ტაბლოიდი •
1724531502
„ნიკოს სიმღერა ერთ-ერთი მთავარი შემოსავალია ოჯახში, არავის შეგრჩებათ ჩემი შვილების ლუკმაზე თამაში...“ - სალომე უშხვანი
„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი
მონაწილე, სალომე უშხვანი
ბათუმში, ერთ-ერთ ივენთ
კლუბში გამართული
ღონისძიების შემდეგ,
სოციალურ ქსელში პოსტს
აქვეყნებს და კრიტიკოსებს
მიმართავს:„ძალიან დიდი
მადლობა ყველას, ვინც ნიკოს
ივენთზე მოხვედით, გზაში
ხართ, ან გინდოდათ და ვერ
მოახერხეთ, ძალიან ბევრი
ავი თვალი გვყავს ირგვლივ,
არაკეთილმოსურნე, ძალიან
ბევრი, რომელიც არსებული
რეალობის მიუხედავად,
დაუნახავი ჭეშმარიტების
მიუხედავად, ყველაფერს
აკეთებენ ჩვენი
ანტიპიარისთვის. იმისთვის,
რომ ნიკომ ვერ იმღეროს, ვერ
იმუშაოს, დაიბლოკოს ბევრ
დაწესებულებაში, მუდმივ
ჰეითში გვამყოფონ! ნიკოს
სიმღერა ერთ-ერთი მთავარი
შემოსავალია ჩვენთან
ოჯახში, არავის შეგრჩებათ
ჩემი შვილების ლუკმაზე
თამაში! მე ჯერ აქ ვარ, ნიკოს
გვერდით და სულ აქ ვიქნები...
ქალებო, ბედნიერებას
გისურვებთ და ნაკლებ
შეცდომებს, განსაკუთრებით,
ქალებს ნუ დაუგებთ მახეებს,
შეიძლება, თავად
აღმოჩნდეთ!! და კიდევ, თუ
ვინმეს გაინტერესებთ, ვინ
არის მისი პროდიუსერი, მე
ვარ მისი პროდიუსერიც და
ცოლიც! მადლობა ყველას
სიყვარულისთვის!“ - წერს
უშხვანი.