სასტიკი მკვლელობა ფონიჭალაში

კრიმინალი 1709808486

„ქალს 29 და ბავშვს 12 ჭრილობა ჰქონდა...“ - სასტიკი მკვლელობა, რომელმაც 2016 წელს ქვეყანა შეძრა

გადაცემა “პოლიციის ფაილები” თბილისში მომხდარ სასტიკ მკვლელობას მიეძღვნა. საუბარია 2016 წლის 22 თებერვალს ფონიჭალაში 43 წლის ნონა რამინაძისა და მისი 3 წლის ქალიშვილის – მარიამ მამფორიას სასტიკ მკვლელობაზე.როგორც ცნობილია, დანაშაულის ჩადენიდან 5 თვის შემდეგ შსს-მ ბრალდებულის სახით ოჯახის ახლობელი, 26 წლის გიორგი ხაბელაშვილი დააკავა, რომელმაც ნონა რომანაძეს და მის მცირეწლოვან შვილს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც ბავშვის ცხედარს ცეცხლი წაუკიდა.ბინაში ძლიერი დაკვამლიანება იყო, ეს ხილვადობას პრობლემას უქმნიდა. ოჯახის დიასახლისი გარდაცვლილი ნახეს, პროფესიონალებს არ გამოპარვიათ, რომ დამწვარ სხეულზე ჭრილობებიც აღენიშნებოდა. ბინაში გარდაცვლილი ქალი ეზოში დაასვენეს. სამაშველო-სახანძრო ბრიგადამ ხანძრის ლიკვიდაცია მალევე შეძლო.ბავშვს კი იმ ოთახში მიაგდნეს, სადაც ხანძრის კერა იყო. მოზარდი თითქმის სულ დამწვარი იყო. პატრულ-ინსპექტორი ზვიად ბარბაქაძე იხსენებს, რომ დაღუპულ ბავშვს დედისგან განსხვავებით არ ეტყობოდა ჭრილობები, რადგან სხეული მძიმედ დაზიანებული ჰქონდა.ქალის გვამი სამედიცინო ექსპერტმა დაათვალიერა, ნახანძრალ სახლში ძალადობის კვალს ადვილად მიაგნეს, სისხლის შხეფები კედლებზე ჯერ კიდევ იყო, შეინიშნებოდა დამტვრეული ავეჯი და არეული ოთახები.ექსპერტმა ბაჩო ბენიძემ დადგინა, რომ შემთხვევის ადგილას ხანძარი ხელოვნურად გაჩნდა, რათა დანაშაულის ნიშნები არ დარჩენილიყო.გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსმა გამომძიებელმა ლაშა ტუხაშვილმა “პოლიციის” ფაილებში” განაცხადა:“ხანძრის გაჩენამდე ცოტა ხნით ადრე, ბავშვს ჩართული ჰქონდა საბავშო გადაცემები, იქვე ახლოს მისთვის განკუთვნილი კერძით თეფში იდო. სამართალდამცველებმა სახლიდან 7 000 დოლარი და ძვირფასი ნივთები იპოვეს. ასევე, საცხოვრებელში არსებული ტექნიკა ექსპერტიზაზე გაიგზავნა.კვლევებით დადგინდა, რომ ქალს 29 ჭრილობა, ხოლო 3 წლის ბავშვს 12 ჭრილობა აღენიშნებოდა. გამოძიება, ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მკვლელობის გახსნას ცდილობდა. მეზობლები მამფორიების ოჯახზე დადებითად საუბრობდნენ. გარდაცვლილის ქმარი ყოველდილას სახლიდან სამსახურში მიდიოდა, იქიდან კი, გამომუშავებული ხელფასის ნაწილით სავალუტო ჯიხურში დოლარს ყიდულობდა, რადგან წყვილი ბინის საყიდლად ფულს აგროვებდა. მკვლელი ოჯახის ახლობელი უნდა ყოფილიყო, რადგან მოკლულ ქალს ხალათი ეცვა და “სტუმარი” ამ ფორმაში ჰყავდა მიღებული. გამოძიებით დადგინდა, რომ ქმარი სამსახურში იყო, ხოლო უფროსი შვილი – სკოლაში. ოჯახის მეგობრებს მყარი ალიბი ჰქონდათ.გიორგი ხაბელაშვილმა ნასვამ მდგომარეობაში მეგობარს მამფირიების ოჯახის დაყაჩაღება შესთავაზა. მეგობარმა მომხდარი და შეთავაზების შინაარსი ერთმანეთს დაუკავშირა და შსს-ში ჩვენების მისაცემად მივიდა.გამოძიება ამ ვერსიით გაგრძელდა და დადგინდა, რომ ხაბელაშვილი მეგობარ ქალთან დანაშაულის ჩადენის დროს თავის სახლში არ იმყოფებოდა, ქალბატონი აღნიშნავდა, რომ მასთან ხაბელაშვილი აღელვებული მივიდა და ტანსაცმელი სასწრაფოს გარეცხა.ხაბელაშვილი შემთხვევის ადგილას მაშინ არ მისულა, როცა ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ. მან თავისსა და მამფორიას საერთო მეგობრებს სთხოვა, რომ მასზე ეთქვათ, რომ სახლში დილიდან სვამდა, რადგან პოლიციას მასზე როგორც წარსულში ნასამართლევს, არ დაედანაშაულებინა.ასევე დაგაინტერესებთ:ჯარიმა 1000 ლარი იქნება - გაეცანით კიდევ ერთ სანქციას, რომელიც 1 მარტიდან ამოქმედდა“ოღონდ შვილიშვილი არა…” - შორენა ბეგაშვილი შვილს მიმართავსთერჯოლაში, ავარია მსხვერპლით დასრულდა

შსს

სამართალი 1704736251

VIDEO: პოლიციის ფაილები - 2023 წლის შეჯამება

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ განაგრძობს ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის მიზნით ვალდებულებების შესრულებას. „2023 წელი არის ძალიან მნიშვნელოვანი წელი, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ასევე მთავრობისთვის, საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და მე ძალიან ამაყი ვარ, რომ შემიძლია ვთქვა შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით, რომ ამ უწყებამ ევროინტეგრაციის გზაზე ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ღირსეულად შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულებები“, - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი ქეთი კოვზიაშვილი. 

ბუ

მსოფლიო 1703595593

84 წლის პენი ფოსეტს საკუთარი „ბუ“ ჰყავს - "სოლომონი", განსაკუთრებით, ბავშვებს უყვართ

ათი წლის წინათ, პენი ფოსეტმა შენიშნა ხვრელი ხეზე სახლის გარეთ, რომელიც „ჰგავდა იმ ადგილს, სადაც ბუ იცხოვრებდა“.მან იყიდა სათამაშო ბუ, მეტსახელად სოლომონი და ყოველდღიურად მისი ჩაცმა დაიწყო. ფოტოები უცხოურ მედიაშიც გავრცელდა.„ჩვენ ბევრი გულშემატკივარი გვყავს სამეზობლოში, ბავშვები დროდადრო ტოვებენ გულებს, ან ლამაზ ნივთებს ხეზე", - ამბობს 84 წლის ფაუსეტი.„მიყვარს, როცა ადამიანები მეუბნებიან, რომ უყვართ მისი დანახვა“, - დასძენს ქალმა.თავდაპირველ სოლომონს არ სჭირდებოდა ჩანაცვლება, მაგრამ შემდეგ ხეზე სხვა სათამაშოებიც გაჩნდნენ. ახალი წლისთვის მან ხეზე თოვლივით თეთრი ბუ შემოსვა.ასევე ნახეთ:VIDEO: ემოციური კადრები - როგორ შეხვდნენ სახლში დაბრუნებულ გიორგი მამარდაშვილსVIDEO: შემაშფოთებელი ფარული კადრები და მასშტაბური სპეცოპერაცია, რომელმაც ნარკორეალიზატორების დაკავებით დასრულდა - პოლიციის ფაილები„პიროტექნიკა არ აქვს აფეთქებული პირში! არასწორი ინფორმაცია აღარ გაავრცელოთ! ძაღლი არის ნაცემი“ - ტასო ლოსაბერიძე მიმართვას ავრცელებს

სახლები

მსოფლიო 1703595378

მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრები 79 წლის კაცი ჯართისგან "ზამთრის სოფლებს" ქმნის - ფოტოები

მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრები 79 წლის კაცი თვეების განმავლობაში აგროვებდა მუყაოს და ჯართს, რათა შეექმნა უჩვეულო ზამთრის სოფელი, რომელიც ახლა გამოფენილია მისი შენობის ფოიეში.„მე მსიამოვნებს. ყველას, ვინც ამას ხედავს, მოსწონს, ასე რომ, თავს კარგად ვგრძნობ“,- ამბობს კაცი.როგორც მამაკაცი ამბობს, ის სკოლის წლებიდან კრეატიული იყო.კენტუკის მკვიდრმა გამოიყენა გადამუშავებადი მუყაო შენობებისთვის, აიღო ჩხირები გარედან ხეებად გადაქცევისთვის და თოვლისთვის ბამბის ბურთულები.ასევე ნახეთ:VIDEO: ემოციური კადრები - როგორ შეხვდნენ სახლში დაბრუნებულ გიორგი მამარდაშვილსVIDEO: შემაშფოთებელი ფარული კადრები და მასშტაბური სპეცოპერაცია, რომელმაც ნარკორეალიზატორების დაკავებით დასრულდა - პოლიციის ფაილები„პიროტექნიკა არ აქვს აფეთქებული პირში! არასწორი ინფორმაცია აღარ გაავრცელოთ! ძაღლი არის ნაცემი“ - ტასო ლოსაბერიძე მიმართვას ავრცელებს

მოძრაობა აიკრძალა

საზოგადოება 1703565445

მოძრაობა აკრძალულია! - საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზვავსაშიშროების, ქარბუქის, დაბალი ხილვადობის და ინტენსიური თოვის გამო, შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 44-46-კილომეტრზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.უწყების ცნობით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.ასევე ნახეთ:VIDEO: შემაშფოთებელი ფარული კადრები და მასშტაბური სპეცოპერაცია, რომელმაც ნარკორეალიზატორების დაკავებით დასრულდა - პოლიციის ფაილები“ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს…” - სინოპტიკოსების ახალი პროგნოზი

მინისტრი

მსოფლიო 1703503560

ბრიტანეთის შს მინისტრმა ცოლზე ხუმრობისთვის ბოდიში მოიხადა

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ, ბოდიში მოიხადა ხუმრობისთვის, თითქოს ის თავის ცოლს ყოველ ღამე მცირე რაოდენობით სედაციურ ნარკოტიკს აძლევს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. ნარკოტიკი, რომელზეც ჯეიმს კლევერლიმ იხუმრა, ხშირად ქალების გასაუპატიურებლად გამოიყენება.როგორც ცნობილია, კლევერლიმ ერთ-ერთ ღონისძიებაზე ქალი სტუმრების გარემოცვაში იხუმრა რომ მისი ცოლის სასმელში სულ ცოტა სედაციური ნარკოტიკის ჩაყრა არალეგალური არაა. ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა იხუმრა, რომ ხანგრძლივი ქორწინების საიდუმლო ისაა, რომ მისი ცოლი ყოველთვის ოდნავ ნარკოტიკების ქვეშაა, რომ ვერ შენიშნოს სხვა კარგი კაცების არსებობა მის გარდა.ბრიტანული მედიის ცნობით, სწორედ ამ ღონისძიების დღეს კლევერლიმ დააანონსა კანონის აღსრულების ახალი ზომები, სასმელში გარეულ ნარკოტიკთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის შემთხვევების აღსაკვეთად.კლევერლის პრესსპიკერის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ირონიულად იხუმრა და ამისთვის ბოდიშს იხდის.ქალთა უფლებების დამცველმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ The Fawcett Society-მ ჯეიმს კლევერლის გადადგომისკენ მოუწოდა. ასევე ნახეთ:VIDEO: ემოციური კადრები - როგორ შეხვდნენ სახლში დაბრუნებულ გიორგი მამარდაშვილსVIDEO: შემაშფოთებელი ფარული კადრები და მასშტაბური სპეცოპერაცია, რომელმაც ნარკორეალიზატორების დაკავებით დასრულდა - პოლიციის ფაილები„პიროტექნიკა არ აქვს აფეთქებული პირში! არასწორი ინფორმაცია აღარ გაავრცელოთ! ძაღლი არის ნაცემი“ - ტასო ლოსაბერიძე მიმართვას ავრცელებს

მატარებელი

საზოგადოება 1703494302

„უამინდობის გამო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე არიან გაჩერებული“ - რკინიგზის განცხადება

საქართველოს რკინიგზის ცნობით, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე არიან გაჩერებული.როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს რკინიგზა მაქსიმალურად ცდილობს, რომ სამგზავრო რეისები შეფერხებების გარეშე შესრულდეს, თუმცა რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობა რკინიგზაზე სხვადასხვა პრობლემას ქმნის.„ამ დროისათვის უღელტეხილის მონაკვეთზე გათიშულია ქვესადგურები, კერძოდ რკინიგზის საკონტაქტო ქსელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. საქართველოს რკინიგზა ძალისხმევას არ იშურებს, რომ სამგზავრო მატარებლებმა მოძრაობა უმოკლეს დროში განაახლონ შეფერხებების გარეშე, ელექტროენერგიის სტაბილური მოწოდებისთანავე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.ასევე ნახეთ:VIDEO: ემოციური კადრები - როგორ შეხვდნენ სახლში დაბრუნებულ გიორგი მამარდაშვილსVIDEO: შემაშფოთებელი ფარული კადრები და მასშტაბური სპეცოპერაცია, რომელმაც ნარკორეალიზატორების დაკავებით დასრულდა - პოლიციის ფაილები„პიროტექნიკა არ აქვს აფეთქებული პირში! არასწორი ინფორმაცია აღარ გაავრცელოთ! ძაღლი არის ნაცემი“ - ტასო ლოსაბერიძე მიმართვას ავრცელებს

პოლიციის ფაილები

სამართალი 1703491610

VIDEO: შემაშფოთებელი ფარული კადრები და მასშტაბური სპეცოპერაცია, რომელმაც ნარკორეალიზატორების დაკავებით დასრულდა - პოლიციის ფაილები

ნარკორეალიზაცია - ასე ჰქვია „პოლიციის ფაილების“ მორიგ სერიას, რომელიც რუსთავი2-ის ეთერში გავიდა.გადაცემაში ნახავთ და გაიგებთ უპრეცედენტო მასშტაბის სპეცოპერაციის დეტალებს, რომელიც ნარკორეალიზატორების დაკავებასა და უმძიმესი დანაშაულის გახსნას ეხება.გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ზოგიერთი სახელი და ადგილმდებარეობა შეცვლილიაასევე ნახეთ:„პიროტექნიკა არ აქვს აფეთქებული პირში! არასწორი ინფორმაცია აღარ გაავრცელოთ! ძაღლი არის ნაცემი“ - ტასო ლოსაბერიძე მიმართვას ავრცელებსVIDEO: „ზრდილობიანად ილაპარაკე ბიჭო! ფული მოიტანეთ უკან, გაიგეთ?!“ - ოქროს მონეტების საქმე პოლიციის ფაილებიდან

საბერძნეთი დაკავება

კრიმინალი 1702815830

საბერძნეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს - პოლიციის ცნობით, მოპარულია 170 000 ევრო

სალონიკში 5 პირისგან შემდგარი დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრები დააკავეს. მათ შორის არიან საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები.როგორც ბერძნული მედია წერს, საქმის მასალების მიხედვით, ჯგუფის წევრები ბინის მეპატრონეებს უთვალთვალებდნენ და როცა ისინი სახლებს ტოვებდნენ, მათ ბინაში იჭრებოდნენ და ძარცვავდნენ. მედიის ცნობითვე, ისინი სპეციალურად ნაქირავებ ფართში ქმნიდნენ გასაღებების ასლებს სხვადასხვა საკეტებისთვის, მუდმივად იცვლიდნენ მანქანებს და დანაშაულს სხვადასხვა ადგილას ჩადიოდნენ.მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ პოლიციის ფაილების მიხედვით, 2 წლის განმავლობაში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ჯამში 170 000 ევრო მოიპარეს.ადგილობრივი გამოცემების მიხედვით, დაკავებულებს ბრალი რამდენიმე მუხლით აქვთ წარდგენილი, მათ შორის დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნის, ძარცვის, ფულის გათეთრებისა და იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით. ერთ-ერთ დაკავებულს, 45 წლის კაცს, 6 წლის გოგოს გატაცებაშიც ედება ბრალი.

policiis lenti

კრიმინალი 1702020811

მკვლელობა ბათუმის ცენტრში, დაღუპული და დაჭრილები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან - „პოლიციის ფაილები“

„პოლიციის ფაილებში“ ნახავთ - სროლა და მკვლელობა ბათუმის ცენტრში. მკვლელობა მოხდა თურქეთში წარმოშობილ, თურქულ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირების ნიადაგზე. ჩანაწერში ჩანდა, რომ პიროვნება უახლოვდება რესტორნის შესასვლელს, მოულოდნელად ცეცხლსასროლი იარაღიდან იწყებს სროლას, ერთ-ერთი მაგიდის მიმართულებით. დაღუპული და დაჭრილები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელი და თანამზრახველების იდენტიფიცირება უმოკლეს დროში მოახდინა და დააკავა.უწყებამ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა.ნახეთ ვიდეო სრულად ⇓ასევე დაგაინტერესებთ:„რაც ორ წელიწადში ვიშოვე, კაზინოში დავტოვე...“ - ნუგზარ კვაშალიVIDEO: „დღეში ერთი ჭიქა კი არა, არც ერთი წვეთი ალკოჰოლი სასარგებლო არ არის“ - არჩილ მარშანია19 წლის გოგოს გატაცების საქმეზე, პოლონეთში 3 ქართველი დააკავეს - გატაცებული, სავარაუდოდ, ქართველია

ოქროს მონეტების საქმე

სამართალი 1701761005

VIDEO: „ზრდილობიანად ილაპარაკე ბიჭო! ფული მოიტანეთ უკან, გაიგეთ?!“ - ოქროს მონეტების საქმე პოლიციის ფაილებიდან

 „ოქროს მონეტების საქმე“ - ასე ჰქვია გახმაურებულ და მასშტაბურ გამოძიებას, რომელიც ქართველმა სამართალდამცველებმა გახსნეს.პოლიციის ფაილებში ნახავთ, როგორ გავიდა გამოძიება დამნაშავეთა კვალზე და რა პირობებში მოხდა ბრალდებულების სქემის გაშიფვრა.ასევე ნახეთ:VIDEO: მოგლეჯილი ხეები, განადგურებული სახლები, გზები და გაუქმებული ავიარეისები - საშინელი სტიქია ინდოეთშიVIDEO: დარბაზი დაინგრა! დაუსრულებელი ოვაციები და აღფრთოვანებული ამერიკელები - ნინი ბრეგვაძის ფურორი „ვოისის“ მორიგ ტურშიკვლევის თანახმად, მაკარონის ჭამა ადამიანს უფრო ბედნიერს ხდის

საფულე

ჰოროსკოპი 1700831847

ფულის ჰოროსკოპი 2024 წლისთვის

ფინანსური ბალანსი და კეთილდღეობის შესაძლებლობები განსხვავებულია თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის. 2024 წლის ზამთრის უახლოეს სამ თვეში ბევრისთვის მატერიალურ სფეროში შესამჩნევი ცვლილებაა მოსალოდნელი.  წაიკითხეთ ფულის ჰოროსკოპი თქვენი ნიშნისთვის.ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი)ცეცხლოვანი ვერძი ხვდება ზამთარს შემოსავლის გაზრდის ღია შესაძლებლობებით. ხელსაყრელი პერიოდი დგება სტარტაპებისა და ახალი პროექტებისთვის. საკუთარ თავში ინვესტიცია (განათლება ან პიროვნული ზრდა) გვპირდება არა მხოლოდ მყისიერ შედეგებს, არამედ გრძელვადიან მოგებას.კურო (20 აპრილი - 20 მაისი)კუროსთვის ზამთარს ფინანსური სტაბილურობის მოტანა შეუძლია. ჭკვიანი ინვესტიციები და ფრთხილი ხარჯვა ახლა წარმატებული გაზაფხულის გასაღებია. ბიუჯეტის დაგეგმვა და ფინანსური ქმედებების ზომიერება გადამწყვეტ როლს ასრულებს მომდევნო სამი თვის განმავლობაში.ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)კომუნიკაბელური ტყუპები ზამთარში იპოვიან შემოსავლის ახალ წყაროებს კავშირებისა და კომუნიკაციების გაფართოებით. ამასთან, ფხიზლად უნდა იყოთ შეთავაზებებთან დაკავშირებით, რადგან ყველა მათგანი არ აღმოჩნდება ისეთი მიმზიდველი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.კიბო (22 ივნისი - 22 ივლისი)ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ გააუმჯობესონ ფინანსური მდგომარეობა გუნდში მუშაობით ან კოლეგების მხარდაჭერით. პროექტების გაზიარება და გუნდის ნდობა ბევრად უფრო მნიშვნელოვან შედეგებამდე მიგვიყვანს, ვიდრე მარტო მუშაობა.ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)ლომებს ეძლევათ უნიკალური შანსი, დაიწყონ ახალი პროექტები, რომლებზეც დიდი ხანია ყოყმანობდნენ. ეს საუკეთესო დროა ინვესტიციისთვის საკუთარ უნარებსა და პროფესიულ განვითარებაში, რამაც შემდგომში შეიძლება გამოიწვიოს შემოსავლის გაზრდა.ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)ზამთარი ქალწულებისთვის ხარჯებისა და შემოსავლების სკრუპულოზური ანალიზის დრო ხდება. ბიუჯეტის ჯანსაღი მენეჯმენტი და ინფორმირებული საინვესტიციო გადაწყვეტილებები გვპირდება გრძელვადიან წარმატებას. იპოვეთ ეს „შესაძლებლობის ფანჯარა“ და გამოიყენეთ იგი თქვენს სასარგებლოდ. სრულადასევე ნახეთ:VIDEO: კიევში ექიმებმა ბავშვის გულიდან ნაღმის ფრაგმენტი ამოიღესVIDEO: მეგობრების მიერ მოკლული ბიჭი და მიტოვებულ ჭაში გადამალული მსხვერპლი... - სასტიკი მკვლელობის დეტალები „პოლიციის ფაილებში“ზოდიაქოს ამ სამ ნიშანს ფინანსური კეთილდღეობა და წარმატებული კარიერა ელის