„ქალს 29 და ბავშვს 12 ჭრილობა ჰქონდა...“ - სასტიკი მკვლელობა, რომელმაც 2016 წელს ქვეყანა შეძრა

სასტიკი მკვლელობა ფონიჭალაში

გადაცემა “პოლიციის ფაილები” თბილისში მომხდარ სასტიკ მკვლელობას მიეძღვნა. საუბარია 2016 წლის 22 თებერვალს ფონიჭალაში 43 წლის ნონა რამინაძისა და მისი 3 წლის ქალიშვილის – მარიამ მამფორიას სასტიკ მკვლელობაზე.

როგორც ცნობილია, დანაშაულის ჩადენიდან 5 თვის შემდეგ შსს-მ ბრალდებულის სახით ოჯახის ახლობელი, 26 წლის გიორგი ხაბელაშვილი დააკავა, რომელმაც ნონა რომანაძეს და მის მცირეწლოვან შვილს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც ბავშვის ცხედარს ცეცხლი წაუკიდა.

ბინაში ძლიერი დაკვამლიანება იყო, ეს ხილვადობას პრობლემას უქმნიდა. ოჯახის დიასახლისი გარდაცვლილი ნახეს, პროფესიონალებს არ გამოპარვიათ, რომ დამწვარ სხეულზე ჭრილობებიც აღენიშნებოდა. ბინაში გარდაცვლილი ქალი ეზოში დაასვენეს. სამაშველო-სახანძრო ბრიგადამ ხანძრის ლიკვიდაცია მალევე შეძლო.

ბავშვს კი იმ ოთახში მიაგდნეს, სადაც ხანძრის კერა იყო. მოზარდი თითქმის სულ დამწვარი იყო. პატრულ-ინსპექტორი ზვიად ბარბაქაძე იხსენებს, რომ დაღუპულ ბავშვს დედისგან განსხვავებით არ ეტყობოდა ჭრილობები, რადგან სხეული მძიმედ დაზიანებული ჰქონდა.

ქალის გვამი სამედიცინო ექსპერტმა დაათვალიერა, ნახანძრალ სახლში ძალადობის კვალს ადვილად მიაგნეს, სისხლის შხეფები კედლებზე ჯერ კიდევ იყო, შეინიშნებოდა დამტვრეული ავეჯი და არეული ოთახები.

ექსპერტმა ბაჩო ბენიძემ დადგინა, რომ შემთხვევის ადგილას ხანძარი ხელოვნურად გაჩნდა, რათა დანაშაულის ნიშნები არ დარჩენილიყო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსმა გამომძიებელმა ლაშა ტუხაშვილმა “პოლიციის” ფაილებში” განაცხადა:

“ხანძრის გაჩენამდე ცოტა ხნით ადრე, ბავშვს ჩართული ჰქონდა საბავშო გადაცემები, იქვე ახლოს მისთვის განკუთვნილი კერძით თეფში იდო. სამართალდამცველებმა სახლიდან 7 000 დოლარი და ძვირფასი ნივთები იპოვეს. ასევე, საცხოვრებელში არსებული ტექნიკა ექსპერტიზაზე გაიგზავნა.

კვლევებით დადგინდა, რომ ქალს 29 ჭრილობა, ხოლო 3 წლის ბავშვს 12 ჭრილობა აღენიშნებოდა. გამოძიება, ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მკვლელობის გახსნას ცდილობდა. მეზობლები მამფორიების ოჯახზე დადებითად საუბრობდნენ. გარდაცვლილის ქმარი ყოველდილას სახლიდან სამსახურში მიდიოდა, იქიდან კი, გამომუშავებული ხელფასის ნაწილით სავალუტო ჯიხურში დოლარს ყიდულობდა, რადგან წყვილი ბინის საყიდლად ფულს აგროვებდა.

 

მკვლელი ოჯახის ახლობელი უნდა ყოფილიყო, რადგან მოკლულ ქალს ხალათი ეცვა და “სტუმარი” ამ ფორმაში ჰყავდა მიღებული. გამოძიებით დადგინდა, რომ ქმარი სამსახურში იყო, ხოლო უფროსი შვილი – სკოლაში. ოჯახის მეგობრებს მყარი ალიბი ჰქონდათ.

გიორგი ხაბელაშვილმა ნასვამ მდგომარეობაში მეგობარს მამფირიების ოჯახის დაყაჩაღება შესთავაზა. მეგობარმა მომხდარი და შეთავაზების შინაარსი ერთმანეთს დაუკავშირა და შსს-ში ჩვენების მისაცემად მივიდა.

გამოძიება ამ ვერსიით გაგრძელდა და დადგინდა, რომ ხაბელაშვილი მეგობარ ქალთან დანაშაულის ჩადენის დროს თავის სახლში არ იმყოფებოდა, ქალბატონი აღნიშნავდა, რომ მასთან ხაბელაშვილი აღელვებული მივიდა და ტანსაცმელი სასწრაფოს გარეცხა.

ხაბელაშვილი შემთხვევის ადგილას მაშინ არ მისულა, როცა ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ. მან თავისსა და მამფორიას საერთო მეგობრებს სთხოვა, რომ მასზე ეთქვათ, რომ სახლში დილიდან სვამდა, რადგან პოლიციას მასზე როგორც წარსულში ნასამართლევს, არ დაედანაშაულებინა.

ასევე დაგაინტერესებთ:

ჯარიმა 1000 ლარი იქნება - გაეცანით კიდევ ერთ სანქციას, რომელიც 1 მარტიდან ამოქმედდა

“ოღონდ შვილიშვილი არა…” - შორენა ბეგაშვილი შვილს მიმართავს

თერჯოლაში, ავარია მსხვერპლით დასრულდა