სოზარ სუბარი

პოლიტიკა 1747894723

სოზარ სუბარი: გია ბუღაძე საბჭოთა პერიოდში ლენინის პორტრეტებს ხატავდა და დღეს თავს იმართლებს, რომ ეს კგბ-ს დაკვეთა იყო, ლაშა ბუღაძე კი ბედავს და ნონა გაფრინდაშვილ უწოდებს „საბჭოთა ეპოქის“ ადამიანს

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოეხმაურა ლაშა ბუღაძის მიერ ნონა გაფრინდაშვილზე გაკეთებულ განცხადებას.„ლაშა ბუღაძე და მამამისი, გია ბუღაძე, დღეს გახდნენ ვითომ პატრიოტები, არადა, საბჭოთა პერიოდში გია ბუღაძე ლენინის პორტრეტებს ხატავდა და დღეს თავს იმართლებს, რომ ეს კგბ-ს დაკვეთა იყო, რომელსაც ვერ შეეწინააღმდეგებოდა“, - განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ ნონა გაფრინდაშვილი ცოცხალი ლეგენდაა, რომელმაც არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო ჭადრაკის ისტორიაში შექმნა განუმეორებელი ეპოქა.„ლაშა ბუღაძემ ნონა გაფრინდაშვილს საბჭოთა ეპოქის ადამიანი უწოდა. ნონა გაფრინდაშვილი არის ქართველი ერის სიამაყე და ყოველთვის ასეთად დარჩება. ის არის ცოცხალი ლეგენდა, რომელმაც ეპოქა შექმნა, რომლის მსგავსი არ განმეორებულა მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის ისტორიაში - როცა სპორტის ერთ სახეობაში, ერთი ქვეყანა თითქმის 40 წლის განმავლობაში იყო მუდმივად გამარჯვებული. და არა მხოლოდ გამარჯვებული, არამედ ხშირად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 2 ქართველი ხვდებოდა ერთმანეთს. ეს ეპოქა სწორედ ნონა გაფრინდაშვილმა შექმნა. ყველა შემდგომი თაობა მის მაგალითზე იზრდებოდა და დღესაც რომ გვაქვს ძალიან ძლიერი საჭადრაკო სკოლა, ესეც მისი დამსახურება.ლაშა ბუღაძე და მამამისი, გია ბუღაძე, დღეს გახდნენ ვითომ პატრიოტები, არადა, საბჭოთა პერიოდში გია ბუღაძე ლენინის პორტრეტებს ხატავდა და დღეს თავს იმართლებს, რომ ეს კგბ-ს დაკვეთა იყო, რომელსაც ვერ შეეწინააღმდეგებოდა. ლაშა ბუღაძე კი ბედავს ასეთი გარეწრული განცხადებების გაკეთებას“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სვიმონ ჯანგულაშვილი

საზოგადოება 1747726800

„...ასეთ უნიჭო ანეკდოტს თავად ლაშიკოც ვერ დაწერდა - ლაშა ბუღაძე ნონა გაფრინდაშვილს დასცინოდაო...“ - სვიმონ ჯანგულაშვილი

საზოგადოება „ქართულის“ თანადამფუძნებელი, დირიჟორი სვიმონ ჯანგულაშვილი ლაშა ბუღაძეს პასუხობს, რომელმაც გუშინ საგამოძიებო კომისიაში ნონა გაფრინდაშვილის გამოსვლა გააკრიტიკა.„ლაშა ბუღაძეს უთქვამს, ნონა გაფრინდაშვილი წითელი ნომენკლატურის წარმომადგენელიაო.ჯერ იმით დაიწყოს, რომ ნონა გაფრინდაშვილს არ უხატია და უძერწია ლენინის პორტრეტები (და ამით არ მიუღწევია რაიმესთვის) და წითელი ნომენკლატურის ყველაზე ბანძი, უნიჭო და ლუმპენ-წარმომადგენლის შვილი, წითელ ნომენკლატურაზე და, მით უმეტეს, ჩვენი ერის გამორჩეულ შვილებზე ასე არ უნდა ლაპარაკობდეს...მეორეც, თავად ეგ, საშუალო ნიჭის იუმორისტ-ფელეტონისტ-მწერლუკანა, მარტო მიშისტი ნომენკლატურის კი არა, თუ რაიმენაირი ნომენკლატურა არსებობდა, ყველაფრის წარმომადგენელია ოჯახ-სამეგობროთი - კომკავშირით და კომუნიზმით დაწყებული, მერე შევარდნაძის, მერე ნაცების, მერე, "ქართული ოცნების" დასაწყისში - თავის სადაქალოსთან ერთად, ბიძინასი, მერე - მამუკა ხაზარაძის და ახლა - კეზერაშვილის და ნაყოფიას - ყველა მთავრობის და ყველა მდიდრის ფულითა და გადმორიცხვებით „იღწვის“ სააკაშვილის და გვარამიას ხელისუფლებაში დასაბრუნებლად...და, მესამე - სულ რომ სკკპ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ყოფილიყო ნონა გაფრინდაშვილი, ეს ვერაფრით ვერ ცვლის და აუქმებს იმ მწარე და საზარელ ამბებს რაც მოჰყვა; არ ათეთრებს, ლაშა ბუღაძე ვის ძუძუსაც სწოვს და ვის პროპაგანდა-სიბინძურესაც ავრცელებს დღეს - იმ სადისტების პარტიის დანაშაულებს. წითელი ნომენკლატურა რომც იყოს ჩვენი საამაყო ქალბატონი და მსოფლიო ლეგენდა, რაც მან ისაუბრა დღეს კომისიაზე, სწორედ ეგ აუტირებს შვილის ცუდად გამზრდელ დედებს სხვადასხვანაირ ლაშა ბუღაძეებს და კეზერაშვილის დაფინანსებაზე მყოფ სხვა "ოლეებს"... ვინაიდან, ეს კომისია იქნება ნაცების დამსრულებელი და გამაქრობელი ქართული ნიურნბერგის პროცესი, ვუნდერკინდის იმიჯში უსაშველოდ ჩარჩენილო ლაშაბუღაძევ...“ - წერს ჯანგულაშვილი სოციალურ ქსელში.

ლევან ჭოტორლიშვილი

პოლიტიკა 1747721486

ლევან ჭოტორლიშვილი: ნონა გაფრინდაშვილმა გაგვახსენა საშინელი სიმართლე 2003-2012წლების ნაცისტურ რეჟიმზე, მასობრივ წამებაზე, მკვლელობებზე, ქართულ ჰოლოკოსტზე - ნაცისტების იდეოლოგიის საჯაროდ მხარდაჭერა უნდა ისჯებოდეს კანონით

ნონა გაფრინდაშვილმა გაგვახსენა საშინელი სიმართლე 2003-2012წლების ნაცისტურ რეჟიმზე, მასობრივ წამებაზე, მკვლელობებზე, ქართულ ჰოლოკოსტზე, - წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი, ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში.მისივე თქმით, ახსოვს ხალხს ყველაფერი, მაგრამ დროდადრო სჭირდება შეხსენება ისეთი მორალური ავტორიტეტებისგან როგორიც არის ნონა გაფრინდაშვილი. მანვე აღნიშნა, რომ ქართული ჰოლოკოსტის უარყოფა და ნაცისტების იდეოლოგიის საჯაროდ მხარდაჭერა უნდა ისჯებოდეს კანონით."ნონა გაფრინდაშვილმა გაგვახსენა საშინელი სიმართლე 2003-2012წლების ნაცისტურ რეჟიმზე, მასობრივ წამებაზე, მკვლელობებზე. ქართულ ჰოლოკოსტზე. ჩვენ ეს ყველაფერი ისედაც ვიცით, მაგრამ არ გვინდა ხოლმე გახსენება იმ საშინელების. ახლა იმ რეჟიმის ნარჩენები პუტჩის მოწყობას და რევანშს რომ ცდილობენ, თან მოთქვამენ ხელს ნუ გვიშლის პოლიცია პუტჩის მოწყობაშიო. ძალადობაა ჩვენთვის ხელის შეშლა და სახელმწიფოს დაცვაო.სააკაშვილის რეჟიმზე ერთი შეშფოთება, საყვედური თუ გახსოვთ იმ წლებში ევრობიუროკრატიისგან, როცა დღისით მზისით ხალხს ქუჩაში ხვრეტდნენ და გვამებს მაღაზიების სახურავებზე აწყობდნენ? მე არ მახსოვს. პირიქით, ყოველნაირად ცდილობენ იგივე რეჟიმი დააბრუნონ რომ ხალხი ტერორში ჰყავდეს და "ქართული ტე-ც-ეკა" ძალით ერეკებოდეს ყველას ფრონტის ხაზზე.დღეს ალქაიდას ლიდერი, სირიელი ისლამისტი ტერორისტი ჰყავთ დემოკრატიის შუქურად. მაშინ სააკაშვილი ჰყავდათ. ქართველმა ხალხმა კარგად იცის ეს ყველაფერი, მაგიტომ ჩავარდა პუტჩი, მაგიტომ არის პუტჩისტების აქციები მცირერიცხოვანი. ახსოვს ხალხს ყველაფერი, მაგრამ დროდადრო სჭირდება შეხსენება ისეთი მორალური ავტორიტეტებისგან როგორიც არის ნონა გაფრინდაშვილი.ებრაელებმა მიაღწიეს იმას, რომ ჰოლოკოსტის უარყოფა არის კრიმინალიზირებული და ისჯება კანონით. ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ. ქართული ჰოლოკოსტის უარყოფა და ნაცისტების იდეოლოგიის საჯაროდ მხარდაჭერა უნდა ისჯებოდეს კანონით. მაშინ ვერანაირი ლაშა ბუღაძეები და დოიაშვილები ვეღარ გაბედავენ საჯაროდ ქართული ჰოლოკოსტის უარყოფას", - წერს ლევან ჭოტორლიშვილი.

ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკა 1747647821

ლევან ნიკოლეიშვილი: სასაკლაო არავის უნდა მოუწყო, არც ცოცხალ ლეგენდას და არც ჩვეულებრივ მოქალაქეს. ამას ან ვერ ან არ გაიგებენ ისინი, ვინც დღესაც უცხო ქვეყნის კარნახით დარბიან ქუჩებში და სააკაშვილის რეჟიმზე ხმას არ იღებენ

როცა ცოცხალი ლეგენდა გყავს ნონა გაფრინდაშვილის სახით, რომელსაც სხვა ქვეყანაში სიცოცხლეშივე ძეგლს დაუდგამდნენ, რასაც არ უნდა აპროტესტებდეს სასაკლაოს არ უნდა უწყობდე. თუმცა რა გასაკვირია, როცა ასევე ცოცხალ ლეგენდა ლაშა ტალახაძეს, ქუჩაში რომ ვიღაც გასალანძღად აეკიდება, ან მცირე წლოვან ბავშვებთან კაფეში მყოფ დეპუტატ მარიამ ლაშხს შეუვარდებიან ან სულაც რუსთველს გადაკეტავენ ხოლმე, რომ თითქოს „რუსულ პოლიტიკას“ ეწინააღმდეგებიან, მერე რუსული ფულით დაფინანსებულ ლიაკა ხოშტარიას კი თვალებში შესციცინებენ - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.როგორც ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, სასაკლაო არავის არ უნდა მოუწყო, არც ცოცხალ ლეგენდას და არც ჩვეულებრივ მოქალაქეს. მაგრამ რად გინდა, ამას ან ვერ გააგებინებ ან არ გაიგებენ ისინი, ვინც დღესაც უცხო ქვეყნის დროშებითა და კარნახით დარბიან ქუჩებში, ხოლო სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებზე ხმას არ იღებენ.„როცა ცოცხალი ლეგენდა გყავს ნონა გაფრინდაშვილის სახით, რომელსაც სხვა ქვეყანაში სიცოცხლეშივე ძეგლს დაუდგამდნენ, რასაც არ უნდა აპროტესტებდეს სასაკლაოს არ უნდა უწყობდე. თუმცა რა გასაკვირია, როცა ასევე ცოცხალ ლეგენდა ლაშა ტალახაძეს, ქუჩაში რომ ვიღაც გასალანძღად აეკიდება, ან მცირე წლოვან ბავშვებთან კაფეში მყოფ დეპუტატ მარიამ ლაშხს შეუვარდებიან ან სულაც რუსთველს გადაკეტავენ ხოლმე, რომ თითქოს „რუსულ პოლიტიკას“ ეწინააღმდეგებიან, მერე რუსული ფულით დაფინანსებულ ლიაკა ხოშტარიას კი თვალებში შესციცინებენ...სასაკლაო არავის არ უნდა მოუწყო არც ცოცხალ ლეგენდას და არც ჩვეულებრივ მოქალაქეებს, მაგრამ რად გინდა ამას ან ვერ გააგებინებ ან არ გაიგებენ ის ადამიანები, რომლებიც დღესაც უცხო ქვეყნის დროშებით და კარნახით დარბიან ქუჩებში, ხოლო სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულზე ხმას არ იღებენ, რადგანაც ისევ იმ დანაშაულების ჩამდენების გვერდით არიან, მათ მხარს უჭერენ და კიდევ კარგი დღეს ამის საშუალება არ აქვთ, თორემ 2011 წლის 26 მაისის „სასაკლაოს მოგვანატრებდნე“, - წერს ნიკოლეიშვილი.

დავით ჭიჭინაძე

პოლიტიკა 1747647326

დავით ჭიჭინაძე: დღეს მოდაში შემოვიდა, ადამიანი დააბულინგონ, რატომ აქ არ დგახარ, ან რატომ ხარ ჩუმადო, იმ უბედურ დროს ერთი სიტყვა, შენიშვნა, ან დაყვედრება, არ გაუგია არავის ჩვენი ოჯახისგან, რამდენი გადავიტანეთ, იმიტომ რომ გვესმოდა, ადამიანები იყვნენ ტერორში

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საუბრობს ნონა გაფრინდაშვილის შვილი, დავით ჭიჭინაძე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის მიერ 2011 წლის 26 მაისის დარბეული აქციის ერთ-ერთი დაზარალებულია.დავით ჭიჭინაძე იხსენებს „ნაცმოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის მიერ დამყარებულ ტერორს.„ერთი ფაქტი მინდა ვთქვა, იმ დროს, თუ რა დონის დაშინებას და ტერორს ჰქონდა ადგილი. დიდი ნათესაობა გვყავს, განსაკუთრებით გაფრინდაშვილების მხრიდან, როგორც ყველა ქართულ ოჯახს. ორნი ერთად ვიწექით სახლში ნაოპერაციები, თემო [ცოლის ძმა] საავადმყოფოდან გამოვაპარეთ და რამდენიმე ნათესავმა გაბედა სანახავად მოსვლა, მე მინდა ახალგაზრდების გასაგონად ვთქვა. დღეს ყველა ვისაც ერჩის, ან არ ერჩის გული, მაგარია რაღაცების კრიტიკაში, მაშინ სანახავად ვერ მოდიოდნენ, ეს იმ ხალხზე მაქვს ლაპარაკი, რომელიც ძალიან ახლობელია, ძალიან შინაურია, ბევრი ამაგი გვაქვს ერთმანეთზე და არც ვადანაშაულებდით. ერთი საყვედური არც დედაჩემისგან და არც ჩემი ოჯახისგან, ან ჩემგან არ მიუღია არავის. რომ შენ რატომ ჩვენთან ერთად არ იდექი, ან რატომ შენც რა მოგხვდა, რატომ არ მინახულე. იმიტომ რომ, გვესმოდა რა ტერორში იყო ეს ხალხი. სხვას ძალით ამ უბედურებაში ჩვენ ვერ გავხვევდით. ყველს თავისი არჩევანი აქვს ეს არის თავისუფლება, რაზეც ძალიან ხშირად მიდის აპელირება თავისუფლება არის, რომ საკუთარი თავის და საკუთარი „მე“ გადაწყვეტილება მიიღოს თვითონ. რამდენიმე მოვიდა და მანქანები სხვა ქუჩებზე გავაჩერეთო, რატომ - მეთქი. თქვენთან მანქანები მორიგეობსო „კუდ-ის“, „სოდ-ის“, ეზოსთან ორივე შესასვლელთანო და რომ არ დაეფიქსირებინათ, შემოვლითი გზებით მოვიდნენ რათა ვენახეთ. დიდი მადლობა თითოეულ მათგანს ამისთვის. სხვებსაც დიდი მადლობა, რა თქმა უნდა ჩვენს გვერდით იდგნენ“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.დავით ჭიჭინაძის თქმით, დღეს მოდაში შემოვიდა, რომ ადამიანი დააბულინგონ რატომ აქ არ დგახარ, ან რატომ ხარ ჩუმადო, იმ უბედურ დროს კი ერთი სიტყვა, შენიშვნა, ან დაყვედრება, არ გაუგია არავის მისი ოჯახისგან, რადგანაც ესმოდათ რომ საზოგადოება იყო ტერორში.„დღეს მოდაში შემოვიდა, რომ ადამიანი დააბულინგონ რატომ აქ არ დგახარ, ან რატომ ხარ ჩუმადო, იმ უბედურ დროს ერთი სიტყვა ასეთი შენიშვნა ჩვენგან, ან დაყვედრება არ გაუგია არავის ჩვენი ოჯახისგან, რამდენი გადავიტანეთ, იმიტომ რომ გვესმოდა, ადამიანები იყვნენ ტერორში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლიდით, რომ უნდა გვებრძოლა ღირსებისთვის და რეჟიმის წინააღმდეგ და ჩვენს თავზე მივიღეთ პირველი დარტყმა ჩვენთვის ეს იყო ჩვეულებრივი ამბავი.“-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

დავით ჭიჭინაძე

პოლიტიკა 1747646603

ჩვენი სისხლით მორწყულ რუსთაველზე აცეკვეს ხალხი მეორე დღეს. ეს იყო სადამსჯელო სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების დაშინებას, რა დაგემართებათ, თუ ჩვენ წინააღმდეგ ხმას ამოიღებთ - დავით ჭიჭინაძე 26 მაისის დარბევაზე

ნონა გაფრინდაშვილის შვილი დავით ჭიჭინაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის შესახებ საუბრობს, რომელიც იმ ღამით განვითარებულ მოვლენებს სადამსჯელო სპეცოპერაციას უწოდებს.„ჩვენი სისხლით მორწყულ რუსთაველზე აცეკვეს და ამღერეს ხალხი მეორე დღეს. მე ვერ მოვთხოვ მათ პასუხს, ვინც იცეკვა და იმღერა, მაგრამ ფაქტია, რომ ხალხი აცეკვეს და ამღერეს. ეს იყო სადამსჯელო სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა მხოლოდ ერთ რამეს- მთელი საქართველოსთვის იმის ჩვენებას რა დაგემართებათ, თუ ჩვენ წინააღმდეგ ხმას ამოიღებთ“-აღნიშნა ჭიჭინაძემ.ჭიჭინაძის თქმით, „ამ სასაკლაოთი მთელს საქართველოს დაანახეს, რომ უნდა გაჩუმდნენ“. მისივე თქმით, ამ ოპერაციის „მიზანი იყო საზოგადოების კიდევ უფრო დაშინება, მაგრამ 1 ოქტომბერს მიიღეს სამართლიანი პასუხი ქართული საზოგადოებისგან“.„ყველამ ვიცით რა ხდებოდა ბიზნესის რეკეტის კუთხით, ღამის ნოტარიუსების თემა და ა.შ., მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის იმ მომენტში, როცა ძალიან დიდი სიმცირე იყო თავისუფალი აზრის გამოხატვის, თუნდაც, ტელევიზიით, არ იყო სოციალური ქსელები, ახლა, წამებში ვრცელდება ინფორმაცია, ფართო საზოგადოებისთვის ის ფაქტები არ იყო მრავლად ცნობილი და ამ ოპერაციით, ამ სასაკლაოთი მთელს საქართველოს დაანახეს, რომ უნდა გაჩუმდნენ. ხალხი იმდენად იყო დაშინებული, ყველამ ყველაფერი გაიგო, ჯერ კადრები ნანახი არ ჰქონდათ, მაგრამ ერთმანეთს ჩურჩულით უყვებოდნენ თუ რა სასაკლაო და რა უბედურება მოხდა. ყველა, ნებსით თუ უნებლიედ თავისთვის ფიქრობდა, ისეთი სისხლიანი შოუ მოაწყვეს, რომ მეც შემეხება, ჩემს ოჯახსაც შეეხება, ნათესავსაც შეეხება. მიზანი იყო საზოგადოების კიდევ უფრო დაშინება, მაგრამ 1 ოქტომბერს მიიღეს ძალიან ვაჟკაცური, გემრიელი, სწორი და სამართლიანი პასუხი ქართული საზოგადოებისგან. მიიღეს ის, რაც დათესეს“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ნონა გაფრინდაშვილი

პოლიტიკა 1747643345

ნონა გაფრინდაშვილი: ჩვენ რაც გადავიტანეთ 26 მაისს, რომელიც წინასწარ მოფიქრებული, დაგეგმილი ოპერაცია იყო, მე მაგას სასაკლაოს ვუწოდებ. ბევრი აქცია ჩატარებულა 9 აპრილიდან დაწყებული და მსგავსი არცერთ აქციაზე არ ყოფილა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე კომისიის წევრები 2011 წლის 26 მაისის დემონსტრაციის დარბევისას ადამიანის უფლებების დარღვევის უხეშ ფაქტებს განიხილავენ და ნონა გაფრინდაშვილს უსმენენ.ნონა გაფრინდაშვილი 26 მაისის მოვლენებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მსგავს რამეს ვერავინ წარმოიდგენდა.„ჩვენ რაც გადავიტანეთ 26 მაისს, რომელიც წინასწარ მოფიქრებული დაგეგმილი ოპერაცია იყო, ჩვენი დასჯა უნდოდათ, მე მაგას სასაკლაოს ვუწოდებ იმიტომ, რომ იქ რაც მოხდა, ამას ვერავინ წარმოიდგენდა. ბევრი აქცია ჩატარებულა, 9 აპრილიდან დაწყებული რომ დავიწყოთ, შემდეგ რა აქციებიც დაწყებულა, მსგავსი არცერთ აქციაზე არ ყოფილა. სამი კორდონი იყო ჩვენ ირგვლივ იმ დღეს და გასასვლელიც არ იყო დატოვებული.9 აპრილი, ეს საშინელება იმიტომ ვახსენე, რომ კი მისდევდნენ იმ ადამიანებს, მაგრამ გასაქცევი ჰქონდათ და აქ არ ჰქონდათ. ყველა აქცია, რომელიც ჩვენს მიერ არის ჩატარებული, იქნებოდა რეგიონებში თუ თბილისში, არცერთ აქციაზე ერთი გადაცდომაც კი არ ყოფილა. ვინც ვიყავით სცენაზე, ისინი ვლაპარაკობდით. ვყვებოდით იმას, რაც ხდებოდა- წამებები, ჩაცხრილვები, დაჭერები, უამრავი ასეთი სიტუაცია იყო. მარტო ვლაპარაკობდით ჩვენ და იქ ხალხი მოდიოდა“, - განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.

ნონა გაფრინდაშვილი

პოლიტიკა 1747643185

ნონა გაფრინდაშვილი: ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი ამოვიდა სცენაზე და გვითხრა, რომ დავშლილიყავით. ხელში გვეჭირა სანთლები, სხვა არაფერი არ გვქონდა. ვუთხარით, რომ არ ვაპირებთ ღამის გათენებას, გვინდა 12 საათზე კონცერტი ჩავატაროთ

ჩვენ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, რომ ჩაგვეტარებინა აქცია, გველაპარაკა და ვინაიდან 12 საათზე უკვე დამოუკიდებლობის დღე დაიწყებოდა, იმ შემთხვევაში თუ ხალხი იქნებოდა, კონცერტი ჩაგვეტარებინა და უცნობი იყო მოსული, რომ კონცერტი ჩაეტარებინა. 12-ს რომ აკლდა 10 წუთი, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელი ამოვიდა სცენაზე და გვითხრა, რომ დავშლილიყავით. ჩვენ ვუთხარით, რომ ხელში გვეჭირა სანთლები, ჩვენ მეტი სხვა არაფერი არ გვქონდა, არცერთ {აქციაზე} ცდომილება ჩვენი მხრიდან, არც შეჭრა სადმე, ხელში არასდროს არაფერი არ გვქონდა, შეურაცხყოფაც კი ერთი არავის მიუყენებია, რომ ტრიალებდნენ ხოლმე ირგვლივ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები, - განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2011 წლის 26 მაისის დარბევის საქმე განიხილება.როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ძალოვან სტრუქტურებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ აქციის მონაწილეები არ აპირებდნენ ღამის გათენებას და კონცერტის შემდგომ დაიშლებოდნენ, 12 საათზე დაიწყეს დარბევა და დაკავება.„ჩვენ ვუთხარით, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამ ღამის გათენებას, ჩვენ გვინდა 12 საათზე კონცერტი ჩავატაროთ, აღვნიშნოთ, იმიტომ, რომ მთავრობა აპირებდა მეორე დღეს 5 საათზე, თუ არ ვცდები, ჩატარებას აღლუმის და აღნიშვნის და ჩვენ გვინდოდა 12 საათზე ჩაგვეტარებინა და დავშლილიყავით. მაგრამ არ გვაცადეს კონცერტის დაწყება, ჩვენ ხალხს ვუთხარით, რომ ასეთი სიტუაციაა, გვთხოვენ, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ კონცერტის ჩატარებას, ვისაც გინდათ დარჩით, ვისაც გინდათ წადით, არავის ფეხი არ მოუცვლია, დაახლოებით ათასამდე ადამიანი იყო ალბათ. ჩვენი სცენა იყო პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს, ხალხი იდგა შუაში, ამიტომ ვთვლით რომ დაახლოებით 1000 ადამიანი იყო.12 საათზე უკვე წამოიწია კორდონმა და რომ მოგვიახლოვდნენ, ისეთი რაოდენობის გაზი გაუშვეს და იმდენი ტყვია დაგვახალეს, თანაც ამინდი გაფუჭებული იყო, წვიმა იყო, უკვე აციებული იყო, აი ამ სიტუაციაში და ისეთი სისწრაფით დაგვესივნენ უკვე, ხალხმა სცადა გაქცევა, მაგრამ გასაქცევი არ ჰქონდათ და რაღაცა ჯგუფმა სცენის მხრიდან მოახერხა გარღვევა კუთხის და შევარდნენ კინოთეატრში და ამ დროს კინოთეატრში თურმე ფილმს უყურებდნენ, ფილმი მიდიოდა, იჯდა საზოგადოება, რომელიც ფილმს უყურებდა და ამათ შეჰყვნენ რა თქმა უნდა ისინი ვინც დასარბევად იყვნენ მოსული და ვისაც ბილეთი არ ჰქონდა და ვერ უჩვენა ეს ბილეთი, ისინი ყველანი დაიჭირეს და წაიყვანეს შსს-ში. რამდენიმე სართული იყო გამზადებული ხალხის მისაღებად. ვინც ხელში ჩაუვარდებოდათ ყველას აგდებდნენ, ხელბორკილს ადებდნენ, სცემდნენ ფეხებით და ხელებით, მერე მიათრევდნენ მოლი რომ არის დღეს, სანამ ავტობუსი არ მოვიდოდა და არ ჩასვამდნენ“, - განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.

 დავით მათიკაშვილი

პოლიტიკა 1747630960

დავით მათიკაშვილი: 2011 წლის 26 მაისი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში. ყველაფერი უნდა გაკეთდეს დემოკრატიულ პროცესში, იმისთვის რომ სადისტები, მოძალადეები არ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში

2011 წლის 26 მაისი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში. სააკაშვილის რეჟიმმა პირდაპირი მნიშვნელობით მოახდინა საკუთარი ქვეყნის, საკუთარი მოსახლეობის ტერორი, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.„დღეს, როდესაც იმართება საგამოძიებო კომისიის სხდომა, კიდევ ერთხელ დაინახავს მთელი საზოგადოება ამ უმძიმეს წარსულ და ასევე გაფრთხილებას, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს დემოკრატიულ პროცესში, იმისთვის რომ სადისტები, მოძალადეები არ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში“, - მიიჩნევს დეპუტატი.პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას განაგრძობს. კომისიის წევრები დღეს 2011 წლის 26 მაისის დემონსტრაციის დარბევისას, ადამიანის უფლებების დარღვევის უხეშ ფაქტებს განიხილავენ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ნონა გაფრინდაშვილი, ელდარ (ლუკა) კურტანიძე, დავით ლორთქიფანიძე და გიორგი ბურჯანაძე არიან მიწვეულნი.

ვახტანგ ჩოჩია

პოლიტიკა 1747630901

ვახტანგ ჩოჩია: მოვუწოდებ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ხშირად დგანან საპროტესტო აქციებზე, თვალი მიადევნონ საგამოძიებო კომისიის სხდომებს და გამოიტანონ დასკვნა, თუ ვის გვერდით დგანან და რას ითხოვენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი ვახტანგ ჩოჩია ახალგაზრდებს მოუწოდებს თვალი ადევნონ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომებს.„მე მოვუწოდებ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ხშირად დგანან საპროტესტო აქციებზე იმ ხალხის გვერდით, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ქართველი ხალხის წამებაში, ადამიანის უფლებების შელახვაში და, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ძირგამომთხრელ საქმიანობაში, კიდევ ერთხელ თვალი მიადევნონ ამ კომისიის სხდომებს და შემდეგ დაფიქრდნენ და თვითონ გამოიტანონ დასკვნა, თუ ვის გვერდით დგანან და რას ითხოვენ“, - აცხადებს ჩოჩია.პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას განაგრძობს. კომისიის წევრები დღეს 2011 წლის 26 მაისის დემონსტრაციის დარბევისას, ადამიანის უფლებების დარღვევის უხეშ ფაქტებს განიხილავენ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ნონა გაფრინდაშვილი, ელდარ (ლუკა) კურტანიძე, დავით ლორთქიფანიძე და გიორგი ბურჯანაძე არიან მიწვეულნი.

საქართველოს პარლამენტი

პოლიტიკა 1747629657

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს 26 მაისს დემონსტრაციის დარბევისას ადამიანის უფლებების დარღვევის უხეშ ფაქტებს განიხილავს

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას განაგრძობს. კომისიის წევრები დღეს 2011 წლის 26 მაისის დემონსტრაციის დარბევისას, ადამიანის უფლებების დარღვევის უხეშ ფაქტებს განიხილავენ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ნონა გაფრინდაშვილი, ელდარ (ლუკა) კურტანიძე, დავით ლორთქიფანიძე და გიორგი ბურჯანაძე არიან მიწვეულნი.2011 წლის 26 მაისს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს იხსენებენ მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც, მათი თქმით, ეს დღე კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რამდენად ძალადობრივი და სასტიკი იყო რეჟიმი საკუთარი მოქალაქეების მიმართ.„საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ ხედავს დანაშაულებრივი რეჟიმის ქმედებებს, 2003-2012 წლებში მოქმედებდა რეჟიმი, რომელიც ადამიანებს კლავდა, ადამიანებს აუპატიურებდა, ართმევდა მათ ქონებას“, - ამბობს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძე.

ნონა გაფრინდაშვილი შალვა გოგოლაძე

სპორტი 1746606905

სპორტის მინისტრმა ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს, ნონა გაფრინდაშვილს, 84 წლის იუბილე მიულოცა

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ლეგენდარულ ქართველ სპორტსმენს, ნონა გაფრინდაშვილს, 84 წლის იუბილე პირადად მიულოცა. მინისტრმა სპორტსმენს ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მას მხნეობა და დღეგრძელობა უსურვა.„ჭადრაკის დედოფალი“ მსოფლიო ჭადრაკის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მოჭადრაკეა. სპორტსმენი ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი, საჭადრაკო ოლიმპიადების თერთმეტგზის გამარჯვებული, ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის პირველი მფლობელი და ხუთგზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონია.ნონა გაფრინდაშვილი პირველი ქალი მოჭადრაკეა, რომელსაც მიენიჭა დიდოსტატის წოდება მამაკაცთა შორის. ის ასევე საერთაშორისო დიდოსტატია ქალთა შორის. ლეგენდარული სპორტსმენი 1982 წელს პირველი ქალი გახდა, რომელსაც საჭადრაკო „ოსკარი“ გადაეცა.ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.