კულტურა •
1789839960
აჭარის ხელოვნების მუზეუმში „საერთაშორისო არტ-პლენერი“ გაიმართა
აჭარის ხელოვნების
მუზეუმში, 17 სექტემბერს,
ააიპ „შავი ზღვის
ქვეყნების მხატვართა
საერთაშორისო
ორგანიზაციის - პლენერი
20“-ის პროექტი -
„საერთაშორისო
არტ-პლენერი“-ის
შემაჯამებელი გამოფენა
გაიმართა, რომლის
სახელწოდებაა
„თანამედროვე ქართული
ხელოვნება, როგორც
ევროპული თანამოსაუბრე“.
არტ-პლენერის არსებობის
მანძილზე განხორციელდა 6
საერთაშორისო პროექტი
ქალაქ ფოთსა და ბათუმში. ეს
ღონისძიებები აერთიანებს
სხვადასხვა ქვეყნის
ხელოვანებს, რომლებიც
ფერწერულ ნამუშევრებს ღია
ცის ქვეშ ქმნიან. პლენერში
მონაწილეობას ღებულობდა 12
უცხო ქვეყნის /თურქეთი,
ესპანეთი, პორტუგალია,
ირლანდია, ირანი,
ბულგარეთი, პოლონეთი,
ყაზახეთი, უკრაინა/ და 13
ქართველი
მხატვარი.მხატვარებმა
შემაჯამებელ გამოფენაზე
წარმოადგინეს სამოცდაათი
საინტერესო
ნამუშევარი.მონაწილე
მხატვრები: თურქეთი - აზიზ
კარაკოჩი, ფერმან აიდინი,
ესპანეთი - გონსალო
როდრიგეს გომესი,
პორტუგალია - კუასე კაჩი,
ირლანდია - რეგინა
ბაჩინსკა, ირანი - მოტაჰარე
მოგადასი, ბულგარეთი -
ტემენუჟკა ნიკოლოვა
დიმოვა, ხრისტო ხრისტოვი,
სვეტლოზარ ნედევი,
პოლონეთი - ზბიგნევ
მიერუნსკი, ყაზახეთი -
მერუიერტ (მირა) ჟუმანოვა,
უკრაინა - ნატალია დაბიჟა,
საქართველო - ჯემალ
ბასარია, არჩილ ბლუაშვილი,
ვლადიმერ დურული, ავთანდილ
თოფურია, ბადრი ფაჩულია,
თეკლა მელაძე, ზურაბ ჭედია,
ნინო ჭედია, აჭარა - ბექა
ბოლქვაძე, არჩილ მალაყმაძე,
გელა მესხი, გურამ
ფუტკარაძე, ეკა
ცინცაძე.გამოფენის
ოფიციალურ გახსნას
ესწრებოდნენ აჭარის ა/რ
კულტურის მინისტრი - ელისო
ბოლქვაძე, აფხაზეთის ა/რ
იძულებით გადაადგილებულ
პირთა მინისტრი - დავით
ფაცაცია, საქართველოს
მხატვართა კავშირის
თავმჯდომარე - გურამ
ცერცვაძე, აფხაზეთის
მხატვართა კავშირის
თავმჯდომარე - ჯემალ
ბასარია, აჭარის ა/რ
მხატვართა კავშირის
თავმჯდომარე - გურამ
ფუტკარაძე, პროექტის
ხელმძღვანელი, შავი ზღვის
ქვეყნების საერთაშორისო
ორგანიზაცია
„პლენერი-20“-ის
თავმჯდომარე - ზურაბ ჭედია,
პროექტის კურატორი -
ქეთევან ახობაძე-
ხელოვნებათმცოდნე,
სოციალურ მეცნიერებათა
დოქტორი.,მხატვრები,
ხელოვანები და ქალაქის
სტუმრები.პროექტის
ხელშემწყობი, პარტნიორები
და დამფინანსებლები არიან:
აჭარის ა/რ კულტურის
სამინისტრო და აფხაზეთის
ა/რ იძულებით
გადაადგილებულ პირთა
სამინისტრო, საქართველოს
და აფხაზეთის მხატვართა
კავშირები,სსიპ აჭარის
მუზეუმი.