წყალი 15 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები
1793719397
საშინელი ამბავი ვიხილეთ, ფაქტობრივად, „ოსვენციმიც“ კი. ამაზე რა რეაგირება აქვთ საქართველოში ზელენსკის ფანებს, დაწყებული სალომე ზურაბიშვილით, დამთავრებული რიგით ურეიტინგო პოლიტიკოსით?! - განაცხადა პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ლევან ნიკოლეიშვილმა „დღის ქრონიკაში“.
წამყვანმა მას კითხვა დაუსვა უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ აღმოაჩინეს სამალავი, სადაც უკრაინელ ჯარისკაცებს აწამებდნენ.
„საშინელი ამბავი ვიხილეთ, ფაქტობრივად, „ოსვენციმიც“ კი. აწამებდნენ ადამიანებს, სცემდნენ. მთავარი ამოცანაა, რომ გამოიძიონ, რა იყო ამის ძირითადი მიზეზი. დავიჯერო, ამის შესახებ მხოლოდ მოგვიანებით გახდა ცნობილი უკრაინის ხელისუფლებისთვის?! უკრაინაში რაც მოხდა და ხდება, შესაძლოა მხოლოდ ერთი ეპიზოდი ვნახეთ და კიდევ უამრავი ფაქტი იყოს, რაც ჯერჯერობით ხილული არ არის და გასაიდუმლოებულია. ამაზე რა რეაგირება აქვთ საქართველოში ზელენსკის ფანებს, დაწყებული სალომე ზურაბიშვილით, დამთავრებული რიგით ურეიტინგო პოლიტიკოსით?! რა რეაგირება აქვთ ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ გვიმტკიცებდნენ, რომ უკრაინა წინ არის საქართველოზე და ყველაფერი კარგად მიმდინარეობს?!“ - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.
გუშინ უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევთან ახლოს მდებარე სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში, ერთ-ერთ კერძო სახლში უკანონოდ დატყვევებული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ. ლაპარაკია დაახლოებით 40 სამხედროზე. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სახლთან სამხედროების ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. მიტინგი გვიან ღამემდე გაგრძელდა. ადგილზე იყო მისული უკრაინის ეროვნული გვარდიის სარდალი ალექსანდრე პივნენკო.