სალომე კაპანაძე

ტაბლოიდი 1762797711

VIDEO: "შფოთვითი აშლილობა მქონდა, არავისთან კონტაქტი არ მინდოდა..." - სალომე კაპანაძის გულახდილი ინტერვიუ

ინფლუენსერი სალომე კაპანაძე ფართო საზოგადოებამ «პრაიმ ჰაუსის» მეშვეობით გაიცნო. ის პროექტი პირველ და ბოლო სეზონზე მონაწილეობდა. სალომე ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში და განსაკუთრებულ ყურადღებას მისი პირადი ურთიერთობა აქვს. როგორც ინფლუენ სერმა «პრიმთაიმთან» საუბარში განაცხადა, ის დიდი თავს გრძნობდა და პანიკური შეტევებია. რის გამოც, ხუთი თვე საერთოდ არავის ეკონტაქტებოდა. ახლა კი თავს გრძნობს და მუშაობს სხვადასხვა კომპანიებთან. როგორც ჩვენთან საუბარში ამბობდა, პირადად მე არ მაქვს რაიმე და იმის მიზეზი, რომ ისიც არის, რაც ყველაზე ცუდი გამოცდაა.- განვიხილავდი, სხვაგვარად რომ ვიყო, განვიხილავდი დიდხნიან ურთიერთობას. უკვე გამოვიდა, რომ თითქმის ყველა ურთიერთობა წარუმატებელი იყო. შესაძლოა, ნამდვილად კარგად არის, მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ისინი არ არიან განწყობილი. პარტნიორი ვერ გთავაზობს ვერაფერს, სხვა გარემოს ეძებს და აქ იწყება ეჭიანობა. შეიძლება მე რომ ვუსმენდე თავს სასაცილოდ არ მეყოს და ვთქვა რა მებრძოლი ეს არისთქო, მაგრამ ძალიან მებრძოლი ადამიანი ვარ.- ვიცი, ერთი შეხედვით განცალკევებით თავს გრძნობდით და სახლიდანაც არ გამოდიოდი, იყო ამის მიზეზი?- სულ სხვადასხვა ამბებში არ ხდება ამდენი სტრესის აღქმა, შესაბამისად საბოლოოდ დამემართა შფოთვითი აშლილობა. მეხუთე თვე სახლში და არავისთან არ არის ურთიერთობა - მეშინოდა. ადრე სხვა მსგავსი მიდგომა მიიღებდა თავს სამწუხაროდ ამ პრობლემაზე ბევრი ადამიანი არ საუბრობს, მადლობა ყველას მხოლოდ ერთხელ მაინც უსაუბს, უბრალოდ ვიწექი და მსგავს ვიდეოებს ვუყურებდი. ახლა გამოვიხედე განცხადებადან, კიდევ ვერ მოგიყვებით რა გამოვიარე. დილით ვიღვიძებდი და ღმერთს ვთხოვდი იმ იდან გამოვეყვანე. ზუსტად განსაზღვრული გამოხედვა და სწორი ხაზის ვთხოვდი, ჯანმრთელობა. ამჯერად სხვაგვარად იწყება დილა, მე მაქვს ყველაფერი. მივმართე სპეციალისტს, მედიკამენტოზური მკურნალობა და მაგან კიდევ უფრო მეტად გამხადა. საბოლოო ადგილი თავთან გამონახულმა საერთო ენამ მიშველა. ახლანდელი გადმოხედიდან ვთვლით საჭირო იყო ის ყველაფერი.- რა მოგიტანა «პრაიმ ჰაუსმა»?- პრაიმ ჰაუსის ბოლო სეზონი მომიტანა ის რაც იყო. ნამდვილი სალომევალ, რომელიც ყოველთვის პოულობს გამოსავალს. კარგად ვგრძნობდი თავს, აქვს დისკომფორტი არ მქონია. მე ზუსტად, სწორი სწავლებით და ემოციებით. ძალიან გამიმართლა საქმის მხრივ, მნიშვნელოვანი მიღწევები, კიდევ უფრო გაიზარდა ჩემი გაცნობა. როდესაც პრაიმ ჰაუსში შედიხარ, უნდა იცოდე, რომ პიკში იქნება ცნობადობა და ეს უნდა გამოიყენო.- ბევრი ჭორები დადის შენს შესახებ, გვიამბე როგორ შეიძინე სახლი და ახალი მანქანა...- რაც არ უნდა გავაკეთო, ყველას გონია რომ ადამიანი მიკეთებს. ეს გამანაწილებელია. ერთი დიდი ვგეგმავდი მარტო ცხოვრებას და იპოთეკური სესხით ვიყიდე ბინა, მანქანა პატარა ასაკიდან მყავს და ვცვლი ორ წელიწადში ერთხელ. მე ის საქმეა რაც მონდეს ყველაფერი. ლუენსერი ვარ, ვთანამშრომლობ კომპანიებთან, ბევრს ვმუშაობ და სურვილებს ვისრულებ.  

ანი ყიფშიძე

საზოგადოება 1761851455

„საქართველოს რამდენიმე გზის ჩემპიონია, რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება...“ - ანი ყიფშიძე რჩეულის შესახებ

„პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის მონაწილის და ნახევარ-ფინალსიტის ანი ყიფშიძის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეებია. როგორც „პრაიმტაიმთან“ ამბობს, ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა, ეს კი მეორე ნახევრის დამსახურებაა. - ანი, გვიამბე შენს მეორე ნახევარზე, როგორი სიყვარულის ისტორია გაქვთ?- ჩვენი სიყვარულის ისტორია მაშინ დაიწყო, როცა „პრაიმ ჰაუსი“ დამთავრდა. ეს ადამიანი ყველანაირი გზით ცდილობდა, რომ ჩემამდე მოსულიყო და როცა გინდა, ყოველთვის გამოგდის.გადავეკვეთეთ ერთამნეთს. თავიდან თვალები მომეწონა. მერე ნელ-ნელა მივხვდი, რომ ძალიან მაგარ ადამიანთან მქონდა საქმე.- როგორ გაიცანით ერთმანეთი, პირველი შეხვედრა გაიხსენე...- სოციალურ ქსელში მომწერა, მომესალმა, როგორ ხარო. ვუთხარი, რომ ცუდ ხასიათზე ვიყავი. როგორ შეიძლება ცუდ ხასიათზე ყოფნა, შენი სახლი ვიცი, აქვე ვარ და მოვალო. ჩემს უბანში მოვიდა, მაგრად გამოპრანჭული, თვალებციმციმა... იმ დღის შემდეგ ასე მოვდივართ... პრინცმა მომაკითხა, რაშზე ამხედრებულმა. (იცინის).- მის სახელსა და გვარს სოცქსელებში არ ავრცელებ. ქართველია?- კი, ქართველია. სამჭიდში საქართველოს რამდენიმე გზის ჩემპიონია. ცხოვრებაში, სპორტის მიმართულება აქვს არჩეული. ცხოვრების ჯანსაღი წესით ცხოვრობს, ვფიქრობ, დედამიწაზე ყველაზე პატიოსანი, ყველაზე კეთილი ადამიანია. ეს ადამიანი ზუსტად იმ დროს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, როცა მართლა აღარაფერი მაინტერესებდა. რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება, ღმერთმა გამომიგზავნა...- როგორი ურთიერთობა აქვს შენს შვილთან, ნატალისთან?- სადაც და ვისთან ერთადაც უნდა ვიცხოვრო, ჩემი შვილი ნომერ პირველი იქნება. ნატალისთან რომ ჰქონდა კარგი დამოკიდებულება, ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა. იმდენად გახსნილი, თბილი ურთიერთობა აქვთ, რომ ხანდახან მგონია, ჩემი შვილის ბიოლოგიური მამა ეს არის-მეთქი. ყურადღებას არ აკლებს, ისე ზრუნავს, როგორც საკუთარი მამა იზრუნებდა მასზე. რამე თუ სტკივა, ესეც განიცდის, რამეს თუ დააშავებს, შენიშვნას მისცემს, ოღონდ სწორად, როგორც საკუთარ შვილს. სამომავლოდ ვაპირებთ, რომ საერთო შვილი ჩვენც გვყავდეს...- მას თუ ჰყავს შვილი?- მასაც ჰყავს შვილი და იდეალური ურთიერთობა გვაქვს მასთან მეც და ნატალისაც.- რამდენი ხანია ერთად ცხოვრობთ?- დაახლოებით, 8 თვეა. შეყვარებულობიდან - წელიწადი და 2 თვეა გასული... - ქორწილსაც ხომ არ გეგმავთ?- ჯერჯერობით, ამაზე არ ვფიქრობ. სამომავლოდ შეიძლება, მაგრამ ახლა ჩემს ცხოვრებაში სხვა ეტაპია დაწყებული. ხომ იცით, როგორი ადამიანის გვერდითაც ხარ, შენც ისეთი ხდებიო. სპორტის გზას მეც გავყევი, ფიტნეს ინსტრუქტორი გავხდი. „პრო ფიტნესს“ აქვს 6 ფილიალი, ნებისმიერ ფილიალში იდეალური და უმაგრესი ინსტრუქტორები გვყავს. ჩემი ცხოვრება რადიკალურად შემოტრიალდა. ზუსტად ისე მოხდა, როგორც ზღაპრებში. რაც მთავარია, გვერდით მყავს ადამიანი, რომელსაც მართლა ვუყვარვარ ისეთი, როგორიც ვარ.- აქტიურად გადევნებდა „პრაიმ ჰაუსში“ თვალს, გგულშემატკივრობდა?- სხვათა შორის, ერთხელ მითხრა, ერთადერთი, რის გამოც ვუყურებდი მაგ პროექტს, შენ იყავიო. სულ გულში მქონდა ფიქრები, დარწმუნებული ვიყავი, რომ ერთ დღეს ჩემი გახდებოდიო. - სხვადასხვა ჭორს გიგორებენ... - ამბობენ, რომ ცოტა დრო გავა და მომკლავს, კესარია აბრამიძის გზას გავუყვები. ეტყობა, თვითონ არიან მოძალადეები. რატომ უნდა მომკლას ადამიანმა, რომელსაც ვუყვარვარ? რატომ უნდა უნდოდეს ჩემი დაჩაგვრა და ცემა? ჩემი საყვარელი ადამიანი ქალებს არ ურტყამს...- რას ეტყოდი იმ ადამიანებს, რომლებიც ნეგატიურად ეხმაურებიან თქვენს ურთიერთობას და ღვარძლიან კომენტარებს წერენ?- ვინც ცუდ კომენტარებს გვიწერს, გვწყევლის და ცუდ აზრებს ავრცელებს ჩვენს მიმართ, ვეტყვი, რომ დეპეშა აღარ მიდის, თქვენი სიტყვები რომ მოდიოდეს ჩვენამდე (იცინის).

კრისტი აბაკუმოვა

ტაბლოიდი 1732018955

„ცხოვრება აღარ მიხაროდა... ეს იყო ჩემთვის წარმოუდგენელი...“ - უცნობი ისტორია კრისტი აბაკუმოვას შესახებ

სატელევიზიო რეიტინგების ლიდერ შოუში „პრაიმ ჰაუსში“ მაყურებელმა არაერთი საინტერესო სახე გაიცნო. მონაწილეების უკეთ გაცნობის მიზნით, მათთან ბლიც ინტერვიუს ჩაწერა. კითხვა-პასუხის დროს ინფლუენსერები პირადი ცხოვრების ისეთ უცნობ დეტალებს ჰყვებოდნენ, რომლის შესახებ, ეკრანზე არასდროს უსაუბრიათ.გთავაზობთ მცირე ამონარიდს კრისტი აბაკუმოვას ბლიცინტერვიუდან:- რაზე ოცნებობდი ბავშვობაში?ბავშვობაში მინდოდა, რომ ცნობილი ვყოფილიყავი და მგონი ახდა ჩემი ოცნება.- რისი ნიჭი გინდა, რომ გქონდეს?სიმღერის- ყველაზე მეტ დროს უთმობ?ყველაზე მეტ დროს ვუთმობ უაზრო ფიქრებს, ძალიან ბევრს ვფიქრობ უაზროდ.- დედაჩემი მომკლავს თუ...დედაჩემი მომკლავს თუ ჩემი სახელი იქნება შელახული.- სად იცხოვრებდი?სადმე თბილ ქვეყანაში- რამ გაგაოცა ბოლოს?არაფერი მახსენდება...- პირველი სამსახური იყო?სილამაზის სალონი, სადაც ვიყავი ადმინისტრატორი... ნახეთ სრულად

დიასა

ტაბლოიდი 1722028831

VIDEO: რა ხდება ამ წუთებში „რუსთავი 2-ის“ ეზოსთან „პრაიმ ჰაუსის“ დასრულების შემდეგ

„პრაიმ ჰაუსის“ გამარჯვებული გიორგი დიასამიძე გახდა. ლაივ შოუს დასრულების შემდეგ გამარჯვებულის გულშემატკივრები „რუსთავი 2-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, სადაც იმღერეს და გამარჯვება აღნიშნეს.ნახეთ კადრები ↓ასევე ნახეთ:დიასას პირველი კომენტარი „პრაიმ ჰაუსში“ გამარჯვების შემდეგსალომე კაპანაძის პირველი კომენტარი „პრაიმ ჰაუსის“ დასრულების შემდეგ

სალომე კაპანაძე

ტაბლოიდი 1722026279

სალომე კაპანაძის პირველი კომენტარი „პრაიმ ჰაუსის“ დასრულების შემდეგ

„პრაიმ ჰაუსის“ გამარჯვებული გიორგი დიასამიძე გახდა. ფინალში მასთან ერთად პაატა თედიაშვილი და სალომე კაპანაძე იყვნენ. გთავაზობთ სალომეს პირველ კომენტარს:„ჩემთვის ფინალში ყოფნა ძალიან დიდი გამარჯვებაა. ძალიან რთული გზა გავიარე იმისთვის, რომ აქამდე მოვსულიყავი. მადლობა პროექტს, მომეცა საშუალება მეორედ, რომ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შემეცვალა. მადლობა მონაწილეებს, მაყურებლებს, ჩემს გულშემატკივარს, მხარდამჭერებს, რომ აქამდე ასე ლამაზად მოვედი,“ - თქვა სალომე კაპანაძემ.ასევე ნახეთდიასას პირველი კომენტარი „პრაიმ ჰაუსში“ გამარჯვების შემდეგ

დიასა

ტაბლოიდი 1722026008

დიასას პირველი კომენტარი „პრაიმ ჰაუსში“ გამარჯვების შემდეგ

„პრაიმ ჰაუსის“ გამარჯვებული გიორგი დიასამიძე გახდა. გთავაზობთ მის პირველ კომენტარს:„ის ოცნება ახდა, რაც მე ძალიან მინდოდა... ეს არის თქვენი დამსახურება, ჩემო მეგობრებო... ყველას უღრმესი მადლობა, ვერ ვლაპარაკობ...  არ მჯერა... დაუვიწყარი შეგრძნებაა. ბებო, დედა, ძალიან მიყვარხართ. ჩვენ ეს შევძელით, მეგობრებო,“ - თქვა გიორგი დიასამიძემ.

სალომე კაპანაძე

ტაბლოიდი 1721843399

VIDEO: „სალო, არ გინდა...“ - რა მოხდა „პრაიმ ჰაუსში“

„პრაიმ ჰაუსში“ გამარჯვებისთვის სამი ფინალისტი იბრძვის. პროექტის დასრულებამდე ცოტა დრო რჩება, ურთიერთობები კიდევ უფრო მწვავდება.ამჯერად პროექტი ავრცელებს დღევანდელი ეპიზოდის ანონსს, რომელშიც ჩანს, რომ მონაწილეებს შორის დაძაბული ვითარებაა. ნახეთ ვიდეო:

დიასა სალომე

ტაბლოიდი 1721759038

VIDEO: დიასამ და სალომემ ერთმანეთს გული გადაუშალეს - რა ხდება „პრაიმ ჰაუსში“

„პრაიმ ჰაუსი“ დღევანდელი ეპიზოდის ანონსს ავრცელებს. დღეს, 23:30 საათზე, მაყურებელი ნახავს:დიასამ და სალომემ ერთმანეთს გული გადაუშალეს;ცეკვის გაკვეთილები მეგობრობის ნიშნად;სახალისო ნომინაციები და დაჯილდოება პრაიმ ჰაუსში;გასეირნება ტივით მტკვარზე.ნახეთ, ვიდეო:

დიასა

ტაბლოიდი 1721662907

VIDEO: „მე ფართზე არ ჩამოვალ, გაერთეთ თქვენ...“ - რა მოხდა პრაიმ ჰაუსში

„პრაიმ ჰაუსში“ გამარჯვებისთვის სამი ფინალისტი იბრძვის. პროექტის დასრულებამდე ცოტა დრო რჩება და მათ შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მწვავდება.დიასა პაატას გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და ამბობს, რომ დაგეგმილ ფართზე არ ჩავა. მიზეზი ნახეთ ვიდეოში:

სალომე კაპანაძე

ტაბლოიდი 1721418844

სალომე კაპანაძის პირველი კომენტარი „პრაიმ ჰაუსის“ ფინალში გადასვლის შემდეგ

„პრაიმ ჰაუსის“ ფინალში სალომე კაპანაძე გადავიდა. გთავაზობთ მის პირველ კომენტარს:„საოცარ ემოციებში ვარ... სიგიჟემდე ვინერვიულე, არ ველოდებოდი ასეთ ნერვიულობას... ახლაც შოკში ვარ... ეს შესანიშნავი ამბავია, რომ ამდენი ბრძოლის, ამდენი ამბის შემდეგ, რაც „პრაიმ ჰაუსში“ გადამხდა, ფინალში ვარ...“ - თქვა სალომე კაპანაძემ.სალომე კაპანაძესთან ერთად ფინალში გიორგი დიასამიძე და პაატა თედიაშვილი გადავიდნენ.

პაატა სალომე

ტაბლოიდი 1721321419

VIDEO: „პაატამ გამომიყენა!“ - სალომე კაპანაძე

„პრაიმ ჰაუსში“ სალომე კაპანაძისა და პაატა თედიაშვილის ურთიერთობა დაიძაბა. ცნობილია, რომ მონაწილეები პროექტს მიღმაც მეგობრობდნენ, თუმცა, სალომეს თქმით, პაატამ ის შოუს გამო გამოიყენა.ნახეთ გადაცემის ანონსი ↓

დიასა და კრისტი

ტაბლოიდი 1721229402

VIDEO: ერთმანეთს დიასა და კრისტი დაუპირისპირდნენ - ვრცელდება კადრები

„პრაიმ ჰაუსში“ დაპირისპირებები გრძელდება. ამჯერად ერთმანეთს დიასა და კრისტი დაუპირისპირდნენ. თუ რა გახდა კონფლიქტის მიზეზი პროექტის ყოფილ მონაწილესა და ნახევარფინალისტს შორის, ამას მაყურებელი დღეს, 23:00 საათზე შეიტყობს.