბარე გამრეკელის ქუჩას.საბურთალოს რაიონი, სოფ.დიღომი, ხატაეთის ქ.N58-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების გამო, წყალმომარაგება შეუწყდება: ხატაეთისა და შერმადინის ქუჩებს. წყალმომარაგება აღდგება 23:00-მდე. ასი ათასი მოწამის ქუჩის N 11-თან ქსელზე დაზიანების გამო, წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს: აღმაშენებლის ხეივანი 12 კმ., N 221 საჯარო სკოლას (მეგა სკოლა) (მხოლოდ სკოლას აქვს დაწყვეტილი წყალი). წყალმომარაგება აღდგება 18/01-ის 02:00-საათამდე.ისნის რაიონი, არველაძის ქ.N10-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით  23:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: საბარგოს დასახლება, არველაძის, ონიანის, ანწუხელიძის, თანდაშვილის, მებაღიშვილის და ამირიჯების ქუჩებს. გუჯარეთის N 17- 73 (კენტები) N30-100(ლუწები), მე-2 მელაანი, მე-3 მელაანი, მე-4 მელაანი, მე-5 მელაანი, დაისელის (ყოფილი საბანაკოს), რომან გვენცაძის ქუჩებს.ჩუღურეთის რაიონი, ნიკოლოზ გოცირიძის ქ.33-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 17/01 21:30-დან 18/01 09:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება:ჩიქობავას, ქვლივიძის, გოცირიძის, ტერ. გრანელის, ბენაშვილის, მამარდაშვილის, არაგვისპირელის , ვერჰანის , ბუხაიძის, გორკის, ჩაისუბნის, კუმისის, თოიძის, წმინდა ნიკოლოზის, ნ. ჩხეიძის, მარჯანიშვილის N53-67-(ლუწებს), N46-56(ლუწებს). ჩიტაიას N46-56(ლუწებს) N 1- 7(კენტებს). მარჯანიშვილის შეს. ადიგენის, ახალციხის, ნათიშვილს, ოსიაურის, ლენტეხის, კალანდარიშვილის, ციმაკურიძის, შურდულის და ანთელავას ქუჩებს. ასევე ნახეთ: დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა - ვალუტის კურსი„მოვა დრო და როცა ივერის ღვთისმშობლის ხატი ათონის მთას დატოვებს, ხატს საქართველოში ბერი ნიკოლოზი შემოუძღვება" - მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებარა ვითარებაა გზებზე - ვრცელდება უახლესი ინფორმაცია

წყალი

საზოგადოება 1705328213

თბილისის რომელ რაიონს როდის აღუდგება წყლის მიწოდება - ნახეთ, მისამართები და აღდგენის დრო

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეზღუდული აქვს. ამის შესახებ ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.ნაძალადევის რაიონი - გურამ ქუთათელაძის ქ.N23-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 14/01 21:00-დან 15/01 13:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდა:გეგუთის, სვირის, კიშინოვის, ზეკარის, ასურეთის, კურსების, დარკვეთის, ლუბოვსკის, მირზაანის, სანავარდოს, ლისაშვილის, ბუგეულის, წერონისის, თოდრიას, მაჩხაანის, ჟღენტის, ბახმაროს, გომარეთის, ახტალის, რაჭის, ლოტკინის მთის, სამღერეთის, ზაქარაიას, ხერთვისის, გორდის, ლაითურის, კლდეკარის, ნაქალაქევის, ხუდადოვის, ბეჟანიშვილის, თმოგვის, ქართლის, დაისის, ილურიძის, ჯავის, დიდი ჯიხაიშის, კოკინაკის, ლომთათიძის, მოლოკოვის, გრუზინსკის, ბენდელიანის, ზედაზენის ქ; თბილისის ზღვის მიმდებარედ კადეტთა კორპუსს და ლტოლვილთა დასახლებას, ბეშენოვას, ვანათის, გარეჯის ქუჩას შესახვევებით, ახალ მოწამეთას, კეხვის, იოსელიანის, სუვოროვის, თიანეთის, ტიბაანის, მუხრანის ქ. შესახვევებით და ჩიხებით, გლინკას, გარეჯელის, შენგელაიას, ნაგომარის, რატევანის, ბოგვის. ზღვის უბნის III მკ/რ -ის 1კვ. 1,8,9,18,19,20,21,22ვ; (რომელაშვილის ქ ) ზღვის უბნის მე-11 მკ/რ -ის 1, 2, 3 და 4 კვარტალებს, ზღვის უბნის მე-4 მკ.რ, ზღვის უბნის IV, IX, X, Xა Xბ კვარტლებს, შატილის, საჩხერის, ურეკის, ცოდნისკარის, ტყიბულის, სადმელის, კაკაბაძის, ველისციხის, ბარამიძის, სარაჯიშვილის, ჩარგლის, ჭოპორტის, ჟინვალის, ზიგზაგის, გვაზაურის, ცინცაძის, სანერგოს, სააკაძის, სვანეთის, ლეჩხუმის, ნიკო მარის, ჯანელიძის, გომბორის, სუმბათაშვილის, ხევსურეთის, საჭილაოს, წიკლაურის, ურიდიას, ცქიტიშვილის, ჩხიკვაძის, ცოტნე დადიანის მე-2 მკ/კ. სანზონის კორპუსებს. გურამიშვილის გამზ. ქვიშხეთის, არბოს, ქსნის, ერწოს ქუჩებს, დადიანის ქ. # 34-ის კორპუსებს, დადიანის 13-323 და 2-160, ხევისუბნის, ზვარეთის, იფნევის, ჟველაურის, ედისის, არალეთი, გოგაშენის, ბჟოლეთის, ახალდაბის, ერისთავის, ჭყონდიდელის, ნინუას, ნათაძის, ბაგინეთის, წიწამურის, ზესტაფონის, ცისარტყელას, ხრესილის, ჭიჭინაძის, კოხრეიძის, კავთისხევის, მახინჯაურის, რკინიგზის, ე. მანჯგალაძის, მ. ქავთარაძის, ინწკირველის, კახიანის, ლალიონის, ვეშაპურის, ხიმშიაშვილის, ლიკანის, ნოვოროსიისკის, სურგულაძის, ხევსურეთის, ქართველიშვილის, ასკურავას, , ღრმაღელის, კნოლევის ქუჩებს. ლიახვის, ქსოვრელი, რიონჰესის ქუჩებს, გუდამაყრის, ბუაჩიძის, სიხარულიძის, კურნატოვის, სართანიას, ღოღობერიძის, იმერეთის ქუჩა შესახვევებით, ხვანჩკარის, ირემაშვილის, წრომის, ქებურიას, ქუთათელაძის ქ. გლდანის რაიონში გლდანის „ა“ I, II, III, IV, მ/რ , ახმეტელის მეტროს მიმდებარედ ორგანიზაციებს, შეშელიძის ქუჩას, ვეკუას ქ. გმირ კურსანტთას, ქერჩი, ვართაგავა, თიანეთის გზატკ. ვასაძე, მორეტი, ბოჭორიშვილი, ხიზაბავრი, ხიზანიშვილი, ფ. მოსულიშვილის, მეგობრობის ქ. უცნობ გმირთას , ანაპის დივიზიის 414 დივიზიის ქ. ჩუღურეთის რაიონში ჩუღურეთის რაიონში მეუნარგიას, ზაზიშვილის ქ.გლდანის რაიონი - ზაჰესი, გრიგოლ ხანძთელის ქ.N4-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 15/01 00:10-დან 15/01 12:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდა: ზაჰესი, გრიგოლ ხანძთელის ქუჩას.ჩუღურეთის რაიონი - ნინო ჩხეიძის ქ.N12-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 01:45-დან 14:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: ბუხაიძის მე-2 შესა, დოქი, წმინდა ნიკოლოზის, თოიძე და ნინო ჩხეიძის ქუჩებს.სამგორის რაიონი - სოფ. წინუბანი, მერი მდივანის ქ.49-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 14/01 20:30-დან 15/01 09:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდა: სოფ.წინუბანს.

men

საზოგადოება 1703688811

"ქალს ერთდროულად სამოცი კაცი არ უყვარს. რომც ჰყავდეს, მაინც ერთ კაცზე ოცნებობს. და კაცებს, უფლება რომ მოგცეთ, ჰარემს გააკეთებთ" - ზურა მხეიძის საინტერესო შედარება

ფსიქოლოგი ზურა მხეიძე, ქალისა და მამაკაცის შედარებას, უჯრედისა და სოციალური ქცევის დონეზე, ძალზე საინტერესოდ ახდენს. აი, რას ამბობს ის თავის ლექციაზე.ზურა მხეიძე: არ გიყვართ კაცებს როცა ვამბობ, რომ კაცის ქცევა სპერმის ქცევას ჰგავს, ოღონდ სოციალურ კონტექსტში; ქალის ქცევა, კვერცხუჯრედის ქცევას ჰგავს.ქალი ბუნებით კონსერვატორია, ქალს ერთდროულად სამოცი კაცი არ უყვარს. რომც ჰყავდეს, მაინც ერთ კაცზე ოცნებობს. და კაცებს, უფლება რომ მოგცეთ, ჰარემს გააკეთებთ, დაგვპატიჟებთ და გაწევთ ფარდას, აი, ჩემი გოგოები ყველაო. ქალს რომ ეუბნები, წარმოიდგინე, გაწევ ფარდას და აი, ჩემი კაცებიო, ცუდად ხდება, ამის გახსენებაზე, არ უნდა. ნახეთ, კვერცხუჯრედი როგორ იქცევა: ერთი განაყოფიერების შემდეგ ყველა დანარჩენისთვის იკეტება. ამიტომ მისი ბუნება ჩვეულებრივად კონსერვატიულია. და მამაკაცის სასქესო უჯრედი როგორ იქცევა? სად შეძვრეს თვითონაც არ იცის. დარბიან თავქუდმოგლეჯილი. და კვერცხუჯრედები არ დარბიან. ამიტომ დააკვირდით ბიოლოგიურ საწყისს, კანონზომიერებას. ძალიან საინტერესო ლოგიკაა, უჯრედის დონეზე და სოციალური ქცევის დონეზე... ასევე დაგაინტერესებთ: "მე ვიცი, თქვენ რასაც ეძებთ, ხელი გამოგვიწოდა - შეკრული მუჭა გახსნა და ხელისგულზე ეს მცირე ნატეხი ედო" - ქრისტეს საფლავის ქვის ნატეხის ისტორია„გოგონას ძვრა ვერ უყვეს, იდგა ოთხი თვე გაქვავებული, გულში ჩაკრული წმინდა ნიკოლოზის ხატით“ - გაშეშებული ზოიას ისტორია, რომელმაც ყველა შეძრა„ანა რომ გავიცანი, უკვე დაოჯახებული ვიყავი, რანაირად შეიძლებოდა, ანასთან რამე დამეწყო, რამე გამებედა?!“ - ანა კალანდაძის უცნობი სიყვარულის ისტორია

patriarqi

ისტორიები 1703611776

„პატრიარქის მომავალ სამყოფელში ოდნავ ბჟუტავდა სინათლე. კართან მოხუცი მონაზონი შეეგება... დეკემბრის ბოლო იყო, გარეთაც ციოდა და შიგნითაც...“ - უწმინდესის აღსაყდრების დღე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან - 46 წელი შესრულდა. ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს.„46 წელი არის წლები წამებისა, მაგრამ ეს წამება იყო და არის სასიხარულო. ღვთის ლოცვა-კურთხევა გვაძლიერებდა ჩვენ და თქვენი სიყვარული. ჩვენ მადლობელი ვართ თქვენი სიყვარულისთვის“, - ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა.ფეისბუქ გვერდი "თბილისური ამარკორდი" პატრიარქის აღსაყდრების ეპიზოდს (წყარო ჟურნალი "ეპიზოდი") იხსენებს. საზეიმო აღსაყდრების გამო ბანკეტი სასტუმრო „ივერიაში“ გაიმართა. შემდეგ კი მოტოციკლეტისტების ესკორტმა სიონის გვერდით, საპატრიარქო რეზიდენციამდე მიაცილა. რამდენიმე ნათესავიც მიჰყვა.პატრიარქის მომავალ სამყოფელში ოდნავ ბჟუტავდა სინათლე. კართან სოხუმიდან ჩამოყოლილი მოხუცი მონაზონი, მატუშკა მანიფა შეეგება, მუხლებში ჩაუვარდა, პატრიარქობა მიულოცა. მოხუცი წამოაყენა, თავზე ხელი გადაუსვა, დალოცა და ცარიელ შენობაში შევიდა.დეკემბრის ბოლო იყო, გარეთაც ციოდა და შიგნითაც. საგანგებოდ მორეცხილი იატაკს შავ ლაქებად აჩნდა სისველე. ოთახის კედლებზე წინამორბედ პატრიარქთა სურათები ეკიდა, ყველასთან მივიდა, გაჩერდა, პირჯვარი გადაიწერა და ქართული ეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის მადლობა მოახსენა. შემდეგ ისევ გამოვიდა, ნათესავებს დაემშვიდობა.გულდამძიმებული წამოვიდა ნელი შიოლაშვილი, ბოლოს ნანახმა იმ დღის სიხარული ჩაუმწარა. შინდაბრუნებულმა დედას უამბო, როგორ ჩატარდა აღსაყდრება, როგორ მიაცილეს საპატრიარქომდე მათი საამაყო ბიძაშვილი და სრულიად მარტო, ერთი სუსტი, გაცრეცილი მოხუცის ანაბარად დატოვეს.- "როგორ, ჯალაბობიდან არავინ დარჩა?" - იკითხა დედამ.- "დედა, დღეიდან მისი ჯალაბობა მთელი საქართველოა და ის უნდა იყოს ყველას პატრონი." - უპასუხა ნელიმ.იმ საზეიმო დღეს ერთმა სასულიერო პირმა დანანებით თქვა: "პატრიარქმა ჩაიბარა სუდარაგადაფარებული ეკლესიაო."ეკლესიას მრევლი არ ჰყავდა, ქრისტიანობის მაღალი იდეალები ყოფით ჩვევებს შეეცვალა. არავინ იცავდა მარხვას, არ იღებდა ზიარებას. ცხვრის შეწირვა ღვთიურ ცხოვრებად მიიჩნეოდა. მოქმედებდა მხოლოდ 34 ეკლესია, 4 მონასტერი, იყო სულ 80 სასულიერო პირი, 7 მღვდელმთავარი. ეკლესიებში მოწყობილი იყო ბიბლიოთეკა, თეატრი, საწყობი, აბანოც კი. ისტორიული საპატრიარქო შენობა მილიციის მთავარ სამმართველოს ეჭირა. არსებობდა მხოლოდ ერთი სასულიერო სემინარია, არ იბეჭდებოდა არანაირი რელიგიური ლიტერატურა. გალობას და ხატწერას არავინ აქცევდა ყურადღებას. ახალ პატრიარქს არ ჰქონდა არავითარი დასაყრდენი, გარდა რწმენისა, რომ არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა, ჩიხი, კედელი, მთავარია, რა ნაბიჯს გადადგამ.1989 წელს თავფარავნის ტბისა და ფოკას მონახულება გადაწყვიტა. საბჭოთა კავშირს იქ სასაზღვრო პუნქტი ჰქონდა გახსნილი და საგანგებო საბუთის გარეშე არავის უშვებდნენ. პატრიარქს თან პასპორტი არ აღმოაჩნდა და მესაზღვრეებმა უარი უთხრეს, ვერ გაგატარებთო. მოხერხდა და შეუშვეს იმ ადგილების მოსანახულებლად, საიდანაც წმინდა ნინო საქართველოში შემოვიდა. დახვდა სრულიად დარღვეული ეკლესია და ხალხი, რომელთაც ქართულად ერთი სიტყვის წარმოთქმა არ შეეძლო.გადაწყვეტილება მაშინვე მიიღო: - "მე ვიქნები პირველი ქართველი, ვინც აქ ფუძეს გაიჩენს." ეკლესიის ახლოს მდგარი სახლი შეისყიდა და იქ ჩაეწერა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ოფიციალური მისამართი გახდა - ბოგდანოვკის რაიონი, სოფელი ფოკა.საქართველოს ეკლესიამ ისტორიულად კუთვნილი ადგილი და აღიარება უნდა დაიბრუნოს - ეს გახდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი. 10 წელი, 1979 წლის მაისიდან 1990 წლის 4 მარტამდე, განუწყვეტელი მოლაპარაკება მიმდინარეობდა, არაერთი დაძაბული შეხვედრა გაიმართა სტამბოლსა და თბილისში. მართლაც რომ, თითოეულ სიტყვაზე იყო დავა. ქართული მხარე მოითხოვდა ჩაწერილიყო არა „ვამტკიცებ“ ან „ვადასტურებ“, არამედ „ვცნობ უძველეს ავტოკეფალიას“ და მიაღწიეს ამას. რჩებოდა მირონის დამზადების უფლება. სრული ავტოკეფალიისათვის კი ეს უფლებაც აუცილებელია. ბერძენმა მღვდელმთავარმა განაცხადა: წმინდა მირონს ჩვენი ხარჯით გამოვგზავნით ხოლმეო.ილია მეორე წამოდგა, სახეზე შეუვალობა გამოესახა: - "ქართველი ხალხი ასეთ აღიარებას არ მიიღებს. ვერავინ იკისრებს ისტორიის წინაშე პასუხისმგებლობას, რომ ავტოკეფალიურმა ეკლესიამ მირონი კონსტანტინეპოლიდან მიიღოს!" - პატრიარქმა მოლაპარაკება შეწყვიტა და სტუმრებს დაემშვიდობა.მსოფლიო საპატრიარქო იძულებული გახდა, დაეთმო და მიეღო საქართველოს ეკლესიის პირობები. მირონის შესახებ ჩაიწერა: „გადაწყდეს ტრადიციის მიხედვით“. ტრადიციულად კი მირონი საქართველოში იხარშებოდა.წყარო: თბილისური ამარკორდი, ჟურნალი „ეპიზოდი“ ასევე დაგაინტერესებთ: "პატრიარქს დაუნახავს ბადეში დამწყვდეული მგელი. გვიყვება - მივედი ახლოს და დაუფიქრებლად შევყავი თითები ბადეშიო..." - საოცარი ისტორია, თუ როგორ იცნო მგელმა უწმინდესი„შეეძლო ტანსაცმელი სხვისთვის მიეცა, თვითონ კი დაგლეჯილით ევლო; არავის ჰგავდა“ - 2 ოქტომბერი გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეა„გოგონას ძვრა ვერ უყვეს, იდგა ოთხი თვე გაქვავებული, გულში ჩაკრული წმინდა ნიკოლოზის ხატით“ - გაშეშებული ზოიას ისტორია, რომელმაც ყველა შეძრა

gia

კულტურა 1703090533

„12-13 წლის ვიყავი, ბებია ტიროდა - მა­მაშენი გარდაიცვალაო. ყვავილები მიყიდეს და... უნახავი მამა ვნახე... პანაშვიდიდან მკვდარი წამოვედი...“ - გია ფერაძის გარდაცვალებიდან 28 წელი გავიდა

დღეს "არასერიოზული კაცის" გარდაცვალების დღეა. არტისტის, რომლის ცხოვრება ორად იყოფა – ერთია: დაუსრულებელი ზეიმი, მეგობრები, სიყვარული, გასტროლები, დროსტარება. მეორე – 1985 წლიდან გარდაცვალებამდე: პატიმრობა, გადასახლება, სრული ჯოჯოხეთი... წლების წინ, გიას ქალიშვილმა, მარიკუნა მიქატაძემ გაზეთ "პრაიმტაიმს" ექსკლუზიურად უამბო ის, რაც მანამდე საჯაროდ არ უთქვამს და თანაც ისეთი რამ, რაც საზოგადოებამაც პირველად შეიტყო.მარიკუნა მიქატაძე: სამი წლის ვიქნებოდი, ფოტო­ების თვალიერებისას დედაჩემის სურათი რომ ვნახე და ვიკითხე, ეს ვინ არის-მეთქი. ბებიას არ დაუმ­ალავს, რომ დედაჩემი იყო. მითხ­რა, ეს დედაშენია და საზღვარგ­არეთაა წასულიო.6 წლის ვიყავი, ეზოში ბავშვებთან ვთამაშობდი, მშობლებზე ჩამოვარდა ლაპარაკი, ერთმა მკითხა: შენი დედა რატო­მაა ბებერიო, მე ვუთხარი: მე მყავს დედა, რომელიც ახალგაზრდაა და გერმანიაშია წასული-მეთქი. ერთმა ბავშვმა მითხრა: დედაშენი გერმ­ანიაში კი არაა, მამამ დედა მოგიკლა და დედაშენი მკვდარიაო. ეს იყო ჩემთვის შოკის მომგვრელი… როგორ უნდა გადამეხარშა ეს 6 წლის ბავშვს?..ავვარდი სახლში, დავი­წყე ტირილი, ისტერიკაში ჩავვარ­დი, მომიყევით სიმართლე, მანა­ხეთ მამაჩემის სურათი, მამაჩემი მკვლელია-მეთქი. ძალიან ცუდ დღეში ვიყავი. ბებიამ, შეძლებისდაგვარად, როგორც შეიძლება 6 წლის ბავშვს აუხსნა, დამიჯდა და ამიხსნა, რომ ეს იყო უბედური შე­მთხვევა. მაინც არ უნდოდა, რომ მძიმედ დაეხატა ყველაფერი…მაგრამ მერე დროთა განმავ­ლობაში, რაც უფრო ვიზრდებოდი, სულ მესმოდა, მამამ დედა მოუკ­ლა, მამამ დედა მოუკლაო…საერთოდ, მამაჩემის ხს­ენება არ ყოფილა სახლში. მერე, რომ გავიგე, დედა მომიკლა, და ვიკითხე, სად არის-მეთქი, მითხ­რეს, რომ ციხეშია. 11 წლის ვიქნ­ებოდი, ციხიდან რომ გამოვიდა, რომ არ ვენახე და არ მომკარებ­ოდა, ყოველდღე ძიძა დამყვებო­და სკოლაში.ერ­თხელ, ფანჯარაზე ვიჯექი, ეზოში შემოვიდა კაცი, გრძელ წვერებში, გაწეწილი, დახეულ პალტოში, ჩაჩაჩულ შარვალში, დაგლეჯილ „ბა­ტინკებში“, ჩვეულებრივი ლოთი, მათხოვარი მეგონა. მოუახლოვდა ჩემს ფანჯარას და მკითხა, ირინას გოგო ხარო? ჰო-მეთქი და დაიწ­ყო ღრიალი. ბებიაჩემმა, ეტყობა, ხმა იცნო, მოვარდა, ფანჯრიდან გადმომაგდო და გული წაუვიდა...თავიდან ვერ მივხვდი, ვერც წარმ­ოვიდგენდი, რომ ეს შეიძლებოდა მამაჩემი ყოფილიყო. მამა კინოში კი მყავდა ნანახი, მაგრამ იმდენად იყო შეცვლილი, საერთოდ ვერ მი­ვხვდი, ვინ იყო. მერე ბებიამ მი­თხრა, მამაშენი იყოო… მესმოდა, როგორ ღრიალებდა, როგორ გა­ვარდა ეზოდან ღრიალით…12-13 წლის ვიყავი, შევედი ოთახში, ბებია ტიროდა, ვკითხე, რა გატირებს-მეთქი. მა­მაშენი გარდაიცვალაო. ძალა უნ­და მოიკრიბო, მაინც მამაშენი იყო და უნდა წახვიდე პანაშვიდზეო. ბებიაჩემის დიდსულოვნებას საზღვარი არ ჰქონდა…ყვავილები მიყიდეს და წავედი. მივედი პანა­შვიდზე, იქ გავიცანი ჩემი ძმა, ჩე­მი და, რომელიც პირველი და მე­ორე ცოლებისგან ჰყავდა მამაჩემს. ესეც ძალიან დიდი სტრესი იყო. იქიდან რომ წამოვედი, მკვდარი ვიყავი. მამა ვნახე გარდაცვლილი, ისე არ მყავდა ნანახი.ბაბუას ძალიან დიდი აგრე­სია ჰქონდა, ფიქრობდა, რომ სა­ერთოდ გაექრო გია. შემდეგ პა­ტრიარქმა დაიბარა ჯუნა, ბავშვს მკვლელი მამაც ეყოფა, მკვლელ ბაბუასაც ნუ დაუმატებ, აკმარე, ნუ გაწირავ ბავშვსო. ბაბუას ბოლომდე სასტიკი აგ­რესია ჰქონდა. მაგ თემაზე ვერ დაელაპარაკებოდი, საერთოდ ვერ უხსენებდი მამაჩემს. მახსოვს, „არასერ­იოზულ კაცს“ ვუყურებდი, ჩემს მეგობარს დავუძახე, ნახე მამაჩე­მი-მეთქი… უცებ წამომცდა, ბა­ბუაჩემი იქით ოთახში გავიდა და ტიროდა, ძალიან ეწყინა…– და მაინც, როგორ გგონია, რა მოხდა მაშინ?– ვიცი, რომ სიგიჟემდე უყვა­რდათ ერთმანეთი. თურმე დედა­ჩემი სულ იმას ამბობდა, ერთა­დერთი კაცია, ვისაც სიცოცხლეს შევწირავო. მართლაც ასე მოხდა… ხშირად ვფიქრობ მაგაზე, ხშირად კი არა, რომ ვწვები, სულ მაგაზე ვფიქრობ. ხან მგონია, რომ მამა­ჩემი არ იყო ასეთი რაღაცის გამკეთებელი, მარტო იმიტომ კი არა, რომ სიგიჟემდე უყვარდა დედა, იმიტომაც, რომ საერთოდ არ იყო მსგავსი რამის გამკეთებელი და რომ ეს მართლაც უბედური შე­მთხვევა იყო.ხანდახან მგონია, რომ განზრახ მოკლა. თან ეს ჭო­რები სულ გონებას მირევს, ერთი მეუბნება, რომ იმ ღამეს იჩხუბეს, გაშორება უნდოდა, ის ვერ შეეგ­უა ამას, აიღო და ესროლა. ზო­გი ამბობს, რომ იმ კალამს ჩვენც გვიშვერდა, ყველას გვაშინებდა იმ კალმითო.იცით, რამ შემზარა? ამ მკვლელობის შემდეგ მამაჩემი გაიპარა, მოაწ­ყო ინსცენირება, თითქოს დედაჩემს ეძინა, დააწვინა, „ადიალა“ გადააფარა, იარაღი „დუხოვკაში“ შედო და გაიპარა. დილით, ბებია რომ შევიდა ოთახში, გულწასული ეგონა და ფეხებს უთბილავდა დე­დას… თავიდან ეგონათ, რომ ქუ­რდები შემოვიდნენ და მოკლეს, ბებიაჩემი იმას ტიროდა, გია რომ გაიგებს, გადაირევაო.გია… წა­სულა ვიღაც ცუდი ყოფაქცევის ქალთან, მთელი ღამე იქ ყოფილა, დილას მივიდა და ჩაბარდა. ეგ იყო ჩემთვის ძალიან ცუდი ფაქტი. კი თქვეს ექიმებმა, მაინც არაფერი ეშველებოდაო, მაგრამ ხომ შეიძ­ლებოდა, შველებოდა? ან მან ხომ არ იცოდა, რომ არ ეშველებოდა? ხომ შეიძლებოდა, ეყვირა, რომ ეს დაემართა? სულ ის ფიქრები მაწვალებს, რამდენი ხანი იცოც­ხლა დედაჩემმა, რამდენი იწვალა, ვინ იცის, რამდენი იყვირა, შველ­ას ითხოვდა…ისეთი იარაღი იყო და ისეთი პატარა ტყვია ჰქონდა, ლარნაკსაც ვერ გატეხდა, მაგრამ დედაჩემს პირდაპირ გულში მოხვ­და, არტერია დაუზიანა, ექიმებიც ვერ უშველიდნენ, მაშინვე რომც მისულიყვნენ. გაორებული ვარ, ხან როგორ ვფიქრობ, ხან – რო­გორ…ძალიან ბედნიერი ვარ, ის­ეთმა ადამიანებმა რომ გამზარდეს, როგო­რებიც ბებია და ბაბუა იყვნენ, მადლობის მე­ტი არაფერი მეთქმის, მაგრამ ბე­დნიერი ვი­ქნებოდი, დედასა და მამას რომ გავეზარდე.პ.ს. სამწუხაროდ დღეს აღარც მარიკუნაა ცოცხალი. ის გასულ ზაფხულს, საბერძნეთში, ტრაგიკულად გარდაიცვალა...ასევე დაგაინტერესებთ: „გოგონას ძვრა ვერ უყვეს, იდგა ოთხი თვე გაქვავებული, გულში ჩაკრული წმინდა ნიკოლოზის ხატით“ - გაშეშებული ზოიას ისტორია, რომელმაც ყველა შეძრა"მტკივა შვილო! მტკივა უშენობა... ამას ჩემი ქვეყნის ტკივილიც დაუმატე და წარმოიდგინე - შემიძლია თუ არა ცრემლის გარეშე ვისაუბრო შენზე და მამულზე" - ტარიელ ხარხელაური„ანა რომ გავიცანი, უკვე დაოჯახებული ვიყავი, რანაირად შეიძლებოდა, ანასთან რამე დამეწყო, რამე გამებედა?!“ - ანა კალანდაძის უცნობი სიყვარულის ისტორია"ამ კადრების ერთხელ ნახვა საკმარისია, რომ აღარ დაგავიწყდეს და ..." - ამბები ოთარ იოსელიანზე

ბერა

საზოგადოება 1703051322

ბერამ და ნანუკამ პატარა დადუს სახე გამოაჩინეს

მომღერალ, ბერა ივანიშვილს და ნანუკა გუდავაძეს პირველი შვილი, ბერუკა ივანიშვილი, 4 წლის წინ, 29 ნოემბერს შეეძინათ. ცოტა ხნის წინ, 2023 წლის 20 მარტს კი მეორე ვაჟის, დადუ ივანიშვილის მშობლები გახდნენ.ბოლო დროს ისინი პასიურად ყოფნას ამჯობინებდნენ და სოციალურ ქსელში აღარ ჩანდნენ.ახლახან, კი ბერამ ახალი კადრები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ისინი სოციალურ ქსელს დაუბრუნდნენ და პატარა დადუც გაგვაცნეს."რიო-დე-ჟანეირომ და ბრაზილიელი ხალხის სითბომ უთვალავი მოგონება გვაჩუქა იმ ორი წლის განმავლობაში, რაც აქ ვიცხოვრეთ. მინდოდა ამ ემოციების აღბეჭდვა ჩემს ახალ მუსიკალურ ვიდეოში. ლოგიკურია, ჩვენი ბიჭის, დადუს სახე საჯაროდ პირველად იმ ქალაქში გამოგვეჩცინა, სადაც დაიბადა, ამიტომ ვიდეოს ბოლოს განსაკუთრებული მომენტი დავამატეთ. სიყვარულით ბრაზილიიდან!" - წერს ბერა.ასევე ნახეთ:„გოგონას ძვრა ვერ უყვეს, იდგა ოთხი თვე გაქვავებული, გულში ჩაკრული წმინდა ნიკოლოზის ხატით“ - გაშეშებული ზოიას ისტორია, რომელმაც ყველა შეძრალოცვა, რომელიც უდიდესი მადლის მატარებელია, წაიკითხეთ ყოველდღე და ნახავთ, რომ თქვენი ცხოვრება შეიცვლება

ნიკოლოზობა

ისტორიები 1703021378

„გოგონას ძვრა ვერ უყვეს, იდგა ოთხი თვე გაქვავებული, გულში ჩაკრული წმინდა ნიკოლოზის ხატით“ - გაშეშებული ზოიას ისტორია, რომელმაც ყველა შეძრა

ეს ამბავი ქალაქ სამარაში მცხოვრებ ერთი ღვთისმოსავი ქალის ოჯახს 1956 წელს გადახდა. წმინდა ნიკოლოზმა მკრეხელობისათვის გოგონა დასაჯა..."ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს, ერთი რუსი მორწმუნე ქალის შვილმა - ზოიამ, თავისი შვიდი მეგობარი გოგონა და ახალგაზრდა ყმაწვილები დაპატიჟა წვეულებაზე, სადაც დროსტარებასთან ერთად ცეკვებით გართობაც ჰქონდათ გადაწყვეტილი. შობის მარხვა იდგა და დედამ სთხოვა ზოიას,ხმაურიანი ლხინი არ გადაეხადა, მაგრამ ქალიშვილმა დაიჟინა და თავისი გაიტანა. საღამოს დედა ეკლესიაში წავიდა ლოცვაზე. სტუმრები თითქმის უკლებლივ მოვიდნენ, მაგრამ ზოიას საქმრო, კოლია, არ ჩანდა.ახალგაზრდები მას აღარ დაელოდნენ და დაიწყეს საცეკვაო სამზადისი. გოგო-ბიჭები დაწყვილდნენ, ზოია კი კენტად დარჩა. ამით განაწყენებულმა, მან კედლიდან ჩამოხსნა წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხატი და ხმამაღლა თქვა: "რაკი ჩემი ნიკოლოზი არ მოვიდა, ამ ნიკოლოზს ჩავჭიდებ ხელს და მასთან ერთად ვიცეკვებ!" გოგონებმა თხოვეს, არ ჩაედინა ამგვარი მკრეხელობა, მან კი ირონიული ღიმილით უპასუხა:"თუ ღმერთი არსებობს, იგი დამსჯის!" ჩართეს საცეკვაო მელოდია და ჯერ ხეირიანად არც კი აჰყოლოდნენ ტაქტს, რომ ანაზდად, ოთახში წარმოუდგენელი გრიალი გაისმა, შუაგულიდან ქარბორბალა ავარდა და მთელი ოთახი ელვისებურმა კაშკაშა შუქმა გაანათა.მხიარულება ელდამ შეცვალა. შიშისგან თავზარდაცემული ახალგაზრდები ოთახიდან გაცვივდნენ. მხოლოდ ზოია ვერ დაიძრა ადგილიდან. იგი ოთახში დარჩა, იატაკს მიყინული, მარმარილოსავით ცივი და გაქვავებული, გულში ჩაკრული წმინდა ნიკოლოზის ხატით.გამოძახებაზე მოსული ექიმების ვერანაირმა მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო. ყველა ნემსი, რომელთა გაკეთებასაც ექიმები ცდილობდნენ, იღუნებოდა და ტყდებოდა ზოიას ქვად ქცეულ სხეულზე. უნდოდათ მისი გადაყვანა საავადმყოფოში, მაგრამ ძვრა ვერ უყვეს - ფეხებით თითქოს შეზრდოდა იატაკს, მხოლოდ გული უცემდა, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ იგი ფიზიკურად ცოცხალი იყო, მაგრამ ამ დროიდან ზოიას უკვე აღარც სმა შეეძლო და აღარც ჭამა.როცა ეკლესიიდან დედა დაბრუნდა და შვილი ასეთ ყოფაში ნახა, გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც რამდენიმე დღეში გამოწერეს. იგი მხურვალედ ლოცულობდა და ცრემლებით ევედრებოდა უფალს, შეენდო მისი ქალიშვილისთვის და დაებრუნებინა სასიცოცხლო ძალა. პირველ დღეებში სახლი ფუტკრების სკას წააგავდა - უამრავი ხალხი ირეოდა, საიდან აღარ მოდიოდნენ მორწმუნეები, სასულიერო პირები. მაგრამ მალე ხელისუფლებამ მოსკოვიდან მიიღო მითითება და გარეშე პირთაგან სახლში არავის უშვებდნენ. დაწესდა მორიგეობა და ყოველ 8 საათში ერთხელ იცვლებოდა ორი მილიციელი. იმ მორიგეთაგან, რომლებიც, ძირითადად, 25-32 წლის ახალგაზრდები იყვნენ, მრავალი ნაადრევად გაჭაღარავდა სიტყვების გამგონე, რომელსაც ზოია დროდადრო შემზარავად გაჰყვიროდა: "დედა, ილოცე! ცოდვებში ვიღუპებით, დედა, ილოცე! ილოცე!!!" - ამ სიტყვების წარმოთქმის დროს ზოია ჩვეულებრივად აღებდა პირს, მაგრამ მათი დასრულებისთანავე ბაგეები ეკუმებოდა, ქვასავით უმაგრდებოდა და მხოლოდ თვალებს აცეცებდა უაზროდ.მოგვიანებით ზოიასთან რამდენიმე ადამიანი დაუშვეს. მოსკოვიდან ჩამოსულმა მედიცინის პროფესორმა მხრების აჩეჩვით დაადასტურა, რომ ზოიას გულისცემა არ შეწყვეტილა გარეგნული გაქვავების ფონზე. დედის თხოვნით მოიწვიეს სასულიერო პირებიც, თუმცა მათ ვერც გოგონას ადგილიდან დაძვრა მოახერხეს და ვერც ის, რომ წმინდა ნიკოლოზის ხატი მისი ხელებიდან გამოეხსნათ. მოგვიანებით, ქრისტეშობის დღესასწაულზე ჩამოვიდა მღვდელმონაზონი სერაფიმე, აღავლინა ლოცვა, აკურთხა ოთახი, რის შემდეგაც მას მინებდა ხატი და სათანადო პატივის მიგების შემდეგ იგი ადრინდელ ადგილზე დააბრუნეს. "ახლა დაველოდოთ უფლის ნიშანს, რომელსაც ის აღდგომისთვის მოგვივლენს. თუ ასე არ მოხდა, ახლოს ყოფილა ქვეყნის აღსასრული".- თქვა ბერმა. იგივე გაიმეორა მოსკოვის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმაც.ხარების დღესასწაულის წინ მოვიდა ერთი სათნო გამომეტყველების მოხუცი და ზოიასთან შეშვება ითხოვა, მაგრამ მილიციელებმა უარი უთხრეს. მეორე დღესაც მოვიდა, მაგრამ ისევ უარი მიიღო. მესამე დღეს, უშუალოდ ხარების წინადღეს მოხუცი შეუშვეს მაშინ, როცა სახლში არავინ იყო და მორიგეებმა გაიგონეს, როგორ ეუბნებოდა იგი ზოიას დაყვავებით: "რაო, მოგბეზრდა განა დგომა?" ცოტა ხნის შემდეგ, როცა მორიგეებს სურდათ, უკან გამოესტუმრებინათ მოხუცი, იგი ოთახში არ დახვდათ. მორიგეები დარწმუნებით ყვებოდნენ, რომ ის მოხუცი თვითონ საკვირველთმოქმედი ნიკოლოზი იყო.ასე იდგა ზოია 4 თვის განმავლობაში, ზუსტად 124 დღე, ახალი წლის ღამიდან აღდგომამდე, რომელიც იმ წელს 6 მაისს უწევდა.აღდგომის ღამეს ზოიამ განსაკუთრებულად ხმამაღლა დაიწყო მოწოდება: "ილოცეთ! ყველამ ილოცეთ! დედამიწა საშინელი ცეცხლით იწვის!" და ამ დროს მას უეცრად დაუბრუნდა სიცოცხლის ნიშანწყალი. მისი კუნთები მოეშვა და სხეულიც დამყოლი გახდა.ზოია ლოგინში ჩააწვინეს, მაგრამ თავდაპირველად მხოლოდ ერთ სიტყვას იმეორებდა განუწყვეტლივ: "ილოცეთ! ილოცეთ! ილოცეთ!"მოგვიანებით ის უფრო კონტაქტური გახდა და კითხვებზეც პასუხობდა. როცა ეკითხებოდნენ, რას გრძნობდა ან გრძნობდა თუ არა შიმშილს ამბობდა, რომ მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც ფეხზე იდგა, საკენკის მსგავსი საკვები თეთრ მტრედებს მოჰქონდათ და აჭმევდნენ.ხელისუფლებამ ზოიას ფსიქატრიულ საავადმყოფოში გადაყვანა მოინდომა, თუმცა მოწვეულმა ფსიქიატრებმა დაადგინეს, რომ ზოია სრულიად ჯანმრთელი იყო, მათ თვალწინ მომხდარი სასწაულის მცოდნეებმა კი ყალბი დასკვნის დაწერა ვერ გაბედეს. მომხდარმა საწაულმა იმდენად იმოქმედა სამარის მცხოვრებლებზე, რომ მრავალმა ადამიანმა, ვინც ამ სასწაულს ხედავდა, ვისაც, სახლთან ჩავლილს, ზოიას სულისშემძვრელი მოწოდება ესმოდა - ღმერთი იწამა. მოუნათლავები ინათლებოდნენ, მოუნანიებლები ეკლესიებში მიდიოდნენ აღსარების ჩასაბარებლად, ვინც მანამდე ჯვარს არ ატარებდა, ყველამ დაიწყო ტარება. იმდენად დიდი იყო ახალმოქცეულთა რაოდენობა, რომ ეკლესიებში ყველასთვის სამყოფი ჯვრები არ აღმოჩნდა.ზოია აღდგომიდან მესამე დღეს გარდაიცვალა: გამთენიისას, მშვიდად, აღსარებისა და ზიარების შემდეგ.მისი ბოლო სიტყვები იყო: "ილოცეთ! არა მარტო ჩემთვის..." წყარო: კარიბჭე, სტატიის ავტორი: თეა ცაგურიშვილი ასევე დაგაინტერესებთ: „საბრალო ერის კაცებმა არ იციან, როგორ ეხმარება მეტანიები სხეულსაც. ის აჯანსაღებს სახსრებს, აცილებს ზედმეტ წონას, ამშვიდებს“ - ბერი პაისის სასარგებლო რჩევები მეტანიებზეწმინდა მამების 8 სიტყვიანი ლოცვა, რომელსაც მისტიკური ძალა აქვსლოცვა, რომელიც უდიდესი მადლის მატარებელია, წაიკითხეთ ყოველდღე და ნახავთ, რომ თქვენი ცხოვრება შეიცვლება