სალომე კაპანაძის პირველი კომენტარი „პრაიმ ჰაუსის“ ფინალში გადასვლის შემდეგ

სალომე კაპანაძე

„პრაიმ ჰაუსის“ ფინალში სალომე კაპანაძე გადავიდა. გთავაზობთ მის პირველ კომენტარს:

„საოცარ ემოციებში ვარ... სიგიჟემდე ვინერვიულე, არ ველოდებოდი ასეთ ნერვიულობას... ახლაც შოკში ვარ... ეს შესანიშნავი ამბავია, რომ ამდენი ბრძოლის, ამდენი ამბის შემდეგ, რაც „პრაიმ ჰაუსში“ გადამხდა, ფინალში ვარ...“ - თქვა სალომე კაპანაძემ.

სალომე კაპანაძესთან ერთად ფინალში გიორგი დიასამიძე და პაატა თედიაშვილი გადავიდნენ.