ლაშა ხუციშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა

პოლიტიკა 1781102460

ფინანსთა მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული მნიშვნელობის პროექტებში.ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციებს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობაზე, რომელიც მოიცავს, როგორც საზღვრის კვეთის პროცედურების ხელშეწყობის, ისე სატრანზიტო შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებს, ასევე, საქონლისა და მგზავრების შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფასა და ვაჭრობის წახალისებას.თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა გამოთქვა მზაობა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას მაქსიმალურად ხელი შეუწყოს.შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

პარლამენტი

პოლიტიკა 1780916617

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში ცნობად მიიღო

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარადგინა.ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში თავდაცვის სამინისტრომ სახელმწიფო ბიუჯეტი 100.2%-ით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 100%-ით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა 99.2%-ით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 100%-ით და სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა 99.6%-ით აითვისა.მომხსენებელმა ანგარიშის წარდგენისას კომიტეტის წევრებს ბიუჯეტის შემოსულობები, ხარჯვითი ნაწილი და მაკროეკონომიკური პარამეტრები გააცნო. გიორგი კაკაურიძემ როგორც საგარეო სექტორიდან, ასევე გადასახადებიდან, გრანტებიდან და პრივატიზაციიდან მიღებულ შემოსავლებზე ისაუბრა. მისი განაცხადებით, ყველა ამ მიმართულებით შემოსავლები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით.გიორგი კაკაურიძის თქმით, 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლებმა 27 802 მილიონი ლარი, ხოლო საკასო ხარჯმა 27 723 მილიონი ლარი შეადგინა.სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ მთავრობის მიერ მომზადებული ინფორმაცია წარადგინა და იმ საპროგნოზო მაჩვენებლებზე ისაუბრა, რომელსაც ქვეყანა მომავალ წლებში გეგმავს.თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში დადებითად შეაფასა და ცნობად მიიღო.

ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ Nomura-ს მმართველ და აღმასრულებელ დირექტორებს შეხვდა

პოლიტიკა 1780667162

ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ Nomura-ს მმართველ და აღმასრულებელ დირექტორებს შეხვდა

გაერთიანებულ სამეფოში, ქ. ლონდონში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა საინვესტიციო ბანკ Nomura-ს მმართველ დირექტორებს - დაისუკე მიაზაკისა და მორვენ ჯოუნს, ასევე აღმასრულებელ დირექტორებს -  ანვაი ბორვანკარს და საორი ტანაკას.ყურადღება გამახვილდა ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემდგომი განვითარებისა და საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესების მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, ხაზი გაესვა ამ მიმართულებით აზიური კაპიტალის ბაზრის ათვისების შესაძლებლობებს.ფინანსთა მინისტრმა საინვესტიციო ბანკ Nomura-ს მმართველ და აღმასრულებელ დირექტორებს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები და საშუალოვადიანი პროგნოზები.შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ილია დარჩიაშვილი.

ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ ICBC Standard Bank-ის გენერალურ დირექტორს, გაო ჩონგს შეხვდა

ფინანსები 1780664391

ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ ICBC Standard Bank-ის გენერალურ დირექტორს, გაო ჩონგს შეხვდა

გაერთიანებულ სამეფოში, ქ. ლონდონში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა ერთ-ერთი უდიდესი საინვესტიციო ბანკის - ICBC Standard Bank-ის გენერალურ დირექტორს, გაო ჩონგსა და გენერალური დირექტორის მოადგილეს, მეთიუ ჟენგს, ასევე, ICBC Standard Bank-ის გლობალური ბაზრების მართვის კომიტეტის წევრს, სტეფენ გარგიულოსა და ICBC Standard Bank-ის პირველადი ბაზრების მიმართულების ხელმძღვანელს, მარკ გისენს.შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ილია დარჩიაშვილი.საუბარი შეეხო საერთაშორისო და ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საქართველოს ფასიანი ქაღალდების გამოშვების არსებულ ტენდენციებსა და სამომავლო გეგმებს. განხილულ იქნა, საქართველოს ფასიანი ქაღალდების პერსპექტივა აზიურ ბაზარზე და აღინიშნა ინვესტორთა მხრიდან მზარდი ინტერესი ამ მიმართულებით.შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოს მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის მიმდინარე პარამეტრები, განახლებული საპროგნოზო მაჩვენებლები და ეკონომიკური განვითარების ტენდენციები.

გაგიკ ბეგლარიანი

მსოფლიო 1780658200

სომხეთში რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი, მათ შორის ერევნის ყოფილი მერი გაგიკ ბეგლარიანი დააკავეს, რამდენიმეზე კი ძებნა გამოცხადდა

სომხეთში რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს, რამდენიმეზე კი ძებნა გამოცხადდა.სომხური მედია ქვეყნის ანტიკორუფციულ კომიტეტზე დაყრდნობით წერს, რომ დაკავებულია ერევნის ყოფილი მერი გაგიკ ბეგლარიანი, რომელიც სომხეთს დედაქალაქს 2009-2010 წლებში ხელმძღვანელობდა და ასევე 2012 წლიდან 2016 წლამდე ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის თანამდებობას იკავებდა. მას ბრალი ედება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ფულის გათეთრებაში.სამართალდამცავ ორგანოში განაცხადეს, რომ მან სასამართლოს ბეგლარიანისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართა. სხვა დეტალები ჯერ არ არის ცნობილი.ამასთან, სომხეთის ანტიკორუფციულ კომიტეტში განაცხადეს, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში დაკავებულია სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი არმან სააკიანი. არმან სააკიანი 2011 წლიდან 2018 წლამდე სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. ის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, გალუსტ სააკიანის შვილია.სომხეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა გასცეს დაპატიმრების ორდერი რამდენიმე ცნობილი ყოფილი თანამდებობის პირის წინააღმდეგ, რომლებიც 200 მილიონ დრამზე მეტი ღირებულების ქონების კორუფციისა და ფულის გათეთრების მსხვილ საქმეში არიან ეჭვმიტანილი.საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ყოფილ თანამდებობის პირებს, მათ შორის განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრ არმენ აშოტიანს, ფინანსთა ყოფილ მინისტრ გაგიკ ხაჩატრიანს, მის ვაჟს, არტიომ ხაჩატრიანს, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ვიგენ სარგსიანს და უნივერსიტეტისა და ბიზნესის რამდენიმე ყოფილ თანამდებობის პირს ბრალი ედებათ სამსახურებრივი თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში.სავარაუდო დანაშაულები 2009-დან 2016 წლამდე პერიოდში მოხდა, როდესაც ისინი თანამდებობაზე მუშაობდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ შეიმუშავეს სქემა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 451.1 კვადრატული მეტრი ფართობის ქონება ერევნის ცენტრში (პუშკინის ქუჩა), რომელიც ბრუსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეკუთვნოდა, სახელმწიფო საკუთრებიდან გამოიტანეს და მოგვიანებით 75 მილიონი დრამის სანაცვლოდ ყალბი შესყიდვის გზით ფული გაათეთრეს. სავარაუდოდ, ის არტიომ ხაჩატრიანის სახელზე დარეგისტრირდა ინსცენირებული ტრანზაქციის შემდეგ, რომელიც მისი ნამდვილი მფლობელობის დამალვას ისახავდა მიზნად.სომხური მედიის თანახმად, ვიგენ სარგსიანი 2016 წლიდან 2018 წლამდე თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, მანამდე კი სერჟ სარგსიანის ადმინისტრაციაში ადმინისტრაციის უფროსი იყო. სავარაუდო სქემის დაგეგმვის დროს ის უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე იყო.არმენ აშოტიანი 2009 წლიდან 2016 წლამდე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობას იკავებდა. გაგიკ ხაჩატრიანი 2008 წლიდან 2014 წლამდე სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარე იყო, ხოლო 2014 წლიდან 2016 წლამდე ფინანსთა მინისტრი. ასევე იძებნებიან ბრუსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გაიანე გასპარიანი, ყოფილი პრორექტორი არტურ ავაგიანი და სავაჭრო ცენტრის „ერევან მოლის“ ყოფილი დირექტორის მოადგილე ჰარუთიუნ ტადევოსიანი.ზემოთ ხსენებული შვიდი პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, ასეთი ბოროტად გამოყენების ხელშეწყობისა და წაქეზებისთვის, ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი მასშტაბის ფულის გათეთრებისა და ამ დანაშაულების ხელშეწყობისთვის.

ფინანსთა სამინისტრო

ფინანსები 1780646298

ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, Bank of America-ს მიწვევით მონაწილეობა მიიღეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის განვითარებადი ბანკების კონფერენციაში

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, Bank of America-ს მიწვევით მონაწილეობა მიიღეს გაერთიანებულ სამეფოში,  ქ. ლონდონში გამართულ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის განვითარებადი ბანკების კონფერენციაში (London CEEMEA Small Talks), სადაც 15-მდე ინსტიტუციურ ინვესტორსა და საერთაშორისო საინვესტიციო ბანკს გააცნეს საერთაშორისო და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საქართველოს ფასიანი ქაღალდების გამოშვების მიმდინარე ტენდენციები და სამომავლო გეგმები.საქართველოს დელეგაციის წევრებმა ინსტიტუციურ ინვესტორებსა და  საინვესტიციო ბანკების წარმომადგენლებს გააცნეს ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის მიმდინარე პარამეტრები და მიმოიხილეს მიმდინარე წელს ევრობონდების რეფინანსირებისა და ახლახან სინდიკაციის მეთოდით გამოშვებული საშინაო სახაზინო ფასიანი ქაღალდებისადმი გამოხატული მაღალი ინტერესი და გამოშვების შედეგები. შეხვედრებზე, ასევე, განხილულ იქნა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე სამომავლო გამოშვებების შესაძლებლობები, ბოლო პერიოდში არარეზიდენტი ინვესტორების მხრიდან მნიშვნელოვნად გაზრდილი ინტერესის გათვალისწინებით.შეხვედრებს დაესწრო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.ქ. ლონდონში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციამ, ასევე, შეხვედრები გამართა საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოების S&P და Moody’s წარმომადგენლებთან, სადაც განხილულ იქნა საქართველოს მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის მიმდინარე პარამეტრები და განახლებული საპროგნოზო მაჩვენებლები, ეკონომიკური განვითარების ტენდენციები და ქვეყნის საკრედიტო რეიტინგებთან დაკავშირებული საკითხები.

კომიტეტი

საზოგადოება 1780490593

სოფლის მეურნეობის კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ განიხილეს, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.მომხსენებლის ინფორმაციით, 2025 წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 1 მილიარდ 63 მილიონ ლარზე მეტი აითვისა, რაც შესრულების 99.9%-ია.სურსათის უვნებლობის ნაწილში 76 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა და შესრულების მაჩვენებელი 101.8%-ია.მებაღეობის და მეღვინეობის განვითარებაში 269 მილიონ ლარზე მეტია ათვისებული და ათვისების მაჩვენებელი 99.5%-ია.სამეცნიერო კვლევითი ღონისძიებების დაფინანსებაში 100%-იანი შესრულების მაჩვენებელია, ერთიანი აგრო პროექტის ფარგლებში 339 მილიონ ლარზე მეტია ათვისებული და 99.9%-ია შესრულების მაჩვენებელი.მელიორაციის მიმართულებით გასულ წელს ათვისებული თანხა -209.5 მილიონ ლარს, შესრულების მაჩვენებელი კი 98.0%-ს შეადგენს.როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 2025 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ წინა წელთან შედარებით 7.5%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.0% შეადგინა.გიორგი კაკაურიძემ ასევე ისაუბრა საგარეო სექტორზე. მისი თქმით, 2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 25 მილიარდ 863 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 10.3%-ით მეტია. აქედან ექსპორტმა 7 მილიარდ 291 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტმა - 18 მილიარდ 572 მილიონი დოლარი.გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოს 6 მილიონ 856 ათასამდე საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია. მათ შორის, ტურისტული ვიზიტორების რაოდენობამ 5 მილიონ 522 ათასამდე შეადგინა. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა კი 4 მილიარდ 690 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 265 მილიონი დოლარით მეტია ვიდრე 2024 წელს.სხდომაზე, ასევე, მოისმინეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე და საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ.წარდგენილი ანგარიშები სოფლის მეურნეობის კომიტეტმა ცნობად მიიღო.

განათლების კომიტეტი

პოლიტიკა 1780483459

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ განიხილა.საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური მდგომარეობისა და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, გასულ წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში 2 მილიარდ 738 მილიონ ლარზე მეტია ათვისებული, რაც გეგმის 96.6%-ს შეადგენს.მისივე თქმით, სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით ათვისებულია 1 მილიარდ 820 მილიონი ლარი და ათვისების მაჩვენებელი 96.4%-ია.პროფესიული განათლების ნაწილში ათვისების მაჩვენებელმა 99.5% შეადგინა და 147 მილიონი ლარია ათვისებული.უმაღლესი განათლების მიმართულებით 181 მილიონი ლარია ათვისებული, რაც დაგეგმილ მაჩვენებელს აღემატება და 107.4%-ს შეადგენს.მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობისთვის 85 მილიონ ლარზე მეტია ათვისებული, ხოლო ათვისების მაჩვენებელი 99.5%-ია.ინკლუზიური განათლების მიმართულებით ათვისების მაჩვენებელი 99.7%-ს შეადგენს, ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით კი 298 მილიონი ლარია ათვისებული.როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 2025 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ წინა წელთან შედარებით 7.5%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.0% შეადგინა.გიორგი კაკაურიძემ ყურადღება გაამახვილა საგარეო სექტორზე. მისი თქმით, 2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 25 მილიარდ 863 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 10.3%-ით მეტია. აქედან ექსპორტმა 7 მილიარდ 291 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 11.0%-ით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს, ხოლო იმპორტმა - 18 მილიარდ 572 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 10.0%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე.მისივე თქმით, 2025 წელს სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზე ევროკავშირი იყო. მთლიან საქონელბრუნვაში ევროკავშირის წილი 21.6%-ს შეადგენდა.გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოს 6 მილიონ 857 ათასამდე საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია. მათ შორის, ტურისტული ვიზიტორების რაოდენობამ 5 მილიონ 522 ათასამდე შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ მონაცემზე 8.4%-ით მეტია.გიორგი კაკაურიძის თქმით, 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა 28 მილიარდ 468 მილიონ ლარზე მეტი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 100.7% იყო. ასევე, 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულებამ შეადგინა 100.8%, ხოლო გადასახდელების შესრულებამ - 99.2%. 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა 23 მილიარდ 991 მილიონი ლარი შეადგინა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 100.7%-ია.პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ჩაკვეტაძის შეფასებით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხები სრულად არის ათვისებული, რაც სექტორების მნიშვნელოვან მხარდაჭერასა და ხელშეწყობას უზრუნველყოფს.სხდომაზე, ასევე, მოისმინეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე და საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ.წარმოდგენილი ანგარიშები განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ცნობად მიიღო.

ლაშა ხუციშვილი

ფინანსები 1780478906

საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვისწრაფვით ავაშენოთ თანამედროვე სატრანსპორტო ქსელი, რომელიც რეგიონს მომდევნო ათწლეულების განმავლობაში მოემსახურება - ფინანსთა მინისტრი

საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვისწრაფვით ავაშენოთ თანამედროვე სატრანსპორტო ქსელი, რომელიც რეგიონს მომდევნო ათწლეულების განმავლობაში მოემსახურება, - აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მიერ  საქართველოსთვის 372 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის  გამოყოფის შეფასებისას.მისი თქმით,  აღნიშნული პროექტი მნიშნელოვანია შუა დერეფნის ეფექტიანობისა და რეგიონული კავშირების  გასაძლიერებლად.„ეს ინვესტიციები მნიშვნელოვანია არა მარტო ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად, არამედ მზარდი საერთაშორისო სავაჭრო ნაკადების და უფრო დივერსიფიცირებული, დაცული მიწოდების ჯაჭვების მხარდასაჭერადაც, რამდენადაც საქართველოს რკინიგზის და საგზაო კავშირების განახლება გააუმჯობესებს შუა დერეფნის ეფექტიანობას და გააძლიერებს რეგიონული კავშირების მდგრადობას,” - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.როგორც მან აღნიშნა, პროექტის ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 751 მილიონი აშშ დოლარია, რაც მოიცავს 372 მილიონ აშშ დოლარს მსოფლიო ბანკის ჯგუფისგან, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა 175 მილიონ აშშ დოლარის აზიის განვითრების ბანკისგან (ADB) და 182 მილიონ აშშ დოლარის ოდენობით აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისგან (AIIB) დაფინანსების მიღების მიმართულებით.პროექტი ითვალისწინებს სარკინიგზო გამტარუნარიანობის გასაზრდელად საქართველოს რკინიგზისთვის ელექტრო სარკინიგზო ლოკომოტივების შეძენას, ელექტრო ქვესადგურების მშენებლობას, საქართველოს რკინიგზის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას; და საავტომობილო გზის მონაკვეთების – ბადიაურიდან ჩალაუბნამდე და ჩალაუბნიდან ბაკურციხემდე და საავტომობილო გზის მონაკვეთის – გურჯაანიდან თელავამდე მშენებლობას. აღნიშნული მოიცავს, მათ შორის, სატრანსპორტო კვანძებს, ესტაკადებს, ხიდებს, ასევე საგზაო უსაფრთხოების ზომების მიღებასა და საგზაო სექტორის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას.

სხდომა

პოლიტიკა 1780402582

დიასპორის, ევროპასთან ინტეგრაციისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილეს

დიასპორის, ევროპასთან ინტეგრაციისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მთავრობის მიერ წარმოდგენილი "საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში" განიხილეს.2025 წელს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 2025 წლის ბიუჯეტი 6.0%-იანი რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზით დაიგეგმა. მისივე თქმით, 2025 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ წინა წელთან შედარებით 7.5%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.0% შეადგინა.მომხსენებლის განცხადებით, 2025 წელს ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი როლი კერძო სექტორს ეკავა. 2024 წელთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 12.4%-ით, ხოლო საწარმოთა მიერ გამოშვებული პროდუქციის ღირებულება 13.4%-ით გაიზარდა.როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, 2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 25 მილიარდ 863 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 10.3%-ით მეტია. აქედან ექსპორტმა 7 მილიარდ 291 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 11.2%-ით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს, ხოლო იმპორტმა - 18 მილიარდ 572 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 10.0%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე.მისივე თქმით, 2025 წელს სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზე ევროკავშირი იყო. მთლიან საქონელბრუნვაში ევროკავშირის წილი 21.6%-ს შეადგენდა. ექსპორტის მიმართულებით ევროკავშირის წილი 12.0% იყო, რომელიც წინა წელთან შედარებით 52.8%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტის მხრივ, ევროკავშირის წილი 25.4% იყო, რაც წინა წელთან შედარებით 3.2%-ით მეტია.გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოს 6 მილიონ 856 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია. მათ შორის, ტურისტული ვიზიტორების რაოდენობამ 5 მილიონ 522 ათასი შეადგინა, რაც 2024 ანალოგიურ მონაცემზე 8.4%-ით მეტია. ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით ევროკავშირის ქვეყნები IV ადგილზეა და 499.9 ათას პირს შეადგენს, წინა წელთან შედარებით 6.2%-ით მეტს. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 4 მილიარდ 690 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 265 მილიონი დოლარით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს. მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მიღებულმა შემოსავალმა 660.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 15.6%-ით მეტია.როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, 2025 წელს წმინდა ფულადი გზავნილები წინა წელთან შედარებით 8.2%-ით გაიზარდა. გასულ წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 7.6%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ 688 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.გიორგი კაკაურიძის თქმით, 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა 28 მილიარდ 468 მილიონ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 100.7% იყო. ასევე, 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულებამ შეადგინა 100.8%, ხოლო გადასახდელების შესრულებამ - 99.2%. 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა 23 მილიარდ 991 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 100.7%-ია.მომხსენებელმა ისაუბრა მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების შესრულებაზე და აღნიშნა, რომ ბიუჯეტის შესრულების ნაწილში ყველა სამინისტროს დაგეგმილთან მიმართებით კარგი ათვისების მაჩვენებელი ჰქონდა.სხდომაზე, ასევე, მოისმინეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება "2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ" მთავრობის ანგარიშზე და საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ.წარმოდგენილი ანგარიშები დიასპორის, ევროპასთან ინტეგრაციისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ცნობად მიიღეს.

დიასპორა

პოლიტიკა 1780402427

დიასპორის, ევროპასთან ინტეგრაციისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილეს

დიასპორის, ევროპასთან ინტეგრაციისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ განიხილეს.2025 წელს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 2025 წლის ბიუჯეტი 6.0%-იანი რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზით დაიგეგმა. მისივე თქმით, 2025 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ წინა წელთან შედარებით 7.5%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.0% შეადგინა.მომხსენებლის განცხადებით, 2025 წელს ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი როლი კერძო სექტორს ეკავა. 2024 წელთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 12.4%-ით, ხოლო საწარმოთა მიერ გამოშვებული პროდუქციის ღირებულება 13.4%-ით გაიზარდა.როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, 2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 25 მილიარდ 863 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 10.3%-ით მეტია. აქედან ექსპორტმა 7 მილიარდ 291 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 11.2%-ით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს, ხოლო იმპორტმა - 18 მილიარდ 572 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 10.0%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე.მისივე თქმით, 2025 წელს სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზე ევროკავშირი იყო. მთლიან საქონელბრუნვაში ევროკავშირის წილი 21.6%-ს შეადგენდა. ექსპორტის მიმართულებით ევროკავშირის წილი 12.0% იყო, რომელიც წინა წელთან შედარებით 52.8%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტის მხრივ, ევროკავშირის წილი 25.4% იყო, რაც წინა წელთან შედარებით 3.2%-ით მეტია.გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოს 6 მილიონ 856 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია. მათ შორის, ტურისტული ვიზიტორების რაოდენობამ 5 მილიონ 522 ათასი შეადგინა, რაც 2024 ანალოგიურ მონაცემზე 8.4%-ით მეტია. ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით ევროკავშირის ქვეყნები IV ადგილზეა და 499.9 ათას პირს შეადგენს, წინა წელთან შედარებით 6.2%-ით მეტს. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 4 მილიარდ 690 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 265 მილიონი დოლარით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს. მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მიღებულმა შემოსავალმა 660.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 15.6%-ით მეტია.როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, 2025 წელს წმინდა ფულადი გზავნილები წინა წელთან შედარებით 8.2%-ით გაიზარდა. გასულ წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 7.6%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ 688 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.გიორგი კაკაურიძის თქმით, 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა 28 მილიარდ 468 მილიონ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 100.7% იყო. ასევე, 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულებამ შეადგინა 100.8%, ხოლო გადასახდელების შესრულებამ - 99.2%. 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა 23 მილიარდ 991 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 100.7%-ია.მომხსენებელმა ისაუბრა მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების შესრულებაზე და აღნიშნა, რომ ბიუჯეტის შესრულების ნაწილში ყველა სამინისტროს დაგეგმილთან მიმართებით კარგი ათვისების მაჩვენებელი ჰქონდა.სხდომაზე, ასევე, მოისმინეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე და საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ.წარმოდგენილი ანგარიშები დიასპორის, ევროპასთან ინტეგრაციისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ცნობად მიიღეს.

მიხეილ დუნდუა

პოლიტიკა 1780303173

საქართველო აძლიერებს და აგრძელებს განვითარებას, დარწმუნებული ვარ, 2030 წლისთვის საქართველო გახდება მაღალშემოსავლიანი ქვეყანა - მიხეილ დუნდუა

კარგი მთავრობის ინდექსით საქართველო მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო სამეულშია და ლიდერობს კავკასიასა და შავიზღვისპირეთში. ჩენდლერის ინსტიტუტის 2026 წლის გლობალურ რეიტინგში ქვეყანამ 60%-იან ზღვარს ისტორიაში მეორედ გადააჭარბა.რეიტინგში საქართველომ აჯობა ევროკავშირისა და ნატოს 7 წევრ სახელმწიფოს. კვლევა, რომელიც გაეროსა და მსოფლიო ბანკის მონაცემებს ეყრდნობა, საქართველოს ყველაზე მაღალ შეფასებას ინვესტიციების მოზიდვაში, გამჭვირვალობასა და ბიზნეს რეგულაციებში ანიჭებს.კარგი მთავრობის ინდექსი მთავრობებს აფასებს 35 ინდიკატორით - მათ შორის არის ლიდერობა, კეთილსაიმედო კანონები და პოლიტიკა, ძლიერი ინსტიტუტები, მიმზიდველი ბაზარი და რეპუტაცია."კარგი მთავრობის ინდექსით საქართველო მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო სამეულშია. საქართველო ლიდერობს შავიზღვისპირეთში, კავკასიაში და ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფოა მსოფლიო მასშტაბით ამ თვალსაზრისით. საქართველო აძლიერებს თავის განვითარებას და აგრძელებს განვითარებას. დარწმუნებული ვარ, რომ 2030 წლისთვის საქართველო გახდება მაღალშემოსავლიანი ქვეყანა", - აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა.