„უამინდობის გამო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე არიან გაჩერებული“ - რკინიგზის განცხადება

მატარებელი

საქართველოს რკინიგზის ცნობით, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე არიან გაჩერებული.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს რკინიგზა მაქსიმალურად ცდილობს, რომ სამგზავრო რეისები შეფერხებების გარეშე შესრულდეს, თუმცა რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობა რკინიგზაზე სხვადასხვა პრობლემას ქმნის.

„ამ დროისათვის უღელტეხილის მონაკვეთზე გათიშულია ქვესადგურები, კერძოდ რკინიგზის საკონტაქტო ქსელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. საქართველოს რკინიგზა ძალისხმევას არ იშურებს, რომ სამგზავრო მატარებლებმა მოძრაობა უმოკლეს დროში განაახლონ შეფერხებების გარეშე, ელექტროენერგიის სტაბილური მოწოდებისთანავე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე ნახეთ:

VIDEO: ემოციური კადრები - როგორ შეხვდნენ სახლში დაბრუნებულ გიორგი მამარდაშვილს

VIDEO: შემაშფოთებელი ფარული კადრები და მასშტაბური სპეცოპერაცია, რომელმაც ნარკორეალიზატორების დაკავებით დასრულდა - პოლიციის ფაილები

„პიროტექნიკა არ აქვს აფეთქებული პირში! არასწორი ინფორმაცია აღარ გაავრცელოთ! ძაღლი არის ნაცემი“ - ტასო ლოსაბერიძე მიმართვას ავრცელებს