მაია ბუწაშვილი

საზოგადოება 1767645815

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი საზოგადოებას გრიპის ვირუსთან დაკავშირებით მიმართავს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საზოგადოებას ვირუსებთან დაკავშირებით მიმართავს:,,ბევრი მითქმა-მოთქმაა გრიპის ვირუსის წლევანდელ შტამთან დაკავშირებით. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ ქვეტიპის წინააღმდეგ ვაქცინამ „არ იმუშავა“. შეგახსენებთ, წელს წამყვანია H3N2 subclade K (და არა „ღორის გრიპი“, როგორც ამას ბევრი ამბობს, რომელიც არის H1N1. ახლა ეს ქვეტიპიც ცირკულირებს, მაგრამ წელს აქცენტი H3N2-ზეა).მოკლედ, ამ ქვეტიპებზე ყურადღების გამახვილებას ალბათ დიდი მნიშვნელობა არ ექნებოდა. უბრალოდ, აქ მთავარი ის არის, რომ წელს გრიპის ვირუსმა მუტაცია განიცადა იმის შემდეგ, რაც ვაქცინა უკვე შემუშავებული იყო (შეგახსენებთ, ყოველწლიურად ვაქცინა იქმნება იმ სეზონზე მოცირკულირე ქვეტიპების შესაბამისად). ამიტომ მისი ეფექტურობა ნაკლებია, ვიდრე სხვა სეზონებზე. ამან გარკვეულად გააღრმავა ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმი, რომელიც ისედაც ყოველთვის არსებობდა.სინამდვილეში კი წელს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ვირუსის ახალი ქვეტიპი იმუნურ პასუხსაც “გაექცა” და შესაბამისად, ვისაც H3N2 მიმართ გარკვეული დაცვა ქონდა, ისიც ნაკლებად მუშაობს. წელს ამ მუტაციის გამო ზოგიერთები გრიპის პანდემიურ მიმდინარეობასაც პროგნოზირებდნენ. იმედია ეს აღარ გვემუქრება.წლევანდელ სეზონზე ვაქცინირებული ადამიანებიც ინტენსიურად ინფიცირდებიან, თუმცა როგორც სხვა ქვეყნების სტატისტიკის თანახმად, ასევე ჩვენთან რასაც ვაკვირდებით, აცრილებს შედარებით მსუბუქად გადააქვთ, ხოლო აუცრელებს განსაკუთრებულად მძიმედ - 5-7 დღე მაღალი, შეუპოვარი ცხელებით და ხშირად გართულებებით. აცრილებში ბევრად ნაკლებია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები.ამიტომ, გთხოვთ, ნუ აყვებით ამ კამპანიას, რომ წელს ვაქცინა "ჩავარდა" და ამიტომ რა აზრი ქონდა აცრას. კიდევ ვიმეორებ, პირიქით, წელს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ ვინც ჯერ არ აცრილა, ისევ აქვს აზრი"-წერს მაია ბუწაშვილი. 

გაციება

საზოგადოება 1767609137

„გთხოვთ, ნუ აჰყვებით ამ კამპანიას...“ ინფექციონისტი საზოგადოებას მიმართავს

წლევანდელ სეზონზე ვაქცინირებული ადამიანებიც ინტენსიურად ინფიცირდებიან, თუმცა როგორც სხვა ქვეყნების სტატისტიკის თანახმად, ასევე ჩვენთან რასაც ვაკვირდებით, აცრილებს შედარებით მსუბუქად გადააქვთ, ხოლო აუცრელებს განსაკუთრებულად მძიმედ - 5-7 დღე მაღალი, შეუპოვარი ცხელებით და ხშირად გართულებებით - გთხოვთ, ნუ აყვებით ამ კამპანიას, რომ წელს ვაქცინა „ჩავარდა“, - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, წელს მუტაციის გამო ზოგიერთები გრიპის პანდემიურ მიმდინარეობასაც პროგნოზირებდნენ.„ბევრი მითქმა-მოთქმაა გრიპის ვირუსის წლევანდელ შტამთან დაკავშირებით. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ ქვეტიპის წინააღმდეგ ვაქცინამ „არ იმუშავა“. შეგახსენებთ, წელს წამყვანია H3N2 subclade K (და არა „ღორის გრიპი“, როგორც ამას ბევრი ამბობს, რომელიც არის H1N1. ახლა ეს ქვეტიპიც ცირკულირებს, მაგრამ წელს აქცენტი H3N2-ზეა).მოკლედ, ამ ქვეტიპებზე ყურადღების გამახვილებას, ალბათ, დიდი მნიშვნელობა არ ექნებოდა. უბრალოდ, აქ მთავარი ის არის, რომ წელს გრიპის ვირუსმა მუტაცია განიცადა იმის შემდეგ, რაც ვაქცინა უკვე შემუშავებული იყო (შეგახსენებთ, ყოველწლიურად ვაქცინა იქმნება იმ სეზონზე გავრცელებული ქვეტიპების შესაბამისად). ამიტომ მისი ეფექტურობა ნაკლებია, ვიდრე სხვა სეზონებზე. ამან გარკვეულად გააღრმავა ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმი, რომელიც ისედაც ყოველთვის არსებობდა.სინამდვილეში კი წელს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ვირუსის ახალი ქვეტიპი იმუნურ პასუხსაც “გაექცა” და შესაბამისად, ვისაც H3N2 მიმართ გარკვეული დაცვა ჰქონდა, ისიც ნაკლებად მუშაობს. წელს ამ მუტაციის გამო ზოგიერთები გრიპის პანდემიურ მიმდინარეობასაც პროგნოზირებდნენ. იმედია ეს აღარ გვემუქრება.წლევანდელ სეზონზე ვაქცინირებული ადამიანებიც ინტენსიურად ინფიცირდებიან, თუმცა როგორც სხვა ქვეყნების სტატისტიკის თანახმად, ასევე ჩვენთან რასაც ვაკვირდებით, აცრილებს შედარებით მსუბუქად გადააქვთ, ხოლო აუცრელებს განსაკუთრებულად მძიმედ - 5-7 დღე მაღალი, შეუპოვარი ცხელებით და ხშირად გართულებებით. აცრილებში ბევრად ნაკლებია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები.ამიტომ, გთხოვთ, ნუ აჰყვებით ამ კამპანიას, რომ წელს ვაქცინა „ჩავარდა“ და ამიტომ რა აზრი ჰქონდა აცრას. კიდევ ვიმეორებ, პირიქით, წელს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ ვინც ჯერ არ აცრილა, ისევ აქვს აზრი“, - წერს ბუწაშვილი.

ინგა მამუჩიშვილი

საზოგადოება 1766918891

„ამ ვირუსულ ინფექციებს შორის ყველაზე რთული მიმდინარეობა აქვს გრიპის ვირუსს!“ – ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს

 პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს და სოციალურ ქსელში წერს, რომ „ჰონკონგის გრიპი“ არ არის ახალი ან განსაკუთრებულად საშიში ვირუსი. პედიატრი ამბობს, რომ სიმშვიდე, დროული კონსულტაცია პედიატრთან და სწორი მოვლა, საუკეთესო დაცვაა:„ჰონკონგის გრიპი“ არ არის ახალი ან განსაკუთრებულად საშიში ვირუსი.ეს არის A ტიპის გრიპის ერთ-ერთი შტამი (H3N2), რომელიც პირველად 1968 წელს გამოვლინდა ჰონკონგში — სწორედ ამიტომ მიიღო ეს სახელწოდება.რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში?„ჰონკონგის გრიპი“ არ არის განსხვავებული დაავადება,არ იწვევს უფრო მძიმე მიმდინარეობას ვიდრე სხვა გრიპის შტამებიდღეს ის სეზონური გრიპის ჩვეულებრივი ნაწილია!!!! რა უნდა იცოდეთ მშობლებმა:„ჰონკონგის გრიპი“ არის გრიპის A ტიპის ერთ-ერთი ჩვეულებრივი შტამი (H3N2), რომელიც მრავალი წელია ცირკულირებს და ბავშვებში მიმდინარეობით არგანსხვავდება სხვა სეზონური გრიპისგან.  აქვე აუცილებლად დაიმახსოვრეთ, რომ არ არის სწორი,როცდესაც ყველა ვირუსს გრიპს ეძახით,არსებობს სხვადასხვა ვირუსული ინფექციები: რინოვირუსი, ადენოვირუსი, კორონავირუსი, პარაგრიპი, RSV ვირუსი, გრიპის ვირუსი, ამ ვირუსულ ინფექციებს შორის ყველაზერთული მიმდინარეობა აქვს გრიპის ვირუსსჰონკონგის გრიპის დროს სიმპტომები იგივეა, რაც ნებისმიერი გრიპის დროს:ცხელება, სისუსტე, თავისა და კუნთების ტკივილი, ხველა, ყელის ტკივილი.დასახელება შესაძლოა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ  დაავადება - არა. როდის უნდა მივმართოთ ექიმს? თუ ბავშვს აქვს:მაღალი სიცხე, რომელიც არ ემორჩილება ჯიუტად სიცხის დამწევს (თუმცა ესეც ვირუსისგან ორგანიზმის დაცვის და ვირუსთან ბრძოლის საჭირო კომპონენტია);სუნთქვის გაძნელება,ხმაურიანი სუნთქვა,სწრაფი სუნთქვა ან ქოშინი;ძლიერი სისუსტე ან გაუწყლოების ნიშნები;ასაკი 3 წლამდეა ან აქვს თანმხლები ქრონიკული დაავადება გახსოვდეთ;პანიკა ბავშვს არ შველის.სიმშვიდე, დროული კონსულტაცია თქვენს პედიატრთან და სწორი მოვლა — ეს არის საუკეთესო დაცვა.„ჰონკონგის გრიპი“ — ეს უბრალოდ სახელია.ბავშვისთვის ის ისეთივე გრიპია, როგორიც სხვა სეზონური გრიპი;გისურვებთ ურყევ ჯანმრთელობას. P.Sღორის გრიპი (H1N1) და ჰონკონგის გრიპი (H3N2) ერთი და იგივე არ არის.ორივე ეკუთვნის A ტიპის გრიპის ვირუსს, მაგრამ განსხვავებული ქვეტიპებია.ღორის გრიპი არის H1N1, ჰონკონგის გრიპი — H3N2.ორივე დღეს სეზონური გრიპის ნაწილია და ვაქცინით პრევენცირებადია.სახელწოდებები უფრო ისტორიულია და პანიკის საფუძველს არ იძლევა“, – წერს ექიმი სოციალურ ქსელში. 

მალვინა ჯავახაძე

საზოგადოება 1766571360

როგორ მიმდინარეობს ე.წ „ღორის გრიპი“ ორსულებში – რა სიმპტომებით ხასიათდება A და B ტიპის ვირუსი

ექიმი ინფექციონისტი, მალვინა ჯავახაძე, გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო” სეზონური ვირუსებისა და დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ საუბრობს:„კორონავირუსზე მეტად, ორსულებში სერიოზულად და მძიმედ გრიპი მიმდინარეობს. ამიტომაცაა, რომ პირველი რიგის ასაცრელ კონტინგენტში ორსულებია. გრიპის ვაქცინა ეფექტური, გამოცდილი, უსაფრთხო, დიდი ხნისისტორიის მქონეა. ახლა უკვე ოთხკომპონენტიანია. მე, პირადად, რომლითაც პრეპანდემიური აფეთქების პერიოდში ავიცერი გრიპის ვირუსზე, ოთხკომპონენტიანი, რომელშიც ესეც შედის, H3, H1 და ორი B შტამი.რატომ მოიმატა პაციენტების ჰოსპიტალიზაციამ? – ცხელებას ვერ მართავენ, იყენებენ ცხელების საწინააღმდეგო საშუალებას და პირიქით, უფრო მაღალი აქვთ. ზემო სასუნთქი გზების სრული დატვირთვა, სუნთქვის გაძნელება, ხმაურიანი სუნთქვა, ქოშინი აღენიშნებათ, სატურაცია დაბალი აქვთ. თითქოს, პნევმონიის ნიშნები აქვთ, მაგრამ ფილტვების ანთება არ აღმოჩნდება“, – ამბობს მედიკოსი. 

ივანე ჩხაიძე

საზოგადოება 1766407140

„ღორის გრიპის“ პარალელურად A ტიპის ე.წ. ჰონკონგის შტამიც გააქტიურდა - რას ამბობს ივანე ჩხაიძე

საქართველოში ვირუსული ინფექციების გავრცელება მკვეთრად გაიზარდა - "ღორის გრიპის“ პარალელურად ქვეყანაში A ტიპის ე.წ. ჰონკონგის შტამიც გააქტიურდა. სპეციალისტების ინფორმაციით, აღნიშნული ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება და ხშირად მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება.პაციენტებს უმეტესად აღენიშნებათ მაღალი ტემპერატურა, ხველა, ძლიერი სისუსტე, თავისა და ყელის ტკივილი, ასევე მადის დაქვეითება.„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 65% შემთხვევების, როდესაც ლაბორატორიული დადასტურება მოხერხდა, არის სწორედ H3N2 გრიპის ვირუსი, ე.წ. ჰონკონგის ვირუსი. შემთხვევათა 2%-ში ეს არის H1 ტიპის ანუ ჩვენთვის კარგად ნაცნობი ღორის გრიპის ვირუსი. შემთხვევების 70 % ეს არის გრიპი, რაც აისახება კიდეც მიმართვიანობაში. მოსახლეობის რა ფენა მიეკუთვნება გართულების მხრივ მაღალი რისკის ჯგუფებს: ეს არის 5 წლამდე ბავშვები, 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა, ორსულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, - აცხადებს იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

მაკა ბულეიშვილი

საზოგადოება 1766319652

„ე.წ. ღორის გრიპს პირველი 2 დღე 38 გრადუსი ტემპერატურა ახასიათებს" - პროფესორი განმარტავს როდის უნდა მიმართოთ ექიმს

 პროფესორი, კლინიკური ექსპერტი, მაკა ბულეიშვილი, გადაცემაში "დღის პოსტი" სეზონური ვირუსების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რა სიმპტომები ახასიათებს ე.წ. ღორის გრიპს:- ჩვენთვის არც, ე.წ. ღორის გრიპი, თვალების ვირუსი, არც ის ვირუსები, რომლებიც ქვეყანაში ცირკულირებს, ეს გასაკვირი არ არის, ყოველ წელს ასეა. ვირუსული ინფექციების სეზონია. როგორც წესი, ნოემბრის ბოლოს იწყება და მარტის ბოლომდე გრძელდება ხოლმე. სუსხი წამოვიდა და სხვადასხვა მოცირკულირე ვირუსი უფრო მეტად გააქტიურდება. რა თქმა უნდა, წინ ახალი წლის დღეებია და მობილობა იზრდება. სიმღერა, ცეკვა, გართობა, მისვლა, მოსვლა - ქართული ყველაფერი ძალიან ძვირფასი და კარგია. მაგრამ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მობილობის გაზრდის შემთხვევაში, თუ ჩვენ რაიმე სიმპტომი აღგვენიშნება, ისე გავაკეთოთ, რომ პიკურ მაჩვენებლებს ნუ გავხდით.ახლა ქვეყანაში არა მარტო ე.წ. ღორის გრიპი, კოვიდი, რინოვირუსები, ადენოვირუსები, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, გრიპის ვირუსი ცირკულირებს. ყველა ეს ვირუსი რესპირატორული ვირუსია და ისინი სიმპტომებით ერთმანეთს წააგავს. სტატისტიკური მონაცემებით, ე.წ. ღორის გრიპის შემთხვევები ყველაზე მეტია. სტატისტიკაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ვსაუბრობთ. შესაძლოა, ინკუბაციური პერიოდი 5-7 დღე იყოს. განსაკუთრებით მომატებულია ბავშვთა ასაკში. კიდევ შესაძლებელია, პიკური მაჩვენებელი იყოს, მაგრამ არ მინდა, შეშინდეთ იმიტომ, რომ ჩვენ ამისი არ გვეშინია იმიტომ, რომ ეს პირველი წელი არ არის. პიკური მაჩვენებელი უფრო იანვრის ბოლო პერიოდში იქნება.ე.წ. ღორის გრიპს პირველი ორი დღე 38 გრადუსი ტემპერატურა ახასიათებს. ხანდახან, 40 გრადუსიც. ასევე, სახსრების ძლიერი, გაუსაძლისი ტკივილი. კუნთების ტკივილთან ერთად, მთელი ორგანიზმის სახსროვანი პრობლემების წამოწევა. ე.წ. ღორის გრიპს ძლიერი საერთო სისუსტე ახასიათებს. პაციენტს წყლის დალევის სურვილი არ აქვს. სითხე, წყალი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ვირუსი დეჰიდრატაციას იწვევს. 2-3 დღის განმავლობაში შეიძლება, ხველაც ჩამოყალიბდეს. ხველა იმდენად წამყვანი შეიძლება, არ იყოს პირველი-სამი დღე. თავის ტკივილიც ახასიათებს. გარდა ამისა, დასაწყისში გაბრუება ახასიათებს. პაციენტი ადინამიურია. თითქოს, არაფერი არ შეუძლია... ინკუბაციური პერიოდი 5-7 დღეა. ამ პერიოდში, წესით, მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს. მაგრამ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილო ქრონიკული პათოლოგიების მქონე ადამიანებზე. ქრონიკული დაავადებები ასაკოვან ადამიანებსაც აქვთ და ახალგაზრდებსაც. იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ასთმა, ქრონიკული ბრონქიტი, ოკუპაციური დაავადებები, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და სხვა პათოლოგიები, გართულების რისკის ჯგუფში არიან. შეიძლება, პნევმონიით გართულდეს. როდესაც 3-4-5 დღე მაღალი ტემპერატურაა, სიმპტომები მილევადი კი არ არის, არამედ კიდევ და კიდევ იმატებს, ასეთ შემთხვევაში, ექიმს აუცილებლად უნდა მივმართოთ. ასევე, შესაძლოა, დეჰიდრატაცია განვითარდეს. ადამიანი სითხეს ვერ იღებს და გაბრუებულია. ძლიერი საერთო სისუსტე ახასიათებს.პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ტესტირება ჩატარდეს და დადასტურდეს, ნამდვილად ე.წ. ღორის გრიპია თუ - არა. სიმპტომებით მოცირკულირე ვირუსებს ძალიან წააგავს. ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.პრევენცია ძალიან მნიშვნელოვანია - თუ ვირუსი გვაქვს და სახლში მოხუცები, ბავშვები გვყავს, უმჯობესია, ჩვენთვის, ცალკე ოთახში ვიყოთ. თუ რაიმე გვირთულდება, ექიმს დავუკავშირდეთ. ფონური და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების მკურნალობა შემდგომ გაჭირდება. პირბადე უნდა გაიკეთო იმ შემთხვევაში, თუ დასნებოვნებული ხარ და გარეთ გადიხარ. თავდაცვის მიზნითაც, პირბადე ერთ-ერთი არაჩვეულებრივი საშუალებაა, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ დარწმუნებული ვარ, ნაძვის ხესთან პირბადით არავინ მივა... ჰიგიენური წესები უნდა დავიცვათ, დავიბანოთ ხელები, ოთახი გავანიავოთ. მითია, რომ ამ დროს უნდა ჩაიფუთნო, ძალიან თბილად უნდა გეცვას, დიდი ოდენობით ოფლი მოიდინო და შხაპი არ მიიღო - არა, ასე არ არის. შხაპის მიღება შეიძლება, მხოლოდ სველი თმით გარეთ ნუ გახვალთ. 

გრიპი

რჩევები 1766250478

სიმპტომები, რომლებიც ღორის გრიპს ახასიათებს - როდის უნდა მივმართოთ აუცილებლად ექიმს

ექიმი, პროფესორი მაკა ბულეიშვილი, გადაცემაში "დღის პოსტი" სეზონური ვირუსების შესახებ საუბრობს.- ჩვენთვის არც, ე.წ. ღორის გრიპი, თვალების ვირუსი, არც ის ვირუსები, რომლებიც ქვეყანაში ცირკულირებს, ეს გასაკვირი არ არის, ყოველ წელს ასეა. ვირუსული ინფექციების სეზონია. როგორც წესი, ნოემბრის ბოლოს იწყება და მარტის ბოლომდე გრძელდება ხოლმე. სუსხი წამოვიდა და სხვადასხვა მოცირკულირე ვირუსი უფრო მეტად გააქტიურდება. რა თქმა უნდა, წინ ახალი წლის დღეებია და მობილობა იზრდება. სიმღერა, ცეკვა, გართობა, მისვლა, მოსვლა - ქართული ყველაფერი ძალიან ძვირფასი და კარგია. მაგრამ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მობილობის გაზრდის შემთხვევაში, თუ ჩვენ რაიმე სიმპტომი აღგვენიშნება, ისე გავაკეთოთ, რომ პიკურ მაჩვენებლებს ნუ გავხდით.ახლა ქვეყანაში არა მარტო ე.წ. ღორის გრიპი, კოვიდი, რინოვირუსები, ადენოვირუსები, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, გრიპის ვირუსი ცირკულირებს. ყველა ეს ვირუსი რესპირატორული ვირუსია და ისინი სიმპტომებით ერთმანეთს წააგავს. სტატისტიკური მონაცემებით, ე.წ. ღორის გრიპის შემთხვევები ყველაზე მეტია. სტატისტიკაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ვსაუბრობთ. ე.წ. ღორის გრიპს პირველი ორი დღე 38 გრადუსი ტემპერატურა ახასიათებს. ხანდახან, 40 გრადუსიც. ასევე, სახსრების ძლიერი, გაუსაძლისი ტკივილი. კუნთების ტკივილთან ერთად, მთელი ორგანიზმის სახსროვანი პრობლემების წამოწევა. ე.წ. ღორის გრიპს ძლიერი საერთო სისუსტე ახასიათებს. პაციენტს წყლის დალევის სურვილი არ აქვს. სითხე, წყალი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ვირუსი დეჰიდრატაციას იწვევს. 2-3 დღის განმავლობაში შეიძლება, ხველაც ჩამოყალიბდეს. ხველა იმდენად წამყვანი შეიძლება, არ იყოს პირველი-სამი დღე. თავის ტკივილიც ახასიათებს. გარდა ამისა, დასაწყისში გაბრუება ახასიათებს. პაციენტი ადინამიურია. თითქოს, არაფერი არ შეუძლია... ინკუბაციური პერიოდი 5-7 დღეა. ამ პერიოდში, წესით, მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს. მაგრამ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილო ქრონიკული პათოლოგიების მქონე ადამიანებზე. ქრონიკული დაავადებები ასაკოვან ადამიანებსაც აქვთ და ახალგაზრდებსაც. იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ასთმა, ქრონიკული ბრონქიტი, ოკუპაციური დაავადებები, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და სხვა პათოლოგიები, გართულების რისკის ჯგუფში არიან. შეიძლება, პნევმონიით გართულდეს. როდესაც 3-4-5 დღე მაღალი ტემპერატურაა, სიმპტომები მილევადი კი არ არის, არამედ კიდევ და კიდევ იმატებს, ასეთ შემთხვევაში, ექიმს აუცილებლად უნდა მივმართოთ. ასევე, შესაძლოა, დეჰიდრატაცია განვითარდეს. ადამიანი სითხეს ვერ იღებს და გაბრუებულია. ძლიერი საერთო სისუსტე ახასიათებს.პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ტესტირება ჩატარდეს და დადასტურდეს, ნამდვილად ე.წ. ღორის გრიპია თუ - არა. სიმპტომებით მოცირკულირე ვირუსებს ძალიან წააგავს. ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.პრევენცია ძალიან მნიშვნელოვანია - თუ ვირუსი გვაქვს და სახლში მოხუცები, ბავშვები გვყავს, უმჯობესია, ჩვენთვის, ცალკე ოთახში ვიყოთ. თუ რაიმე გვირთულდება, ექიმს დავუკავშირდეთ. ფონური და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების მკურნალობა შემდგომ გაჭირდება. პირბადე უნდა გაიკეთო იმ შემთხვევაში, თუ დასნებოვნებული ხარ და გარეთ გადიხარ. თავდაცვის მიზნითაც, პირბადე ერთ-ერთი არაჩვეულებრივი საშუალებაა, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ დარწმუნებული ვარ, ნაძვის ხესთან პირბადით არავინ მივა... ჰიგიენური წესები უნდა დავიცვათ, დავიბანოთ ხელები, ოთახი გავანიავოთ. მითია, რომ ამ დროს უნდა ჩაიფუთნო, ძალიან თბილად უნდა გეცვას, დიდი ოდენობით ოფლი მოიდინო და შხაპი არ მიიღო - არა, ასე არ არის. შხაპის მიღება შეიძლება, მხოლოდ სველი თმით გარეთ ნუ გახვალთ.

ივანე ჩხაიძე

საზოგადოება 1764856455

„მომატებულია მომართვა… იაშვილის კლინიკაში 32 ბავშვი მკურნალობს სასუნთქი სისტემის მწვავე დაავადებებით“ - ივანე ჩხაიძე

„იაშვილის კლინიკაში მომატებულია მომართვა, რის უკანაც ფილტვების ანთების ძალიან ბევრი შემთხვევა დგას – 32 ბავშვი მკურნალობს სასუნთქი სისტემის სხვადასხვა მწვავე დაავადებით, მათგან 8 ბავშვთან დადგენილია ფილტვების  ანთება“,– ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოსსამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.ჩხაიძის განმარტებით, H3N2 ტიპის ვირუსისთვის, რომელიც ახლა ცირკულირებს, დამახასიათებელია ხველა, რომელიც 3 კვირაზე მეტი ხანგრძლივობისაა:„არანაირი განსხვავება არ აქვს პაციენტისთვის გრიპის უკან დგას „ღორის გრიპი“, თუ ე.წ. ჰონგ-კონგის. ორივე A ტიპის გრიპის ვირუსს მიეკუთვნება. მათ შორის განსხვავება არ გახლავთ არც დაავადების სიმძიმის მიხედვით და არც გართულებების გამოწვევის ალბათობის მიხედვით. გრიპის ვირუსთან მიმართებით არსებობს რისკის ჯგუფები. 5 წლამდე ასაკის ბავშვები სწორედ რისკის ჯგუფში შედიან. რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, მომართვა როგორც ამბულატორიულ რგოლში, ისე სტაციონარულში, ძირითადად განპირობებული იქნება 5 წლამდეასაკის ბავშვების ავადობით.როდესაც მომართვაზე ვსაუბრობთ, სტაციონარულ რგოლში, ძირითადი მიზეზი არის გრიპისთვის დამახასიათებელი ისეთი გართულება, როგორიც არის ფილტვების ანთება. ჩვენს კლინიკაში მომატებულია მომართვა ოქტომბერთან შედარებით. ამ მომართვის უკან დგას ფილტვების ანთების ძალიან ბევრი შემთხვევა. დილის მონაცემებით, 32 ბავშვია, რომელიც მკურნალობს სასუნთქი სისტემის სხვადასხვა მწვავე დაავადების დიაგნოზით, მათ შორის 8 ბავშვთან დადგენილია ფილტვების ანთება. ეს გულისხმობს დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობს, უფრო ინტენსიური მკურნალობის საჭიროებას.ერთი, რაც H3N2 ტიპის ვირუსს ახასიათებს, არის ის, რომ გადატანის, მწვავე პერიოდის გადატანის შემდეგ შესაძლოა გახანგრძლივდეს ხველა. 3 კვირაზე მეტი გახანგრძლივება H3N2 ტიპის ვირუსისთვის, რომელიც ახლა ცირკულირებს უფრო მეტად არის დამახასიათებელი, ვიდრე სხვა ტიპის გრიპის ვირუსის შემთხვევაში“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მაია ბუწაშვილი

საზოგადოება 1743175970

„მოდაში შემოვიდა“ და სრულიად უადგილოდაც იღებენ... - მაია ბუწაშვილის საგანგებო მიმართვა

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ვრცელ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში: "როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად უამრავ ადამიანს აქვს სასუნთქი გზების ინფექცია, გამოხატული სხვადასხვა სიმპტომებით. ზოგს უბრალოდ სურდო აქვს, ზოგს კი მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, ხველა და არის გართულებული შემთხვევებიც.ამ პაციენტებს შორის ბევრს აქვს გრიპის ვირუსი (A ან B ტიპის), თუმცა სასუნთქი სისტემის ინფექციის სიმპტომების მქონე ადამიანებში სხვა ვირუსული და ბატერიული ინფექციებიც ხშირია.რატომღაც თუ A ტიპის ვირუსი დადასტურდა, ამბობენ, რომ „ღორის გრიპი“ (H1N1) აქვთ და ეს ძალიან აშინებთ. ჯერ ერთი, ტერმინი „ღორის გრიპი“ აღარ გამოიყენება, მეორეც, A ტიპის ვირუსის აღმოჩენა სულაც არ ნიშნავს, რომ აუცილებლად H1N1-ია, სხვა ტიპის A ჯგუფის ვირუსებიც ცირკულირებს. მესამეც, H1N1 სულაც არ არის უფრო „საშიში“, ვიდრე სხვა ტიპის გრიპის ვირუსები.თუ მაინცდამაინც იმის დადგენა გვინდა, მართლა ე.წ. „ღორის გრიპია“ თუ არა, ამას სწრაფი ტესტით ვერ გავიგებთ და PCR კვლევა უნდა ჩატარდეს.თუმცა ეს პოსტი უფრო სხვა საკითხს ეხება. წელს ძალიან ინტენსიურად და ხშირად ზედმეტად იღებენ ადამიანები ანტივირუსულ მკურნალობას (ძირითადად ტამიფლუს). კარგია, რომ როგორც იქნა ამ მედიკამენტმა ადგილი დაიმკვიდრა, რადგან წლების მანძილზე ვისაც მართლა სჭირდებოდა ეს მედიკამენტი, მათი დათანხმებაც არ იყო ხოლმე ადვილი. თუმცა, როგორც ჩვენთან ხშირად ხდება, ახლა ისეთ „მოდაში შემოვიდა“, სრულიად უადგილოდაც იღებენ.ტამიფლუს თავისი ჩვენებები აქვს და მისი გამოყენება არ არის საჭირო ჯანმრთელ, ახალგაზრდა პირებში. ასეთ ადამიანებში ტამიფლუს ეფექტი მხოლოდ ის არის, რომ 1 დღით ამცირებს სიმპტომების მიმდინარეობას, სულ ეგ არის.ტამიფლუ საჭიროა ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში, ხანდაზმულებში, ორსულებში, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. ასევე იმ პაციენტებში, რომელთაც გრიპის მძიმე მიმდინარეობის გამო ჰოსპიტალიზაცია ჭირდებათ. ასევე, ნამდვილად უნდა იყოს დადგენილი, რომ A ან B გრიპის ვირუსია, რადგან სხვა რესპირაციულ ვირუსებზე ეს მედიკამენტი არ მოქმედებს.მედიკამენტი ეფექტურია სიმპტომების დაწყებიდან მხოლოდ 48 საათის განმავლობაში (აქ არ იგულისხმება ჰოსპიტალიზებული პაციენტები).საკმაოდ ხშირია გვერდითი მოვლენები (თავის ტკივილი, სისუსტე, გულისრევა და სხვ.). ამიტომ მედიკამენტის „ყოველი შემთხვევისთვის“ გამოყენება არ არის მიზანშეწონილი და მკაფიოდ უნდა დადგინდეს მისი საჭიროება.

ბუწაშვილი

საზოგადოება 1741121325

„მისი გამოყენება არ არის საჭირო ჯანმრთელი, ახალგაზრდა ადამიანებისთვის“ - მაია ბუწაშვილი მოქალაქეებს აფრთხილებს

მედიკამენტ „ტამიფლუსთან“ დაკავშირებით, მაია ბუწაშვილი ინფორმაციას ავრცელებს:„როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად უამრავ ადამიანს აქვს სასუნთქი გზების ინფექცია, გამოხატული სხვადასხვა სიმპტომებით. ზოგს უბრალოდ სურდო აქვს, ზოგს კი მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, ხველა და არის გართულებული შემთხვევებიც.ამ პაციენტებს შორის ბევრს აქვს გრიპის ვირუსი (A ან B ტიპის), თუმცა სასუნთქი სისტემის ინფექციის სიმპტომების მქონე ადამიანებში სხვა ვირუსული და ბატერიული ინფექციებიც ხშირია.რატომღაც თუ A ტიპის ვირუსი დადასტურდა, ამბობენ, რომ „ღორის გრიპი“ (H1N1) აქვთ და ეს ძალიან აშინებთ. ჯერ ერთი, ტერმინი „ღორის გრიპი“ აღარ გამოიყენება, მეორეც, A ტიპის ვირუსის აღმოჩენა სულაც არ ნიშნავს, რომ აუცილებლად H1N1-ია, სხვა ტიპის A ჯგუფის ვირუსებიც ცირკულირებს. მესამეც, H1N1 სულაც არ არის უფრო „საშიში“, ვიდრე სხვა ტიპის გრიპის ვირუსები.თუ მაინცდამაინც იმის დადგენა გვინდა, მართლა ე.წ. „ღორის გრიპია“ თუ არა, ამას სწრაფი ტესტით ვერ გავიგებთ და PCR კვლევა უნდა ჩატარდეს.თუმცა ეს პოსტი უფრო სხვა საკითხს ეხება. წელს ძალიან ინტენსიურად და ხშირად ზედმეტად იღებენ ადამიანები ანტივირუსულ მკურნალობას (ძირითადად ტამიფლუს). კარგია, რომ როგორც იქნა ამ მედიკამენტმა ადგილი დაიმკვიდრა, რადგან წლების მანძილზე ვისაც მართლა სჭირდებოდა ეს მედიკამენტი, მათი დათანხმებაც არ იყო ხოლმე ადვილი. თუმცა, როგორც ჩვენთან ხშირად ხდება, ახლა ისეთ „მოდაში შემოვიდა“, სრულიად უადგილოდაც იღებენ.ტამიფლუს თავისი ჩვენებები აქვს და მისი გამოყენება არ არის საჭირო ჯანმრთელ, ახალგაზრდა პირებში. ასეთ ადამიანებში ტამიფლუს ეფექტი მხოლოდ ის არის, რომ 1 დღით ამცირებს სიმპტომების მიმდინარეობას, სულ ეგ არის.ტამიფლუ საჭიროა ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში, ხანდაზმულებში, ორსულებში, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. ასევე იმ პაციენტებში, რომელთაც გრიპის მძიმე მიმდინარეობის გამო ჰოსპიტალიზაცია ჭირდებათ. ასევე, ნამდვილად უნდა იყოს დადგენილი, რომ A ან B გრიპის ვირუსია, რადგან სხვა რესპირაციულ ვირუსებზე ეს მედიკამენტი არ მოქმედებს.მედიკამენტი ეფექტურია სიმპტომების დაწყებიდან მხოლოდ 48 საათის განმავლობაში (აქ არ იგულისხმება ჰოსპიტალიზებული პაციენტები).საკმაოდ ხშირია გვერდითი მოვლენები (თავის ტკივილი, სისუსტე, გულისრევა და სხვ.). ამიტომ მედიკამენტის „ყოველი შემთხვევისთვის“ გამოყენება არ არის მიზანშეწონილი და მკაფიოდ უნდა დადგინდეს მისი საჭიროება“, - წერს ბუწაშვილი.

ბავშვი კლინიკაში

საზოგადოება 1739822047

მაღალი ტემპერატურა, ხველა და ყელის ტკივილი - სეზონური ვირუსების გამო, პედიატრიულ განყოფილებებში მცირეწლოვანი პაციენტების მიმართვიანობა გაორმაგებულია

მაღალი ტემპერატურა, ხველა და ყელის ტკივილი - ეს ის სიმპტომებია, რაც გრიპის ვირუსს ახასიათებს. ამ ჩივილებით მხოლოდ იაშვილის კლინიკაში 55-ზე მეტი ბავშვი მკურნალობს. ბოლო ორ თვის განმავლობაში, პედიატრიულ განყოფილებაში მცირეწლოვანი პაციენტების მიმართვიანობა გაორმაგებულია.ქვეყანაში A და B ტიპის ვირუსი ცირკულირებს. ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების 70% სეზონური ვირუსია. მედიკოსები თებერვლის ბოლოს დინამიკის კლებას პროგნოზირებენ.მცირეწლოვანი პაციენტების მიმართვიანობა გაზრდილია სხვა სამედიცინო დაწესებულებებშიც. სტაციონარში მოთავსებული ბავშვების უმეტესობა ხუთ წლამდე ასაკისაა, 50%-ზე მეტს კი ვირუსის გართულებული ფორმა - ფილტვების ანთება უდასტურდება."ღორის გრიპისა" და სხვა სეზონური ვირუსების გავრცელების პრევენციის მიზნით, მედიკოსების მთავარი რეკომენდაცია ვაქცინაციაა; რისკ ჯგუფებს და ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებს კი ხალხმრავალ ადგილებში პირბადის ტარებას და ჰიგიენური წესების დაცვას ურჩევენ.

ივანე ჩხაიძე

საზოგადოება 1739540100

“არ აქვს მნიშვნელობა „ღორის გრიპი“ გაქვთ თუ B ტიპის ვირუსი, ორივეს იდენტური ჯანმრთელობის რისკები აქვს” - ივანე ჩხაიძე

ჯერ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრიპის პიკი გადასულია - B ტიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი 49%-ს შეადგენს. არ აქვს მნიშვნელობა რომელი გაქვთ, „ღორის გრიპი“ თუ B ტიპის ვირუსი, ორივეს იდენტური ჯანმრთელობის რისკები აქვს, ორივე საყურადღებოა,- ამის შესახებ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, დეკემბრიდან თვიდან თებერვლის ჩათვლით სტაბილურად მაღალია პედიატრიულ კლინიკებში მომართვიანობა.იანვრის მეორე კვირიდან ქვეყანაში, უმრავლეს შემთხვევაში B ტიპის დადასტურებული შემთხვევები გვაქვს. B ტიპის ვირუსს განიხილავენ, როგორც „ღორის გრიპზე“ სუსტს. ეს არ არის სწორი! არ აქვს მნიშვნელობა B ტიპის ვირუსი გაქვთ თუ A, ორივე გრიპია და ჯანმრთელობის რისკები პრაქტიკულად იდენტურია. ახლა დომინანტურია B ტიპი. „ღორის გრიპის“ მაჩვენებელი 18% არის, B გრიპის - 49%. არ აქვს მნიშვნელობა რომელი გაქვს, „ღორის გრიპი“ თუ B ტიპის ვირუსი, ორივეს იდენტური ჯანმრთელობის რისკები აქვს, ორივე საყურადღებოა. მკურნალობა, რისკები, პრევენცია იდენტურია! ვინც ოთხკომპონენტიანი ვაქცინა გაიკეთა, მინდა იცოდეს, რომ მასში ზუსტად ეს ვარიანტები შედიოდნენ. აღნიშნული ვაქცინა გრიპის ორივე ვარიანტის მიმართ არის ეფექტური. ზუსტად ემთხვევა იმ ვირუსების გავრცელებას, რაც ახლა არის ქვეყანაში.პედიატრიულ კლინიკებს რაც შეეხება, მიმართვიანობა მაღალია. თბილისში და რეგიონის დიდ პედიატრიულ კლინიკებში მიმართვიანობის უკან დგას მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციები, გრიპით გამოწვეული მიმართვიანობა. დეკემბრიდან დაწყებული სტაბილურად მაღალია მომართვიანობა. ეს გაზრდილი მომართვიანობა არ აჭარბებს იმ სტატისტიკას, რაც გვქონდა გასულ წელს, ან 2023 წელს“, - აღნიშნა ჩხაიძემ.