დამიანე კვარაცხელია

ტაბლოიდი 1787406795

როგორ აღნიშნეს დამიანე კვარაცხელიას 2 წლის იუბილე ოჯახში - ფოტოები

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და PSG-ის ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას და მისი მეუღლის, ნიცა თავაძის ოჯახში დღეს სადღესასწაულო განწყობაა. მათი ვაჟი, პატარა დემიანე იუბილარია, რომელიც დღეს 21 აგვისტოს 2 წლის გახდა.ხვიჩამ და ნიცა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ აღნიშნეს პატარა დამიანეს დაბადების დღე.„ორწლიანი სიყვარული, რომელმაც შეცვალა ჩემი არსებობის ყოველი ნაწილი", - წერს ნიცა თავაძე. 

კვარაცხელიები

სპორტი 1786647789

„მალე ოქროს ბურთით...“ - ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახური კადრები უეფას სუპერთასიდან

ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონი შესანიშნავად დაიწყო - ევროპის სუპერთასის ფინალში „ასტონ ვილას“ გაუტანა და „პარი სენ-ჟერმენს“ სეზონის პირველი ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა – 2:1.პარიზელთა წარმატებას სათავე ხვიჩა კვარაცხელიამ დაუდო - ზალცბურგის „რედ ბულ არენაზე“ გამართული შეხვედრის მე-20 წუთზე ქართველმა ვარსკვლავმა შეტევა მარცხენა ფლანგიდან განავითარა, მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა და ფრანგული გრანდი წინ გაიყვანა.შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას კარიერაში უკვე 2 ჩემპიონთა ლიგა და 2 უეფას სუპერთასი დაუგროვდა.გამარჯვების ემოციები ხვიჩა კვარაცხელიამ ოჯახის წევრებთან ერთად გაიზიარა. მატჩის დასრულების შემდეგ ქართველ ფეხბურთელთან ერთად მისი უფროსი ძმა, ნიკა კვარაცხელია და მეუღლე, ნიცა თავაძეც იმყოფებოდნენ. მათ ხვიჩას მნიშვნელოვანი გამარჯვება და წარმატებული საღამო ერთად აღნიშნეს.ხვიჩა კვარაცხელიას კარიერაში მორიგი წარმატების შემდეგ, მის მიმართ მოლოდინები კიდევ უფრო გაიზარდა. ქართველი ვარსკვლავის გამორჩეულ თამაშს გულშემატკივრები და საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლები განსაკუთრებულად აფასებენ და უკვე საუბრობენ, რომ მას „ოქროს ბურთის“ მოგების რეალური შანსი აქვს.კვარაცხელიას ნიჭი, შედეგიანობა და უმაღლეს დონეზე სტაბილური თამაში ბევრს აძლევს საფუძველს, იფიქროს, რომ ქართველი ფეხბურთელი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოსთვის ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი შეიძლება გახდეს.

ნილ

საზოგადოება 1785916800

ნიცა თავაძის და საზოგადოების ყურადღების ცენტრში - ნილა თავაძის ახალი ფოტოები პარიზიდან

ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის ოჯახი საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის საგანია. ნიცა თავაძე თავისი ბუნებრივი სტილითა და დახვეწილი იმიჯით დიდი პოპულარობით სარგებლობს, რის გამოც ყურადღებას ხშირად მისი ოჯახის წევრებიც იქცევენ.ამჯერად საზოგადოების ყურადღების ცენტრში ნიცა თავაძის და, ნილა თავაძე აღმოჩნდა. მან სოციალურ ქსელში პარიზში გადაღებული ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებშიც საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნაობასთან  ეიფელის კოშკთან პოზირებს.ფოტოებში ნილა კვლავ ელეგანტური და დახვეწილი სტილით წარდგა, რასაც გამომწერების მხრიდან არაერთი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

ნიცა

ტაბლოიდი 1785357624

ბედნიერ ქორწინებაში მყოფი ადამიანისგან ნათხოვარი ნივთი - ნიცა თავაძე ლუკა ერნანდესის მეუღლის საქორწინო რიტუალის ნაწილი გახდა

პარიზის „პარი სენ-ჟერმენის“ (PSG) ფეხბურთელმა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მცველმა, ლუკა ერნანდესმა, ცნობილ ესპანელ მოდელსა და კონტენტ-კრეატორ ვიქტორია ტრიაისთან იქორწინა. გრანდიოზულ საქორწილო ცერემონიას არაერთი ცნობილი სახე დაესწრო, მათ შორის, საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია მეუღლესთან, ნიცა თავაძესთან ერთად.ქორწილის დეტალები სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილება, განსაკუთრებული ყურადღება კი ვიქტორია ტრიაის ერთ-ერთმა Instagram Story-მ მიიპყრო, რომელიც სწორედ ნიცა თავაძეს უკავშირდება.საქმე ინგლისურ საქორწილო ტრადიციას – "Something old, something new, something borrowed, something blue" („რაღაც ძველი, რაღაც ახალი, რაღაც ნათხოვარი და რაღაც ლურჯი“) – ეხება. ტრადიციის მიხედვით, პატარძალს ქორწილის დღეს უნდა ჰქონდეს ძველი, ახალი, ნათხოვარი და ლურჯი ნივთი, რომლებიც ოჯახის, ახალი ცხოვრების, იღბლისა და ერთგულების სიმბოლოდ მიიჩნევა.ვიქტორია ტრიაიმ ამ ტრადიციის შესრულებისას Instagram Story-ზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც ხელში მაკიაჟის პროდუქტი უჭირავს. ფოტოს თან ახლავს წარწერა „Something blue, something borrowed“, ხოლო პოსტში მონიშნულია ნიცა თავაძე.სავარაუდოდ, სწორედ ნიცასგან ნათხოვარი ლურჯი ნივთი გახდა პატარძლის საქორწილო რიტუალის ნაწილი, რითაც მან მრავალწლიანი ინგლისური ტრადიცია შეასრულა. 

ჯი

საზოგადოება 1785270761

ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე ლუკას ერნანდესის ქორწილში – წყვილის ელეგანტურმა გამოჩენამ ყურადღება მიიპყრო

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პსჟ-ის ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია მეუღლესთან, ნიცა თავაძესთან ერთად, თანაგუნდელის, ლუკას ერნანდესის ქორწილს დაესწრო.საზეიმო ცერემონიიდან სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფოტოებმა და ვიდეოებმა მალევე მიიპყრო გულშემატკივრების ყურადღება. ხვიჩა კლასიკურ, შავ კოსტიუმში გამოჩნდა, ხოლო ნიცა თავაძე ელეგანტურ, გრძელ კაბაში იყო გამოწყობილი.ლუკას ერნანდესის ქორწილს პსჟ-ის არაერთი ფეხბურთელიც ესწრებოდა, რის გამოც ღონისძიება საფეხბურთო სამყაროსთვის ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად იქცა.

კვარა

ტაბლოიდი 1784316783

სიყვარულით სავსე კადრები - ხვიჩა კვარაცხელიამ ოჯახური მომენტები გულშემატკივრებს გაუზიარა

ხვიჩა კვარაცხელიამ გულშემატკივრებს ოჯახური ცხოვრების ამსახველი თბილი კადრები გაუზიარა. ქართველი ფეხბურთელის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებსა და ვიდეოებს სოციალურ ქსელში უამრავი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.კადრებში ჩანს ფეხბურთელის ოჯახური გარემო და ის განსაკუთრებული მომენტები, რომლებსაც ხვიჩა გულშემატკივრებს იშვიათად უზიარებს. ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევიან, თუმცა წყვილი პირადი ცხოვრების დეტალებს ძირითადად საკუთარი სურვილის მიხედვით, შერჩეულ მომენტებში უზიარებს საზოგადოებას.

kvra

ტაბლოიდი 1781980373

ხვიჩა კვარაცხელია ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და PSG-ის ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში გამომწერებს ოჯახურ კადრებს უზიარებს.კადრებში ხვიჩა მეუღლესთან ნიცა თავაძესთან და დამიანესთან ერთად პოზირებს, ასევე კადრებში ჩანს თუ როგორ ადევნებს თვალს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს.            View this post on Instagram                       A post shared by Khvicha Kvaratskhelia (@kvara7)

კვფა

ტაბლოიდი 1781702760

დაათვალიერეთ ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახური კადრები საზაფხულო მოგზაურობიდან

ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ხვიჩა კვარაცხელიამ დასვენების დრო გამონახა და ოჯახთან ერთად საზაფხულო მოგზაურობაშია.  ხვიჩა დროს მეუღლესთან, ნიცა თავაძესთან და პატარა შვილთან, დამიანე კვარაცხელიასთან ერთად ატარებს.მოგზაურობიდან ულამაზეს კადრებს სოციალურ ქსელში ფეხბურთელის მეუღლე, ნიცა თავაძე აქვეყნებს.„ჩემი სამუდამო პაემანი“, - წერს ნიცა.

ნიცა

ტაბლოიდი 1781336240

VIDEO: ნიცა თავაძე კანიე უესტის კონცერტიდან ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

Starring Georgia-ს პროექტის ფარგლებში საქართველოში ამერიკელი რეპერის, კანიე უესტის კონცერტი ჩატარდა.მომღერლის გრანდიოზულმა შოუმ 70 000-მდე მსმენელი გააერთიანა. კონცერტს არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა. მათ კონცერტიდან ვიდეოები სოციალურ ქსელში განათავსეს.კონცერტს ესწრებოდნენ ხვიჩა კვარაცხელია და მისი მეუღლე, ნიცა თავაძეც. ნიცამ მეუღლესთან ერთად კონცერტზე გადაღებული ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.შეგახსენებთ, რომ პროექტი Starring Georgia საქართველოში უკვე ტრადიციად იქცა და ქვეყანაში მსოფლიო დონის ვარსკვლავებისა და მასშტაბური მუსიკალური ღონისძიებების ჩამოყვანას უზრუნველყოფს, რაც ყოველ ჯერზე ათასობით ადგილობრივი თუ უცხოელი მსმენელის ყურადღების ცენტრში ექცევა. 

ნიცა

ტაბლოიდი 1780208613

„შენით ყოველთვის ვამაყობ...“ - ნიცა თავაძის პირველი გზავნილი მეუღლეს გამარჯვების შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლემ, ნიცა თავაძე სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.„მინდა ადამიანებმა გაიგონ, რამდენ ძალას მოითხოვს ასეთ მომენტებამდე მისვლა. წნეხი, მსხვერპლი, დისციპლინა, მოლოდინები... და მაინც, შენ ყოველდღე აგრძელებდი ბრძოლას.ახლა კი ზედიზედ ორგზის ჩემპიონი ხარ. იმის ყურება, თუ როგორ გახდი ყველაფერი, რაზეც ოდესღაც ლოცულობდი, ყველაზე ლამაზი რამ იყო. შენით ყოველთვის ვამაყობ.მიყვარხარ, ჩემო სამუდამო ჩემპიონოდა წინ კიდევ ბევრი წარმატებაა...“ნიცა თავაძის ამ სიტყვებმა კიდევ ერთხელ აჩვენა ის მხარდაჭერა და სიყვარული, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას წარმატების გზაზე მუდამ თან ახლავს.            View this post on Instagram                       A post shared by Nitsa Tavadze (@nitsatavadze)

nica

ტაბლოიდი 1780170710

ნიცა თავაძე მოედნიდან კადრებს ავრცელებს

ნიცა თავაძე მოედნიდან კადრებს ავრცელებს.ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „არსენალთან“ პენალტი მოიპოვა და „პარი სენ-ჟერმენს“ ტიტულის ზედიზედ მეორედ მოპოვება დაეხმარა 2:1.უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართული ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის გადამწყვეტი მატჩი ქართველის გუნდისთვის უიღბლოდ დაიწყო. ლონდონელების სწრაფი კონტრშეტევა მე-6 წუთზე კაი ჰავერცმა დააგვირგვინა და „არსენალი“ წინ გაიყვანა.ამის შემდეგ უპირატესობა ფრანგებმა მოიპოვეს, მაგრამ მზიანს მეორე ტაიმში მიაღწიეს, რაშიც მთავარი როლი კვარაცხელიამ ითამაშა – ქართველი ვარსკვლავი საჯარიმოში წააქციეს და „არსელანის“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც 65-ე წუთზე უსმან დემბელემ უნაკლოდ გამოიყენა.83-ე წუთზე მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია ბრედლი ბარკოლათი შეცვალა.მას მერე, არც ძირითად დროში და არც დამატებულ 30 წუთში გოლი აღარ გასულა. დაინიშნა თერთმეტმეტრიანების სერია, რომელიც უკეთესად პსჟ-მ შეასრულა და ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო. 

მჯ

ტაბლოიდი 1778563560

ნიცა თავაძე მეგობრებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

პარიზულმა გრანდმა, „პარი სენ-ჟერმენმა“, საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში „მეცს“ უმასპინძლა. მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, პარიზელთა გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ყურადღების ცენტრში მხოლოდ ფეხბურთელების თამაში არ მოქცეულა.სტადიონის ტრიბუნებიდან გუნდს გულშემატკივრობდნენ ფეხბურთელების მეუღლეებიც, რომლებმაც მოგვიანებით სოციალურ ქსელში კადრები გაავრცელეს.