გიორგი სუხიტაშვილი

ტაბლოიდი 1732206841

„ჩემი პატარა ცმაცუნა დისშვილი დაიბადა“ - რა ფოტოს აქვეყნებს გიორგი სუხიტაშვილი

მომღერალ გიორგი სუხიტაშვილის და, ნინი სუხიტაშვილი დედა გახდა. სასიამოვნო სიახლე მან და მისმა მეუღლემ სოციალურ ქსელში გაავრცელეს. ახალშობილს ანდრია დაარქვეს.გახარებული ბიძა დისა და დისშვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს შემდეგი წარწერით: „ჩემი პატარა ცმაცუნა დისშვილი დაიბადა“მომღერალ ნინი სუხიტაშვილის რჩეული ჭიათურის მერობის ყოფილი კანდიდატი, ნოდარ ჩაჩანიძეა.

დათა

საზოგადოება 1731590944

„აზიური ოსკარი“ ჩვენია! - დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

ქართველმა მსახიობმა, დათა ჩაჩუამ „აზიური ოსკარის“ ჯილდო მიიღო, ნომინაციაში საუკეთესო ახალი შემსრულებელი ფილმისთვის Panopticon.დღეს, აზია-წყნარი ოკეანის ეკრანის აკადემიამ (APSA), Jewel Private Residences-თან ერთად, გამოაცხადა სამი სპეციალური ჯილდოს გამარჯვებულები 17-ე APSA ცერემონიის წინ, რომელიც გაიმართება 30 ნოემბერს, The Langham-ში, ავსტრალიაში.გამარჯვებულებს შორისაა დათა ჩაჩუა. „ამ ჯილდოს მიღება არის აღიარება ყველა იმ რთული შრომისა, რომელიც გავწიე ამ ფილმზე, და ასევე სტიმული, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტად ვიმუშაო. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ ფილმზე იმუშავა, და მოუთმენლად ველოდები, რომ ერთად ვიზეიმოთ Gold Coast-ზე“, - ამბობს დათა ჩაჩუა. „პანოპტიკონი“ საქართველოს, საფრანგეთის, იტალიისა და რუმინეთის ერთობლივი ნამუშევარია. მთავარ როლებს ასრულებენ დათა ჩაჩუა, ია სუხიტაშვილი, მალხაზ აბულაძე და ვახტანგ კედელაძე.ფილმში მოქმედება 2018 წლის საქართველოში ხდება. მთავარი პერსონაჟია16 წლის სანდრო (დათა ჩაჩუა), რომელიც საკუთარი იდენტობის და ფასეულობების ძიების პროცესში განსხვავებული და ზოგჯერ რადიკალური იდეოლოგიური თუ კულტურული ნორმის გავლენას გამოცდის.

ნო

საზოგადოება 1728661832

“ჩემმა ვიდეოებმა არა მხოლოდ მოწონება დაიმსახურეს, არამედ უამრავი ადამიანი დააბრუნეს სოფელში და აიძულეს საკუთარ მოხუცებზე ზრუნვა…“ - გიორგი სუხიტაშვილი

გადაცემაში „არტ ფმ“ გიორგი სუხიტაშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, რატომ დაინტერესდა სოფლის ცხოვრებით, ასევე გაიხსენა, როგორ დაიწყო პაპასთან ერთად ვიდეოების გადაღება.გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან."2018 წელს, სოფელში პაპასთან ერთად გადავიღე რამდენიმე ვიდეო, რომელთაც მაყურებლის მოწონება დაიმსახურეს. რა თქმა უნდა, არც მიცდია მოხუცი პაპის ხარჯზე რეკლამის კეთება, მაგრამ ჩემმა ვიდეოებმა არა მხოლოდ მოწონება დაიმსახურეს, არამედ უამრავი ადამიანი დააბრუნეს სოფელში და აიძულეს საკუთარ მოხუცებზე ზრუნვა. ყველას ძალიან გვინდა ევროპელობა, ამიტომ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროპისგან განსხვავებით, საქართველოში ძალიან ბევრი მოუვლელი და უყურადღებოდ მიტოვებული მოხუცია. ბედნიერი ვარ, რომ შევძელი ჩემი საყვარელი პაპისთვის ბოლო წლების გალამაზება.მართალია, პაპა 2022 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მე მანამდე დავინტერესდი სოფლის ცხოვრებით, დავიწყე რაღაცების დარგვა, რათა კავშირი შემენარჩუნებინა მშობლიურ მიწასთან. ახლაც ძალიან ხშირად ჩავდივარ სოფელში და ზოგჯერ რამდენიმე დღით, ზოგჯერ დიდი ხნით ვრჩები, რადგან ძალიან მსიამოვნებს ბავშვობის გახსენება და წინაპრების მიწის პატრონობა. ჩვენმა რეგიონმა ორი ომი გამოიარა, ამიტომ განსაკუთრებით სჭირდება მოვლა და პატრონობა. სხვათა შორის, ქართლელების ჩაკეტილობა არა გენეტიკური ხასიათი, არამედ იმ სიდუხჭირის, ყაჩაღობების და ომების შედეგია, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ. ვფიქრობ, საჯარო ფიგურებს ბევრად მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი რესურსი და პოპულარიზაცია გავუწიოთ მშობლიურ რეგიონებს. თქმა უნდა, ძალიან კარგია აგარაკი თბილისთან ახლოს, თუმცა ბევრად ფასეულია მამა-პაპის მიწა, რომლის შენარჩუნება ყველას ვალია.წლების წინ სოფელში პატარა ხის სახლი ავაშენე, რადგან ძალიან მინდოდა მცირე საფესტივალო სივრცის მოწყობა, სადაც მუსიკაც იქნებოდა, შეხვედრებიც და რეპეტიციებიც. პრაქტიკულად ახალი სიცოცხლე დაიწყო სახლის აშენებით, რადგან ყოველდღე ახალი იდეა, ინიციატივა და მუსიკა იბადება. იმედი მაქვს ერთ დღეს უცილობლად განვახორციელებ ჩანაფიქრს, თუმცა არ ვჩქარობ. არ მაქვს მკაცრად განსაზღვრული დრო და ვადები, რადგან არ მინდა გავხდე საკუთარი თავისთვის მიცემული პირობის ტყვე. მირჩევნია ყველაფერი ნელა ვაკეთო და კეთების პროცესითაც  მივიღო სიამოვნება".

ლევან სუხიტაშვილი

პოლიტიკა 1726552572

VIDEO: „არამარტო „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ ვისაც რაიმე დანაშაული მიუძღვის ქვეყნის წინაშე, ყველამ პასუხი უნდა აგოს...“ - ლევან სუხიტაშვილი

„არამარტო ნაციონალური მოძრაობა, არამედ ვისაც რაიმე დანაშაული მიუძღვის ქვეყნის წინაშე, ყველამ პასუხი უნდა აგოს...“ - ამის შესახებ ლევან სუხიტაშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. „არამარტო ნაციონალური მოძრაობა, არამედ ვისაც რაიმე დანაშაული მიუძღვის ქვეყნის წინაშე, ყველამ პასუხი უნდა აგოს იმ ფაქტებზე, იმ დანაშაულებებზე, ღალატი იქნება თუ, რაც არის. რა თქმა უნდა, რაც მაშინ ქვეყნის წინაშე ჩაიდინეს და რაც გააკეთეს და როგორ დატოვეს ხალხი. ომი ისე დაიწყო, ფაქტობრივად კაციშვილმა არ იცოდა რა ხდებოდა...“ - განაცხადა ლევან სუხიტაშვილმა.  

ია სუხიტაშვილი

ტაბლოიდი 1725878591

VIDEO: „საქართველოში დიდი კრიტიკა გამოიწვია ჩემმა ჩაცმულობამ… ვთვლი, რომ ძალიან მიხდებოდა“- ია სუხიტაშვილი

ვენეციის კინოფესტივალზე გაბრწყინებული ქართველი მსახიობები და ქართული კინოს უდიდესი მიღწევა – ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რის, დეა კუ­ლუმ­ბე­გაშ­ვი­ლის ფილ­მი, „აპ­რი­ლი“ ვე­ნე­ცი­ის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე ჟიურის მთავარ პროგრამაში აღმოჩნდა და სპეციალური პრიზი დაიმსახურა.რას შეგრძნებაა წითელ ხალიჩაზე ლეგენდარულ მსახიობებთან ერთად გავლა, როგორი იყო კინოსამყაროს მეტრების და მაყურებელთა შეფასებები, ტრიუმფი მსოფლიოს ერთ-ერთ გავლენიან კინოფესტივალზე და პასუხი კრიტიკაზე ჩაცმულობის გამო – ქართველი მსახიობის, ია სუხიტაშვილის პირველი ინტერვიუ ვენეციის კინოფესტივალზე წარმატების შემდეგ „დილა მშვიდობისა საქართველომ“ ჩაწერა: 

დეა კულუმბეგაშვილი

საზოგადოება 1725812103

ლეგენდარულ ფრანგ მსახიობს, რომელმაც დეა კულუმბეგაშვილის პრიზი გამოაცხადა, ასევე ქართველი დიზაინერის კაბა ეცვა - ემოციური კადრები დაჯილდოებიდან

დეა კულუმბეგაშვილის ფილმი "აპრილი" ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა. ფესტივალზე ფილმის პრემიერას, რეჟისორთან ერთად, მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობები – ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი და მერაბ ნინიძე ესწრებოდნენ.იზაბელ იუპერს, რომელმაც ქართველი რეჟისორის პრიზი გამოაცხადა, ასევე ქართველი დიზაინერის - დემნა გვასალიას მიერ შექმნილი კაბა ეცვა.ფილმი მეან ქალზე გვიყვება, როლს ია სუხიტაშვილი ასრულებს, რომელიც თანასოფლელებს ორსულობის ნაადრევ შეწყვეტაში ეხმარება. ნამუშევარი მთავარ საკონკურსო სექციაში, 21 ფილმს შორის მოხვდა.აღსანიშნავია, რომ მთავარ კონკურსში ქართული ფილმები მხოლოდ გასული საუკუნის 90-იან წლებში მოხვდა. ჯერ იყო 1992 წელს ლანა ღოღობერიძის "ვალსი პეჩორაზე" და შემდეგ 1996 წელს, ოთარ იოსელიანის "ყაჩაღები".ვენეციის კინოფესტივალის ოქროს ლომი პედრო ალმოდოვარს გადაეცა, ფილმისთვის "მეზობელი ოთახი".ნახეთ კადრები:წყარო:

ია სუხიტაშვილი

ტაბლოიდი 1725742910

ია სუხიტაშვილის კაბა, რომელიც განხილვის საგანი გახდა - ფოტო

„ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის სრულიად არაჩვეულებრივი ფილმი - "აპრილი" - ასე იწყებს Variety რეცენზიას, რომლის შესახებაც უკვე ბევრს საუბრობენ. დეა კულუმბეგაშვილის ფილმში, რომელიც 2024 წლის ვენეციის კინოფესტივალზე მთავარ საკონკურსო სექციაშია წარმოდგენილი, კახა კინწურაშვილი, მერაბ ნინიძე და ია სუხიტაშვილი თამაშობენ. რეჟისორი და მსახიობები ფესტივალის წითელ ხალიჩაზეც გამოჩნდნენ.მიუხედავად იმისა, რომ ეს ფილმის შემოქმედებითი ჯგუფისა და ქვეყნის დიდი წარმატებაა, ქართველმა მაყურებელმა ყურადღება სხვა დეტალებზეც გაამახვილა. მაგალითად, სოციალურ ქსელში კადრების გავრცელების მომენტიდან, აქტიურად განიხილავენ მსახიობ ია სუხიტაშვილის კაბას. უმშვენიერესი თეთრი კაბა, რომელსაც განსაკუთრებულ აქცენტს დეკოლტე და შავი ხელთათმანები სძენს, მსახიობმა ფილმის პრემიერამდე, წითელ ხალიჩაზე მოირგო. ია თავადაც არისტოკრატული გარეგნობითა და დახვეწილი მანერებით გამოირჩევა, კაბა კი მის სტილსა და გემოვნებას იდეალურად ერგებოდა.მსახიობი მსგავსი სტილის კაბით გამოჩნდა ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზეც, როგორიც 2015 წლის "ოსკარების" დაჯილდოების ცერემონიალი იყო.

დეა კულუმბეგაშვილი

კულტურა 1725741402

დეა კულუმბეგაშვილის "აპრილი" ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელია

დეა კულუმბეგაშვილის ფილმი "აპრილი" ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა.ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მერაბ ნინიძე, ია სუხიტაშვილი და კახა კინწურაშვილი. ფილმი გვიამბობს მეან ქალზე, რომლის როლსაც ია სუხიტაშვილი ასრულებს, რომელიც ორსულობის ნაადრევ შეწყვეტაში ეხმარება თანასოფლელებს.ვენეციის კინოფესტივალის ოქროს ლომი გადაეცა პედრო ალმოდოვარს ფილმისთვის "მეზობელი ოთახი".

ია სუხიტაშვილი

ტაბლოიდი 1725638269

VIDEO: „თუ მესიზმრება, არავინ გამაღვიძოთ“ - რას წერს ია სუხიტაშვილი

„ვენეციის კინოფესტივალზე” ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის ახალი ფილმის „აპრილი“ წარმატებულ პრემიერას სოციალურ ქსელში ფილმის ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი ის სუხიტაშვილი ეხმაურება.სუხიტაშვილი კახა კინწურაშვილთან და მერაბ ნინიძესთან ერთად გადაღებულ კადრს გვიზიარებს და წერს:„ვენეცია, ფილმი „აპრილი“, დეა, მე, კახა, მერაბი და საოცარი შეგრძნება, თუ მესიზმრება არავინ გამაღვიძოთ,“ – წერს ია სუხიტაშვილი. 

ქართველი მსახიობები

კულტურა 1725565680

VIDEO: ქართველმა მსახიობებმა ვენეციის კინოფესტივალზე ოვაციები დაიმსახურეს - ემოციური კადრები

ვენეციის კინოფესტივალზე ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის ახალი ფილმის პრემიერა გაიმართა. „აპრილის“ ჩვენების წინ, ფესტივალის წითელ ხალიჩაზე დეა კულუმბეგაშვილთან ერთად, პრესის წინაშე წარდგნენ კახა კინწურაშვილი, ია სუხიტაშვილი და მერაბ ნინიძე.ფილმი სიუჟეტი ნინას ირგვლივ ვითარდება, რომელიც საქართველოს პროვინციულ ქალაქში მდებარე ერთადერთი საავადმყოფოს ექიმ-გინეკოლოგია. ერთხელაც მისი მორიგეობისას ახალშობილი იღუპება.ახლახან ფილმს არაერთი გავლენიანი გამოცემა ვრცელი რეცენზიებით გამოეხმაურა. კინოკრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კულუმბეგაშვილი კარგად აჩვენებს მაყურებელს, თუ რას ნიშნავს იყო ქალი. ის აბორტთან დაკავშირებულ სტიგმებს და პრობლემებსაც ეხება.გამოცემა IndieWire წერს, რომ დეა კულუმბეგაშვილი ახალი ფილმით გვაჩვენებს თავის ოსტატობას – იყოს მსოფლიოში გამორჩეული რეჟისორი, რომელსაც შეუძლია, მაყურებელში მძაფრი ემოციები აღძრას.

გიორგი სუხიტაშვილი

ტაბლოიდი 1716444780

VIDEO: „დააფასეთ დედები, სანამ გყავთ“ – გიორგი სუხიტაშვილის სიმღერამ დედაზე მაყურებელი აღაფრთოვანა

გიორგი სუხიტაშვილი „ავტოგრაფში“ გამოჩნდა და ტკბილი შესრულება შემოგვთავაზა, რომელიც დედას მიუძღვნა.ვაჟა აზარაშვილის სიმღერა დედაზე მან ორკესტრის თანხლებით შეასრულა.„ამატირა, გულიანი ნამღერია, დააფასეთ დედები, სანამ გყავთ…“; „დედა ყველას ცხოვრებაში შეუცვლელია ცოცხალიც და გარდაცვლილიც…. უფალმა დაგლოცოს…. დედა-შვილობის მადლი და ძალა გფარავდეს, სადაც უნდა იყოთ, საამაყო შვილი ბრძანდებით…“,-წერს მაყურებელი. 

ლევან სუხიტაშვილი

პოლიტიკა 1713207360

VIDEO: „არავის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, არ შეუგინებია, იჯდა თავისთვის, დავალება ჰქონდა, რომ ამა და ამ დროს უნდა აეწია მუხტი...“ - ლევან სუხიტაშვილი ალეკო ელისაშვილზე

„ის ყ****** ელისაშვილი რა გააგიჟა?! არავის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, არ შეუგინებია, იჯდა თავისთვის, დავალება ჰქონდა, რომ ამა და ამ დროს უნდა აეწია მუხტი...“ -  ამის შესახებ  ლევან სუხიტაშვილმა ალეკო ელისაშვილის მიერ მამუკა მდინარაძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასთან დაკავშირებით გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“განაცხადა. „მე ვერ ვხედავ ვინც მართლა საქმეს აკეთებს იმათ რამე პრობლემა ჰქონდეს. აი, ამათ აქვთ, ვინც ძალიან დიდ ფულებს იღებს რაღაც-რაღაც სამავნებლო საქმეებში... აი, ესენი რომ გიჟდებიან ვაშაძე, მანჯგალაძე და ჯოჯოხეთური ხმა, რომ აქვს სამადაშვილი, აი, ესენი, რომ ყვირიან, უკვე ეტყობა სხვა რაღაც ხდება. აქედან გამომდინარე, ამათ რა უნდა დამარწმუნონ მე სად მივყავარ და რას მივყვარ. ის ყ****** ელისაშვილი რა გააგიჟა?! არავის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, არ შეუგინებია, იჯდა თავისთვის, დავალება ჰქონდა, რომ ამა და ამ დროს უნდა აეწია მუხტი...“ - განაცხადა ლევან სუხიტაშვილმა.