ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი დასრულდა

სპორტი 1714482528

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი დასრულდა

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი დასრულდა, რომელშიც აჭარაბეთის სპორტული ნაკრების წევრებმა არაერთი მედალი  მოუტანეს საქართველოს.აჭარაბეთის სპორტული ნაკრების წევრებმა  ნამდვილი მედლების წვიმა მოაწყვეს  ევროპის ჩემპიონები გახდნენ  ტატო გრიგალაშვილი (მესამედ) და ვაჟა მარგველაშვილი (მეორედ). ვერცხლის მედალს  დაეუფლა გურამ თუშშვილი, ბრინჯაო კი ლაშა შავდათუაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანა მოიპოვეს. ჯამურად საქართველოს  ნაკრებმა 7 მედალი მოიპოვა (2 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო) და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ასევე აღსანიშნავია, რომ ვაჟთა შორის საქართველოს ნაკრებმა  ყველა იმ წონაში აიღო მედალი, რომელშიც წარმომადგენელი ჰყავდა.

ტატო გრიგალაშვილი

სპორტი 1714205009

ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე ქართველი ძიუდოისტებისთვის წარმატებული გამოდგა.ამჯერად, კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა, რომელმაც ყველა ბრძოლა დამაჯერებლად მოიგო. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში გრიგალაშვილმა ფრანგი, სერბი, უნგრელი და იტალიელი მეტოქეები დაამარცხა, ფინალში კი ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს 44 წამში იპონით აჯობა.ტატო ევროპის ჩემპიონი კარიერაში უკვე მესამედ გახდა. საქართველოს აქტივში ევროპის ჩემპიონატზე ამ დროისთვის ორი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია.გრიგალაშვილის გარდა ოქრო ვაჟა მარგველაშვილმა, ხოლო ბრინჯაო ეთერ ლიპარტელიანმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.

ტატო გრიგალაშვილი

სპორტი 1714152095

ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია

ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ფინალში ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს იპონით სძლია და ევროპის პირველობა კარიერაში მესამედ მოიგო.ცოტა ხნით ადრე ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში მოლდოველი ადილ ოსმანოვი დამატებით დროში დაამარცხა.დღეს კიდევ ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა იჭიდავა. გიორგი ჩიხელიძე (73 კგ), ეთერ ასკილაშვილი (63 კგ), მარიამ ჭანტურია და ნინო გულბანი (ორივე – 70 კგ) ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.შეგახსენებთ, რომ გუშინ, 25 აპრილს ოქროს მედლის მფლობელი ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედალი კი ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მოიპოვა.

ლაშა

სპორტი 1714148040

ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში მოლდოველი ადილ ოსმანოვი დამატებით დროში დაამარცხა.დღეს კონტინენტის პირველობაზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ფინალში იასპარეზებს. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ფინალში გასასვლელად იტალიელ ატილიო ესპოზიტოს იპონით სძლია და ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს ოქროს მედლისთვის დაუპირისპირდება.დღეს კიდევ ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა იჭიდავა. გიორგი ჩიხელიძე (73 კგ), ეთერ ასკილაშვილი (63 კგ), მარიამ ჭანტურია და ნინო გულბანი (ორივე – 70 კგ) ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.შეგახსენებთ, რომ გუშინ, 25 აპრილს ოქროს მედლის მფლობელი ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედალი კი ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მოიპოვა.

ძიუდო

სპორტი 1714118472

ევროპის ჩემპიონატზე დღეს 6 ქართველი იასპარეზებს

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს.საქართველოს ნაკრებიდან ტურნირის მეორე საშეჯიბრებო დღეს მედლებისთვის ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ჩიხელიძე (ორივე -73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ეთერ ასკილაშვილი (63 კგ), მარიამ ჭანტურია და ნინო გულბანი (ორივე - 70 კგ), იბრძოლებენ.კონტინენტის პირველობაზე წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყება.

ბექაური შავდათუაშვილი

სპორტი 1712659609

ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

25-28 აპრილს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. ტურნირზე, საქართველოს ნაკრები ოპტიმალური შემადგენლობით იასპარეზებს.ჩვენი გუნდის მწვრთნელებმა 15-კაციანი შემადგენლობა დაასახელეს, აქედან 9 მამაკაცი, 6 კი გოგონა ძიუდოისტია.საქართველოს ნაკრების განაცხადი:ვაჟები - 66 კგ. - ვაჟა მარგველაშვილი.73 კგ. - ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ჩიხელიძე.81 კგ.- ტატო გრიგალაშვილი.90 კგ. - ლაშა ბექაური,გიორგი ჯაბნიაშილი. -100 კგ.ილია სულამანიძე. +100 კგ. - გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი.გოგონები -57 კგ. - ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე.63 კგ. - ეთერ ასკილაშვილი.70 კგ. - ნინო გულბანი, მარიამ ჭანტურია.78 კგ. - სოფიო სომხიშვილი.როგორც სიაში ვხედავთ, მწვრთნელების გადაწყვეტილებით, ვაჟებში, -60 კგ. წონით კატეგორიაში ჩვენს ქვეყანას წარმომადგენელი არ ეყოლება, ამან კი მწვრთნელებს წონის გაორების შესაძლებლობა დამატებით კიდევ ერთ კატეგორიაში მისცა.შესაბამისად, საქართველოს ნაკრები ორი ძიუდოისტით -73, -90 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში წარდგება.ავტორი: ირაკლი გოგვაძე

ტატო გრიგალაშვილი

სპორტი 1707218481

ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტად ზედიზედ მეორედ დაასახელეს

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ გულშემატკივართა შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, მსოფლოს 2023 წლის საუკეთესო ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი დასახელდა – შედეგები პარიზის გრანდ სლემის მიმდინარეობისას გამოცხადდა.მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ტატო გრიგალაშვილი, ამ გამოკითხვის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა. სპეციალური დიპლომი მას ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომიტეტის დირექტორმა, არმენ ბაგდასაროვმა გადასცა.24 წლის გრიგალაშვილი 2023 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ევროპის ჩემპიონატზე კი ვერცხლის მედალი მოიპოვა. გასულ წელს ტატომ პარიზის გრანდ სლემიც მოიგო.დოჰაში მსოფლიო პირველობაზე გამარჯვების შემდეგ, გრიგალაშვილი პირველი ქართველი ძიუდოისტია, ვინც მსოფლიოს ჩემპიონატებზე ოქროს მედლის დაუფლება ორჯერ მოახერხა.

ტატო გრიგალაშვილი

სპორტი 1699112157

ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

მსოფლიოს და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს მეოთხე შეხვედრა მოიგო და ტურნირის ფინალში გავიდა.ქართველმა სპორტსმენმა ფინალში გასასვლელად ფრანგ ომარ ალფა დიალოს მოუგო და ოქროს მედლისთვის ბრძოლაში თურქ ალბაირაკსა და ავსტრიელ ვახიდ ბორჩაშვილს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ლაშა ბექაური

სპორტი 1691336326

ქართული ფინალი ბუდაპეშტში! ბექაური უნგრეთის მასტერსის გამარჯვებულია

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მასტერსის ტურნირის ბოლო საშეჯიბრო დღეს, ფინალურ ბლოკში, 90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი ვიხილეთ. ოქროს მედლისთვის ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ბექაურისა და მსოფლიო ჩემპიონის ლუკა მაისურაძის დაპირისპირება სანახაობრივი არ გამოდგა და საბოლოოდ, გაფრთხილებებით ბექაურის გამარჯვებით დასრულდა.ეს შეხვედრა წლევანდელი თბილისის გრანდ სლემისა და მსოფლიო ჩემპიონტის ფინალის გამეორება გახლდათ. თანამემამულეთა შერკინება თბილისში ბექაურის, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე მაისურაძის სასარგებლოდ დასრულდა.ბუდაპეშტის მასტერსზე ბრინჯაოს მედლისთვის გელა ზაალიშვილი და ილია სულამანიძე იჭიდავებენ.საქართველოს ნაკრებს 2023 წლის ბუდაპეშტის მასტერსზე დღემდე ორი ბრინჯაოს მედალი ქონდა მოპოვებული.შეგახსენებთ, რომ 2022 წელს მასტერსი ისრაელის ქალაქ იერუსალიმში ჩატარდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს (ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე) და ერთი ბრინჯაოს მედალი (ლუკა მაისურაძე) მოიპოვა.ასევე ნახეთ:მესმოდა ბიძაჩემის განწირული ხმა, როგორ ეხუტებოდა ნაპოვნ ლუკაჩოს, რომელიც სულ ეკლებში იყო... ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას - რას წერს ოჯახის ახლობელი„ყველაფერზე შეეძლო ხუმრობა, მათ შორის საკუთარ სიკვდილზეც და ბოლო პოსტიც ეძღვნება... - რას წერს მეგობარი დავით ბერიაშვილზეცოლი ხეზე აიყვანა და სხვების დასახმარებლად წასულა... წაუღია ის ხე მეწყერს, სწორედ ამ დროს ემსხვერპლა სტიქიას...- რას წერენ გმირულად დაღუპულ ბიჭზეVIDEO: „გმირი ხარ, აბა ვინ ხარ?!“ - შოვიდან მაშველების სულისშემძვრელი კადრები ვრცელდება„არ ჩარიცხოთ ამ ანგარიშზე...!“ - რაჭის ჯგუფში საგანგებო განცხადება ვრცელდება„ბებოებმა ამიგროვეს ბაზარში, მაშველებს საჭმელი წაუღეო“ - რას ფოტოს აქვეყნებს მოქალაქე„წყლები გვჭირდება 5 და 10-ლიტრიანებით... თუ ვინმე მოდიხართ“ - საგანგებო მიმართვა რაჭის ჯგუფში

აჭარაბეთის სპორტული ნაკრები

სპორტი 1689169701

აჭარაბეთის სპორტული ნაკრები

აჭარაბეთი ქართული სპორტის მთავარი გულშემატკივარი და მხარდამჭერია. კომპანია წლებია, ზრუნავს ქართული სპორტის პოპულარიზაციაზე, გვერდში უდგას ქართველ სპორტსმენებს, თავისი წვლილი შეაქვს მათთვის საუკეთესო პირობების შექმნაზე და ეხმარება კარიერულ განვითარებაში.აჭარაბეთი ამაყობს, რომ ჰყავს სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენელი ამბასადორები. ინდივიდუალური სპორტსმენები და გუნდები/ნაკრებები,რომლებიც უყვარს ქართველს გულშემატკივარს და რომლებიც  აჭარაბეთის სპორტულ ნაკრებში ერთიანდებიან.“აჭარაბეთის სპორტული ნაკრები , ჩვენ ერთი გუნდი ვართ - გვერდში ვუდგავართ, ვგულშემატკივრობთ, ვამხნევებთ ერთმანეთს - და გვჯერა, რომ თითოეულის გამარჯვება ყველას გამარჯვებაა.აჭარაბეთის სპორტულ ნაკრებში, ქართული სპორტის საუკეთესო წარმომადგენლები, ერთ გუნდად არიან შეკრული.ჩვენს ნაკრებში ყველა თანასწორია, იქნება ეს აქტიური წარმატებული ათლეტი, ქართული სპორტის ლეგენდა თუ ახლად აღმოჩენილი ტალანტი.სპორტსმენები და სპორტული გუნდები, ერთი მიზნით ერთიანდებიან - განვავითაროთ ქართული სპორტი და გუნდურად მივაღწიოთ მეტ გამარჯვებას.ჩვენ გვინდა, რომ საზოგადოებამ უკეთ გაიცნოს აჭარაბეთის სპორტული ნაკრების წევრები - ადამიანები, რომლებმაც საქართველო უკვე ბევრჯერ ასახელეს და რომლებიც ჩვენთვის საამაყოები არიან. წინ უამრავი მნიშვნელოვანი ტურნირი თუ შეჯიბრი გველის და ჩვენც ბევრი საინტერესო გეგმა გვაქვს, რომელსაც ჩვენი ნაკრების წევრებთან ერთად განვახორციელებთ.  ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს“- განაცხადა აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის  დირექტორმა- ნინი გუჯაბიძემ.აჭარაბეთის სპორტული ნაკრები:ირმა ხეცურიანინინა თიბილაშვილიგვანცა ზადიშვილიგენო პეტრიაშვილიგურამ თუშიშვილილაშა შავდათუაშვილიტატო გრიგალაშვილიეთერ ლიპარტელიანივაჟა მარგველაშვილისანდრო ბაზაძერომან დოლიძემერაბ დვალიშვილიგიგა ჭიკაძეშოთა არველაძესაქართველოს კალათბურთის ნაკრებისაქართველოს წყალბურთის ნაკრებითბილისის დინამოაღსანიშნავია, რომ აჭარაბეთი ქართული სპორტის დიდი ქომაგი და მხარდამჭერია. კომპანია სპორტსმენებთან ერთად ბევრ საინტერესო პროექტს ახორციელებს, ატარებს ღონისძიებებს, აქვს მუდმივი კომუნიკაცია სიახლეებზე, ეხმარება სპორტსმენებს როგორც ფინანსურად, ასევე მათი სპორტის სახეობის პოპულარიზაციაში.საქართველოში სპორტი გამორჩეულად გვიყვარს. ქართველ სპორტსმენებს ჩვენიანებად ვთლით, მათ წარმატებას კი საკუთარ გამარჯვებად აღვიქვამთ.ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს.

შოთა არველაძე

სპორტი 1688851463

შოთა არველაძე მასტერკლასებს გამართავს - დეტალურად

შოთა არველაძის ინიციატივით, მოზარდი ფეხბურთელების წახალისების მიზნით შეიქმნა პროგრამა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მასტერკლასების სერიების დანერგვას ითვალისწინებს, – ინფორმაციას „ფონდი არველაძე“ ავრცელებს.„პროექტის ფარგლებში საქართველოს ყველა რეგიონში პერიოდულად მოეწყობა შეხვედრები მოზარდებთან, როგორც საფეხბურთო, ისე სპორტის სხვა სახეობის გამორჩეულ წარმომადგენლებთან ერთად.პირველ ჯერზე ჩვენთან ერთად იყვნენ წარმატებული ძიუდოისტები – ტატო გრიგალაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი. გორის საჯარო სკოლაში მათთან ერთად ყოფნამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მოზარდებისთვის წარმატებულ სპორტსმენებთან შეხვედრა, მათთან გასაუბრება მოტივაციისა და ახალი ენერგიის მიღების მთავარი საშუალებაა.გვიხარია, რომ ტურის ფარგლებში ჩვენთან ერთად იყვნენ სხვადასხვა თაობის გამორჩეული ფეხბურთელები და მწვრთნელები, მათ შორის, გვინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ მალხაზ ასათიანს, რომლის გამოჩენაც, სიტყვაც და წახალისებაც ნებისმიერი მოზარდისთვის უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით ქუთაისში, წყალტუბოსა და იმერეთის რეგიონში. პროექტის მთავარი მხარდამჭერია პლატფორმა ინიციატივა“, – წერია ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძემ მასტერკლასები გამართა თბილისის საფეხბურთო სკოლებში – „დინამო თბილისის“, 35-ე საფეხბურთო სკოლის, „ლოკომოტივისა“ და სხვა აკადემიებში. ივნისში ის დასავლეთ საქართველოს ესტუმრა და საჩვენებელი ვარჯიშები ქუთაისში, წყალტუბოში, ბათუმში, ფოთში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში ჩაატარა.

ირაკლი აზაროვი

ტაბლოიდი 1688666223

VIDEO: როგორ სთხოვა რჩეულს ხელი ირაკლი აზაროვმა - წყვილი რომანტიკულ კადრებს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ირაკლი აზაროვმა შეყვარებულს ხელი დაახლოებით, ერთი თვის წინ სთხოვა. მოგვიანებით, წყვილმა კადრები სოციალურ ქსელშიც განათავსა. ფეხბურთელის რჩეული უმშვენიერესი გოგონა, ნინი აბესაძეა. ასევე ნახეთ:„ჯვარი „ადიდასის“ სპორტულებში დავიწერე...“ - ვინ არის ტატო გრიგალაშვილის უმშვენიერესი მეუღლე - (ფოტოები)როდის გეგმავენ ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე ქორწილს