პაპი ლეო

მსოფლიო 1777271649

რომის პაპი: ისინი, ვინც ომებს აჩაღებენ, ყველას გვართმევენ მშვიდობიანი მომავლის შანსს

ისინი, ვინც ომებს აჩაღებენ, ყველას გვართმევენ მშვიდობიანი მომავლის შანსს, - განაცხადა რომის პაპმა ლეო XIV-მ საკვირაო ქადაგებისას. პაპი ჩერნობილის კატასტროფის მეორმოცე წლისთავსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მომხდარმა კაცობრიობის კოლექტიურ სინდისზე კვალი დატოვა.„არ დაგვავიწყდეს ის ქურდებიც, რომლებიც დედამიწის რესურსების ძარცვით, სისხლიანი ომებით ან ბოროტების ნებისმიერი ფორმით მხარდაჭერით, უბრალოდ ყველას გვართმევენ მშვიდობიანი და მშვიდი მომავლის შანსს.ვიმედოვნებ, რომ გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე სიბრძნე და პასუხისმგებლობა ყოველთვის გაიმარჯვებს, რათა ატომური ენერგია ყოველთვის სიცოცხლისა და მშვიდობის მხარდასაჭერად გამოიყენონ“, - აღნიშნა რომის პაპმა.

რომის პაპი

მსოფლიო 1777267963

ჩერნობილის კატასტროფამ კაცობრიობის კოლექტიურ სინდისზე კვალი დატოვა - რომის პაპი

 რომის პაპმა ჩერნობილის ტრაგედიიდან 40 წლის გასვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ლეო მეთოთხმეტეს განცხადებით, ჩერნობილის კატასტროფამ კაცობრიობის კოლექტიურ სინდისზე კვალი დატოვა.ამასთან, პაპმა ომების გამჩაღებლებსა და დედამიწის რესურსების მითვისების მსურველებს ქურდები უწოდა და განაცხადა, რომ ისინი მსოფლიოს მშვიდობიან მომავალს ართმევენ.

პროკურატურა

სამართალი 1775221620

სასამართლომ „კანონიერი ქურდობის“ და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტებზე 4 პირი დამნაშავედ ცნო

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „კანონიერი ქურდობის“ და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტებზე 4 პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ „კანონიერი ქურდების“ დავალებით, „ქურდული სამყაროს“ წევრებმა ორ ფიზიკურ პირს დავა გადაუწყვიტეს, რის სანაცვლოდაც გარკვეული სარგებელი მიიღეს.სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2025 წლის 17 ივლისს დააკავეს. ორ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (,,კანონიერი ქურდობა“), ხოლო ორ პირს 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინა.სასამართლომ „კანონიერ ქურდობაში“ ბრალდებულებს სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით, ხოლო „ქურდული სამყაროს“ წევრობაში ბრალდებულებს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.პროკურატურა, აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.

რენუარის, სეზანისა და მატისის ტილოები 3 წუთში მოიპარეს

მსოფლიო 1774852924

იტალიაში რენუარის, სეზანისა და მატისის ტილოები 3 წუთში მოიპარეს

იტალიაში სამწუთიანი ძარცვისას მილიონობით ევროს ღირებულების რენუარის, სეზანისა და მატისის ნახატები მოიპარეს. პოლიციის ინფორმაციით, იტალიის ქალაქ პარმასთან მდებარე მუზეუმიდან შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მოპარულია რენუარის, სეზანისა და მატისის ნახატები, რომელთა ღირებულებაც მილიონებს აღწევს.პოლიციის განცხადებით, ოთხი ნიღბიანი კაცი ფონდ „მანიანი როკას“ ვილაში 22 მარტს შეიჭრა. მათ წაიღეს პიერ-ოგიუსტ რენუარის „თევზები“, პოლ სეზანის „ნატურმორტი ალუბლებით“ და ანრი მატისის „ოდალისკა ტერასაზე“.იტალიური მედიის ცნობით, ქურდებმა შენობაში შესვლა და იქიდან გამოსვლა სულ რაღაც სამ წუთში მოასწრეს.როგორც იტალიური მედია იუწყება, მძარცველებმა ძალის გამოყენებით შეაღწიეს „შედევრების ვილის“ მთავარი კარიდან, რომელიც პარმას გარეუბანში მდებარეობს, და ნახატები შენობის პირველ სართულზე მდებარე ფრანგული დარბაზიდან გაიტაცეს.ფონდში აცხადებენ, რომ ქურდები ორგანიზებულად მოქმედებდნენ და აშკარად მეტის მოპარვას აპირებდნენ, თუმცა მათი შეჩერება მუზეუმის სიგნალიზაციის სისტემამ შეძლო, რამაც ქურდებს მეტი ნახატის წაღების საშუალება არ მისცა.გავრცელებული შეფასებით, მოპარული ნახატების საერთო ღირებულება 9 მილიონ ევროს შეადგენს.

ძაღლები

მსოფლიო 1774367016

„საუკუნის გაქცევა” - მოპარული ძაღლები ქურდებს გაექცნენ

„საუკუნის გაქცევა” - ასე უწოდეს ჩინეთში მოპარული ძაღლების გაქცევას. 7 ძაღლი, სოფლიდან მოიპარეს - თუმცა, მათ ქურდებისგან თავის დაღწევა შეძლეს. ავტობანზე 17 კილომეტრის გავლის შემდეგ, ისინი სახლში დაბრუნდნენ.

ქურდი

საზოგადოება 1771878200

13 ადგილი სახლში, რომელსაც ქურდები პირველ რიგში ამოწმებენ

კრიმინალებმა კარგად იციან ადამიანის ინსტინქტები და, შესაბამისად, იციან, რომელი ადგილები უნდა შემოწმდეს სახლში პირველ რიგში. იმის გაგება, თუ როგორ მუშაობენ ქურდები, პირველი ნაბიჯია მათ დასამარცხებლად.აქ მოცემულია 13 ყველაზე აშკარა (ქურდებისთვის) ადგილი, სადაც არ უნდა დამალოთ თქვენი ფული და სამკაულები.საძინებლის ავეჯიეს არის პირველი ადგილი, რომელსაც ქურდები შეამოწმებენ. სამ წუთში ისინი უჯრებს, საწოლის მაგიდებსა და კარადებს თავდაყირა დააყენებენ და იპოვიან ყველაფერს, რაც იქ იმალება საცვლებისა და წინდების ფენებს შორის. ლეიბების ქვეშლეიბების აწევა ქურდისთვის სწრაფი და მარტივი მოქმედებაა.საიუველირო ყუთებიმაშინაც კი, თუ ყუთი ჩაკეტილია, რომლის გახსნა არც ისე ადვილია, ის ვერ დაიცავს სამკაულებს.პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრებითქვენი სახლის პირველადი დახმარების ნაკრები, სადაც არ უნდა იყოს შენახული, ქურდისთვის კიდევ ერთი აშკარა ადგილია.სახლის ოფისიდღეს ბევრი ადამიანი მუშაობს სახლიდან დისტანციურად, ამიტომ ინახავენ ყველაფერს - არა მხოლოდ ძვირადღირებულ ელექტრონიკას, არამედ ფულს და საბანკო ბარათებს. აქედან გამომდინარე, ქურდები შეამოწმებენ ამ ადგილს სახლში საძინებლის შემდეგ. მაცივრის საყინულე - ქურდებმა ამ ხრიკის შესახებ იციან. ამიტომ, ისინი საყინულესაც ხშირად აწმებენ.ქილები და ჩანთები სასურსათო სამზარეულოში საყოფაცხოვრებო ტექნიკის ან ელექტრონიკის შიგნითავეჯი საბავშვო ოთახშინუ ელით, რომ ქურდები პატივს სცემენ ბავშვებს. ისინი სათამაშოებისა და ბავშვის ტანსაცმლის ყველა უჯრას დაათვალიერებენ. გარდერობი დერეფანშიადამიანები ხშირად მალავენ ძვირფას ნივთებს გარე ტანსაცმლის ჯიბეებში, რომელიც ბინის ან სახლის შესასვლელთან კარადაში ეკიდება. კრიმინალები აუცილებლად შეამოწმებენ ჩამოკიდებული ტანსაცმლის ჯიბეებსა და სახელოებს.ავტოფარეხისხვენიეს ადგილი თითქმის ყოველთვის სავსეა ძველი უსარგებლო ნივთებით, ამიტომ ქურდებს შეუძლიათ მისი უგულებელყოფა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დრო მოკლეა. მაგრამ თუ მათ აქვთ მიზეზი იმის დასაჯერებლად, რომ რაღაც იმალება სხვენში, ისინი ადგილს აუცილებლად შეამოწმებენ. ყვავილის ქოთნები და ვაზები დეკორატიული ვაზები და შიდა მცენარეების ქოთნები კიდევ ერთი კლასიკური ადგილია ძვირფასი ნივთების შესანახად. ამიტომ, ქურდები მასაც შეამოწმებენ. 

გაიტაცეს

კრიმინალი 1771877781

ბალიზე „კრიმინალური ავტორიტეტის“ შვილები გაიტაცეს - გამტაცებლები 10 მილიონ დოლარს ითხოვენ

უკრაინული მედიის ცნობით, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე უცნობმა პირებმა უკრაინელი კრიმინალური ავტორიტეტების შვილები გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანის გათავისუფლების სანაცვლოდ 10 მილიონ დოლარს ითხოვენ.მედიაში სახელდებიან ერმაკ პეტროვსკი და იგორ კომაროვსკი, დნეპროპეტროვსკში მოქმედი „კანონიერი ქურდების“ შვილები. წინასწარი ინფორმაციით, პეტროვსკიმ გაქცევა მოახერხა, ხოლო კომაროვსკი სავარაუდოდ კვლავ მძევლად რჩება.გავრცელებული ცნობებით, გატაცებაში შესაძლოა კავკასიური წარმოშობის პირები იყვნენ ჩართული, თუმცა ოფიციალური დადასტურება ამ ეტაპზე არ არსებობს.მედიის ინფორმაციითვე, ახალგაზრდები შესაძლოა დაკავშირებული იყვნენ თაღლითურ ქოლ-ცენტრებთან.

პროკურატურა ღამე

სამართალი 1770820440

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ „კანონიერ ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრზე მიმართვის ფაქტებზე 6 პირი დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ,,კანონიერი ქურდების“ დავალებით, „ქურდული სამყაროს“ წევრი „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერ პირებთან ერთად, ე.წ. ,,ქურდულ გარჩევებს“ აწყობდნენ, სადაც მოქალაქეთა შორის არსებულ დავებს განიხილავდნენ, აფასებდნენ მათ ქმედებებს და გადაწყვეტილებებს იღებდნენ, მათ შორის მათ თანხის გადახდას აკისრებდნენ.ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით („კანონიერი ქურდობა“), 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრობა), 223 ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) და 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრზე მიმართვა) წარუდგინა.სასამართლომ „კანონიერ ქურდობაში“ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, „ქურდული სამყაროს“ წევრობაში ბრალდებულს 8 წლით, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ორ ბრალდებულს 4-4 წლით, ხოლო „ქურდული სამყაროს“ წევრზე მიმართვისთვის ორ ბრალდებულს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.პროკურატურა აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ, მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჯვარსკი

სამართალი 1770184922

„ქურდული გარჩევები“ დედისა და ძმის დახმარებით - რა არის ცნობილი კრიმინალურ ავტორიტეტ, მეტსახელად „ჯვარსკის“ შესახებ

ქართველმა სამართალდამცველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს.კიდევ 15 პირს ბრალი წარედგინება, ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის სამი ე.წ. კანონიერი ქურდია.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ე.წ. ქურდულ გარჩევებში მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდები, სულხან ჯაფარიძე (თვალჭრელიძე) მეტსახელად "სუხო" და პეტრე ბაქრაძე მეტსახელად "პაატა ტბილისკი".მისივე ცნობით, ე.წ. კანონიერი ქურდი რევაზ უბილავა მეტსახელად "ჯვარსკი" "ქურდულ გარჩევებს" მისი ოჯახის წევრების, დედის და ძმის დახმარებით აწყობდა.რევაზ უბილავა მეტსახელად "ჯვარსკი" - პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა „კანონიერ ქურდად“ მიიჩნევა, რომელიც თურქეთში 21 წლის ასაკში „მონათლეს“.2018 წელს კი “კა­ნო­ნი­ერ­მა ქურდმა“ კობა ახვლე­დი­ან­მა, იგი­ვე “კობა სო­ხუმსკიმ“ წო­დე­ბა ჩა­მო­არ­თვა.28 წლის რევაზ უბილავა 2020 წელს წალენჯიხაში დააკავეს. „ჯვარსკი“ „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებითაა დაკავებული და დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.რევაზ უბილავას სასჯელი სხვადასხვა დანაშაულისთვის ათჯერ აქვს მოხდილი.

"სუხო" "ჯვარსკი" და "პაატა ტბილისკი"

სამართალი 1770143224

"სუხო" "ჯვარსკი" და "პაატა ტბილისკი" ფინანსურ დავებს ქურდული გარჩევებით საზღვარგარეთიდან აგვარებდნენ - მასშტაბური სპეცოპერაციის დეტალები

პოლიციამ კარი სპეციალური მოწყობილობით გახსნა, ბინაში შევიდა და ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ პირს ხელბორკილები დაადო. ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის ხელბორკილები კიდევ 44 პირს დაადეს. ისინი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არიან და გამოძიების ინფორმაციით, ფინანსურ დავებს ქურდული გარჩევებით აგვარებდნენ.ე.წ. კანონიერი ქურდები სულხან ჯაფარიძე (თვალჭრელიძე), მეტსახელად "სუხო," და პეტრე ბაქრაძე, მეტსახელად "პაატა თბილისკი" - ეს ის "კანონიერი ქურდები" არიან, რომლებიც საზღვარგარეთიდან საქართველოში მყოფ თანამოაზრეებს მითითებებს აძლევდნენ. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ფარული სატელეფონო საუბრის ჩანაწერები ადასტურებს.ფინანსური დავების მოგვარებაში საზღვარგარეთიდან ერთვებოდა კიდევ ერთი ე.წ. კანონიერი ქურდი - რევაზ უბილავა, მეტსახელად "ჯვარსკი." მასთან ერთად ქურდულ გარჩევებში მისი ძმაც და დედაც მონაწილეობდნენ. ორივე დაკავებულია.ე.წ. კანონიერი ქურდის ძმისა და დედის დასაკავებლად სამართალდამცველები წალენჯიხაში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე იყვნენ მობილიზებულები. "კურიერთან" დღეს უბილავების ოჯახმა კომენტარი გააკეთა.სპეცოპერაცია ქურდული სამყაროს წინააღმდეგ დღეს გამთენიისას მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა. ჩხრეკისას ნივთმტკიცებების სახით ამოღებულია მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა და ნარკოტიკული საშუალებები.სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ფინანსური დავების მომგვარებლები ე.წ. კანონიერ ქურდებსაც ატყუებდნენ და ქურდული გარჩევებისას აღებულ თანხას ერთმანეთში ინაწილებდნენ."ტუხას", "ბალუს," "გლობუსას," "დარჯოს," "წერტილას", "წიოკას" და სხვებს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ, შემდეგ კი მათ საქმეზე სასამართლო იმსჯელებს.სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის დეტალები დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სპეციალურ ბრიფინგზე განმარტეს.დღის ბოლოს განცხადება გენერალურ პროკურატურაშიც გაკეთდა. საგამოძიებო უწყებამ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებს

პროკურატურა

სამართალი 1770134559

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის", „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტებზე 60 პირს ბრალდება წარუდგინა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრები, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, როგორც საზღვარგარეთ, ისე პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ე.წ. „კანონიერი ქურდების“ დავალებით, ასევე დამოუკიდებლად, მოდავე მხარეების მიმართვის საფუძველზე „ქურდულ გარჩევებს“ სისტემატურად აწყობდნენ და მხარეებს შორის არსებულ სხვადასხვა სახის დავებს განიხილავდნენ.15 პირს, მათგან 3 პირს დაუსწრებლად, ხოლო 2 პირს პენიტენციურ დაწესებულებაში, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს; 3 პირს, მათგან 2 პირს დაუსწრებლად, ხოლო 1 პირს პენიტენციურ დაწესებულებაში, ბრალდება 223 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით („კანონიერი ქურდობა“) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს; 26 პირს, მათგან 6 პირს პენიტენციურ დაწესებულებაში, ბრალდება 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) წარედგინა, რაც 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს;16 პირს, მათგან 1 პირს დაუსწრებლად ბრალდება 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით („კანონიერ ქურდისთვის/ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა) წარედგინა, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ვაჟა სირაძე

სამართალი 1770103515

პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავა, ხოლო 15 პირს ბრალი წარედგინება, მათ შორის სამი ე.წ. კანონიერი ქურდია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს. ასევე კიდევ 15 პირს ბრალი წარედგინება, ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის სამი ე.წ. კანონიერი ქურდია, – ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ბრიფინგზე განაცხადა.როგორც ვაჟა სირაძემ აღნიშნა, მათ ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს წევრობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა“ და „კანონიერი ქურდობა“.„სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით,  ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდები“ – სულხან ჯაფარიძე (თვალჭრელიძე) მეტსახელად „სუხო“ და პეტრე ბაქრაძე მეტსახელად „პაატა ტბილისკი“ მონაწილეობდნენ. ისინი ერთვებოდნენ მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში და ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ, ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ გადაწყვეტილებებს.გამოძიებით, ასევე, დგინდება, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი რევაზ უბილავა მეტსახელად „ჯვარსკი“ მისი ოჯახის წევრების – დედისა და ძმის დახმარებით, აწყობდა ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდა ე.წ.„ქურდული გადაწყვეტილებები. პოლიციამ ორივე მათგანი სხვა პირებთან ერთად დააკავა.სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებსა და ე.წ. კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ორგანიზებულ დანაშაულთან, განსაკუთრებით კი ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ სისტემური ბრძოლა. საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა ის პირი, ვინც ჩაიდენს დანაშაულებრივ ქმედებას. ჩვენი მთავარი ამოცანაა დავიცვათ ჩვენი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება“, – აღნიშნა ვაჟა სირაძემ.