ვირუსი

საზოგადოება • 1792619381

კოქსაკის ვირუსი - როგორ ვრცელდება, რა სიმპტომები ახასიათებს და რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა

ბოლო დღეებში ფეისბუკის სხვადასხვა ჯგუფში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ბავშვებში კოქსაკის ვირუსის გამოვლენის შესახებ, რასაც მშობლების შეშფოთება მოჰყვა. რა არის კოქსაკის ვირუსი, როგორ ვრცელდება, რა სიმპტომებით ხასიათდება და როდის საჭიროებს ბავშვის მდგომარეობა განსაკუთრებულ ყურადღებას? საკითხში გასარკვევად გთავაზობთ ინფორმაციას ვირუსის, მისი გავრცელების გზებისა და პრევენციის შესახებ, საერთაშორისო სამედიცინო წყაროებზე დაყრდნობით.კოქსაკის ვირუსი განსაკუთრებით ბავშვებში გავრცელებული ინფექციების ერთ-ერთი გამომწვევია. ის ხშირად იწვევს ხელ-ფეხ-პირის დაავადებას, რომელსაც ახასიათებს სიცხე, პირის ღრუს მტკივნეული წყლულები და კანზე გამონაყარი. ინფექცია ადვილად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე, განსაკუთრებით საბავშვო ბაღებსა და სკოლებში. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევათა უმეტესობა მსუბუქად მიმდინარეობს და პაციენტი ერთიდან ორ კვირამდე პერიოდში გამოჯანმრთელდება, მნიშვნელოვანია სიმპტომების ამოცნობა და გართულებების პრევენცია.აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) განმარტებით, ხელ-ფეხ-პირის დაავადებას რამდენიმე ტიპის ენტეროვირუსი იწვევს, მათ შორის კოქსაკის A16 და A6 ვირუსები. დაავადება ყველაზე ხშირად ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება, თუმცა მისი განვითარება მოზარდებსა და ზრდასრულებშიც შესაძლებელია.რა არის კოქსაკის ვირუსი?კოქსაკის ვირუსი ენტეროვირუსების ჯგუფს მიეკუთვნება. ამ ჯგუფის სხვადასხვა ვირუსმა შესაძლოა განსხვავებული სიმპტომები გამოიწვიოს - მსუბუქი რესპირატორული ინფექციიდან დაწყებული, ხელ-ფეხ-პირის დაავადებით დამთავრებული.კოქსაკის ვირუსთან ხშირად ასოცირდება ხელ-ფეხ-პირის დაავადება, რომლის დროსაც გამონაყარი ხელისგულებზე, ტერფებზე და ზოგჯერ სხეულის სხვა ნაწილებზეც ჩნდება. პირის ღრუში წარმოქმნილი მტკივნეული წყლულები კი ბავშვს ჭამასა და სითხის მიღებაში უშლის ხელს.როგორ ვრცელდება კოქსაკის ვირუსი?ინფექცია საკმაოდ გადამდებია და მისი გავრცელება რამდენიმე გზით არის შესაძლებელი.ჰაერში გაფანტული წვეთებით: ინფიცირებული ადამიანის ხველის, ცემინების ან საუბრის დროს გამოყოფილი ნაწილაკებით.დაბინძურებული ხელებითა და ზედაპირებით: ვირუსი შესაძლოა მოხვდეს სათამაშოებზე, კარის სახელურებსა და სხვა ხშირად გამოყენებულ ნივთებზე. ინფიცირება შესაძლებელია, თუ ადამიანი დაბინძურებული ხელით თვალებს, ცხვირს ან პირს შეეხება.ნერწყვითა და ბუშტუკების სითხით: ინფექცია შესაძლოა გავრცელდეს ახლო კონტაქტისას ან საერთო ჭურჭლის გამოყენებით.ფეკალურ-ორალური გზით: ვირუსის გადაცემა შესაძლებელია ტუალეტის გამოყენების ან საფენის გამოცვლის შემდეგ, თუ ხელები სათანადოდ არ დაიბანა.CDC-ის ინფორმაციით, ინფიცირებული ადამიანი განსაკუთრებით გადამდებია დაავადების პირველ კვირაში, თუმცა ვირუსი განავალში სიმპტომების გაქრობის შემდეგაც შეიძლება რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოიყოფოდეს. ამასთან, ინფექციის გადაცემა უსიმპტომო ადამიანებისგანაც შესაძლებელია.რა სიმპტომებით ვლინდება კოქსაკის ვირუსი?ინფიცირებიდან სიმპტომების გამოვლენამდე, როგორც წესი, დაახლოებით 3–7 დღე გადის. დაავადება ხშირად თავდაპირველად სიცხითა და საერთო სისუსტით იწყება.ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:სხეულის ტემპერატურის მომატება;ყელის ტკივილი და მადის დაქვეითება;საერთო სისუსტე და გაღიზიანებადობა;პირის ღრუში მტკივნეული წყლულები ან ბუშტუკები;გამონაყარი ხელისგულებსა და ტერფებზე;ზოგჯერ გამონაყარი დუნდულებზე, ფეხებსა და ხელებზეც.გამონაყარი შესაძლოა წითელი ლაქების ან სითხით სავსე ბუშტუკების სახით გამოვლინდეს. ყველა პაციენტს ყველა სიმპტომი არ უვითარდება - ზოგიერთ შემთხვევაში ინფექცია მსუბუქად მიმდინარეობს ან საერთოდ უსიმპტომოა.პირის ღრუს წყლულები განსაკუთრებით საყურადღებოა მცირეწლოვან ბავშვებში, რადგან ტკივილის გამო მათ შესაძლოა სითხის მიღებაზე უარი თქვან.რამდენად საშიშია კოქსაკის ვირუსი?შემთხვევათა უმეტესობა მსუბუქად მიმდინარეობს და პაციენტი 7–10 დღეში გამოჯანმრთელდება. თუმცა, როგორც ნებისმიერი ინფექციის შემთხვევაში, გართულებების რისკი არსებობს.ერთ-ერთი მთავარი საფრთხე გაუწყლოებაა, რომელიც შეიძლება განვითარდეს მაშინ, როდესაც ბავშვს პირის ღრუს ტკივილის გამო საკმარისი სითხის მიღება უჭირს.იშვიათ შემთხვევებში ენტეროვირუსულმა ინფექციამ შესაძლოა გამოიწვიოს ვირუსული მენინგიტი ან ენცეფალიტი. ასეთი გართულებები იშვიათია, თუმცა საჭიროებს დაუყოვნებლივ სამედიცინო შეფასებას.ექიმთან დროული მიმართვა აუცილებელია, თუ:ბავშვს სითხის დალევა არ შეუძლია ან შარდვა საგრძნობლად შეუმცირდა;მაღალი ტემპერატურა სამ დღეზე მეტხანს გრძელდება;აღენიშნება ძლიერი თავის ტკივილი, კისრის გაშეშება ან უჩვეულო მოდუნება;მდგომარეობა უარესდება ან სიმპტომები ათ დღეში არ უმჯობესდება;ავად არის ექვს თვემდე ასაკის ჩვილი.ძლიერი მოდუნების, ცნობიერების ცვლილების, კრუნჩხვის ან სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.როგორ მკურნალობენ კოქსაკის ვირუსს?კოქსაკის ვირუსით გამოწვეული ხელ-ფეხ-პირის დაავადების საწინააღმდეგო სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა, ჩვეულებრივ, არ გამოიყენება. მკურნალობა ძირითადად სიმპტომების შემსუბუქებასა და გაუწყლოების თავიდან აცილებას ემსახურება.რეკომენდებულია:სითხის ხშირი მიღება მცირე ულუფებით;გრილი სასმელები და რბილი საკვები, თუ ყლაპვა მტკივნეულია;დასვენება;სიცხისა და ტკივილის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება ასაკისა და მდგომარეობის გათვალისწინებით, ექიმის ან ფარმაცევტის რჩევით.ბავშვებისთვის ასპირინის მიცემა დაუშვებელია. ანტიბიოტიკები ვირუსზე არ მოქმედებს და მათი გამოყენება მხოლოდ ექიმის მიერ დადგენილი სხვა ბაქტერიული ინფექციის შემთხვევაში შეიძლება იყოს საჭირო.როგორ დავიცვათ თავი ინფექციისგან?პრევენციის მთავარი საშუალება ჰიგიენაა. ხელები ხშირად უნდა დაიბანოთ საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, განსაკუთრებით ტუალეტის გამოყენების, საფენის გამოცვლისა და ბავშვის მოვლის შემდეგ.ასევე მნიშვნელოვანია ხშირად შეხებადი ზედაპირებისა და სათამაშოების გაწმენდა, პირადი ჭურჭლის გაზიარებისგან თავის შეკავება და ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტის შეზღუდვა.ბავშვის საბავშვო ბაღში ან სკოლაში დაბრუნების საკითხი უნდა შეფასდეს მისი მდგომარეობისა და ადგილობრივი რეკომენდაციების მიხედვით. CDC-ის მითითებით, ხელ-ფეხ-პირის დაავადების მქონე ბავშვი შეიძლება დაუბრუნდეს დაწესებულებას, თუ სიცხე აღარ აქვს, თავს საკმარისად კარგად გრძნობს და პირის ღრუს წყლულების გამო უკონტროლო ნერწყვდენა არ აღენიშნება. კონკრეტული ეპიდემიური სიტუაციის დროს შესაძლოა დამატებითი შეზღუდვები მოქმედებდეს.

ფრიდრიხ მერცი

მსოფლიო • 1792587360

ფრიდრიხ მერცი: უკრაინის კაპიტულაცია ყველას კაპიტულაციას ნიშნავს

გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის განცხადებით, უკრაინის კაპიტულაცია ყველას კაპიტულაციას ნიშნავს.ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდა“ გერმანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.„უკრაინას მხარს ომის გახანგრძლივებისთვის არ ვუჭერთ. თუმცა, კაპიტულაცია ან თუნდაც უკრაინის უპირობო დანებება, გამორიცხულია. ეს ყველა ჩვენგანისთვის კაპიტულაციას ნიშნავს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.ბერლინში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე ფრიდრიხ მერცმა ასევე განაცხადა, რომ ამჟამად მის შეშფოთებას არა ეკონომიკა, არამედ საზოგადოებაზე რუსეთის გავლენა იწვევს.„ამჟამად ჩემი ყველაზე დიდი შეშფოთება ჩვენი ეკონომიკა არ არის, არც შეერთებული შტატები ან ჩინეთია, არამედ რუსეთის გავლენა ჩვენს საზოგადოებაზე“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.როგორც ფრიდრიხ მერცმა აღნიშნა, გერმანიის უსაფრთხოებისთვის უდიდეს საფრთხეს რუსული დეზინფორმაცია და ჰიბრიდული თავდასხმები წარმოადგენს.

ვოლსკი

პოლიტიკა • 1792583691

ვოლსკი: საქართველოში გამჭვირვალობა უნდა იყოს და ვიცოდეთ, დაფინანსება სოფლის მეურნეობას ხმარდება, გაკვეთილების ჩატარებას თუ იმას, როგორ გადაწვან სახელმწიფო დაწესებულებები

გარე ჩარევას ვერ გამოვრიცხავთ, რა კონსპირაციული გეგმა განხორციელდება რევოლუციური პროცესების მიღმა, არ ვიცი, მაგრამ თუ შედეგით ვიმსჯელებთ, მძიმე მდგომარეობაში საფრანგეთი აღმოჩნდა, რადგან შიდა პროცესებზე გავლენა არსებობს, შემოდის თუ არა ამ პროცესების მხარდასაჭერად „შავი ფული“, ეს არ ვიცით, მაგრამ ამის პრევენცია აუცილებელია და ამ საჭიროებაზე ილაპარაკა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომ ყველანაირი საშუალება ჩაიკეტოს, რათა საფრანგეთში მიმდინარე პროცესებზე გავლენა არ იყოს შესაძლებელი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, სახელმწიფომ ყველა ჯერზე დროულად იმოქმედა.„როცა ჩვენ ამ საკითხებზე ვსაუბრობდით, ამას „რუსული პროექტი“ დაარქვეს. თავად იყვნენ შემსრულებლები იმ გეგმის, რისი რეალიზაციაც  იმავე მდგომარეობას მოიტანდა, რასაც  საფრანგეთში, ბელგიაში თუ ალბანეთში ვხედავთ. საქართველოში მიზნად დასახული ზუსტად იგივე პროცესის განვითარება იყო. საქართველოში, მიტინგებზე, საგარეო საქმეთა მინისტრები გამოდიოდნენ და ხალხს აგრესიისა და ექსტრემიზმისკენ მოუწოდებდნენ. ეს იყო, ეს ფაქტები შედგა, მაგრამ იმ პროცესებმა  ის განვითარება და მასშტაბი ვერ მიიღო, როგორიც ჰქონდა წარმოდგენილი. სახელმწიფომ დროულად იმოქმედა და ეს ყველაფერი ვერ შესრულდა. საქართველოში გამჭვირვალობა უნდა იყოს და ვიცოდეთ, დაფინანსება სოფლის მეურნეობას ხმარდება, გაკვეთილების ჩატარებას ახალგაზრდებისთვის თუ იმას, როგორ დაუპირისპირონ ძალა სამართალდამცავებს და როგორ გადაწვან სახელმწიფო დაწესებულებები. პარლამენტში გაჩენილი ხანძრები ვიხილეთ, მაგრამ რევოლუცია ვერ მოხდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი გაცილებით დიდ მასშტაბებზე საუბრობს. რასაც ახლა საუბრობენ, ეს არ არის ორმაგი სტანდარტი, ეს ცივსისხლიანი პოლიტიკაა, რომელიც არავის ინტერესს არ დაგიდევს, თუ ეს კონკრეტულ ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ანა წითლიძე

პოლიტიკა • 1792569571

ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლა გაგრძელდება

ჩვენ დღეს არ წარმოვადგენთ მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, ეს სარჩელი არის არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ, ეს არის რუსეთის სარჩელი საქართველოს სუვერენიტეტისა და საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან განაცხადა.მისი თქმით, დღეს ოპოზიცია იცავს საქართველოს სუვერენიტეტს „ქართული ოცნებისგან“, რეალურად კი „რუსული ოცნებისგან“.„არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ეს მოლოდინი რომ გვქონოდა, მათ თავიდანვე არაკონსტიტუციურად უნდა მიეჩნიათ ეს სარჩელი. რეჟიმის მიერ წარდგენილ სარჩელს არაფერ აქვს საერთო სამართლებრივ პროცესებთან. საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიღება რომ ნდომოდა, საერთოდ არ უნდა მიეღო წარმოებაში ეს სარჩელი. მოლოდინი არ გვაქვს, რომ განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. მიიღებენ იმას, რასაც დაავალებს ბიძინა ივანიშვილი. წინასწარ იციან, რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღონ, იმას რასაც დაავალებს კრემლი. ქვეყნისთვის რეალობა იქნება მძიმე. საკონსტიტუციო სასამართლომ და მოსამართლეებმა უნდა იცოდნენ, რომ მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს კი არ კრძალავენ. აქ კი არ იქნება საუბარი გაუარესებულ დემოკრატიულ მდგომარეობაზე, საკონსტიტუციოს სასამართლოს დღეს უწევს ამ პროცესით მიიღოს, მაგალითად 2008 წლის ომთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. თუ მანამდე „ქართული ოცნების“ განცხადებები იყო, რომ ომს აბრალებდნენ საქართველოს და ეს იყო მხოლოდ განცხადებები, დღეს ბიძინა ივანიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს ავალებს, ქვეყნის უმაღლესმა ორგანომ კონსტიტუციური საფუძვლები შეუქმნას საქართველოში რუსეთის აგრესიას“, – განაცხადა ანა წითლიძემ.მისი თქმით, სარჩელი მთლიანად აგებულია 2008 წლის ომზე, სარჩელში ასახულია ყველა ის მოთხოვნა, რაც რუსეთს აქვს საქართველოსთან მიმართებაში.„რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ჩვენი მიზანია, საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ვანახოთ ის საფრთხე, რაც ქვეყანას ემუქრება პოლიტიკური პარტიების აკრძალვით. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლა გაგრძელდება, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ“, – განაცხადა ანა წითლიძემ.საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებით განხილვას იწყებს.

ზაალ ანჯაფარიძე

პოლიტიკა • 1792491572

ზაალ ანჯაფარიძე: პარტიების აკრძალვით უნდა მოხდეს პოლიტიკური სისტემის რეაბილიტაცია. ამის შემდეგ კი ისე უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება, რომ მონაწილე პოლიტიკურმა სუბიექტებმა ქვეყნის და ხალხის მსახურებაზე იფიქრონ და არა გარეშე ძალების მომსახურებაზე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პარტიების აკრძალვის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს: "ცდილობენ საზოგადოება დააჯერონ, რომ მათ აკრძალვაზე შეკვეთა მოსკოვიდან მოვიდა".ანჯაფარიძე იხსენებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" და მასთან აფილირებული პარტიების აკრძალვა, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო და მიაჩნია, რომ ამ აკრძალვით პოლიტიკური სისტემის რეაბილიტაცია მოხდება."ვერავითარი ქმედითი კონტრარგუმენტი რომ ვერ მონახეს მათი პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით, ეს პარტიები და მათი მომხრეები ისევ სანუკვარ მაშველ რგოლს - რუსეთს მიადგნენ. ცდილობენ საზოგადოება დააჯერონ, რომ მათ აკრძალვაზე შეკვეთა მოსკოვიდან მოვიდა. თუმცა, მათი რუსული "მაშველი რგოლი" უკვე დიდი ხანია დაჩუტულია. ხალხი აღარ ჭამს ამ სატყუარას.ნაცმოძრაობის, მისგან გამოყოფილი თუ მასთან აფილირებული პარტიების აკრძალვა, არის პარტია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, ისე როგორც მაგალითად რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია.დიახ, აღნიშნული პარტიების აკრძალვით უნდა მოხდეს დასნებოვნებული ქართული პოლიტიკური სისტემის რეაბილიტაცია. ამ რეაბილიტაციის შემდეგ კი მან ისე უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება, რომ ამ სისტემის მონაწილე პოლიტიკურმა სუბიექტებმა ქვეყნის და ხალხის მსახურებაზე იფიქრონ და იღვაწონ, და არა გარეშე ძალების მომსახურებაზე", - წერს ანჯაფარიძე.

კიევის ოლქზე რუსეთის იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა

მსოფლიო • 1792482120

კიევის ოლქზე რუსეთის იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა

კიევის ოლქზე რუსული ძალების იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა ექვსი პირი.უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სამიზნე ობიექტები წარმოებისა და საწყობის შენობები იყო.ოფიციალური უწყების ცნობით, მომხდარის ადგილზე ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია, ხოლო ნანგრევების გატანა გრძელდება.ცნობისთვის, გასულ ღამეს თავდასხმები უკრაინის სხვა ქალაქებზეც განხორციელდა. დნეპრის გარეუბანში მდებარე საწყობებზე მიტანილი საჰაერო იერიშის შედეგად სამი პირი დაშავდა. მათგან ერთის, 27 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საქართველო

მსოფლიო • 1792418507

POLITICO: ევროკავშირი პოლიტიკურ შტორმში შედის - ბრიუსელი მოსალოდნელი პარალიზების წინაშე დგას

ევროკავშირი უმძიმესი პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას. გასულ კვირას ბრიუსელში გამართულმა სამიტმა აჩვენა, თუ რამდენად გაძნელდება შეთანხმების მიღწევა ბლოკის ისტორიაში ყველაზე დიდ ბიუჯეტზე, უკრაინის ფინანსური დეფიციტის შევსებასა და აშშ-ისა თუ ჩინეთის მხრიდან გეოპოლიტიკურ წნეხზე რეაგირებაზე, - წერს POLITICO.შექმნილ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს შიდაპოლიტიკური კრიზისი ევროკავშირის წევრ წამყვან სახელმწიფოებში, რომლებიც ბლოკის მთლიანი შიდა პროდუქტისა და მოსახლეობის დაახლოებით 60%-ს შეადგენენ.ორგანიზაციის ოთხი უდიდესი ეკონომიკა პოლიტიკური ცვლილებებისა და არჩევნების მოლოდინშია, რაც ბრიუსელის გადაწყვეტილების მიღების უნარს მნიშვნელოვნად აფერხებს. ესპანეთი მომავალ თვეში რიგგარეშე არჩევნებს მართავს, სადაც მოქმედი პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, სავარაუდოდ, მარცხდება, წერს გამოცემა.საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს უფლებამოსილების ვადა ეწურება და აპრილში თანამდებობას ტოვებს, ხოლო გამოკითხვებით მემარჯვენე ლიდერი მარინ ლე პენი ლიდერობს. გერმანიაში მემარჯვენე-პოპულისტური "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) რეიტინგის ზრდა კანცლერ ფრიდრიხ მერცის პოზიციებს ასუსტებს, ხოლო იტალიაში პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მთავრობაც 2027 წლის არჩევნებისთვის ემზადება.კვიპროსის პრეზიდენტმა POLITICO-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ, ესპანეთის არჩევნების გამო, წლის ბოლომდე ბიუჯეტზე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა ვეღარ მოხერხდება, ხოლო მომავალ წელს საფრანგეთსა და იტალიაში დაგეგმილი პროცესები ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს. დიპლომატების შეფასებით, ევროკავშირს დღეს არ ჰყავს მკაფიო ლიდერი.ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, ევროკავშირი ამჟამად სამი მხრიდან განიცდის შეტევას - აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთისგან. ვაშინგტონი ტრანსატლანტიკურ ალიანსს ეჭვქვეშ აყენებს, მოსკოვი ჰიბრიდულ ომს ეწევა, ხოლო პეკინი კრიტიკულ მიწოდების ჯაჭვებზე კონტროლს ამკაცრებს.როგორც გამოცემა წერს, უმძიმეს მდგომარეობაშია უკრაინა, რომელსაც, სავალუტო ფონდის მონაცემებით, მომავალ წელს 30-დან 35 მილიარდ დოლარამდე ფინანსური დეფიციტი ექნება. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამიტზე განაცხადა, რომ თუ უკრაინა დაეცემა, ევროკავშირში 20 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი შევა. დახმარების ერთ-ერთ წყაროდ ბელგიურ Euroclear-ში განთავსებული რუსული გაყინული 200 მილიარდი ევროს გამოყენება განიხილება, თუმცა ბელგია ამ ინიციატივის დაბლოკვას კვლავ განაგრძობს.ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოსტას მცდელობის მიუხედავად, მიეღწიათ შეთანხმებისთვის 2026 წლის ბოლომდე, სამიტის საბოლოო დოკუმენტში ბიუჯეტზე კონსენსუსის ვადები საერთოდ ვერ მოხვდა. თუ ნოემბერსა და დეკემბერში დაგეგმილი შეხვედრებიც უშედეგოდ დასრულდება, მოლაპარაკებები 2027 წელში გადაინაცვლებს, სადაც საარჩევნო ბრძოლების გამო კომპრომისზე წასვლა ქვეყნებისთვის კიდევ უფრო რთული იქნება.

დავით ჩიხელიძე

პოლიტიკა • 1792401334

დავით ჩიხელიძე: პარადოქსულია რომ „რუსეთთან მებრძოლად“ წარმოჩენილი სააკაშვილის ხელისუფლების დროს საქართველომ 2008 წლის ომი და ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია განიცადა, მაშინ როდესაც „რუსეთთან მეგობრობაში“ დადანაშაულებული „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში რუსეთთან ურთიერთობის საკითხი კვლავ პოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება

„ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა ზუსტად დაინახა, შეაფასა და საკუთარ წერილში ვრცლად აღწერა  ის პროცესები, რომლებიც დღეს მსოფლიოში ვითარდება: მართული მედია, ხელოვნურად შექმნილი კრიზისები, პოლიტიკური მანიპულაციები, საზოგადოებაზე კონტროლის დამყარების მცდელობები“, - წერს ექპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, კონტროლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი მტრის ხატის შექმნაა. მისი თქმით, საზოგადოებას მუდმივად სჭირდება საფრთხის არსებობის განცდა, რათა პოლიტიკური დღის წესრიგი შიშსა და ემოციებზე იყოს აგებული.მისივე შეფასებით, მსგავსი მიდგომა განსაკუთრებით თვალსაჩინოა საქართველოში. აქვე, წერს, რომ წლების განმავლობაში ხელისუფლებას მუდმივად ადანაშაულებენ რუსეთთან კავშირში, თუმცა პოლიტიკური ბრალდებები თავისთავად მტკიცებულება არ არის და კონკრეტული ფაქტებით უნდა დასტურდებოდეს.„ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა ზუსტად დაინახა, შეაფასა  და საკუთარ წერილში ვრცლად აღწერა  ის პროცესები, რომლებიც დღეს მსოფლიოში ვითარდება: მართული მედია, ხელოვნურად შექმნილი კრიზისები, პოლიტიკური მანიპულაციები, საზოგადოებაზე კონტროლის დამყარების მცდელობები და ა.შ.ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი თავის შეფასებებში ყურადღებას ამახვილებს იმ მექანიზმებზე, რომელთა საშუალებითაც კონკრეტული გავლენიანი ჯგუფები ცდილობენ სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესების მართვას. ამ სურათის მნიშვნელოვანი ნაწილია ეკონომიკური პრობლემების გამწვავება, საწვავისა და პირველადი მოხმარების პროდუქტების გაძვირება, ომების თანმდევი კრიზისები და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება. გაღარიბებული, მუდმივ სტრესში მყოფი საზოგადოება კი გაცილებით მოწყვლადი ხდება პოლიტიკური მანიპულაციების მიმართ.ამას ემატება ახალგაზრდებში ისეთი ცხოვრების წესისა და ღირებულებების პოპულარიზაცია, რომელიც კრიტიკული აზროვნების ნაცვლად შემგუებლურ აზროვნებას აძლიერებს და ახალგაზრდებს უფრო ადვილად სამართავ ჯგუფად აქცევს. ფაქტია ახალგაზრდები არასდროს ყოფილან ისეთი მართულები, როგორც დღეს არიან, პარადოქსია, მაგრამ მონური ფსიქოლოგიის ახალგაზრდები, საკუთარ უმწეო მდგომარეობას ვერ ხვდებიან და  თავს თავისუფალ თაობას უწოდებენ, მაშინ როცა აზროვნება და ფიქრიც კი აკრძალული აქვთ. პარალელურად, დასავლურ მედიასა და პოლიტიკურ სივრცეში სულ უფრო ხშირად ჩნდება კითხვები ცენზურისა და იმ შეხედულებების შეზღუდვის შესახებ, რომლებიც ეროვნულ სუვერენიტეტს, კონსერვატიულ ღირებულებებსა და ტრადიციულ პოლიტიკურ ხედვებს ემყარება.კონტროლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი მტრის ხატის შექმნაა. საზოგადოებას მუდმივად სჭირდება საფრთხის არსებობის განცდა, რათა პოლიტიკური დღის წესრიგი შიშსა და ემოციებზე იყოს აგებული. დღეს ამ როლს ხშირად რუსეთი ასრულებს, ხვალ კი, შესაძლოა, სხვა ქვეყანა ან ძალა შეარჩიონ. რუსული ჩარევის თემა აქტიურად გამოიყენება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ დასავლეთის ქვეყნებშიც, განსაკუთრებით არჩევნების წინ. საზოგადოებას წინასწარ აფრთხილებენ შესაძლო ჩარევის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის მიუღებელი ძალა იმარჯვებს, თავად არჩევნების ლეგიტიმურობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. რისი ნათელი მაგალითიც რუმინეთი და იქ გაუქმებული არჩევნებია (პირველი ტური)  ამასთან, საგულისხმოა, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ უცხოური ჩარევის თემა ხშირად კარგავს აქტუალობას.მსგავსი მიდგომა განსაკუთრებით თვალსაჩინოა საქართველოში. წლების განმავლობაში ხელისუფლებას მუდმივად ადანაშაულებენ რუსეთთან კავშირში, თუმცა პოლიტიკური ბრალდებები თავისთავად მტკიცებულება არ არის და კონკრეტული ფაქტებით უნდა დასტურდებოდეს. პარადოქსულია ისიც, რომ „რუსეთთან მებრძოლად“ წარმოჩენილი სააკაშვილის ხელისუფლების დროს საქართველომ 2008 წლის ომი და ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია განიცადა, მაშინ როდესაც „რუსეთთან მეგობრობაში“ დადანაშაულებული „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში რუსეთთან ურთიერთობის საკითხი კვლავ პოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება.ეს შედარება არ ნიშნავს, რომ რომელიმე ხელისუფლების პოლიტიკა ავტომატურად გამართლებულია. თუმცა ის აუცილებლად აჩენს კითხვას: რეალურად რა შედეგი მოაქვს კონკრეტულ პოლიტიკურ კურსს და ვის ინტერესებში შედის საზოგადოებისთვის მუდმივად ერთი და იმავე საფრთხის წინაშე ყოფნის განცდის შექმნა?ზაზა შათირიშვილის შეფასებების მთავარი ღერძიც სწორედ ამ საკითხებს უკავშირდება,  გლობალური გავლენების, არაფორმალური ძალაუფლების, მედიის როლისა და საზოგადოებრივი აზრის მართვის მექანიზმების გააზრებას. დღევანდელ მსოფლიოში კი კრიტიკული აზროვნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ყველაზე ეფექტიანი მანიპულაცია ის არის, როდესაც ადამიანს სხვისი ინტერესების დაცვა საკუთარი თავისუფალი არჩევანი ჰგონია“, - წერს ჩიხელიძე.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა • 1792392450

ლევან მაჭავარიანი: აშშ-მა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ჩაწერა, რომ ბრიუსელის მმართველი კლასი ევროკავშირს ცივილიზაციური უფსკრულისკენ მიაქანებს, ვიმედოვნებთ, ევროპელი ხალხი არ მისცემს ბრიუსელს ამის შესაძლებლობას

ჩვენს ქვეყანაში როდესაც „დიფ სთეითის“ მორჩილებაში მყოფი ბრიუსელისა და ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მხრიდან დაფინანსებული და მხარდაჭერილი ძალადობრივი დემონსტრაციები ვიხილეთ, ისინი ამას „დემოკრატიად“ გვისაღებდნენ. მათი მიზანი ხელისუფლების დამხობა და აგენტურის მმართველობაში მოყვანა იყო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს.მაჭავარიანის თქმით, როდესაც ასეთივე „დემოკრატიული“ მიტინგები თავად მიიღეს, ამას უკვე თავისი რეალური სახელი – ძალადობრივი აქციები დაარქვეს.„ბრიუსელი და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც, სადაც, ბატონი ტრამპის თქმით, ასევე „დიფ სთეითის“ ჭარბი გავლენები იყო, მილიარდებს ხარჯავდნენ სხვადასხვა ქვეყანაში არეულობებისა და რევოლუციების მოსაწყობად. ამაზე ბატონი ვენსი და ბატონი რუბიო ღიად საუბრობენ. დღეს კი ასეთ არეულობებს უკვე თავად ევროპულ ქვეყნებში ვხედავთ.გაჩნდა ფრთხილი ოპტიმიზმი, რომ ევროპელი ხალხი იწყებს გამოღვიძებასა და ბრიუსელის პოლიტიკური დღის წესრიგისთვის უარის თქმას.ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების ლიდერების რეიტინგები ისტორიულ მინიმუმზეა. ისლანდიამ უარი განაცხადა არათუ ევროკავშირის წევრობაზე, არამედ მოლაპარაკებების განახლებაზეც კი. გერმანელმა ხალხმა სასტიკი უარი უთხრა ბრიუსელის მიერ მართული ელიტის პოლიტიკას. ამ ყველაფერს მასობრივი დემონსტრაციებიც დაემატა, რომლებსაც კონკრეტული მოთხოვნები აქვს.რამდენიმე წელია, ვსაუბრობთ, რომ ბრიუსელი და ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების ლიდერები არ ატარებენ ევროპელი ხალხის ინტერესებს. ე.წ. „დიფ სთეითის“ დავალებების შესაბამისად, ისინი ხელოვნურად უქმნიან ევროკავშირსა და თავიანთ ქვეყნებს პრობლემებს.ევროპელი ხალხის დაკვეთა არ არის იაფ ენერგორესურსებზე უარის თქმა. ეს იწვევს მათ ქვეყნებში ცხოვრების გაძვირებასა და სოციალური პრობლემების გაჩენას. რიგ ქვეყნებში ეს ასევე იწვევს დეინდუსტრიალიზაციას, რაც, თავის მხრივ, ზრდის უმუშევრობას.ევროპელი ხალხის დაკვეთა არ არის ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელება. LGBT პროპაგანდა, რომლის დღის წესრიგიც დღეს უკვე არამხოლოდ ორიენტაციის შეცვლას, არამედ სქესის შეცვლასაც ეფუძნება, ქმნის პრობლემებს პიროვნული იდენტობის კუთხით.ევროპელი ხალხის დაკვეთა არ არის უკონტროლო, არალეგალური მიგრაცია. ჭარბმა მიგრაციამ ევროპის წამყვან ქვეყნებში კრიმინალის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. უკონტროლო, არალეგალური მიგრაცია ასევე ქმნის პრობლემებს როგორც ეთნიკური, ისე რელიგიური იდენტობის კუთხით.ევროპელი ხალხის დაკვეთა არ არის რუსეთ-უკრაინის ომის „ბოლო უკრაინელამდე“ დაფინანსება. თანხები, რომლებიც ევროპელი ხალხის ჯიბიდან ომის დასაფინანსებლად მიემართება, მძიმედ აწვება ქვეყნების ბიუჯეტს და, მსუბუქად რომ ვთქვათ, ხელს არ უწყობს იმ ცრუ დაპირებების შესრულებას, რომლებიც ბრიუსელის მმართველმა ელიტამ ომის დაწყებისთანავე უკრაინელი ხალხის მისამართით გასცა:•⁠  ⁠დასავლეთის დახმარებით უკრაინას რუსეთი უნდა დაემარცხებინა;•⁠  ⁠უკრაინა დაჩქარებული წესით ნატოს წევრი უნდა გამხდარიყო;•⁠  ⁠უკრაინა დაჩქარებული წესით ევროკავშირის წევრი უნდა გამხდარიყო;•⁠  ⁠უკრაინისთვის ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული გაყინული აქტივები უნდა გადაეცათ.ევროპელი ხალხის დაკვეთა არ არის ათწლეულების განმავლობაში თავის ყველაზე მჭიდრო პარტნიორთან – აშშ-სთან – ურთიერთობების ასე გაფუჭება. ევროპელები თავს უსაფრთხოდ და დაცულად ვერ გრძნობენ, როდესაც ბრიუსელს ასეთი დაძაბული ურთიერთობა აქვს მათი უსაფრთხოების ერთადერთ გარანტთან.ევროპელები იწყებენ იმის გაცნობიერებას, რომ ბრიუსელის მმართველი ელიტა გარე დავალებების შესაბამისად ხელოვნურად ცდილობს ევროპის დასუსტებასა და გაღარიბებას. ის, ასევე გამიზნულად ცდილობს, ევროპელ ხალხს დააკარგვინოს ეროვნული, რელიგიური და პიროვნული იდენტობა. ისინი განზრახ აფუჭებენ პარტნიორულ ურთიერთობებს აშშ-სთან, რისი მკაფიო დემონსტრირებაც სულ ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტში ბატონი ტრამპის შიშველი ქანდაკების დადგმა გახლდათ.როგორც აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტში ჩაწერა, ბრიუსელის მმართველი კლასი თავისი პოლიტიკით ევროკავშირს ცივილიზაციური უფსკრულისკენ მიაქანებს. ჩვენ კი, ვიტოვებთ იმედს, რომ ევროპელი ხალხი არ მისცემს ბრიუსელს ამის შესაძლებლობას!“, – წერს ლევან მაჭავარიანი.

ზაზა შათირიშვილი

პოლიტიკა • 1792392278

ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება. ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ სახელმწიფოს მიტაცებას მაშინ, როდესაც სხვადასხვა ფონდებისა და უკონტროლო ფინანსების საშუალებით, ე.წ. „ენჯეოების“ შექმნისა და მათი მმართველობით პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობით თავად იტაცებენ სახელმწიფოებს

ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება, - წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.როგორც ის აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ სახელმწიფოს მიტაცებას მაშინ, როდესაც სხვადასხვა ფონდებისა და უკონტროლო ფინანსების საშუალებით, ე.წ. „ენჯეოების“ შექმნისა და მათი მმართველობით პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობით თავად იტაცებენ სახელმწიფოებს.რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, კრიტიკოსები გამუდმებით მის რუსულ კავშირებზე და წარსულში ბიზნესსაქმიანობაზე საუბრობენ, თუმცა, მყვირალა ლოზუნგების მიღმა, ვერც ერთი მათგანი ასახელებს, განვლილი 14 წლის განმავლობაში რა სარგებელი მიიღო რუსეთმა საქართველოსგან, რამაც ჩვენი ქვეყანა დააზიანა. მეტიც, სწორედ დღევანდელი ხელისუფლების პრაგმატული, ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული სამშვიდობო პოლიტიკის შედეგად მივიღეთ მოცემულობა, როდესაც ოკუპაციისა და არაღიარების პოლიტიკა რევიზიას არ ექვემდებარება, პარალელურად კი ქვეყნის ეკონომიკა სწრაფი ტემპებით იზრდება, ტრანსნაციონალური პროექტების საბოლოოდ განხორციელების თვალსაზრისით კი საქართველოს მნიშვნელობა წლიდან წლამდე იზრდება.ამ ფონზე, თუკი პროპაგანდისტული გზავნილების მიღმა დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც საკუთარი ქონება რუსეთში ბიზნესსაქმიანობით დააგროვა, ქვეყანა ათწლეულების წინ დატოვა, საკუთარი კაპიტალი საქართველოში გადმოიტანა და მილიარდობით დოლარი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკასა თუ ქველმოქმედებაში დააბანდა. ამ ფონზე, გასაკვირია, როგორ შეიძლება ერთი ქვეყნიდან საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსის გადინება და სხვა სახელმწიფოში გადატანა, იმ სახელმწიფოს ინტერესების მსახურება იყოს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დატოვა? მაგალითად, მამუკა ხაზარაძემ, ან გია ჯოხთაბერიძემ საკუთარი კაპიტალი საქართველოში, ქართველი ხალხის მიერ მიღებული თანხით დააგროვეს, ხოლო შემდეგ ეს კაპიტალი სხვა სახელმწიფოს ეკონომიკაში ინვესტიციის სახით დააბანდეს - ეს ყველაფერი როგორ შეიძლება ქართული ინტერესების მსახურებად მოინათლოს? ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში, უფრო ლოგიკური იქნება, თუკი საქართველოს ინტერესების დაზიანებასა და კონკრეტული „იქს“ სახელმწიფოს მსახურებაზე გაკეთდეს აქცენტი.ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება. ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ სახელმწიფოს მიტაცებას მაშინ, როდესაც სხვადასხვა ფონდებისა და უკონტროლო ფინანსების საშუალებით, ე.წ. „ენჯეოების“ შექმნისა და მათი მმართველობით პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობით თავად იტაცებენ სახელმწიფოებს. ადგილობრივი რადიკალი აგენტები და მათი პატრონები გამუდმებით საუბრობენ, თითქოს, დღევანდელმა ხელისუფლებამ სასამართლო მიიტაცა და დაიქვემდებარა, მაშინ, როდესაც ვხედავთ, „ვეტინგის“ საშუალებით სხვადასხვა სახელმწიფოებში როგორ დააკომპლექტეს სასამართლოები „დიფ სთეითის“ შეხედულებების გამტარებელი იურისტებით. ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ ოლიგარქიული მმართველობის დამკვიდრებას, როდესაც თავად, ფაქტობრივად, მთელი ევროპა, სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებებში შეღწევისა თუ ევროკავშირის ბიუროკრატების საშუალებით, ფაქტობრივად, მთელ ევროპას ოლიგარქიული ლოგიკით მართავენ. საინტერესოა, რომ ისინი გამუდმებით საუბრობენ ხალხის ნების უგულებელყოფაზე, თუმცა, არა არჩეული, არამედ დანიშნული ბიუროკრატების საშუალებით, პრაქტიკაში ახორციელებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ევროპული ქვეყნების მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. რაც მთავარია, დღეს უკვე ნულოვანი რეიტინგის მქონე საკუთარ აგენტურას გამუდმებით ალაპარაკებენ, თითქოს, ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები მიიტაცა და კენჭისყრაში მონაწილეობას აზრი არ აქვს, მაშინ, როდესაც „დიფ სთეითისთვის“ მიუღებელი ძალის გამარჯვების შემდეგ, რუმინეთში საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნების შედეგი, რუსული ჩარევის სასაცილო ბრალდებით გააუქმა“,- წერს შათირიშვილი.

მარკო რუბიო

მსოფლიო • 1792315554

პრობლემა ის არის, რომ სანქციები მხოლოდ რუსეთს არ ეხება, ტრამპს სურს, ეს პერიოდი გამოიყენოს იმის გასაანალიზებლად, რა გავლენას მოახდენს სანქციებისა და ტარიფების დაწესება გლობალურ ეკონომიკაზე - მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დროებით შეჩერების გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. რუბიოს თქმით, შეზღუდვები მხოლოდ რუსეთს არ ეხება და სხვა ქვეყნების, მათ შორის ინდოეთის, წინააღმდეგ დაწესებულ ტარიფებსაც მოიცავს. შესაბამისად, რუბიოს თქმით, დონალდ ტრამპს სურს, 60-დღიანი პერიოდი გამოიყენოს იმის გასაანალიზებლად, თუ რა გავლენას მოახდენს სანქციებისა და ტარიფების დაწესება გლობალურ და თავად აშშ-ის ეკონომიკაზე.„პრობლემა ის არის, რომ ეს სანქციები მხოლოდ რუსეთს არ ეხება. ისინი რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის ინდოეთისა და სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ დაწესებულ ტარიფებსაც მოიცავს. ვფიქრობ, პრეზიდენტს სურს, ეს 60-დღიანი პერიოდი გამოიყენოს იმის გასაანალიზებლად, თუ რა გავლენას მოახდენს სანქციებისა და ტარიფების დაწესება გლობალურ ეკონომიკაზე და თავად აშშ-ის ეკონომიკაზეც. ვფიქრობ, კანონპროექტის მიღებისას ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მასში გამონაკლისები გაითვალისწინეს, სწორედ ის იყო, რომ საჭირო იქნებოდა გარკვეული პერიოდი ყველა ამ საკითხის შესასწავლად.ამჟამად მსოფლიოში ბევრი რამ ხდება, მათ შორის იზრდება ზეწოლა ენერგომომარაგებაზე. ეს გამოწვეულია არა მხოლოდ ირანთან დაკავშირებული ვითარებითა და ჰორმუზის სრუტეში არსებული პრობლემებით, არამედ იმითაც, რომ „ჰუსიტები“ სულ უფრო ხშირად უტევენ საუდის არაბეთს, ხოლო რუსეთ-უკრაინის ომის ფარგლებში იერიშები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზეც ხორციელდება. ეს ყველაფერი გლობალურ ფასებზეც აისახება. ვფიქრობ, ყველა ეს ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ და ერთმანეთს შევადაროთ, რათა სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ. მაგალითად, ინდოეთის მსგავს ქვეყნებს ენერგომომარაგების წყაროების დივერსიფიკაცია საკუთარი ინიციატივით უკვე დაწყებული აქვთ, თუმცა ისინი კვლავაც რუსეთიდან იღებენ ენერგორესურსების მნიშვნელოვან ნაწილს, რადგან მომარაგების წყაროს ერთ დღეში შეცვლა რთულია.ამასთან, ინდოეთი აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირე და პარტნიორია. ამიტომ პრეზიდენტს სჭირდება ეს პერიოდი, რათა ყველა გარემოება შეისწავლოს და განსაზღვროს, რომელი ზომების კომბინაცია იქნება ყველაზე სწორი“, – განაცხადა რუბიომ.რუბიომ ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ იღებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სანქციების შემსუბუქებითა და რუსული დიზელის გაყიდვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებით სარგებელს შეერთებული შტატებისგან სანაცვლოდ რაიმე დათმობის გარეშე.„ეს დიზელი ამა თუ იმ გზით მაინც გაიყიდება. პუტინი მას მსოფლიო ბაზარს ნებისმიერ შემთხვევაში მიაწვდიდა. ერთადერთი განსხვავება ის არის, თუ ამ მოცულობის რა ნაწილს მიიღებდა შეერთებული შტატები“,- განაცხადა რუბიომ.მისი თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება უპრეცედენტო არ არის, რამდენიმე თვის წინ, ჰორმუზის სრუტეში დაძაბულობის დროს აშშ-მა რუსეთის ნავთობზე სანქციების მოქმედება 60 დღით შეაჩერა.„მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტები ერთმანეთს სულ უფრო მეტად უკავშირდება და გავლენას ახდენს არა მხოლოდ ნავთობისა და დიზელის გლობალურ ფასებზე, არამედ ეკონომიკაზეც. ეს თავად შეერთებულ შტატებზეც აისახება. ჩვენ იმაზე მეტის გადახდა გვიწევს, ვიდრე გვსურს. თუმცა, თუ მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შევხედავთ, დავინახავთ, რომ ზოგიერთი მათგანი კრიზისის ზღვარზე დგას. ამიტომ ყველა ამ საკითხის ფრთხილად მართვაა საჭირო, რადგან ისინი ახლა ერთმანეთზე გადაჯაჭვულია. საქმე მხოლოდ ჰორმუზის სრუტეში არსებულ ვითარებას აღარ ეხება. მნიშვნელოვანია ისიც, რაც საუდის არაბეთში ხდება და რა გაურკვევლობას ქმნის ეს, ასევე რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომი და ის შეზღუდვები, რომლებსაც ეს კონფლიქტი გლობალურ ენერგომომარაგებას უქმნის“, – განაცხადა რუბიომ.ამასთან, რუბიოს განცხადებით, თეთრ სახლს უკრაინისთვის Starlink-ის კავშირის შეზღუდვასთან კავშირი არ აქვს. რუბიოს თქმით, მისი ინფორმაციით, კავშირი უკვე აღდგენილია.„არ ვიცი, რა მოსაზრება დგას ამ ბრალდების უკან, მაგრამ ამას თეთრ სახლთან არანაირი კავშირი არ აქვს. რამდენიმე დღის წინ ამ საკითხზე გავრცელებული ინფორმაცია ვნახე. ეს კატეგორიულად მცდარია. თეთრ სახლში არავის მიუცია არავისთვის დავალება, შეენელებინა ინტერნეტი ან შეემცირებინა კავშირის სიჩქარე. თუმცა, როგორც მე ვიცი, კავშირი აღდგენილია და სისტემა კვლავ მუშაობს“, – განაცხადა რუბიომ.

ბალისტიკური

ომი უკრაინაში • 1792308764

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე საჰაერო იერიშები „ისკანდერ-M“-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტითა და 180 დრონით მიიტანა

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე საჰაერო იერიშები „ისკანდერ-M“-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტითა და 180 დრონით მიიტანა. ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ უკრაინის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.ოფიციალური უწყების ცნობით, უკრაინულმა მხარემ 152 დრონის ჩამოგდება შეძლო. ამის მიუხედავად აფეთქებები 20 ადგილას დაფიქსირდა.მედიის ცნობით, რუსებმა უკრაინაზე რაკეტით იერიში ვორონეჟის ოლქიდან მიიტანეს, დრონებით თავდასხმები კი – ორიოლიდან, ბრიანსკიდან, კურსკიდან და შატალოვოდან. იერიშები განხორციელდა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ყირიმიდანაც.მედიის ცნობით, უკრაინის დროით დილის რვა საათზე უკრაინის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 10 რუსული დრონი იმყოფებოდა.

✕