ემიგრანტი

საზოგადოება 1756666614

„6-წლიანი ემიგრაციის მერე დაბრუნდა და მეორე დღეს გარდაიცვალა...“ - ცნობილია, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი

ქართველი ემიგრანტი 6-წლიანი ემიგრაციის მერე საქართველოში დაბრუნდა და მეორე დღეს თრომბით გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს.მისივე ცნობით, ახალგაზრდა ქალი სტამბოლში ცხოვრობდა და მუშაობდა.„ნათელში იყავი ლიზა... მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილ ქართველ ემიგრანტს… საქართველოს ენით აღუწერელი ტკივილი ემიგრანტები არიან… ახლაც ის დროა, როცა ქართველი გულით ნატრობდა, სად მომკვდარიყო ქართული მიწის ეგრძნო სურნელი… ბალახი მაინც რომ გამხდარიყო.მოიხსენიეთ ახლად შესვენებული ლიზა...კიდევ ერთი ახალგაზრდა ემიგრანტის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე...“ - წერს სიხარულიძე.

გიო

საზოგადოება 1756237729

„ქორწილიც და გასვენებაც ერთდროულად ექნება ახლა, შენს გიოს...“ - თბილისში ახალგაზრდა კაცს გლოვობენ

თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ახალგაზრდა კაცი მოულოდნელად გარდაიცვალა. 34 წლის გიორგი ბესტავაშვილი დილით, საწოლში იპოვეს გარდაცვლილი. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „16 წლის უნახავი შვილი გარდაეცვალა ემიგრანტს... მიწისთვის მენანები გიო.ხათო, ჩაეხუტები შენი 16 წლის უნახავ შვილს, რით განუგეშოთ, რა გითხრათ... გისამძიმრებთ სრულიად ქართველი ემიგრანტები, საემიგრაციო.ხათუ, როგორ გიხაროდა, საბუთს ელოდებოდი და მაშინვე წავალო. ოჯახს მონატრებულო, ხვალ დილით უკვე შენ შვილთან იქნები, შენს 34 წლის ანგელოზს, გიორგის ჩაეხუტები გაყინულს და ასე მონატრებულს ნახავ, უკანასკნელად. ჩემი შვილი უნდა დავაქორწინო, საქართველოში მივდივარო და ეს რა ტრაგედია დაგატყდა თავს, ქორწილიც და გასვენებაც ერთდროულად ექნება ახლა შენს გიოს“, - წერს შოთო სიხარულიძე.

 ანი ძამაშვილი

საზოგადოება 1755288881

„25 წელი წამში დასრულდა...“ - ვაზიანში ახალგაზრდა გოგოს გლოვობენ

გარდაიცვალა 25 წლის ანი ძამაშვილი. ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა რამდენიმე მძიმე დაავადებას ებრძოდა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.„გარდაიცვალა 25 წლის ანი ძამაშვილი, რომელმაც მთელი ვაზიანი აატირა. სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა, ულამაზესი გოგონა, რომელიც გარკვეული პერიოდი, რამდენიმე უმძიმეს დაავადებას ებრძოდა. სამწუხაროდ გუშინ გარდაიცვალა... თურქეთში გადაიყვანეს საოპერაციოდ, მაგრამ ვერაფერი უშველეს.25 წელი დასრულდა წამში“, - წერს სიხარულიძე.

ჯიმი

საზოგადოება 1753473379

„უბედურების ზარმა ჩამოჰკრა... ქორწილში გვეპატიჟებოდი ბიჭო...“ - ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა

ბათუმელი ახალგაზრდა ჯიმი შავაძე, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციის შესახებ სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:„გლოვობს ჩემი ბათუმი გარდაიცვალა ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე ჯიმი შავაძე ეს რა უბედურების ზარმა ჩამოჰკრა ჩვენო ჯიმი.ქორწილში გვეპატიჟებოდი ბიჭო და შენს დედას როგორ მიუსამძიმროთ  რამდენი რამ უნდა გადაიტანოს შენმა დედამ ჩვენო ჯიმი  უფალმა გამძლეობა მისცეს ასეთი ვაჟკაცის დაკარგვით. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ჯიმის უმანკო სული  ენით აღუწერელი ტკივილი დაგვიტოვე გაანადგურე და თავდაყირა დააყენე ყველას ცხოვრება ვინც გიცნობდა, ნათელში იყავი ჩვენო ყველასგან და ყველაფრით გამორჩეულო და განსაკუთრებულო.მოიხსენიეთ ახლადშესვენებული ჯიმი. კიდევ ერთი ახალგაზრდის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე...ვინც გიცნობდა ყველას გული ჩასწყვიტე ცხარე ცრემლებით დაგტირიან კეთილი და სამართლიანი იყავი და ეჭვი არასდროს შეგვეპარება, რომ ამ სოფლიდან ყველა შემოგაშველებს ლოცვას, უფალმა წაგიყვანა სადაც მართალნი განისვენებენ, ცათა სასუფეველში გადაინაცვლა შენმა ლამაზმა სულმა. არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი“

რეზი ფალავანდიშვილი

საზოგადოება 1753042250

„დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა...“ - ჩაქვში 24 წლის ბიჭი გარდაცვლილი ნახეს

ჩაქვში ახალგაზრდა ბიჭი გარდაცვლილი ნახეს. არსებული ინფორმაციით, 24 წლის რეზი ფალავანდიშვილმა დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა. ინფორმაციას ამის შესახებ შოთო სიხარულიძე ავრცელებს.„გარდაიცვალა რეზი ფალავანდიშვილი - ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე გამორჩეული, უბოროტო, უკელთიშობილესი ადამიანი იყო, უფალმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს, სადაც მართალნი განისვენებენ. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ, ახლად შესვენებული რეზი, ღმერთმა მისცეს გამძლეობა მის ოჯახს... კიდევ ერთი ანგელოზი შეემატა ზეციურ სამყაროს... სიყვარული ბიჭი!  და ბოროტი, უსამართლო, საზიზღარი სამყარო!“ - წერს სიხარულიძე.

ილია მურუსიძე

საზოგადოება 1751487749

„გარდაიცვალა უკეთილშობილესი, უიშვიათესი, ქველმოქმედი ადამიანი...“ - მოულოდნელად გარდაცვლილ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც მისი პოსტიდან ირკვევა, ილია მურუსიძე მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა.„გარდაიცვალა ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, ილია მურუსიძე - უკეთილშობილესი, ქველმოქმედი, ყველას მომხმარე და გვერდში მდგომი, უიშვიათესი ადამიანი, რომელიც დააკლდა ოჯახს, მეგობრებს, ნათესავებს.ეს იყო შენი ბედი? იმდენი რამე მინდა ვუთხრა გამწარებულ ოჯახს, რომელმაც ასეთი კეთილშობილი შვილი დაკარგა... ალბათ, არც დროა ამისი და არც ადგილი... გადაინაცვლა მარადიულობაში...რამდენი ანგელოზი შეემატა ზეციურ სამყაროს? მთელი გულით ვუსამძიმრებ, უპირველეს ყოვლისა, ოჯახს, მეგობრებს და ნათესავებს, ვერაფერს გეტყვით იმ უდიდესი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა განიცდით“, - წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.

თეო

საზოგადოება 1751485318

„ლამაზი და ფარფატა, თვალხატულა გოგო აღარ არის... მიწამ როგორ უნდა მიგიღოს, თეო...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

„ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.როგორც მისი პოსტიდან ირკვევა, ახალგაზრდა ქალი მძიმე სენს ემსხვერპლა.„მიწამ როგორ უნდა მიგიღოს თეო, ტკბილად იძინე... როგორ იტანჯა და მაინც გაქრა პეპელასავით ლამაზი და ფარფატა, ნიჭიერი, თვალხატულა გოგო... ნეტავ სულ არ გათენებულიყო, თუ ღირდა საერთოდ ამად ეს გათენება?! ნუთუ ამის გასაგებად უნდა ამოსულიყო მზე?!“, - წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.

ემიგრანტი

საზოგადოება 1751479366

გერმანიაში, ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

გერმანიაში, ქართველი ემიგრანტი ლაშა ცენტერაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ შოთო სიხარულიძე ავრცელებს.მისივე ცნობით, ლაშა, ბოლო წლებში, მძიმე სენს ებრძოდა. მკურნალობის კურსს კი გერმანიაში გადიოდა. ლაშა გერმანიაში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა. „გლოვობს ჩემი ჩოხატაური... უფალმა დაგიმკვიდროს მარადიული სასუფეველი, სადაც მართალნი განისვენებენ... მწარეა ის დიდი ტკივილი, რასაც უშენობა ჰქვია...“ - ვკითხულობთ პოსტში.

ემიგრანტი

საზოგადოება 1751394572

„მონატრებული შვილი ჩაგიხუტებს, ზეცაში შეხვდებით ერთმანეთს...“ - თურქეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

თურქეთში ქართველი ემიგრანტი, ინგა თუთარაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ შოთო სიხარულიძე ავრცელებს.„ოჯახის და სამშობლოს მონატრებული ინგა, ინგა, შენი მონატრებული შვილი ჩაგიხუტებს ზეცაში და შეხვდებით ერთმანეთს... (2016 წელს როცა ემიგრანტი ელენე გოქაძე მოკლეს თურქეთში მაშინ გადავიღე ლაივ ჩართვა მქონდა და იქ დასტიროდა ინგა ელენეს, ჩემი შვილი არ მომინელებია და შენ რა დამმართეო და ახლა ეს ამბავი რომ მითხრეს, მაშინვე ვიცანი ინგა)საშინელება მოხდა, არავის გვჯერა ეს შემზარავი ამბავი... ჯანმრთელი, საღ-სალამათი, ძალიან კეთილი, თბილი, არაჩვეულებრივი ადამიანი იყო ინგა, დაუჯერებელია ის, რაც მოხდა...“ - წერს სიხარულიძე.

თამუნა  ჩოგაძე

საზოგადოება 1751370163

„გარდაიცვალა სიცოცხლით სავსე გოგო...“ - ბათუმში ახალგაზრდას გლოვობენ

ბათუმში ახალგაზრდა ქალი, თამუნა ჩოგაძე გარდაიცვალა. მიზეზად ანევრიზმა სახელდება. ინფორმაციას ამის შესახებ შოთო სიხარულიძე ავრცელებს.„გლოვობს ჩემი ბათუმი... გარდაიცვალა ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე თამუნა ჩოგაძე... სახეზე ჩამოაფარეთ, რა ახალგაზრდა მოკვდა... მიწისთვის მენანები.. სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები, ეს ანგელოზები?! ალბათ იქ, სადაც არ არსებობს დრო, იქ, სადაც მარადიული სიცოცხლეა, იქ, სადაც ბევრი ჩვენიანია... გულში ჩაგიკრავენ მოგიშუშებენ შენს ნაიარევს...“ - წერს შოთო სიხარულიძე.

გლოვა

საზოგადოება 1750450839

„რა ეშველება შენს შვილს უშენოდ…“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

საბერძნეთში, ათენში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „თბილო, კეთილო, უბოროტო, როგორ გვატკინე გული, როგორ დაასრულე ეს ცხოვრება უცხო მიწაზე, რამდენი ტკივილი, მონატრება, ჯავრი წაიყოლე… რა ეშველება შენს შვილს უშენოდ, ისიც ხომ ათენში გყავდა, ორივე ემიგრანტი იყავით… რატომ მოტეხე ფრთები ხათოს, ასე ნაადრევად…ღმერთო, მიეცი ძალა მის ოჯახს ამ ტკივილის ასატანად, სასუფეველში იყავი, რომ არა უფალი, ამდენ მწუხარებას ჩვენ ვერ გავუძლებდით“, – წერს სიხარულიძე.

გლოვა

საზოგადოება 1750364104

საბერძნეთში, ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

საბერძნეთში, ათენში ქართველი ემიგრანტი ნანული მაჭავარიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ შოთო სიხარულიძე ავრცელებს.„თბილო, კეთილო, უბოროტო, როგორ გვატკინე გული, როგორ დაასრულე ეს ცხოვრება უცხო მიწაზე, რამდენი ტკივილი, მონატრება, ჯავრი წაიყოლე... რა ეშველება შენს შვილს უშენოდ, ისიც ხომ ათენში გყავდა, ორივე ემიგრანტი იყავით... რატომ მოტეხე ფრთები ხათოს, ასე ნაადრევად...ღმერთო, მიეცი ძალა მის ოჯახს ამ ტკივილის ასატანად, სასუფეველში იყავი, რომ არა უფალი, ამდენ მწუხარებას ჩვენ ვერ გავუძლებდით“, - წერს სიხარულიძე.