ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს

სამართალი • 1790323616

თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს

თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს.მათ N12 პენიტენციური დაწესებულებასთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.ინფორმაციისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე და თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა სასჯელს, თავდაცვის ყოფილ მინისტრ, ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე იხდიდნენ.ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით, ვასილ მხეიძესა და გიორგი ხაინდრავას 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბუნიობა

ასტროლოგია • 1790158953

დღეს შემოდგომის ბუნიობაა - რას მოუტანს გარდამტეხი პერიოდი ზოდიაქოს ნიშნებს

დღეს, 23 სექტემბერს, შემოდგომის ბუნიობაა — დღე, როდესაც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში დღე და ღამე თითქმის თანაბარი ხანგრძლივობისაა და ასტრონომიულად შემოდგომის სეზონი იწყება. ასტროლოგიურ და ეზოთერულ ხედვაში ეს პერიოდი კარდინალურ ჯვარს უკავშირდება. ასტროლოგი და ეზოთერიკოსი ქეთი ოდიშელი განმარტავს, რა მნიშვნელობა აქვს ბუნიობისა და მზებუდობის წერტილებს, რას განასახიერებს კარდინალური ჯვრის ოთხი ნიშანი და როგორ უკავშირდება ის ადამიანის განვითარების სხვადასხვა ეტაპს.„23 სექტემბერს, გვაქვს შემოდგომის ბუნიობა სასტარტო წერტილი 04;22 ზე სთ- ზე საქართველოს დროით.მოდი ვნახოთ რა ხდება სამუაროაი მზებუდობისა და ბუნიობის დღეებში და როგორ აითვლება მათი დასაწყისიკარდინალური ჯვარი, მას ასევე უწოდებენ ქრისტეს ჯვარს.სიტყვა კარდინალური ლათ. cardo გამწევი ძალა, კრიტიკული, შემოვლა წრეზე. თუმცა მოდის ლათინური ფუძიდან hinge- ინგ hung. -დაკიდება, ჩამოხრჩობა ან მარყუჟი. #ანკხიროგორც ამბობენ „ჰაერიც“ იცვლება როდესაც მზე ამ ნიშნებში შედის.(სეზონის ცვლილება).კარდინალური ჯვრის მმართველი ნიშნები, ოთხივე სეზონის სიმბოლოს მდებარეობას ქმნიან. ისინი რაიმე პროცესის განახლებას შემდეგ კი განვითარებას განასახიერებენ, (განვითარების, რომელიც საწყისი იმპულსის ენერგიას საჭიროებს). ეს ენერგია მიმართულია ცენტრიდან გარეთ, (მზის მიერ ზოდიაქოს ნიშნების შემოვლა ) რომლის დასაწყისიც არის გაზაფხულის დღეღამტოლობა.გაზაფხულის ბუნიობა 20 ან 21 მარტი - დღეღამტოლობა (ვერძის ნიშანში) (ნოვრუზ ბაირამი) ასტროლოგიური ახალი წელი.შემოდგომის ბუნიობა 22 ან 23 სექტემბერი - დღეღამტოლობა (სასწორის ნიშანში)ზაფხულის მზებუდობა, 20-22 ივნისს. (იუნონას ზევსის ცოლის სახელიდან) (კირხიბის ნიშანში) ყველაზე დიდი დღე და მოკლე ღამე.ზამთრის მზებუდობა 21 დეკემბერი - ყველაზე მოკლე დღე და ყველაზე ხანგრძლივი ღამე.ასტრონომიულად სწორედ ამ დღეს იწყებენ ზამთრის ათვლას.დედამიწა პერიგეიში (მზესთან ყველაზე ახლო წერტილი_ზამთარში) ცოტა უფრო ჩქარა მოძრაობს, ვიდრე აფელიუმში (მზიდან ყველაზე დაშორებული წერტილი - ზაფხულში).დედამიწის ეკვატორის სიბრტყის მისი ორბიტის სიბრტყესთან დახრის გამო მზე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ჰორიზონტიდან უფრო მაღლა და მაღლა იწევს დეკემბრიდან ივნისამდე, ხოლო ივნისიდან დეკემბრამდე ეშვება ქვევით.მარჯვნივ ყველაზე ქვედა წერტილი შეესაბამება ზამთრის მზებუდობას (ყველაზე მოკლე დღე - 21 ან 22 დეკემბერი), მაშინ მზე სამხრეთის ტროპიკის ზენიტშია. ხოლო მარცხნივ ყველაზე ზედა წერტილი - ზაფხულის მზებუდობას (ყველაზე გრძელი დღე - 21 ან 22 ივნისი), მაშინ მზე ჩრდილოეთის ტროპიკის ზენიტშია.მრუდები გადაიკვეთებიან ცის ეკვატორზე - გაზაფხულისა და შემოდგომის დღეღამტოლობის წერტილებში.გარდა ზოდიაქოს ნიშნების სტიქიად დაყოფისა არსებობს კიდევ დაყოფა კვადრატებად. ვერძის მოპირისპირეა სასწორის ნიშანი, კირჩხიბის - თხის რქა. ამ დაყოფით მიიღება ჯვარი შესაბამისი კვადრატებით.პირველი ასეთი კვადრატი მოიცავს: ვერძსა და სასწორს (ბუნიაობის წერტილები) და კირჩხიბი და თხის რქას. (მზებუდობის წერტილებით) ამ ნიშნებით შექმნილ ჯვარს კარდინალური ჯვარი ჰქვია.თუ რუკაში გამოკვეთილია კარდინალური ჯვარი, მაშინ ასეთი ადამიანი ინიციატივიანია, ხშირად აქტიურ პოზიციას იკავებს. ცეცხლისგან განსხვავებით აქცენტები მოდის არა იმპულსებსა და ტალღებზე, არამედ ქმედებაზე, მოქმედების დაწყებაზე. ინიციატივა შესაძლოა იყოს მშვიდი, საქმიანი, კარდინალურ ნიშნებს უკავშირდებათ საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენები, მათ შორის ქვეყნის ისტორიებშიც.კარდინალურობის მაჩვენებლის დეფიციტისას - ვლინდება უინიციატივობა.ეს არის პირველი განვითარების დონე - ფიზიკური სხეული, მისი მდგომარეობა, ბუნებრივი რეაქციები და მოთხოვნილებები.კარდინალური ჯვრის ფსიქოტიპის გაშლა:როდესაც იბადება ბავშვი, ის თავს სამყაროს ცენტრად თვლის. უფრო სწორად თავის სამფლობელოდ, თავის წარმოდგენებში სხვა არავინ არსებობს. ბავშვის ტირილი დაბადებისთანავე გამაყრუებელი და გამაღიზიანებელია, მის იგნორირებას ვერავინ შეძლებს. სცადეთ და აუხსენით ჩვილს, რომ დედა გასულია და ჭამამდე 5 წუთი მოუწევს მოცდა. არაფერი გამოვა, ჩვილი უაპელაციოდ მოითხოვს თავისას! მას სჭირდება დაუყოვნებლივ მოთხოვნის დაკმაყოფილება! ამასთან ერთად ის ვერ ახდენს თავის საჭიროებების დიფერენცირებას - მშიერია, სიცივე აწუხებს, ეძინება თუ სხვა- უბრალოდ დისკომფორტს გრძნობს და მოითხოვს ამისგან დაუყოვნებელ გათავისუფლებას. ამ ეტაპზე ვლინდება ვერძის ენერგია და მძვინვარე პირველი სახლი, რომელიც ასტროლოგიაში „ეგოს“ სიმბოლიზაციაა.რაღაც დროის შემდეგ პატარა უკვე აცნობიერებს რა სურს, ის ძირითადად საჭიროებს კვებას და უსაფრთხოებას. უკვე განასხვავებს თავისიანებს სხვებისგან და თავს შორს იჭერს უცხო ადამიანებისგან ( საკუთარი თავის გადარჩენის ინსტინქტი). სხვა დანარჩენებისგან განსაკუთრებით დედას გამოარჩევს, რადგან დედისგან იღებს საკვებს, დედას სიკეთის სურნელი აქვს. ასე ვლინდება კირჩხიბის ენერგია და ასტროლოგიური მე4 სახლის გავლენა, რომელიც დედის არქეტიპის სიმბოლიზაციას ახდენს და საბაზისო მოთხოვნილებებს უქმნის ადამიანს კვების, სითბოსა და დაცვის სახით.პირველი სერიოზული ძვრები ხდება ჩვილის გონებაში, როდესაც ის აღმოაჩენს სხვა ადამაინებს ირგვლივ (დედა და შინაურები არ ითვლებიან, რადგან მათი აღქმა ხდება ისევე, როგორც საკუთარი თავის) მის ცნობიერში რევოლუცია ხდება, საკმაოდ რთულია იმის წარმოდგენა თუ რას გრძნობს პატარა ჰიპერტროფილებული პირველი სახლით, როდესაც სამყაროში სხვა ადამიანებს დაინახავს. ეს შესაძლოა მოხდეს ნებისმიერ ადგილას, საბავშო ბაღში ან სხვაგან.იმ სხვასაც თავისი სურვილები აქვს, რომელიც ეწინააღმდეგება ბავშვის სურვილებს და საერთოდ ყველაფერი უკვე სხვაგვარადაა, გარშემო ვიღაც ადამიანები არიან, რომლებიც სულ არ ზრუნავენ ბავშვის მოთხოვნების შესრულებაზე, პირიქით, ცდილობენ მასში დათრგუნონ პირადი სურვილები, ეს არის მდგომარეობა, როდესაც ჰორიზონტზე გამოჩნდება მე7 სახლის სასწორისეული ენერგიები.მე7 სახლი ეს არის „სხვა ადამიანების სახლი“ რომელსაც უნდა შეჩვევა და ადაპტირება, მაგრამ როგორ?შემდეგ საქმე უფრო რთულდება. აღმოჩნდება რომ სამყაროში მხოლოდ სიტყვა „მინდა“ არ არის, ასევე არსებობს სიტყვა „უნდა“ (საჭიროება და ვალდებულება). საჭიროა დილით ადრე ადგომა, მაშინ, როცა სულაც არ გვინდა, საჭიროა სათამაშოების დალაგება, ფაფის ბოლომდე ჭამა, კანფეტების განაწილება და საჭიროა..საჭიროა...საჭიროაა... რაც დრო გადის მით მეტი რამაა „საჭირო“, უფრო მეტი შეზღუდვები და ვალდებულებები, რომელსაც საზოგადოება თავს ახვევს ნებისმიერს.თუ გინდა საზოგადოების წევრი იყო, მაშინ კეთილი ინებე და მიყევი მის კანონებს. ასე იწყება თხის რქის მე 10 სახლის ენერგიის გამოვლენა. სოციალური ზრდის სახლი.შეუცნობლისკენ სვლა გვაშინებს, თან გვიზიდავს. ხოლო ოჯახური „ბუდე“ ჩვენთვის უფრო და უფრო ვიწრო ხდება.დაახლოებით 25 წლისთვის ადამიანი საკმაოდ კარგად ითავისებს 1 და მე 7 სახლებს, ითავისებს მათ პრინციპებს, იმას, რომ მისი თავისუფლება და სურვილები სრულდება იქ , სადაც იწყება სხვისი სურვილები და თავისუფლება. მას უკვე თითქმის გადალახული აქვს ეგოიზმი, სწავლობს ურთიერთიობების აწყობას სხვა ადამიანებთან, კომუნიკაციებს, მოლაპარაკებებს, კომპრომისზე წასვლას, პრინციპში მზადაა საქორწინო კავშირისთვის.დაახლოებით 30 წლისთვის (სატურნის პირველი დაბრუნება) ადამიანს უკვე შეუძლია ბოლომდე შეიმეცნოს საკუთარი თავი და საზოგადოებაში ადგილი. გადახედოს დასახულ ამოცანებს და მიზანმიმართულად იმოქმედოს მე10 სახლისკენ. სიზარმაცისა და ბარიერების გადალახვით, რომელიც მრავლადაა დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე.ეს სახლები ასტროლოგიაში ერთგვარი ჯვრის არქეტიპია, რომლის ზიდვაც ყველას უწევს და მაშინ, როდესაც ადამიანი შეეგუება და იტვირთავს მხრებზე ამ „ჯვარს“ რადგან ზიდოს, იქამდე, სადამდეც საჭიროება მოითხოვს, ის დგავს პირველ ნაბიჯს იმისთვის, რომ გახდეს ჭეშმარიტი ადამიანი.ასტროლოგიურ ლიტერატურაში არც ისე დიდი ყურადღებვა ექცევა ამ ჯვრებს (კარდინალური, მუტაბელური და ფიქსირებული) შორის სხვაობას.თითოეული ჯვრის განხილვისას იწყება მსჯელობა ძირითადად ზოდიაქოს ნიშნის დახასიათებაზე, როდესაც ვეცნობით კარდინალური ნიშნის მტკიცე გადაწყვეტილებისა და ქმედების უნარს, შემდეგ კი სასწორის მერყეობაზე მიდგება საქმე, ვხვდებით წინააღდეგობას.კარდნინალური ჯვრის ნიშნები ტრადიციულად უკავშირდება შესაბამისი წლის პერიოდის დასაწყისს, ამიტომაც ითვლება, რომ ეს 4 ნიშანი სტარტსს, დასაწყისს ქმნიან, ისინი ერთგვარი ინიციატორები არიან.კვადრატი მჭიდრო კავშირშია 2 პლანეტასთან.მარსი და სატურნი - ქმედება, შეზღუდვების, ბარიერების გადალახვა. ორივე პლანეტა ძლიერია თხის რქაში და სუსტი კირჩხიბში. ვერძში მარსი ძლიერია, სატურნი კი სუსტი. სასწორში - პირიქით. ამ მოტივით კირჩხიბი ითვლება კარდინალურ სისტემაში ყველაზე სუსტ ნიშნად. თხის რქა კი - ყველაზე ძლიერად.ვერძი - პირდაპირი ქმედება (ძლიერი მარსი); შეზღუდვების იგნორირება ( სუსტი სატურნი) იმპულსური ქმედება.თხის რქა - პირდაპირი ქმედება (ძლიერი მარსი) ექვემდებარება შეზღუდვებს (ძლიერი სატურნი). მკაცრად განსაზღვრული გეგმიური ქმედება.კირჩხიბი - არაპირდაპირი ქმედება (სუსტი მარსი) ; არ ექვემდებარება შეზღუდვებს (სუსტი სატურნი) ; თავიდან აცილების ქმედება.სასწორი - არაპირდაპირი ქმედება (სუსტი მარსი) ექვემდებარება შეზღუდვებს (ძლიერი სატურნი) ურთიერთქმედება.თვითშეზღუდვა გარშემომყოფთა შეზღუდვა:ვერძი არა / არაკირჩხიბი არა / კისასწორი კი / არათხის რქა კი / კივერძი მუდამ მზადაა ცვლილებისთვის, არ ეშინია მათი, პირიქით, მუდამ სიახლეების ძიებაშია, სიახლეები მისთვის ჰაერია, რომლითაც ის სუნთქავს.კირჩხიბი შინაგანად მუდმივ ცვალებადობას განიცდის. ცვლის ყველაფერს რაც მასში შეაღწევს, თუმცა ცუდად რეაგირებს გარემოდან მოსულ ცვლილებებზე, ამიტომ არასდროსაა მათი ინიციატორი. თუმცა საჭიროებისას ბრწყინვალე ადაპტირების უნარით გამოირჩევა.სასწორის შემთხვევაში დასკვნები არასდროსაა ერთმიშვნელოვანი. ცვლილებებთან დაკავშირებიატ არც ისე მარტივადაა საქმე. ერთის მხრივ ნებისმიერი ცვლილება სასწორებისთვის შეტევის განხორვიელებაა მათ სიწმინდეზე- ბალანსსა და ჰარმონიაზე. მეორეს მხრივ კი, სხვა, განსხვავებული, კიდევ ერთი - ანუ ეს ის სიტყვებია, რომელიც თან ახლავს ნებისმიერ ცვლილებას და სასწორი კი, როგორც ცნობილია მუდამ ალტერნატივის ძიებითაა დაკავებული. ამგვარად ცვლილებები მათთვის უცხო არაა.რაც შეეხება თხის რქას, გრანდიოზული ცვლილებები..... თითქოს რიგიდული, კონსერვატორი თხის რქა, რომელიც ზღუდავს ყველასა და ყველაფერს საერთოდ არ უნდა იყოს მზად რაღაც ახლისთვის, მაგრამ, მაშინ, ვერ ვისაუბრებდით თხის რქის ამბიციებზე, მწვერვალებისკენ და სრულყოფისკენ სწრაფვაზე. თხის რქა ყველაზე განვითარებული კარდინალური ნიშანია. მისი ცხოვრება ერთი დიდი, დროში გაწელილი ცვლილებაა. თანდათანობით, მაგრამ მტკიცედ!წყენის დამახსოვრება, მადლიერება:ვერძი არა /არაკირჩხიბი კი / კისასწორი არა / კითხის რქა კი /არაკარდინალური ნიშნების შემოქმედებითობა :ვერძი - შემოქმედებითად იწვის. იდეების გენერატორია. ყველაზე შემოქმედებითი კარდინალური ნიშანი.კირჩხიბი - ორსული ქალის ანალოგიაა: იგი ატარებს და შობს იდეას, რომელსაც სხვისგან იღებს. შემოქმედების სფეროში ის თავად არ ნაყოფიერდება.სასწორი - ერთის მხრივ მართავს ვენერა. მეორე მხრივ მზის დაცემა ვლინდება. საერთო ჯამში სასწორის შემოქმედებითი პროდუქტი განუმეორებელი სინთეზია უკვე სხვის მიერ შობილი იდეებისა.თხის რქა - ყველაზე არაშემოქმედებითი კარდინალური ნიშანი. ის ელოდება იდეას გარშემომყოფთაგან და მზადაა პრაქტიკაში მათი რეალიზება მოახდინოს.კარდნილური შემოქმედების დახშული ციკლი :ვერძი იძლევა იდეას,კირჩხიბი ავითარებს იდეას,სასწორი წონის და აანალიზებს ყოველმხრივ,თხის რქა იღებს გადაწყვეტილებას და იძლევა განკარგულებას (ვერძს) განახორციელოს (გააცოცხლოს) იდეა მატერიაში.მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს ჯვარი - კარდინალური ჯვარი (ასტრო-ეზოთერული ხედვა)1 - ჯვარი, რომელზეც გააკრეს სული - ეს არის ოკულტური პარადოქსი - დროსა და სივრცეში. მისი 4 ენერგია აკონტროლებს და მიმართულებას აძლევს სულის მიძღვნას, რადგან მას აქვს კავშირი ამაღლებულ მდგომარეობასთან.2 - ამ გზით ეს არის თავგანწირვის, „წამოწყების“ ჯვარი. ის ძირეულად უკავშირდება „უსასრულობაში აპოკალიფსის გზის დასაწყისს“,რომელიც იწყება ნირვანას მდგომარეობით და რომლისთვისაც ყველა წინა ევოლუციის საფეხური არის მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპი.„მთელი სილამაზე, მთელი სიკეთე, ყველაფერი, რაც ემსახურება მწუხარებისა და უმეცრების აღმოფხვრას მიწაზე, ეს უნდა ეძღვნებოდეს დიად აღსასრულს. შემდეგ, როდესაც, თანაგრძნობის მეუფეები დედამიწის სულიერ ცივილიზაციას დაიწყებენ და მას აქცევენ სამოთხედ, გაიხსნება უსასრულო გზა, რომელიც სამყაროს გულამდე გრძელდება. ადამიანი, რომელიც ადამიანი აღარ იქნება, ამაღლდება თავის ბუნებაზე და უპიროვნოდ, მაგრამ ცნობიერად გაერთიანებული ყველა გასხივოსნებაში , დაეხმარება უმაღლესი ევოლუციის აღსრულების კანონს, რომლის საწყისიც არის ნირვანა“. ( ტიბეტური იოგა და იდუმალი დოქტრინები. გვ. 12)3 - „ხელგაშლილი, გახსნილი გულისა და უმაღლესი გონის“ ჯვარი. ამ ჯვარზე მყოფნი ტკბებიან რადგან იციან, რას მოიცავს სიტყვა „ყველგან მყოფი“ და „ყოვლისმცოდნე“. ისინი არიან თანამონაწილე იდუმალის ფარდის ახდისა, რომელსაც ჩვენ ვმოსავთ არაადეკვატური სიტყვით „ყოვლისშემძლე“ .4 - კარდინალური ჯვრის ენერგია ერწყმის ენერგიებს, რომელსაც უმაღლეს კოსმიურ ენერგიაზე მეტს ვერ დავარქმევთ. ისინი ატარებენ იმის თვისებებს, რომელზეც ვერაფერი ითქმის და განათებულნი არიან 7 მზის სისტემის ბრწყინვალებით, ერთერთი მათგანი ჩვენია.5 - მასშტაბი და ციკლი მისი გავლენისა გაღებულ სიცოცხლეზე სრულიად უცნობია, თავად ჩვენი პლანეტარული ლოგოსისთვის, რომელიც თავად იმყოფება მის ფართოდ გაშლილ ხელებზე.კარდინალური ჯვარი ეს არის „მამის“ ჯვარი, რომელიც სამების პირველი „სახეა“ რომელმაც გამოგზავნა სულიწმინდა (სუნთქვა), რადგან უფლის გონმა განჭვრიტა მატერიის დანიშნულება. ახლა, როდესაც „მოვიდა დრო“ შვილმა აღასრულა კანონი, სულიწმინდას დახმარებით მამის ნების თანახმად.ამ ჯვრის ოთხივე ნიშანში ქრისტე ავლენს მათ ენერგიას უმაღლეს განვითარებაში. (ადამიანური გაგების თვალსაზრისით) - თუმცა უფრო ირიბად და არა პირდაპირ.ვერძი - დასაწყისი ნიშანი, უზრუნველყოფს იმპულსს, ენერგიას, რომელმაც გახადა შესაძლებელი ქრისტიანული ეპოქის გახსნა. ქრისტეს სახით ვერძი სიყვარულის „საუკუნის ინიცირებას“ ახდენს, რომელიც ამ დროისთვის, მხოლოდ ახლა იწყებს ფორმირებას და რომლის ძალა იმდენად ძლიერია, რომ პარადოქსულად გამოიწვია მიმდინარე „დაყოფა დედამიწაზე.კირჩხიბი - ამ ნიშნის უძლიერესი გამოვლინება ხშირად არასწორადაა წარმოთქმული და გააზრებული სიტყვებში: „ მყავს მე სხვა ცხვრებიც, რომელიც ამ მიდამოდან არ არიან, და სწორედ მათი (მოქცევა) აქ მოყვანაა საჭირო“ ამას უცხადებს მასის (ხალხის, ბრბოს) ცნობიერებას (და არა თავის მოწაფეებს). სწორედ კირჩხიბი არის მასიური (ცნობიერის) გამოხატვის სიმბოლო.სასწორი - ადამიანის ევოლუციის წონასწორობის წერტილზე იდგა ქრისტე. ის იმყოფებოდა ძველსა და ახალს შორის, აღმოსავლეთასა და დასავლეთს შორის (დამყოფი). ქრისტიანობის ეპოქა გულისხმობს „წონასწორობის წერტილს“ , ან „წონასწორობის კრიზისს“ ადამიანების სამეფოში.თხის რქა - აღნიშნავს სოლიდიფიკაციის, კრისტალიზაციის მომენტს. რომელიც ბოლოს და ბოლოს ფორმირებას „აღასრულებს“, სიკვდილის ფაზამდე მიჰყავს პროცესი. დღეს ჩვენ ამის მომსწრენი ვართ. თავის ტრიმფალური სიკვდილითა და აღდგომით ქრისტემ უნიკალური თხის რქისთვის დამახასიათებელი მისტერიის დემონსტრირება მოახდინა.მინიშნებებში უდიდესი იდუმალებაა. სწორედ ეს სამი ჯვარი (კარდინალური, მუტაბელური და ფიქსირებული) არის წარმოდგენილი გოლგოთაზე“, - წერს ქეთი ოდიშელი.

იაპონელი კაცი

მსოფლიო • 1790000407

15 წლის წინ გაუჩინარებულ მეუღლეს იაპონელი კაცი დღემდე დაეძებს

15 წლის წინ, ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს იაპონელი კაცი დღემდე დაეძებს. ყოველ 2 კვირაში იასუო ტაკამაცუ ონაგავას სანაპიროზე მიდის, მძიმე აღჭურვილობას ირგებს და ზღვაში შედის. წლების განმავლობაში მისი მეუღლის არანაირი კვალი ან მინიშნება არ გამოჩენილა, თუმცა ის ძიებას მაინც ჯიუტად განაგრძობს.2011 წლის 11 მარტის ტრაგედიის შემდეგ საავადმყოფოდან საავადმყოფოში დადიოდა, რათა საყვარელი ქალის ადგილსამყოფელისთვის მიეგნო. ცუნამის შემდეგ ათასობით ცხედარი იპოვეს, მაგრამ ტაკამაცუს ცოლი მათ შორის არ იყო. რადგან ხმელეთზე ყველა რესურსი ამოწურა, ყვინთვა ისწავლა. მამაკაცის თქმით, ზღვასთან სიახლოვე სიამოვნებდა, რადგან ფიქრობდა, რომ მისი მეორე ნახევარი სადღაც ახლოს იყო. დღეს ეს აქტივობა მისთვის მეუღლესთან სიახლოვის განცდის მთავარ წყაროა.

დავით გოგია

საზოგადოება • 1789933837

„ბევრი ამბობს, რომ მე ვიყავი წინააღმდეგი...“ - რას ჰყვება დავით გოგია მეუღლის, ხათუნა კოტრიკაძის კარიერაზე

თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელი, მეკარე დავით გოგია მისი მეუღლის, ყველასთვის საყვარელი მსახიობის ხათუნა კოტრიკაძის შესახებ საუბრობს და ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მეუღლემ პროფესიაზე უარი მეუღლის გამო თქვა.„სამსახიობო კარიერას საკუთარი სურვილით დაანება თავი. ბევრი ამბობს, რომ მე ვიყავი წინააღმდეგი... არავითარ შემთხვევაში. ხათუნა ჰოროსკოპით ლომი იყო, თან დედალი ლომი, გურული. არც დედის, არც მამის, არავის გავლენის ქვეშ არ მოქცეულა და როგორ მოექცეოდა ჩემი გავლენის ქვეშ?! არ უნდოდა... რამდენი ტელევიზია, რამდენი კორესპონდენტი მოდიოდა, ინტერვიუ გვინდა - არა. მანამ, სანამ „მხიარული რომანი“ ფართო ეკრანზე გავიდოდა, მე, დედამისი და ხათუნა წავედით კინოსტუდიაში და ვუყურეთ. მას შემდეგ, მას არც ეკრანზე უნახავს და არც ტელევიზორში. კაცი რომ ვერ ინატრებს, ისეთი ცოლი იყო. იმდენი დადებითი თვისება ჰქონდა, ვერ ჩამოთვლი. ჩემი ერთადერთი ნაკლია, ჯიუტი ვარო. დაბადებული იყო ოჯახისთვის - როგორ დაელაგებინა, საჭმელი ეკეთებინა, შვილისთვის, შვილიშვილებისთვის მოევლო...“, - ამბობს დავით გოგია „სარბიელის პოდკასტში“.ცნობისთვის, ხათუნა კოტრიკაძე 2024 წელს, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

რეზო ბლიაძე

პოლიტიკა • 1789900352

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა - ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან „ალა ლუსულ კანონებს“ იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ამოიღოს ხმა აკა მორჩილაძემ და გააკეთოს კომენტარი გველესიანზე! როდეეემდე უნდა იყო ჩუმაააად აკაა?! -  ასე ეხმიანება მუსიკოსი რეზო ბლიაძე ფეხბურთელ გიორგი გველესიანის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, მის მიმართ ოპოზიციის მიერ განხორციელებულ ბულინგს.ბლიაძის თქმით, წნეხი იყო ყველა სფეროს წარმომადგენელზე, ხოლო, როდესაც თავად ამოიღო ხმა და ოპოზიციისთვის არასასურველი რამ თქვა, მასაც გადაუარეს. შესაბამისად, მუსიკოსი მიიჩნევს, რომ გველესიანის განცხადება სწორია, ვინაიდან, ნაკრების ფეხბურთელებმა ვერ გაუძლეს წნეხს, თან კანონები გააპროტესტეს და ამ ფონზე, მილიონებიც აიღეს.,,მარტო ფეხბურთელები? აკა არ წნეხეს?მუსიკოსები არ წნეხეს? თორე ტრაკები არ დააბზეკინეს პარლამენტთან და მერე ჩუმჩუმად ბოდიშები არ იხადეს?ზოგმა: ბავშვს ქონდა ტელეფონი და იმან დაწერა ,,ალა ლუსულ კანონსო”ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა…ასე იყო კი. ზუსტად ასე!ზუსტად ასე მირეკავდა ,,მთავარის” ჟურნალისტი, ხმა ამოიღე და თქვი ,,არა რუსულ კანონსო” ბავშვები ქუჩაში დგანან, ოლე ოლას მღერიან და შენ რატომ ხარ ჩუმადო?ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს….საკუთარ თავზე რომ არ მქონდეს გადატანილი რა ვირისშვილებიც ხართ ალბათ ახლაც არაფერს ვიტყოდი… მაგრამ დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ!  თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს.ა, ესაა სიმართლე,'' - წერს რეზო ბლიაძე  Facebook-ზე.

დიანა

მსოფლიო • 1789588953

„დარწმუნებული იყავი, ძალიან მალე დავივიწყებთ დიანას“ — პრინც ჩარლზის შოკის მომგვრელი სიტყვები, ცოლის გარდაცვალების შემდეგ - დიანას ძმის სკანდალური მემუარები ხვალიდან მზის სინათლეს იხილავს

პრინც ჩარლზმა პრინცესა დიანას გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში გრაფ სპენსერს განუცხადა: „დარწმუნებული იყავი, მალე საკმარისად დავივიწყებთ მას“ — ამის შესახებ ნათქვამია შოკის მომგვრელ მემუარებში.ეს განცხადება სამეფო ოჯახის წევრებს შორის ახალი სკანდალის გამომწვევი შეიძლება გახდეს. ჩარლზ სპენსერის სენსაციური წიგნი, რომელიც ხვალიდან ექსკლუზიურად, სერიების სახით, Daily Mail-ში გამოქვეყნდება, ფარდას ხდის უაღრესად მწვავე დაპირისპირებას იმდროინდელ უელსის პრინცთან, რომელიც დიანას დაკრძალვის ორგანიზებას შეეხებოდა და რომელიც ახლა უკვე მეფეა.დაპირისპირება მოჰყვა გადაწყვეტილებას, რომელსაც დიანას ძმა, გრაფი სპენსერი ეწინააღმდეგებოდა — პრინც უილიამსა და პრინც ჰარის, რომლებიც იმ დროს, შესაბამისად, 15 და 12 წლის იყვნენ, დედის დაკრძალვის პროცესიაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა.გრაფი სპენსერი წერს, რომ მან უელსის მაშინდელ პრინცს დაჟინებით განუცხადა: დიანა არ ისურვებდა, რომ მის ახალგაზრდა ვაჟებს ასეთი საჯარო და მძიმე განსაცდელი გადაეტანათ.წიგნში ნათქვამია, რომ ამის შემდეგ ჩარლზმა სპენსერების ოჯახის მოვალეობისადმი დამოკიდებულება ეჭვქვეშ დააყენა, შემდეგ კი თქვა, რომ მისი ყოფილი მეუღლე, რომლის სიკვდილმაც მთელ მსოფლიოში მწუხარების უდიდესი ტალღა გამოიწვია, მალე დავიწყებული იქნებოდა.გრაფი სპენსერის თქმით, მეფის მიერ თითქმის 30 წლის წინ „ამოფრქვეული“ ეს სიტყვები ასახავდა „მის ჩახშობილ ზიზღს დიანას მიმართ და მის გულგროლობას იმის გამო, რომ დიანას სიკვდილმა მთელი მსოფლიო ასე ძლიერად შეძრა“.მეფის სავარაუდო ამ აფეთქების შესახებ ეს საოცარი მონათხრობი შესულია წიგნში Swan Song: Diana, My Sister („გედის სიმღერა: დიანა, ჩემი და“), რომელიც 62 წლის გრაფმა სპენსერმა, მისი თქმით, იმისთვის დაწერა, რათა გამოესწორებინა „სიმართლესთან შეუსაბამო ცნობები“, რომლებიც მის უფროს დაზე გავრცელდა.Daily Mail ამბობს, რომ წიგნში ასევე წარმოდგენილია არაერთი სხვა განსაკუთრებული და სენსაციური მტკიცება მეფე ჩარლზთან დიანას წარუმატებელი ქორწინებისა და 1997 წელს პარიზში ავტოკატასტროფაში მისი ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ განვითარებული მშფოთვარე მოვლენების შესახებ.წიგნში მოყვანილმა ფაქტებმა ბუკინგემის სასახლე შესაძლოა ახალი ქარიშხლის ცენტრში მოაქციოს — სულ რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიასა და მათი შვილების კალიფორნიიდან დიდ ბრიტანეთში დრამატული დაბრუნება მოხდა.1997 წლის 6 სექტემბერს, დიანას გარდაცვალებიდან ექვსი დღის შემდეგ, გრაფმა სპენსერმა მის დაკრძალვაზე ცნობილი, დაუმორჩილებელი ხასიათის სიტყვა წარმოთქვა. მოგვიანებით ეს სიტყვა XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს გამოსვლად დასახელდა.მისი ემოციური სიტყვა ვესტმინსტერის სააბატოში მას შემდეგ წარმოითქვა, რაც იგი დიანას კუბოს უკან, დაკრძალვის პროცესიაში, ცენტრალური ლონდონის გავლით, უილიამთან და ჰარისთან, ასევე პრინც ჩარლზთან და პრინც ფილიპთან ერთად მიდიოდა.დაკრძალვის პროცესიას, რომელიც მთელ მსოფლიოში გადაიცემოდა, დაახლოებით 2,5 მილიარდი ადამიანი ადევნებდა თვალს.წიგნში გრაფი სპენსერი წერს, რომ დაკრძალვამდე რამდენიმე დღით ადრე, როდესაც დედოფალ ელიზაბეთის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალჩინოსანმა თანაშემწემ უთხრა, რომ უილიამი და ჰარი დაკრძალვის პროცესიაში მიიღებდნენ მონაწილეობას, მან უპასუხა:„ეს არ მოხდება.“თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ მან პრინც ჩარლზისგან სატელეფონო ზარი მიიღო.ჩარლზი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ 18 წლით ადრე, 1979 წელს, თავადაც ჰქონდა მონაწილეობა მიღებული თავისი დიდი ბიძის, ლორდ მაუნტბატენის დაკრძალვის პროცესში. ჩარლზი მას ალერსით „ბიძია დიკს“ („Uncle Dickie“) უწოდებდა.მემუარებში აღწერილია, თუ როგორ „გადარეული“ გახდა ჩარლზი მას შემდეგ, რაც გრაფმა სპენსერმა მიუთითა, რომ ლორდ მაუნტბატენის დაკრძალვის დროს პრინცი 30 წლის იყო.წიგნის ერთ-ერთ ყველაზე გამაოგნებელ მონაკვეთში გრაფი სპენსერი წერს:„პრინცი ჩარლზი ბრაზის ნაკადს აგრძელებდა და მე მისთვის ხელი არ შემიშლია. შემდეგ გაჩერდა.ვიფიქრე, რომ ეს პაუზა ნიშნავდა, რომ ცდილობდა, თავი გაეკონტროლებინა, მაგრამ შემდეგ ტელეფონში ამოაფრქვია ის, რასაც ყოველთვის დიანას მიმართ მის ჩახშობილ ზიზღად მივიჩნევდი და მის გულგრილობად იმის გამო, რომ დიანას სიკვდილმა მთელი მსოფლიო ასე ძლიერად შეძრა.„დარწმუნებული იყავი,“ — დაისისინა მან, — „მალე საკმარისად დავივიწყებთ მას!“გრაფი სპენსერი ამბობს, რომ სავარაუდო განცხადებამ ის „იმდენად გააოგნა“, რომ პასუხის გასაცემად რამდენიმე წამი დასჭირდა.„არ მჯერა, რომ ეს ახლა მართლა თქვი,“ — ვუთხარი მშვიდად, შემდეგ კი ტელეფონი გავთიშე“, — წერს იგი.გრაფი სპენსერის მიერ ამ შოკის მომგვრელი აფეთქების აღწერამ შესაძლოა კვლავ გახსნას ე.წ. „უელსელთა ომის“ (War of the Waleses) ჭრილობები — ჩარლზისა და დიანას მწარე დაშორებისა და საბოლოო განქორწინების ისტორია.ბუკინგემის სასახლის წარმომადგენელმა განაცხადა:„მიუხედავად იმისა, რომ პრინციპულად წიგნებზე კომენტარს არ ვაკეთებთ, მისი უდიდებულესობა აცნობიერებს, რომ ძმის ან დის გარდაცვალებით გამოწვეული მწუხარების ტკივილმა შესაძლოა გონების განსჯის უნარი დააბინდოს, გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილებებზე და მეხსიერებას ისეთი ფერი მისცეს, რომელსაც სხვები ვერ აღიქვამენ — თუნდაც ასეთი დანაკარგიდან მრავალი წლის შემდეგ.“წიგნი Swan Song აღწერილია როგორც „ისტორიული“ და „განსაკუთრებულად ამაღელვებელი“.მისი მსოფლიო მასშტაბით გამოცემა მომავალ სამშაბათს იგეგმება. დიდ ბრიტანეთში წიგნს გამოსცემს Penguin Michael Joseph, რომელიც Penguin Random House-ის განყოფილებაა.წიგნის გამოცემას კიდევ ერთი უცნაური გარემოება ახლავს.ნიდერლანდების პოლიცია იძიებს ოთხი ეგზემპლარის „უკიდურესად საეჭვო“ ქურდობას. გამომცემლობის წყაროების ცნობით, წიგნის ოთხი ეგზემპლარი მიმდინარე კვირის დასაწყისში სატვირთო მანქანიდან მოიპარეს.Daily Mail-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სატვირთო მანქანა, რომელსაც წიგნის ათასობით ეგზემპლარი გადაჰქონდა, ღამით ავტოსადგომზე იყო გაჩერებული. წიგნები შავი პლასტმასით იყო შეფუთული, რათა მათი შიგთავსი დაემალათ.სატვირთო მანქანაში ქურდები მას შემდეგ შეიჭრნენ, რაც მძღოლმა მანქანა ღამით ავტოსადგომზე დატოვა და კაბინაში დაიძინა.

გია ვოლსკი

პოლიტიკა • 1789391246

ვოლსკი: იმედი მაქვს, რომ დანაშაულს მართლა გულწრფელად ინანიებს. არავის არ აქვს თვითმიზანი, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე, და ნებისმიერი სხვა, გასამართლებული იყოს და ციხეში სასჯელს იხდიდეს

იმედი მაქვს, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე დანაშაულს მართლა გულწრფელად ინანიებს, არავის არ აქვს თვითმიზანი, რომ ის, და ნებისმიერი სხვა, გასამართლებული იყოს და ციხეში სასჯელს იხდიდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკიმ განაცხადა.„საერთაშორისო პრაქტიკა ასეთია, საქართველოში ახალი არაფერი მოუგონიათ. გამოძიებასთან თუ ითანამშრომლებ და ცოდვას მოინანიებ, რასაკვირველია, ყოველ შემთხვევაში დემოკრატიულ სამყაროში, მართლმსაჯულება შემწყნარებელი უნდა იყოს, თუმცა ეს ბრალის გაუქმებას და განულებას არ ნიშნავს. დანაშაული ჩადენილია. ამ საკითხს მაინც  ემოციურად ვუდგები, რადგან განწყობაც ყოველთვის ასეთი მქონდა – მრავალშვილიანი მამაა. იმედი მაქვს, რომ დანაშაულს მართლა გულწრფელად ინანიებს. არავის არ აქვს თვითმიზანი, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე, და ნებისმიერი სხვა, გასამართლებული იყოს და ციხეში სასჯელს იხდიდეს“.ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს, ასევე ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. შეთანხმების თანახმად, ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდარავა პენიტენციურ დაწესებულებას სექტემბრის ბოლოს დატოვებენ, რაც შეეხება ჯუანშერ ბურჭულაძეს, ის ციხეს ორ წელიწადში დატოვებს.

 ანა ლეკიაშვილი

პოლიტიკა • 1789382465

ჯუანშერ ბურჭულაძეს განესაზღვრა ხუთი წლის თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სამ წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის - პროკურორი

ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება იმ საქმეზეც გაუფორმდა, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.ბურჭულაძეს, მის ცოლის ძმას ვასილ მხეიძეს და მის ყოფილ მოადგილეს გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება დღეს გაუფორმდათ.პროკურორი ანა ლეკიაშვილი აცხადებს, რომ მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა.„დამტკიცდა მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც ჯუანშერ ბურჭულაძე, ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა ცნობილ იქნენ დამნაშავედ ბრალად წარდგენილ ქმედებებში.ჯუანშერ ბურჭულაძეს განესაზღვრა ხუთი წლის თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სამ წელს მოიხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, ორი წელი კი ჩაეთვალა პირობით, მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 1 000 000 ლარის სახით, ასევე თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა ორი წლით, ასევე ჩამოერთვა დანაშაულის საგანი, ეს ეხება უშუალოდ ესპანეთში განთავსებულ სახლს და ასევე ნუშის ბაღების ქუჩაზე მდებარე სახლს და მასთან, მდებარე ავტოსადგომს და საზაფხულო ფართს.რაც შეეხება ვასილ მხეიძეს და გიორგი ხაინდრავას, მათ განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა ოთხი წლის და ორი თვის ვადით, საიდანაც ერთ წელს და ორ თვეს მოიხდიან პენიტენციურ დაწესებულებაში, სამი წელი ჩაეთვალათ პირობით, ორივე მათგანს ჯარიმის სახით განესაზღვრა 100 000 ლარი,"- აცხადებს პროკურორი. 

ჯუანშერ ბურჭულაძე

სამართალი • 1789377589

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს, ასევე ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.შეთანხმების თანახმად, ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდარავა პენიტენციურ დაწესებულებას სექტემბრის ბოლოს დატოვებენ, რაც შეეხება ჯუანშერ ბურჭულაძეს, ის ციხეს სამ წელიწადში დატოვებს.თბილისის სააპელაციო სასამართლომ ჯუანშერ ბურჭულაძე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაში დახმარებასა და ზეგავლენით ვაჭრობაში დამნაშავედ ცნო ვასილ მხეიძეც.მეორე ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, გიორგი ხაინდრავა დამნაშავედ იქნა ცნობილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაში.საპროცესო შეთანხმების თანახმად, ბურჭულაძეს სასჯელის სახით განესაზღვრა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სამ წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო ორი წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით. ასევე, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა უსასყიდლოდ სხვადასხვა სახის ქონება, მათ შორის ესპანეთში, მალაგას პროვინციაში არსებული სახლი, დაბა წყნეტში არსებული სახლი, ავტოსადგომი და საზაფხულო ფართი.რაც შეეხება გიორგი ხაინდრავას, მასაც ოთხი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც ერთ წელს და ორ თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო სამი წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.ვასილ მხეიძეს ოთხი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც ერთ წელს და ორ თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო სამი წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთმევა ნივთმტკიცებად ამოღენული საგნები – რამდენიმე მილიონის ღირებულების უაქციზო სიგარეტი და მის დასამზადებლად არსებული მასალა, თუთუნი, სიგარეტი ღერები, დანადგარები.

დაურ ბუავა

საზოგადოება • 1789328696

დაურ ბუავას ყოფილი ცოლი დუმილს არღვევს

დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე დუმილს არღვევს და ვრცელ პოსტს აქვეყნებს.„კომენტარი გინდოდათ? მიიღეთ. რატომღაც ადამიანებს ჰგონიათ, რომ თუ ბლოგერს ხშირად ხედავენ ინტერნეტში, ესე იგი, პირადად იცნობენ მას...ვიცი, რომ ყველასთვის დაურ ბუავა არის გმირი, რომელიც აფხაზეთისთვის იბრძოდა. მე ვერ დავუკარგავ მას იმ გზას, რომელიც თავისი საქმიანობის განმავლობაში გაიარა. მაგრამ როცა მიგზავნით წყევლას ან შეურაცხყოფას, გავიწყდებათ, ყველაზე მთავარი - იმ პროექტებისა და ვიდეოების 70%-ში, რომლებსაც დაური ქმნიდა, კადრს მიღმა მე ვიდექი, სადღაც ჩემი მონტაჟი იყო, სადღაც - ჩემი იდეები, თითქმის ყველა ვიდეოში ხელით ვწერდი სუბტიტრებს. თქვენ ვერასდროს გაიგებთ, რამდენად რთული გზა გავიარე მასთან და მის შემდეგ...მე და დაური ამ წლის იანვარში დავშორდით და უკვე 8 თვეა, რაც სხვა ქვეყანაში ვიმყოფები.დაური ჩემზე 9 წლით უფროსი იყო. 32 წლის გახდებოდა დეკემბერში. ჩვენ ძალიან რთული ურთიერთობა გვქონდა, რომელმაც საბოლოოდ მთლიანად გამომფიტა. თუ ის საკუთარ თავზე ზრუნვას ვერ ახერხებდა, როგორ ფიქრობთ, შეძლებდა ჩემზე, ან ზოგადად, ოჯახზე ზრუნვას?და იცით, რამდენი ტყუილი ამოტივტივდა მისი გარდაცვალების შემდეგ? თითქმის მთელი ზაფხული მან იმ უკრაინელ გოგოსთან გაატარა, რომელმაც საბოლოოდ, დაღუპა. ის აგრძელებდა ამ ცხოვრებას, მე კი, თქვენი აზრით, 23 წლის ასაკში ეს ყველაფერი უნდა ამეტანა?რატომღაც, როცა სხვა ბლოგერებმა ამ თემაზე 10 ვიდეო გადაიღეს, არც ერთისთვის არ გითქვამთ, რომ ისინი პიარის გაკეთებას ცდილობდნენ. მაგრამ როცა მე ვთქვი, რომ ყველაფერს ტელეგრამის არხზე დავწერდი, ჩემზე ტონა ჰეითი წამოვიდა, მიუხედავად ამისა, რომ ასეთ სიტუაციაში ტელეგრამი ბევრად ბევრად უფრო მოსახერხებელია. არხზე 1600 ადამიანი მყავდა და ჩემი აუდიტორია დამოუკიდებლად შევაგროვე, მაგრამ ბრალდებების უზარმაზარი რაოდენობის გამო ჩემი არხი წავშალე. თუ არ გინდათ სიმართლის მოსმენა და გირჩევნიათ, თქვენს ფანტაზიებში იცხოვროთ, ასე გააგრძელეთ. ესე იგი, სიმართლეს არ იმსახურებთ!ახლა, ჩემს მიმართ ნამდვილად გაიზარდა ყურადღება, მაგრამ ამ „პიარს“ თავად მაძლევთ თქვენ. საერთოდ არ მჭირდება საკუთარი თავის პოპულარიზაცია ადამიანის სიკვდილის ხარჯზე. ზედმეტად კარგად გამზარდეს იმისთვის, რომ ასეთი სისულელეებისთვის ვიტანჯებოდე. რა გაღიზიანებთ? ის, რომ მე ჩემს ცხოვრებას ვცხოვრობ? რატომ ფიქრობთ, რომ თქვენ ჩემზე უკეთ იცოდით, როგორი ადამიანი იყო დაური ურთიერთობაში? აზრად არ მოგსვლიათ, რომ თუ მას დავშორდი, ამას შესაბამისი მიზეზები ჰქონდა?მადლობა ადეკვატურ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი თავით აზროვნების უნარი აქვთ და ესმით, რომ მე მის გვერდით კუბოში არ უნდა ჩავწოლილიყავი მაშინ, როცა მან რომელიღაც უკრაინელ გოგოსთან გართობისას გადაწყვიტა, ნარკოტიკებით თავის განებივრება. ბოლო წუთამდე ვიკავებდი თავს, რომ მისი მტრებისთვის სიხარულის მიზეზი არ მიმეცა. დარწმუნებული ვარ, ამ პოსტის წაკითხვით ისინი ძალიან ბედნიერები იქნებიან. მაგრამ თითოეული თქვენგანი არის მიზეზი, რის გამოც, მათ ეს ბედნიერება მიიღეს!ყველაზე საშინელი ის არის, რომ ახლა მე სწორედ ის ადამიანები მწყევლიან, რომლებიც 3 წლის წინ მე და დაურს მილოცვებს გვწერდნენ და ამბობდნენ, თუ როგორი კარგი გოგო ვიყავი.გარდაცვლილის პატივისცემის ნიშნად, არ ვაპირებ დეტალურად მოვყვე რაიმე ისტორია და მასზე ცუდად ვილაპარაკო, მაგრამ არც საკუთარ თავს მივცემ უფლებას, რომ რაღაც წარუმატებელმა ადამიანებმა შეურაცხყოფა მომაყენონ.თუ გეჩვენებათ, რომ ჩემთვის ყველაფერი ძალიან მარტივია, მაშინ ყველას გისურვებთ ასეთივე „სიმარტივეს“.ჩემი ცხოვრება ახლა მხოლოდ იწყება. ვცდილობ, სწორი ნაბიჯები გადავდგა, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ყველაფერი კონტროლიდან გამოვიდა.მე საკუთარი თავი და ჩემი ოჯახი მიყვარს და ცხოვრებაში არასდროს გავრისკავდი ყველაფერს რამდენიმე საათიანი გართობის გამო, როგორც დაურმა გააკეთა“, - წერს ნინო ცხოვრებაძე. აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა 28 აგვისტოს თბილისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას საქმეზე, განსაცდელში მიტოვების ფაქტზე, ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა.

იოანე ნათლისმცემელი

საზოგადოება • 1789070415

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

მართლმადიდებელი ეკლესია 11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს.მათესა და მარკოზის სახარებების მიხედვით, იოანე ნათლისმცემელი იესო ქრისტეს უახლოესი წინამორბედი იყო, რომელმაც მესიის მოსვლა იწინასწარმეტყველა. ნათლისმცემელი უდაბნოში ცხოვრობდა, ამხელდა საზოგადოების ბიწიერებას და მონანიებისაკენ მოუწოდებდა. სახარების მიხედვით, იოანე ნათლისმცემელმა მონათლა იესო ქრისტე მდინარე იორდანეში.ძველი ებრაელი ისტორიკოსის, იოსებ ფლავიუსის (ახ. წ. I საუკუნე) ცნობით, იოანე ნათლისმცემელი ჰეროდე I-ის თანამედროვე იყო. ჰეროდემ თავისი საყვარლის, ჰეროდიადას და მისის ქალიშვილის, სალომეას საამებლად, იოანე ნათლისმცემელი საპყრობილეში ჩასვა, შემდეგ კი თავი მოაკვეთინა, რადგან ნათლისმცემელმა ამხილა იგი: „არა ჯერ არს შენდა, ვითარმცა ცოლად გესუა ძმის-ცოლი შენი“.იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს ეკლესია-მონასტრებში ღვთისმსახურება ტარდება. მორწმუნეები კი ამ დღეს მარხვას იცავენ.ტროპარი„ხსენებაი მართლისი ქებით აღესრულების, ხოლო შენდა კმა არს წამებაი უფლისაი, წინამორბედო, რამეთუ ჭეშმარიტად გამოსჩნდი უდიდებულეს წინაისწარმეტყველთა, და რამეთუ ქადაგებულსა მას შენ მიერ, წყალთა შინა ღირს იქმენ ნათლისცემად და, ამისათვისცა სულისა ეგთჳს წმიდისა მიერ გამოჩინებულსა, ვნებულსა სისხლითა შენითა, გიხაროდენ, წინამორბედო, მეოხ-ჰყავ უფლისა მიერ შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს“.კონდაკი„წინამორბედისა დიდებულსა თავისკვეთასა, საიდუმლონი სარგებელისანი ისმინნედ ყოველთა, რამეთუ ჰეროდიაშმა უსჯულომან ითხოვა ნათცემი, და არა ცხოვრება მოიხვეჭა, არცა სჯული ღვთისაი, არამედ ცრუგულებაი მფლობელისა ჰეროდეს თანა“.

პოლიცია

მსოფლიო • 1788985024

ავსტრიელი ქალი, რომელსაც ქმარი ნარკოტიკებით აბრუებდა, რათა სხვა მამაკაცებს გაეუპატიურებინათ, სექსუალური ძალადობის დროს მიღებული დაზიანებებისგან გარდაიცვალა

პროკურორებმა ამ შემაშფოთებელ საქმეს „პელიკო 2.0“ უწოდეს, რაც გულისხმობს ჟიზელ პელიკოს, ფრანგ ქალს, რომელიც ათობით მამაკაცმა არაერთხელ გააუპატიურა მას შემდეგ, რაც ქმარმა ნარკოტიკებით აწამა.25 ივნისს, ავსტრიის ქალაქ მარტტრენკში, წყვილის სახლში სასწრაფო დახმარების სამსახური გამოიძახეს, მას შემდეგ, რაც 39 წლის ქალი მისმა მოზარდმა ქალიშვილმა საწოლზე უსიცოცხლოდ და სისხლით დასვრილი იპოვა.საინფორმაციო გამოცემა „20 Minuten“-ის ცნობით, მისმა ნასვამმა ქმარმა თავდაპირველად ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების პერსონალს უთხრა, რომ „უხეში სექსის“ დროს უბედური შემთხვევა მოხდა.თავდაპირველად პოლიციამ 51 წლის ქმარზე ეჭვი არ შეიტანა. თუმცა, გაკვეთის და მისი ტელეფონის ჩხრეკის შედეგად დადგინდა, რომ ქალის სიკვდილი უფრო საშინელ რამეს უკავშირდებოდა.ცოლის გარდაცვალების შემდეგ, პოლიციამ აღმოაჩინა, რომ მამაკაცმა ტელეფონიდან აპლიკაცია წაშალა.პოლიციამ აღმოაჩინა, რომ ცოლის გარდაცვალებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, სავარაუდოდ, მამაკაცი თავის მოწყობილობაში ნარკოტიკების მოხმარების შესახებ ინფორმაციას ეძებდა.ადგილობრივი მედიის ცნობით, მან შემდგომში ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ცოლი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ანაზღაურების სანაცვლოდ მამაკაცებს გადასცა, მათ შორის, მისი გარდაცვალების ღამეს.ქალის ქმარს თითო სესიაზე 500 ევრომდე გადაუხადეს და ტექსტურ შეტყობინებებში ის ცოლს „მკვდარ ხორცს“ უწოდებდა.მისი ქმარი დააკავეს მეზობელთან ერთად, რომელსაც ბრალი ედება ქალის ორჯერ სექსუალურ ძალადობაში, მათ შორის მისი გარდაცვალების ღამეს.გაზეთ Krone-ს ცნობით, ორ მამაკაცს შორის შეტყობინებებში ქალზე სავარაუდო ძალადობა იყო ნახსენები.როგორც ამბობენ, მისი გარდაცვალების ღამეს, მისმა ქმარმა მეზობელს უგონო მდგომარეობაში მყოფი ცოლის ფოტო გაუგზავნა.ერთ-ერთ შეტყობინებაში ქალის ქმარმა დაწერა: „მე მას ძალიან დავათრობ. შემდეგ ისევ შეგიძლია მასთან დაწვე. ის, თუ როგორ კვნესოდა ის რამდენიმე დღის წინ, უბრალოდ საოცარი იყო“.მისმა მეზობელმა უპასუხა: „თითქმის იყვირა. ისევ გააჩუმეთ“.მან ასევე მადლობა გადაუხადა ქალის ქმარს „მისი მომსახურებით სარგებლობის უფლებისთვის“.სხვა შეტყობინებაში ქმარმა განაცხადა, რომ ცოლმა არ დათანხმდა ამ ქმედებებს. მან დაწერა: „ის ნებით არ მონაწილეობს“.მან ასევე თქვა: „თუ ეს იმუშავებდა, თუ ნარკოტიკები მექნება, რეგულარულად ვაიძულებდი...“ ქალის გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, სავარაუდოდ, მისმა ქმარმა გაუზიარა ცოლის ფოტოები მამაკაცს, ცალკე ტექსტურ შეტყობინებაში დაწერა: „მაგრამ მან იცის, რომ ეს ნამდვილი გაუპატიურებაა და ქალი არასდროს დათანხმდება ამას“გამოძიების ფარგლებში სხვა ეჭვმიტანილები კვლავ გამოძიების ქვეშ არიან.ეს საქმე 2024 წელს საფრანგეთში მომხდარი გახმაურებული სასამართლო პროცესიდან იღებს სათავეს, რომლის დროსაც დომინიკ პელიკომ აღიარა, რომ თითქმის ათი წლის განმავლობაში ცოლს, ჟიზელს, ნარკოტიკებით აწამებდა და ათობით მამაკაცს უგონო მდგომარეობაში ყოფნისას გაუპატიურებისთვის იწვევდა.ის ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს. ბრალდებები გასულ წელს წაუყენეს და მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც მაქსიმალური პატიმრობა იყო.მან თავი დამნაშავედ ცნო და სააპელაციო საჩივარი არ შეიტანა.მისი 50-ვე თანაბრალდებული ასევე დამნაშავედ ცნეს საქმესთან დაკავშირებულ სხვადასხვა ბრალდებაში.სასამართლომ საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო მას შემდეგ, რაც ჟიზელმა რამდენიმე ბრალდებულის მოთხოვნით დახურული სასამართლო პროცესის ჩატარებაზე უარი თქვა.სასამართლო მის მხარეს დადგა. მისმა გამბედაობამ შთააგონა სექსუალური და სექსისტური ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლები და ამ შოკის მომგვრელმა საქმემ საფრანგეთში გაუპატიურების კულტურის პრობლემის გადახედვა გამოიწვია.მტკიცებულებებად წარმოდგენილი იყო გაუპატიურებისა და ძალადობის ამსახველი საშინელი ვიდეოები, რომლებიც დომინიკ პელიკომ გადაიღო.

✕