სოფო ბედია

საზოგადოება 1730184060

„ჩემს შვილს ძალიან კარგი სმენა და ხმა აქვს, მაგრამ სიმღერას ფეხბურთი ურჩევნია…“ - სოფო ბედია

სოფო ბედია „დღის პოსტის“ ეთერში საუბრობს თავის მუსიკალურ სტუდიასა და ოჯახური ცხოვრების შესახებ.„ჩემს სტუდიაში მოზრდილებსაც შეუძლიათ მოსვლა. მთავარი არის სმენა. ყოფილან მოსწავლეები, რომლებიც არ გამოირჩეოდნენ კარგი სმენით, მაგრამ მონდომებით, ჩვენს სტუდიაში მუშაობით უსწავლიათ სიმღერა. მთავარი არის დიდი სიყვარული, მონდომება და დიდი შრომა… რასაკვირველია, ნიჭი, რომელიც უნდა განავითარონ სოფო და კაკი მასწავლებლებმა.მიშა რამდენად არის ჩართული შენს საქმიანობაში?მიშა რომ მე ვოკალურ რჩევებს მომცემს (იცინის). როცა გადაღება ან რამე სხვა გვჭირდება, აუცილებლად გვეხმარება.შენს შვილებზე მოგვიყევი…ანდრიას ძალიან კარგი სმენა და ხმა აქვს, მაგრამ უფრო მეტად არის გატაცებული ფეხბურთით და ცეკვით. მისი მოთხოვნა იყო, რომ მურო გაგოშიძესთან შეგვეყვანა და ფანტასტიკურად ცეკვავს. მუროს ილეთებს თავისი ინტერპრეტაციით აკეთებდა. ნიკუშა კეთილი და ზრდილობიანი ბავშვია… მადლობა ღმერთს ამისთვის… 

მეგრული პოპური

ტაბლოიდი 1729600740

VIDEO: „რა მაგრები ხართ…“ – სოფო ბედიას, ელენე ფოჩხუას და ჯგუფ „იბერიას“ „მეგრული პოპური“

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „გული მღერის“ სოფო ბედიამ, ელენე ფოჩხუამ და ჯგუფმა „იბერიამ“ მსმენელისთვის ნამდვილი დღესასწაული მოაწყვეს. ენერგიულად შესრულებულ „მეგრულ პოპურს“ მსმენელის დიდი გამოხმაურება და მოწონება მოჰყვა. 

სოფო ბედია

ტაბლოიდი 1729322995

VIDEO: სოფო ბედიამ ტაქსის მძღოლის როლი მოირგო - როგორ გაპრენკა მან მგზავრები - სახალისო ვიდეო

სოფო ბედიამ გადაცემისთვის „ერთი ერთზე“ ტაქსის მძღოლის როლი მოირგო და რამდენიმე მგზავრს სახალისო პრენკი მოუწყო.კადრები საკმაოდ მხიარული გამოვიდა და ბოლოს წამყვანის, გიორგი დიასამიძის მოულოდნელი გამოჩენით დაგვირგვინდა.„მართვის მოწმობას ავიღებ?…გზას ვერ მიმასწავლით?….მელაპარაკეთ, თორემ შეიძლება ჩამეძინოს“, – ასე ეხუმრებოდა სოფო ბედია თავის მგზავრებს ვიდეოში.

სოფო

საზოგადოება 1729284925

VIDEO: „ამიტომ დავიწყე ტაქსისტობა...“ - როგორ გაპრენკა სოფო ბედიამ მგზავრები

სოფო ბედიამ მგზავრები გაპრანკა. ნახეთ სახალისო ვიდეო ⇓

დიასა

საზოგადოება 1729022146

VIDEO: დიასას სიურპრიზი შეყვარებულს - ვრცელდება კადრები

„უცნაური ტაქსის მძღოლი, გაუგებრობა ბენზინგასამართ სადგურზე, დიასას რომანტიკული სიურპრიზი შეყვარებულს“ - სოციალურ ქსელში გადაცემის „ერთი ერთზე“ ანონსი ვრცელდება.გადაცემაში დიასასთან და ნინუცასთან სტუმრად სოფო ბედია და მიშა მესხი არიან. როგორც გავრცელებული ანონსიდან ირკვევა, მაყურებელს ბევრი სახალისო ეპიზოდი ელის.ამასთან, ანონსში ჩანს, რომ დიასა სალომე კაპანაძეს რომანტიკულ სიურპრიზს უწყობს. ერთად არიან თუ არა ყოფილი „პრაიმ ჰაუსელები“, ამას მაყურებელი „რუსთავი 2-ის“ ეთერში 17 ოქტომბერს, 23:00 საათზე იხილავს. ნახეთ ვიდეო:

ოცნება

საზოგადოება 1728015346

მმართველი პარტიის მხარდასაჭერად რეგიონებში ღონისძიებები გრძელდება

 მმართველი პარტიის მხარდასაჭერად რეგიონებში ღონისძიებები გრძელდება. დღეს ხელოვანებს ახმეტა და ყვარელი უმასპინძლებს. მმართველი პარტიის პოლიტიკას საგარეჯოშიც იზიარებენ. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაზე სცენა მუსიკოსებმა და ცნობილმა ადამიანებმა დაიკავეს, რომლებმაც ერთხმად აღნიშნეს, რომ ევროპისკენ გზა მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით გადის. ადგილზე მისულმა საგარეჯოს მოსახლეობამ ღიად დაუჭირა მხარი მმართველი გუნდის ნაბიჯებს.მმართველი პარტიის მხარდამჭერი ღონისძიება გაიმართა ნინოწმინდაშიც. მაყურებლის წინაშე სოფო ბედია, თემურ თათარაშვილი, პანჩო და ჯგუფი „ბანი“ წარდგნენ. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ - მუსიკოსები იზიარებენ „ქართული ოცნების“ მთავარ გზავნილს და მხარდაჭერას უცხადებენ სახელისუფლებო გუნდს.

კონცერტი

პოლიტიკა 1727370840

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები წალენჯიხაში, ქობულეთსა და შუახევში გაიმართა

მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ! „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები ამჯერად წალენჯიხაში, ქობულეთსა და შუახევში გაიმართა.წალენჯიხაში მაყურებლის წინაშე ჯგუფი „რეზო და ბავშვები“, ჯგუფი „ნიკოლშოუ“, ნუცა ბუზალაძე და ზუკა ხუციშვილი წარადგენენ, ქობულეთში სოფო ხალვაშმა, გიორგი კელაპტრიშვილმა, შოთიკო ტატიშვილმა, ჯგუფმა „გუფილენდი“ და ჯგუფმა „დრონი“ იზრუნეს მაყურებლის განწყობაზე, ხოლო შუახევში ჯგუფმა „იბერია“, ჯგუფმა „გორდელა“ და სოფო ბედიამ იმღერეს.„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები სხვადასხვა რეგიონებში კვლავ გაგრძელდება.

მხარდამჭერი კონცერტი

პოლიტიკა 1727030880

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიება მესტიასა და ამბროლაურში გაიმართა. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ - მომღერლები იზიარებენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას და მმართველ პარტიას მხარდაჭერას უცხადებენ

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიება მესტიასა და ამბროლაურში გაიმართა. მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ - მომღერლები სრულად იზიარებენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას და მმართველ პარტიას მხარდაჭერას უცხადებენ.„დღეს ვიმყოფებით საქართველოს ულამაზეს და პატრიოტ მხარეში, სვანეთში. მინდა, რომ მშვიდობა ვუსურვო, რადგან ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობა. ჩვენი მთავარი მიზანი წინ, ღირსებით ევროპისკენ სვლაა“, - განაცხადა მომღერალმა სოფო ბედიამ.„რაც უფრო დრო გადის, უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ სწორ მხარეს ვდგავარ. რომ არა დღევანდელი ხელისუფლება, ალბათ მშვიდობაზე დიდი ხანია ხელი გვექნებოდა ჩაქნეული. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, რომ მოვიდნენ და ხმა მისცენ 41-ს, თუ უნდათ, რომ ვიცხოვროთ მშვიდობიან და წყნარ ქვეყანაში“, - აღნიშნა მომღერალმა თემურ თათარაშვილმა.„ჩემი ზარით, მთელი საქართველოს მოსახლეობა უნდა მივიდეს არჩევნებზე და დააფიქსიროს თავისი აზრი. მე პირადად მივდივარ როგორც ყოველთვის და როგორც ადრე, ახლაც შემოვხაზავ 41-ს“, - განმარტა მომღერალმა ელენე ფოჩხუამ.„გადავდგათ სწორი ნაბიჯი იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და რაც მთავარია ჩვენი მრწამსით და ძირძველი ტრადიციებით გავაგრძელოთ ცხოვრება“, - თქვა მომღერალმა ზურა ხაჩიძემ.„მთავარი გზავნილი იქნება ის, რომ საქართველოში უნდა იყოს მშვიდობა და არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი მშვიდობასა და ომს შორის. რა თქმა უნდა ქართველი ხალხი ვირჩევთ მშვიდობას და მხარს ვუჭერთ მმართველ პარტიას“, - განაცხადა ჯგუფ „იბერიას“ წევრმა გიგა სოზიაშვილმა.„პოლიტიკა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს ჩვენს ქვეყანაში, ემსახურება მხოლოდ მშვიდობას და კეთილდღეობას. ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით ბატონ ბიძინა ივანიშვილს რამდენი სიკეთე აქვს გაკეთებული საქართველოსთვის, ამიტომ 26 ოქტომბერს უნდა მივიდეთ და დავაფიქსიროთ სწორი აზრი ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა მომღერალმა მარიამ მამისმედიშვილმა.მმართველი გუნდის მხარდამჭერი ღონისძიება ხვალ ქუთაისშია დაგეგმილი.

ოცნების შეხვედრები

პოლიტიკა 1727012448

რეგიონებში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები გრძელდება

„მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ!” - „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები რეგიონებში გრძელდება. მმართველი გუნდის სამშვიდობო პოლიტიკის გარშემო დღეს ამბროლაურში გაერთიანდებიან. ადგილობრივების წინაშე „ქუჩის ბიჭები“, რომა რცხილაძე, მარიამ მამისმედიშვილი და ჯგუფი „იბერია“ წარდგებიან. ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება.დღესვე „ქართული ოცნების” მხარდამჭერი ღონისძიება გაიმართება მესტიაშიც. სცენას მირზა მოდებაძე და ბენდი, თემურ თათარაშვილი, ასევე, სოფო ბედია დაიკავებენ.

სოფო ბედია

პოლიტიკა 1726249664

სოფო ბედია: ყველამ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი სწორი არჩევანი და 26 ოქტომბერს აუცილებლად წავიდეთ არჩევნებზე

მომღერალი, სოფო ბედია აცხადებს, რომ 26 ოქტომბერს ყველამ სწორი არჩევანი უნდა დააფიქსიროს და არჩევნებზე მივიდეს.„ყველამ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი სწორი არჩევანი და 26 ოქტომბერს აუცილებლად უნდა წავიდეთ არჩევნებზე“, - აღნიშნა მომღერალმა.„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები რეგიონებში გრძელდება. მომღერლები, მუსიკალური ჯგუფები „ქართულ ოცნებას“ ღია მხარდაჭერას უცხადებენ. 

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მასშტაბური ღონისძიებები რეგიონებში გრძელდება - დღეს ცნობილ მუსიკოსებს სენაკი და ვანი უმასპინძლებს

პოლიტიკა 1726205465

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მასშტაბური ღონისძიებები რეგიონებში გრძელდება - დღეს ცნობილ მუსიკოსებს სენაკი და ვანი უმასპინძლებს

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მასშტაბური ღონისძიებები რეგიონებში გრძელდება. დღეს სენაკი და ვანი ცნობილ მუსიკოსებს 20:00 საათზე უმასპინძლებს. ვანში მსმენელის წინაშე ღამის შოუს ბენდი, აჩიკო ნიჟარაძე, ნუცა ქირია, დათუნა სირბილაძე და მაგდა ნიკოლეიშვილი წარდგებიან, ხოლო სენაკში, ადგილობრივების განწყობაზე ჯგუფი „მიქსტურა“, მომღერალი სოფო ბედია და ელენე ფოჩხუა იზრუნებენ.გუშინ მმართველი გუნდის მხარდამჭერ ღონისძიებას თერჯოლამ უმასპინძლა. მსმენელის წინაშე ჯგუფი „რეზო და ბავშვები“, მომღერლები - თემო საჯაია, სალომე ბაკურაძე და თიკა მახალდიანი წარდგნენ. მუსიკოსებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ მშვიდობა უალტერნატივოა.

sopo bedia

ტაბლოიდი 1723204380

„თუ ვიღაცებს რაღაცის გამო არ მოსწონთ ჩემი ქმარი, თვითონ ჰყავდეთ უკეთესი!..“ - სოფო ბედია

მიშა მესხი ჟურნალ „თბილისელებთან“ იმ ვიდეოს შესახებ საუბრობს, რომლის ინტერპრეტაციით გავრცელების გამო, როგორც თვითონ ამბობს, შეურაცხყოფა მიაყენეს:„იმ ვიდეოში ევროპასა და ამერიკასთან დაკავშირებით ვხუმრობდი. სინამდვილეში, მე და სოფო ბავშვს არ ველოდებით. ბოლო პერიოდში ადამიანები მოგვიწოდებდნენ, სანამ რამეს გადავწყვეტთ, ჯერ ევროპასა და ამერიკას ვკითხოთო. მე ეს არ მომწონს. თურმე, მეზობელს უნდა შევუთანხმდე, ქორწილში წავალ, დაბადების დღეზე, ჩემს ცოლს კონცერტზე გავუშვებ სამღერლად თუ არა და ა.შ.ეს კითხვა ცინიკურად კი არ დავსვი, უბრალოდ, მაინტერესებდა, ანუ ბავშვის გაჩენა რომ მინდოდეს, სახელი ევროპას შევეკითხო, თუ ამერიკას-მეთქი. იუმორით ვიკითხე, ეს ვიდეო აიღეს, დაამახინჯეს და დაიწყეს შეურაცხყოფის მოყენება. ერთ დღეში, ერთ-ერთ გვერდზე მილიონ-ნახევარი ნახვა და 13 000 კომენტარი ჰქონდა. რომ ჰკითხოთ, არ იციან, ვინ ვარ და არ აინტერესებთ. ეს, საერთოდ, ვინ არისო, კითხულობდნენ…“სოფო ბედია თავისი მეუღლის, მიშა მესხის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათ ოჯახში ყოფილა პრობლემებიც, მაგრამ ეს ისე გადაუტანიათ, რომ ოჯახურ ურთიერთობებზე არავითარი გავლენა არ ჰქონია: „მთავარია, რომ ის მე მაფასებს და მე – მას“, აღნიშნავს მომღერალი.„თუ ვიღაცებს რაღაცის გამო არ მოსწონთ ჩემი ქმარი, ჩემი ოჯახი, თვითონ ჰყავდეთ უკეთესი და თვითონ იყვნენ ჩემზე ბედნიერები, ჩემს ბედზე ნუ დარდობენ, მე ძალიან კარგად ვარ. ყოველ წელს ჩვენს ურთიერთობას მოაქვს უფრო დიდი სიყვარული, უფრო დიდი სიმყარე…“, -დასძენს სოფო ბედიამ ჟურნალ სარკესთან.