თორნიკე ჭეიშვილი

პოლიტიკა 1784815800

თორნიკე ჭეიშვილი: დაახლოებით, 7-8 თვე ალექსანდრე კარტოზია, ჩვენი ელჩი, ელოდებოდა რწმუნებათა სიგელების გადაცემას. დღევანდელი ცერემონია უკვე აჩენს გარკვეული პოზიტიური მოლოდინის საფუძველს. გვაქვს იმედი, რომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან აღვადგენთ თანამშრომლობას

დაახლოებით, 7-8 თვე ბატონი ალექსანდრე კარტოზია, ჩვენი ელჩი, ელოდებოდა რწმუნებათა სიგელების გადაცემას. დღევანდელი ცერემონია უკვე აჩენს გარკვეული პოზიტიური მოლოდინის საფუძველს, თუმცა ვნახოთ, როგორ განვითარდება ამის შემდგომ პროცესები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა გერმანიასთან სამომავლო ურთიერთობებზე საუბრისას.მისივე თქმით, აქვთ იმედი, რომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან საქართველო მნიშვნელოვან თანამშრომლობას კვლავ აღადგენს.„უკვე გარკვეული პოზიტიური იმპულსები არის. თუნდაც, დღევანდელი ცერემონია, რწმუნებათა სიგელების გადაცემისა, რაც ასევე გაჭიანურდა თვეების განმავლობაში - დაახლოებით, 7-8 თვე ბატონი ალექსანდრე კარტოზია, ჩვენი ელჩი ელოდებოდა ამ მომენტს, ეს უკვე აჩენს, გარკვეული პოზიტიური მოლოდინის საფუძველს, თუმცა ვნახოთ, როგორ განვითარდება ამის შემდგომ პროცესები.ჩვენ გვაქვს იმედი იმისა, რომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან აღვადგენთ იმ მნიშვნელოვან თანამშრომლობას, რომელიც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ იყო გამოხატული, როგორც ძალიან საინტერესო პოლიტიკურ ურთიერთობებში, ისე საგანმანათლებლო სფეროში, ან გნებავთ, კულტურის სფეროში, სამართლებრივ სფეროში არ შეიძლება, არ აღინიშნოს ეს პოზიტიური ურთიერთობა და თანამშრომლობა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან. ვნახოთ, ჩვენი მხრივ ამის მზაობა გაგვაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კუთხით, მაგრამ იმედია, რომ სამომავლოს სამართლიანი და სწორი მიდგომები, რასაც გამოავლენს გერმანული მხარე როგორღაც მოახდენს იმ ნეგატივის გადაფარვას, რაც დაგროვდა უკანასკნელი ბოლო წლების განმავლობაში ელჩ პეტერ ფიშერის საქმიანობის კვალდაკვალ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კუთხით“, - განაცხადა ჭეიშვილმა.ალექსანდრე კარტოზიამ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები გადასცა. პარალელურად კი დაახლოებით, წლინახევრის შემდეგ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდიდან წაიშალა ის არასწორი მონაცემები, სადაც საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი იყო მოხსენიებული.ამ მოვლენებს წინ უსწრებდა პეტერ ფიშერის დიპლომატიური საქმიანობის დასრულება საქართველოში.

ზარქუა

პოლიტიკა 1784806588

ირაკლი ზარქუა გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემაზე: ეს ნიშნავს, რომ გერმანიის ყოფილი ელჩი იყო მუხრუჭი ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში - კიდევ გვყავს რამდენიმე ელჩი, რომელიც უსამშობლოების მხარდამჭერია

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ალექსანდრე კარტოზიამ, გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა. პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე წაიშალა გვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული."ქართულ ოცნებაში" იმედოვნებენ, რომ გერმანია-საქართველოს ურთიერთობა ისტორიულ ნიშნულს დაუბრუნდება. მმართველი გუნდი გერმანული მხარისგან სიტუაციის გამოსწორების მცდელობაზე საუბრობს.„გვყავდა გერმანიის ელჩის, რომელიც იყო მხარდამჭერი რადიკალების, რომელიც იყო მხარდამჭერი ამ უსამშობლოები, რომელიც აქეზებდა მოლოტოვის კოქტეილებს, რომელიც აქეზებდა პარლამენტზე შტურმს, რომელმაც ვერ გაითავისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ იყო სალომე ზურაბიშვილი, არამედ იყო მიხეილ ყაველაშვილი და ამას შეგნებულად აკეთებდა. მათ შორის, იმ საგარეოს საიტებზე, გერმანულ საიტებზე, იქაც კი არ შეაცვლევინა. როგორც კი ჩამოშორდა ეს ადამიანი და გათავისუფლდა მათ შორის გერმანიის საელჩოც, უკვე დალაგებისკენ წავიდა.ჩვენი ელჩი, რომელიც 7 თვეზე მეტი ელოდებოდა თანხმობას, უკვე დღეს ხვდება გერმანიის პრეზიდენტს და ინიშნება ელჩად. მათ შორის, ის ცრუ ინფორმაციაც წაიშალა გერმანული საიტებიდან. ეს ნიშნავს, რომ ელჩი იყო მუხრუჭი ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში. ასეთი კიდევ გვყავს რამდენიმე ელჩი, რომელიც უსამშობლოების მხარდამჭერები არიან, რომელთაც ერთი სული აქვთ, რომ აქ რევოლუცია მოხდეს და შემდეგ თავიანთი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ ეს ქვეყანა ომში გახვიონ. ჩვენ ნანახი გვაქვს ეს კინო, ვიცით, ყველაზე გვაქვს ინფორმაცია, ამიტომ, არ გავატარებთ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა.

გიორგი შარაშიძე

პოლიტიკა 1784805711

ჩვენს ელჩებს რწმუნებათა სიგელებს უნდა გადასცემდნენ დაუყოვნებლივ და არა 10 თვის ლოდინის შემდეგ - გიორგი შარაშიძე

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ალექსანდრე კარტოზიამ გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა.პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე წაიშალა გვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.პარლამენტის ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, საქართველოს ელჩისთვის რწმუნებათა სიგელები დაუყოვნებლივ უნდა გადაეცათ და არა 10-თვიანი ლოდინის შემდეგ. მისივე თქმით, ელჩს შექმნილ ვითარებასთან კავშირი არ აქვს და მმართველი გუნდი პასუხისმგებლობის მასზე გადატანას უსაფუძვლოდ ცდილობს.„ჩვენს ელჩებს რწმუნებათა სიგელებს უნდა გადასცემდნენ დაუყოვნებლივ და არა 10 თვის ლოდინის შემდეგ. მაგ ელჩი არაფერ შუაში არ არის, ასე რომ, ტყუილად ცდილობს „ოცნება“, ელჩს გადააბრალოს ყველაფერი“, - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი გიორგი შარაშიძე.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა 1784781547

ახლა ბურთი გერმანიის მთავრობის მოედანზეა - ლევან მაჭავარიანი

დღეს საქართველოს ელჩი გერმანიის პრეზიდენტ შტაინ მაიერს რწმუნებათა სიგელს გადასცემს. ინფორმაციას გერმანიის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნის პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე წაიშალა გვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული."ქართული ოცნება" გერმანული მხარისგან სიტუაციის გამოსწორების მცდელობაზე საუბრობს. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობების ნორმალიზება გაგრძელდება."რასაც ახლა გერმანული მხარე აკეთებს, ამას ჰქვია საღ აზრზე დაბრუნება. ვიმედოვნებთ, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია.ჩვენ თავშეკავებულობას ვინარჩუნებდით, ვაცხადებდით, რომ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვიქნებოდით, ასეც გავაკეტეთ ყველაფერი. ახლა ბურთი გერმანიის მთავრობის მოედანზეა.ვიმედოვნებთ, რომ ისინი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ ჩვენი ქვეყნის მისამართით და სამართლიანობის ფარგლებში ჩასვამენ იმ დაზიანებულ ურთიერთობებს, რომელზეც ბატონმა ფიშერმა ასე იზრუნა", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

პოლიტიკა 1784781122

დაუბრუნდნენ რეალობას და წარსულში აღარ არიან ჩარჩენილნი - ირაკლი ქადაგიშვილი გერმანიაზე

დღეს საქართველოს ელჩი გერმანიის პრეზიდენტ შტაინ მაიერს რწმუნებათა სიგელს გადასცემს. ინფორმაციას გერმანიის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნის პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე წაიშალა გვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.უმრავლესობაში კი იმედოვნებენ რომ გერმანია-საქართველოს შორის ურთიერთობა ისტორიულ ნიშნულს დაუბრუნდება. "ქართული ოცნება" გერმანული მხარისგან სიტუაციის გამოსწორების მცდელობაზე საუბრობს. ხელისუფლება მზად არის, რომ გერმანიასთან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს.პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური საიტზე განახლებული ინფორმაცია ურთიერთობების ნორმალიზების ნიშანია."დაუბრუნდნენ რეალობას და წარსულში აღარ არიან ჩარჩენილნი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური საიტი მიგვანიშნებს იმაზე, რომ მომავლისკენ იხედებიან. იმედი გვაქვს, რომ დღეს ვითარება იცვლება. ჩვენი ელჩის უფლებამოსილებაში შესვლა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის პოლიტიკური კონტაქტების განახლების კუთხითაც. ველოდებით, საპასუხო ნაბიჯს, რომ საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი დაინიშნება", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი კირცხალია

პოლიტიკა 1784752750

ირაკლი კირცხალია - არაფერს ვამბობ ვენის კონვენციაზე, დიპლომატიურ პრინციპებზე და მასპინძელი ქვეყნის პატივისცემაზე, ფიშერმა ყველას შეურაცხყოფა მიაყენა

როგორი პატარა კაცი უნდა იყო, როგორი უთავმოყვარეო აზროვნება უნდა გქონდეს, რომ ასეთ რაღაცებს აკეთებ, საიტზე ბერკეტს იყენებ, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ პეტერ ფიშერთან დაკავშირებით განაცხადა.კირცხალიას თქმით, პეტერ ფიშერი ანტისამთავრობო, ანტიდემოკრატიულ განცხადებებს აკეთებდა, სასამართლო პროცესებს ესწრებოდა."როგორი პატარა კაცი უნდა იყო, როგორი უთავმოყვარეო აზროვნება უნდა გქონდეს, რომ ასეთ რაღაცებს აკეთებ. საიტზე ბერკეტს იყენებ. გავიგე, რომ აგენტი ხარ. აგენტი კი არა, პირდაპირ „ნაცაქტივისტი“, რომელიც აქ აქციებზე დადიოდა. ანტისამთავრობო, ანტიდემოკრატიულ განცხადებებს აკეთებდა, სასამართლო პროცესებს ესწრებოდა. ყველაფერი გააკეთა ამ კაცმა. არაფერს ვამბობ ვენის კონვენციაზე, დიპლომატიურ პრინციპებზე და ზოგადად, მასპინძელი ქვეყნის პატივისცემაზე, ყველას შეურაცხყოფა მიაყენა. პირველ რიგში, საკუთარ თავს აყენებდა შეურაცხყოფას. ყოველთვის ვამბობდით, ვამბობთ და ვიტყვით, რომ პიროვნებებზე არ გადავდიოდით, მაგრამ ამ ადამიანს პირადში ჰქონდა გადასული, „ნაცზე“ „ნაცი“.რა თქმა უნდა, დავალებასთან ერთად მისი პირადი განწყობებიც ამ ყველაფერს ემთხვეოდა. რა დონის პატარა კაცი უნდა იყო, რომ საიტზე სახელ-გვარის არშეცვლა, რაღაც ინფორმაციის არმიწოდება. ეს ყველაფერი ხომ სასაცილოა“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.საქართველოს ელჩი გერმანიაში, გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადასაცემად ემზადება. ცერემონია ხვალ გაიმართება. შესაბამისი დოკუმენტების გადაცემას დიპლომატი რამდენიმე თვის განმავლობაში ელოდა. ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნის პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიდან წაიშალა ის გვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.

ირაკლი კირცხალია

პოლიტიკა 1784749980

ირაკლი კირცხალია პეტერ ფიშერზე: არაფერს ვამბობ ვენის კონვენციაზე, დიპლომატიურ პრინციპებზე და ზოგადად, მასპინძელი ქვეყნის პატივისცემაზე, ყველას შეურაცხყოფა მიაყენა

როგორი პატარა კაცი უნდა იყო, როგორი უთავმოყვარეო აზროვნება უნდა გქონდეს, რომ ასეთ რაღაცებს აკეთებ, საიტზე ბერკეტს იყენებ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ პეტერ ფიშერთან დაკავშირებით.კირცხალიას თქმით, პეტერ ფიშერი ანტისამთავრობო, ანტიდემოკრატიულ განცხადებებს აკეთებდა, სასამართლო პროცესებს ესწრებოდა.„როგორი პატარა კაცი უნდა იყო, როგორი უთავმოყვარეო აზროვნება უნდა გქონდეს, რომ ასეთ რაღაცებს აკეთებ. საიტზე ბერკეტს იყენებ. გავიგე, რომ აგენტი ხარ. აგენტი კი არა, პირდაპირ „ნაცაქტივისტი“, რომელიც აქ აქციებზე დადიოდა. ანტისამთავრობო, ანტიდემოკრატიულ განცხადებებს აკეთებდა, სასამართლო პროცესებს ესწრებოდა. ყველაფერი გააკეთა ამ კაცმა. არაფერს ვამბობ ვენის კონვენციაზე, დიპლომატიურ პრინციპებზე და ზოგადად, მასპინძელი ქვეყნის პატივისცემაზე, ყველას შეურაცხყოფა მიაყენა. პირველ რიგში, საკუთარ თავს აყენებდა შეურაცხყოფას. ყოველთვის ვამბობდით, ვამბობთ და ვიტყვით, რომ პიროვნებებზე არ გადავდიოდით, მაგრამ ამ ადამიანს პირადში ჰქონდა გადასული, „ნაცზე“ „ნაცი“.რა თქმა უნდა, დავალებასთან ერთად მისი პირადი განწყობებიც ამ ყველაფერს ემთხვეოდა. რა დონის პატარა კაცი უნდა იყო, რომ საიტზე სახელ-გვარის არშეცვლა, რაღაც ინფორმაციის არმიწოდება. ეს ყველაფერი ხომ სასაცილოა“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.საქართველოს ელჩი გერმანიაში, გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადასაცემად ემზადება. ცერემონია ხვალ გაიმართება. შესაბამისი დოკუმენტების გადაცემას დიპლომატი რამდენიმე თვის განმავლობაში ელოდა. ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნის პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან წაიშალა ის გვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.

ირაკლი ქადაგიშვილი

პოლიტიკა 1784728780

ირაკლი ქადაგიშვილი: ყველამ დაინახა, რომ საქართველო არ არის ის სახელმწიფო, რომელიც შეიძლება ადვილად გამოყენებადი იყოს არა ჩვენი ეროვნული მიზნების, არამედ პირიქით, ჩვენი ეროვნული მიზნების დამაზიანებელ საქმეში ჩასართავად - საქართველო არის ის სახელმწიფო, რომელსაც აქვს სტაბილურობა და რომელიც არის სანდო პარტნიორი

ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“ შეაფასა ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან იმ გვერდის წაშლა, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.როგორც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, გერმანიას საქართველოსთან ურთიერთობა სჭირდება.„კარგია, როდესაც ელემენტარულ ჭეშმარიტებას ასახვას სახელმწიფო თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და რეალობას თვალს გაუსწორებს.გარკვეული პოლიტიკური წრეების პოლიტიკური რიტორიკა სწრაფად არ შეიცვლება, მაგრამ ცხოვრებისეული რეალობა ყველას უბიძგებს რეალური ნაბიჯების გადადგმისკენ. ყველამ დაინახა, რომ საქართველო არ არის ის სახელმწიფო, რომელიც შეიძლება ადვილად გამოყენებადი იყოს არა ჩვენი ეროვნული მიზნების, არამედ - პირიქით, ჩვენი ეროვნული მიზნების დამაზიანებელ საქმეში ჩასართავად. ვერანაირი ზეწოლა და ვერანაირ ლამაზ სიტყვებში გაფორმებული წაქეზებები მიზანს ვერ აღწევს.საქართველო რეალურად არის ის სახელმწიფო, რომელსაც აქვს სტაბილურობა, რომელიც არის სანდო პარტნიორი და რომელსაც აქვს შესაბამისი ლოჯისტიკა არა მარტო ინფრასტრუქტურული კუთხით, არამედ პოტენციალი: საბანკო სისტემა, ინტერნეტდაკავშირებადობა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, ასევე პოტენციალი ადამიანური რესურსებისა, ვისაც ამ საკითხების მართვა და დამუშავება შეუძლია, აქედან გამომდინარეა, რომ გერმანიას სჭირდება თავისი ეკონომიკისთვის საკვების მიწოდება, გერმანიას სჭირდება საქართველოსთან ურთიერთობა“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

არჩილ გორდულაძე

პოლიტიკა 1784715701

არჩილ გორდულაძე: გერმანიასა და საქართველოს ისტორიულად აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და ამ ურთიერთობის მეთოდური ნგრევით იყო დაკავებული გერმანიის ყოფილი ელჩი, ბატონი ფიშერი, რომელსაც ელჩის სახელი უბრალოდ ჰქონდა თორემ სრულად გასული იყო დიპლომატიური ჩარჩოდან

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე საქართველოს და გერმანიას შორის ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინებზე საუბრობს.მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ყოფილი ელჩი ფიშერი ანგრევდა.„გერმანიასა და საქართველოს ისტორიულად აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და ამ ურთიერთობის მეთოდური ნგრევით იყო დაკავებული გერმანიის ყოფილი ელჩი, ბატონი ფიშერი, რომელსაც ელჩის სახელი უბრალოდ ჰქონდა თორემ სრულად გასული იყო დიპლომატიური ყველა ჩარჩოდან და სტანდარტიდან. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ჰყავდეს ელჩი გერმანიაში,შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ინტერესები დაფიქსირებული იყოს გერმანიის სახელმწიფოსთან და ამავდროულად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა იყოს ისე, როგორც ეს შეეფერება ქართველ და გერმანელ ხალხს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.საქართველოს ელჩი გერმანიაში, გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადასაცემად ემზადება. ცერემონია ხვალ გაიმართება. შესაბამისი დოკუმენტების გადაცემას დიპლომატი რამდენიმე თვის განმავლობაში ელოდა. ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნის პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან წაიშალა ის გვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.

დავით მათიკაშვილი

პოლიტიკა 1784633403

"ჩვენ ვართ აბსოლუტურად მზად და ღია ურთიერთობისთვის და ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი გერმანელ ხალხთან ისტორიული მეგობრობის ბოლომდე აღდგენის" - დავით მათიკაშვილი

ჩვენ ვართ აბსოლუტურად მზად და ღია ურთიერთობისთვის და ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი გერმანელ ხალხთან ისტორიული მეგობრობის ბოლომდე აღდგენის" - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე საუბრობს.დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ ყოფილმა ელჩმა, პეტერ ფიშერმა, თავისი ქმედებებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გააფუჭა."როგორც ხედავთ, ნელ-ნელა საღი აზრი იმარჯვებს გერმანიის ხელისუფლებაში. ის არარსებული ინფორმაცია წაშალეს საიტიდან, თუმცა განახლებულ ჯერ არ არის, როგორც ვიცით. ამავდროულად, ელჩთან მიმართებით შესაბამისი დოკუმენტაციის გადაცემის თარიღიც ჩაინიშნა. ჩვენ ვართ აბსოლუტურად მზად და ღია ურთიერთობისთვის და ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი გერმანელ ხალხთან ისტორიული მეგობრობის ბოლომდე აღდგენის. ის რაც, აქ მოქმედმა გერმანიის ელჩმა თავის დროზე პრაქტიკულად გააფუჭა საკუთარი ქმედებით და მისი მოქმედების ანტიქართული ხასიათით, გვინდა, რომ ეს ყველაფერი აღდგეს. ბურთი გერმანიის მხარეს არის. დავაკვირდებით მოვლენათა განვითარებას, ისე კი საგულისხმოა, რომ ელჩის წასვლა და ამ ინფორმაციის განახლება და შედარებით საღი მიდგომა გერმანიის ხელისუფლების მხრიდან, ერთმანეთს დაემთხვა. ახლა საზოგადოებამ თვითონ გამოიტანოს დასკვნები ამასთან დაკავშირებით," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.ცნობისთვის, საქართველოს ელჩი გერმანიაში, ალექსანდრე კარტოზია პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს 23 ივლისს რწმუნებათა სიგელებს გადასცემს, ინფორმაციას გერმანიის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, "ელჩების აკრედიტაციის" ღონისძიებების ჩამონათვალში ალექსანდრე კარტოზია პირველ ნომრად წერია. კარტოზია ელჩად პირველ ოქტომბერს დაინიშნა.რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნის პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე წაიშალა გვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული. 

გურამ მაჭარაშვილი

პოლიტიკა 1784625688

გურამ მაჭარაშვილი: ვიმედოვნებთ, რომ გერმანიის ხელისუფლება მიხვდება იმას, რომ საქართველოსთან ურთიერთობები მეგობრული ჯობია, ვიდრე მტრული

გერმანიის ელჩმა [პეტერ ფიშერი] ყველაზე ცუდი საქმე გააკეთა თუ კი ვინმეს გაუკეთებია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიისთვის პირველ რიგში, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.მაჭარაშვილი გამოეხმაურა ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნას და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან იმ გვერდის წაშლას, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ გერმანიის ხელისუფლება მიხვდება იმას, რომ საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობები ჯობია, ვიდრე მტრული.„გერმანიის ელჩმა ბატონმა პიტერმა მოახერხა, რომ რამდენიმე წელიწადში, რომ წელიწადნახევრის დაგვიანებით გაიგეს, რომ სალომე ზურაბიშვილი აღარ არის პრეზიდენტი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გერმანიის ხელისუფლება მიხვდება იმას, რომ საქართველოსთან ურთიერთობები მეგობრული ჯობია, ვიდრე მტრული, კონფლიქტური და შეუარცხმყოფელი. ამის მერე გაიგებს გერმანიის საზოგადოება, რომ საქართველო აფასებს ყველა იმ სახელმწიფოს და ერს, რომელიც აფასებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და პატივს სცემს ქართველ ხალხს“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.   

ალექსანდრე კარტოზია

პოლიტიკა 1784620235

ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნის პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან წაიშალა ის გვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური განრიგის მიხედვით, 2026 წლის 23 ივლისს ელჩების აკრედიტაციის ოფიციალური ცერემონია იგეგმება.ღონისძიებაზე, სხვადასხვა ელჩს შორის ჩამონათვალში პირველია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში, ალექსანდრე კარტოზია, რომელიც პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელებს ოფიციალურად გადასცემს.აღნიშნული დიპლომატიური პროცედურის ჩანიშვნის პარალელურად, ყურადღებას იპყრობს მნიშვნელოვანი დეტალი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პორტალზე.კერძოდ, უწყების ვებ-გვერდიდან წაიშალა ის გვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული და ამ დროისთვის მის შესახებ ოფიციალური ცნობა აღარ იძებნება.