ვინ არის შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის რჩეული - რა კადრები ვრცელდება
1758740862
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტებში სააგენტოს მობილური ჯგუფების სამუშაოს შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრების მიზანია სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის სააგენტოს სერვისებსა და პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, აქტიური პროგრამებისა და ვაკანსიების გაცნობა. სააგენტოს კონსულტანტებმა მოქალაქეები სამუშაოს მაძიებელთა პორტალზე ადგილზე დაარეგისტრირეს და სხვადსხვა პროფესიული კურსები შესთავაზეს.
მობილური ჯგუფების გასვლით შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ხათუნა ცერცვაძემ, რომელმაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სააგენტო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონში მოქალაქეთა გაძლიერებას, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების მიმართულებით.
სააგენტოს მობილური ჯგუფები განაგრძობენ მთელი ქვეყნის მასშტაბით შეხვედრებს . ბოლო ერთი წლის მონაცემებით მობილური ჯგუფების მიერ 4000-ზე მეტი სოფლად მცხოვრები მოქალაქის კონსულტირება განხორციელდა.